გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210018002773513
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 2/36677-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 20-9 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი - ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - ს--------------

წარმომადგენელი - გ--------–----–---–-------------------------------------------–------------

მოპასუხე - ჰ-------------------------

წარმომადგენელი - თ-----------–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ჰ-------------------------ს, ს--------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 22 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს--------------მ, 20-5 წლის 22 მარტს, ჰ-------------------------ს, ექვსი თვის ვადით, ასესხა 11 000 აშშ დოლარი, 20-5 წლის 10 ივნისს, ასევე ექვსი თვის ვადით ასესხა 5 000 აშშ დოლარი და 20-5 წლის 30 ივნისს, ექვსი თვის ვადით ასესხა 6 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხების გადაცემა და მიღება მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებულია შესაბამისი ხელწერილებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, თითქოს დასტურდება ფულადი ვალდებულების არსებობა. აღნიშნული დოკუმენტის შედგენის თარიღია 20-5 წლის 22 მაისი, დოკუმენტში მითითებული ტექსტიდან გამომდინარე, ჰ-------------------------ი თითქოსდა უთითებს, რომ სესხის გადახდა მის მიერ მოხდება 6 თვეში. მაშასადამე, სესხის გადახდის ვალდებულება ჰ-------------------------ს უნდა წარმოშობოდა 20-5 წლის 22 ნოემბერს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი ადგენს, რომ პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლი ადგენს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საუბარია, სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 130-ე მუხლი აყალიბებს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის წესს: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება 20-5 წლის 23 ნოემბრიდან და მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 20-5 წლის 22 მაისს ჰ-------------------------მა ს--------------სგან სესხის 11 000 აშშ დოლარის გადახდა ივალდებულა ექვსი თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის განმარტება

- ხელწერილი (ს.ფ. 13 - 15)

 

3.2.2. 20-5 წლის 10 ივნისს, ჰ-------------------------მა ს--------------სგან მიღებული 5 000 აშშ დოლარის გადახდა ივალდებულა ექვსი თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის განმარტება

- ხელწერილი (ს.ფ. 13 - 15)

3.2.3. 20-5 წლის 30 ივნისს, ჰ-------------------------მა ს--------------სგან მიღებული 6 000 აშშ დოლარის გადახდა ივალდებულა ექვსი თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის განმარტება

- ხელწერილი (ს.ფ. 13 - 15)

3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 30 ნოემბრის განჩინებით,ს--------------ს უარი ეთქვა ჰ-------------------------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.20-8წლის განჩინება (ს.ფ. 81 - 83)

3.2.5. ს--------------ს მოთხოვნა ხანდაზმულია 20-5 წლის 22 მაისის და 20-5 წლის 10 ივნისის ხელწერილის საფუძველზე თანხის მოთხოვნის ნაწილში;

 

3.2.6. ჰ-------------------------ის ვალდებულება ს--------------ს მიმართ, შეადგენს 6 000 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავისი შესაგებელი დაფუძნა მოთხოვნა ხანდაზმულობაზე მითითებას, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებას. ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები - მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების, შეწყვეტის და სხვა საფუძვლების არსებობა.

 

მოპასუხის მიერ ხანდაზმულობაზე მითითების გასაბათილებლად მოსარჩელემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ს--------------ს უარი ეთქვა ჰ-------------------------ის მიმართ, იმავე საფუძვლებზე მითითებით, თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიღებაზე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 20-5 წლის 22 მაისის ხელწერილით ჰ-------------------------ის მიერ დადასტურებული 11 000 აშშ დოლარის გადახდის ვადა ამოიწურა 20-5 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო 20-5 წლის 23 ნოემბერს, 20-5 წლის 10 ივნისს დადასტურებული 5 000 აშშ დოლარის გადახდის ვადა ამოიწურა 20-5 წლის 10 დეკემბერს და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 20-5 წლის 11 დეკემბრიდან, ხოლო 20-5 წლის 30 ივნისს დადასტურებული 6 000 აშშ დოლარის გადახდის ვადა ამოიწურა 20-5 წლის 30 დეკემბერს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, "მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში, თუ ეს საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვის ვადაში განსჯადი სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად პირველი სარჩელის წარდგენიდან ითვლება. იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით კი, სარჩელის განუხილველად დატოვება წარმოებაში მიღების შემდეგადაც დაიშვება, თუ შესაბამისი საფუძველი მოგვიანებით გამოვლინდა. (იხ. სუსგ ას-1586-1489-20-2, 22.04.13 წ.).

ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამასთანავე, ნორმით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს. “ (იხ. სუსგ ას-960-909-20-5, 04.12.15 წ.).

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ფაქტი არ დასტურდება. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა იმ დროს, როდესაც 20-5 წლის 22 მაისის ხელწერილით ჰ-------------------------ის მიერ დადასტურებული 11 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე მითითება უსაფუძვლოა.

ასევე 20-5 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა სწორედ ზემოაღნიშნულ განმარტებას შეესაბამება და სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიღებიდან არ არსებობს მისი ექვსი თვის ვადით გაგრძელების საფუძველი და რჩება კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის გათვალისწინებული სამწლიანი ვადა, რაც მოსარჩელემ ვერ დაიცვა, ვინაიდან, სარჩელი განმეორებით წარმოდგენილ იქნა 20-8 წლის 19 დეკემბერს, მაშინ როდესაც 20-5 წლის 10 ივნისის ხელწერილიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სრულდებოდა 20-8 წლის 10 დეკემბერს.

შესაბამისად, დადასტურებულია, რომ 20-5 წლის 22 მაისის, ასევე 20-5 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

რაც შეეხება 20-5 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებას მისი ხანდაზმულობა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებისა და სარჩელის განმეორებით წარმოდგენის თარიღების გათვალისწინებით 6 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, რომ ხელწერილებზე კრედიტორის ხელმოწერის და სესხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო, ხელშეკრულება და მოპასუხის ვალდებულება არ არსებობს, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგანაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარობა. ამასთან, თვით მოპასუხის პოზიცია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია საწინააღმდეგოს მიუთითებს. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის - განაწილების ზოგადი წესის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ქმედების შეფასებისა და აღნიშნული ქმედების თანმდევი შედეგების მატერიალურ სამართლებრივი საფუძვლები. სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით გარიგების დადებულად ცნობისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა მიერ გამოვლენილი ურთიერთანმხვედრი ნება კონკრეტული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. სამოქალაქო გარიგების ნამდვილობის შეფასებისათვის ამოსავალი კრიტერიუმი სწორედ გამოვლენილი ნების ნამდვილობა და გარიგების მონაწილეთა სუბიექტური დამოკიდებულების შეფასებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადაო არ არის ის, რომ მითითებული ხელწერილი შედგენილი და ხელმოწერილი იქნა მოპასუხის მიერ, რაც იმას ნიშნავს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე გამოვლენილი და ხელმოწერით დადასტურებული ნება ნამდვილია. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში ნების გამომვლენი აცნობიერებდა გამოვლენილ ნებას, იცნობდა დოკუმენტის შინაარსს და მისთვის ცნობილი იყო გარიგების სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების, კერძო ავტონომიის პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამასთან, კერძო ავტონომიის ცნება ასევე გულისხმობს თვითპასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც პირი თავად აგებს პასუხს თავისი მოქმედებისათვის. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალ სუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. ვალის აღიარების ცალმხრივი ბუნებიდან გამომდინარე მოპასუხეს ეკისრება მხოლოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ დოკუმენტზე კრედიტორის ხელმოწერის არ არსებობა ართმევს მასვე მოთხოვნის უფლებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

-თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 81-83)

- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 13 - 15)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ 6000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილ;ებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 319-ე, 128-ე, 144-ე, 341-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით

გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ემუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი ხელშეკრულებაა იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.

 

საქმეში წარმოდგენელი გადახდის ქვითარი სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ვალის აღიარებას და მასში მითითებულია კონკრეტული თანხის გადახდის ვადა, რაც შეადგენდა ექვს თვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

გადაწყვეტილების 3.2.6 პუნქტით დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია 20-5 წლის 22 მაისის და 20-5 წლის 10 ივნისის ხელწერილებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ საფუძვლით მოპასუხისათვის 20-5 წლის 22 მაისის და 20-5 წლის 10 ივნისის ხელწერილებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.2.6 პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ აღიარებული 6 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმული არ არის. გამომდინარე აღნიშნულიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს ს--------------სათვის 6000 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 6 000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 27.27 %-ს. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1650 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 449.95 ლარის გადახდა, დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 14 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და ჰ-------------------------ს, პ/ნ 0----------, აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ზ----------–-----ს ქუჩა N3, ს/კ 0----------------0-.5--. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ს--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ჰ-------------------------ს, ს--------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 6 000 აშშ დოლარის გადახდა;

3. ჰ-------------------------ს, ს--------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 449.95 ლარის გადახდა;

4. ს--------------ს მოთხოვნა 11 000 აშშ დოლარისა და 5 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილსის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : ცისანა სირბილაძე