გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117001967020
№2-2157/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე შპს ,,რ----“
წარმომადგენელი რ----–-- მი---–--- (დირექტორი), რ---- შა----
მოპასუხე შპს ,,ბ------------“
წარმომადგენელი მუ------------–---–- (დირექტორი), ავ--------–-------------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,რ----“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მოპასუხეს - შპს „ბ------------“-ს დაეკისროს 437 821 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 1 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „რ---მა“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შეიძინა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #05.32.04.7--), კერძოდ 1215 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 206,8 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. 2016 წლის 6 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-ს ქ №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #05.32.04.7--), საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „რ----ს“ საკუთრებად. ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შპს „რ----ს“ დაკვეთით ი/მ „რ-----–----ის“ მიერ მომზადდა არქიტექტურული პროექტი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენად და მშენებობის ნებართვის მოსაპოვებლად, ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–---ს №------ ბრძანებით, შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 14 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა №------. 2016 წლის 8 აგვისტოს საჯარო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–---ს №------ ბრძანებით, შეთანხმებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის და №------ მშენებლობის ნებართვის საფუძველზე პროქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებარედ რეგისტრაცია, მათ შორის საკადასტრო გეგმაზე შენობა-ნაგებობის გრაფიკულად დასმა იმდაგვარად, როგორც ეს გათვალისწინებული იყო საპროექტო დოკუმენტაციით. 2016 წლის 14 აგვისტოს შპს „რ---სა“ და მოპასუხე შპს „ბ------------“-ს შორის გაფორდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს „ბ------------“-ის მხრიდან ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში შპს „რ----ს“ კუთვნილ 1 215 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.32.04.7--), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული მშენებლობის არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ე.წ. „თეთრი კარკასის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად შპს „ბ------------“-ის მიერ, დამტკიცებული არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განსახორციელებელი ე.წ. „თერი კარკასის“ მშენებლობის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 3 732 750 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. შპს „რ----ს“ მხრიდან შპს „ბ------------“-ის მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით აღებული ფულადი ვალდებულების, კერძოდ განსახორციელებლი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში მშენებარედ რეგისტრირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კომერციული ფართი პირველ სართულზე, სულ 544,5 კვ.მ. და მეორე სართულზე ბინების ფართი 644,4 კვ.მ. - სულ 1188,4 კვ.მ. მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბ------------“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე შეუდგა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, მოახდინა მიწის ნაკვეთის მომზადება სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, დაიწყო შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა; ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად დადგინდა მხარეთა უფლება მოვალეობები, მათ შორის მენარდის ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მკაცრად დაიცვას და შეასრულოს დამკვეთის მიერ წარდგენილი პროექტი (3.5 პუნქტი), ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად მენარდის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსახორციელებელი სამუშაოების შედეგად დამდგარი ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგა დამკვეთს ან/და მესამე პირს უზრუნველყოს ზიანის კომპენსირება დროულად ისე, რომ არ შეფერხდეს ამ ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოებისათვის დადგენილი პირობები. სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდგომ მენარდე შპს „ბ------------“-მა შპს „რ----ს“ წარმოუდგინა შესრულებული სამოშაოების თაობაზე ფორმა №2, სულ 989 414 ლარზე. ვინაიდან წარმოდგენილი ფორმა №2-ში მითითებული სამუშაოებისა და მასალების ღირებულებები არ შეესაბამებოდა რეალურად მიწის ნაკვეთზე შესრულებულ სამუშაოს, შპს „რ----ს“ მიერ შპს „ბ------------“-ს აუნაზღაურდა 237 424,7 ლარი, ამასთან შპს „ბ------------“-ს წერილობით ეცნობა, რომ ვინაიდან წარმოდგენილ ფორმა №2-ში მითითებული მასალებისა და სამუშაოს ღირებულება არ შეესაბამებოდა რეალურად ადგილზე განხორცელებულ სამუშაოთა მოცულობასა და მის ღირებულებას, საჭირო იყო ერთობლივად მოხდარიყო მისი კორექტირება რეალურად შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. შპს „ბ------------“-ის წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით მოხდა არაერთი შეხვედრა, თუმცა პრობლემა ვერ იქნა მოგვარებული, რის გამოც შპს „რ----ს“ მიერ შპს „ბ------------“-ს 2017 წლის 20 თებერვალს ეცნობა, რომ ცალმხრივად წყვეტდა მასთან 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შეწყვეტის პარალელურად შპს „რ----ს“ დაკვეთით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და განსაზღვრა შპს „ბ------------“-ის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ №---ში მდებარე შპს „რ----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შპს „ბ------------“-ის მიერ ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში მდებარე შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული იყო საძირკვლის და პირველი სართულის იატაკის ფილის სამშენებლო სამუშაოები. შპს „ბ------------“-თან 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედგომ შპს „ბ------------“-ის მიერ სამშენებლო მოედნიდან გატანილი იქნა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები (სამშენებლო მასალა დანადგარები), ხოლო შპს „რ----ს“ მიერ საკუთარი ძალებით გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები, რაშიც დღემდე გახარჯული იქნა 182 650 ლარი. ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-ს ქ №---ში მდებარე №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მშენებარე შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ მშენებლობას ახორციელებს შპს „ნ---------ი“, რომელსაც სამშენებლო პროექტით მიღებული აქვს ნებართვა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.32.04.8--) სამი ერთეული შენობა-ნაგებობის განთავსების. 2017 წლის 10 მაისს შპს „რ----ს“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „ნ---------ის“ დირექტორი მა-–------------, რომელმაც განუცხადა, რომ შპს „რ----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა- ნაგებობა, მისი საძირკველი დასმული იყო პროექტის დარღვევით, კერძოდ ნაცვლად იმისა, რომ საკადასტრო საზღვრიდან შენობა-ნაგებობის ფასადი მოცილებული უნდა იყოს 2,5 მეტრზე, ხოლო საძირკველი (რაც გათვალისწინებულია არქტიტექტურული პროექტით) ფაქტიურად აღნიშნულის საწინააღდეგოდ შენობა-ნაგებობა დასმულია პროექტის დარღვევით, უფრო მეტიც შპს „ა---–-------–-ს“ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, შპს „რ----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის აივნები 5 სმ-ით იჭრება მომიჯნავე შპს „ნ---------ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. შპს „ნ---------ის“ დირექტორის მიერ გაცხადებული პრეტენზიის გაგებისთანავე შპს „რ----“ დაუკავშირდა შპს „ბ------------“-ის წარმომადგენლებს, რომლებსაც განემარტათ პრობლემის არსი და ის გარემოება, რომ მათ მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო დამტკიცებული პროექტის დარღვევით იმდაგვარად, რომ არსებულ მოცემულობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „ნ---------ი“ ვეღარ ახორციელებდა დამტკიცებული სამშენებლო დოუმენტაციის შესაბამისად მშენებლობის დაწყებას, ასევე განემარატათ, რომ დარღვევა იმდენად სერიოზულ ხასიათს ატარებდა, რომ მისი მოგვარების მხოლოდ ერთი გზა არსებობდა, ანუ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შპს „ნ---------ს“ აღარ უნდა განეხორცელებინა პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა და მიწის ის ნაწილი, რომელიც იჭრებოდა შპს „ნ---------ის“ საკუთრებაში, უნდა გადმოეცა შპს „რ----სთვის“ საკუთრებაში ან უნდა მომხდარიყო ჩვენს მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული მთლიანი მშენებლობის დემონტაჟი. შპს „ბ------------“-ის, შპს „ნ---------ის“ და შპს „რ----ს“ საზოგადოებების მიერ საკითხში დეტალურად გარკვევის მიზნით შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა ე.წ. „GPS GEOCORS“ ხელსაწყოთი მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის დადგენის ზუსტი აზომვითი სამუშაოები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის სამუშაოები, რომლებიც შპს „ბ------------“-ის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე იქნა ნაწარმოები (შენობა-ნაგებობის ფუძეების დასმა, ე.წ. დაკვალვის სამუშაოები და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები), არ შეესაბამება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას და არსებული დარღვევა იმდენად სერიოზულია, რომ მისი არსებობის შემთხვევაში შპს „ნუ თაიმი“ როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ვეღარ ახერხებს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად მშენებლობის დაწყებას და განხორციელებას. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე 2017 წლის 12 მაისს შპს „ნ---------მა“ უკვე წერილობით მიმართა შპს „რ---ს“ და მოითხოვა შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის დაუყოვნებლივ დემონტაჟი, რომელიც იჭრება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში და რომელიც არ შეესაბამება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მერ დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას, იმ მიზნით, რომ მათი მხრიდან განხორციელდეს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები; არსებული ვითარება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მოპასუხე შპს „ბ------------“-ის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ შენობა-ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება, სხვა სამუშაოები არ შეესაბამება დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას, განხორცელებული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ შენობა- ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველი მოწყობილია იმდაგვარად, რომ იგი იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაზეც პრეტენზიას გამოთქვამს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაუთრე შპს „ნ---------ი“ და მოითხოვს შეჭრილი ნაწილის დემონტაჟს, რომლის განხორციელება მთლიანი საძირკვლის და სხვა ნაწილების დემონტაჟის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. 2017 წლის 31 მაისს შპს „რ----ს“ დაკვეთით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განხორციელდა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ზომებში მოწყობის დადგენის განსაზღვრა და მისი შესაბამისობის დადგენა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა სრულებით არ შეესაბამება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს (იმ მონაცემებს რომლებიც დაფიქსირებულია საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად), ასევე დადგინდა, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა იმყოფება 45,13 კვ.მ.-ით გადაფარვაში სახელმწიფო მიწის ნაკვეთში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ბ------------“-ის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე აშკარაა, რომ ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ძირითადი, პირველი და არსებითი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები (რაც გათვალისწინებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–---ს №------ ბრძანებით) ნაწარმოები იქნა იმდაგვარი ხასიათის დარღვევით, რომ აუცილებელი გახდა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, რომლის შესაბამისადაც ახალი საპროექტო დოკუმენტაციით მცირდება შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი, ასევე ერთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ბინებს მთლიან სიგრძეზე 14 სართულზე აღარ აქვს აივნები, რაც ამცირებს მათ მსყიდველუნარიანობას და ამცირებს საბაზრო ღირებულებას. 2017 წლის 13 ივნისს შპს „რ----“-ს დაკვეთით აუდიტორული კომპანია „ი-----–----------------ს მიერ მომზადდა აუდიტორული დასკვნა №315 რომლითაც დადგინდა, რომ დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციისაგან აშკარა შეუსაბამობის გამო პროექტში განსახორციელებლი აუცილებელი ცვლილებების შედეგად შემცირებული ფართების ოდენობა შეადგენს 359,9 კვ.მ.-ს, რომლის გამოც პირდაპირ მიყენებული ზიანი შეადგენს 102 571 აშშ დოლარს, ამასთან აუდიტის დასკვნით დადგინდა, რომ მშენებლობის არასწორად განხორციელებამ (რომელიც აწარმოა შპს ბ-------------მა) რამაც გამოიწვია პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე გამოიწვია არა მარტო ფართების დაკლება, არამედ იმოქმედა მთლიანი საცხოვრებელი სახლის ფართების საბაზრო ღირებულებაზე და ამ მიმართულებით ზიანი შეადგენს 335 250 აშშ დოლარს. მთლიანობაში შპს „ბ------------“-ის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე არასწორად შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია რა დამტკიცებულ პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე ამის შედეგად შპს „რ---ს" მიაყენა პირდაპირი ზიანი სულ 437 821 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. შპს “ბ------------“-ის მიერ ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული არქიტექტურული პროექტისაგან განსხვავებით ნაწარმოებმა მშენებლობამ შპს „რ---ს“ მიაყენა პირდაპირი ზიანი 437 821 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევის გამო შპს „რ---ს“ შეუმცირდა სარეალიზაციო ფართი 359,9 კვ.მ-ით, ასევე ამ დარღვევამ მთლიანად იმოქმედა საცხოვრებელი კორპუსის სხვა ფართების საბაზრო ღირებულებაზე იმდენად, რამდენადაც ცვლილებების შეტანის პროექტით საცხოვრებელი სახლი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელ სახლთან (რომლის მესაკუთრეა შპს „ნ---------ი“) ფაქტობრივად მიბჯენილია (დაშორება შეადგენს 1,88 მეტრს), მაშინ როდესაც ეს დაცილება დამტკიცებული პროექტით უნდა ყოფილიყო 4,45 მეტრით. შპს „ბ------------“-ის მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში შპს „რ----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევით ნაწარმოები პირველადი სამშენებლო სამუშაოების (დაკვალვა, ფუძის მოწყობა) შედეგად შპს „რ----“ იძულებული გახდა 2017 წლის 10 მაისიდან შეეჩერებინა მშენებლობა, რის გამოც ასევე კომპანიას ადგება ზიანი, ვინაიდან იჯარით აქვს აღებული შპს „რ---ს“ სხვადასხხა სახის სამშენებლო ტექნიკა, დანადგარები. 2017 წლის 01 ივნისს წერილობით მიმართა შპს“ რ---მა“ შპს „ბ------------“-ს და აცნობა, რომ მის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებზე დაფიქსირებული არსებითი ხარვეზების შესახებ და მოითხოვა მისი აღმოფხვრა, თუმცა მის მიერ დღემდე შესრულებულ ხარვეზიანი სამუშაოების აღმოფხვრასთან დაკავშირებით არავითარი ზომები არ მიღებულა, რაც აიძულებს შპს „რ---ს“ სარჩელით მიმართოს სასამართლოს მოპასუხეზე მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს „ბ------------“-ის წარმომადგენელი სარჩელს არ სცნობს. განმარტავს, რომ შპს „ბ------------“-მა დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა სამშენებლო ობიექტის წერტილების დასმა და დაკვალვა მოახდინა შპს „რ---მა“, რომლის მითითების შესაბამისად განხორციელდა სამშენებლო სამუშაოების დაწყება, ასევე შპს „ბ------------“-მა მკაცრად დაიცვა სამშენებლო სამუშაოების პროექტი, რაზედაც არსებობს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა. შპს „ბ------------“-მა შპს „რ---ს“ წარუდგინა მის მიერ შესრულებული სამუშაოების ფორმა N2, რომელიც დამკვეთს შპს „რ---ს“ უნდა აენაზღაურებინა ფორმა N2-ის წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში, რაც მისი მხრიდან არ მომხდარა, შესაბამისად შპს „რ----“ მხრიდან მოხდა ვალდებელების დარღვევა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „ბ------------“-მა განახორციელა სხვა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების საჭირო ქონების და ტექნიკის გადატანა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ შპს „ბ------------“-ის მხრიდან დაცული იყო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები და მან სამშენებლო სამუშაოები აწარმოა შპს „რ----ს“ მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად მის მიერვე განსაზღვრული და დასმული წერტილების და დაკვალვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შპს „ბ------------“-მა სამშენებლო სამუშაოები აწარმოა პროექტის მიხედვით და რაიმე სახის ზიანი შპს „რ----სთვის“ არ მიუყენებია და შესაბამისად არც რაიმე ვალდებულება არ გააჩნია მის მიმართ განხორციელებულ ცვლილებეზე. სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა შპს „ბ------------“-ის მიერ აშენებულ და შესრულებულ სამუშაოებზე და რაიმე ცვლილება შპს „ბ------------“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე არ განხორციელებულა. შპს „ბ------------“-ს 14.08.2016წ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს შპს „რ----ს“ მიერ მიღებული პროექტის და მის მიერვე შესრულებული გეოდეზისტის და არქიტექტორის მიერ დასმული წერტილების და დაკვალვის სამუშაოების შესაბამისად. შესაბამისად არ განხორციელებულა შპს „ბ------------“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე რაიმე ცვლილება და 14.08.2016 წლის ხელშეკრულების 3.5-ზე მითითებით მესაკუთრის მიერ მითითებულ დარღვევაზე პასუხიმგებლობა შპს „ბ------------“-ს არ ეკისრება.
შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 1 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „რ---მა“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შეიძინა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ№---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 05.32.04.7--), 1215კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 206,8კვ.მ შენობა ნაგებობით.
2016 წლის 6 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 05.32.04.7--), საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „რ----ს“ საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-
3.1.2. ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „რ----ს“ დაკვეთით ი/მ „რ-----–----ის“ მიერ მომზადდა არქიტექტურული პროექტი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენად და მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.
ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–---ს №------ ბრძანებით შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 14 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა №------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №------
- მშენებლობის ნებართვა №------;
- პროექტის ასლი;
-
3.1.3. 2016 წლის 08 აგვისტოს საჯარო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–---ს №------ ბრძანებით შეთანხმებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის და №------ მშენებლობის ნებართვის საფუძველზე პროქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებარედ რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-
3.1.4. 2016 წლის 14 აგვისტოს შპს „რ---სა“ და მოპასუხე შპს „ბ------------“-ს შორის გაფორდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს შპს „ბ------------“-ის მხრიდან ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში შპს „რ----ს“ კუთვნილ 1215კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.32.04.7--), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული მშენებლობის არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ე.წ. „თეთრი კარკასის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და აღნიშნული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 3 732 750 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-
3.1.5. შპს „რ----ს“ მხრიდან შპს „ბ------------“-ის მიმართ ნარდობის ხელშეკრულებით აღებული ფულადი ვალდებულების, კერძოდ განსახორციელებლი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში მშენებარედ რეგისტრირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კომერციული ფართი პირველ სართულზე სულ 544,5კვ.მ. და მეორე სართულზე ბინების ფართი 644,4კვ.მ., სულ 1188,4კვ.მ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება;
- 22.08.2016წ. ვალდებულებისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2 მარტის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შპს „ბ------------“-ის მიერ ნამდვილად იქნა ჩატარებული გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, მის მიერ ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N---ში შპს „რ----ს“ საკუთრებაში არსებულ მშენებარე შენობა-ნაგებობის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები საპროექტო ნახაზების მიხედვით შეადგენს: ქვაბულის ამოღება 4030კბ.მ; ქვაბულის შემასწორებელი ფენა ღორღი 93,55 კბ.მ; შემასწორებელი ფენა ბეტონი B-7,5 – 93,55 - კბ.მ; სვეტების, ფილების, რიგელების და საყრდენი კედლების მოსაწყობი ბეტონი B—25-1380,96კბ.მ; არმატურა A 500 (A III) – 106 544,0 კგ.
შპს „ბ------------“-თან 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედგომ, შპს ბ-------------ის მიერ სამშენებლო მოედნიდან გატანილი იქნა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები (სამშენებლო მასალა დანადგარები) ხოლო შპს „რ----ს“ მიერ საკუთარი ძალებით გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები, რაშიც დღემდე გახარჯული იქნა 182 650 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 მარტის დასკვნა.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად დადგინდა მხარეთა უფლება- მოვალეობები, მათ შორის მენარდის ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მკაცრად დაიცვას და შეასრულოს დამკვეთის მიერ წარდგენილი პროექტი (3.5 პუნქტი), ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად მენარდის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსახორციელებელი სამუშაოების შედეგად დამდგარი ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგა დამკვეთს ან/და მესამე პირს უზრუნველყოს ზიანის კომპენსირება დროულად ისე, რომ არ შეფერხდეს ამ ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოებისათვის დადგენილი პირობები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2016წ ნარდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-
3.1.8. ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად დადგინდა მხარეთა უფლება- მოვალეობები, მათ შორის მენარდის ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მკაცრად დაიცვას და შეასრულოს დამკვეთის მიერ წარდგენილი პროექტი (3.1 პუნქტი), კერძოდ მენარადე ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ უნდა იყოს უხარისხო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2016წ ნარდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-
3.1.9. ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მდებარე ს/კ №05.32.04.7-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მშენებარე შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ მშენებლობას ახორციელებს შპს „ნ---------ი“, მათ შპს „რ---ს“ განუცხადეს, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობა, მისი საძირკველი დასმული იყო პროექტის დარღვევით, კერძოდ ნაცვლად იმისა, რომ საკადასტრო საზღვრიდან შენობა-ნაგებობის ფასადი მოცილებული უნდა იყოს 2,5 მეტრზე, ხოლო საძირკველი (რაც გათვალისწინებულია არქტიტექტურული პროექტით) ფაქტიურად აღნიშნულის საწინააღდეგოდ შენობა-ნაგებობა დასმულია პროექტის დარღვევით, შპს „ა---–-------–-ს“ მომზადებული დასკვნის შესაბამისად შპს „რ----ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის აივნები 5სმ-ით იჭრება მომიჯნავე შპს „ნ---------ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში;
სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა ე.წ „GPS GEOCORS“ ხელსაწყოთი მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის დადგენის ზუსტი აზომვითი სამუშაოები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის სამუშაოები, რომლებიც შპს „ბ------------“-ის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე იქნა ნაწარმოები, არ შეესაბამება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას.
2017 წლის 12 მაისს შპს „ნ---------მა“ უკვე წერილობით მიმართა შპს „რ---ს“ და მოითხოვა შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის დაუყოვნებლივ დემონტაჟი, რომელიც იჭრება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, იმ მიზნით რომ მათი მხრიდან განხორციელდეს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ნ---------ის“ მიმართვა;
- შპს „ა---–-------–-ს“ დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.10. 2017 წლის 31 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასკვნით დგინდება, რომ ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა სრულებით არ შეესაბამება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს (იმ მონაცემებს რომლებიც დაფიქსირებულია საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად), ასევე დადგინდა, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა იმყოფება 45,13 კვ.მ.-ით გადაფარვაში სახელმწიფო მიწის ნაკვეთში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-
3.1.11. 2017 წლის 01 ივნისს შპს „ რ---მა“ წერილობით მიმართა შპს „ბ------------“-ს და აცნობა მის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში მიწის ნაკვეთზე, მის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებზე დაფიქსირებული არსებითი ხარვეზების შესახებ და მოითხოვა მისი აღმოფხვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 ივნისის მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებით (Nმ/1289 არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანის და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ) ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე 1215.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.32.04.7--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „რ----ს“ სახელზე შეთანხმებულ 2016 წლის 29 ივნისის N639, 2017 წლის 30 იანვრის N39 არქიტექტურულ პროექტებში შევიდა ცვლილებები (N521) და გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 20 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანება Nმ/1289;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.13. შპს „რ---სა“ და შპს „ბ------------“-ს შორის 2016 წლის 14 აგვისტოს დადებული ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 20 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „რ----ს“ მიმართვა შპს „ბ------------“-ს;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „რ----ს“ წარმომადგენელის მტკიცებით, ახალი საპროექტო დოკუმენტაციით მცირდება შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი, ასევე ერთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ბინებს მთლიან სიგრძეზე 14 სართულზე აღარ აქვს აივნები, რაც ამცირებს მათ მსყიდველუნარიანობას და ამცირებს საბაზრო ღირებულებას;
2017 წლის 13 ივნისს აუდიტორული კომპანია „ი-----–---------------ს“ აუდიტორული დასკვნით №315 დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციისაგან აშკარა შეუსაბამობის გამო პროექტში განსახორციელებლი აუცილებელი ცვლილებების შედეგად შემცირებული ფართების ოდენობა შეადგენს 359,9კვ.მ.-ს, რომლის გამოც პირდაპირ მოყენებული ზიანი შეადგენს 102571 აშშ დოლარს, ამასთან აუდიტის დასკვნით დადგინდა, რომ მშენებლობის არასწორად განხორციელებამ (რომელიც აწარმოა შპს ,,ბ------------"-მა) რამაც გამოიწვია პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე გამოიწვია არა მარტო ფართების დაკლება, არამედ იმოქმედა მთლიანი საცხოვრებელი სახლის ფართების საბაზრო ღირებულებაზე და ამ მიმართულებით ზიანი შეადგენს 335 250 აშშ დოლარს, მთლიანობაში შპს „ბ------------“-ის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე არასწორად შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია რა დამტკიცებულ პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე ამის შედეგად მიაყენა პირდაპირი ზიანი სულ 437 821 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევის გამო შემცირდა სარეალიზაციო ფართი 359,9კვ.მ-ით, ასევე ამ დარღვევამ მთლიანად იმოქმედა საცხოვრებელი კორპუსის სხვა ფართების საბაზრო ღირებულებაზე იმდენად, რამდენადაც ცვლილებების შეტანის პროექტით შპს „რ----ს“ საცხოვრებელი სახლი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელ სახლთან (რომლის მესაკუთრეა შპს „ნ---------ი“) ფაქტობრივად მიბჯენილია (დაშორება შეადგენს 1,88მ.-ს), მაშინ როდესაც ეს დაცილება დამტკიცებული პროექტით უნდა ყოფილიყო 4,45 მეტრი.
3.2.2. დადგენილია და მხარეებს შორის სადავო არაა ის, რომ შპს „რ----ს“ პროექტის დარღვევამ, კერძოდ არასწორად შენობა- ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის არასწორად დაფიქსირება, გამოიწვია ზიანი. სადავოა ის, თუ პროექტის დარღვევა მოხდა შპს „რ----ს“, თუ შპს „ ბ------------“-ის ბრალით. შპს „რ----“ ამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია შპს „ბ------------“-ის მიერ არასწორად შესრულებული სამუშაოების შედეგად, ხოლო მოპასუხე ამტკიცებს, რომ არ არის დადასტურებული მისი ბრალეულობა ზიანის წარმოშობაში და მან სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეებს შორის დადებული 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულება.
ფაქტობრივად ორივე მონაწილე ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს ამტკიცებენ. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სადავო საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
უზენაესმა სასამართლომ (საქმე №ას-717-670-2017) ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი განსახილველი დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ და განმარტა, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი მის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.
სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სსსკ-ის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, მხარეს არ შეიძლება მტკიცების ტვირთი გადაეკისროს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება - ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საპირწონედ პროცესუალური მოწინააღმდეგე თავს იცავს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საკუთარი გაანგარიშებითა და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისი მტკიცების განხორციელება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოების შესრულება, კერძოდ შენობა- ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველი მოწყობილია ისე, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას არ შეესაბამება შპს „ბ------------“-ის ბრალეულობით, ამ ფაქტის დამტკიცება უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მშენებლობა განხორციელებულია მის კუთვნილ ობიექტზე და მას აქვს საშუალება ამტკიცოს, რომ შესრულება არასწორია, მოპასუხეს ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი არ ეკისრება, თუმცა მისი საპროცესო ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.3. შპს „რ---მა“ თავისი არგუმენტების გასამტკიცებლად ზეპირად განმარტა, რომ შპს „ბ------------“-მა სამუშაოები შეასრულა არაჯეროვნად, რამაც განაპირობა პროექტის დარღვევა, კერძოდ არასწორად შენობა- ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის არასწორად დაფიქსირება, რამაც გამოიწვია ზიანი.
ასევე, მოსარჩელემ თავისი ზეპირი არგუმენტების დამტკიცებისათვის წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:
1) 2017 წლის 31 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003041817 დასკვნა, დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა სრულებით არ შეესაბამება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე მითითებულია, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა იმყოფება 45,13 კვ.მ-ით გადაფარვაში სახელმწიფო მიწის ნაკვეთში;
2) ასევე წარმოადგინა შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2017 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის ანგარიში N007, სადაც მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი, ასევე ერთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ბინებს მთლიან სიგრძეზე 14 სართულზე აღარ აქვს აივნები, რაც ამცირებს მათ მსყიდველუნარიანობას და ამცირებს საბაზრო ღირებულებას;
3) 2017 წლის 13 ივნისს აუდიტორული კომპანია „ი-----–---------------ს“ აუდიტორული დასკვნით №315 დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციისაგან აშკარა შეუსაბამობის გამო პროექტში განსახორციელებლი აუცილებელი ცვლილებების შედეგად შემცირებული ფართების ოდენობა შეადგენს 359,9 კვ.მ.-ს, ასევე მითითებულია, რომ მშენებლობის არასწორად განხორციელებამ, რამაც გამოიწვია პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე გამოიწვია არა მარტო ფართების დაკლება არამედ იმოქმედა მთლიანი საცხოვრებელი სახლის ფართების საბაზრო ღირებულებაზე. აღნიშნული დარღვევის გამო შემცირდა სარეალიზაციო ფართი 359,9კვ.მ-ით, ასევე ამ დარღვევამ მთლიანად იმოქმედა საცხოვრებელი კორპუსის სხვა ფართების საბაზრო ღირებულებაზე იმდენად რამდენადაც ცვლილებების შეტანის პროექტით შპს „რ----ს“ საცხოვრებელი სახლი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელ სახლთან (რომლის მესაკუთრეა შპს „ნ---------ი“) ფაქტობრივად მიბჯენილია (დაშორება შეადგენს 1,88 მეტრს), მაშინ როდესაც ეს დაცილება დამტკიცებული პროექტით უნდა ყოფილიყო 4,45 მეტრი.
მთლიანობაში 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე არასწორად შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია, დამტკიცებულ პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე ამის შედეგად პირდაპირი ზიანი შეადგენს სულ 437 821 აშშ დოლარის ოდენობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმში შ-----–--–---–-ს ქ. №---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა სრულებით არ შეესაბამება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს, კერძოდ არასწორადაა შენობა-ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის არასწორად დაფიქსირება და აღნიშნულმა გამოიწვია ზიანი.
სადავოა შენობა-ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის დაფიქსირება, ანუ ქ. №---ში №05.32.04.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შპს „რ----ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის საძირკვლის გეგმა განახორციელა მენარდემ თუ შემკვეთმა. შპს „ბ------------“ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული განხორციელდა შპს „რ----ს“ მიერ, კერძოდ შპს „რ----ს“ მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე შპს „რ----ს“ გეოდეზისტის მეშვეობით მოხდა ნიშნულების აღება და შპს „ბ------------“-ის მიერ შენობა-ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის დაფიქსირება განხორციელდა ამ ნიშნულების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად დადგინდა მხარეთა უფლება მოვალეობები, მათ შორის მენარდის ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მკაცრად დაიცვას და შეასრულოს დამკვეთის მიერ წარდგენილი პროექტი (3.5 პუნქტი). აღნიშნულის უკან დგას ერთის მხრივ მოსარჩელე მხარის განსაკუთრებული ინტერესი შესრულებული სამუშაოს ხარისხთან და დადგენილ ვადაში ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობასთან მიმართებაში და მეორეს მხრივ მოპასუხე მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას და შეასრულოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილი პროქტი და სწორედ მის მიერ უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის დაფიქსირება.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კონკრეტული სადავო ფაქტი-თუ ვის მიერ უნდა მომხდარიყო „ნიშნულების აღება“, ნარდობის ხელშეკულების და შესაბამისი პროექტით არ არის განსაზღვრული.
მოპასუხე მხარეს ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, როცა მას ედავებოდნენ სამუშაოების არაჯერვნად შესრულებაში, მოსარჩელე მხარესთან ერთად შეედგინა სათანადო აქტი, რითაც დამტკიცდებოდა, რომ მისი გეოდეზისტის დაქირავება/გეოდეზისტის მიერ ნიშნულების აღება მოხდა შპს „რ----ს“ და არა მის მიერ. ზეპირი განმარტება, რომ სამუშაოები შეასრულა ჯეროვნად, ხელშეკრულების და პროექტის შესაბამისად, ვერ მიიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად და აღნიშნული მოქმედება გაგებული უნდა იქნეს, როგორც მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე თავის არიდებად. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად უნდა გადანაწილდეს მოპასუხე მხარეზე.
მოპასუხე სამუშაოების სრულად და ჯეროვნად შესრულებისათვის არგუმენტირებისათვის იყენებს ექსპერტიზის დასკვნას, ეს მტკიცებულება ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ, ვინაიდან აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წამოდგენილია შესრულებული სამუშაოების აქტი/მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის ფორმა N2, რომლის მიხედვით შესრულებულ სამუშაოთა დასახელების ერთ-ერთ გრაფაში მითითებულია სამუშაოს დასახელება- ნიშნულების აღება გეოდეზისტის მეშვეობით და მის გასწვრივ ღირებულება 1 500 ლარი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოს აქტით შპს „ბ------------“-მა შპს „რ----საგან“ მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები;
- 14.08.2016 წ ნარდობის ხელშეკრულება;
- მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის ფორმა N2;
- ექსპერტიზის დასკვნა N003041817;
- აუდიტორული კომპანიის 2017 წლის N315 დასკვნა;
- ექსპერტიზის ანგარიში N007;
- ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის N მ/1549 და მ/1289 ბრძანება;
- პროექტი;
- მოწმეთა ჩვენება;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტანტაცია;
3.2.4. 2016 წლის 14 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 7.12 პუნქტით მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ „მენარდე მხარის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავის სასამართლოში განხილვის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- - მხარეთა ახსნა-განმარტება
- - 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს მიადგა 437 821 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ზიანი. აქედან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და ამით მას მიაყენა 437 821 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი ზიანი. მოითხოვს ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელი აღძრას თავისი უფლებების დასაცავად. მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად აუცილებელია შემოწმდეს მხარეთა ვალდებულებების ფარგლები და შეთანხმებული არსებითი საკითხები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლების პირველი ნაწილით ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა კომერციული ობიექტი და ამ ობიექტის დაცვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება აქვს დადებული მოპასუხესთან. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
გადახდა. ამ თანხის გადახდით მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი ანაზღაურდება.ამავე კოდექსის 629-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, თავსდებოდეს მორალის ფარგლებში და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 აგვისტოს შპს „რ---სა“ და შპს „ბ------------“-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს „ბ------------“ ვალდებულება იყო სამუშაოები ჩაეტარებინა ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
6.4. უზენაესმა სასამართლოს (საქმე №ას-717-670-2017) განჩინებაში მითითებულია, რომ სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (იხ. ნორმის დეფინიცია 8.18 ქვეპუნქტში) სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება(იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოსდასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათისხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).
6.5. საქ. სკ-ის 639-ე მუხლით ,,თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა”.
ამავე კოდექსის 641-ე მუხლით ,,1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ბ------------“ ვალდებულება იყო სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინა პროექტის შესაბამისად. შესრულება უნდა იყოს ვარგისი, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის, ისე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ამ პირობის დაცვით გადაცემული შესრულება ჩაითვლება უნაკლოდ.
დადგენილია, რომ დაკვეთის შესრულების შემდეგ მოხდა არასწორად ნიშნულების აღება-არასწორად შენობა-ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის არასწორად დაფიქსირება, ამ ფორმით შესრულება არ შეიძლება მიჩნეული იქნას უნაკლოდ, მაგრამ სწორი შეფასება უნდა მიეცეს საკითხს თუ რამ გამოიწვია ნიშნულების არასწორად აღება და ვისი დავალებით მოხდა ნიშნულების აღება, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნიშნულების აღება მოხდა შპს „ბ------------“-ის მიერ დაქირავებული გეოდეზისტის მეშვეობით, შპს „ბ------------“-ის მხრიდან შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს და შესაბამისად არასწორად მოხდა შენობა- ნაგებობის ფუძის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და საძირკველის არასწორად დაფიქსირება, რამაც გამოიწვია ზიანი. ამ უკანასკნელის დაშვების ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ სამუშაოები თავის დროზე შესრულდა საქმეში არსებული პროექტის დარღვევით. შესაბამისად მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების პირობები სრულყოფილად არ შეასრულა და მოსარჩელეს არ ჩააბარა ნივთობრივად უნაკლო საგანი.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ, გამოვლინდა ხარვეზები. გამოვლენილმა დეფექტებმა უარყოფითად იმოქმედა მთლიანად შენობა-ნაგებობის მსყიდველუნარიანობას და საბაზრო ღირებულებაზე, რადგანაც შემცირდა შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი, ასევე ერთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ბინებს მთლიან სიგრძეზე 14 სართულზე აღარ აქვს აივნები, პროექტში განსახორციელებლი აუცილებელი ცვლილებების შედეგად შემცირებული ფართების ოდენობა შეადგენს 359,9კვ.მ, რომლის გამოც პირდაპირ მოყენებული ზიანი შეადგენს 102571 აშშ დოლარს, ამასთან აუდიტის დასკვნით დადგინდა, რომ მშენებლობის არასწორად განხორციელებამ (რომელიც აწარმოვა შპს ბ-------------მა) რამაც გამოიწვია პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასვე გამოიწვია არა მარტო ფართების დაკლება არამედ იმოქმედა მთლიანი საცხოვრებელი სახლის ფართების საბაზრო ღირებულებაზე და ამ მიმართულებით ზიანი შეადგენს 335 250 აშშ დოლარს; მთლიანობაში შპს „ბ------------“-ის მიერ 2016 წლის 14 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე არასწორად შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია რა დამტკიცებულ პროექტში ცვლილებების აუცილებლად შეტანა, ასევე ამის შედეგად მიაყენა პირდაპირი ზიანი სულ 437 821 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა ისე, რომ შენობა-ნაგებობა ყოფილიყო პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მან ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის ხარჯი, რაც მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიადგა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა 437 821 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება. მასზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი, ასევე მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე, 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 5000+50=5050 ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 7.12 პუნქტით მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ „მენარდე მხარის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავის სასამართლოში განხილვის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც - შპს რ----ს" (ს/კ 4--------) წარმომადგენლის რ---- შ----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ბ------------“-ს (ს/ნ 4--------) აეკრძალოს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, წ-------–--------, ს/კ №05.28.07.0--) კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; შპს ,,რ----ს" (ს/კ 4--------) წარმომადგენელს რ---- შა----ს უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი მთლიანად კმაყოფილდება, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და უცვლელი უნდა დარჩეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით (საქმე N2-2157/17წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-269-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,რ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ბ------------“-ს მოსარჩელის შპს ,,რ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 437821 აშშ დოლარის ოდენობით.
3. მოპასუხეს შპს ,,ბ------------“-ს მოსარჩელის შპს ,,რ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, ჯამში 5050 ლარის გადახდა.
4. 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით (საქმე №2-2157/17წ.) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში უცვლელი.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე