განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001837686
საქმე №1-206/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ დ-------------ის
ადვოკატის _ ი----- ხ-------–---–ის
ბრალდებულის - ზ----- შ---–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092310516002 საქმე,ბრალდებულ ზ----- ე-------- ძე შ---–---–ის მიმართ,დაბადებული: 0-.0-.1--- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ბ---------–-------------–----------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი - ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის და გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის და გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით;
ბრალდების არსი:
1. ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს ”გ-–-----–-----------” დირექტორმა, 2015 წლის შემოდგომაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მიიღო დაკვეთა, თხილის პროდუქციის -2,4მმ დიამეტრის ზომის მოხალული კალიბრირებული თხილის გულისა და 0,2 მმ დიამეტრის ზომის მოხალული თხილის ფქვილის მიწოდების შესახებ. დაკვეთის მიღების შემდეგ ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს ”გ-–-----–-----------” დირექტორმა, ფიზიკური პირებისგან შესყიდული თხილი გადაამუშავა თხილის პროდუქციად 2,4 მმ დიამეტრის ზომის მოხალულ კალიბრირებულ თხილის გულად და 0,2 მმ დიამეტრის ზომის მოხალულ თხილის ფქვილად. დასახელებული თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვის და გადაზიდვის პროცესში, ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს ”გ-–-----–-----------” დირექტორმა, დამზადებულ თხილის პროდუქციაში შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილის შერევით, თხილის პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, რომლის როგორც თხილის პროდუქციის ექსპორტიც 2015 წლის შემოდგომაზე განხორციელდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. შპს ”გ-–-----–-----------” ექსპორტირებულ თხილის პროდუქციაში თვისობრიობის შეცვლის ფაქტი გამოვლენილი იქნა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის მიერ.
2. აღნიშნულიდან გამომდინარე ზ----- შ---–---–ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ზ----- შ---–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ზ----- შ---–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის და გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით :
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „გ-–-----–----------“, საიდენტიფიკაციო ნომრით 4-------- - სამეწარმეო სუბიექტად დარეგისტრირდა 2014 წლის 19 ნოემბერს, იურიდიული მისამართი: ქ. ქ------–-----------–-–---–------------, დირექტორი და საზოგადოების მთლიანი წილის 30%-ის მფლობელი არის ზ----- შ---–---–ი (პ/ნ: 6----------), ხოლო საზოგადოების მთლიანი წილიდან დარჩენილი წილის 70%-ის მფლობელი არის ე------ შ---–---–ი.
5. მოწმე მ-----– ს---–-----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის გერმანიაში რეგისტრირებული ფირმის - შპს "ი---------------ის" წარმომადგენელი და მის სახელზე გაცემული რწმუნებულების საფუძველზე იცავს ფირმის ინტერესებს სასამართლოში. შპს "გ-–-----–---------სა" და შპს ი---------------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება თხილის ნედლეულის - თხილის გულის კალიბრირებული ნაწარმის და მოხალული თხილის ფქვილის მიწოდების თაობაზე. 2015 წლის სექტემბერში გაიგზავნა პირველი პარტია, ლოტის ნომრით - 15317, ოქტომბერში გაგზავნილი პარტიის ლოტის ნომერი იყო - 1----, ნოემბერში გაგზავნილი პარტიიდან სადავო გახდა ორი ნომრით გაგზავნილი პროდუქცია - 1---- და 1----. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გერმანულ ფირმას ნასყიდობის ფასის 50% უნდა გადაეხადა საქონლის მიღებამდე, ხოლო დარჩენილი 50% - მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებულ საქონელს შეამოწმებდა ლაბორატორიულად და დარწმუნდებოდა მის შესაბამის ხარისხში. ლოტის ნომრებს ტვირთს ანიჭებდა თავად დამკვეთი კომპანია, ანუ შპს "ი---------------ი". ელექტრონულად უგზავნიდა ნომრებს მიმწოდებელ ფირმას, ხდებოდა ნომრის ამობეჭდვა და გარედან დაკვრა მუყაოს ყუთებზე, რომლებშიც პროდუქცია იყო მოთავსებული. შპს "ი---------------ი" თხილის პროდუქციით ამარაგებდა სხვა კომპანიებს, ასეთები იყვნენ გერმანული ფირმები "ე------------------------ი" და "ბ-------------ი". როგორც მოწმემ თავისი მარწმუნებლისგან შეიტყო, ოქტომბრის თვეში "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან დაიწყო პრობლემა, კერძოდ - კონდიტერმა იგრძნო მიწის თხილის სუნი. "ე------------------------მა" მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურს გერმანიაში, აიღეს სინჯები პროდუქციიდან, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა მიწის თხილის შემცველობა "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილ პროდუქციაში. მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, აუცილებელია მისი შემცველობის შესახებ ინფორმაცია ასახული იყოს ეტიკეტში. ამდენად, ოქტომბერში გაგზავნილ პარტიაში აღმოჩენილ იქნა მიწის თხილის შემცველობა, რაც შეეხება დეკემბერში გაგზავნილ პარტიებს, მათაც ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა და დადგინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება. მართალია, ამ პარტიის "გ-–-----–-----------თვის" დაბრუნების მიზეზად ოფიციალურად მიეთითა კალბრაციის ზომების დარღვევა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა არა მხოლოდ ამაში, არამედ პროდუქტის მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფირმა, რომლის ინტერესებსაც თავად წარმოადგენს სასამართლოში, "გ-–-----–---------თან" აწარმოებს სხვადასხვა სახის დავებს, რომლებზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები სასამართლოებს არ მიუღიათ. რაც შეეხება გერმანული ლაბორატორიის მიერ კვლევისას გამოყენებულ ნიმუშებს და თავად იმ პროდუქციას, რომლიდანაც ეს ნიმუშები იქნა აღებული, დაზუსტებით არ იცის სადაა არც ნიმუშები და პროდუქცია, ფლობს ინფორმაციას მათი სავარაუდოდ განადგურების შესახებ.
6. შპს "გ-–-----–---------სა" და შპს "ი---------------ს" შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით, დასტურდება, რომ შპს "გ-–-----–---------მა", როგორც გამყიდველმა მყიდველის - გერმანულ კომპანია "ი---------------ის" წინაშე აიღო ვალდებულება დაჭრილი და მოხალული თხილის მიწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმების თანახმად, შესყიდვის თანხის 50% გადმოტვირთვის და ხარისხის შემოწმების შემდეგ დაერიცხებოდა გამყიდველს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ გამყიდველი შპს "გ-–-----–-----------" სახელით ზ----- შ---–---–ი, მყიდველი "ი---------------ის" სახელით - ლ---- გ---–-----ი.
7. ასეთივე ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიებს შორის 2015 წლის 25 ნოემბერსაც დაჭრილი და მოხალული თხილის და თხილის ფხვნილის მიწოდებასთან დაკავშირებით.
8. საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით, ფიტოსანიტარული სერთიფიკატებით დასტურდება, რომ შპს "გ-–-----–---------მა" გერმანულ კომპანიას 2015 წლის შემოდგომაზე მიაწოდა დაჭრილი და მოხალული თხილის და თხილის ფხვნილის პარტიები.
9. 2015 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული, შპს "ი---------------ის" დირექტორის ლ---- გ---–-----ის ხელმოწერილი საჩივრით, რომლის ადრესატად მითითებულია შპს "გ-–-----–----------" ირკვევა, რომ ქართული კომპანიის მიერ მიწოდებული მსხვილად დაფქვილი და დაჭრილი თხილი უარყოფილ იქნა კლიენტის მიერ არასათანადო კალიბრაციის გამო, ამიტომ უკან ეგზავნებოდათ დაწუნებული საქონელი.
10. გერმანიაში აკრედიტებული პროდუქტის ხარისხის ინსტიტუტის ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც "ბ-------------ის" დაკვეთით ჩატარდა, გამოსაკვლევად წარდგენილ ნიმუშებში დაფიქსირდა მიწის თხილის შემცველობა.
11. მოწმე მ--- შ----–--ემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიიდან ე.წ. "სწრაფი განგაშის" საშუალებით მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქართული კომპანია "გ-–-----–-----------" მიერ გერმანიაში იმპორტირებული თხილის ორ პარტიაში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა. ამ შეტყობინების საფუძველზე დაიგეგმა ბიზნეს-ოპერატორის არაგეგმიური ინსპექტირება. აღმოჩნდა, რომ თხილის ის პარტიები, რომლებშიც ალერგენის შემცველობა დადგინდა, გ-–-----–---------ის საწყობში არ ინახებოდა. საწყობში აღმოჩნდა დაბრუნებული პროდუქციის ორი სხვა პარტია, რომლიდანაც ინსპექტორებმა აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის ტყვიის და მიკრობიოლოგიური ელემენტების შემცველობაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ იყო სახეზე, თუმცა ტყვიის და სპილენძის შემცველობა იყო ნორმაზე მაღალი. აღნიშნულის გამო, შესაბამისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება თხილის პარტიის განადგურების შესახებ. ბრძანება გაასაჩივრა "გ-–-----–---------მა" ადმინისტრაციული წარმოებით სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ასევე წარადგინა შუამდგომლობა განმეორებითი კვლევის ჩასატარებლად საკვლევი ნიმუშების გადაცემის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. "გ-–-----–---------მა" ლაბორატორიული კვლევა დაუკვეთა თურქეთში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიას, საიდანაც მიღებულ იქნა პასუხი, რომ სპილენძის და ტყვიის შემცველობა თხილის პროდუქტში იყო ნორმის ფარგლებში. ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა ბრძანება თხილის პარტიის განადგურების თაობაზე. რაც შეეხება მიწის თხილის შემცველობას, "გ-–-----–---------მა" თურქეთის იმავე ლაბორატორიაში დაუკვეთა კვლევა ალერგენზეც, წარმოდგენილ იქნა ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის თანახმად, მიწის თხილის შემცველობა გამოსაკვლევად წარდგენილ ნიმუშებში არ გამოვლინდა, თუმცა ალერგენზე კვლევის ჩატარებაზე თურქული ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელ ინფორმაციას თავად კვლევის ოქმი არ შეიცავდა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა კვლევის შედეგების გაზიარებაზე. ამის შემდეგ "გ-–-----–---------მა" საექსპერტო კვლევა ჩაატარა საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში - "ქუალითი ლაბში", სადაც საკვლევად წარადგინა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშები. აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, საკვლევ ობიექტებში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, რის საფუძველზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა ბიზნეს-ოპერატორი, შეადგინა საჯარიმო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შპს "გ-–-----–---------მა" ისევ გაასაჩივრა ადმინისტრაციული წარმოებით სააგენტოში, ამასთან, ითხოვა სააგენტოს მიერ რეფერენს-ნიმუშების გადაცემა, რათა განმეორებითი კვლევა ჩაეტარებინა საბერძნეთში, ქალაქ ათენში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა სააგენტომ და გადასცა ნიმუშები. ათენის ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, საკვლევ ობიექტში მიწის თხილის შემცველობა არ დადასტურდა.
12. მოწმე მ------ გ--------ემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის არაცხოველური წარმოშობის სურსათის და სასმელების სამმართველოს უფროსმა სასამართლოს განუმარტა, რომ შპს "გ-–-----–-----------" მიერ გერმანიაში თხილის გაგზავნის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი გახდა "რასპის" საგანგაშო შეტყობინებით 2016 წლის 19 იანვარს. შეტყობინების თანახმად, ექსპორტირებულ თხილში, რომელიც თხილის ფხვნილის და გრანულების სახით იყო გერმანიაში გატანილი, აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა. შეტყობინების საფუძველზე სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს დაევალა ბიზნეს-ოპერატორის არაგეგმიური ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება. ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს "გ-–-----–---------ს" ზუგდიდში იჯარით ჰქონდა აღებული თხილის ქარხანა და თავად ახდენდა თხილის გადამუშავებას და ექსპორტს. ზუგდიდში მდებარე საწყობში ინსპექტორებს დახვდათ თხილის სხვა პარტია, რომელიც კალიბრაციის ზომების დარღვევის გამო დააბრუნა უკან შემსყიდველმა კომპანიამ და არა ის, რომელშიც გერმანული მხარის ინფორმაციით ალერგენის შემცველობა ფიქსირდებოდა. საწყობში არსებული პარტიიდან აღებულ იქნა საკვლევი ნიმუშები, ტვირთი დაილუქა, ნიმუშები კი გადეცა შპს "გ-–-----–---------ს" ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. კომპანიამ კვლევის წარმოება დაუკვეთა აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიას, კვლევის შედეგების თანახმად, თხილის ფხვნილში არა, მაგრამ გრანულირებულ თხილში დაფიქსირდა ტყვიის და სპილენძის შემცველობა ნორმაზე ზევით. აღნიშნულის გამო სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გამოტანილ იქნა ბრძანება თხილის პარტიის განადგურების თაობაზე, რომელიც გაასაჩივრა "გ-–-----–---------მა", მოითხოვა საკვლევის ნიმუშების გადაცემა განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. ნიმუშები გადაეცა მას, გამოკვლევა ჩატარდა თურქეთში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში და კვლევის შედეგების თანახმად, თხილში არ აღმოჩნდა ტყვიის და სპილენძის ნორმაზე მაღალი შემცველობა, რის გამოც გაუქმდა თხილის პარტიის განადგურების ბრძანება. რაც შეეხება მიწის თხილის შემცველობაზე ჩატარებულ კვლევებს, საქართველოში კალიბრაციის ზომების დარღვევის მიზეზით დაბრუნებული თხილის პარტიიდან იქნა აღებული ნიმუშები. კვლევა ჩატარდა საქართველოში მდებარე ლაბორატორიაში "ქუალითი ლაბში", რომლის დასკვნის თანახმად, თხილის ფქვილშიც და გრანულებშიც დაფიქსირდა მიწის თხილის არსებობა. შესაბამისად, შპს "გ-–-----–----------" დაჯარიმდა ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო, რადგან ექტიკეტზე უნდა ყოფილიყო დატანილი ინფორმაცია პროდუქტში მიწის თხილის შემცველობის შესახებ, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და პროდუქტი საღდებოდა როგორც ჩვეულებრივი თხილი. დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შპს "გ-–-----–---------მა", მოითხოვა რეფერენსული ნიმუშები გადაცემა საბერძნეთში მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში განმეორებითი კვლევის ჩასატარებლად. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადაეცა საკვლევი ნიმუშები. საბერძნეთის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ნიმუშებში არ დაფიქსირდა ალერგენის შემცველობა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება ტვირთზე დადებული ლუქების ახსნის და თხილის "გ-–-----–-----------თვის" დაბრუნების შესახებ.
13. 2016 წლის 19 იანვარს, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული იქნა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2016.0054, რომელიც ეხებოდა საქართველოდან გერმანიაში შპს „გ-–-----–-----------“ მიერ ექსპორტირებულ თხილის პარტიას, კერძოდ, ექსპორტირებული თხილის ორი პარტია, შეტყობინების თანახმად, შეიცავდა არადეკლარირებულ მიწის თხილს, კერძოდ, №15309-B პარტიაში - 22,6%, ხოლო №1548-G პარტიაში - აღმოჩნდა 15,4% მიწის თხილის შემცველობა.
14. საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 27 იანვრით დათარიღებული, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის №09/386 წერილით ირკვევა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ შპს „გ-–-----–---------ში“ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ, არაგეგმიური ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ აღნიშნული საწარმო ეწევა ნაჭუჭგაცლილი თხილის, დაჭრილი და მოხალული თხილის გულის, თხილის ფქვილის წარმოებასა და ექსპორტს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ დამატებით განხორციელდა შპს „გ-–-----–-----------“ საწყობში დოკუმენტური შემოწმება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ადგილზე ინახება 2015 წლის 29 დეკემბერს კალიბრაციის ზომების დარღვევის შედეგად მობრუნებული 15 ტონა ფქვილი და 7 ტონა გრანულირებული თხილი.
15. საქართველოში დაბრუნებული თხილის პროდუქციიდან აღებული ნიმუშებზე საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის "კუალითი ლაბის" ჩატარებული კვლევის ოქმის თანახმად, პროდუქტში აღმოჩნდა მიწის თხილის დნმ-ის მარკერი.
16. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მიღებული მასალებით დასტურდება, რომ შპს "ი---------------ი" თხილის პროდუქციით ამარაგებდა სხვა კომპანიებს, როგორებიცაა გერმანული ფირმები "ე------------------------ი" და "ბ-------------ი". "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან კონდიტერებმა იგრძნეს მიწის თხილის სუნი. "ე------------------------მა" მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურს გერმანიაში, აიღეს სინჯები პროდუქციიდან, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა მიწის თხილის შემცველობა "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილ პროდუქციაში. ამავე მასალების თანახმად, პროდუქციის, რომელშიც ალერგენის შემცველობა დადასტურდა, ისევე როგორც ამ პროდუქციიდან აღებული სინჯების შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს.
17. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
19. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
20. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
21. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები.
22. მოწმე თ------ ც----მ სასამართლოს განუმარტა, რომ იყო შპს "გ-–-----–-----------" წარმომადგენელი და ახდენდა გლეხებისგან თხილის შესყიდვას. ადგენდა შესყიდვის აქტებს, რომლების აუცილებელი იყო წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად. შესყიდვა ხდებოდა გასატეხი თხილის, რომელსაც შემდეგ კომპანია იჯარით აღებულ ქარხანაში გადაამუშავებდა თხილის ფხვნილის და გრანულების სახით, ათავსებდა 20 კგ-იან პაკეტებში, რომლებით თავსდებოდა ყუთებში და გზავნიდა ექსპორტზე. ყუთზე ეკვრებოდა ლოტის ნომერი, რომელსაც თავად შემსყიდველი კომპანია უგზავნიდა შპს "გ-–-----–---------ს". სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები ამოწმებდნენ საქონელს ვარგისიანობაზე, ხარისხზე. თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ პაკეტს ხსნიდნენ, იღებდნენ ნიმუშებს. დარღვევის აღმოჩენის პირობებში, ტვირთის გაგზავნა ვერ მოხდებოდა. თუ შემსყიდველი კომპანია ტვირთის მიღების შემდეგ ჩატარებული კვლევისას აღმოაჩენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხთან შეუსაბამობას, აღარ რიცხავდა ხელშეკრულების თანხის 50%-ს. გერმანიაში გაგზავნილი თხილის რამდენიმე პარტია უკან დაბრუნდა ალფატოქსინის შემცველობის გამო. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს ნიმუშები, დალუქეს ტვირთი. თავად "გ-–-----–---------მა" დაუკვეთა ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგების მიღების შემდეგ სურსათის სააგენტოს თანამშრომლებმა ტვირთს ახსნეს ლუქი და დაუბრუნეს კომპანიას.
23. მოწმე ე---------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "გ-–-----–---------ში" მუშად. აღნიშნული შპს ახდენდა თხილის შესყიდვას, გადამუშავებას და საზღვარგარეთ რეალიზაციას. თხილს ამტვრევდნენ, იღებდნენ გულს, ხალავდნენ, ზუგდიდში არსებულ თხილის ქარხანაში იღებდნენ საბოლოო პროდუქტს - თხილის ფქვილს და გრანულებს. 20 კგ-იან პარკებში ვაკუუმში თავსდებოდა როგორც ფქვილი, ასევე გრანულები. სურსათის სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებდნენ პროდუქტს, ადგენდნენ ხომ არ იყო განაგვიანებული, დაცული იყო თუ არა ხარისხის ნორმები. ამ პროცედურის გავლის გარეშე, საქონელი საზღვარგარეთ ვერ გაიგზავნებოდა. ამის შემდეგ ტვირთი მოწმდებოდა მიმღები ქვეყნის საზღვარზე, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც შემსყიდველი კომპანია ამოწმებდა საქონლის ხარისხს ლაბორატორიულად და მხოლოდ ამის შემდეგ რიცხავდა მის ღირებულებას. 2015 წლის შემოდგომაზე გერმანიაში გაგზავნილი თხილი "გ-–-----–---------ს" უკან დაუბრუნდა კალიბრაციის ნორმის დარღვევის გამო, გამოითქვა პრეტენზია მიწის თხილის შემცველობის თაობაზეც, რასაც მოწმე გამორიცხავს, რადგან "გ-–-----–----------" მხოლოდ ჩვეულებრივ თხილს ყიდულობდა, ამუშავებდა და უკეთებდა რეალიზაციას. მიწის თხილი არასოდეს შეუძენიათ. ის ვიზუალურადაც შესამჩნევი იქნებოდა გრანულებში.
24. მოწმე ე------ შ---–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ არის შპს "გ-–-----–-----------" დამფუძნებელი. ბრალდებული ზ----- შ---–---–ი მისი შვილია, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიას. შპს "გ-–-----–---------ს" არასდროს შეუსყიდია მიწის თხილი, გლეხებისგან იძენდა მხოლოდ ჩვეულებრივ თხილს, ამუშავებდა მას იჯარით აღებულ ქარხანაში და გზავნიდა ექსპორტზე. გაგზავნამდე ტვირთი ყოველთვის მოწმდებოდა სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ხდებოდა სინჯების და ნიმუშების აღება. ნებისმიერი დარღვევის არსებობის შემთხვევაში ტვირთის გაგზავნა ვერ მოხდებოდა. გარდა ამისა, ტვირთი მოწმდებოდა მიმღები ქვეყნის საზღვარზეც, ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში მოხდებოდა ტვირთის საზღვრიდან გამობრუნება. პროდუქტის ხარისხიანობა ლაბორატორიულად მოწმდებოდა უშუალოდ შემსყიდველი კომპანიის მიერ, რომელიც უხარისხობის შემთხვევაში აღარ რიცხავდა ტვირთის დარჩენილ საფასურს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გამორიცხავს გერმანული კომპანიისთვის დაბინძურებული თხილის მიწოდებას. საბერძნეთის და თურქეთის ლაბორატორიებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პროდუქტი არ შეიცავდა ტყვიას და სპილენძს, ასევე მიწის თხილს. მიიჩნევს, რომ გერმანულმა კომპანიამ, რომელსაც ქართველი მფლობელი ჰყავს, უბრალოდ იცრუა, როდესაც განაცხადა თხილის მიკრობიოლოგიური დაბინძურების და მასში მიწის თხილის შემცველობის თაობაზე. "გ-–-----–-----------" წარმომადგენლებისთვის დღემდე უცნობია, გერმანულ ლაბორატორიაში ნამდვილად "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილი თხილი შემოწმდა თუ არა. თხილის აღნიშნული პარტია უკან არ დაბრუნებულა, არ არსებობს ასევე ინფორმაცია მისგან აღებული ნიმუშების შესახებ. მოწმე მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიზეზი ბაზარზე თხილის ფასის ვარდნაა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2015 წლის შემოდგომაზე. გერმანულმა კომპანიამ, რომელსაც გადასახდელი ჰქონდა შეძენილი პროდუქტის ღირებულების 50%, ამ პერიოდში კი თხილის ფასი ევროპულ ბაზრებზე მკვეთრად დაეცა, დარჩენილი თანხის ღირებულების გადახდისგან თავის არიდების მიზნით, აბსურდული მიზეზებით, უკან დააბრუნა თხილის პარტიის ნაწილი და უსაფუძვლო პრეტენზია წაუყენა შპს "გ-–-----–---------ს".
25. ბრალდებულმა ზ----- შ---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და კატეგორიულად გამორიცხა გერმანული კომპანია "ი---------------ისთვის" უხარისხო პროდუქციის გაგზავნა. "გ-–-----–-----------" დაკვეთით საზღვარგარეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ, სრულად დაადასტურა, რომ თხილის იმ პარტიაში, რომელიც გერმანულმა კომპანიამ უკან დააბრუნა, არ იყო არც მიწის თხილის შემცველობა და არც მიკრობიოლოგიური დანინძურება ფიქსირდებოდა. რაც შეეხება იმ პარტიას, რომლიდანაც მოხდება ნიმუშების აღება გერმანულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევისთვის და რომლის შედეგების მიხედვით, მასში აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, გაურკვეველია ამ პარტიის შემდგომი ბედი, რადგან ის არ დაბრუნებულა საქართველოში და საეჭვოა ნამდვილად "გ-–-----–-----------" თხილის პარტიიდან მოხდა თუ არა საკვლევი ნიმუშების აღება. გამორიცხულია მიწის თხილი ყოფილიყო გარეული მისი კომპანიის მიერ გერმანიაში გაგზავნილ თხილის პარტიაში. არასდროს შეუსყიდია და უწარმოებია მიწის თხილის ექსპორტი მათ შპს-ს. რასპის შეტყობინებაში მითითებული იყო პარტიის ლოტის ნომრები, რომლებშიც მიწის თხილი აღმოჩნდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ლოტის ნომრებს ექსპორტზე გასატან პარტიებს ანიჭებს თვითონ შემძენი კომპანია, ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა "ი---------------ისთვის" იმავე ლოტის ნომრის ამობეჭდვა და ნებისმიერი სხვა შემცველობის თხილის პაკეტზე დაწებება, შემდეგ კი მისგან სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ბრალდებული დარწმუნებულია, რომ "ი---------------ის" ქართველი ხელმძღვანელის მიერ "გ-–-----–-----------" დადანაშაულება განპირობებული იყო 2015 წლის შემოდგომაზე ევროპულ ბაზარზე თხილის ფასის მკვეთრი შემცირებით. ამ გზით კომპანიამ თავი აარიდა შეძენილი პროდუქტის საფასურის 50%-ის გადახდას, მაშინ როდესაც უფრო იაფად გაჩნდა ბაზარზე თხილის შეძენის შესაძლებლობა. აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასის 50%-ის გადახდა ხდებოდა საწყის ეტაპზე, დარჩენილი 50% კი მხოლოდ მაშინ ერიცხებოდა გამყიდველ კომპანიას, რაც ტვირთი ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე და მოხდებოდა მისი ლაბორატორიული კვლევა. თხილის ფასის ვარდნის გამო, შპს "ი---------------ის" ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ არ გადაეხადა დარჩენილი თანხა და დააბრალა შპს "გ-–-----–---------ს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო პროდუქციის იმპორტი.
26. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N003131216 დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა ნ------–------ემ, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხალული და დაჭრილი ქართული თხილის გულის - 2,4 მმ ზომით, ერთი კილოგრამის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 30-40 ლარს, ხოლო თხილის ფქვილის 0,2 მმ ზომით - 31-38 ლარს. 2016 წლის მაისი მდგომარეობით, თხილის გულის ღირებულება 20 ლარს, ხოლო თხილის ფქვილის - 14 ლარს აღწევდა მხოლოდ.
27. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია თურქეთის და საბერძნეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის დასკვნები, რომლებიც სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოში დაბრუნებული თხილის პარტიიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარდა შპს "გ-–-----–-----------" დაკვეთით და რომლებითაც დასტურდება, რომ თხილში არ აღმოჩნდა ტყვიის და სპილენძის ნორმაზე მაღალი შემცველობა, ასევე არ დადასტურდა ნიმუშებში "ალერგენის" - მიწის თხილის შემადგენლობა.
28. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
29. არც ერთი მხარე არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2015 წლის შემოდგომაზე შპს გ-–-----–---------სა" და გერმანულ ფირმა "ი---------------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოდან გერმანიაში განხორციელდა თხილის იმპორტი, ფქვილის და გრანულირებული თხილის სახით. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ნასყიდობის ფასის 50%-ის გადახდა ხდებოდა საწყის ეტაპზე, დარჩენილი 50% კი მხოლოდ მაშინ ერიცხებოდა გამყიდველ კომპანიას, რაც ტვირთი ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე და მოხდებოდა მისი ხარისხიანობის ლაბორატორიული შემოწმება. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მიღებული მასალების, ასევე შპს "ი---------------ის" წარმომადგენლის მ-----– ს---–-----–--ის ჩვენების თანახმად, შპს "ი---------------ი" შესყიდულ თხილის პარტიებს ყიდდა სხვა კომპანიებზე, "ე------------------------ზე" და "ბ-------------ზე". "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან სწორედ ერთ-ერთი კომპანიის კონდიტერებმა იგრძნეს მიწის თხილის სუნი. "ე------------------------მა" მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურს გერმანიაში, აიღეს სინჯები პროდუქციიდან, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა მიწის თხილის შემცველობა "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილ პროდუქციაში. ის გარემოება, რომ საეჭვო პარტია სწორედ შპს "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილ თხილს წარმოადგენდა და არა რომელიმე სხვა კომპანიის მიერ იმპორტირებულს, დადგინდა ლოტის ნომრებით. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარის მოწმე მ-----– ს---–-----–--ის, ასევე დაცვის მხარის მოწმეების - თ------ ც----ს, ე---------------ს, ე------ შ---–---–ის, ბრალდებულ ზ----- შ---–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ლოტის ნომრებს ტვირთს ანიჭებდა არა გამყიდველი, არამედ შემძენი კომპანია. გამყიდველი მხოლოდ ამობეჭდავდა მყიდველის მიერ გაგზავნილ ლოტის ნომრებს და აკრავდა სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქციას.
30. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს გერმანულ ლაბორატორიაში შემოწმებული პროდუქციის წარმოშობის საკითხს და განმარტავს, რომ ვერც გერმანულმა მხარემ, ვერც საქართველოს პროკურატურამ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც უდავოდ იქნებოდა დადასტურებული სწორედ შპს "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილი თხილის პარტიიდან იმ ნიმუშების აღების ფაქტი, რომელიც გერმანულმა კომპანია "ბ-------------მა" ლაბორატორიული კვლევისთვის აიღო მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი მიწის თხილის შემცველობასთან დაკავშირებით. არც ნიმუშები, არ თავად პროდუქცია საქართველოში არ დაბრუნებულა, მისი შემდგომი ბედი უცნობია. საგულისხმოა, რომ საქართველოში დაბრუნებული თხილის სხვა პარტიებიდან აღებულ იქნა საკვლევი ნიმუშები სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ და ამ ნიმუშებზე საზღვარგარეთულ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის შედეგად, არ დადასტურდა არც მიკრობიოლოგიური დაბინძურების და არც ალერგენის, ანუ მიწის თხილის შემცველობის ფაქტი.
31. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაერწმუნებინა სასამართლო ბრალდებულის მიერ პროდუქციის თვისებრიობის შეცვლაში. ისეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ედავება კომპანიას პროდუქციის ფალსიფიკაციას საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე, პროდუქცია რომელიც დაექვემდებარა კვლევას საქართველოში არ დაბრუნებულა, ფაქტიურად ის უკვე აღარ არსებობს, იმპორტიორი კომპანია კი კატეგორიულად უარყოფს ფალსიფიკაციის ფაქტს და ეჭვქვეშ აყენებს შემოწმებული პროდუქციის მის მიერ იმპორტირებულ პროდუქციასთან იგივეობის საკითხს, შეუძლებელია ბრალდების მხარის პოზიციის უპირობოდ გაზიარება და დადასტურებულად მიჩნევა წარდგენილი ბრალდებისა, მხოლოდ იმის გამო, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებული კვლევის შედეგები არ შეიძლება დადგეს ეჭვსქვეშ და ის უტყუარია, როგორც ამას სახელმწიფო ბრალდება აპელირებდა სასამართლოს წინაშე.
32. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად საეჭვო გახდა არა გერმანული ლაბორატორიის გამოკვლევის შედეგების სისწორე, არამედ ის გარემოება, რამდენად მოხდა შემოწმება სწორედ "გ-–-----–-----------" მიერ გაგზავნილი პროდუქციისა. როგორც უკვე აღინიშნა, მას შემდეგ, რაც შპს "ი---------------მა" მიიღო იმპორტირებული თხილის ნაწარმი, ორი სხვა კომპანიის მფლობელობაში გადავიდა ის და სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭვო პროდუქტში ალერგენის არსებობა. ამასთან, პროდუქციის "გ-–-----–-----------ადმი" კუთვნილება დადგინდა მხოლოდ ლოტის ნომრით, რომელიც, როგორც სასამართლო განხილვის შედეგად გაირკვა, თავად შემსყიდველი კომპანიის მიერ ენიჭება პროდუქციას. ამის გამო ბრალდებული ეჭვს გამოთქვამს, რომ მოხდა შპს "გ-–-----–----------ის" მიერ გაგზავნილ ნაწარმად იმ პროდუქციის გასაღება, რომლიდანაც აღებულ იქნა ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის. ამ ეჭვის გასაქარწყლებლად კი ბრალდების მხარეს სასამართლოში მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
33. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ბრალდებულ ზ----- შ---–---–ის მიერ თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციისთვის წარდგენილი ბრალდება. პროდუქცია, რომელზეც ჩატარდა კვლევა, ასევე მისგან აღებული ნიმუშები საქართველოში არ დაბრუნებულა, არც გერმანიაშია ცნობილი მათი შემდგომი ბედი, საქართველოში დაბრუნებული თხილის პარტიებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებული კვლევების შედეგად კი არ დადგინდა თხილის პროდუქტში მიწის თხილის შემცველობა.
34. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
36. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები ემყარება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გამოერიცხა გონივრული ეჭვი საკვლევი ობიექტების შესაძლო გამოცვლის, მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლისა, სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის თვალში გააჩინა ეჭვი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
37. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
3-. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
40. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
41. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
42. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
43. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
44. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ---------–--ის ბრალდების დადასტურება.
45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება :
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----- შ---–---–ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ზ----- შ---–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი- ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება:
ბრალდების არსი:
47. ზ----- შ---–---–ის და ე------ შ---–---–ის მიერ დაფუძნდა და 2014 წლის 19 ნოემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,გ-–-----–----------“ (ს/ნ 4--------). საზოგადოების ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ზ----- შ---–---–ი, ხოლო კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა თხილის წარმოება. შპს ,,გ-–-----–---------ს“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის N1406 განკარგულებით თხილის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის, წარმოების დაწყებისა და განვითარების მიზნით, პირდაპირ მიყიდვის ფორმით, 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე მდებარე 5000 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
- ზ----- შ---–---–მა, როგორც შპს ,,გ-–-----–-----------“ დირექტორმა, 2014-20-5 წლების საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეღავათიანი აგროკრედიტით მიღებული თანხებით, ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან ნაჭუჭგაუცლელი თხილის შესყიდვის პროცესში, გამოყენების მიზნით დაამზადა საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები- შესყიდვის აქტები:
- 2015 წლის 30 იანვრით დათარიღებული N16 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობათ მითითებულია 4210 კილოგრამი, ხოლო თანხის -39574 ლარის მიმღებად მითითებულია ს-----–--------------–--ა (ამჟამინდელი გვარი შ---–---–ი, პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული N44 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4250 კილოგრამი, ხოლო თანხის -34850 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–---- შ---–---–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 22 მარტით დათარიღებული N33 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 2980 კილოგრამი, ხოლო თანხის -27416 ლარის მიმღებად მითითებულია მ----- შ---–---–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 31 მაისით დათარიღებული N64 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2580 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28380 ლარის მიმღებად მითითებულია ა-------------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული N81 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6680კილოგრამი, ხოლო თანხის - 33400 ლარის მიმღებად მითითებულია ა-------------ე (პ/ნ 6----------); 09 სექტემბრით დათარიღებული N83 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4580 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25648 ლარის მიმღებად მითითებულია ა-------------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 22 იანვრით დათარიღებული N14 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4170 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37530 ლარის მიმღებად მითითებულია რ----------------–-----–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 07 სექტემბრით დათარიღებული N80 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4520 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25312 ლარის მიმღებად მითითებულია რ----------------–-----–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული N79 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5550 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24975 ლარის მიმღებად მითითებულია რ----------------–-----–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 03 სექტემბრით დათარიღებული N75 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5520 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24840 ლარის მიმღებად მითითებულია ბ--------------ე (პ/ნ 6----------).
- 2015 წლის 21 მარტით დათარიღებული N32 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2430 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24543 ლარის მიმღებად მითითებულია ზ------------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 27 მარტით დათარიღებული N46 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3990 კილოგრამი, ხოლო თანხის - 38304 ლარის მიმღებად მითითებულია დ------–-----–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული N93 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4600 კილოგრამი, ხოლო თანხის -29900 ლარის მიმღებად მითითებულია შ-------------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული N90 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5500 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33000 ლარის მიმღებად მითითებულია ნ---------–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული N92 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5100 კილოგრამი, ხოლო თანხის - 31620ლარის მიმღებად მითითებულია მ---------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული N94 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 34125 ლარის მიმღებად მითითებულია რ--------------ე (პ/ნ 1----------); 2015 წლის 01 ოქტომბრით დათარიღებული N95 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4400 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28600 ლარის მიმღებად მითითებულია ლ--–----------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული N84 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3780 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37044 ლარის მიმღებად მითითებულია მ--------–--------ე (პ/ნ 1----------); 2015 წლის 16 მარტით დათარიღებული N44 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3350კილოგრამი, ხოლო თანხის - 31490 ლარის მიმღებად მითითებულია დ-----------–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 07 სექტემბრით დათარიღებული N79 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6540კილოგრამი, ხოლო თანხის - 35970 ლარის მიმღებად მითითებულია დ-----------–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 08 სექტემბრით დათარიღებული N78 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5540 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26592 ლარის მიმღებად მითითებულია დ-----------–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 04 აპრილით დათარიღებული N49 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3860 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39758 ლარის მიმღებად მითითებულია რ------------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული N47 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3910 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37927 ლარის მიმღებად მითითებულია ო-------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული N85 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4520 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25312 ლარის მიმღებად მითითებულია ო-------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული N82 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5820 კილოგრამი, ხოლო თანხის - 29100 ლარის მიმღებად მითითებულია ო-------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 04 აპრილით დათარიღებული N50 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3670 კილოგრამი, ხოლო თანხის - 38168 ლარის მიმღებად მითითებულია ნ--------------–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 07 აპრილით დათარიღებული N52 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3390კილოგრამი, ხოლო თანხის -35510 ლარის მიმღებად მითითებულია ძ----------–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 07 აპრილით დათარიღებული N51 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3540 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37524 ლარის მიმღებად მითითებულია ლ--–-------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 25 მარტით დათარიღებული N43 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4120 კილოგრამი, ხოლო თანხის - 37924 ლარის მიმღებად მითითებულია ზ---–-----–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 27 მარტი დათარიღებული N45 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4020 კილოგრამი, ხოლო თანხის - 38592 ლარის მიმღებად მითითებულია ვ----------–-------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 08 აპრილით დათარიღებული N54 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2940 კილოგრამი, ხოლო თანხის - 31458 ლარის მიმღებად მითითებულია რ---------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 10 აპრილით დათარიღებული N55 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3310 კილოგრამი, ხოლო თანხის - 35748 ლარის მიმღებად მითითებულია მ-------–-----–-- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 06 თებერვლით დათარიღებული N27 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3690 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39114 ლარის მიმღებად მითითებულია ა--------------–---- (პ/ნ 6----------); 2014 წლის 06 დეკემბრით დათარიღებული N30 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3850 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26180 ლარის მიმღებად მითითებულია ა--------------------- (პ/ნ 6----------);
- 2015 წლის 07 თებერვლით დათარიღებული N30 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 940 კილოგრამი, ხოლო თანხის - 10246 ლარის მიმღებად მითითებულია ო-----------–----–---–ი (პ/ნ 6----------); 2015 წლის 05 თებერვლით დათარიღებული N26 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3750 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39375 ლარის მიმღებად მითითებულია ი-------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული N114 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4200კილოგრამი, ხოლო თანხის - 29400 ლარის მიმღებად მითითებულია ი-------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული N123 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 23725 ლარის მიმღებად მითითებულია თ-------------–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული N128 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3260 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24450 ლარის მიმღებად მითითებულია ე-----------–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული N117 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4180 კილოგრამი, ხოლო თანხის - 29260 ლარის მიმღებად მითითებულია თ---------------–----- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 04 ივნისით დათარიღებული N71 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2740 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30688 ლარის მიმღებად მითითებულია მ--------------- (პ/ნ 1----------); 2015 წლის 03 იანვრით დათარიღებული N3 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4080 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33864 ლარის მიმღებად მითითებულია ც-------------------- (პ/ნ: 6----------); 2015 წლის 05 იანვრით დათარიღებული N6 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3650 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30660 ლარის მიმღებად მითითებულია მ--–-----–-----ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 23 მარტით დათარიღებული N37 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3470 კილოგრამი, ხოლო თანხის - 29495 ლარის მიმღებად მითითებულია ვ-–----------------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 06 თებერვლით დათარიღებული N-8 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3670 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39269 ლარის მიმღებად მითითებულია ა---------–----–--ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 04 თებერვლით დათარიღებული N-3 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3890 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39449ლარის მიმღებად მითითებულია დ----- შ---–---–ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 05 დეკემბრით დათარიღებული N-9 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3530 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24004 ლარის მიმღებად მითითებულია გ---–------- (პ/ნ 6----------); 2014 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული N12 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3410 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26257 ლარის მიმღებად მითითებულია ი-----–-------–--ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 06 დეკემბრით დათარიღებული N31 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4140 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28566 ლარის მიმღებად მითითებულია მ--–-----–------–---–ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული N17 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3810 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30099 ლარის მიმღებად მითითებულია ე---–-------------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული N19 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4300 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33540 ლარის მიმღებად მითითებულია რ--------------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული N1 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 2450 კილოგრამი, ხოლო თანხის - 18130 ლარის მიმღებად მითითებულია ჯ----------–-----ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 03 იანვრით დათარიღებული N- შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3210 კილოგრამი, ხოლო თანხის - 26643 ლარის მიმღებად მითითებულია ნ----------–----ე (პ/ნ 6----------); 30 ნოემბრით დათარიღებული N-2 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3850 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30952,5 ლარის მიმღებად მითითებულია ბ-–-----------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული N40 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 4120 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33784 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–----–---------ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული N89 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 182000 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–----–---------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 სექტემბრით დათარიღებული N86 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5250 კილოგრამი, ხოლო თანხის - 28875 ლარის მიმღებად მითითებულია ს---–----–---------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული N42 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3740 კილოგრამი, ხოლო თანხის - 30668 ლარის მიმღებად მითითებულია ც----------–--–ი (პ/ნ 6----------); 2014 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული N-7 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3610 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24187 ლარის მიმღებად მითითებულია დ---------------ე (პ/ნ 6----------); 2014 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული N6 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3215 კილოგრამი, ხოლო თანხის - 24112ლარის მიმღებად მითითებულია ე-–-------------ე (პ/ნ 6----------); 20-4 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული N-6 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 3890 კილოგრამი, ხოლო თანხის - 25674 ლარის მიმღებად მითითებულია ხ--------------------–------–-- (პ/ნ 6----------); 2015 წლის 09 ნოემბრით დათარიღებული N132 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 5400 კილოგრამი, ხოლო თანხის - 36720 ლარის მიმღებად მითითებულია ბ--------------ე (პ/ნ 3----------); 2015 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული N148 შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6550 კილოგრამი, ხოლო თანხის - 3-300 ლარის მიმღებად მითითებულია დ----- ჩ----ე (პ/ნ 6----------); 2015 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული N13- შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილი ოდენობად მითითებულია 6000 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39000 ლარის მიმღებად მითითებულია ლ------–---ე (პ/ნ 3----------) - აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ზ----- შ---–---–მა როგორ შპს ,,გ-–-----–-----------” დირექტორმა გამოიყენა კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშებში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
48. ბრალდებულმა ზ----- შ---–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
49. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
50. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- შ---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
51. მოწმეების - ს-----–--- შ---–---–ის, ს---–---- შ---–---–ის, მ----- შ---–---–ის, ა-----------ის, ნ-----------ის, რ----------------–-----–ის, ბ-------–-----ის, ზ------------ის, დ------–-----–--ს, შ--------------------ს, მ----------ს, რ-------------ის, ლ--–-----------ს, მ--------–--------ის, ნ---------–-----ს, ი---------------ს, ო--------------ს, ნ--------------–--ს, ი--------------ს, თ-------------–-----ს, ე-----------–-----ს, თ---------------–-----ს, მ---------------ს, ც-------------------ეს, მ--–-----–-----ეს, ვ-–----------------ეს, ა---------–----–--ეს, დ----- შ---–---–ის, გ---–-------ს, ი-----–-------–--ის, მ--–-----–------–---–ის, ე---–-------------ის, რ--------------ის, ჯ----------–-----ის, ნ----------–----ის, ბ-–-----------ის, ს---–----–---------ის, ც----------–--–ის, დ---------------ის, ე-–-------------ის, ხ--------------------–------–--ს, ბ--------------ის, დ----- ჩ----ის, ლ------–--ის და სხვათა ჩვენებებით; აღნიშნული მოწმეებისგან კალიგრაფიული ნიმუშების აღების ოქმებით; შპს "გ-–-----–----------დან" დოკუმენტაციის ამოღების ოქმით და ამოღებული დოკუმენტებით - შესყიდვით აქტებით; კალიგრაფიული (ხელწერის) ექსპერტიზის დასკვნით;
52. ამრიგად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- შ---–---–მა შეადგინა და გამოიყენა მოსახლეობისგან თხილის შესყიდვის დამადასტურებელი ყალბი აქტები. ბრალდებულის და მოწმე ე------ შ---–---–ის განმარტებით აღნიშნული აქტები გამოიყენეს საექსპორტო პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად.
53. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რ--–---------------, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
54. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
55. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
56. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ----- შ---–---–ის ბრალდების დადასტურება.
57. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
58. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
60. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
61. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
62. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
63. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, აფასებს საქმესთან მათი რ--–---------------, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
65. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- შ---–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
66. ზ----- შ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
67. ზ----- შ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
68. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
69. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
70. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
71. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3--ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
72. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
73. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3--ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
74. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
75. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ზ----- შ---–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
76. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ზ----- შ---–---–ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
77. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ზ----- შ---–---–ის, ს-----–--- ნაჭყებიას და მ-----–ი ს---–-----–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამსახურებრივი ბაზების. Orancle-ს , www.reestri.gov.ge- ს, “info.mia.ge”-ს დათვალიერებისას ამოღებული დოკუმენტაცია, შპს ”გ-–-----–----------დან” ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის ბრალდების დადგენილებაში მითითებული ყალბი შესყიდვის აქტები, რაც დედნების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ყადაღის საკითხის გადაწყვეტა :
78. სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა - ე----- შ---–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - მდებარე ქ------–-----------------------–-----–-----ი (ზონა - ქ------–-------, სექტორი - ხუ–---------, კვარტალი - 04----------------, საკადასტრო კოდი N--.3--------) - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ზ----- ე-------- ძე შ---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული ზ----- ე-------- ძე შ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ზ----- შ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - ე----- შ---–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - მდებარე ქ------–-----------------------–-----–-----ი (ზონა - ქ------–-------, სექტორი - ხუ–---------, კვარტალი - 04----------------, საკადასტრო კოდი N--.3--------) - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - ზ----- შ---–---–ის, ს-----–--- ნაჭყებიას და მ-----–ი ს---–-----–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამსახურებრივი ბაზების. Orancle-ს, www.reestri.gov.ge- ს, “info.mia.ge”-ს დათვალიერებისას ამოღებული დოკუმენტაცია, შპს ”გ-–-----–----------დან” ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის ბრალდების დადგენილებაში მითითებული ყალბი შესყიდვის აქტები, რაც დედნების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი