გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
010210819002875655
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210819002875655

საქმე №2-593/19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

 

განმცხადებელი _ ა----------------ი

 

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი;

წარმომადგენელი - გ---–-------–-------ე

 

შვილად ასაყვანი პირი - ა----------------ი

 

მოთხოვნის არსი _ მცირეწლოვანი ბავშვის ა----------------ის შვილად აყვანა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1 არასრულწლოვანი ა----------------ის შვილად აყვანა და მის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნაშვილები ბავშვის ა----------------ის, დაბადებული 2011 წლის 2-------------ს, პ---------------, დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „ა----“ , გვარი - „ა--------“, დაბადების თარიღი - 2-------------ი, 2011 წელი; დაბადების ადგილი - „ბათუმი“, შეეცვალოს პირადი ნომერი; ასევე ცვლილება შევიდეს დედის დემოგრაფიულ მონაცემში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემში მიეთითოს: ა---------------- პ---------------, მოქალაქეობა საქართველო, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შვილად ასაყვანია მამრობითი სქესის არასრულწლოვანი ა----------------ი, დაბადებული 2011 წლის 2-------------ს, პ--------------- ა---------------ის დაბადების მოწმობით N----------- დგინდება რომ დედა არის ვ--–------------------- პ/ნ№-----------, ხოლო მამა უცნობია.

 

2.2. არასრულწლოვანი ა---------------ი ბიოლოგიურმა დედამ ვ--–-------------------ამ, ერთი თვის ასაკში 2011 წლის ნოემბრის თვეში მოსავლელად დაუტოვა ა---------------ს, და მას შემდეგ ბავშვზე მზრუნველობას ახორციელებს ა----------------.

 

2.3. 2014 წლის 15 დეკემბერს ვ--–-------------------ას ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (2-1340/14), ა---------------იზე ჩამოერთვა მშობლის უფლებები და მოვალეობები.

 

2.4. სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 04 ივლისის N04-15-01/063 გადაწყვეტილებით ა---------------ს მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.

 

2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 16 მარტის N04-15-01/920 გადაწყვეტილებით, ა---------------ის შვილად აყვანის მსურველი პირი, ა---------------- დარეგისტრირებულია ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში;

 

2.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ნ---------–--–-–---–ის მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს მიღებული იქნა შვილად ამყვანი პირის ა----------------ს და გასაშვილებელი ბავშვის ა---------------ის თავსებადობის შესახებ დასკვნა, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკის მიერ დადასტურებული იქნა ა---------------ის თავსებადობა ა---------------თან და მიეცა რეკომენდაცია ა---------------ს, როგორც ა---------------ის შვილად ამყვან პირს;

 

2.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 22 თებერვალის დასკვნით N04-15-01/1447 მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა----------------ს მიერ არასრულწლოვანი ა---------------ის შვილად აყვანა;

 

2.8. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შვილად აყვანის ხელისშემშლელი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეაფასა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ა----------------ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1245-ე, 1246-ე, 1247-ე, 1258-ე, 1264-ე მუხლები, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-17, მე-20, 23-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილება დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. ამავე კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს, ასევე, პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---------------ს არა აქვს კრიმინალური წარსული და პრაქტიკულად ჯანმრთელია, ხასიათდება დადებითად და მას შესწევს უნარი, დაიცვას არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1247-ე მუხლის თანახმად თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეუღლეებს საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილი უცნობია. მოცემულ შემთხვევაში ა----------------ს მეუღლე ა------------------ი, თანახმაა ა----------------ს მიერ ა---------------ის შვილად აყვანაზე, რაც დასტურდება როგორც ა------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ა------------------ის მიერ სანოტარო წესით დადასტურებული ხელწერილით.

 

5.3. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე.

 

5.4. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------------- სარგებლობს შვილად აყვანის უპირატესი უფლებით, ვინაიდან ანრი იუსუპოვზე ზრუნავს 01 თვის ასაკიდან და მათ შორის ჩამოყალიბებულია მშობლისა და შვილის ურთიერთობა.

 

5.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნით დგინდება, რომ აღნიშნულმა სააგენტომ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია ა----------------ს მიერ მცირეწლოვანი – ა---------------ის შვილად აყვანა. აღნიშნულ დასკვნას დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.

 

5.6. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით, საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.

 

5.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----------------ს მიერ ა---------------ის შვილად აყვანა ხელს შეუწყობს ბავშვის კეთილდღეობას, ნორმალურ აღზრდა-განვითარებას და უდავოდ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.

 

5.8. სასამართლო, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნევს განმცხადებლის მოთხოვნას, შვილად ასაყვანის დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1258-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მიეთითოს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შვილად ასაყვანის ა---------------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „ა----“, გვარი - ა--------, დაბადების თარიღი - 2---------წ; დაბადების ადგილი - „ბათუმი“, მოქალაქეობა-საქართველო, შეეცვალოს პირადი ნომერი; ასევე ცვლილება შევიდეს დედის დემოგრაფიულ მონაცემში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემში მიეთითოს: ა----------------, პ---------------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 2591-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 349-351-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------------ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნება დაერთოს ა--------------ს არასრულწლოვანი ა---------------ის (დაბადების თარიღი: 2---------–. დაბადების ადგილი - ბათუმი, სქესი - მამრობითი, პ---------------, მოქალაქეობა - საქართველოს) შვილად აყვანაზე.

 

1.2 ნაშვილები ბავშვის ა---------------ის (დაბადების თარიღი: 2---------–. დაბადების ადგილი - ბათუმი, სქესი - მამრობითი, პ---------------, მოქალაქეობა - საქართველოს) დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას ცვლილებები, კერძოდ: სახელი მიეთითოს „ა----“, გვარი - "ა--------", დაბადების თარიღი - 2---------–; დაბადების ადგილი - „ბათუმი“, მოქალაქეობა-"საქართველო", შეეცვალოს პირადი ნომერი; ასევე ცვლილება შევიდეს დედის დემოგრაფიულ მონაცემში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ა---------------- პ---------------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე