გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210114684588
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22830-14

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

მოსარჩელე - ა----------–----–-----------–---------------------–---------------–-----------–----------------------------------------–------–------------------

წარმომადგენელი - ი-------------–---–-

მოპასუხე - ა--------–----

დავის საგნი - ზიანის ანაზღაურება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ

აღწერილობითი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაკმაყოფილდა ა----- მ-----–------ პ---–---------- გ------------ „--------- ნ-–------–----- მ-----------“ სარჩელი ა--------–----ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ა--------–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 /სამასი/ ლარის გადახდა.

2015 წლის 27 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 02.02.2015წ. განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 თებერვლის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ და 2015 წლის 02 თებერვლის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ გასაჩივრებული იქნა ა----- მ-----–------ პ---–---------- გ------------ „--------- ნ-–------–----- მ-----------“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა----- მ-----–------ პ---–---------- გ------------ „--------- ნ-–------–-----

მ-----------“ კერძო საჩივარი. მითითებული განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 თებერვლის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ა----- მ-----–------ პ---–---------- გ------------ „--------- ნ-–------–----- მ-----------“ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 13 ივლისის განჩინებაში განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება არ მიუღია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მართალია იმსჯელა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე და მიუთითა, რომ არ უნდა ანაზღაურდეს, ვინაიდან მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გაღებული ხარჯი, მაგრამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ სამართლებრივად გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

მითითებული ნორმის მე-31-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშწონილად მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო პალატამ განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს არ უმსჯელია საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

ა----- მ-----–------ პ---–---------- გ------------ - „--------- ნ-–------–----- მ-----------“ სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან ერთად ასევე წარმოადგენდა მოპასუხე ა--------–----სთვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 2 000 ლარის, აუდიტორული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 200 ლარის, საფოსტო გზავნილისათვის გაღებული ხარჯის - 55.55 ლარის, მოცემულ საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის – 55.55 ლარის, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ფურცლებისათვის - 5.55 ლარის, სარჩელისა და თანდართული მასალების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 5.55 ლარის და წარმომადგენლის სასამართლოში მივლინებისას, მისი დაკარგული დროის ანაზღაურებისათვის - 5.55 ლარის დაკისრება. ანუ ძირითად მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან ერთად დაყენებული იყო ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. მითითებული ნორმის მესამე ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

სასამართლო საადვოკატო მომსახურებისათვის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე ითვალისწინებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატის მეშვეობით (ბატონი ი-------------–---–-) და სახეზეა მისი მხრიდან მოსარჩელისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ფაქტი, აღნიშნული სასამართლოს მოსაზრებით საკმარისი პირობაა მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებისათვის. თუმცა, ა--- მ-----–------ პ---–---------- გ------------ ,,ე-------- ნ-–------–----- მ----------”-ს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების 2000 ლარის შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლის თანახმად, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობიდაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯებიდან დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროისა და რესურსების, თავად საქმის განხილვის სირთულისა და ვადების გათვალისწინებით საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს.

იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ძირითადი, მატერიალური სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სახეზეა პროცესუალური შესაძლებლობა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მატერიალური მოთხოვნის თანმდევი პროცესუალური ნორმებით რეგულირებული მოთხოვნა - პროცესის ხარჯების დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა აქვე სასამართლო მიუთითებს სასამართლოს გარეშე ხარჯის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლო გარეშე ხარჯები იმ ნაწილში რისი გაწევის თაობაზეც მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები (აუდიტორული მომსახურებისათვის გაღებული - 200 ლარი, (ტომი I, ს.ფ. 127), ასევე საფოსტო მომსახურების საფასური - 55,5 ლარი (ტომი I, ს.ფ. 102, 140)), მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯები. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ: სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის (55.55 ლარის), საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ფურცლებისათვის (5.55 ლარის), სარჩელისა და თანდართული მასალების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის (5.55 ლარის) და წარმომადგენლის სასამართლოში მივლინებისას, მისი დაკარგული დროის ანაზღაურებისათვის (5.55 ლარის) გაწეული ხარჯის ნაწილში, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე, რადგან დასახელებული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სახის სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული წაგებული მხარის კანონიერი ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა და დაუდასტურებელი ხარჯების ანაზღაურების მისთვის დაკისრება.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით, რისთვისაც გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად თანხა დაეკისრა მოპასუხეს. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომები მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა. ჩამოთვლილი აუცილებელი დანახარჯების სპეციფიკიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მათი ნაწილი იქნებოდა გაწეული გარკვეული ოდენობით, თუმცა, საადვოკატო მომსახურება თავისი არსით მოიცავს ასევე ყველა იმ დანახარჯის გაწევას, რაც შუამდგომლობაშია ჩამოთვლილი. ამდენად, აღნიშნული ხარჯები საადვოკატო მომსახურების ხარჯში მოიაზრება და მათი ცალკე სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ა--------–----ს მოსარჩელე ა--- მ-----–------ პ---–---------- გ------------ ,,ე-------- ნ-–------–----- მ-----------” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაღებული - 200 ლარის, აუდიტორული მომსახურებისათვის გაღებული - 200 ლარისა და საფოსტო მომსახურეობის სანაცვლოდ - 55,55 ლარის გადახდა.

სასამართლოსგარეშე ხარჯებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხის პირდაპირ საკანონმდებლო რეგულირებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ მოიცავს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ანალოგიის წესით უნდა იხელმძღვანელოს მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 21 იანვარს განხილულ სამოქალაქო საქმეზე №2/22830-14 გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხე ა--------–----ს მოსარჩელე ა----------–----–- (ა-------–-------) ი-----------–- პირის, მ-----–------ პ---–---------- გ------------ - ”ე-------- ნ-–------–----- მ-----------” სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

 

3. მოპასუხე ა--------–----ს მოსარჩელე ა----------–----–- (ა-------–-------) ი-----------–- პირის, მ-----–------ პ---–---------- გ------------ - ”ე-------- ნ-–------–----- მ-----------” სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

 

4. მოპასუხე ა--------–----ს მოსარჩელე ა----------–----–- (ა-------–-------) ი-----------–- პირის, მ-----–------ პ---–---------- გ------------ - ”ე-------- ნ-–------–----- მ-----------” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი საფოსტო მომსახურეობის სანაცვლოდ - 55,55 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისათვის სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრებაზე.

 

6. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი