განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/110-17 (N041070416002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21.02.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ქ------- უ-----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული დ---- ს-----------ე
მამის სახელი: დ------ი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უ-----–---
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, მ. კ--------ს ქ. N58
ადვოკატები - ფ------ ც---–---ე და რ---- ა------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დ---- ს-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის დროის მონაკვეთში, დ---- ს-----------ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით - საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლა სხვადასხვა პირთა ფულად თანხებს. დანაშაულებრივი ქმედებით დ----- ბ------ეს, ლ----ი ზ-----–---–ს, გ--- ს-----–--ეს, გ------- ჯ--------ეს, თ-- ა------------ეს, გ---- გ-------ეს, დ------–--- გ-----–--ეს, ვ------ კ-----ს, ა-–---- ჭ---------–-–---–ს, ზ---- ბ--–----ეს, გ------- გ-------ძეს, ხ---- ბ--------ეს, დ----- მ-–---–---ს, ზ----- ც---------–---–ს, მ----- კ-----–--ეს, თ------ კ--------–---–ს, ი----–---- ბ-----–--ეს, ხ---- ვ---------ეს, კ------- ვ---------ეს, თ---------- თ----------ეს, ჯ--- მ----–--ეს, ს---–--ნ ხ------–--ეს, ვ------- ქ------–--ეს, გ--–- ვ---------ეს, ს-–- მ-----ს, ს------ გ-------–--ეს, გ--- პ--------–---–ს, მ------ თ----------ეს, ლ---- ვ---------ეს, გ--- ჯ----–--ეს, ნ-------- გ--------–--ეს, ლ-–- თ----------ეს, ა------ ვ---------ეს, გ------- ვ---------ეს, ი-----–- ს----ეს, ვ------გ ვ---------ეს, ტ------– ვ---------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო მ-----ი ჯ-–-------ს, ი----- ლ-----ეს, მ-------- ბ------ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------- ბ------ის ჩვენებით, დ---- ს-----------ეს იცნობს 90-იანი წლებიდან საერთო მეგობრისგან. ისინი იყვნენ კარგი ნაცნობები. შემდეგ დ---- წავიდა ქალაქიდან და შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, იმ დროს ორივეს პრობლემური ფეხმძიმობა ჰქონდათ და ამგვარად გამოძებნეს საერთო თემა. თავად ცხოვრობდა თბილისის ქუჩაზე, ხოლო დ---- - კ--------ს ქუჩაზე და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2015 წლის ზაფხულში მათი საერთო მეგობარი ჩამოვიდა ქუთაისში საცხოვრებლად და მასთან ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ძირითადად მოწმის ოჯახში.. დეკემბრის თვეში დ----მ მათ უთხრა, რომ შეხვდა მურღულია და აწყებინებდა მას მუშაობას მაღალ თანამდებობაზე. შემდეგ დათო ლიკლიკაძემაც დაურეკა, რომ სჭირდებოდათ თავისი ადამიანი ამ სფეროში. დაინიშნა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად, წარდგენა უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიით 3 მარტს. დ---- მისი თანდასწრებით უყვებოდა მის ძმას დ----- ბ------ეს, რომ ახალი სამსახურიდან გამომდინარე, უნდა გაეშენიბინა მინი ქალაქი, რომელიც მოიცავდა საქართველოს კუთხეებს. დეკემბერშივე, ახალი წლის დადგომამდე თქვა, რომ დუბაიში გამოჩნდა სამუშაო, სადაც ქალბატონებს უხდიდნენ 50 დოლარს საათში, ოღონდ უნდა ემუშავათ დღეში სამი საათი მძიმე კლიმატური პირობების გამო, ხოლო მამაკაცებს ჰქონდათ 180 დოლარი დღეში. შემდეგ დ----, მისივე თქმით, დუბაიში იმყოფებოდა, იქიდან ჩამოიტანა ინფორმაცია, რომ აწარმოა მოლაპარაკება კომპანიასთან, რომელშიც დასაქმებული იყო 60 კახელი და ქართლელი ადამიანი, მათ სამთვიანი ვიზა უმთავრდებოდათ და სასწრაფოდ უნდა წაეყვანა მათი შემცვლელი ხალხი. დ---- ყვებოდა, რომ ადგილზე იყო კონტეინერები, სადაც საწოლები იყო, ჩატარდებოდა ამ ოთახების დეზინფექცია ყოველდღე, სიცხეების გამო. მან დ----ს უთხრა, რომ არავის მოეტყუებინა, თუმცა, დ----ს თქმით, მან ყველაფერი ნახა თავისი თვალით, მოლაპარაკება ნაწარმოები ჰქონდა კომპანიის უფროსთან, ხოლო ხელშეკრულება ჩასვლის შემდეგ ადგილზე უნდა გაეფორმებინათ. მოწმე თავად არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, პროფესიით ბუღალტერი და კერძო ფირმებს ემსახურება. მისმა მეუღლემ კ--- ჯ-----მ დააპირა დუბაიში წასვლა. როგორც დ---- ამბობდა, სამი თვის შემდეგ დაბრუნდებოდა, ორი კვირა შეისვენებდა და თუ კმაყოფილი იქნებოდა ამ სამსახურით, ისევ დაბრუნდებოდა უკან. დ---- ყველას ეუბნებოდა, რომ გააკეთებდა სამთვიან ვიზებს, ამიტომ ჯდებოდა ეს ძვირი, 350 დოლარიან ტურისტულ ვიზას ნებისმიერი აკეთებდა, ამ ვიზებს კი მხოლოდ თვითონ აკეთებდა თავისი სამსახურიდან გამომდინარე და ვიღაც პარლამენტარის დახმარებით, რომელიც იყო მისი მფარველი, თუმცა, მისი სახელი არასდროს უხსენებია. მას არ შეჰპარვია დ----ში ეჭვი, რომ გადაემოწმებინა ნამდვილად მუშაობდა თუ არა ის დასახელებულ ადგილას. ლ---- ჯ----- არის მისი მეუღლის ბიძაშვილი, ხოლო რ-------- მ----- - ოჯახის მეგობარი. მოწმის თქმით, მათ მიერ თანხის ფლობის შესახებ არავინ იცოდა, რადგან მისი მკურნალობა თვეში ჯდება დაახლოებით 1000 ლარიდან 1500 ლარამდე. მას ჰქონდა შიში იმისა, რომ ერთ დღესაც თანხა არ ექნებოდა. მათ თბილისში გაყიდეს ბინა და თანხა მიაბარეს მის უახლოეს მეგობარს, რომელსაც აქვს მაღაზიები და დროთა განმავლობაში მოჰქონდა მას თანხა. კ---მ უთხრა, რომ ეს თანხა წამოეღოთ, დახმარებოდნენ ბიჭებსაც, რომელთაც წასასვლელად სახსრები არ ჰქონდათ და გარანტიას აძლევდა, რომ ეს თანხა 10 დღეში იქნებოდა ადგილზე. მ--------ს მანქანის ყიდვა უნდოდა ამ თანხით, თუმცა, ვერ გადაეწყვიტა. რ-------- მ-----მ, ი----- ჭ------მ და ლ---- ჯ-----მ ჰკითხეს მ--------ს, თუ რამდენად ენდობოდა დ----ს. ამის გამო მან ისინი შეახვედრა დ----ს და პირისპირ გაესაუბრნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდა მ-------- ბ------ე და დ---- ს-----------ის მამა, რომელიც დრო და დრო შემოდიოდა ოთახში. დ----მ უთხრა, რომ მოლაპარაკებული იყო ყველაფერი კომპანიის დირექტორებთან, სახელდებოდა ვინმე ალექსა, რომელიც აკეთებდა ვიზებსაც და სამსახურსაც. მათ მეორე მეგობარსაც ი----- ლ-----ეს ის უკეთებდა ვიზას, რომელიც მ--------ს მსგავსად დაზარალებულია, მას ამერიკის ვიზის გამო მიატანინა დ----მ 4000 დოლარი, შემდეგ კი უთხრა, რომ ვიზა გაეუქმებინა და ამერიკის ნაცვლად დუბაიში წასულიყო. მოწმემ პირადად გადასცა დ----ს 4 ადამიანის(მეუღლის და მისი სამი მეგობრის - რ-------- მ-----ს, ი----- ჭ------ს და ლ---- ჯ-----ს) თანხა, საერთო ჯამში 6000 აშშ დოლარი. რ--------ი, ი----- და ლ----ი უნდა წასულიყვნენ მეორე რეისით, რადგან პირველ ნაკადზე ადგილები აღარ იყო. მისი მეუღლე კ--- ჯ----- მიჰყავდათ პირველი რეისით. მანქანით დ---- თვითონ ვერ დადიოდა. ხან მ--------ს დჰაყავდა, ხან მის მეუღლეს. პატრიკეთში რომ დადიოდა, მისი მეუღლე გვერდით ედგა და დ---- ხალხს ეუბნებოდა, რომ მისი სიძე მიჰყავდა და ის იქნებოდა მისი წარმომადგენელი. ბევრჯერ უთქვამს, რომ როგორც კი ჩავიდოდნენ, მეორე დღეს დაათვალიერებდნენ ობიექტს, სადაც ეტყოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, სად უნდა ეცხოვრათ და მესამე დღეს უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ, დღიური ანაზღაურება კი ექნებოდათ 180 დოლარი. აეროპორტში დარიგდა პასპორტები და ვიზები, იქ გაიგო მოწმემ, რომ ეს ვიზები იყო ტურისტული, ერთთვიანი, მანამდე მსგავსი რამ არ თქმულა. კითხვაზე, თუ რატომ იყო ეს ვიზები ერთთვიანი, დ----მ უთხრა, რომ ეს იყო ფორმალობა, იმისათვის რომ წასულიყვნენ აქედან, გადაეკვეთათ საზღვარი და იქ აეროპორტიდან გასულებიც არ იქნებოდნენ ვიზები რომ გადაგრძელდებოდა. მოწმემ დ----ს სთხოვა, რომ კ--- პირველ რეისზე არ წაეყვანა, თუმცა, დ----ს თქმით, კ--- იქ სჭირდებოდა. მოწმე ფიქრობს, რომ ეს ტყუილები დ----მ მოიგონა იმისთვის, რომ მ--------ს ყველა ენდობოდა და ამ ხალხში გამოჩენილიყო. თუმცა, თავად არავისთან მისულა ამ საქმის გამო. მასთან მიდიოდნენ, ვისაც სურდა დასაქმება დუბაიში, რაზეც ის პასუხობდა, რომ მან არაფერი იცოდა, ჯერ გაკეთებულიყო საქმე, კ---ს დაერეკა და შემდეგ ყველას მიიყვანდა. დუბაიში როცა ჩავიდნენ, მეორე დღეს დ----ს დაურეკა და ჰკითხა რა ხდებოდა, მან უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მიჰყავდა ისინი ექსკურსიაზე. შემდეგი დარეკვისას, დ---- ეუბნებოდა, რომ რაღაც პრობლემები იყო და ბინები უნდა ექირავებინა, მაგრამ კ---ზე არ ენერვიულა, რადგან მასთან იქნებოდა. მ-------- ეუბნებოდა, რომ წაეყვანა კ--- ობიექტზე მოლაპარაკებაზე, კ---ს რუსული განათლება ჰქონდა მიღებული და თავად დ----ც ამ მოლაპარაკებებს რუსულად აწარმოებდა. ბოლოს შეატყო, რომ დ---- გაურბოდა მასთან ლაპარაკს, ხშირად უთიშავდა ტელეფონს. სიტუაცია როდესაც დაიძაბა, დ---- ეუბნებოდა, რომ მოაგვარა სიტუაცია და 2 დღეში უნდა გასულიყვნენ ბიჭები სამუშაოდ, თუმცა - მხოლოდ ნაწილი, რასაც ბიჭებს შორის კამათი მოყვა. ამ ნათქვამიდან 2 დღეში დ----მ დარეკა, რომ მეორე ნაკადი ხალხის წასულიყო სასწრაფოდ. სანამ მეორე ნაკადს წაიყვანდა, თვითონ იყო ჩამოსული საქართველოში და მესამე ნაკადის თანხა წაიღო. როდესაც დუბაიში ჩავიდა, იქ უთხრა მათ, რომ სამთვიან ვიზებს ვეღარ აკეთებდა, ახლა გააკეთებდა 3 წლიან ვიზებს. ამისათვის საჭირო იყო კიდევ დამატებით 3000 დოლარი, რომელსაც გადაიხდიდნენ ეტაპობრივად. მოწმის აზრით, დ----ს ეს პროცესი ისე ჰქონდა დაგეგმილი, რომ ისინი გაერია თაღლითურ სქემაში და შემდეგ მათთვის გადაებრალებინა ყველაფერი. მოწმისთვის ცნობი-–--, რომ დუბაიში ქართველი ქალბატონები დ----ს ეუბნებოდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და დაებრუნებინა ეს ხალხი უკან, სანამ ბილეთები გაუფუჭდებოდათ. მათ ნახეს, რომ ბიჭებს სავიზო რეჟიმი ჰქონდათ დარღვეული და საემიგრაციო სამსახურში იყო საჭირო თანხის გადახდა. შემდეგ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, დ----მ თვითონვე თქვა, რომ გადაიხდიდა ამ ფულს, ამის გამო მოწმე თვითონვე მივიდა დ---- ს-----------ის სახლში და მათ მშობლებს გამოართვა 12 270 დოლარი, რაც გადააგზავნეს ჯარიმებისა და ბილეთის თანხის გადასახდელად. დ----ს სახლში მისვლისას, იქ იყო ჩოჩქოლი, მასთან მისული იყო 40-50 ადამიანი. მოწმის განმარტებით, თავიდან დ---- მას არწმუნებდა, რომ 700 კაცის ლიმიტი ჰქონდა, ამ 700 კაცს ჩაიყვანდა დუბაიში, ყველა დასაქმდებოდნენ და შესთავაზა მას ჩართულიყო ამ საქმიანობაში, ვინც დაურეკავდა, დაებარებინა თავისთან სახლში, აეხსნა რასაც დ---- უხსნიდა ამ ხალხს ხოლმე და ფული მოეგროვებინა, რაზეც მან უპასუხა, რომ ინფორმაციას მიაწოდებდა მათ, მაგრამ ფულს ვერ აიღებდა. მოწმის თქმით, იტყუებოდა დ----ც, დედამისიც და მამამისიც, ხოლო ის და მისი მეუღლე გამოიყენეს კარგად მოფიქრებული თაღლითური სქემისთვის (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ------- ჯ-----ს ჩვენებით, დ---- ს-----------ე გაიცნო 2015 წელს. მისგან შეიტყო პირობები, რომ დუბაიში მშენებლობაზე დღეში მიიღებდნენ 180 დოლარს. ჩასვლიდან მეორე დღეს ნახავდნენ სად უნდა ემუშავათ და მესამე დღეს გავიდოდნენ სამუშაოდ. სანამ დუბაიში წავიდოდნენ, დ----მ უთხრა, რომ ის 3 მარტს მუშაობას იწყებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსად და უნდა ჩაებარებინა საქართველოს 12 რეგიონი. დ----მ ასევე უთხრა, რომ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნიშნავდა ჯერ ქუთაისში და შემდეგ უნდა გაევლო ტრენინგები ტურიზმის დეპარტამენტთან დაკავშირებით. სამუშაოს დასაწყებად დ----სთავის უნდა გადაეხადათ 1500 დოლარი. მომსახურებაში შედიოდა დუბაიში ჩასვლა და მუშაობის დაწყება. მათ აეროპორტშივე შეექმნათ პრობლემები ვიზებთან დაკავშირებით. ისინი დ----საგან მიღებული იმ დაპირებით მიდიოდნენ, რომ უნდა ჰქონოდათ სამთვიანი ვიზები, მაგრამ მიიღეს ერთთვიანი ვიზები. ეს გაიგეს აეროპორტში, რეგისტრაციამდე ნახევარი საათით ადრე, სადაც დ----მ გადასცა პასპორტები და ბილეთები. დ----მ მათ უთხრა, რომ დუბაიში როგორც კი ჩავიდოდნენ, ამ ვიზებს ავტომატურად გააგრძელებდა სამი თვით. სასტუმროში დ----მ უთხრა, რომ ეს ვიზები უნდა გაგრძელებულიყო - გადაავადებდა ჩვეულებრივად. დუბაიში ჩასვლიდან მესამე დღეს, როდესაც დაპირებისამებრ უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ, დ----მ მათ უთხრა, რომ კანონი შეიცვალა დუბაიში, იმ ვიზით რაც ჰქონდათ, ჯერ ვერ იმუშავებდნენ, ახალი საბუთები უნდა გაკეთებულიყო, 8-8 ცალი სურათი გადააღებინა ყველას. მუშაობის დაწყებას ელოდებოდნენ დღე დღეზე. პირველი ნაკადი მოწმის თქმით შედგებოდა 34 კაცისაგან. იქ დაყვეს 44 დღე, ყოველ დღე ელოდებოდნენ მუშაობის დაწყებას, 3 ბინაში იყვნენ განაწილებული 15, 16 და დ----სთან 3 ადამიანი. ის თავიდან ცხოვრობდა დ----სთან, საჭმელი არ ჰყოფნიდათ, ზოგჯერ თევზაობით გაჰქონდათ თავი. საქართველოში დასაბრუნებლად ფინანსები არ ჰქონდათ, ვიზებს ვადა ჰქონდა გასული. საემიგრაციო სამსახურში გადასახდელი იყო ფული, რომლის თანხა არ გააჩნდათ. გარეთ გასვლის ეშინოდათ, რადგან დაიჭერდნენ. იქ ცხოვრობდნენ ქართველი ქალები, რომლებმაც ნახეს მათი ვიზები და აუხსნეს, რომ მათი ვიზები იყო ერთჯერადი და აღარ ჰქონდათ უკვე იქ ყოფნის უფლება. დ---- კი საპირისპიროს უმტკიცებდა. ერთ-ერთი მათგანი - ქალბატონი მ--- გაესაუბრა დ----საც და ჰკითხა, თუ რატომ ჩაიყვანა ეს ხალხი, რადგან ასეთი სამუშაო, სადაც 180 დოლარს გადაუხდიდნენ დღეში იყო არარეალური და ფიზიკურად არ არსებობდა. დუბაიში წასვლამდე მას დ----სგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათ უნდა შეეცვალათ 60 კაციანი ნაკადი. ეს ხალხი იყო დასაქმებული უმთავრდებოდათ ვიზა და უნდა შეეცვალათ ისინი. მისი გასამგზავრებელი თანხა იყო 1500 დოლარი. მისი, ლ---- ჯ-----ს, რ-------- მ-----ს თანხა ერთ დღეს მიიტანეს, ხოლო ი----- ჭ------ს თანხა რამდენიმე დღეში მისცეს დ----ს სახლში. ეს ოთხი კაცის თანხა იყო. თანხის მესაკუთრე იყო მისი მეუღლე მ-------- ბ------ე. დანარჩენის თანხები იმიტომ გადაიხადა მისმა მეუღლემ, რომ ისინი ახლობლები არიან. თანხის გადაცემა მოხდა დ---- ს-----------ის ოჯახში. გადაცემას ესწრებოდნენ რ-------- მ-----, ლ---- ჯ-----, მ-------- ბ------ე და დროდადრო შემოდიოდა დ------ ს-----------ე. მას დ----ს საქმიანობაში ეჭვი არ შეუტანია. ჯარიმის თანხა გადაიხადეს საემიგრაციო სამსახურში, რადგან აეროპორტში მაინც მოუწევდათ გადახდა და სხვაგვარად საქართველოში ვერ გამოფრინდებოდნენ. დ----ს ოჯახიდან წამოიღეს 12 270 დოლარი, რაც საჭირო იყო მათი ბილეთებისთვის და ჯარიმებისათვის. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- ბ------ის ჩვენებით, ის დ---- ს-----------ეს იცნობს მისი დის მ-------- ბ------ისაგან, გაიცნო ახალ წლებზე, როდესაც მივიდა მის დასთან, სადაც დახვდა დ---- თავისი ბავშვით. შემდეგ ის ნახა მისი დის დაბადების დღეზე. იქ ი---- ლ-----ეს ულოცავდნენ, რომ მიიღო ამერიკის ვიზა. როგორც მას უთხრეს, ი----ს დაეხმარა დ---- ს-----------ე, რომელიც ინიშნებოდა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად, თუმცა ჯერ ბრძანებაზე ხელი არ იყო მოწერილი. ამის შემდეგ საკმაოდ დაახლოვდნენ. დ----მ მას საბურავების გამოცვლაზე გაყოლა სთხოვა, რა დროსაც მოუყვა, რომ დიდ პროექტზე მუშაობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის დეპარტამენტში იყო, პარლამენტი და მურღულია მას მხარს უჭერდნენ და უნდოდა გაეშენებინა „ახალი ქუთაისი“, თავისი სასტუმროებით და ა.შ. თანხების მოძიება მას არ გაუჭირდებოდა, ვინაიდან დუბაიში ჰქონდა ბიზნესმენებთან კავშირი და მას სთხოვა გვერდში დადგომა, მოწმეც დასთანხმდა. მოწმე შეეკითხა დ----ს, თუ რა ხდებოდა დუბაიში, რაზეც დ----მ უპასუხა, რომ 60 კახელი კაცი უკვე ჰყავდა დასაქმებული, მათ უმთავრდებოდათ სამუშაო ვიზები და საჭირო იყო ამ ხალხის დროულად ჩანაცვლება. პირველ რიგში ეძებდა სასწრაფოდ წასასვლელ ხალხს, რომ საქმე არ წამხდარიყო და 60 კაცი უნდა ჩაენაცვლებინა. დ----ს თქმით, ის იყო ნამყოფი სამუშაო ადგილას და ნანახი ჰქონდა ყველაფერი, მშენებლობის ტერიტორიაზე იყო კოტეჯები, სადაც ოთხ-ოთხნი იცხოვრებდნენ, საჭმელ-სასმელს ისინი მისცემდნენ. დ----ს უნდა წაეყვანა ქალებიც დასალაგებლად. რომელთაგან ზოგი ვილებს დაალაგებდა, ზოგი კი მათ საცხოვრებელ ფართს. ასევე, მან გააფრთხილა დ----- ბ------ე, რომ ეზოში თუ ვინმე რამეს ნახავდა, იქნებოდა ეს ოქრო თუ სხვა რამ, უფროსისთვის უნდა მიეტანათ, რამე პრობლემები რომ არ შექმნილიყო. დ----ს თქმით, ჩასვლითანავე დაბინავდებოდნენ, 1 დღე ექნებოდათ დასასვენებლად და მეორე დღეს დაიწყებდნენ მუშაობას. წელიწადში 2-ჯერ შეძლებდა ეს ხალხი წასვლას 3 თვიანი სამუშაო ვიზებით. როცა მოწმე მის სიძეს აცილებდა, ვიზას როცა ჩახედა ნახა, რომ იყო 1 თვიანი ვიზა 2 კვირის გამოყენებით. დ----მ კი ამაზე უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, არ გაეხმაურებინა და არ აებუნტებინა ხალხი, იქ მათ პოლიცია ვერ შეეხებოდათ. მალევე კომპანია გააკეთებდა სამუშაო ვიზებს. ეს ვიზები კი საჭირო იყო იმისათვის, რომ უბრალოდ აქედან წასულიყვნენ. როდესაც იქ გაჭიანურდა ხალხის დასაქმება, დ----მ თქვა, რომ კანონი შეიცვალა. დ----ს არ უნდოდა მისი წაყვანა, ეუბნებოდა, რომ ფულს ვერ გამოართმევდა. შემდეგ მოწმემ დაასკვნა, რომ დ----ს ეუხერხულებოდა მისთვის ფულის მოთხოვნა, ამიტომ მიუტანა მას თავისი თანხა იანვრის თვეში მის სახლში. პირველ ნაკადზე ვერ წავიდა, რადგან შევსებული იყო და ვერავის ამოაგდებდა, ამიტომ ის მეორე ნაკადს უნდა გაჰყოლოდა. მან პირადად გადაუხადა თანხა დ----ს სახლში, იქ იყო დ----, მ-------- ბ------ე და დ----ს მამა. მოწმე მის ნაცნობს ქ------- ს-----ეს მოუყვა, რომ აპირებდა დუბაიში სამუშაოდ წასვლას. რამდენიმე დღის შემდეგ ის დაუკავშირდა და სთხოვა სამუშაო ადგილი მისი შვილის ს-------- ს-----ისათვის და მისი 2 მეგობრისთვის. დ-----მა ისინი მიიყვან დ----სთან, რომელმაც გააცნო მათ სამუშაო პირობები. ის ორი ადამიანი იყვნენ ქ-–----ე კ--- და ნ--–-----ე გ---. ისინი მოგვიანებით გაიცნო ს-------- ს-----ისგან. მოწმე და ს-----ის დედა ერთად მივიდნენ დ---- ს-----------ესთან სახლში და გადასცეს 1500 დოლარი. დანარჩენ 2 პიროვნებას მაშინ ხელზე არ ჰქონდათ თანხა. რამდენიმე დღეში მიუტანეს მას თანხის ნაწილი - 360 დოლარი, დანარჩენს შემდეგ დაამატებდნენ. რომ მათი ადგილი დაბევებული ყოფილიყო. შემდეგ მოწმე შეხვდა ს---–--ნ ხ------–--ეს და მოუყვა მასაც, რომ აპირებდა დუბაიში სამუშაოდ წასვლას, მანაც გამოთქვა წასვლის სურვილი, რის გამოც დ----სთან მიიყვანა ს---–--ნი, რომელმაც თან წაიყვანა თავისი მეგობარი ხ---- ბ--------ე. მათ თანხა არ ჰქონდათ, თუმცა, მოწმე დაჰპირდა დ----ს, რომ დათქმულ დროს თუკი ისინი ვერ მოახერხებდნენ თანხის გადაცემას, თავად მიუტანდა თანხას და დ----ს პრობლემას არ შეუქმნიდა. როდესაც დ---- წავიდა დუბაიში, იქიდან შეუთვალა მოწმეს, რომ გაეგზავნა ეს თანხები. ის ელოდებოდა ქ-–----ის და ნ--–-----ის თანხებს. ი---- ლ-----ესაც ჰქონდა ფული გადასაგზავნი და ამიტომ წავიდნენ ერთად. გაუარეს ხ------–--ეს და ბ--------ეს სამსახურში. მათ 1570 -1570 დოლარი უნდა გადაეხადათ, რადგან დაჩქარებული წესით უნდა წასულიყვნენ. მათ მისცეს დ-----ს 3140 დოლარი. პირადობა არ ჰქონდათ მათ, რის გამოც მოწმემ თავისი სახელით გადარიცხა 5780 დოლარი. ქვითარიც აქვს და გამომძიებელს წარუდგინა კიდეც, ეს თანხა იყო გ--- ნ--–-----ის, კ--- ქ-–----ის, ხ---- ბ--------ის და ს---–--ნ ხ------–--ის. ს-------- ს-----ის თანხა ხელზე გადასცა დ----ს და ამის გარდა 360 დოლარი. თანხა გადარიცხეს დ---- ს-----------ის ანგარიშზე, ლ-----ეს ჰქონდა ეს ანგარიშის ნომერი, მანაც ჩარიცხა თანხა. გადარიცხვა მოხდა საქართველოს ბანკში, გზა გამტარ ხიდთან ქუთაისში. ამ პირთაგან დუბაიში არავინ წასულა, მათ შორის არც თავად დ----- ბ------ე. საქმის გაჭიანურების შემდეგ მივიდა მასთან ს-----ის დედა, უთხრა, რომ თავისი ფული დაებრუნებინა. ეს შეატყობინა დ----ს. მან უთხრა, რომ ის ჩამოვიდოდა 25-ში და თავად მისცემდა ამ ფულს. მისი სიძისგანაც იცოდა, რომ დ---- წამოსვლას აპირებდა. შემდეგ საუბრისას უთხრა, რომ ვერ მიდიოდა, მისულიყო მის სახლში და მშობლები მისცემდნენ ფულს. როდესაც მიაკითხეს სახლში, გადასცეს ს-------- ს-----ის, ქ-–----ის და ნ--–-----ის თანხა, აკლდა მხოლოდ 160 დოლარი, ეს თანხა გადასცა ს-----ის დედას. შესაბამისად, დ----ს გადასახდელი აქვს ბ--------ის და ხ------–--ის თანხა. თვითონ ვერ წავიდა, რადგან აირია ყველაფერი. წასასვლელი თანხა მან ისესხა კონკრეტული პიროვნებისგან. ზიანი რაც დ----სგან მიადგა, შეადგენს 1500 დოლარს. დ----ს თქმით, დუბაიში იყო ვინმე ალექსი, რომელიც იყო მისი მეგობარი. დ---- ამბობდა, რომ ალექსის დასაქმებული ჰყავდა 60 კაცი და უნდა ჩაენაცვლებინათ სასწრაფოდ. ი----- ჭ------ არის მისი შვილის მეგობარი, მისი თანხა მ----მ დააფინანსა. მოწმე ითხოვს თავისი და თავისი მეგობრების თანხას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ თ-- ა------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, დუბაიში უნდა წასულიყვნენ 2016 წლის 17 თებერვალს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მათი წასვლა გადაიდო. გაემგზავრნენ 21 თებერვალს, 22 თებერვალს ქალაქ შარჯაში ჩავიდნენ. დ----ს ჯგუფში სულ ორი ქალი იყვნენ - თავად თ-- ა------------ე და ანა ყ---–--ე. დ----მ თქვა, რომ ასაქმებდა მათ მზარეულად ან დამლაგებლად. ჩასვლისას ისინი მიიყვანა სასტუმროში. დ---- ს-----------ის დაპირებით ჩასვლიდან მეორე ან მესამე დღეს უნდა დასაქმებულიყვნენ. დასაქმებას ელოდებოდნენ ყოველდღიურად. სასტუმროდან გადაიყვანეს ბინებში. 15 მამაკაცთან ცხოვრობდა 2 ქალი. დ---- ყოველდღე ჰპირდებოდა მას, რომ გამოჩნდებოდა სამუშაო. დაპირების თანახმად, ყოველდღიური ანაზღაურება შეადგენდა 100 დოლარს. წაყვანაში გადაიხადა 1500 დოლარი. ი---- ა------------ემ, თ-- ა------------ის დედამ გადაიხადა ეს თანხა, რომლის ნახევარი დ---- ს-----------ის ოჯახში გადაეცა და მეორე ნახევარი - ა------ ვ---------ის ოჯახში სოფელ პატრიკეთში. თავად თ-- ა------------ეს დ---- ორჯერ ჰყავს ნანახი, ერთხელ, როდესაც თავისი პასპორტი გადასცა და მეორედ-აეროპორტში. მათ იცოდნენ რომ ჩასვლისთანავე უნდა დაეწყოთ მუშაობა, თუმცა, სამუშაო არ დახვდათ, დ---- ს-----------ე დროს აჭიანურებდა. მათ უჩნდებოდათ შეკითხვა, რატომ არ იყო სამუშაო, დ---- ამბობდა, რომ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, მან თვითონაც არ იცოდა იქნებოდა სამუშაო თუ არა. იქ ყოფნის პერიოდში ყველას თავის თანხა ჰქონდა და ყველა ირჩენდა საკუთარ თავს. ვიზა რომ სამთვიანი არ იყო, გაიგეს მალევე იქ მყოფი ქართველებისგან, მათგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ ვიზას ვადა ჰქონდა გასული და თუ კი იქ პოლიცია გააჩერებდათ დაიჭერდნენ. ამ ქართველებიდან ახსოვს მხოლოდ ვინმე მ--- და მ----, დანარჩენების სახელები არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, მათთან მყოფი მამაკაცები უნდა დასაქმებულიყვნენ მშენებლობაზე, თუმცა, იქ არავინ დასაქმებულა. ისინი წამოვიდნენ, როდესაც დ----ს ოჯახიდან გამოიგზავნა ჯარიმების გადასახდელი თანხა. ჯერ პირველი ეტაპი წამოვიდა, შემდეგ მეორე და ბოლოს ისინი. როცა მოდიოდა დ----, სულ ეკითხებოდნენ სამუშაოზე, ის კი ეუბნებოდა, რომ ეძებდა სამუშაოს, ცოტა უნდა მოეთმინათ, დალოდებოდნენ, რომ დაესაქმებინა ისინი. ერთხელ, როდესაც მოვიდა თქვა, რომ ქალებს სამუშაო გამოუძებნა დალაგებაზე, დილით კი უთხრა, რომ აღარ იყო სამუშაო. ბოლოს როდესაც აღარ გამოდიოდა მათი მუშაობა, დ---- ს-----------ემ ახსენა ვიღაც ალექსი... დ---- იყო წამოსული საქართველოში იმ მიზნით, რომ წამოეღო თანხა, რომლითაც ვიზებს გაუკეთებდა მათ, დაასაქმებდა და რაც დაუჯდებოდა ვიზები, შემდეგ გადაიხდიდნენ. თ-- ა------------ეს თან წაღებული ჰქონდა 100 დოლარი, დ---- ზოგჯერ ეხმარებოდათ მათ პროდუქტების ყიდვაში. დუბაიდან ჩამოსვლისას ტელეფონით დარეკეს დ----სთან, თუმცა, მან უთხრა, რომ თანხა რომელიც გადაიხადა, არ დაუბრუნდებოდა, ხოლო დუბაიში პირდებოდა - თანხა დაბრუნდებოდა ჩასვლისთანავე. (სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ თ-- ა------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა დედამ - ი---- ა------------ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---–--ნ ხ------–--ის ჩვენებით, დ----- ბ------ეს დუბაიში წაყვანასთან დაკავშირებით ესაუბრა თებერვლის თვეში, ის ერთხელ შეხვდა დ---- ს-----------ეს დ----- ბ------ესთან ერთად. დ----მ მას გააცნო პირობები, რომ საათში მიიღებდა 20 დოლარს, დღეში 180 დოლარს. წაყვანის თანხა უნდა მიეცა 1570 დოლარი. ეს იყო დაახლოებით 2016 წლის 20 თებერვალი და 25-ში უნდა მიეცა თანხა. მან მისცა თანხა დ----- ბ------ეს და გადააგზავნეს თანხა საქართველოს ბანკის მეშვეობით. 14 მარტს უნდა წაეყვანა ის სამუშაოდ, მაგრამ დ----ს ვერ უკავშირდებოდნენ, მაშინ ის ესაუბრა დ----- ბ------ეს, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც პრობლემები იყო. საბოლოოდ, მოტყუებულები დარჩნენ. დ----ს შეხვდნენ მის სახლში, კ--------ს ქუჩის 58 ნომერში. დ----ს განმარტებით, სამუშაო იყო მშენებლობაზე, მათ უნდა ემუშავათ შავ მუშად. თავიდან სამ თვიან სამუშაო ვიზას გააკეთებდა და სამი თვის შემდეგ თუ სამუშაო მოეწონებოდათ, შესაძლებელი იყო ერთწლიანი ვიზის გაკეთება, ამისათვის საჭირო იქნებოდა 3000 დოლარი, რომელსაც გადაიხდიდნენ ხელფასიდან ეტაპობრივად. მოწმემ მეგობრისგან იცოდა, რომ დ---- ს-----------ე მუშაობდა ტურისტულ კომპანიაში. ხ---- ბ--------ეს მან გააგებინა, რომ აპირებდა წასვლას და შემდეგ მანაც მოინდომა წასვლა. მოწმემ ნებაყოფლობით გამოთქვა წასვლის სურვილი, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამუშაო რეალური ყოფილიყო. დ-----მა მათ უთხრა, რომ დ----მ დარეკა და ითხოვა თანხის გადაგზავნა საქმეების მოსაგვარებლად. ის ესწრებოდა თანხის გადაგზავნის პროცედურას. თანხა გადააგზავნეს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკიდან. მან და ხ---- ბ--------ემ დ----- ბ------ეს მისცეს თანხა, თითოეულმა - 1570 აშშ დოლარი. მისთვის ვიზა არ გაუკეთებიათ და არც წასული ყოფილა, შესაბამისად, მიყენებული ზიანი 1570 დოლარს შეადგენს. დ-----მა მას უთხრა, რომ წასული იყო ხალხი, რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ მოგვარდებოდა. მან ისიც იცოდა, რომ წასულები ვინც იყვნენ, იმათ ჯერ მუშაობა არ ჰქონდათ დაწყებული. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ---- ბ---------ის ჩვენებით, მან თავის მეგობარ ს---–--ნ ხ------–--ისაგან გაიგო, რომ დ---- ს-----------ე ასაქმებდა ხალხს და მიჰყავდა ისინი სამუშაოდ დუბაიში. დ---- ს-----------ეს შეხვდნენ მის სახლში პირობების გასაგებად. დ----მ უთხრა, რომ საათში მიიღებდა 20 დოლარს. 25 თებერვალს გადაუხადა მას 1570 დოლარი. უნდა წასულიყვნენ 14 მარტს, თუმცა, საბოლოოდ ვეღარ წავიდნენ. დ----ს თქმით, თავდაპირველად იქნებოდა სამთვიანი სამუშაო ვიზა და მერე უკვე გააკეთებდა 1 წლიან ვიზებს, ხელობის ცოდნა არ სჭირდებოდათ და რომ ჩავიდოდნენ დასაქმდებოდნენ. რადგანაც დ---- ს-----------ე არ იყო აქეთ, 25 თებერვალს მან თავისი თანხა 1570 დოლარი გადასცა დ----- ბ------ეს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გადაურიცხა დ---- ს-----------ეს. მის გარდა გადაირიცხა ს---–--ნ ხ------–--ის თანხა, დანარჩენი რა თანხა გადარიცხა დ----- ბ------ემ არ იცის. თავადაც ესწრებოდა თანხის გადარიცხვას, რაც განხორციელდა სამტრედიის ხიდთან მდებარე საქართველოს ბანკიდან. რადგან პირადობა არ ჰქონდათ, ამიტომ დ----- ბ------ემ გადარიცხა თანხა. მას არც ვიზა მიუღია, შესაბამისად, არც დუბაიში წასულა. ისინი დ----ს ვერ უკავშირდებოდნენ და დათოსგან იღებდნენ ინფორმაციას, რომ თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა, შემდეგ ჩასულმა ხალხმა მუშაობა ვერ დაიწყო. მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1570 დოლარს და ითხოვს ზარალის ანაზღაურებას. მოწმის განმარტებით, ფული რომ გადაიხადეს, შემდეგ გაიგეს პრობლემების შესახებ, ჯერ დაახლოებით ორი კვირა იცოდნენ, რომ ხალხი ჩავიდა დუბაიში, დაბინავდნენ, ნაწილი დასაქმდნენ. შემდეგ დ-----მა უთხრა მათ, რომ ეს ხალხი ბრუნდებოდა უკან, რადგან ვერ დაიწყეს მუშაობა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---- ჯ-----ს ჩვენებით, დ---- ს-----------ე არის მისი ბიძაშვილის - კ--- ჯ-----ს მეუღლის, მ-------- ბ------ის მეგობარი. მოწმემ შეიტყო, რომ დუბაიში სჭირდებოდათ შავი მუშა, ბიჭები მიდიოდნენ, ანაზღაურება კარგი იყო და წასასვლელად საჭირო იყო 1500 დოლარი. კ---მ მასაც შესთავაზა წასვლა. შემოთავაზებას დასთანხმდა მაღალი ანაზღაურების გამო - დღეში უნდა მიეღოთ 160 დან 180 დოლარამდე. ის, კ---, მ---- ბ------ე და რ-------- მ----- მივიდნენ დ----სთან, რათა ესაუბრათ პირობებზე. დ----მ მათ უთხრა, რომ ხალხი იქ მუშაობდა, იყვნენ დასაქმებულები. აჩვენა მათ შესაბამისი ფოტოებიც და უთხრა, რომ მათაც დაასაქმებდა, თუ ფულს გადაიხდიდნენ. უთხრა ისიც, რომ 2-3 დღე შეიძლებოდა ვერ დაეწყოთ მუშაობა. ასევე, უთხრა, რომ იყო ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი დასავლეთ საქართველოში, ასაქმებდა ხალხს და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. კ---ს ფული მანამდე ჰქონდა გადახდილი და მათ წასვლამდე მიდიოდა. მათაც ფული უნდა მიეტანათ კონკრეტულ დრომდე, რათა წასულიყვნენ. ვინაიდან მათ არ ჰქონდათ ფული, მ---- ბ------ემ შესთავაზა დახმარება იმ პირობით, რომ ის გადაიხდიდა მათ თანხას, რასაც შემდეგ დაუბრუნებდნენ. დ----ს 2016 წლის თებერვლის თვეში გადაეცა ლ---- ჯ-----ს და რ-------- მ-----ს წასასვლელი თანხა - 3000 დოლარი. მოწმე ესწრებოდა თანხის გადაცემას, რომელიც იყო მ---- ბ------ის საკუთრება. ჯერ კ--- წავიდა და მერე წავიდნენ ისინი 2016 წლის 16 მარტს და დაბრუნდნენ 28 მარტს. კ---მ დაურეკა მათ და უთხრა წასულიყვნენ, რადგან მათ ვიზებს ვადა გაუვიდათ და ისინიც ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ. ამის შემდეგ წამოვიდნენ. სხვებმა მხოლოდ ჯარიმების გადახდის შემდეგ შეძლეს წამოსვლა. მათი ვიზები რომ 2 კვირიანი იყო, გაიგეს 2 დღით ადრე კ---სგან. წასვლამდე მოწმემ დ----ს გადმოცემით იცოდა, რომ ეს ვიზა იყო სამ თვიანი სამუშაო ვიზა. დ----ს მიერ დასაქმებული ადამიანი მოწმეს არ უნახავს. დუბაიში ბინაში ცხოვრობდნენ 20-დან 30-მდე ადამიანი. ამ დროის განმავლობაში ისინი არსებობდნენ წაღებული ჯიბის ფულით. დ---- მათთან იყო მისული ორჯერ ან სამჯერ. ეუბნებოდა, რომ სამუშაო იქნებოდა, რომ სამუშაოზე ხელოსნებს ითხოვდნენ და ჰკითხა ვის რა გამოცდილება ჰქონდა. თუმცა, ხელობის ცოდნაზე საქართველოში ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწმე არ წავიდოდა. როცა ვერ დაიწყეს მუშაობა, ეხმიანებოდნენ დ----ს. ის კი გამუდმებით ეუბნებოდა მათ, რომ ან დღეს დაიწყებდნენ მუშაობას ან ხვალ. შემდეგ უთხრა მათ, რომ კანონი შეიცვალა, მაგრამ არც ეს იქნებოდა პრობლემა, სამუშაო ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო. ჯერ პირველი წყება უნდა დასაქმებულიყო და შემდეგ ისინი - ეტაპობრივად. მოწმე განმარტავს, რომ დ----სთან ავიდნენ ლ----ი, მ----, რ--------ი და კ---, გაიცნეს დ----, აუტანეს თანხა, რომელიც მიუთვალა მ----მ. დ----მაც გადათვალა და მიიღო 3000 დოლარი. პირველად წავიდა კ--- თებერვლის თვეში. თვითონ კი წავიდა 16 მარტს. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კ--- არ მუშაობდა, მაგრამ ელოდებოდა მუშაობის დაწყებას ყოველდღე. ის მაინც წავიდა, რადგან ფული გადახდილი ჰქონდა, ვიზა მზად იყო და იმედი ჰქონდა, რომ ორივე დაიწყებდნენ მუშაობას. კ---მ უთხრა, რომ იქ კანონი შეიცვალა, საბუთებს აკეთებდა დ----, დრო სჭირდებოდა და დღე-დღეზე დაიწყებდა თვითონ მუშაობას. ვიზა რომ სამთვიანი არ იყო, არ წაუკითხავს. ეს ვიზები მისცეს აეროპორტში და არც იქ წაუკითხავს. მოწმე თვლის, რომ დ----მ ისინი მოატყუა. მას ჯიბის ფული წაღებული ჰქონდა 200 დოლარი და შემდეგ 40 დოლარი გამოაგზავნინა მის სიძეს. რ--------საც გამოუგზავნეს თანხა. დუბაიში გაიცნეს კახელი კაცი, რომელიც იქ ცხოვრობდა. მან უთხრა, რომ მათი მონაყოლი არარეალური იყო და დაეხმარა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-------- მ-----ს ჩვენებით, დ---- ს-----------ე გაიცნო მეგობრებისგან - მ-------- ბ------ისგან და კ--- ჯ-----სგან. მათ უთხრეს, რომ არის სამუშაო დუბაიში, ჰყავდათ ახლო მეგობარი, რომელიც წაიყვანდა სამუშაოდ დუბაიში, უნდა ემუშავათ მშენებლობაზე დღეში 250 დოლარის ანაზღაურებით. ამ პირობებზე იყო საუბარი, როდესაც მოწმე ჩავიდა მარტვილიდან ქუთაისში. ისინი მივიდნენ დ---- ს-----------ესთან სახლში, დაუსვეს მას კითხვები, თუ რა სახის სამუშაო იყო და იყო თუ არა რეალური. როგორც დ---- ს-----------ე ამტკიცებდა, მათ ჩასვლისთანავე შეეძლოთ დაეწყოთ მუშაობა, დ----მ მისცა მათ ყველანაირი გარანტია და რაიმე საეჭვო გარემოებები არ ყოფილა. დ----სთან მივიდა მ-------- ბ------ესთან და კ--- ჯ-----სთან ერთად, ამ შეხვედრას ესწრებოდა ასევე ლ---- ჯ-----, რომელიც მათთან ერთად იყო წამოსული, მათ უნდა ემუშავათ მშენებლობაზე, სადაც შენდებოდა კორპუსები, ჯერ უნდა დაეწყოთ მუშაობა დამხმარე მუშად და ამის შემდეგ დაჰპირდა მათ ბრიგადირად მუშაობას. დ----მ მათ წარუდგინა სქემები, სამშენებლო კომპანიიდან, ვისთანაც ჰქონდა დადებული ხელშეკრულება, სადაც უნდა აშენებულიყო კორპუსები, კომპიუტერში ჰქონდა ადგილების სურათებიც, სადაც წავიდოდა მშენებლობა. დ---- ამბობდა, რომ იყო ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი. მას ჰყავდა ადრე წაყვანილი ხალხი პირველი ნაკადი, რომელიც უნდა წამოსულიყო საქართველოში. ისინი შეენაცვლებოდნენ მათ. რ-------- მ-----სა და დანარჩენებს უნდა ემუშავათ სამი თვე, სამი თვის შემდეგ უნდა წამოსულიყვნენ და მათ ნაცვლად წავიდოდა სხვა, ან უნდა გაკეთებულიყო სამთვიანი ვიზები და დარჩებოდნენ. დ---- მათ სთავაზობდა ერთწლიან ვიზებსაც. თავიდან იყო საუბარი სამთვიან სამუშაო ვიზაზე, თუმცა, ვერ გააკეთა. ეს გაიგო დუბაიში ჩასვლისას, სადაც შემთხვევით ნახეს კახელი კაცი, რომელიც ცხოვრობდა იქ 9 წელი, მან უთხრა, რომ ისინი იყვნენ თაღლითობის მსხვერპლი და უმჯობესი იყო უკან დაბრუნებულიყვნენ, ვიდრე მათ ვიზას ვადა გაუვიდოდა. საქართველოში გამობრუნდნენ მე-14 დღეს. 2016 წლის მარტის თვეში დუბაიში გაემგზავრნენ 18 კაცი, ადრე წაყვანილი ჯგუფიდან ინფორმაცია ჰქონდა, რომ ელოდებოდნენ სამუშაოს, დ---- რეკავდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მალე დაიწყებდნენ მუშაობას. დ---- დახვდა აეროპორტში, საიდანაც წაიყვანა 2 ოთახიან ბინაში, სადაც მოთავსდნენ 18 კაცი. ბიჭები იჭერდნენ თევზს ყოველდღე, რათა თავი გამოეკვებათ. დ----ს ურეკავდნენ ყოველდღე, რომელიც ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დაიდებოდა ხელშეკრულება და დაიწყებდნენ მუშაობას. მოწმეს არ ჰქონდა დ----სთვის მისაცემი თანხა და მ-------- ბ------ემ შესთავაზა მას, რომ ასესხებდა თანხას, იმ პირობით, რომ შემდგომ დაუბრუნებდა. თანხის გადაცემას ესწრებოდა მ-------- ბ------ე, ლ---- ჯ-----, კ--- ჯ-----. გამგზავრებამდე დაახლოებით 15-20 დღით ადრე დ----ს მ-------- ბ------ემ გადასცა 4500 დოლარი - სამი კაცის თანხა. ჯერ მ--------მ გადაითვალა ფული, შემდეგ დ----მ. მ-------- დაინტერესებული იყო წასულიყო მისი მეუღლეც მათთან ერთად. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ-----ი ჯ-–-------ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ გაიგო მისი ნაცნობისგან, რომ მიჰყავდა ხალხი დუბაიში სამუშაოდ. დაუკავშირდა მას და შეხვდა მისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქ ქუთაისში - საფიჩხიაზე, 2016 წლის იანვრის თვეში. მას თან ახლდა მისი სიძე - ი-–-- ზ-------–---–ი და ცოლის დის შვილი - დ----- ნ----–------ე. სამივეს უნდოდა სამუშაოდ წასვლა დუბაიში. დ---- ს-----------ემ მათ განუმარტა, რომ დუბაიში მშენებლობაზე დაასაქმებდა, სჭირდებოდა ე.წ. ,,შავი მუშები“ და რაიმე სპეციალური ცოდნა არ მოეთხოვებოდათ. ანაზღაურება ექნებოდათ საათში 20 აშშ დოლარი. სამუშაო ვიზებს თვითონ გაუკეთებდა, ჩაიყვანდა დუბაიში და არაუგვიანეს 3 დღისა შეძლებდნენ სამუშაოზე გასვლას. სანაცვლოდ კი თითოეული ადამიანიდან მოითხოვდა 1500 აშშ დოლარის გადახდას. მოწმემ განმარტა, რომ მითითებული პირობები მათთვის მისაღები იყო, ანაზღაურებაც კარგი გამოდიოდა და, შესაბამისად, დასთანხმდნენ დ---- ს-----------ეს თანხის გადახდაზე. მ-----ი ჯ-–-------მა დ---- ს-----------ეს გადაუხადა სამივეს თანხა 4500 აშშ დოლარი, მისი, მისი სიძისა და ცოლისდისშვილის, თანხასთან ერთად გადასცეს პასპორტებიც. 2016 წლის მარტის 11 რიცხვში მათ დაუკავშირდათ დ---- ს-----------ე და უთხრა, რომ ჩასულიყვნენ თბილისში, ვიზების მისაღებად. როგორც მოწმემ განმარტა, 20 კაციდან პირველ ჯერზე მიიღეს მხოლოდ 7 ადამიანის ვიზა, რომლებიც გადაფრინდნენ დუბაიში, ხოლო დანარჩენი 13 ადამიანის, მათ შორის მისი ვიზაც, მიიღეს დაახლოებით ერთ კვირაში და, შესაბამისად, ისინიც გადაფრინდნენ დუბაიში. მათ დახვდათ აეროპორტში დ---- ს-----------ე და ისინი გადაიყვანა საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე მდებარე სამოთახიან ბინაში, სადაც დახვდათ ის 7 ადამიანი, რომლებიც მათზე ადრე გადაფრინდნენ, უმუშევრები. გავიდა რამოდენიმე დღე, თუმცა, მათი სამსახურის შესახებ არაფერი ისმოდა, როცა დ----ს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა, ის ატყუებდა, რომ მალე გავიდოდნენ სამუშაოდ. ბინაში იყო გაუსაძლისი პირობები, 20 ადამიანი სამ ოთახში ცხოვრობდა, საჭმელი - არასაკმარისად. დ---- ს-----------ე მათთან რამოდენიმეჯერ იყო მისული და მიზერული თანხა დაუტოვა საკვებისთვის, რომელიც არ ჰყოფნიდათ. დაზარალებულის განმარტებით, მას დ---- ს-----------ესთან აქვს მხოლოდ ერთი პრეტენზია, დაუბრონოს მის მიერ გადახდილი 4500 აშშ დოლარი, რომელიც მოტყუებით მიითვისა სამსახურის სანაცვლოდ და ვერ დაასაქმა ვერც ის და ვერც მისი ორი ნათესავი, რომელთა თანხაც თვითონ გადაიხადა(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–-- ზ-------–---–ის ჩვენებით, დ---- ს-----------ე გაიცნო 2016 წლის იანვარში. კერძოდ, მისმა სიმამრმა მ----- ჯ-–-------მა მას უთხრა, რომ დ---- 1500 დოლარის სანაცვლოდ ასაქმებდა ხალხს დუბაიში, რაზეც მოწმე დასთანხმდა. იანვრის ბოლოს წავიდნენ დ---- ს-----------ესთან სახლში, სადაც დახვდათ დ---- ს-----------ე და მამამისი. დ----მ მათ უთხრა, რომ მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში, მერიასთან დაქვემდებარებულ სამსახურში, იყო უფროსი და ჰპირდებოდა მათ სამსახურს დუბაიში, საათში 20 დოლარად. იქ უნდა ემუშავათ მშენებლობაზე, სადაც საკვები დამსაქმებლების ხარჯზე იყო, ამ პირობებზე დასთანხმდნენ. მათ გადაწყვიტეს წასვლა. დაგეგმეს შეხვედრის დრო. დაახლოებით იანვრის ბოლოს მ----- ჯ-–-------მა დ---- ს-----------ეს გადასცა 4500 დოლარი, 3 კაცის თანხა: თავისი, ი-–-- ზ-------–---–ის და დ----- ნ----–------ის. 2016 წლის მარტის დასაწყისში წავიდნენ ოცი ადამიანი თბილისში, რათა წასულიყვნენ დუბაიში. თბილისში დახვდათ დ------ ს-----------ე, რომელმაც უთხრა მათ, რომ მზად იყო მხოლოდ შვიდი ადამიანის ვიზა და წავიდა მხოლოდ ეს შვიდი ადამიანი, დანარჩენები დაბრუნდნენ ისევ ქუთაისში. რამდენიმე დღეში დაურეკეს მათ და უთხრეს, რომ მათი ვიზები იყო მზად, წავიდნენ თბილისში და შემდეგ გაფრინდნენ დუბაიში. ჯერ ჩაფრინდნენ ქალაქ შარჯაში, იქ დახვდათ დ---- ს-----------ე და მან წაიყვანა ისინი ოროთახიან ბინაში, სადაც იყო მხოლოდ იატაკზე დაგებული ლეიბები. 20 ადამიანი 2 კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ამ ბინაში. ამ ორი კვირის განმავლობაში დ---- ს-----------ე რამდენჯერმე მივიდა მათთან და ჰპირდებოდა სამსახურს, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და ისინი მათივე ხარჯებით დაბრუნდნენ საქართველოში. დაპირებისამებრ, თავდაპირველად უნდა წასულიყვნენ სამთვიანი სამუშაო ვიზებით და როდესაც იქ ჩავიდოდნენ ამ ვიზებს გააგრძელებდნენ, რამდენი ხანიც ენდომებოდათ. როგორც მათ მოგვიანებით, წამოსვლისას გაარკვიეს, ისინი წასულები იყვნენ ტურისტული ვიზებით. დ---- ს-----------ესთან მოწმე მივიდა მ----- ჯ-–-------თან და დ----- ნ----–------ესთან ერთად კ--------ს ქუჩაზე 59 ნომერში, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მანამდეც იყო წაყვანილი ერთი ჯგუფი პირების, რომლებსაც ასევე დ---- ს-----------ე ჰპირდებოდა დასაქმებას. დაპირების თანახმად, როცა ჩავიდოდნენ, მეორე დღიდან უნდა დაეწყოთ მუშაობა. დაუსაქმებლობის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ იმ ობიექტზე, სადაც უნდა ემუშავათ, რაღაც შეიცვალა და უნდა აეღოთ სხვა ობიექტი. ამ ორი კვირის განმავლობაში დ---- დაახლოებით 3-ჯერ იყო მისული მათთან. ორი კვირის შემდეგ თავად გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. საჭმლის ფული თავად ჰქონდა წაღებული მოწმეს, დ----ს მისთვის ფული არ მიუცია. თუმცა, ერთხელ რაღაც თანხა დ----მ თავადაც გადაიხადა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- ნ----–------ის ჩვენებით, დ---- ს-----------ე გაიცნო 2016 წლის იანვარში. მასთან მივიდა ბიძამისი მ----- ჯ-–-------ი, მისი დეიდის ქმარი და უთხრა, რომ დუბაიში არის სამუშაო, სადაც ანაზღაურება საკმაოდ სოლიდური იყო, შესთავაზა მას წასვლა, თანაც უთხრა, რომ ის ხელობაზე მუშაობდა და ეს საქმე იცოდა. ისიც დასთანხმდა და წამოვიდნენ დ----სთან, ქუთაისში, კ--------ს ქუჩაზე, გამოკითხეს პირობები და დ---- შეჰპირდა მათ სამსახურს 1500 დოლარის ანაზღაურებით. უნდა ეცხოვრათ, სადაც მუშაობდნენ მათთან, სასტუმროში, საკვებიც იყო მათი და ანაზღაურება უნდა ყოფილიყო საათობრივი. 160 დოლარი დღეში, თუ შეძლებდნენ და მეტს იმუშავებდნენ - 200 დოლარიც. ამ სამსახურის გაწევაში დ---- ს-----------ე ითხოვდა 1500 დოლარს. აღნიშნულ პირობებს დ----- ნ----–------ე დასთანხმდა. 1500 დოლარი თავად არ ჰქონდა და მის ნაცვლად გადაიხადა ბიძამისმა მ----- ჯ-–-------მა, სწორედ მან გადაიხადა თავისი, დ----- ნ----–------ის და მისი სიძის ნაცვლად - 4500 დოლარი მიუტანეს სახლში. თანხის გადაცემას დაესწრნენ დ----- ნ----–------ე, მისი ბიძა, დ---- ს-----------ე და ი-–-- ზ-------–---–ი. როდესაც თანხა გადასცეს, ისინი ელოდებოდნენ სამუშაოდ წასვლას. სანამ გადაფრინდებოდა, მოწმემ იცოდა, რომ მანამდე წასული იყო უკვე ერთი ნაკადი. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ როდესაც ჩავიდოდნენ, ისინი უკვე სამუშაოდ უნდა ყოფილიყვნენ გასულები. პირველი ჯგუფი სხვა ქალაქში იყვნენ ჩასულები - დუბაიში მეტროსთან ახლოს. როდესაც ჩავიდნენ, განთავსდნენ ბინაში, რომელიც იყო მეათე სართულზე, შენობა იყო თორმეტ სართულიანი, იყო ერთი ზალა და ორი საძინებელი, 13 ადამიანი ჩავიდნენ, 7 მანამდე ჩავიდა და დახვდნენ მათ. სულ იყვნენ ოცნი. ეძინათ მეტლახზე. მათ დ----საგან იცოდნენ, რომ პირვანდელი ნაკადი გასული უნდა ყოფილიყო სამსახურში და თვითონ უნდა გასულიყვნენ 3 დღეში. როდესაც სამი დღე გავიდა, მუშაობა არ დაუწყიათ, დ---- მიდიოდა ხოლმე დაახლოებით ოთხ დღეში ერთხელ და კითხულობდა მათ. ეუბნებოდა, რომ პ----რა პრობლემა იყო, თუმცა, ეს პრობლემა გამოსწორდა და მალე დასაქმდებოდნენ. ამ 20 ადამიანიდან მხოლოდ სამმა იცოდა ხელობა. ის უკვე 13 წელია ამ სფეროში მუშაობს. მოწმის განმარტებით, ხელობის მცოდნეთა დასაქმების პერსპექტივაც არ იყო. დ----მ ერთხელ ის წაიყვანა შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდა დ----- ნ----–------ე და კიდევ წინა ბრიგადიდან ორი ადამიანი, შეხვდნენ ორ ადამიანს. ერთს სავარაუდოდ მაქსიმი ერქვა, მეორეს ალექსი, ზუსტად არ ახსოვს, ისინი საუბრობდნენ რუსულად, რუსული სრულყოფილად არცერთმა არ იცოდა. თუმცა, საუბრის შინაარსი გაიგო, რომ უნდა დაეწყოთ მშენებლობა, მაგრამ სანამ ამ მშენებლობას დაიწყებდნენ, მანამდე შეიხის ვილა უნდა გაეკეთებინათ. მეორე დღეს დ---- უნდა მისულიყო მათთან, წაეყვანა ისინი, რათა შესულიყვნენ და გაეკეთებინათ საქმე. წამოვიდნენ ამ პირობით. თუმცა, დასაქმების მხრივ რაიმე შედეგი ვერც ამ შეხვედრამ გამოიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დ----ს არ ჰქონია მცდელობა თანხის ანაზღაურების, მათ არც ტელეფონით, არც პირადად არ შეხმიანებია. მოწმეს წაღებული ჰქონდა ჯიბის ფული 100 დოლარი და ამ თანხით ყიდულობდა საჭმელს. დანარჩენ ბიჭებსაც ჰქონდათ ჯიბის ფული წაღებული და თავად დ----მაც დაახლოებით ორჯერ დაუტოვა მათ ფული. მოწმე ითხოვს, რომ მის ბიძას მ----- ჯ-–-------ს დაუბრუნდეს გადახდილი თანხა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------ ვ---------ემ განმარტა, რომ დ---- ს-----------ე არის მისი მეუღლის მეგობარი, რომელსაც 2016 წლამდე არ იცნობდა, რადგან ის ცხოვრობდა აღმოსავლეთ საქართველოში და ქუთაისში თითქმის არ ჩამოდიოდა. ერთხელაც მათთან სტუმრად მივიდა დ---- ს-----------ე და მის მეუღლეს შესთავაზა აშშ-ში სამუშაოდ წასვლაში დახმარება 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, რომელსაც გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ, ხოლო თუ ვიზის მიღების შემდეგ რაიმე თანხა გახდებოდა დასამატებელი, იმასაც გადაიხდიდნენ ნაწილ-ნაწილ. როგორც მოწმემ განმარტა, დ---- ს-----------ემ მათ უთხრა, რომ მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსად, იყო ახალი დანიშნული და სჭირდებოდა კარგი კადრები. აქვე გაიგეს, რომ დ---- ს-----------ეს ჰქონდა კონტაქტები საზღვარგარეთ, კერძოდ დუბაიში და შეეძლო ხალხის დასაქმება სამშენებლო სამუშაოებზე, რისთვისაც თითო ადამიანისგან ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. მოწმემ ამის შესახებ სოფელში მცხოვრებ მეზობლებს უამბო, რომელთაც გამოთქვეს სამუშაოდ წასვლის სურვილი და ეხვეწებოდნენ შეეხვედრებინა დ---- ს-----------ესთან. მართლაც, მოწმემ შეახვედრა დ---- ს-----------ეს მისი მეზობლები, გაასაუბრა. დ---- ს-----------ემ აჩვენა დასაქმების მსურველებს დუბაიდან ჩამოტანილი ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო თუ სად უნდა ემუშავათ, სად იცხოვრებდნენ და ა.შ. ხოლო ანაზღაურება თითო ადამიანს ექნებოდა დღეში 160-180 დოლარის ოდენობით. წასვლის მსურველი ბევრი იყო, ისინი უხდიდნენ თანხას დ---- ს-----------ეს, რამოდენიმე ადამიანს თვითონაც კი გაჰყვა ბანკში თანხის ჩასარიცხად. მოწმის განმარტებით, მას ერთი წუთით არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ დ---- ს-----------ე რაიმეს იტყუებოდა, რადგან სულ კონტაქტზე იყო, ტელეფონით რეკავდა სხვადასხვა საქმეებზე, აგვარებდა მერიის სამსახურში თითქოს რაღაც საკითხებს, რაც არწმუნებდა მოწმეს მის კეთილსინდისიერებაში.(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ კ------- ვ---------ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ე გაიცნო 2016 წელს სოფელ პატრიკეთში მისი ბიძაშვილის ა------ ვ---------ის ოჯახში. დაზარალებულმა შეიტყო, რომ დ---- ს-----------ე სამუშაოდ გზავნიდა ჯგუფებს საქართველოდან დუბაიში, სადაც ხდებოდა მშენებლობაზე დასაქმება დღეში 180 აშშ დოლარის ანაზღაურებით. რა თქმა უნდა, ყველა და მათ შორის თვითონაც მოიხიბლა ამ პირობებით, მაღალი ანაზღაურებით და გამოთქვა წასვლის სურვილი. აღნიშნულ მომსახურებაში დ---- ს-----------ე ითხოვდა თანხას 1500 (ათას ხუთასი) დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან დაზარალებულმა 1300 აშშ დოლარი ჩარიცხა პირადად დ---- ს-----------ის ანგარიშზე, ხოლო 200 დოლარი ხელზე გადასცა დ----ს. დუბაიში გავიდა ჯგუფი 2016 წლის 22 თებერვალს, იყო დაახლოებით 34 ადამიანი. დუბაიში ჩასულები დ----მ აეროპორტდან მანქანებით გადაიყვანა სასტუმროში, რომელიც ერთი კვირით იყო დაჯავშნული. მოლაპარაკების თანახმად ჩასვლიდან უკვე მე-2 ან მე-3 დღეს უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ, თუმცა, ასე არ მოხდა. მივიდოდა დ---- სასტუმროში და ეტყოდა, რომ 2-3 დღეში დაიწყებდნენ მუშაობას, გავიდოდა ეს დროც, მაგრამ არაფერი შედეგი არ იყო. ამასობაში დამთავრდა სასტუმროში მათი განთავსების ვადა და სასტუმრომ ისინი გამოუშვა, დ---- ს-----------ემ გადაიყვანა ისინი კერძო ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილ ნაგებობაში, სადაც ორ ოთახში უწევდა 19 ადამიანს ცხოვრება, იყო გაუსაძლისი პირობები, ეძინათ იატაკზე, უწევდათ მხოლოდ პურის ჭამა. ვიზა იყო ერთ თვიანი ტურისტული, ხოლო მათ მოუხდათ 42 დღე დუბაიში დარჩენა, საემიგრაციო სამსახურმა დააკისრა ჯარიმა გადაცილებული დღეზე 80 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ მომდევნო დღეზე 30 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ ასეთი მდგომარეობის გამო იხვეწებოდნენ საქართველოში დაებრუნებინათ ისინი. დუბაიში, საემიგრაციო სამსახურში გაიცნეს ქართველი ქალბატონი, სახელად მ---, რომელმაც გაარკვია, რომ მათი ვიზები იყო ტურისტული და აღნიშნული ვიზებით ისინი ვერსად დაიწყებდნენ მუშაობას, რადგან სამუშაოს დასაწყებად აუცილებლად უნდა ჰქონოდათ სამუშაო ვიზები. დუბაიდან გამომგზავრებაში დაეხმარათ სწორედ ეს ქართველი ქალბატონი. დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მან გადაუხადა დ---- ს-----------ეს და რომელიც მან ბანკიდან გამოიტანა სესხად, იხდის ასევე პროცენტებს, რომლის საშუალებაც არ გააჩნია(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ დ----- მ-–---–---ის ჩვენებით ბრალდებული დ---- ს-----------ე მან გაიცნო დუბაიში, საქართველოში მას ბრალდებულთან რამდენჯერმე ჰქონდა სატელეფონო კავშირი. მოწმისათვის ცნობილი გახდა, რომ ვინმე დ---- ს-----------ე ახდენდა ქართველების დასაქმებას დუბაიში, სამშენებლო სამუშაოებზე, საკმაოდ კარგი ანაზღაურებით - დღეში 150 აშშ დოლარის ოდენობით, რისთვისაც ის ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. ამ თანხაში შედიოდა დუბაიში გასამგზავრებელი ვიზები, სასტუმროში განთავსება ერთი კვირით, ხოლო სამ დღეში მოხდებოდა მათი სამუშაოებზე გადანაწილება. მოწმემ მითითებული თანხა თავის პასპორტთან ერთად გადასცა დ---- ს-----------ის მამას, მიიტანა დ---- ს-----------ის ოჯახში, რის შემდეგაც, როგორც კი ვიზა ჩაურტყეს პასპორტში, გადაფრინდა დუბაიში, მასთან ერთად იყო კიდევ შვიდი ქართველი (რადგან დანარჩენებს ვიზები არ ჩაურტყეს). დუბაიში ჩასულს იქ დახვდა დ---- ს-----------ის მიერ მანამდე ჩაყვანილი, ჯერ კიდევ დაუსაქმებელი ქართველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ორ ოთახიან ბინაში, დაახლოებით 20 ადამიანი, გაუსაძლის პირობებში, უფულოდ, მშივრები.... მოწმემ განმარტა, რომ არანაირი სამსახური არ გამოჩენილა, როგორც თვითონ მოიკითხეს და გაარკვიეს, მშენებლობაზე ხელფასები იყო ძალიან დაბალი - თვეში 200 აშშ დოლარი, რაც წარმოუდგენლად დაბალი ანაზღაურება იყო და ამისთვის საქართველოდან დუბაიში არავინ წავიდოდა. დ---- მათ ჰპირდებოდა დასაქმებას ყოველ დღე, მაგრამ არც სამსახური იყო და არც რაიმე ფინანსური დახმარება. თავად მოწმემ განმარტა, რომ შიმშილობისგან რომ არ მომკვდარიყვნენ, იყიდა ანკესი და თევზაობდა, თევზს კი ჩინელების მაღაზიაში აბარებდა, რათა პური ეყიდათ(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ---- ზ-----–---–მა სასამართლოს აჩვენა, რომ დ---- ს-----------ე გაიცნო 2015 წლის ბოლოს სოფელ პატრიკეთში და გააცნო მისმა ნაცნობმა გ------ კოღუაშვილმა. მან გაიგო, რომ დ---- ს-----------ე ასაქმებდა ხალხს დუბაიში, რისთვისაც თითო ადამიანიდან ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. ვინაიდან ის იმ პერიოდში უმუშევარი იყო, გადაწყვიტა დაკავშირებოდა აღნიშნულ ქალბატონს, რათა ისიც წაეყვანა და დაესაქმებინა დუბაიში. მოწმე შეხვდა დ---- ს-----------ეს, რომელმაც გააცნო პირობები, კერძოდ, მას უნდა გადაეხადა დ---- ს-----------ისთვის 1500 აშშ დოლარი წინასწარ, რომელიც მოუწესრიგებდა წასასვლელად საჭირო დოკუმენტებს და დუბაიში ჩასვლიდან სამ დღეში გავიდოდა სამუშაოდ მშენებლობაზე. უნდა ემუშავათ ე.წ. „შავ მუშებად“, ანაზღაურება იქნებოდა დღეში 150-180 აშშ დოლარი. ბინით და საკვებით უზრუნველყოფდათ დამსაქმებელი კომპანია. შეთანხმებისამებრ, მოწმემ დ---- ს-----------ეს გადასცა თანხა 1500 აშშ დოლარი, პირადად მას, მის საცხოვრებელ მისამართზე, ქ.ქუთაისში კ--------ს ქუჩა N58-ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში. თანხა მასთან ერთად გადასცა კიდევ ოთხმა პიროვნებამ, ყველა მათგანმა 1500-1500 აშშ დოლარი. 2016 წლის 21 თებერვალს 34 ადამიანი გადაფრინდნენ ჯერ ქალაქ სარჯაში, ხოლო იქიდან ავტობუსით გადაიყვანეს დუბაიში, ისინი დ---- ს-----------ემ მოათავსა საოჯახო ტიპის სასტუმროში, სადაც ცხოვრობდნენ ერთი კვირა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გადავიდნენ საკუთარ სახლში, სადაც იყო 2 ოთახი და ცხოვრობდნენ 35 ადამიანი, გაუსაძლის პირობებში, ეძინათ იატაკზე (მეტლახზე) ნახევრად მშივრები. ისინი უკავშირდებოდნენ დ---- ს-----------ეს და ეკითხებოდნენ თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი მათი სამსახურში გასვლა, რომელიც ყოველდღიურად ჰპირდებოდა სამსახურს, თუმცა, აღნიშნული იყო სიცრუე. მოწმემ განმარტა, რომ იქ მყოფი ქართველებისგან გაიგეს, რომ ვიზები, რომლებიც მათ პასპორტში ჰქონდათ ჩარტყმული და ეგონათ სამ თვიანი, სინამდვილეში იყო ერთ თვიანი და ერთი თვის მერე თუ ქვეყანას არ დატოვებდნენ დაეკისრებოდათ ჯარიმები. ყველა იხვეწებოდა, რომ დაებრუნებინათ ისინი საქართველოში, რადგან მიხვდნენ, რომ არანაირი სამსახური არ იქნებოდა, მაგრამ დ---- ს-----------ე მათ იყოლიებდა, ყოველ დღე ჰპირდებოდა დასაქმებას. ამასობაში გავიდა 42 დღეც. საქართველოში დასაბრუნებელი თანხები გადმოუგზავნეს ისევ საქართველოდან, რადგან მათ არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, რომ ბილეთები შეეძინათ. ლ---- ზ-----–---–მა ასევე განმარტა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვერ მოახერხა დ----ს ნახვა. შესაბამისად, მას 1500 აშშ დოლარი არ დაუბრუნა დ---- ს-----------ემ და ითხოვს მის დაბრუნებას.(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ---------- თ----------ის ჩვენებით, დ---- ს-----------ე გაიცნო 2016 წლის იანვრის თვეში სოფელ პატრიკეთში, სადაც დ---- ს-----------ე ჩასული იყო მეგობართან სტუმრად. სოფელში გავრცელდა ხმა, რომ დ---- ს-----------ე ახდენდა სამუშაოდ ხალხის წაყვანას დუბაიში. დ---- ს-----------ე იმყოფებოდა მისი მეზობლის - ა------ ვ---------ის ოჯახში, სადაც მივიდა დასაქმების რამდენიმე მსურველი, მათ შორის თვითონაც. დ---- ს-----------ემ მათ განუმარტა, რომ თითქოსდა მუშაობდა მერიაში, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად და ამ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში მოუხდა დაკავშირება დუბაიში არსებულ კომპანიასთან, რომელიც ეძებდა მშენებლობაზე დასასაქმებელ პირებს. დ---- ს-----------ის განმარტებით მათი ანაზღაურება იქნებოდა დღეში - 180-200 აშშ დოლარი, ვიზებს თვითონ გაუკეთებდა და აღნიშნული ვიზებით შეძლებდნენ სამი თვე მუშაობას, ხოლო სამი თვის შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ და ახალ ვიზებს გააკეთებდნენ. დ---- ს-----------ე ითხოვდა თითო ადამიანიდან 1500 აშშ დოლარს, რათა მოეხდინა მათი დასაქმება მითითებულ სამუშაოზე. თ---------- თ----------ემ დ---- ს-----------ეს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი, მისი და მისი ძმის შვილის მ------ თუთებერიძის თანხა, რაც გადარიცხა დ---- ს-----------ის საბანკო ანგარიშზე ა------ ვ---------ემ. თავად 2016 წლის 22 თებერვალს გადაფრინდა დუბაიში სხვა პირებთან ერთად. მათ აეროპორტში დახვდათ დ---- ს-----------ე, რომელმაც გადაიყვანა სასტუმროში. იქ ცხოვრობდნენ 8-10 დღე, იყო ერთჯერადი კვება, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოყარა ისინი, რადგან თანხა არ იყო გადახდილი. ამის შემდეგ დ---- ს-----------ემ გადაიყვანა ისინი საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 2 ოთახში ცხოვრობდნენ 20 ადამიანი, მშივრები, გაუსაძლის მდგომარეობაში. დ---- ს-----------ე მათ აკითხავდა პერიოდულად და მცირე თანხას უტოვებდა, რომელიც მხოლოდ პურის საყიდლად ყოფნიდათ. დ---- პირდებოდა მათ, რომ 2-3 დღეში დაიწყებდნენ მუშაობას. ამ ლოდინში კი დუბაიში მოუხდათ ყოფნა 43 დღე, რის შემდეგაც წვალებით, საკუთარი სახსრებით დაბრუნდნენ საქართველოში. დაზარალებული ითხოვს დ---- ს-----------ისთვის მიცემული თანხის 3000 აშშ დოლარის დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ---- გ--------ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ის შესახებ გაიგო სოფელ პატრიკეთიდან, საიდანაც წარმოშობით არის მისი რძალი. მისი ინფორმაციით დ---- ს-----------ე ასაქმებდა მუშაობის მსურველებს დუბაიში. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა მოიპოვა დ---- ს-----------ის ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა და შეხვედრა მოხდა დ---- ს-----------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქუთაისში, კ--------ს ქუჩა N58-ში, 2016 წლის თებერვლის თვეში. მასთან ერთად იმყოფებოდა სამი მისი ნაცნობი: მ------ კ--–--–---–ი, გია მ------–---–ი და პ----- გ----------. შეხვედრისას დ---- ს-----------ემ მათ აუხსნა, რომ სამუშაო იყო დუბაიში, მშენებლობებზე, უნდა ემუშავათ ე.წ. ,,შავ მუშებად“ და ანაზღაურება იქნებოდა დღეში 140-150 აშშ დოლარი. ამის სანაცვლოდ კი დ---- ს-----------ე მათგან ითხოვდა 1500 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენ ტექნიკურ მხარეს თვითონ მოაგვარებდა. შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა სამმა პიროვნებამ შეაგროვეს მითითებული 1500-1500 აშშ დოლარი და პასპორტებთან ერთად მიუტანეს და ხელზე გადასცეს დ---- ს-----------ეს, ხოლო 2016 წლის თებერვლის 22 რიცხვში თბილისის აეროპორტიდან გადაფრინდნენ დუბაიში, მასთან ერთად იმყოფებოდა 35 ქართველი, რომლებიც იგივე პირობებით მიჰყავდა დ---- ს-----------ეს დუბაიში. ადგილზე ჩასულები ავტობუსებით გადაიყვანეს სასტუმროში, სადაც გაატარეს ორი კვირა, ხოლო ორი კვირის შემდეგ მათ მოუწიათ სასტუმროს დატოვება. დ---- ს-----------ემ ისინი გადაიყვანა კერძო სასტუმროებში, ხოლო ხუთი ადამიანი - იქ მცხოვრები ქართველის სახლში, სადაც მიმდინარეობდა რემონტი, რის გამოც მათ უწევდათ იატაკზე დაძინება. იყო წარმოუდგენელი საცხოვრებელი პირობები. მთელი ამ ხნის მანძილზე დაზარალებული და მასთან ერთად მყოფი ქართველები ეკითხებოდნენ დ----ს, თუ როდის შეძლებდნენ სამუშაოზე გასვლას, მაგრამ დ---- ს-----------ე მათ ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ ყოველ დღე შეძლებდნენ მუშაობას. ამასობაში გადიოდა დრო. როგორც იქ მყოფმა ქართველებმა აუხსნეს მათ პასპორტებში არსებულ ვიზებს ვადა გასული ჰქონდა და საჯარიმო სანქციები დაეკისრებოდა თუ დროულად არ დატოვებდნენ ქვეყანას. ამის შემდეგ ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ დ---- ს-----------ისაგან საქართველოში დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ მიმართავდნენ ადგილობრივ პოლიციას. როცა მიხვდა დ---- ს-----------ე, რომ მართლაც აპირებდნენ ისინი პოლიციაში განცხადების გაკეთებას, საქართველოდან თანხები გადმოარიცხინა, რათა ეყიდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები, რითაც ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას დ---- ს-----------ე არ უნახავს, ის არც ტელეფონის ზარებს პასუხობდა. დაზარალებული ითხოვს მისი კუთვნილი 1500 აშშ დოლარის დაბრუნებას, რომელიც გადაუხადა დ---- ს-----------ეს სამუშაოს დაწყებისათვის(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ-----ი კ-----–--ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ის შესახებ გაიგო სოფელ პატრიკეთიდან, მეგობრის ოჯახში სტუმრობისას. მოიძია მისი ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა პირადად და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. შეხვედრა მოხდა ქუთაისში დ---- ს-----------ის საცხოვრებელ მისამართზე, კერძოდ კ--------ს ქუჩა N58-ში. მან აუხსნა, რომ მუშაობა მოუწევდათ დუბაიში მშენებლობაზე, სადაც ანაზღაურება იქნებოდა დღეში 150 აშშ დოლარი, საკვებით და ბინით იქნებოდნენ უზრუნველყოფილი. დასაქმებაში დ----მ მოსთხოვა 1500 აშშ დოლარი, რომელშიც შედიოდა გამგზავრებისა და ვიზის ხარჯები. დაზარალებულმა პირადად მიუტანა რამოდენიმე დღეში დ---- ს-----------ეს 1500 აშშ დოლარი, რომელიც სესხის სახით გამოიტანა ბანკიდან. მათი გამგზავრება მოხდა 2016 წლის მარტის თვეში თბილისის აეროპორტიდან და მასთან ერთად გაემგზავრა შვიდი ქართველი. ჩაფრინდნენ ქალაქ სარჟაში, ხოლო იქიდან დ---- ს-----------ის მიერ, სამარშრუტო ტაქსით გადაყვანილ იქნენ დუბაიში. დ----მ ისინი მოათავსა კერძო სასტუმროში. დაზარალებულის განმარტებით, მან იცოდა, რომ დ----ს მიერ ქართველები წაყვანილი იყვნენ თებერვლის თვეშიც. გავიდა 3-4 დღე, სამსახურში არ გასულან. შემდეგ დ---- ს-----------ემ უთხრა მათ, რომ სპეციალისტები უნდა შეეხვედრებინა მთავარი ინჟინრებისათვის, რომლებიც აჩვენებდნენ ობიექტს. წაიყვანა ის და ერთი პიროვნება, ვინაიდან თავად არის მშენებელ ინჟინერი. შეხვედრა მოხდა ერთ-ერთ ოფისში, სადაც მათ დახვდა ორი პიროვნება ერთი კაზაკი, რომლის სახელიც არ ახსოვს, ხოლო მეორე უკრაინელი, ვინმე მაქსიმე. მათ შორის მოხდა გასაუბრება რუსულ ენაზე, შემდეგ მიიყვანეს ისინი ერთ-ერთ ობიექტზე და აჩვენეს სარემონტო ობიექტი. ამის შემდეგ ყოველ დღე ელოდნენ სამსახურში გასვლას, თუმცა, უშედეგოდ, არსად მუშაობა არ დაუწყიათ. როგორც იქ მყოფი ქართველებისგან გაიგო, მათი ვიზები იყო ტურისტული და თუ დროულად არ დატოვებდნენ ქვეყანას, დაეკისრებოდათ ჯარიმები. დაზარალებულის განმარტებით, მათ დუბაიში დაყვეს 11 დღე, ხოლო მე-12 დღეს გადმოფრინდნენ საქართველოში, თუმცა გაიგო ისიც, რომ იქ სამუშაოდ ჩასული ქართველები თვეზე მეტი იყვნენ უმუშევრები. როგორც მ-----ი კ-----–--ემ განმარტა, დუბაიში ყოფნის მანძილზე ის და მასთან ერთად მყოფი პირები საკვებს ყიდულობდნენ საკუთარი ხარჯით, არსად არ უმუშავიათ და ითხოვს მის მიერ დ---- ს-----------ისათვის დასაქმებაში გადახდილი 1500 აშშ დოლარის დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ დ------–--- გ-----–--ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ის შესახებ შეიტყო სოფელ პატრიკეთიდან, რომ ის ახდენდა ქართველების დასაქმებას დუბაიში. გაიგო ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა მას, დათქვეს შეხვედრა. შეხვედრისას დ---- ს-----------ემ მას აუხსნა, რომ დასაქმება ხდებოდა დუბაიში, სამშენებლო სამუშაოებზე, სადაც იქნებოდნენ უზრუნველყოფილი საცხოვრებლითა და საკვებით, ხოლო ამის გარდა მიიღებდნენ ყოველდღიურ ანაზღაურებას 150 აშშ დოლარის ოდენობით. დ---- ს-----------ესთან შეხვედრა მოხდა ქუთაისში კ--------ს ქუჩაზე მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულს თან ახლდა მეგობარი - პ----- გ----------. დ---- ს-----------ემ დასაქმებაში მოსთხოვა 1500 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენს თვითონ მოაგვარებდა. მოწმის განმარტებით, მითითებული თანხა, რამოდენიმე დღეში, მისი მეუღლის სახელით ჩაურიცხა დ---- ს-----------ეს მის პირად ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებიც ბრალდებულმა თავად გადასცა. 2016 წლის 22 თებერვალს თბილისის აეროპორტიდან, დაახლოებით 35 ადამიანთან ერთად ჩაფრინდნენ ქალაქ სარჯაში, საიდანაც ავტობუსებით წაიყვანა ისინი დ---- ს-----------ემ დუბაიში. სასტუმროში მოთავსდნენ, სადაც 4-5 დღე იმყოფებოდნენ, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ისინი კერძო ბინაში. სამუშაოზე არ გასულან, დ---- მათ ეუბნებოდა, რომ ყოველი დღე მზად ყოფილიყვნენ სამუშაოზე გასასვლელად, თუმცა, არანაირ სამუშაოზე ისინი არ დასაქმებულან. ბინაში იყო გაუსაძლისი პირობები, ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა დაახლოებით ოცდაათი ადამიანი, მათ შორის ორი ქალბატონიც. დაზარალებულის განმარტებით, იქ ყოფნისას გაიცნეს ქართველი ქალი, ვინმე მ-----, რომელმაც ნახა მათი პასპორტები და უთხრა, რომ ვიზებს ვადა გასული ჰქონდა, აღნიშნული ვიზები იყო ორ კვირიანი - ტურისტული და თუ დროულად არ დატოვებდნენ ქვეყანას, დააჯარიმებდნენ და შესაძლებელი იყო დაეპატიმრებინათ კიდეც. ამის შემდეგ დ---- ს-----------ეს მათ კატეგორიულად მოსთხოვეს საქართველოში დაბრუნება, თორემ მიმართავდნენ ადგილობრივ პოლიციას, რის გამოც დ---- ს-----------ემ საქართველოდან გადმოაგზავნინა თანხა და ისინი დააბრუნა საქართველოში. რის შემდეგაც მას დ---- ს-----------ე არ უნახავს და არც მის მიერ დასაქმების პირობით გადახდილი 1500 აშშ დოლარი დაუბრუნებია. დაზარალებული ითხოვს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ-------- გ--------–--ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ე გაიცნო სოფელ პატრიკეთში, მისი მეზობლის ა------ ვ---------ის მეშვეობით. ა------ ვ---------ემ თანასოფლელებს უთხრა, რომ მისი ოჯახის ახლობელი ვინმე დ---- ს-----------ე აგროვებდა დასაქმების მსურველებს დუბაიში სამუშაოდ წასაყვანად, საკმაოდ კარგი პირობებით. ერთ დღესაც დაინტერესებული პირები შეიკრიბნენ ა------ ვ---------ის ოჯახში, სადაც იყო მისული დ---- ს-----------ეც. გააცნო მათ პირობები, რომ 3 თვიანი სამუშაო იქნებოდა დღეში 150-180 აშშ დოლარი ანაზღაურებით, ბინა და საკვები - უფასოდ. სამი თვის მერე კი დაბრუნდებოდნენ საქართველოში. ვიზებს თვითონ მოაგვარებდა, აღნიშნული იყო თითქოსდა სახელმწიფო პროგრამა და ვინაიდან დ---- ს-----------ე მისი თქმით იყო მერიის ტურისტული სამსახურის უფროსი, აკეთებდა ასეთ პროექტებს. დასაქმების მსურველებს უნდა გადაეხადათ თითოეულს 1500 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ ტექნიკურ საკითხებს, ყველაფერს თვითონ დ---- ს-----------ე მოაგვარებდა. ყველას მოეწონა შეთავაზება. გამოჩნდა ბევრი მსურველი, მათ შორის თვითონაც. 2016 წლის თებერვლის თვეში მან მიაკითხა სახლში დ---- ს-----------ეს, ქუთაისში, კ--------ს ქუჩაზე და გადასცა მის მიერ მოთხოვნილი 1500 აშშ დოლარი, რომელიც უზრუნველყოფდა მის დასაქმებას დუბაიში. ამავე წლის 22 თებერვალს ის და სხვა დანარჩენი ქართველები (დასაქმების მსურველები) თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაფრინდნენ ჯერ ქალაქ სარჯაში, ხოლო იქიდან ავტობუსების მეშვეობით - დუბაიში. სადაც მოთავსდნენ მათთვის წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში დაახლოებით 40-42 ადამიანი. მათ იცოდნენ, რომ მეორე დღესვე გავიდოდნენ სამუშოდ ე.წ. ,,შავ მუშებად“. თუმცა, გადიოდა დღეები და სამუშაო არ ჩანდა, ხოლო დ---- ს-----------ე აიმედებდა, რომ დღე-დღეზე გამოჩნდებოდა სამუშაო. დაზარალებულმა განმარტა, რომ იქ გაიცნეს საემიგრაციო სამსახურის ქართველი თარჯიმანი ვინმე ,,მ---“, რომელმაც როცა მათი პასპორტები შეუმოწმა, უთხრა, რომ მათ ტურისტულ ვიზებს ვადა ჰქონდათ გასული და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არ დაატოვებინებდნენ და დააკავებდნენ კიდეც. ამის შემდეგ უკვე სამსახურზე კი არა იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ დაეღწიათ თავი და ჩამოსულიყვნენ საკუთარ ქვეყანაში. დაზარალებულმა განმარტა, რომ მათი დუბაიში ყოფნის პერიოდში კიდევ ახალი ნაკადი ჩამოფრინდა საქართველოდან, იგივე პირობებით, როგორც ისინი. საბოლოოდ, ჯარიმები გადაუხადა დ---- ს-----------ემ, რის შემდეგაც გადმოფრინდნენ საქართველოში. დაზარალებულის განმარტებით, მას დ---- ს-----------ის მიმართ გააჩნია პრეტენზია, დაუბრონოს მის მიერ გადახდილი 1500 აშშ დოლარი, რომელიც მან გადაიხადა დასაქმების სანაცვლოდ, ხოლო დასაქმებით კი არ დასაქმებულა(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ-–- თ----------ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ე გაიცნო სოფელ პატრიკეთში, მისი მეზობლის ა------ ვ---------ის მეშვეობით. მანამდე დ---- ს-----------ეს არ იცნობდა, არ იცოდა ვინ იყო და ა------ის ნდობის საფუძველზე ენდო დ---- ს-----------ესაც. მათ აღნიშნული ქალბატონი გაეცნო, როგორც ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელსაც ხალხი გადაჰყავდა დასაქმების მიზნით დუბაიში, სამშენებლო სამუშაოებზე, რაშიც უნდა გადაეხადათ 1500 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედიოდა ვიზებისა და მგზავრობის ხარჯები, რომელსაც თავად დ---- ს-----------ე აწესრიგებდა. როგორც მათ ბრალდებულმა აუხსნა, მოუწევდათ მუშაობა ე.წ. ,,შავ მუშებად“ და ანაზღაურება იქნებოდა დღიურად 150-180 აშშ დოლარის ოდენობით. დაზარალებულ ლ-–- თ----------ის განმარტებით, მასაც მოეწონა პირობები, მსურველები ბევრი იყვნენ, თანხა აიღო ლომბარდში ოქროს დაგირავების საშუალებით და ჩაურიცხა დ---- ს-----------ეს მის პირად ანგარიშზე, სრულად 1500 აშშ დოლარი. ამის შემდეგ კი გაემგზავრნენ ჯერ ქალაქ სარჯაში, ხოლო შემდეგ ავტობუსებით გადაყვანილ იქნენ ქალაქ დუბაიში, ზოგი სასტუმროში განთავსდა, ზოგი ბინაში. დ---- ს-----------ის განმარტებით მუშაობა უნდა დაეწყოთ 2-3 დღეში, თუმცა არანაირი სამუშაო არ გამოჩენილა. ცხოვრობდნენ 1,5-2 ოთახიან ბინაში 20 კაცამდე, იწვნენ იატაკზე, იკვებებოდნენ შეზღუდულად, თუ ვინმეს ჰქონდა სახლიდან წამოღებული თანხა, თუ არა და ერთმანეთს უნაწილებდნენ. შემდეგ იქ გაიცნეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ ვიზებს ვადა ჰქონდათ გასული და უკვე ჯარიმები ერიცხებოდათ, შესაბამისად, ჯარიმების გადახდის გარეშე ვერ დატოვებდნენ ქვეყანას, ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო. ამის შემდეგ დაფარეს ჯარიმები და ისინი გადმოფრინდნენ საქართველოში. დ---- ს-----------ის მიმართ მისი პრეტენზია გამოიხატება იმაში, რომ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა 1500 აშშ დოლარი, რომელიც მან დ---- ს-----------ეს გადასცა დასაქმების სანაცვლოდ(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ლ-–- თ----------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა დეიდამ - მ--–---- მ----–--ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ---- ვ---------ის ჩვენებით, მან დ---- ს-----------ე გაიცნო სოფელ პატრიკეთში, ა------ ვ---------ის ოჯახში, 2016 წლის იანვრის თვეში. მან განუმარტა, რომ იყო ტურისტული სააგენტოს უფროსი, რომელსაც საქართველოდან მიჰყავდა დასასაქმებელი პირები დუბაიში, სჭირდებოდა ე.წ. ,,შავი მუშები“ მშენებლობაზე. ანაზღაურება იქნებოდა საათში 20 აშშ დოლარი, ხოლო კვება და ბინა - უფასო, ანუ დამსაქმებლის ხარჯზე. სამ თვიან ვიზებს გაუკეთებდა თავად დ---- ს-----------ე. აღნიშნული მომსახურებისთვის იგი ითხოვდა 1500 აშშ დოლარს თითოეული პირისაგან. დაზარალებულის განმარტებით, მას ჰქონდა საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობა, ამიტომ, თანხა ისესხა და დ---- ს-----------ის ანგარიშზე გადარიცხა მხოლოდ 1470 აშშ დოლარი. დუბაიში ჩასულები რამოდენიმე დღე ცხოვრობდნენ სასტუმროში. შემდეგ ისინი გადაიყვანა დ---- ს-----------ემ კერძო ბინაში, სადაც არ იყო არანაირი საცხოვრებელი პირობები, არც ავეჯი, 23 ადამიანს ეძინა ორ ოთახში, იწვნენ იატაკზე, რაღაც თხელ მატრასებზე. ყველა განერვიულებული, გაღიზიანებული იყო, არ ჰქონდათ საჭმელი, საკუთარი თანხები რაც ოჯახიდან წაიღეს, პურის ფულადაც არ ჰყოფნიდათ. ყოველ დღე ეკითხებოდნენ დ---- ს-----------ეს, თუ როდის დაიწყებდნენ მუშობას, ისიც აიმედებდა, რომ მცირე შეფერხება იყო და მალე გავიდოდნენ სამუშაოზე, ყოველ ჯერზე ატყუებდა მათ. როგორც დაზარალებულმა განმარტა, მათი იქ ყოფნის მანძილზე არავინ გასულა სამუშაოდ. ამ პერიოდში დ---- ს-----------ემ კიდე ერთი ჯგუფი ჩამოიყვანა საქართველოდან, იგივე პირობებით, რა პირობებითაც ისინი იყვნენ, მაშინ ჰკითხეს, თუ რატომ მოჰყავდა ხალხი, როცა ჯერ ისინი არ ჰყავდა დასაქმებული, რაზედაც დ----მ უპასუხა, რომ აბა რა ექნა, აწუხებდნენ, რადგან ბევრი იყო მუშაობის დაწყების მსურველი. შემდეგ იქ აღმოჩნდნენ ქართველები, რომლებმაც ნახეს მათი პასპორტები, ერთ-ერთი ქალბატონი - მ---, რომელიც მუშაობდა საემიგრაციო სამსახურში თარჯიმნად, მათ დაეხმარა გარკვეულიყვნენ, თუ რა სახის და ოდენობის ჯარიმები ჰქონდათ დარიცხული ვიზის დარღვევის გამო. ჯარიმების გადახდის შემდეგ გამოემგზავრნენ საქართველოში, ანუ დაბრუნდნენ მეორმოცე დღეს. დაზარალებული ითხოვს მის მიერ დ---- ს-----------ისათვის გადაცემული თანხის 1470 აშშ დოლარის დაბრუნებას, რომელიც მას დასაქმების სანაცვლოდ გადაუხადა(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ლ---- ვ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა მეუღლემ - მ----ნე ვ---------ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--- ჯ----–--ის ჩვენებით, მან ახლობლისგან გაიგო, რომ დ---- ს-----------ე, რომელიც იყო ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს უფროსი, ასაქმებდა ხალხს დუბაიში მშენებლობაზე, რის სანაცვლოდაც ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. მასაც სურდა მუშაობის დაწყება, რადგან კარგ ანაზღაურებაზე იყო საუბარი. მან გადაურიცხა დ---- ს-----------ეს ანგარიშზე 1500 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 22 თებერვალს თბილისის აეროპორტიდან გადაფრინდნენ დუბაიში. იქ განთავსდნენ სასტუმროში, ხოლო რამოდენიმე დღის მერე დ---- ს-----------ემ გადაიყვანა კერძო ბინაში. ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ 23 ადამიანი, არ იყო ინვენტარი, ეძინათ იატაკზე, ნახევრად მშივრები იყვნენ, რადგან მცირედი თანხა, რაც სახლიდან წაიღეს, მალევე დაეხარჯათ. დ---- ს-----------ე მათ აიმედებდა, რომ რამდენიმე დღეში გაიყვანდა სამუშაოზე, თუმცა ყოველ ჯერზე ატყუებდა. შემდეგ იქ გაიცნეს ქართველები, რომლებმაც აუხსნეს, რომ ანაზღაურება საათში 150 აშშ დოლარი წარმოუდგენლად მაღალი ხელფასი იყო, ასეთ ანაზღაურებას დუბაიში ,,შავ სამუშაოებზე“ არავინ იხდიდა და ეს იყო აბსურდი. ნახეს პასპორტებიც და ვიზებს ვადა გასული ჰქონდა. შესაბამისად, ყოველ გადაცილებულ დღეზე ეკისრებოდათ ჯარიმები. საქართველოდან გადმოაგზავნინეს ჯარიმის გადასახდელი თანხები და ამის შემდეგ გადმოფრინდნენ საქართველოში. დაზარალებულის განმარტებით, მას დაუზიანდა ჯანმრთელობა, გაუსაძლის პირობებში ცხოვრებისას დაემართა ფილტვების ანთება და დასჭირდა სერიოზული მკურნალობა. დ---- ს-----------ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავისთან ჰქონია კონტაქტი და არც კუთვნილი თანხები დაუბრუნებია დაზარალებულებისათვის(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ------- ვ---------ის ჩვენებით, მან სოფელ პატრიკეთში, 2016 წლის იანვრის თვეში, ა------ ვ---------ის ოჯახში გაიცნო დ---- ს-----------ე, რომელიც აგროვებდა დუბაიში სამუშაოს დაწყების მსურველებს, უწევდა ორგანიზებას მათ ჩაყვანას და სამუშაოს დაწყებას, რაშიც თითოეული მსურველისაგან ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. შემოთავაზებული პირობების თანახმად, რაც მან სხვა დანარჩენ სამუშაოს დაწყების მსურველებს განუმარტა, სამუშაო იქნებოდა მშენებლობაზე, შავ სამუშაოებზე, დღიური ანაზღაურება 180 აშშ დოლარის ოდენობით. საცხოვრებელი იქნებოდა სამშენებლო ობიექტებზე არსებულ კოტეჯებში. დაზარალებულს მოეწონა პირობები, მან დ---- ს-----------ეს ა------ ვ---------ის და მისი მეუღლის თანდასწრებით გადასცა 1500 აშშ დოლარი დუბაიში დასაქმების სანაცვლოდ. 2016 წლის 21 თებერვალს სხვა დანარჩენ 45 ადამიანთან ერთად, რომლებიც მასავით დასასაქმებლად მიჰყავდა დ---- ს-----------ეს დუბაიში, გადაფრინდნენ ქ.სარჯაში, ხოლო იქიდან ავტობუსით გაემგზავრნენ დუბაიში, სადაც 10 დღის მანძილზე ცხოვრობდნენ სასტუმროში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაიყვანეს კერძო ბინაში, სადაც ერთ ოთახში 19 ადამიანი ცხოვრობდა. დუბაიში იმყოფებოდნენ ერთი თვის მანძილზე, დ---- ს-----------ე ყოველდღიურად ატყუებდა, რომ ,,დღეს-ხვალ“ გავიდოდნენ სამუშაოზე, თუმცა, არანაირი სამსახური არ გამოჩენილა. შემდეგ იქ მყოფი ქართველი ქალისგან გაიგეს, რომ მათ ვიზებს ვადები გასული ჰქონდა და თუ დროულად არ დატოვებდნენ ქვეყანას, პოლიცია დააკავებდა, რაზედაც დ----ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ისინი საქართველოში. ნაცვლად დაპირებული სამ თვიანი ვიზისა, ჰქონდათ ერთ თვიანი ტურისტული ვიზები, რომელსაც ვადა გასული ჰქონდა და ერიცხებოდა ჯარიმები. დ---- ს-----------ემ მის მშობლებს საქართველოდან გადმოაგზავნინა ბილეთებისა და ჯარიმის თანხები, რომლის გადახდის შემდეგაც დაბრუნდნენ საქართველოში. დაზარალებული ითხოვს მის მიერ დ---- ს-----------ისათვის გადახდილი თანხის 1500 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ გ------- ვ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა მეუღლემ - ნ---- ხ-----–---–მა სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ------ თ----------ის ჩვენებით, დ----ს ს-----------ის შესახებ მისთვის ცნობილი შეიქნა სოფელ პატრიკეთში მცხოვრები მისი ბიძისაგან, რომელმაც უთხრა, რომ დ---- ს-----------ეს მიჰყავდა ჯგუფები საქართველოდან დუბაიში, სადაც ახდენდა მათ დასაქმებას მშენებლობაზე, რაშიც ითხოვდა 1500 აშშ დოლარს, ხოლო იქ ჩასულებს ხელფასი ექნებოდათ დღეში 180 აშშ დოლარი. წინადადება იყო საკმაოდ მიმზიდველი, ძალიან მოეწონა და ბიძამისს გადასცა მითითებული 1500 აშშ დოლარი, რომელიც გადაეცა დ---- ს-----------ეს. 2016 წლის 21 თებერვალს დუბაიში წასვლის დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიცნო დ---- ს-----------ე, როცა მათ გადასცა ვიზიანი პასპორტები. დ----მ მას და მასთან ერთად მყოფ 45 ადამიანს აუხსნა, რომ მითითებული ვიზები იყო სამ თვიანი და სამი თვის შემდეგ მოხდებოდა მათი ვადის გაგრძელება. ადგილზე ჩასულები მოთავსდნენ სასტუმროში, ხოლო ათი დღის შემდეგ დ----მ ისინი გადაიყვანა კერძო ბინაში, სადაც ერთ ოთახში ოც ადამიანს გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. ყოველ დღეს დ---- ს-----------ე მათ ატყუებდა, რომ დაიწყებდნენ მუშაობას, გადიოდა დღეები, მაგრამ არაფერი ჩანდა, შემდეგ მიჰყავდა სურათების გადასაღებად, ან სისხლის ანალიზების ასაღებად, ყველაფერს იტყუებოდა, არანაირი სამსახური მსგავსი ანაზღაურებით დუბაიში არ იყო. ბოლოს იქ მყოფი ქართველი ქალისაგან შეიტყვეს, რომ მათ ვიზებს ვადა გასული ჰქონდა, რომ რეალურად ვიზები იყო ერთ თვიანი და დაეწყებოდათ ჯარიმების დარიცხვა. აღნიშნულზე უკვე მკაცრად მოსთხოვეს დ---- ს-----------ეს დაებრუნებინა ისინი საქართველოში. დ----ს მისმა ოჯახმა საქართველოდან გადმოუგზავნა მათი ჯარიმებისა და ბილეთების თანხები, რის შემდეგაც ეტაპობრივად გამოამგზავრა დ---- ს-----------ემ ისინი საქართველოში. დაზარალებული ითხოვს მისი კუთვნილი 1500 აშშ დოლარის დაბრუნებას, რომელიც დ---- ს-----------ეს გადაუხადა დასაქმებისათვის. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--- პ--------–---–ის ჩვენებით, მან სოფელ პატრიკეთში, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს ა------ ვ---------ის ოჯახში გაიცნო დ---- ს-----------ე, რომელიც გაეცნო მათ, როგორც ტურისტული დეპარტამენტის უფროსი. მან განუმარტა, რომ აგროვებდა დუბაიში სამუშაოს დაწყების მსურველებს, უწევდა ორგანიზებას მათ ჩაყვანას და სამუშაოს დაწყებას, რაშიც თითოეული მსურველისაგან ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. მისი განმარტებით, სამუშაო იქნებოდა მშენებლობაზე, შავ სამუშაოებზე, დღიური ანაზღაურება 180 აშშ დოლარის ოდენობით. საცხოვრებელი იქნებოდა სამშენებლო ობიექტებზე. მას მოეწონა პირობები, მან დ---- ს-----------ის ანგარიშზე, მისი შვილის - თ---------- პ--------–---–ის სახელით ჩარიცხა თანხა, ჯერ 1000 აშშ დოლარი, ხოლო, მალევე - 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 22 თებერვალს სხვა დანარჩენ 31 ადამიანთან ერთად, რომლებიც მასავით დასასაქმებლად მიჰყავდა დ---- ს-----------ეს დუბაიში, გადაფრინდნენ ქალაქ სარჯაში, ხოლო იქიდან ავტობუსით - დუბაიში, სადაც 7 დღის მანძილზე ცხოვრობდნენ სასტუმროში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გადაიყვანეს კერძო ბინაში, სადაც ერთ ოთახში 23 ადამიანი ცხოვრობდა. დუბაიში იმყოფებოდნენ ერთი თვის მანძილზე, დ---- ს-----------ე ყოველდღიურად ატყუებდა, რომ ,,დღეს-ხვალ“ გავიდოდნენ სამუშაოზე, თუმცა, არანაირი სამსახური არ გამოჩენილა. შემდეგ იქ მყოფი ქართველი ქალისგან გაიგეს, რომ მათ სამ თვიანი ვიზის მაგივრად რეალურად ჰქონიათ ერთ თვიანი ვიზები, რასაც ვადა გასული ჰქონდა და ერიცხებოდათ ჯარიმები, ხოლო თუ დროულად არ დატოვებდნენ ქვეყანას, პოლიცია დააკავებდა, რაზედაც დ----ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ისინი საქართველოში. დ---- ს-----------ემ მის მშობლებს საქართველოდან გადმოაგზავნინა ბილეთებისა და ჯარიმის გადასახდელი თანხები, რის შემდეგაც ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. დაზარალებული ითხოვს მის მიერ დ---- ს-----------ისათვის გადახდილი თანხის 1500 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ჯ--- მ----–--ის ჩვენებით, მან სოფელ პატრიკეთში, 2016 წლის ზამთარში, ა------ ვ---------ის მეშვეობით გაიცნო დ---- ს-----------ე, რომელიც მათ გაეცნო ტურისტული დეპარტამენტის უფროსად და რომელიც აგროვებდა დასაქმების მსურველებს დუბაიში დასაქმების პირობით, რაშიც ითხოვდა თანხას 1500 აშშ დოლარს. დაზარალებულის განმარტებით, დ---- ს-----------ემ მათ აგრეთვე განუმარტა, რომ ანაზღაურება ექნებოდათ დღეში 150-180 აშშ დოლარი, სამუშაო არ მოითხოვდა რაიმე სპეციალური ხელობის ცოდნას, მათ უნდა ემუშავათ ე.წ. ,,შავ მუშებად“. ვიზებს გაუკეთებდა თავად დ---- ს-----------ე. პირობები მოეწონა და მან პირადად გადაუხადა დ---- ს-----------ეს 1500 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდა ა------ ვ---------ე და მისი მეუღლე. ამის შემდეგ, 2016 წლის გაზაფხულზე მიიღეს ვიზები, მხოლოდ მას და ექვს ადამიანს არ მოუვიდათ, ამიტომ ვერ გაფრინდნენ დუბაიში სხვა დანარჩენებთან ერთად, თუმცა, ერთ კვირაში დანარჩენების ვიზებიც მოვიდა, დაურეკა დ----მ და თბილისის აეროპორტიდან გაფრინდნენ დუბაიში. იქ დ----მ ისინი მოათავსა კერძო ბინაში, სადაც დაჰყვეს 12 დღე, გაუსაძლის პირობებში, 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობდა ოცი ადამიანი. ყოველდღიურად ელოდნენ სამუშაოზე გასვლას, თუმცა, არანაირი სამუშაო არ ჩანდა, ყოველდღიურად ატყუებდა დ----, რომ დღეს-ხვალ მუშაობას დაიწყებდნენ.... შემდეგ იქ გაიცნეს ქართველი ქალბატონები, რომლებიც მუშაობდნენ დიდი ხნის მანძილზე დუბაიში და იცოდნენ იქაური სიტუაცია, შეამოწმეს მათი პასპორტები და აღმოჩნდა, რომ ვიზები, რომელიც დ----მ მათ სამ თვიან სამუშაო ვიზებად გაუკეთა, სინამდვილეში იყო ტურისტული ერთ თვიანი ვიზები, შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები დაერიცხებოდათ და შესაძლებელი იყო პოლიციასაც დაეკავებინა ისინი. აღნიშნულის შემდეგ გადმოფრინდნენ საქართველოში. დაზარალებული ითხოვს მის მიერ დასაქმებაში გადახდილი თანხის 1500 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ა------ ვ---------ის ჩვენებით, მან სოფელ პატრიკეთში, 2016 წლის იანვრის თვეში, მისი ბიძაშვილის - ა------ ვ---------ის მეშვეობით შეიტყო, რომ დ---- ს-----------ე ახდენდა ხალხის შეგროვებას და დუბაიში დასაქმებას, მაღალი ანაზღაურებით - 180 აშშ დოლარი დღიური ანაზღაურებით, საცხოვრებლითა და კვებით იქნებოდნენ უზრუნველყოფილი. ამ სამუშაოზე მოწყობისთვის კი დ---- ს-----------ე ითხოვდა 1500 აშშ დოლარს, პირადად გაუკეთებდა ყველა დოკუმენტს, რომელიც წასასვლელად იქნებოდა საჭირო. დაზარალებულმა განმარტა, რომ პირობები მოეწონა და ა------ს უთხრა, რომ გადაიხდიდა თანხას და წაეყვანათ ისიც. აღნიშნულის შემდეგ ის პირადად, ა------თან ერთად შეხვდა დ----ს ქ.ქუთაისში საქართველოს ბანკში, სადაც პირადად გადასცა 1500 აშშ დოლარი. დ----მ მას ისევ აუხსნა პირობები, თითქმის იგივე, რაც ა------ ვ---------ემ უთხრა და განუმარტა, რომ ხელოსნები არ სჭირდებოდა, მათ უნდა ემუშავათ მშენებლობებზე ,,შავ მუშებად“. დუბაიში გადაფრინდნენ 2016 წლის 21 თებერვალს 34 ადამიანი, დ----მ ისინი მოათავსა სასტუმროში, სადაც ცხოვრობდნენ ერთი კვირის მანძილზე, ხოლო ერთი კვირის მერე ისინი გადაიყვანა კერძო ბინაში, რომელიც იყო ორ ოთახიანი და ცხოვრობდნენ 19 ადამიანი, იწვნენ იატაკზე, პირობები იყო გაუსაძლისი. საჭმლის ფულს დ---- აძლევდა პირადად მას, რათა მაღაზიიდან მოეტანა პროდუქტები იქ მყოფი ადამიანებისათვის. დ---- ყოველ დღეს პირდებოდა სამსახურს იქ მყოფებს, მაგრამ ვერ ასაქმებდა, რისთვისაც სხვადასხვა მიზეზს იგონებდა, ამასობაში დრო გადიოდა, ყველა ნერვიულობდა. შემდეგ ბინის მეპატრონემაც გამოჰყარა ისინი ბინიდან, დაბრუნდნენ ისევ სასტუმროში. იქ მყოფი ქართველების მეშვეობით გაიგეს, რომ მათ ჰქონდათ ერთ თვიანი ტურისტული ვიზები და უკვე ამ ვიზებს ვადა გასული ჰქონდა, შესაბამისად მოუწიათ ჯარიმების გადახდა, რათა საქართველოში გამომგზავრების ნებართვა ჰქონოდათ. დაზარალებული დ---- ს-----------ისაგან ითხოვს იმ 1500 აშშ დოლარის დაბრუნებას, რაც დასაქმების სანაცვლოდ გადაუხადა მას.(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ა------ ვ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა შვილმა - თ----- ვ---------ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ-----ი ც---------–---–ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ოჯახის ახლობლის დ------- ხ--–--ის მეშვეობით, რომ აღნიშნული ქალბატონი მუშაობდა ქუთაისის მერიის ტურიზმის სამსახურის უფროსად და ახდენდა ქართველების დასაქმებას დუბაიში. 2015 წლის 27 დეკემბერს, დაზარალებული მის სიმამრთან და სიმამრის ბიძაშვილთან ერთად ესტუმრა დ---- ს-----------ეს მის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქუთაისი, კ--------ს ქუჩა N58-ში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დ---- ს-----------ის დედა და მამა. დ----მ მათ გააცნო პირობები, რომ იმუშავებდნენ დუბაიში მუშებად, მშენებლობაზე, იქნებოდა ანაზღაურება 180 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო კომპანია, რომელიც მათ ასაქმებდა, უზრუნველყოფდა საცხოვრებელი ბინითა და კვებით. პირობები იყო საკმაოდ კარგი. დ---- აღნიშნულ მომსახურებაში ითხოვდა 1500 აშშ დოლარს, რაშიც შედიოდა ვიზისა და მგზავრობის ხარჯებიც. დაზარალებულის განმარტებით, მეორე დღესვე ისესხა პროცენტიანი თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მიუტანა დ---- ს-----------ეს სახლში, გადასცა დ----ს მამას - დ------ ს-----------ეს, იქ იყო დ---- და დედამისიც. მათი გამგზავრება მოხდა 2016 წლის 21 თებერვალს, სხვებთან ერთად გადაფრინდნენ დუბაიში, ყველანი ქართველები და ყველანი დასაქმების მსურველები. მათთან ერთად გადაფრინდა დ----, მამამისი და მისი მცირეწლოვანი შვილი. 22 თებერვალს დილით ჩაფრინდნენ დუბაიში, სადაც ისინი დ----მ განათავსა სასტუმროში. როგორც მათთვის ცნობილი იყო, მუშაობა უნდა დაეწყოთ მეორე დღესვე. თუმცა, მეორე დღეს დ---- მივიდა მათთან, ტიროდა, ნერვიულობდა და იძახდა, რომ ვინმე ,,ალექსეი“ რომელიც უნდა დახვედროდა და მათი დასაქმება უნდა უზრუნველეყო, წასულა ამერიკაში და ,,გადააგდო“, შესაბამისად, არ უნდა დაბნეულიყვნენ, თავიანთი ძალებითა და მისი დახმარებით უნდა ეშოვნათ სხვა სამუშაო. გადიოდა დღეები, სამუშაო არსად ჩანდა, გაუვიდათ სასტუმროში განთავსების ვადაც. იქიდან კი დ----მ გადაიყვანა ისინი კერძო სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა ორ ოთახში 19 ადამიანი, რაზედაც ბინის მესაკუთრემ რამოდენიმე დღის შემდეგ განუცხადა, რომ ამდენ ადამიანს ორ ოთახში ვერ გააჩერებდა და უნდა დაეტოვებინათ ბინა. ნაწილი სხვა ბინაში გადაიყვანა დ----მ, ნაწილი 7 ადამიანი კი დარჩნენ. საჭმლის ფულს დ---- აძლევდა მათ. ყველანი განერვიულებული და აღელვებულები იყვნენ, ხვდებოდნენ რომ დ---- ატყუებდა და არანაირი სამუშაო არ არსებობდა, სადაც 180 აშშ დოლარს დღიურად გადაუხდიდნენ. იქ მყოფი ქართველებისგან გაიგო, რომ ასეთი მაღალანაზღაურებადი სამუშაოები დუბაიში არ იყო. იხვეწებოდნენ საქართველოში დაბრუნებას, რაზედაც თავიდან დ----მ კატეგორიული უარი უთხრა, ხოლო შემდეგ, როცა პოლიციით დაემუქრნენ, სთხოვა, რომ არ მისულიყვნენ პოლიციაში და ყველას დააბრუნებდა უკან. დაზარალებულის განმარტებით, იქ მყოფი ქართველი ქალბატონებისგან გაიგეს, რომ ვიზებს ვადები დარღვეული ჰქონდა და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. მოუწევდათ ჯარიმების გადახდაც, დ----მ აუღო მათ ბილეთები, გადაიხადა ჯარიმები და 45-ე დღეს გადმოფრინდნენ საქართველოში. მათი დუბაიში ყოფნისას დ----მ კიდევ ჩაიყვანა საქართველოდან დასაქმების მსურველები, თუმცა, არც მათ და არც სხვა ვინმეს იქ მუშაობა არ დაუწყია, ყველაფერი იყო სიცრუე. დაზარალებულმა განმარტა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის უკავშირდებოდა დ---- ს-----------ეს და სთხოვდა მის მიერ დასაქმებისათვის გადახდილი 1500 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ახალი კონტრაქტი ფორმდებოდა დუბაიში და იქ დაასაქმებდა. დაზარალებული ითხოვს მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ტ------– ვ---------ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სოფელ პატრიკეთიდან, მეზობლებმა უთხრეს, რომ ქუთაისიდან ჩამოსული იყო ქალბატონი, რომელსაც მიჰყავდა ჯგუფები დასაქმების მიზნით დუბაიში. ის შეხვდა დ---- ს-----------ეს ა------ ვ---------ის ოჯახში, რომელმაც აუხსნა მას და სხვა იქ მყოფ პირებს, რომ დუბაიში დასაქმდებოდნენ მშენებლობაზე, ანაზღაურება ექნებოდათ დღეში 180 აშშ დოლარი, იქნებოდნენ უზრუნველყოფილი კვებით და ბინით. დ----ს თან ჰქონდა კომპიუტერი, სადაც აჩვენებდა მშენებარე ობიექტებს, მრავალსართულიან ცათამბჯენებს, იქაურ ცხოვრებას, თუ რა კარგად ცხოვრობდნენ ადამიანები და ა.შ. მისი განმარტებით, თვითონ მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში და ყველაფერი ,,სამთავრობო“ დონეზე წყდებოდა. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებაში კი თითოეული ადამიანისგან ითხოვდა 1500 აშშ დოლარს, რაშიც შედიოდა ვიზა და ტრანსპორტირება. დაზარალებულს მოეწონა პირობები, გამოიტანა ბანკიდან სესხი 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გადასცა ა------ ვ---------ეს. მან მითითებული თანხა გადარიცხა დ---- ს-----------ის საბანკო ანგარიშზე, მისივე თანდასწრებით, ხოლო ქვითარი გადასცა მას. 2016 წლის თებერვლის თვეში გადაფრინდნენ დუბაიში, სადაც დახვდათ ვინმე ,,ალექსი“ რომელმაც ავტობუსით წაიყვანა სასტუმროში, სადაც იცხოვრეს ხუთი დღე, ყოველ დღეს ელოდნენ სამსახურის დაწყებას, რადგან დ---- ჰპირდებოდა ,,დღეს თუ არა ხვალ“ მუშაობის დაწყებას. ხუთი დღის მერე სასტუმროდან დ----მ გადაიყვანა კერძო ბინაში, სადაც ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა 18-20 ადამიანი, საშინელ პირობებში, ეძინათ იატაკზე. მხოლოდ ერთხელ გაიყოლა დ---- ს-----------ემ თითქოს კომპანიაში მოსალაპარაკებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა, არავის შეუთავაზებია მათთვის სამსახური, რაზედაც დ----მ უთხრა რომ ჩაიშალა შეთანხმება......თანდათან ყველა ხვდებოდა, რომ დ----ს გეგმა იყო ტყუილი, ატყუებდათ და ცრუ დაპირებებით იყოლიებდა მათ. ერთხელაც გაიცნეს იქ მყოფი ქართველი ქალბატონები ერთ-ერთს ,,მ---“ ერქვა, რომელმაც შეამოწმა მათი საბუთები და აღმოჩნდა, რომ ვიზებს ვადა გასული ჰქონდა, უკვე ერიცხებოდათ ჯარიმები და დროზე თუ არ გადაიხდიდნენ, ვერ დატოვებდნენ ქვეყანას. დ----ს ყველამ ერთხმად მოსთხოვეს საქართველოში დაბრუნება, ის იძულებული შეიქნა, რომ საქართველოდან გადმოეგზავნა მის მშობლებს ჯარიმის თანხის გადასახდელი თანხა და დაზარალებულთა უკან დასაბრუნებელი თანხა. მე-40 დღეს დაბრუნდნენ საქართველოში. დაზარალებული ითხოვს მის მიერ დასაქმების სანაცვლოდ გადახდილი 1500 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას.(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ტ------– ვ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა მეუღლემ - ლია ვ---------ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ხ---- ვ---------ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ გაიგო სოფელ პატრიკეთში მცხოვრები მისი მეგობრებისგან, რომლებმაც აუხსნეს, რომ ამ ქალბატონს - დ---- ს-----------ეს მიჰყავდა დასაქმების მსურველები დუბაიში მშენებლობაზე დასასაქმებლად, რაშიც ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. მითითებულ თანხაში შედიოდა სამუშაო - სამ თვიანი ვიზა და ტრანსპორტირების ხარჯები. მშენებლობაზე უნდა ემუშავათ ე.წ. ,,შავ მუშებად“, დღეში 180 აშშ დოლარის ანაზღაურებით. ბინით და საკვებით უზრუნველყოფდათ დამსაქმებელი კომპანია. ვინაიდან დაზარალებულს თანხა არ ჰქონდა 1000 აშშ დოლარზე მეტი, ის შეხვდა დ---- ს-----------ეს 2016 წლის თებერვლის თვეში და სთხოვა აღნიშნულ თანხაში წაეყვანა იგი დუბაიში და დანარჩენ 500 აშშ დოლარს ხელფასის აღებისთანავე გადაუხდიდა, აღნიშნულზე დასთანხმდა დ---- ს-----------ე, რის შემდეგაც გადასაცა პირადად 1000 აშშ დოლარი, ქ.ქუთაისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე. 2016 წლის 21 თებერვალს 34-35 ადამიანი გადაფრინდა ჯერ ქალაქ სარჯაში, ხოლო იქიდან ავტობუსით გადაიყვანეს დუბაიში, დაბინავდნენ სასტუმროში, სადაც ცხოვრობდნენ რამდენიმე დღე. შემდეგ გადაანაწილეს კერძო ბინაში. დ---- ს-----------ე მათ ყოველდღიურად პირდებოდა დასაქმებას, თუმცა სამუშაო არსად ჩანდა. ის მიდიოდა მათთან, ხან პასპორტის ასლებს აკეთებდა, ხან ფოტოსურათების გადასაღებად მიჰყავდა და ეუბნებოდა, რომ აღნიშნული საჭირო იყო მომავალში სამ წლიანი ვიზის მისაღებად. შემდეგ ისიც უთხრა, რომ ირანში უნდა გადაფრენილიყვნენ თითქოსდა საზღვრის გადასალახად. ამასობაში გადიოდა დრო, ყოველ დღე დაპირებები, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე სამუშაოზე გავიდოდნენ, მაგრამ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ გაიცნეს იქ მცხოვრები ქართველი ქალბატონები, რომლებიც დიდი ხანი ცხოვრობდნენ დუბაიში: მ---, მ---- და მ----- ც--–------ე, რომლებმაც ნახეს მათი პასპორტები და უთხრეს, რომ ვიზებს ვადა გასული ჰქონდა და ჯარიმების გადახდა მოუწევდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემდნენ. ამის შემდეგ უკვე კატეგორიულად მოსთხოვეს დ----ს დაებრუნებინა ისინი საქართველოში, დ----მ უზრუნველყო საქართველოდან თანხების გადმორიცხვა, რათა ჯარიმები გადაეხადა და ბილეთები შეეძინა მათ უკან დასაბრუნებლად. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ 45-ე დღეს. ის ითხოვს მისი კუთვნილი 1000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას, რომელიც დ---- ს-----------ეს დასაქმებისთვის გადაუხადა.(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ხ---- ვ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მისმა მეუღლემ - ნ---- კ--------მა სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ს-–- მ-----ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ცოლის ძმის - ნ--–------ ა-------ის მეშვეობით. 2016 წლის თებერვლის თვეში, მისმა ცოლის ძმამ დაურეკა და უთხრა, რომ იყო კარგი სამუშაო დუბაიში მშენებლობაზე. ამ დროს ის იმყოფებოდა მოსკოვში სამუშაოდ. ნ--–------ ა-------ემ აუხსნა პირობები, კერძოდ, დუბაიში საჭირო იყო მშენებლობაზე მუშა ხელი, ე.წ. ,,შავი მუშები“. საქართველოდან ერთ ქალბატონს დ---- ს-----------ეს მიჰყავდა ხალხი, რაშიც ითხოვდა 1500 აშშ დოლარს, პირობები იყო ხელსაყრელი, კარგი ანაზღაურება, დღეში 180 აშშ დოლარის ოდენობით. მასაც მოეწონა ეს პირობები და თანხა გადმოურიცხა მის დას, რათა გადაეცა დ---- ს-----------ისთვის და თვითონაც წამოვიდა მოსკოვიდან იმ იმედით, რომ სამუშაოდ დუბაიში წავიდოდა. მისმა დამ დ---- ს-----------ის ანგარიშზე ჩარიცხა 1570 აშშ დოლარი. 2016 წლის თებერვლის თვეში, როცა მოსკოვიდან ჩამოვიდა, სახლში მიაკითხა ქუთაისში დ---- ს-----------ეს, რომელმაც კიდევ აუხსნა ის პირობები, რაც ნ--–------ ა-------ეს უკვე ნათქვამი ჰქონდა მისთვის და უთხრა, რომ მალე წაიყვანდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ დ---- მათ წაყვანას აჭიანურებდა. როცა ჰკითხა თუ როდის წაიყვანდა, მან უპასუხა, რომ ორი ჯგუფი ჰყავდა ჩაყვანილი სამუშაოდ, ისინი დღე-დღეზე დაიწყებდნენ მუშაობას და როგორც კი ისინი გავიდოდნენ სამსახურში, მერე წაიყვანდა მას და სხვა მსურველებს. შემდეგ კი გაირკვა, რომ ქართველები, რომლებიც დ----მ დუბაიში წაიყვანა, ვერ იწყებდნენ მუშაობას და ნაწილ-ნაწილ აბრუნებდა საქართველოში. დაზარალებული ვერ წავიდა, ვერ დასაქმდა, თანხა ტყუილად გადაიხადა, მის მერე ურეკავდა დ----ს ტელეფონზე და სთხოვდა დაებრუნებინა მის მიერ სამუშაოს დასაწყებად გადახდილი 1570 აშშ დოლარი, მაგრამ დ----მ არ დაუბრუნა, ბოლოს მის ზარებსაც აღარ პასუხობდა. დაზარალებული ს-–- მ-----ი ითხოვს მისი კუთვნილი თანხის 1570 დოლარის დაბრუნებას.(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--- ს-----–--ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მისი მეგობრის მ-------- ბ------ის მეშვეობით. მ-------- ბ------ემ მას უთხრა, რომ ჰყავდა მეგობარი, ვინმე დ---- ს-----------ე, რომელიც ასაქმებდა ხალხს დუბაიში მშენებლობაზე, მაღალი ანაზღაურებით, რაშიც ითხოვდა თანხას 1570 აშშ დოლარის ოდენობით. დაზარალებულმა 2016 წლის თებერვლის თვეში მიაკითხა დ---- ს-----------ეს მისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქუთაისში, კ--------ს N58-ში, თან ახლდა მამაც. ადგილზე მისულებს იქ დახვდათ კიდევ ოთხი პიროვნება, რომლებსაც ასევე უნდოდათ სამუშაოდ წასვლა დუბაიში. დ----მ მათ პლანშეტში აჩვენა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი, შენობა იყო მხოლოდ ჩონჩხი და მათ უნდა დაესრულებინათ მშენებლობა, საჭირო იყო ე.წ. ,,შავი მუშები“, ანაზღაურება ექნებოდათ დღეში 180 აშშ დოლარი, საკვებითა და ბინით უზრუნველყოფდათ კომპანია. დაზარალებულის განმარტებით, პირობები იყო ძალიან ხელსაყრელი, დ---- მათ დამაჯერებლად უხსნიდა ყველა დეტალს. გ--- ს-----–--ემ იმავე დღეს გადაუხადა დ----ს თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საღამოს მიუტანა კიდევ 70 აშშ დოლარი, რომელიც თითქოსდა ვიზის დასაჩქარებლად იყო საჭირო. მისი გამგზავრება დუბაიში უნდა მომხდარიყო მარტის თვეში, თუმცა ვერ წავიდა, რადგან დ----მ გადაუწია გამგზავრება აპრილამდე, არც აპრილში მოხერხდა. როგორც შემდეგ გაარკვია, დ----ს მიერ წაყვანილი ადამიანებიდან არავინ დასაქმებულა დუბაიში და უკან ბრუნდებოდნენ. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას მიადგა 1570 აშშ დოლარის ზიანი, ეს თანხა ხელზე გადაუხადა დ----ს იმის სანაცვლოდ, რომ დუბაიში სამუშაოზე მოეწყო. ის არც დუბაიში წასულა და არც მუშაობა დაუწყია, ითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ს------ გ-------–--ის ჩვენებით, დ---- ს-----------ის შესახებ გაიგო სოფელ პატრიკეთში, კერძოდ, აღნიშნული ქალბატონი გაიცნო ა------ ვ---------ის ოჯახში, სადაც იმყოფებოდა მამასთან გ--–- ვ---------ესთან ერთად. დ---- ს-----------ემ მათ განუმარტა, რომ მიჰყავდა დასაქმების მსურველები დუბაიში მშენებლობაზე დასასაქმებლად, რაშიც ითხოვდა 1500 აშშ დოლარს. მითითებულ თანხაში შედიოდა სამუშაო, სამ თვიანი ვიზა და ტრანსპორტირების ხარჯები. მშენებლობაზე უნდა ემუშავათ ე.წ. ,,შავ მუშებად“, ანაზღაურება იქნებოდა დღეში 180 აშშ დოლარი. ბინით და საკვებით უზრუნველყოფდათ დამსაქმებელი კომპანია. მან და მამამისმა ისესხეს 3000 აშშ დოლარი, მიუტანეს ა------ ვ---------ეს, რომელმაც აღნიშნული თანხა გადასცა დ---- ს-----------ეს, რათა წაეყვანა ისინი და დაესაქმებინა დუბაიში. 2016 წლის 21 თებერვალს ჩაფრინდნენ დუბაიში, სადაც დ---- ს-----------ემ სხვა პირებთან ერთად მოათავსა სასტუმროში, სადაც გაატარეს ერთი კვირა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დ---- ს-----------ემ ისინი გადაიყვანა კერძო სახლში, სადაც ორ ოთახში ცხოვრობდა უამრავი ადამიანი, ეძინათ იატაკზე (მეტლახზე), საკუთარი თანხა, რაც ოჯახებიდან ჰქონდათ წაღებული წყალისა და პურის საყიდლადაც არ ყოფნიდათ. დაზარალებულის განმარტებით, მუშაობა უნდა დაეწყოთ დუბაიში ჩასვლიდან მე-3 დღეს. მეორე დღეს დ----მ ყველანი წაიყვანა ქალაქის დასათვალიერებლად, დაათვალიერებინა ქალაქი, აჩვენა ბანკები, რომლებიც თითქოს ჩაურიცხავდნენ ხელფასებს. ამის შემდეგ ისხდნენ სასტუმროში და ელოდნენ თუ როდის გაიყვანდა სამუშაოზე. გადიოდა დღეები, თუმცა, სამსახური არსად ჩანდა, ეკითხებოდნენ დ----ს თუ როდის შეძლებდნენ დასაქმებას, ის კი სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა და ეუბნებოდა, რომ არ მოეწონა იმ კომპანიის პირობები, უფრო კარგ კომპანიას ნახვდა, უნდა მოეთმინათ და რაღაც ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ ყველანი დასაქმდებოდნენ, თუმცა, ამასობაში დრო გადიოდა და არაფერი ჩანდა. იქ ყოფნისას შემთხვევით გაიცნეს ქართველი ქალები: მ---, მ---- და მ-----, რომლებმაც ნახეს მათი პასპორტები და უთხრეს, რომ მათ ვიზებს ვადა ჰქონდა გასული და თითოეულ გადაცილებულ დღეზე ჯარიმები ერიცხებოდათ, სასწრაფოდ უნდა გადაეხადათ ჯარიმები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მათი დაჭერა. დ----მ გადაიხადა ჯარიმები, რის შემდეგაც გადმოფრინდნენ საქართველოში. სულ 41 დღე გაატარეს დუბაიში, მათგან არავინ დასაქმებულა. დაზარალებულის განმარტებით, მისი და მამამისის დასაქმებისათვის მან 3000 აშშ დოლარი გადაიხადა, რომელიც ჰქონდა ნასესხები, მისთვის დ---- ს-----------ეს აღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია. ვალი უნდა გაესტუმრებინათ, რის გამოც მამამისმა ვალს კიდევ ვალი დაამატა და რუსეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც მალევე დაიღუპა და მოუხდა მისი გადმოსვენება საქართველოში. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულმა ფაქტმა მის ოჯახს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა და მას ვერავინ გადაუხდის. თუმცა, ითხოვს 3000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას, რადგან დ---- ს-----------ემ ვერ დაასაქმა ვერც თვითონ და ვერც მამამისი, რაშიც აღნიშნული თანხა აიღო. (სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულის ს------ გ-------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია და დაზარალებულ გ--–- ვ---------ის საჯაროდ წაკითხული ჩვენება დაადასტურა შესაბამისად მათმა ბიძაშვილმა და ძმისშვილმა - გ------ ვ---------ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–---- ბ--------–---–ის(იგივე ჭ---------–-–---–ი) ჩვენებით, დ---- ს-----------ე გაიცნო გ------- ჯ--------ისგან, რომელმაც შესთავაზა მას დ----სთან წასვლა და დუბაის ამბების გარკვევა. ისინი ჩამოვიდნენ ქუთაისში, მივიდნენ სახლში დ----სთან და გაესაუბრნენ მას. ეს მოხდა 2016 წლის იანვრის დასაწყისში. უშუალოდ დ----ს შეხვდნენ ქუთაისში, კ--------ს 58 ნომერში. ამ დროს სახლში იყო დედამისიც, მამამისიც და თავად დ---- ს-----------ე. დ----მ მათ უთხრა, რომ იყო სამშენებლო სამუშაოები დუბაიში, წაიყვანდა მათ და ისინი იმუშავებდნენ, ანაზღაურებას დაჰპირდა დღეში 150-180 დოლარს. ამ ყველაფრის სანაცვლოდ უნდა გადაეხადათ 1500 დოლარი. დ----მ მისცა მათ ანგარიშის ნომერი და მალევე ჩაურიცხეს თანხა ამ ანგარიშზე. უნდა ემუშავათ მშენებლობაზე. მათ უთხრეს დ----ს, რომ ხელოსნები არ იყვნენ, იმუშავებდნენ უბრალოდ მუშის დამხმარედ. დ----ს დაპირებით უნდა ყოფილიყო სამთვიანი სამუშაო ვიზები, მაგრამ როგორც დუბაიში გაირკვა, იყო ერთთვიანი ვიზები. დუბაიში წავიდნენ თებერვალში. 1 კვირა იყვნენ სასტუმროში, იქ უნდა გასულიყვნენ სამსახურში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მოგვიანებით დ----მ გადაიყვანა ისინი ბინაში. მათ ბინაში იყვნენ 15-16 კაცი. დ----ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ისინი, საჭმლის ფულს აძლევდა, ყოველდღიურად პირდებოდათ მათ დასაქმებას. თუმცა, უშედეგოდ. გავიდა 40-45 დღე, ვიზებს ვადა გაუვიდა. დუბაიში მათ ქართველები შეხვდნენ, რომელთაც ნახეს ვიზები, მას შეხვდა თელაველი ახლობელი გოგო და მანაც უთხრა, რომ ეს ვიზები უკვე ვადაგადაცილებული იყო. ამ გოგოს სახელია ალა, გვარი არ ახსოვს. შემდეგ ატყდა პანიკა, რომ ვერ დაიწყეს მუშაობა, გაუთავდათ ფულიც, დ---- გადაიყვანეს მათთან ბინაში. დასაბრუნებელი თანხები ქუთაისიდან გადაუგზავნეს. დ----ს მათთან ცხოვრება განაპირობა იმან, რომ იყო იმის შიში, ან არ წასულიყო, ან არ გაქცეულიყო. პოლიციისთვის არ მიუმართავთ. თუმცა, იყო ლაპარაკი, რომ შეეტყობინებინათ პოლიციისთვის. მოწმემ გაყიდა მიწა, აიღო ბანკიდან ვალი, რითაც გადაიხადა დ----ზე მისაცემი1500 დოლარი. უკან დაბრუნების შემდეგ მიმართეს დ---- ს-----------ეს თანხის მოთხოვნით, მაგრამ მხოლოდ 100 დოლარი დაუბრუნა, ისიც - დუბაიში ყოფნისას. მათ ნახეს დუბაიში მშენებარე ობიექტი, სადაც უნდოდათ 15-20 კაცი, ოღონდ სჭირდებოდათ ხელოსნები. მოწმე ნოტარიუსთან იყო სხვებთან ერთად, როდესაც ხელი მოაწერეს გაფრთხილებას, ვიზის დამრღვევის მიმართ 3000 დოლარით დაჯარიმებაზე. დუბაიში გაიცნეს ქართველი ქალები, რომლებიც ტურისტულ კომპანიებში და ამგვარ საბუთებში ერკვეოდნენ. მათ უთხრეს, რომ ეს ვიზა კი იყო 2 თვიანი, მაგრამ 1 თვის მოქმედებით ვადით, ამიტომ იქ შეექმნებოდათ სერიოზული პრობლემები, გააფრთხილეს, არ ევლოთ გარეთ. საბოლოოდ, ისინი საქართველოში დაბრუნდნენ 45 დღის შემდეგ.(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ს-----–---–ის(იგივე ჯ--------ე) ჩვენებით, მან შემთხვევით გაიგო, რომ მიჰყავდათ ხალხი დუბაიში დასასაქმებლად. ჩამოვიდა გორიდან ქუთაისში. ეს მოხდა 2016 წლის იანვრის თვის 8-დან 10 რიცხვამდე. დ----მ უთხრა მას, რომ ასაქმებდა ხალხს, ყოველდღიური ხელფასი იქნებოდა 150-დან 180 დოლარამდე. მან უთხრა დ----ს, რომ ხელოსანი არ იყო, დ----ს თქმით კი ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, მას სჭირდებოდა უბრალო მუშახელი. დაუტოვა პასპორტი. დაახლოებით 1 კვირაში, 2016 წლის 18 იანვარს, ის და მისი მეგობარი, რომელთან ერთადაც ესაუბრა დ----ს, შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში, ჩაურიცხეს დ----ს 2 ადამიანის თანხა - 3000 დოლარი. თებერვლის თვეში წავიდნენ დუბაიში, მუშაობა უნდა დაეწყოთ ჩასვლიდან 2 დღეში. დ----მ ისინი წაიყვანა სასტუმროში, სადაც დაახლოებით 6 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სასტუმროდან 35 კაცი გადანაწილდნენ სხვადასხვა ბინებში. მოწმის თქმით, დ----ს ეტყობოდა, რომ პრობლემები შეიქმნა. იქ არანაირი სამუშაო არ ყოფილა. ამ პერიოდის განმავლობაში თავი გაჰქონდა ჯიბის ფულით, რომელიც წაღებული ჰქონდა 100 დოლარამდე. დ----მ უთხრა, რომ იყო ტურისტული სააგენტოს უფროსი, არანაირი საფრთხე არ იყო და მადლობელი დარჩებოდა. უნდა ემუშავათ ფიზიკურად მუშად, მას ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, ჩავიდოდნენ, 2 დღე დაისვენებდნენ და გავიდოდნენ სამუშაოდ. შემდეგ თვითონვე აღიარა, გრძნობდა, რომ არაფერი გამოდიოდა, ტიროდა კიდეც. იქ გაიცნეს ქართველი ქალბატონები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ ვიზებს ვადა გაუვიდა და იქ ყოფნის უფლება აღარ ჰქონდათ. თუმცა, დ----ს დაპირებით, როცა ჩავიდოდნენ, დ----ს მათთვის ვიზები უნდა გაეგრძელებინა. დუბაიდან მათ ჰქონდათ კავშირი საქართველოში, საიდანაც ეუბნებოდნენ, რომ დ----ს 20 ადამიანი კიდევ ჰყავდა წაყვანილი, რის შესახებაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რადგან ისინი წამოიყვანა მათ შემდეგ. საბოლოოდ, წამოვიდნენ 4 აპრილს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მათი დასაქმება შეუძლებელი იყო და დ----ს მოსთხოვეს დაებრუნებინა ისინი საქართველოში. დ---- ცხოვრობდა 2 ქალთან ერთად, ცალკე ოთახში, მათ გვერდით. მოწმის განმარტებით, დ----ს ეშინოდა, რომ მათ პოლიციაში არ დაებეზღებინათ და უკან დასაბრუნებელი თანხები გადმოარიცხინა ოჯახიდან. იქ ყოფნის პერიოდში არცერთი ადამიანი არ დასაქმებულა. მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1500 დოლარს. მან საქართველოში ყოფნისას ნოტარიუსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, თუმცა რაზე მოაწერა ხელი არ უნახავს. სულ დუბაიში იმყოფებოდნენ 1 თვეზე მეტი. რამდენიმე მათგანი წასულები იყვნენ ობიექტზე, რათა გასაუბრებოდნენ მშენებლობის მეპატრონეს, რომლისგანაც გაიგეს, რომ მათ სჭირდებოდათ მხოლოდ ხელოსნები და ისიც 3-4 ადამიანი. ისინი კი საქართველოდან წასულები იყვნენ როგორც მუშები. არცერთი მათგანი იყო ხელოსანი. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ნ--–------ ა-------ის (გარდაცვლილია) გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის თებერვლის დასაწყისში სოფელ პატრიკეთში ა------ ვ---------ისაგან შეიტყო, რომ მისი ოჯახის ახლობელი დ---- ს-----------ე მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში და სამუშაოს მსურველები მიჰყავდა დუბაიში 1570 ა.შ.შ. დოლარად. მოწმემ გადაწყვიტა წასულიყო დუბაიში სამუშაოდ და ამის შესახებ უთხრა მის სიძეს - ს-–- მ-----ს, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა მოსკოვში სამუშაოდ. ს-–- მ-----ი ჩამოვიდა მოსკოვიდან და მივიდნენ დ---- ს-----------ის საცხოვრებელ სახლში ქალაქ ქუთაისში, კ--------ს ქუჩა N58-შ, სადაც დახვდათ თვითონ დ---- ს-----------ე და მამამისი დ------ ს-----------ე. დ----მ უთხრა, რომ სამ თვიან სამუშაო ვიზას გაუკეთებდა მას და ს-–- მ-----ს, ასევე მისი დაპირება იყო, რომ დუბაიში მუშაობის პერიოდში საათში ექნებოდათ 20 ა.შ.შ. დოლარი და სამუშაო იქნებოდა მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ გაუკეთებდა ერთწლიან სამუშაო ვიზას. ისინი დასთანხმდნენ მის შემოთავაზებას და 2016 წლის 11 თებერვალს მან და ს-–- მ-----მა 3140 ა.შ.შ. დოლარი გადაურიცხეს დ---- ს-----------ეს მის პირად ანგარიშზე. დ----მ უთხრა, რომ დუბაიში წაიყვანდა 2016 წლის 01 მარტს. თუმცა, მოგვიანებით, დ----მ აცნობა, რომ მათი დუბაიში გამგზავრება გადაიდო 2016 წლის 15 მარტისთვის, მაგრამ ამჯერადაც მოატყუა დ----მ და ტელეფონით აუწყა, რომ თბილისში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ წაყვანილი ხალხი უმუშევარი იყო დუბაიში და ისინი ბრუნდებოდნენ უკან. მოწმე და ს-–- მ-----ი დ---- ს-----------ეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თბილისში მასთან მივიდოდა ს-–- მ-----ის და თ----- ნ----–---–---–ი და დ----ს დაებრუნებინა მათ მიერ გადახდილი 3140 ა.შ.შ. დოლარი. ამის შემდეგ დ---- ს-----------ემ გათიშა მობილური ტელეფონი და ვეღარ მოახერხეს მასთან დაკავშირება. 2016 წლის მარტის თვის შუა რიცხვები ის და ს-–- მ-----ი ისევ მივიდნენ დ---- ს-----------ის სახლში, სადაც დახვდათ დ---- ს-----------ის მამა დ------ ს-----------ე. როდესაც უთხრეს დაებრუნებინა დ----ზე გადახდილი 3140 ა.შ.შ. დოლარი, მან უთხრა, რომ ფული კიდევ ჰქონდათ დასამატებელი, ვინაიდან დ---- გაუკეთებდა ერთ წლიან ვიზას, რისთვისაც თითოეულს უნდა მიეცა დამატებით 3000 ა.შ.შ. დოლარი. მათ გაუკვირდათ ეს, ვინაიდან დ---- ს-----------ეს ნათქვამი ჰქონდა, რომ დუბაიში მუშაობის პერიოდში უნადა დაემატებინათ 3000 ა.შ.შ. დოლარი მისთვის. დ------ ს-----------ემ უთხრა, რომ შეიცვალა პირობები და აქ უნდა გადაეხადათ დამატებით ფული, რაზეც ორივემ მას უარი უთხრეს და მოითხოვეს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. დ------ ს-----------ე დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში მისცემდა ფულს და დაიბარა სამ დღეში მისულიყვნენ მასთან. როდესაც მივიდნენ, ადგილზე დახვდათ დ---- ს-----------ის მიერ მოტყუებით წაყვანილი ხალხი, რომლებიც მათსავით ითხოვდნენ დ---- ს-----------ისგან თანხების დაბრუნებას. შესაბამისად, მათთვის თანხა არავის დაუბრუნებია. მოწმის განმარტებით, 1570 ა.შ.შ. დოლარი გადაურიცხა საქართველოს ბანკის საშუალებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე. მოწმე განმარტავს, რომ რაიმე წერილობითი დოკუმენტი მასსა და დ---- ს-----------ეს შორის არ გაფორმებულა და გარიგება დაიდო ზეპირსიტყვიერად. მოწმემ გამოძიებას წარუდგინა მისი და მისი სიძის ს-–- მ-----ის სახელით დ----ზე გადარიცხული თანხის ქვითრები, რომელიც შეიტანა მისმა დამ თ----- ნ----–---–---–მა ქალაქ თბილისში(ტ.2. ს.ფ.37-39).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული გ--–- ვ---------ის (გარდაცვლილია) გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებში ა------ ვ---------ისაგან ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლის ი---- ვ---------ის მეგობარი ვინმე დ---- ს-----------ე გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ახდენდა ქალაქ დუბაიში მსურველების წაყვანას და მშენებლობაზე დასაქმებას. 2016 წლის იანვრის თვის დასაწყისში შეიტყო, რომ დ---- ს-----------ე იმყოფებოდა ა------ ვ---------ის ოჯახში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში. მოწმე და ამავე სოფლის რამოდენიმე მცხოვრები: ძმები ტ------– და ა------ ვ---------ეები, გ------- ვ---------ე, ნ-------- გ--------–--ე, თ------ თ----------ე და სხვები, რომლებისთვისაც ასევე ცნობილი იყო დ---- ს-----------ის წინადადება, მივიდნენ ა------ ვ---------ის ოჯახში, სადაც სახლში დახვდნენ თავად ა------ ვ---------ე, მისი ოჯახის წევრები და დ---- ს-----------ე. მათ უთხრეს, რომ სურვილი ჰქონდათ დუბაიში მუშაობის დაწყების და რა პირობებს შესთავაზებდა. დ---- ს-----------ემ განაცხადა, რომ იგი ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში, კ--------ს ქუჩაზე, მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში უფროსის თანამდებობაზე, ახდენდა მსურველების წაყვანას ქალაქ დუბაიში სამშენებლო სამუშაოებზე, მისივე განმარტებით, ამ სამუშაოების მიმდინარეობისას თითოეულ დღეზე მიიღებდნენ 180 ა.შ.შ. დოლარს, აღნიშნული საკითხი შეთანხმებული ჰქონდა როგორც ქალაქ ქუთაისის მერ მურღულიასთან, ასევე ქალაქ თბილისში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებთან. მისივე განმარტებით იგი თავადვე იღებდა პასუხისმგებლობას გასამგზავრებელ საკითხებთან დაკავშირებით და ყველაფერ ამაში ითხოვდა თითოეულ ადამიანზე 1500 ა.შ.შ. დოლარს. ისინი დასთანხმდნენ აღნიშნულ წინადადებას, დინამ მისცა თავისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. მოწმემ და მისმა შვილმა, ს------ გ-------–--ემ, რომელიც არის დედის გვარზე, დაჩქარებული წესით სამოქალაქო რეესტრიდან აიღეს საქართველოს მოქალაქის პასპორტები და იანვრის თვის შუა რიცხვებშივე ა------ ვ---------ის სახელით გადარიცხეს დ---- ს-----------ის საბანკო ანგარიშზე 1500-1500 ა.შ.შ. დოლარი, საერთო ჯამში 3000 ა.შ.შ. დოლარი. 2016 წლის 21 თებერვალს მოწმე და მისი შვილი - ს------ გ-------–--ე გაემგზავრნენ ქალაქ თბილისის აეროპორტში, სადაც დახვდა თავად დ---- ს-----------ე, მას თან ახლდნენ მისი ოჯახის წევრები - მამა და შვილი, რომლებიც ასევე მოფრინავდნენ ქალაქ დუბაიში. საერთო ჯამში მისი სოფლიდან გაემგზავრნენ დაახლოებით 34 ადამიანი, ჩაფრინდნენ ქალაქ დუბაიში და დ---- ს-----------ემ დააბინავა ერთ-ერთ სასტუმროში. 5 დღის შემდეგ დ----მ ყველანი გადაანაწილა კერძო ბინებში. ამის შემდეგ დ---- ყოველდღიურად ჰპირდებოდა სამუშაოზე გასვლას, მაგრამ უშედეგოდ. საერთო ჯამში ქალაქ დუბაიში დაყვეს 43 დღე, ისე, რომ მუშაობა არავის დაუწყია. უკვე გადიოდა ვიზის ვადაც, გამოელიათ თანხებიც, ნათელი გახდა, რომ დ---- ს-----------ემ ყველანი მოატყუა, რის გამოც მას კატეგორიულად მოსთხოვეს რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. ბოლო დღეებში მოწმე და მისი შვილი ახლო ნათესავებს სთხოვდნენ, რომ გამოეგზავნათ რაიმე თანხა, რათა თავი გადაერჩინათ. 2016 წლის 04 აპრილს გამოემგზავრნენ ქალაქ დუბაიდან და ჩამოვიდნენ საქართველოში. გამომგზავრების თანხა გადაიხადა საქართველოში მყოფმა დ---- ს-----------ის ოჯახის წევრებმა. თავად დ---- ს-----------ეც წამოვიდა მათთან ერთად. დ---- ს-----------ის ქმედებით მოწმემ და მისმა შვილმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და მისგან ითხოვენ თანხის დაბრუნებას(ტ.1.ს.ფ.58-60).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ი----- ლ-----ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მეუღლესთან - ა------ ვ---------ესთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 1993-98 წლებში სწავლობდა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლის პერიოდში, საერთო მეგობრის - ი---- ფ----------ის მეშვეობით გაიცნო დ---- ს-----------ე, რომელიც სწავლობდა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. გაცნობიდან დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა ქუთაისში, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ თბილისში და ამის გამო მასთან გაწყვიტა ურთიერთობა. 2015 წლის შემოდგომაზე, შემთხვევით ქ.ქუთაისში, ქუჩაში შეხვდა დ---- ს-----------ეს, რომელიც იმყოფებოდა მის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად. მათ მოიკითხეს ერთმანეთი, რა დროსაც ჰკითხა მას, თუ როგორ შეძლო აშშ-ს ვიზის მიღება, რაც ი---- ფ----------ისაგან შეიტყო. დ----მ მოუბოდიშა, უთხრა, რომ ეჩქარებოდა, მოგვიანებით შეხვდებოდა და მოუყვებოდა მისთვის საინტერესო თემებზე, რის შემდეგაც გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ მოწმე ი---- ფ----------ის მეშვეობით კვლავ შეხვდა დ---- ს-----------ეს ი----ს ბინაში, სადაც ისაუბრეს ერთმანეთში. შემდეგ მიიპატიჟა სახლში - პატრიკეთში, რა დროსაც დ----მ მოუყვა თუ როგორ შეძლო აშშ-ის ვიზის მიღება, რის შემდეგაც თავადაც სთხოვა აშშ-ის ვიზის გაკეთება. დ---- დაჰპირდა დახმარებას. მალე ის ისევ შეხვდა დ---- ს-----------ეს და მან უთხრა, რომ აშშ-ის ვიზის მისაღებად პირველ ეტაპზე უნდა გადაეხადა 4000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ, თუკი მისი ნაცნობი ზ----- ჭ----–---–ი დასთანხმდებოდა დ----ს თხოვნას, როდესაც ჩავიდოდა ამერიკაში და დაიწყებდა მუშაობას, ზ----- ჭ----–---–ს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა დარჩენილ 6000 აშშ დოლარს. საუბარს ესწრებოდა მათი საერთო მეგობრები მ-------- ბ------ე და ი---- ფ----------ე. მოწმემ დ----ს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქუთაისში არსებული ბანკომატების გამოყენებით ნაწილ-ნაწილ გადარიცხა ნასესხები 4000 აშშ დოლარი, რომელთა მიღებაც დ---- ს-----------ემ დაუდასტურა. საბანკო ანგარიშის ნომერი, ფურცელზე დაწერილი მისცა პირადად დ---- ს-----------ემ და უთხრა, რომ როდესაც ბანკომატზე აკრებდა ამ ანგარიშის ნომერს, მასზე უნდა დაწერილიყო ანგარიშის მფლობელის ვინაობა - „თ. ქ------–--ე“. დ---- ს-----------ის განმარტებით, ეს ქალბატონი, თ----- ქ------–--ე იყო მისი დეიდაშვილის თუ ბიძაშვილის ცოლი, მისგან აღებული ჰქონდა მინდობილობა დ----ს, რათა თ----- ქ------–--ის სახელზე გადარიცხული თანხები თვითონ გამოეყენებინა. როგორც დ---- ს-----------ემ უთხრა, 2015 წლის დეკემბერში, ის შეხვედრია ქალაქ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და მას დ---- ს-----------ე დაუნიშნავს მერიის ტურიზმის სამსახურის უფროსად, რის შემდეგაც, ასევე დ---- ს-----------ის თქმით, ის ამ სამსახურიდან გაშვებული იყო ტრენინგებზე თურქეთსა და დუბაიში. ამის შესახებ დ---- ს-----------ემ განაცხადა მისი, მ-------- ბ------ის, კ--- ჯ-----ს და ა------ ვ---------ის თანდასწრებით. 2016 წლის 07 იანვარს მოწმე, დ---- ს-----------ე და მათი საერთო მეგობრები მ-------- ბ------ე, მისი მეუღლე კ--- ჯ----- და ი---- ფ----------ე შეიკრიბნენ ქ.ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე მცხოვრებ მ-------- ბ------ის ბინაში, შობის აღსანიშნავად, სადაც დ---- ს-----------ემ იქ მყოფ პირებს აუწყა, რომ ის ქალაქ ქუთაისის ტურიზმის სამსახურიდან გადაიყვანეს ტურიზმის დეპარტამენტში უფროსად, ჩააბარეს საქართველოს 12 რეგიონი და 03 მარტს წარადგენდა მინისტრი მას ოფიციალურად ტელევიზიით. ასევე თქვა, რომ იმყოფებოდა ტრენინგებზე ქალაქ დუბაიში და მოუყვა დასაქმების პროგრამის შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ქუთაისის მერიის პროგრამის ფარგლებში შეიძლებოდა საქართველოდან სამუშაოდ მუშახელის წაყვანა, სადაც მშენებლობაზე დასაქმდებოდნენ და გასამრჯელოდ ისინი დღეში მიიღებდნენ 160-180 აშშ დოლარს. დამქირავებლების იქნებოდა ღამის გასათევი ადგილი და კვება. მ-------- ბ------ემ გამოთქვა სურვილი, რომ მისი მეუღლე - კ--- ჯ----- წასულიყო აღნიშნულ სამუშაოებზე დუბაიში, რაზეც იქვე მყოფი კ--- ჯ-----ც სიხარულით დასთანხმდა. ამ პროგრამის შესახებ მოწმემ უამბო თავის ოჯახის წევრებს, შემდეგ ქმრის ბიძაშვილებს და მათგან ეს ამბავი გავრცელდა მთელ სოფელში. ეს ინფორმაცია ასევე გაუვრცელებიათ მ-------- ბ------ესთან მყოფ სტუმრებს თავიანთ ახლობლებში. ამის შემდეგ მასთან სახლში მოდიოდნენ თანასოფლელები და ეკითხებოდნენ აღნიშნული დასაქმების რეალობის შესახებ. მათი თხოვნით, მოწმემ დ---- ს-----------ე შეახვედრა სამუშაოებზე წამსვლელ მისივე თანასოფლელებს, სადაც დ----მ პირადად გააცნო ამ პირებს ქალაქ დუბაიში არსებული დასაქმების ზემოაღნიშნული პირობები. ვინც თანახმა იყო, მათ დ---- ს-----------ეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხეს თანხები. მოწმე განმარტავს, რომ როდესაც 4000 აშშ დოლარი სრულად გადაურიცხა დ---- ს-----------ეს აშშ-ის ვიზის მიღებაში დახმარებისათვის, თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოში უნდა მისულიყო 2016 წლის 14 იანვარს, მაგრამ დ----ს რაღაც არგუმენტით ამ თარიღმა გადაიწია 2016 წლის თებერვალში, რა დროსაც დ----მ შესთავაზა აშშ-ს ნაცვლად დუბაიში დასაქმება, სადაც ექნებოდა მაღალი ანაზღაურება - 150 აშშ დოლარი დღეში, რის გამოც მოწმემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე და დასთანხმდა დუბაიში სამუშაოდ წასვლას. ამასთან, დ---- ს-----------ე დაჰპირდა მისთვის მიცემული 4000 აშშ დოლარიდან 2500 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას. დ---- ს-----------ემ და მამამისმა დ------ ს-----------ემ დაამზადებინა იმ პირთა დუბაიში გასამგზავრებელი ვიზები, ვინც დ----ს თანხები გადაუხადა და მათი ნაწილი წაიყვანა კიდეც 21 თებერვალს ქალაქ დუბაიში. მოწმე დუბაიში უნდა გამგზავრებულიყო 2016 წლის მარტში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ქალაქ დუბაიში მყოფ დ---- ს-----------ის მიერ წაყვანილ პირებს იქ შეექმნათ პრობლემები, მათ ვიზებს, რომლებიც სამუშაოს ნაცვლად აღმოჩნდა ტურისტული, გასვლიათ ვადა და ვერც მუშაობა დაიწყეს. ამის გამო ის აღარ წავიდა დუბაიში და დღემდე დ---- ს-----------ეს არც 4000 აშშ დოლარი დაუბრუნებია მისთვის. მოწმემ გამოძიებას წარუდგინა დ---- ს-----------ის სახელზე გადარიცხული 4000 აშშ დოლარის ქვითრები და საბანკო ამონაწერი. მოწმე ითხოვს დ---- ს-----------ისაგან მისი კუთვნილი 4000 აშშ დოლარის დაბრუნებას(ტ.1. სფ. 140-147).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ვ------გ კ-----ს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მცხოვრები მეზობლებიდან შეიტყო, რომ ა------ ვ---------ის ოჯახის ახლობელი ვინმე დ---- ს-----------ე ასაქმებდა ხალხს ქალაქ დუბაიში. ის დაინტერესდა ამ საკითხით და მივიდა მასთან, რათა დაეზუსტებინა დეტალები. 2016 წლის 12 იანვარს ა------ ვ---------ესთან ერთად წავიდა ქალაქ ქუთაისში კ--------ს ქუჩაზე N58-ში მდებარე დ---- ს-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა თვითონ დ---- და მან უთხრა, რომ იგი მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში, ახდენდა მსურველების წაყვანას ქალაქ დუბაიში სამშენებლო სამუშაოებზე და თითოეულ დასაქმებული დღეში მიიღებდა 150-180 ა.შ.შ. დოლარს. დ----მ უთხრა, რომ თავადვე იღებდა პასუხისმგებლობას გასამგზავრებელ საკითხებთან დაკავშირებით, თავადვე წაყვებოდა დუბაიში და ყველაფერ ამაში ითხოვდა 1500 ა.შ.შ. დოლარს. მოწმემ დ----ს უთხრა, რომ პროფესიით იყო მზარეული და ჰკითხა თუ იქნებოდა მისი სამუშაო, რაზეც დ----მ უპასუხა, რომ მზარეულიც ესაჭიროებოდა, მხოლოდ ხელფასი ნაკლები იქნებოდა - დღეში 150 ა.შ.შ. დოლარი. მისთვის პირობები მისაღები აღმოჩნდა და მეორე დღეს 13 იანვარს ა------ ვ---------ესთან ერთად მის საცხოვრებელ ბინაში გადასცა დ---- ს-----------ეს ხელზე 1200 ა.შ.შ. დოლარი და პასპორტი, ხოლო დარჩენილი 300 ა.შ.შ. დოლარიდან 200 ა.შ.შ. დოლარი მოგვიანებით გადასცა, 100 ა.შ.შ. დოლარზე კი უთხრა, რომ მუშაობის პერიოდში მისცემდა დუბაიში. 2016 წლის 21 თებერვალს ქალაქ თბილისის აეროპორტიდან დუბაიში წავიდნენ საერთო ჯამში დაახლოებით 34 ადამიანი სოფელ პატრიკეთიდან, ასევე - დ---- ს-----------ე, მისი მცირეწლოვანი შვილი და მამამისი დ------ ს-----------ე. დ----მ ისინი დააბინავა ერთ-ერთ სასტუმროში 5 დღის განმავლობაში, ხოლო თვითონ კი სხვა სასტუმროში დაბინავდა შვილთან და მამამისთან ერთად. შემდეგ ყველანი გაანაწილა კერძო ბინებში. ცხოვრობდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში. დ---- ს-----------ე იქ ყოფნის დროს პერიოდულად დადიოდა მათთან, ეუბნებოდა, რომ წარმოიშვა რაღაც პრობლემები და უნდა დალოდებოდნენ სამსახურის საკითხების გარკვევას. ასევე, იგი დროის გაყვანის მიზნით ითხოვდა პასპორტის ასლებს და უთხრა, რომ წაიყვანდა სისხლის ანალიზების ასაღებად, რაც საჭირო იყო ახალი ვიზის ასაღებად. დ---- ს-----------ემ ასევე უთხრა, რომ აღარ ხერხდებოდა სამთვიანი ვადით დუბაიში დასაქმება და ემირატები ითხოვდა სამწლიან სამუშაო კონტრაქტს, რისთვის უნდა დაემატებინა 3000 ამერიკული დოლარი და მას ეტაპობრივად გაისტუმრებდნენ ხელფასიდან. მაშინ მიხვდნენ, რომ ყველანი აღმოჩნდნენ თაღლითობის მსხვერპლი. იქ ყოფნის პერიოდში შეხვდნენ დუბაიში მყოფ ქართველებს, რომლებმაც ნახეს მათი ვიზები და უთხრეს, რომ გასული იყო მოქმედების ვადა, კანონდარღვევით იმყოფებოდნენ ემირატების ტერიტორიაზე და თუ პოლიცია გააჩერებდა, დააჯარიმებდა. ასევე შეიტყვეს, რომ ვიზები რომელიც დ---- ს-----------ემ დაუმზადა იყო ტურისტული და არა სამუშაო ვიზები. საერთო ჯამში ქალაქ დუბაიში იყვნენ 37 დღე, თუმცა სამუშაო ვერცერთმა დაიწყო. იქ ყოფნის პერიოდში ყველას ძალიან გაუჭირდა, არ ჰქონდათ საკვები, კვების ხარჯებს იხდიდნენ პირადად და ეხმარებოდნენ დუბაიში მყოფი ქართველები. ქალაქ დუბაიდან 2016 წლის 29 მარტს გამოემგზავრნენ საქართველოში. გამოსამგზავრებელი თანხა და ვიზის დარღვევის ჯარიმა გადაიხადა დ---- ს-----------ის ოჯახმა. დ---- ს-----------ის თაღლითობის შედეგად მიადგა 1400 ამერიკული დოლარის ზიანი. (ტ.1 ს.ფ.8-9)
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ზ---- ბ--–----ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის დეკემბერში სოფელ პატრიკეთში მცხოვრები ნათესავებიდან შეიტყო, რომ ვინმე დ---- ს-----------ე საზღვარგარეთ ასაქმებდა საქართველოს მოქალაქეებს და მიჰყავდა დუბაიში სამუშაოდ ჯგუფები. შეიტყო, რომ დ---- ს-----------ე ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში კ--------ს ქუჩა N58-ში, სადაც მივიდა მასთან დასალაპარაკებლად. დ----მ უთხრა, რომ დასაქმება შეეძლო დუბაიში სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებში. მისი თქმით მოთხოვნა იყო მხოლოდ დამხმარე მუშებზე. ასევე უთხრა, რომ გაუკეთებდა სამთვიან ვიზას მუშაობის უფლებით, ჩასვლიდან მეორე დღესვე გავიდოდა სამუშაოდ სამშენებლო ობიექტზე. ხელფასის ოდენობა იქნებოდა 150-170 აშშ დოლარის ექვივალენტი. ასევე შეთანხმება მოიცავდა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფასაც, თუმცა, დ---- არ ასახელებდა კომპანიის სახელს, რომელსაც უნდა მოეხდინა ბინით უზრუნველყოფა. დ---- ს-----------ემ ქალაქ დუბაიში დასაქმებაში და იქ გამგზავრებაში მოსთხოვა 1500 აშშ დოლარი. მოწმე დასთანხმდა და რამდენიმე დღეში ა------ ვ---------ის თანდასწრებით დ----ს გადასცა 1500 ა.შ.შ. დოლარი და პასპორტიც. 2016 წლის 22 თებერვალს თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავით გაფრინდნენ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ სარჟაში სხვა დასაქმების მსურველ პირებთან და დ---- ს-----------ესთან ერთად, საიდანაც ჩავიდნენ დუბაიში და დ----მ დააბინავა სასტუმროში. შემდეგ უთხრა, რომ სამშენებლო ფირმის მოთხოვნით უნდა წასულიყვნენ სისხლის ანალიზების ასაღებად. ასევე აუხსნა, რომ დუბაიში ვითარება შეიცვალა და საჭირო იყო პროფესიონალი ხელოსნები, რომ იყო რაღაც გართულება ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებთან, ხელისუფლებასთან და მუშაობას მალე ვერ დაიწყებდნენ. დ---- ს-----------ე დუბაიში ყოფნის დროის პერიოდულად დადიოდა მათთან და დროის გაყვანის მიზნით ასევე სთხოვდა პასპორტის ასლებს, უთხრა, რომ აღარ ხერხდებოდა სამთვიანი ვიზის ვადით დუბაიში დასაქმება და ემირატები ითხოვდა სამწლიან სამუშაო კონტრაქტს და ვიზას, რის გამოც უნდა დაემატებინა თითოეულ ადამიანს 3000 ამერიკული დოლარი და მას მუშაობის პერიოდში ეტაპობრივად გადაიხდიდნენ. დუბაიში ყოფნისას შეხვდნენ იქ მყოფ ქართველებს, რომლებმაც ნახეს მათი ვიზები და უთხრეს რომ მათ ვადა გასული ჰქონდა და თუ პოლიცია გააჩერებდა, სოლიდური თანხით დაჯარიმდებოდნენ. ისინი იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში, რადგან არც ფული ჰქონდათ და არც საკვები, რის შესახებაც შეატყობინეს ოჯახის წევრებს. მათი ოჯახის წევრები მივიდნენ ქალაქ ქუთაისში დ---- ს-----------ის საცხოვრებელ სახლში და დ----ს მშობლებს უთხრეს თუ რა ვითარებაში იყვნენ ისინი დუბაიში. მათი ძალისხმევით საქართველოდან გადმორიცხეს ჯარიმების და უკან დასაბრუნებელი თანხები. მოწმე 2016 წლის 01 აპრილს დაბრუნდა საქართველოში 5 კაცთან ერთად, ხოლო დანარჩენები სამ ეტაპად დაბრუნდნენ საქართველოში. სულ დ---- ს-----------ის მიერ დუბაიში წაყვანილი იყო 34 კაცი, რომელთაგან ვერცერთს მოუძებნა სამსახური. მითითებული პირებიდან, 19 კაცი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ბინაში, ხოლო მეორე ნაწილი ცხოვრობდა ცალკე, მოშორებით. კვების და სხვა ყოველდღიურ ხარჯებს, იხდიდნენ პირადად და ეხმარებოდნენ დუბაიში მყოფი ქართველები. მოწმეს დ---- ს-----------ის თაღლითობის შედეგად მიადგა 1500 ამერიკული დოლარის ზიანი. (ტ2.ს.ფ.158-160).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ვ------გ ვ---------ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარის თვის დასაწყისში მისი ახლობლის, წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მცხოვრები ა------ ვ---------ისაგან შეიტყო, რომ მისი ოჯახის ახლობელი დ---- ს-----------ე მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში და სამუშაოს მსურველები მიჰყავდა დუბაიში 1500 ა.შ.შ. დოლარად. მოწმე დაინტერესდა და ა------ ვ---------ეს სთხოვა დ---- ს-----------ესთან შეხვედრა. დუბაიში სამუშაოს შესახებ ასევე უთხრა მის მეგობარს გ---- კ------–---ს. 2016 წლის იანვრის თვის ბოლოს ა------ ვ---------ემ ისინი მიიყვანა ქუთაისში კ--------ს ქუჩა N58-ში, სადაც ცხოვრობს დ---- ს-----------ე. სახლში დახვდათ დ---- ს-----------ე, მამამისი დ------ ს-----------ე და დედამისი ც----- ს-----------ე. დ---- ს-----------ემ საუბარში უთხრა, რომ იგი მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში, რომ ეს პროექტი იყო დამტკიცებული პარლამენტის მიერ და ამ საქმეში უშუალოდ ჩართული იყო ქუთაისის მერი შოთა მურღულია. დ----მ დააჯერა ისინი, რომ მას და გ---- კ------–---ს გაუკეთებდა სამ თვიან სამუშაო ვიზას და დაასაქმებდა სამშენებლო კომპანიაში, მშენებლობაზე, დღეში მიიღებდნენ 150-დან 180 ა.შ.შ. დოლარამდე, ასევე სასტუმრო და კვებაც იქნებოდა კომპანიის ხარჯზე. მათ მოეწონათ პირობები და 2016 წლის 22 თებერვალს მან და გ---- კ------–---მ 3000 ა.შ.შ. დოლარი გადაურიცხეს დ---- ს-----------ეს მის პირად ანგარიშზე ქალაქ ქუთაისში ცენტრალური სტადიონის წინამდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ საქართველოს ბანკში მდებარე ჩასარიცხი აპარატის საშუალებით. დ---- ს-----------ემ უთხრა, რომ მას დუბაიში მიჰყავდა პირველი ეტაპი მუშაობის მსურველების, ხოლო მათ დუბაიში წაიყვანდა 2016 წლის 10 მარტს. დ---- მალევე წავიდა ჯგუფთან ერთად დუბაიში, რომლის შემდეგ ის აღარ უნახავს. ინფორმაციას იღებდა ა------ ვ---------ისგან, რომელიც ურეკავდა დ---- ს-----------ის მამას დ------ ს-----------ეს და იგი ეუბნებოდა, რომ მეორე ნაკადი უკვე წაყვანილი იყო და მესამე ეტაპზე წაიყვანდა მათ. გაიგო ისიც, რომ, მის მიერ წაყვანილი ხალხი უმუშევარი იყო დუბაიში და ისინი ბრუნდებოდნენ უკან. 2016 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში მოწმე, ა------ ვ---------ე და გ---- კ------–--- რამოდენიმეჯერ მივიდნენ დ---- ს-----------ის სახლში, სადაც დ----ს მამა დ------ ს-----------ე ეუბნებოდა, რომ პრობლემა არ იყო და მალე წავიდოდნენ დუბაიში სამუშაოდ. ვინაიდან მისი სიმამრი ვ------გ კ----- იყო დ----ს მიერ დუბაიში წაყვანილი და იქ ის იმ დღემდე უმუშევარი იყო გაუსაძლის პირობებში, დ------ ს-----------ეს უთხრეს დაებრუნებინა დ----ზე გადახდილი 3000 ა.შ.შ. დოლარი, რაზეც დ------მა უთხრა, რომ ჩამოვიდოდა დ---- და ის დაუბრუნებდა ფულს. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ მივიდა მათთან სახლში კ--------ს ქუჩაზე, მაგრამ თანხა არავის დაუბრუნებია. მას მიადგა მატერიალური ზიანი 1500 ა.შ.შ. დოლარი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნება. (ტ.2. ს.ფ.18-20).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ო---- ვ---------ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის დეკემბერში, წაყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მცხოვრები ნ---- კ--------ისაგან ცნობილი გახდა, რომ მეზობლად მცხოვრები ი----- ლ-----ის მეგობარი დ---- ს-----------ე საზღვარგარეთ ქალაქ დუბაიში ასაქმებდა ხალხს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. რამდენიმე დღეში წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში ჩავიდა თვითონ დ---- ს-----------ე, ვინაიდან სოფელში მაცხოვრებელ რამდენიმე პირს სურდა წასვლა სამუშაოდ დუბაიში მათ შორის მასაც. ამ შეხვედრას დაესწრო მოწმე და მისი თანასოფლელები: ტ------– ვ---------ე, გ--–- ვ---------ე, გ------- ვ---------ე, ნ-------- გ--------–--ე და სხვა პირები. დინა ს-----------ემ აუხსნა, რომ დუბაიში სამუშაოდ გამგზავრებისათვის საჭირო იყო მისთვის გადაეხადა თითოეულ პირს 1500 აშშ დოლარი, აღნიშნულ თანხაში შედიოდა სამთვიანი სამუშაო ვიზის, ასევე სამგზავრო თვითმფრინავის ბილეთის და თავისი მომსახურების ანაზღაურების თანხაც. ის კი ვალდებულებას იღებდა, რომ დუბაიში ჩასვლიდან 2-3 დღეში უკვე დაიწყებდნენ მუშაობას მშენებლობაზე მუშებად. ასევე დ---- ს-----------ემ იქ მყოფ პირებს ანახა იმ ობიექტების ფოტოები, სადაც უნდა ემუშავათ და ეცხოვრათ. დ---- ს-----------ემ ასევე თქვა, რომ იგი იყო დასავლეთ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რომ საქართველოდან დუბაიში სამუშაოდ პირთა გამგზავრებაში მას ჩართული ჰყავდა ქ.ქუთაისის მერი, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. დ---- ს-----------ე დაჰპირდა იმ პირებს, ვინც სამუშაოდ გაემგზავრებოდა დუბაიში, რომ შრომის ანაზღაურება იქნებოდა ყოველდღიურად 180 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე დღეში მან და მისმა თანასოფლელებმა გადაწყვიტეს სამუშაოდ წასვლა დუბაიში. 2016 წლის იანვრის თვიდან უკვე მსურველებმა დაიწყეს დ---- ს-----------ისათვის დუბაიში გასამგზავრებელი თანხის გადახდა. მისმა მეუღლემ ვენერა სირაძემ ი----- ლ-----ეს აუხსნა, რომ დუბაიში გასამგზავრებელი ფული არ ჰქონდა. თუმცა, ლ-----ემ დაურეკა მისს მეუღლეს და უთხრა, რომ მისი გასამგზავრებელი საბუთები უკვე გამზადებული ჰქონდა დ---- ს-----------ეს და ფულად თანხას დუბაიში გადაუხდიდა დ----ს. 22 თებერვალს მოწმე და სხვა პირები: თანასოფლელები გ--- ჯ----–--ე, გ--- პ--------–---–ი, ლ-–- თ----------ე, ნ--------ი გ--------–--ე, თ------ი თ----------ე, გ--–- ვ---------ე, ხ---- ვ---------ე, ს------ გ-------–--ე, ტ------– ვ---------ე, ასევე სხვა პირები თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავით გაემგზავრნენ ქალაქ დუბაიში. მათთან ერთად წავიდა დ---- ს-----------ე, თავის შვილთან და მამასთან ერთად. დ---- ს-----------ემ ისინი დააბინავა სასტუმრო „როიალტონ ჰოტელში“. დ---- ს-----------ე ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ მალე დაიწყებდნენ მუშაობას, ასევე აღმოჩნდა, რომ მათი ვიზები იყო ტურისტული და არა სამუშაო ვიზები, ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ყველას ჩატარებოდა სისხლის ანალიზი, ასევე, სხვა ტყუილებს იმიზეზებდა, რომ მალე დაიწყებდნენ მუშაობას. ამასობაში მათ ვიზებს ვადა გაუვიდა და ამის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერიცხებოდა. 2016 წლის 27 მარტს ხ---- ვ---------ე დაუკავშირა თავის მეუღლეს ნ---- კ--------ს და უთხრა, რომ მათ ვიზებს გაუვიდა ვადა, რის გამოც ყოველდღიურად ჯარიმები ერიცხებოდა, თანქონებული ფულადი თანხებიც ყველას გამოელიათ და რომ ჯარიმების გადაუხდელობის გამო შესაძლოა დაეპატიმრებინათ. ამის გამო მისი მეუღლე, დუბაიში მყოფ პირთა ნათესავები მივიდნენ დ---- ს-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა დ---- ს-----------ის დედა ც----- ს-----------ე და მამა დ------ ს-----------ე. ც----- ს-----------ემ მათ მეორე დღეს გადასცა ვიზებზე ვადის გასვლის გამო დარიცხული ჯარიმების გადასახდელად ფულადი თანხა 17 270 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოუგზავნეს მას და მის თანმხლებ პირებს, რომლითაც გადაიხადეს ჯარიმები, შეიძინეს თვითმფრინავის ბილეთები და რამდენიმე ეტაპად დაბრუნდნენ საქართველოში. მას მართალია არ გადაუხდია 1500 დოლარი, მაგრამ დაკარგა სამსახური, გაუცდა სამუშაო სეზონი და ვერ მიიღო ანაზღაურება. თუმცა მის გარდა, თითოეულ მათგანს დ----მ გამოართვა ფულადი თანხა სამუშაოდ გასამგზავრებლად და არცერთს არ დაუბრუნა უკან. (ტ.1.ს.ფ.67-69).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ვ------- ქ------–--ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, დ---- ს-----------ის შესახებ შეიტყო მისი მეგობრის ი----- ჭ------ს საშუალებით, რომელმაც 2015 წლის ბოლოს ზამთრის პერიოდიდან დაიწყო მზადება დუბაიში სამუშაოდ გასამგზავრებლად. მანვე უთხრა, რომ დამსაქმებელი იყო ქუთაისში მცხოვრები ქალბატონი, დ---- ს-----------ე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო პროექტის საშუალებით ასაქმებდა არაბეთის ემირატებში ქალაქ დუბაიში. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში დ---- ს-----------ეს სახლში მიაკითხა მეუღლესთან ნ---- ქ------–--ესთან ერთად. დ---- ს-----------ემ უთხრა, 1500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დაასაქმებდა დუბაიში, მშენებლობაზე. სადაც ანაზღაურება იქნებოდა 160-180 ამერიკულ დოლარამდე დღეში და სამუშაოზე გავიდოდით დუბაიში ჩასვლიდან მეორე ან მესამე დღეს. დ----მ დაარწმუნა, რომ დასაქმება აუცილებლად მოხდებოდა, ვინაიდან ეს საკითხი იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან, ქალაქ ქუთაისის მერიასთან და თავად დ---- ს-----------ე იყო საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, გაუჩნდა ნდობა დ---- ს-----------ის მიმართ და დასთანხმდა სამსახურის პირობებს. დაახლოებით თებერვლის ბოლოს დ---- ს-----------ეს მეუღლის თანდასწრებით გადასცა 1500 ამერიკული დოლარი, რომელსაც ესწრებოდა დ----ს მამა დ------ი, ის თავის მხრივ არწმუნებდა, რომ მისი შვილი იყო სახელმწიფო თანამდებობი პირი და საეჭვო არაფერი იყო. მათივე განმარტებით, ასევე მოხდებოდა მუშათა უზრუნველყოფა საცხოვრებელი ბინით და იქნებოდა სამჯერადი კვება. ი----- ჭ------ მასზე ადრე წავიდა ემირატებში, რა დროსაც სკაიპით ჰქონდა მასთან ურთიერთობა. მან უთხრა, რომ დანაპირები სამსახური აღმოჩნდა ტყუილი და დ---- ს-----------ემ მოატყუა ყველა ადამიანი, რომლებიც დარჩენილები იყვნენ დუბაიში სამსახურის გარეშე. ამის გამო 2016 წლის აპრილის დასაწყისში დ---- ს-----------ესთან მივიდა სახლში, სადაც დახვდა დ----ს მამა დ------ი, რომელსაც მოსთხოვა 1500 ამერიკული დოლარის დაბრუნება. დ------მა უთხრა, რომ ვინაიდან იყო კვირა დღე, მისულიყო მეორე დღეს და თანხას სრულად დაუბრუნებდა. ეს საუბარი ჩაიწერა მობილური ტელეფონის საშუალებით, ვინაიდან სურდა ჰქონოდა გარკვეული მტკიცებულება, რასაც წარუდგენს გამოძიებას. ამასთან, დუბაიდან ჩამოსული ხმები ცხადყოფდა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობის ფაქტს. მეორე დღეს ისევ მივიდა ქუთაისში, კ--------ს N 58-ში, რა დროსაც დ------მა უარი უთხრა თანხის დაბრუნებაზე, იმ მოტივით, რომ თანხა არ ჰქონდა.(ტ.1.ს.ფ.169-172).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ი----–---- ბ-----–--ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვრის თვეში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მისი ნათესავის, ი----- ლ-----ისგან ცნობილი გახდა, რომ მის ნაცნობ დ---- ს-----------ეს საზღვარგარეთ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დასასქმებლად მიჰყავდა ხალხი. ის დაინტერესდა და ი----- ლ-----ესთან ერთად მივიდა დ---- ს-----------ესთან საცხოვრებელ სახლში ქ.ქუთაისში მ.კ--------ს ქ. N58-ში. დ---- ს-----------ეს ესაუბრა ი----- ლ-----ის თანდასწრებით. მან უთხრა, რომ მუშაობდა ქუთაისის მერიის ტურისტულ დეპარტამენტში უფროსის თანამდებობაზე, რომ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იგი საზღვარგარეთ, არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში სამშენებლო სამუშაობზე ასაქმებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ანაზღაურება მთელი სამუშაო დღის მანძილზე იქნებოდა დაახლოებით 180 აშშ დოლარი. ასევე უთხრა, რომ დუბაიში გასამგზავრებალდ საჭირო იქნებოდა 1500 აშშ დოლარი, მითითებულ ფულად თანხაში შედიოდა სამთვიანი სამუშაო ვიზის ღირებულება, სამგზავრო თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება და მისი მომსახურების საფასური. ასევე უთხრა, რომ თუკი ჰყავდა ვინმე მშრომელი და პატიოსანი ახლობლები, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ ემუშავათ დუბაიში მშენებლობაზე, მიეყვანა მასთან. მოწმემ შეაგროვა 1400 აშშ დოლარი და პასპორტთან ერთად გადასცა დ---- ს-----------ეს, რასაც ესწრებოდა ი----- ლ-----ე და დ---- ს-----------ის დედა ც----- ს-----------ე. შეუთანხმდა, რომ 100 აშშ დოლარს წასვლისას გადასცემდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დ----სთან მიიყვანა მეგობარი ნ-----–---- გ-------, რომელმაც საქართველოს ბანკის ფილიალიდან სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით დ----ს ჩაურიცხა 1500 აშშ დოლარი და ასევე დამატებით 70 აშშ დოლარი ვიზის სწრაფად დასამზადებლად. 2016 წლის 16 თუ 17 თებერვალს უნდა გამგზავრებულიყო დუბაიში, თუმცა, დედის გარდაცვალების გამო ვერ მოახერხა და დ---- დაჰპირდა, რომ შემდეგ ეტაპზე გაუშვებდა. მოწმე და ნ-----–---- გ------- შემდეგში კვლავ შეხვდნენ დ----ს და მან უთხრა, რომ დუბაიში ჩასვლის შემდეგ გაუკეთდებოდა ორ წლიანი სამუშაო რეზიდენტ ვიზები, რომელთა საფასური 3000 აშშ დოლარი თითოეულს ორ ეტაპად მუშაობის დაწყებიდან ორ თვეში უნდა გადაეხადა. ისინი ამბის გასაგებად ტელეფონით უკავშირდებოდნენ ი----- ლ-----ეს, რომელიც ეუბნებოდა, რომ დ---- ს-----------ე დუბაიში იმყოფებოდა და იქ მალე უნდა დაესაქმებინა სამუშაოდ ჩაყვანილი პირები, რომ კანონმდებლობა შეიცვალა დუბაიში მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით და ამან წარმოშვა რაღაც შეფერხებები, რაც მალე აღმოიფხვრებოდა. ამის შემდეგ მოწმემ და მისმა მეგობარმა ნ-----–---- გ-------მ დ----ს თხოვნით თავიანთი სურათები დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი მიუტანეს სახლში დ---- ს-----------ის დედას ც----- ს-----------ეს. ც-----მ აუხსნა, რომ თუკი ისინი ვერ გაემგზავრებოდნენ დუბაიში, დ---- ს-----------ე დაუბრუნებდა გადახდილ ფულად თანხას. ამ საუბარს ესწრებოდა ნ-----–---- გ-------, ი----- ლ-----ე, ასევე იქ მყოფი უცნობი პირებიც, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ დ---- ს-----------ის საქციელით და ამბობდნენ, რომ მათ ნათესავებს, რომლებიც დუბაიში დ---- ს-----------ემ წაიყვანა, მუშაობა ვერსად დააწყებინა დ----მ, უკვე ვიზებსაც ვადა გაუვიდათ და პრობლემები ჰქონდათ ამის გამო. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ მიხვდა, რომ იყო თაღლითობის მსხვერპლი, დ---- ს-----------ე მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას, რის შედეგადაც მას მიადგა 1400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი(ტ.1.ს.ფ.161-165).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული გ------- გ-------ძის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარის თვის დასაწყისში ნახა მისი ახლობელი გ---- გ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ იცნობდა დ---- ს-----------ეს, რომელიც მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში და სამუშაოს მსურველები მიყავდა დუბაიში 1500 ა.შ.შ. დოლარად. მოწმე დაინტერესდა დუბაიში წასვლით და სთხოვა შეეხვედრებინა დ---- ს-----------ეს. დუბაიში სამუშაოს შესახებ ასევე უთხრა მის მეგობარს პ---- გ----------ს, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში ნიკეაზე და მანაც გამოთქვა დუბაიში სამუშაოდ წასვლის სურვილი. 2016 წლის იანვრის თვის შუა რიცხვები იქნებოდა, მოწმე, პ---- გ---------- და გ---- გ-------ე მივიდნენ დ---- ს-----------ესთან სახლში ქუთაისში, კ--------ს ქუჩა N58-ში, სადაც მისვლისას სახლში დახვდათ დ---- ს-----------ე, მამამისი დ------ ს-----------ე და დედამისი ც----- ს-----------ე. დ---- ს-----------ემ საუბარში უთხრა, რომ იგი მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში და იყო დასავლეთ საქართველოში უფროსი, ასევე იყო რაღაც პროექტი რომელიც დამტკიცებული იყო პარლამენტის მიერ და ამ საქმეში ასევე უშვალოდ ჩართული იყო ქუთაისის მერი შოთა მურღულია. დ---- ს-----------ემ გვითხრა, რომ გაგვიკეთებდა სამ თვიან სამუშაო ვიზას და ასევე მისი დაპირება იყო, რომ საათში მიიღებდნენ 18-დან 20 ა.შ.შ. დოლარამდე. სამუშაო იქნებოდა სამშენებლო კომპანიაში, კერძო მშენებლობაზე. ასევე უთხრა, რომ სამ თვეში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ვინაიდან იქ იწყებოდა ძლიერი სიცხეები და შემდეგ ისევ სექტემბერში წავიდოდნენ სამუშაოდ. დ----მ უთხრა სასტუმრო იქნებოდა კომპანიის ხარჯზე და მათიკვების ფულსაც კომპანია იხდიდა. მათ მოეწონათ პირობები და შეუთანხმდნენ თანხის გადაცემაზე. 2016 წლის იანვრის თვის ბოლოს მოწმემ, გ---- გ-------ემ და პ---- გ----------მ დ---- ს-----------ეს თავის საცხოვრებელ სახლში კ--------ს ქუჩა N58-ში მიუტანეს და ხელზე გადასცეს 4500 ა.შ.შ. დოლარი. ასევე, დ---- ს-----------ეს დაუტოვეს პასპორტები, რათა დაემზადებინა სამთვიანი სამუშაო ვიზები. 2016 წლის 21 თებერვალს წავიდნენ თბილისში და აეროპორტში შეხვდნენ დ---- ს-----------ეს, რომელსაც თან ახდა მამამისი დ------ ს-----------ე და თავისი მცირეწლოვანი შვილიც. დ----მ მისცა პასპორტები, სადაც ნახა, რომ ვიზა იყო ერთ თვიანი და ამის შესახებ უთხრა მას. დ----მ უთხრა, რომ ვიზების ვადა გაგრძელდებოდა დუბაიში და არანაირი პრობლემა არ იყო. 2016 წლის 22 თებერვალს სულ 35 კაცი გადაფრინდნენ სამუშაოდ დუბაიში. როგორც შემდეგ გაიცნო, ისინი ძირითადად იყვნენ წყალტუბოს რაიონი სოფელ პატრიკეთში მცხოვრებნი. სასტუმროში გაჩერდნენ რამდენიმე დღე, ხოლო შემდეგ კი დ----მ გადაანაწილა მის მიერ დაქირავებულ ორ ბინაში, სადაც ერთში იყვნენ 15 კაცი, მეორეში კი 19 კაცი. ბინაში გაუსაძლის პირობებში იყვნენ 02 მარტიდან წამოსვლამდე. თავიანთი თანხებით ყიდულობდნენ საკვებს და სხვა საჭირო საოჯახო ნივთებს. დ---- ყოველდღე სხვადასხვა მიზეზებს ეუბნებოდა, რომ ამ ვიზებით ვერ ახერხებდა სამსახურში მათ გაყვანას, რომ სამ წლიანი ვიზები იყო საჭირო, რაშიც მოითხოვა 3000 ა.შ.შ. დოლარის დამატება სამსახურის დაწყების შემდეგ, რომელიც მუშაობის პერიოდში უნდა გაესტუმრებინათ ორი თვის განმავლობაში. ორი კვირის მანძილზე დ----მ ამ ტყუილებით გააჩერა წაყვანილი ხალხი. ამასობაში ვიზის ვადაც გავიდა და ერიცხებოდათ ჯარიმები, რისი გადახდის საშუალებაც არავის ჰქონდა. დ---- ს-----------ემ მარტის თვის 24-25 რიცხვში მოწმე, ნ-------- გ--------–--ე და დ----- ნ----–------ე წაიყვანა ქალაქ დუბაიში ერთ-ერთ უბანში, რომელსაც ერქვა „BLOCK“-I, მიიყვანა მაღალსართულიან შენობასთან, რომელსაც ეწერა „Platinium Tower“ და შეახვედრა ორ პიროვნებას. მისი გადმოცემით ისინი იყვნენ დამსაქმებლები, მაქსიმი იყო უფროსი, ხოლო მეორე პიროვნება იყო ალექსი ინჟინერი. მათ დაუსვეს რამოდენიმე კითხვა, კერძოდ, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება შეეძლოთ, რაზეც უპასუხეს. ბოლოს მათ უთხრეს, რომ ხვალ დ---- წაიყვანდა ობიექტის სანახავად. რამდენიმე დღეში დინამ უთხრა, რომ მომზადებულიყო ობიექტზე წასასვლელად. მოწმემ დ----ს აჩვენა თავისი პასპორტი, რომლის ვადა იყო გასული და უთხრა, რომ ტყუილებს ამბობდა, არავითარი სამუშაო არ იყო და მათ დაიჭერდნენ. დ---- ამბობდა, რომ ვიზებს ვადა არ ჰქონდა გასული. მის დასარწმუნებლად დაურეკეს იქ მცხოვრებ ქართველებს: მ---ს, მ----ს და მ---ს. მათი მოსვლის შემდეგ დ----ც მიხვდა, რომ ვეღარ მოატყუებდა, რასაც მოჰყვა კამათი. დ----მ აღიარა, რომ მის ბინასაც დაქირავების ვადა გაუვიდა და იქ ვეღარ ბრუნდებოდა. ამის შემდეგ დ---- ს-----------ე მათთან ერთად იმყოფებოდა იმ ბინაში საქართველოში წამოსვლამდე დაახლოებით 8-9 დღის განმავლობაში. ვინაიდან ყველას და თავად დ----საც ვიზაზე ვადა გასული ჰქონდათ და ჯარიმები ერიცხებოდათ, გააგებინეს საქართველოში თავიანთ ოჯახის წევრებს, რომელთა დახმარებით და ძალისხმევით მოხერხდა დ---- ს-----------ის მამისგან დ------ ს-----------ისგან უკან დასაბრუნებელი თანხების გადმორიცხვა. 2016 წლის 04 აპრილს დუბაიდან დაბრუნდნენ დ---- ს-----------ესთან ერთად სულ 25 კაცი თბილისის აეროპორტში, საიდანაც დ---- წაიყვანეს პოლიციის თანხლებით და მის შემდეგ დ---- ს-----------ე აღარ უნახავს. მოწმის განმარტებით, მას მომადგა მატერიალური ზარალი 1500 ა.შ.შ. დოლარი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას. (ტ.2.ს.ფ.68-71)
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ი-----–- ს----ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის თებერვლის ბოლოს ი----- ლ-----ემ უთხრა, რომ მას ჰყავდა მეგობარი დ---- ს-----------ე, რომელსაც ხალხი მიყავდა სამუშაოდ ქალაქ დუბაიში, სადაც იყო კარგი ანაზღაურება. ასევე უთხრა, რომ დ---- მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში. პირობების დასაზუსტებლად მივიდა დ---- ს-----------ესთან სახლში ქალაქ ქუთაისში კ--------ს ქუჩა N58-ში, სადაც დახვდა დ---- ს-----------ე. მან უთხრა, რომ დუბაიში სამუშაო იყო სამშენებლო კომპანიაში დამხმარე მუშად და საათობრივი ანაზღაურება იქნებოდა 18 ა.შ.შ. დოლარი. ასევე უთხრა, რომ იგი მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში, ეს პროექტი იყო დაგეგმილი და ამ საქმეში ასევე ჩართული იყო ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია. დ----მ უთხრა, რომ ის გაუკეთებდა სამ თვიან ვიზას, ხოლო საბუთების მოგვარებასა და დუბაიში წაყვანაში მოითხოვა 1600 ა.შ.შ დოლარი. 2016 წლის 25 თებერვალს ი----- ლ-----ის მეშვეობით რიკო კრედიტის ოფისიდან მისი სახელით დ---- ს-----------ის ანგარიშზე გადარიცხეს 1600 ა.შ.შ. დოლარი. გადარიცხვა გაკეთდა ი----- ლ-----ის სახელით. ი-----მ უთხრა, რომ დ---- ს-----------ე წასული იყო დუბაიში და წაყვანილი ჰყავდა ჯგუფი სამუშაოდ, საიდანაც დაბრუნდებოდა ერთ კვირაში. ამის შემდეგ დასცილდა ი-----ს რომელსაც პერიოდულად ურეკავდი ტელეფონზე და კითხულობდა მისი დუბაიში გამგზავრების საკითხს. ი----- ეუბნებოდა, რომ ჯერ დ---- ს-----------ე არ იყო ჩამოსული. შემდეგ მან სხვებიდან შეიტყო, რომ დ---- ს-----------ემ დუბაიში წაყვანილი ხალხი ვერ დაასაქმა და ისინი უმუშევრები იყვნენ მძიმე პირობებში. მოწმემ დაურეკა ი----- ლ-----ეს და უთხრა ამ ამბის შესახებ, რათა გაერკვია რა ხდებოდა და დაებრუნებინა მის მიერ გადარიცხული 1600 ა.შ.შ. დოლარი. 2016 წლის მარტის თვის შუა რიცხვები იქნებოდა, გაიგო, რომ დ---- ს-----------ე იყო ჩამოსული და წავიდა მის სანახავად სახლში, სადაც მისვლისას დახვდა მასავით მოტყუებული ხალხი, რომლებიც ითხოვდნენ თანხების დაბრუნებას. შემდეგ რამოდენიმეჯერ მივიდა დ---- ს-----------ის სახლში, მაგრამ არც დ---- და არც მამამისი აღარ უნახავს. დ----ს არ დაუბრუნებია არც პასპორტი და არც მისი 1600 ა.შ.შ. დოლარი, რითაც მიადგა მატერიალური ზარალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას.(ტ.2. ს.ფ.12-14)
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ი----- ჭ------ს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელის თებერვლის თვეში ტყიბულში შეიტყო, რომ ქუთაისში იყო ვიღაც დ---- ს-----------ე, რომელსაც 1500 ა.შ.შ. დოლარად სამუშაოდ მიჰყავდა ხალხი ქალაქ დუბაიში. მოწმემ დაურეკა მის ახლობელს მ-------- ბ------ეს და ჰკითხა თუ იცნობდა ასეთ პიროვნებას. მ-------- ბ------ემ უთხრა, რომ იცნობდა დ---- ს-----------ეს კარგად, ასევე მისი მეუღლე კ------- ჯ-----ც იყო წასული დუბაიში სამუშაოდ და მას ვიზა გაუკეთა დ---- ს-----------ემ. 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვები მოწმე ჩამოვიდა ქუთაისში მ-------- ბ------ესთან თავის საცხოვრებელ სახლში და მას უთხრა, რომ არ ჰქონდა თანხა და თუ შეძლებდა თვითონ დახმარებას. მ--------მ უთხრა, რომ მას ჰქონდა მანქანის საყიდელი ფული და მისცემდა დროებით. თან დაჰპირდა, რომ დუბაიდან გამოუგზავნიდა მის მიერ ნასესხებ თანხას. მ--------მ ის წაიყვანა დ---- ს-----------ესთან სახლში, რომელიც მდებარეობს კ--------ს ქუჩა N58-ში, სადაც დახვდათ დ---- ს-----------ე და მისი მამა დ------ ს-----------ე. დ---- ს-----------ემ უთხრა, რომ დღეში ექნებოდა 150 ა.შ.შ. დოლარი და სამუშაო იქნებოდა მშენებლობაზე, ასევე გაუკეთდებოდა სამ თვიანი სამუშაო ვიზა, კომპანიის ხარჯზე იქნებოდა კვება და საცხოვრებელი ფართიც. მანვე უთხრა, რომ იყო ტურისტული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი თბილისში და ასევე ამ საქმეში იყო რამოდენიმე მაღანჩინოსანი ჩართული. კონკრეტულად ვინმეს სახელი და გვარი არ უთქვამს. მ-------- ბ------ემ დ---- ს-----------ეს მის თვალწინ გადასცა ხელში 1500 ა.შ.შ. დოლარი მისი დუბაიში სამუშაოდ წაყვანის თანხა. მან ასევე გადასცა პასპორტი და მ--------სთან ერთად წამოვიდნენ დ----ს სახლიდან. 2016 წლის 16 მარტს 13 კაცი გადაფრინდნენ დუბაიში სამუშაოდ. მათ დახვდა დ---- ს-----------ე და ისინი წაიყვანა სასტუმროში, სულ აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ 20 ადამიანი. ბინაში იყო გაუსაძლისი პირობები: არ ჰქონდათ საწოლები, უწევდათ იატაკზე წოლა და ასევე თავიანთი ხარჯით საკვების ყიდვა. იქვე შეიტყო, რომ ერთი თვის წინ ჩასული ხალხიც არ ჰყავდა დასაქმებული დ---- ს-----------ეს, რომლებსაც ვიზის ვადა ჰქონდათ გასული და იყვნენ ჯარიმებზე, სანამ იმ ჯარიმებს არ გადაიხდიდნენ ვერ ბრუნდებოდნენ საქართველოში. ამის გამო, 2016 წლის 26 მარტს იმ ბინაში მცხოვრები 20-ვე პიროვნება დაბრუნდნენ საქართველოში. დ----ს ქმედებით მატერიალური ზიანი მიადგა მისი ოჯახის ახლობელს მ-------- ბ------ეს, რომელმაც მისი გასამგზავრებელი თანხა 1500 ა.შ.შ. დოლარი გადაუხადა მის თვალწინ დ---- ს-----------ეს.(ტ.1. ს.ფ.166-168)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- კ--------ის ჩვენებით, მოწმის სახით ჰყავს გამოკითხული დ---- ს-----------ე და რამდენიმე მოწმე, რომლებიც დ---- ს-----------ის წინააღმდეგ იძლეოდნენ თაღლითობის მამხილებელ ჩვენებას. ასევე, ამოღებულ იქნა ერთ- ერთი მოწმის დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერი. მის მიერ გამოკითხული პირებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები დუბაიში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში წაიყვანეს სამუშაოდ, დ---- ს-----------ე როგორც სხელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი დაპირდა ხალხს, თუმცა, შესაბამისი დაპირებული სამუშაო პირობები არ აღმოჩნდა და ამ ხალხის დასაქმება არ მოხდა. მან ვ------- ქ------–--ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერის ამოღება და დათვალიერება მოახდინა. ჩანაწერის შინაარსი ეხებოდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, თანხის გამცემი ითხოვდა დ---- ს-----------ის მამისგან - დ------ისგან რომ თანხა დაბრუნებულიყო, რაზეც ის პასუხობდა, რომ უნდა მიბრძანებულიყვნენ გარკვეულ თარიღს და დაუბრუნებდა ფულს. მასთან არ წარუდგენიათ რაიმე დოკუმენტი, რომ ამ საუბრის შემდეგ დაუბრუნდა გარკვეული თანხა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ------------- ბ----------ს ჩვენებით, მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–----------------------–---ში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნენ პირები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები ამ საქმეში. სხვადასხვა პირი ასახელებდა სხვადასხვა მიზეზს, თუ როგორ გაიცნეს დ---- ს-----------ე, მაგრამ მსგავსი იყო დ---- ს-----------ის დაპირებები დასაქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ის ასაქმებდა პირებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში მშენებლობებზე, დ---- ს-----------ეს უნდა წაეყვანა ეს ხალხი დასასაქმებლად მშენებლობებზე, სადაც ყოველდღიური გასამრჯელო ამ პირებისთვის იქნებოდა 150-დან 180 დოლარამდე, ისინი დამსაქმებელი კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი იქნებოდნენ ბინითა და საკვებით. ამ პირებს დ---- ს-----------ის მოთხოვნით უნდა გადაეხადათ 1500 დოლარი. თანხები გადაიხადეს დასაქმების მსურველმა პირებმა. წასვლა უნდა მომხდარიყო 2016 წლის დასაწყისში, იანვარში. წაიყვანა კიდეც ნაწილი ჯგუფისა დუბაიში, თავიდან ჩაფრინდნენ ქალაქ სარჯაში, შემდეგ იქიდან დუბაიში, სადაც ეს პირები მიიყვანა სასტუმროში და იქ დააბინავა, სასტუმროს ქირას იხდიდა თვითონ დ---- ს-----------ე, ნაწილი ამბობს, რომ საკვების ფულს დ---- იხდიდა, ნაწილი კი ამბობს, რომ თავად ყიდულობდნენ საკვებს. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დ---- ს-----------ემ ვერ დაასაქმა ვერც ერთი მათგანი დუბაიში. ამ პირებმა დუბაიში ყოფნისას, იქ გაცნობილი ქართველებისგან შეიტყვეს, რომ მათ ვიზებს ვადა გადიოდა და თუ დროზე არ დაბრუნდებოდნენ საქართველოში, ადგილობრივ პოლიციას შეეძლო მათი დაჯარიმება და დაკავება ვიზების გადაცილების გამო. ვინაიდან ვერ მოხდა დასაქმება, ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და ითხოვეს მათ მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებას. იყო მხოლოდ ერთი პირი, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია, ეს იყო ი----- ლ-----ე, რომელიც აღმოჩნდა დ---- ს-----------ის სტუდენტობის მეგობარი, ერთ-ერთი შეხვედრის დროს დ---- ს-----------ემ მას უთხრა, რომ შეეძლო მისი გაშვება სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიღაც პირების დახმარებით, მან სთხოვა დ---- ს-----------ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ გაშვება, რისთვისაც მას დ---- ს-----------ემ გამოართვა 4000 აშშ დოლარი, რაც გადაარიცხინა სხვა პირის სახელზე. ვის ანგარიშზეც ი----- ლ-----ემ ჩარიცხა 4000 დოლარი, არ დაკითხულა. ის ქალბატონი იმყოფება საბერძნეთში, დ----ს უთქვამს, რომ ამ ქალისგან ჰქონდა მინდობილობა ამ ანგარიშის გამოყენებაზე. ვერც ეს დაპირება შეასრულა დ----მ. როდესაც წამოიწია დუბაიში დასაქმების თემამ, დ----მ უთხრა მას, რომ ამერიკის ნაცვლად გაუშვებდა დუბაიში. რაზეც დასთანხმდა ი----- ლ-----ე, შეთანხმდნენ, რომ გადახდილი 4000 დოლარიდან 1500 დოლარს დაიტოვებდა დ---- ს-----------ე, ხოლო 2500 დოლარს დაუბრუნებდა უკან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2015 წლის დეკემბერში, დ---- ს-----------ე სტუმრად იყო საერთო ამხანაგთან, იქ იყო ი----- ლ-----ე და კიდევ სხვა პირებიც. იქ უთქვამს დ---- ს-----------ეს, რომ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას წარუდგენია ის მერიის ტურიზმის სამსახურის უფროსად და უნდა მომხდარიყო მისი წარდგენა ამ თანამდებობაზე ოფიციალურად, რომ ის იყო ტრენინგებზე წასული დუბაიში. შემდეგ დ---- ს-----------ეს ხვდება ი----- ლ-----ე სხვა პირებთან ერთად შობის დღესასწაულზე, სადაც დ---- მათ ეუბნებოდა, რომ გადაიყვანეს მერიის ტურიზმის სამსახურიდან ტურიზმის დეპარტამენტში და ჩააბარეს რამდენიმე რეგიონი, ეს ინფორმაციაც აღმოჩნდა ტყუილი - მერიიდან და ტურიზმის დეპარტამენტიდან მიიღეს ცნობა, რომ დ---- ს-----------ეს არ უმუშავია მათთან ამ სამსახურში. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---- ს-----------ის ჩვენებით, თურქეთში მგზავრობისას გაიცნო ვინმე თერჯოლელი თამთა, რომელმაც მისცა დუბაიში მოღვაწე ბიზნესმენის ვინმე ალექსის ტელეფონის ნომერი, რომელიც ასაქმებდა ხალხს მშენებლობაზე. ამ პირთა საიდენტიფიკაციო ან საკონტაქტო მონაცემებს არ ფლობს, ის ინტერნეტით დაუკავშირდა ალექსის, რომელიც დაჰპირდა დუბაიში ჩასვლის შემთხვევაში, ხალხის დასაქმებას საათში 20 დოლარის გამომუშავებით. 2015 წლის დეკემბრიდან მან დაიწყო ხალხის შეგროვება, რაშიც დაეხმარნენ ი----- ლ-----ე, მისი მეუღლე ა------ ვ---------ე და და-ძმა ბ------ეები. სამუშაოს მაძიებლებს მისცა თავისი პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ზოგი ურიცხავდა თანხებს, ზოგი პირადად ხელზე აძლევდა, ზოგი კი თანხებს აძლევდა ი----- ლ-----ეს და და-ძმა ბ------ეებს. დ----, თავის მხრივ, ხშირად ეკონტაქტებოდა ალექსის დუბაიში და აყენებდა საქმის კურსში, თუ რა რაოდენობის ხალხი გროვდებოდა. ორი თვის განმავლობაში ეს თანხები ყველა ჰქონდა დ---- ს-----------ეს ხელთ. მას აზრადაც არ მოსვლია ესარგებლა ამ თანხებით საკუთარი ვალებისა და საჭიროებებისათვის, მეტიც, იმ პერიოდში პირადი საჭიროებისთვის რამდენიმე სესხიც კი აიღო. საბოლოოდ, შეგროვდა 35 ადამიანი. შემდეგ ალექსის დაეკითხა ამ რაოდენობის შესახებ და მან მისცა თანხმობა, რომ ისინი უნდა ჩაეყვანა ტურისტული ვიზით, და იქ ადგილზე გაკეთდებოდა რეზიდენტ ვიზები. თავის მხრივ, დ----მ გადაამოწმა ინტერნეტით თუ როგორ კეთდებოდა რეზიდენტ ვიზა და დარწმუნდა ნათქვამის სისწორეში. თუმცა, ის წააწყდა დიდ პრობლემას ვიზების გაკეთების დროს. „ფლაი-დუბაიმ“ და რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ მოითხოვა თითოეულ ადამიანზე 3000 დოლარი დეპოზიტი. შემდეგ მივიდა „თოი-თრეველში“ და შეთანხმდნენ, უნდა გაეკეთებინათ ნოტარიული ხელშეკრულება, სადაც ყოველი მგზავრი მოაწერდა ხელს, თუ დაარღვევდნენ სავიზო რეჟიმს, ისინი თანახმა იქნებოდნენ გადაეხადათ ჯარიმა 3000 დოლარის ოდენობით. მათ შეადგინეს ნოტარიული ხელშეკრულება, სადაც ყველამ მოაწერა ხელი. ნოტარიუსმა ყველას სათითაოდ აუხსნა, თუ რას აწერდნენ ხელს. ამის შემდეგ მან შეიძინა ორმხრივი ბილეთები დუბაიზე, სასტუმრო 6 ღამით და ვიზები. წასვლამდე 2 დღით ადრე მიაწოდა ინფორმაციას ალექსის, თუ რა რიცხვში ჩავიდოდნენ და რომელ სასტუმროში დაბინავდებოდნენ. გამოძიებას ვერ მიაწოდა გვარი, რადგან არ ახსოვდა ზეპირად და იმ დროისთვის უკვე მის გვარს და მის პიროვნებას დ----სთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. გამოძიებას მიაწოდა ტელეფონის ნომერი, პირველივე ჩვენების მიცემის დროს 2016 წლის 13 აპრილს. დუბაიში ჩასვლის შემდეგ ვერ დაუკავშირდა ალექსის. ამ ფაქტმა ძალიან შეაშინა და წაყვანილ ხალხთან მივიდა ატირებული. მან ყველას აუხსნა, რომ ჰქონდათ პრობლემა, რადგან ვერ უკავშირდებოდა მათ დამსაქმებელ ალექსის. პასუხად ყველამ ერთხმად უთხრა, რომ დალოდებოდნენ და თუ არ გამოჩნდებოდა, როგორმე დაესაქმებინა ისინი. ამის შემდეგ დ----მ ინტენსიურად დაიწყო სამუშაოს ძებნა, ფეხდაფეხ მოიარა ის უბანი, სადაც იყო განთავსებული კომპანიები და დადიოდა ყველა მშენებლობაზე. ძებნისას დ----მ გაიცნო და თავისი მდგომარეობის შესახებ მოუყვა ვინმე მაქსს, რომელმაც მისცა ვინმე რ-------ის ტელეფონის ნომერი. დ---- დაუკავშირდა რ-------ს და დათქვეს შეხვედრა. შეხვედრისას რ-------მა გააცნო კომპანიის ინჟინერი ვინმე ალექსეი. გაიარეს ყველა საკითხი დეტალურად და დ----ს დაავალეს მიეტანა ხალხის სია, პასპორტის ფერადი ქსეროასლები და სურათები. რათა წამოეწყოთ დოკუმენტების მომზადება თანამშრომლობისათვის და ამ დოკუმენტების საფუძველზე რეზიდენტ ვიზებისათვის ყველა საჭირო ფორმის შევსება. თან სთხოვეს მიეყვანა რამდენიმე ოსტატ-ხელოსანი, რათა გასაუბრებოდნენ და შეეფასებინათ მათი თეორიული ცოდნა პირველ ეტაპზე. მათ დ----ს დაუთქვეს 3-4 დღის შემდეგ შეხვედრა. ამასობაში, დუბაიში ჩამოვიდა მეორე 20 კაციანი ჯგუფი. მათ უკვე წამოსვლამდე სთხოვა დ----მ, რომ თან ჰქონოდათ სურათი და პასპორტის ასლები. პირველ ჯგუფს გადაუღო სურათები დუბაიში და პასპორტის ფერადი ასლებიც გააკეთეს. ეს ყველაფერი მიიტანა კომპანიაში უკვე ალექსისთან და ყველა დანარჩენ შეხვედრებზე უკვე ეკონტაქტებოდა მას. თუმც, წარმოიშვა სირთულე იმ კუთხით, რომ ვერ გადაწყვიტეს ვინ უნდა წასულიყო პირველ გასაუბრებაზე. კამათის შემდეგ პატრიკეთის ჯგუფმა თავიანთი ხელით დაუწერეს ვის რისი კეთება შეეძლოთ. საბოლოოდ, დ----მ გადაწყვიტა ყველა ბინიდან თითო-თითო პირის წაეყვანა პირველ გასაუბრებაზე. და პატრიკეთის ჯგუფიდან წამოვიდა ტ------– ვ---------ე, სამ-ოთახიანი ბინიდან დ----- ლ---–----ე და შარჯის სამოთახიანი ბინიდან დ----- ნ----–------ე. მივიდნენ კომპანიაში, აიყვანეს მე-15 სართულზე და შეხვდნენ ინჟინერ ალექსეის და იქ მყოფ 2 თანამშრომელს. გასაუბრებამ ვერ ჩაიარა კარგად. 2016 წლის 26 მარტს მისთვის მოულოდნელად დააცლევინეს ორ ოთახიანი ბინა და იძულებული გახდა ხალხი დაუყონებლივ გადაეყვანა სასტუმროში, როდესაც მისი გათვლით 2016 წლის 29 მარტს ყველა მისი ხალხი გადაყავდა კომპანიიდან გამოყოფილ მუშათა დასახლებაში. მეორე დღეს, 2016 წლის 27 მარტს დ----ს დაბარებული ჰყავდა მ----- კ-----–--ე, ნ-------- გ--------–--ე და დ----- ნ----–------ე, რათა წასულიყვნენ კომპანიაში და ხელი მოეწერათ ხელშეკრულებაზე. შეხვედრის ადგილზე მიმავალს შეხვდა დ------–--- გ-----–--ე და ზ----- ც---------–---–ი. მათ უთხრეს, რომ დ----- ლ---–----ე, რომელიც ცხოვრობდა სამოთახიან ბინაში იყო ცუდად და ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. დაუყონებლივ გაეშურა ლ---–----ისკენ, მივიდა ბინაში და დ----- ლ---–----ე დახვდა სრულიად ჯანმრთელი, ანუ დაუგეს მახე და დაატყვევეს 9 დღე. როდესაც მისი მშობლებისთვის გახდა ცნობილი მისი დატყვევების შესახებ, მიმართეს უშიშროებას. ამის შემდეგ დ----ს დედამ დაწერა განცხადება ქალაქ ქუთაისის მთავარ სამმართველოში, რომლის ასლიც არის მტკიცებულებათა ნუსხაში სასამართლოში. 2016 წლის 4 აპრილს ჩამოფრინდნენ საქართველოში. დ---- ს-----------ე არ უარყოფს წაყვანილ პირთაგან და, მათ გარდა, კიდევ 9 პირიდან თანხების აღებას, მხოლოდ არ ეთანხმება ბრალდებას, რომ დ----- ბ------ემ, ი----- ლ-----ემ, კ------- ჯ-----მ და ი----- ჭ------მ გადაიხადეს რაიმე თანხა, ზოგი ანგარიშზე ურიცხავდა, ზოგიც ხელზე აძლევდა. მას არ მოუტყუებია და არ მიუთვისებია ეს თანხები. მართალია, ვერ დაასაქმა ხალხი, მაგრამ მოძებნა ალტერნატიული სამუშაო და მიიყვანა ყველა დეტალი ბოლომდე, თუმცა, არ მისცეს საშუალება ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე და დაატყვევეს. 2016 წლის 28 მარტს 5 ადამიანი, მისი დატყვევების მეორე დღეს წავიდნენ კომპანიაში, სადაც გამოუყვეს მანქანა და მიიყვანეს ვილაზე. ესენი იყვნენ: ა-–---- ჭურღულეიშვილი, გ------- ჯ--------ე, გ------- ჩ-----ე, დ----- დ------ე და ზ----- ც---------–---–ი. როდესაც დ---- ს-----------ე დაბრუნდა დუბაიდან ბავშვის ჩამოსაყვანად ხელთ ჰქონდა 20 ადამიანის ორმხრივი ბილეთებისა და ვიზების, ბინის, საკვების ფული, რაც დაახარჯა შემდეგ ხალხს. მან თანხის ნაწილი დაუბრუნა ბ------ეებს, დ------–--- გ-----–--ეს, გ------- ჩ-----ეს და სხვებს. ვ------ კ-----ს მისცა 18 გრამიანი ოქროს ჯაჭვი, 17 270 დოლარი და 2660 დოლარი მისმა დედამ ც-----მ „ვესტერნით“ გადააგზავნა, რასაც არ უთვლიან დაბრუნებულად. მოწმის თქმით, ამ ხალხს შორის თავადაც იყო სამუშაოს მაძიებელი, მასაც მათთან ერთად უნდა ემუშავა, რადგან ჰქონდა ვალები და უნდა გაეზარდა თავისი შვილი. მას არ მოუტყუებია არავინ, არ მიუთვისებია არავის ქონება და თანხები, მასზედ დაკისრებული დავალება შეასრულა და იპოვა ალტერნატიული სამსახური(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დ---- ს-----------ის საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად მას სარფის გამტარი პუნქტზე უფიქსირდება: 26/06/2011 - გასვლა; 30/06/2011 - შემოსვლა; 31/07/2011 - გასვლა; 04/08/2011 - შემოსვლა; 18/12/2011 - გასვლა; 21/12/2012 - შემოსვლა; 29/11/2015 - გასვლა; 03/12/2015 - შემოსვლა; ასევე, უფიქსირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებში (შარჯა) გაფრენა და მოფრენა, კერძოდ: 19/12/2015 - გასვლა; 25/12/2015 - შემოსვლა; 22/02/2016 - გასვლა; 27/02/2016 - შემოსვლა; 01/03/2016 - გასვლა; 04/04/2016 - შემოსვლა; (ტ.1. ს.ფ.-184-186).
საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული შპს ,,თოი თრაველ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის ი--- ლ---------სა და გამომძიებელ დ----- ნ-–-----ეს შორის წარმოებული მიმოწერის თანახმად ტურისტულ კომპანიასა და დ---- ს-----------ეს შორის 2016 წლის 05 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების პაკეტით ტურისტულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება ტურისტული ჯგუფისათვის გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: 1) ორმხრივი ავიაბილეთი; 2) სასტუმროში განთავსება; 3) ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი); 4) ტურისტული ვიზის უზრუნველყოფა; 5) სამოგზაურო დაზღვევა; ამასთან, მხარეთა შორის 2016 წლის 18 თებერვალს ნოტარიულად გაფორმდა ხელშეკრულება. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ტურისტების ოფიციალური გაფრთხილება და შეთანხმება მხარეთა შორის 2016 წლის 05 თებერვალს გაფორმებული ტურისტული მომსახურების პაკეტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ტურისტების უძრავ - მოძრავი ქონების მიმართ მიქცევის შესახებ. შპს ,,თოი თრაველ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი ი--- ლ--------- წერილში ადასტურებს, რომ დ---- ს-----------ემ და შეთანხმების ჩამონათვალში მითითებულმა ტურისტებმა მათგან შეიძინეს ტურისტული პაკეტი, აქედან გამომდინარე, მათთვის უცნობია, გარდა ტურისტული მომსახურებისა, სხვა რა მიზანი ამოძრავებდათ შემკვეთებს. შეთანხმების სუბიექტებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ შპს ,,თოი თრაველ ჯორჯია“, ხოლო მეორეს მხრივ ტურისტები - გ------- ვ---------ე, ნ------მ----ა ს-----------ე, ვასილი დიდავა, გ------- გ-------ძე, გ---- გ-------ე, ა-–---- ჭ---------–-–---–ი, გ------- ჯ--------ე, ნ-------- გ--------–--ე, გ--- ჯ----–--ე, პ----- გ----------, დ------–---ი გ-----–--ე, ო---- ვ---------ე, გ--- პ--------–---–ი, ანა ყ---–--ე, თ-- ა------------ე, დ----- ლ---–----ე, გ------- ჩ-----ე, ლ-–- ა-------–--ე, კ------- ჯ-----, მ------ თ----------ე, ლ-–- თ----------ე, ლ---- ვ---------ე, თ---------- თ----------ე, ლ----ის ზ-----–---–ი, მ------ გ-----ე, ა------ ვ---------ე, ხ---- ვ---------ე, დ----- დ------ე, ზ---- ბ--–----ე, ს---- გ-------–--ე, გ--–- ვ---------ე, მ--–---- ც---------–---–ი, ზ-----ი ც---------–---–ი, ვ------გ კ-----, დ------ ს-----------ე, კ------- ვ---------ე, ტ------– ვ---------ე და თავად დ---- ს-----------ე. (ტ.1. ს.ფ.-192-206)
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გ------- ჩ--------ის 15/04/2016წ. N06/610 წერილობითი პასუხის თანახმად 2015-2016 წლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში დ---- დ------ ასული ს-----------ე (პ/ნ 6----------) არ მუშაობდა. (ტ.1. ს.ფ.214)
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზ----- ჯ------ს 13/04/2016წ. N01/8511 წერილობითი პასუხის თანახმად ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში შედის ტურიზმის განყოფილება. 2015-2016 წლებში ტურიზმის განყოფილებაში არ მუშაობდა და არ მუშაობს დ---- დ------ ასული ს-----------ე. (ტ.1. ს.ფ.-216)
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2016 წლის 09 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- ნ-–-----ის მიერ, სს ,,საქართველოს ბანკის“ ქუთაისის სერვისცენტრის იურისტის ჯონი ტალახაძის მონაწილეობით, სს ,,საქართველოს ბანკის“ ქუთაისის N41 სერვისცენტრიდან (მის: ქ. ქუთაისი, წმინდა ნინოს ქ. N19) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მაისის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა მოქალაქე დ---- ს-----------ის ანგარიშის ნომერზე განხორციელებული ტრანზაქციების სალაროს შემოსავლების ორდერი სულ ,,21“ ფურცლად. სალაროს გასავლის ორდერი სულ ,,11“ ფურცლად. გზავნილი 01 ფურცლად დოკუმენტაციის დედნები. აღნიშნული დოკუმენტაცია დაერთო საქმეს. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტ.2. ს.ფ.94-136).
გარდა ზემოაღნიშნულისა, დ---- ს-----------ის ბრალეულობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები - ვ------- ქ------–--ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერის დათვალიერების ოქმები ლელა ტუკვაძის და ვ------- ქ------–--ის მონაწილეობით; ამოღების ოქმი; საქართველოს ეროვნული ბანკის საიტის დათვალიერების ოქმი და ამონაწერები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდიდან; მოქალაქეთა განცხადებები; მოქალაქეთა კოლექტიური საჩივრები; მიმართვის წერილები და შესაბამისი პასუხები; საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული თანხის გადახდის ქვითრები (შემოსავლის - 21 ფურცლად, გასავლის - 11 ფურცლად); დამატებით წარმოდგენილი თანხის გადახდის ქვითრები; შეტყობინების რეგისტრაცია;
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ---- ს-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო წარდგენილი ბრალდებიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) უნდა ამოირიცხოს როგორც ზედმეტად შერაცხული.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადასტურებული დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი შეფასება:
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3. მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ დ---- ს-----------ე მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას.
სასამართლო სხდომებზე და გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დ---- ს-----------ე 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტის თვემდე ნახეს პირადად, ნაწილმა სოფელ პატრიკეთში, ხოლო ნაწილმა დ----ს საკუთარ სახლში, მდებარე ქუთაისი, მ.კ--------ს ქუჩა N58-ში, მისგან პირადად მოისმინეს დასაქმებასთან დაკავშირებით დაპირებები, რომ თითქოს დ---- ს-----------ე მუშაობდა დასავლეთ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, დასაქმების პროგრამა იყო სახელმწიფო დონეზე შეთანხმებული, საქმის კურსში იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაც და პარლამენტიც. დ---- ს-----------ე დასაქმების მსურველებს ასევე ატყუებდა, რომ გაუმზადებდა 3 თვიან სამუშაო ვიზებს, დაჰპირდა დუბაიში ჩასვლიდან მესამე დღეს სამუშაო ობიექტზე დამხმარე მუშად გაყვანას, 150-180 დოლარამდე დღიურ ანაზღაურებას, საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფას, მეტი დამაჯერებლობისათვის კი აჩვენებდა იმ მშენებლობის ფოტოებს, სადაც მისი თქმით მუშები დასაქმდებოდნენ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თავად ბრალდებულის ჩვენების გაანალიზებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია, რომ მითითებული დაპირებები იყო არარეალური, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეხიბლა და გაებრიყვებინა მიმზიდველი პირობებით ბრალდებულს და დაუფლებოდა მათ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების თითოეულ მსურველს მისთვის წინასწარ უნდა გადაეხადა 1500 აშშ დოლარი.
ბრალდებული დ---- ს-----------ე აღიარებს და სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დუბაიში დასაქმების პირობით მან დაზარალებულებიდან მართლაც აიღო 1500-1500 დოლარი(მცირეოდენი ცვლილებით), თუმცა, უარყოფს თანხის მიღებას მხოლოდ 3 პირიდან დ----- ბ------ისგან, მ-------- ბ------ისგან(კ------- ჯ-----ს და ი----- ჭ------ს თანხების ნაწილში, ხოლო რ-------- მ-----მ და ლ---- ჯ-----მ უშუალოდ გადასცეს 1500-1500 აშშ დოლარი) და ი----- ლ-----ისგან. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დ----- ბ------ეს, მ-------- ბ------ეს და ი----- ლ-----ეს მისთვის თანხა არ გადაუცია, რადგან დასახელებულ პირთაგან ბრალდებულისათვის თანხის გადაცემის ფაქტი სასამართლოს მიაჩნია დადასტურებულად მ-------- ბ------ის, დ----- ბ------ის, ი----- ლ-----ის, ა------ ვ---------ის, კ------- ჯ-----ს, რ-------- მ-----ს, ლ---- ჯ-----ს და ი----- ჭ------ს ურთიერთშესაბამისი ჩვენებებით და მათი თანხვედრით საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით და ბრალდებულის ჩვენების ურთიერთშეჯერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ---- ს-----------ე 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტის თვემდე დაზარალებულთა მოტყუებით, ერთიანი განზრახვით დაეუფლა მათ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას: დ----- ბ------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ლ---- ზ-----–---–ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; გ--- ს-----–--ის კუთვნილ 1570 აშშ დოლარს; გ------- ჯ--------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; თ-- ა------------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; გ---- გ-------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; დ------–--- გ-----–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ვ------გ კ-----ს კუთვნილ 1400 აშშ დოლარს; ა-–---- ჭ---------–-–---–ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ზ---- ბ--–----ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; გ------- გიორგაძის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ხ---- ბ--------ის კუთვნილ 1570 აშშ დოლარს; დ----- მ-–---–---ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ზ----- ც---------–---–ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; მ----- კ-----–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ნ--–------ ა-------ის კუთვნილ 1570 აშშ დოლარს(უფლებამონაცვლე თ----- კ--------–---–ი); ი----–---- ბ-----–--ის კუთვნილ 1400 აშშ დოლარს; ხ---- ვ---------ის კუთვნილ 1000 აშშ დოლარს; კ------- ვ---------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; თ---------- თ----------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ჯ--- მ----–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ს---–--ნ ხ------–--ის კუთვნილ 1570 აშშ დოლარს; ვეფხია ქ------–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; გ--–- ვ---------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ი----- ლ-----ის კუთვნილ 4000 აშშ დოლარს; მ----- ჯ-–-------ის კუთვნილ 4500 აშშ დოლარს(მისი, ი-–-- ზ-------–---–ის და დ----- ნ----–------ის დასაქმების თანხა); ს-–- მ-----ის კუთვნილ 1570 აშშ დოლარს; ს------ გ-------–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; გ--- პ--------–---–ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; მ------ თ----------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; მ-------- ბ------ის კუთვნილ 6000 აშშ დოლარს (კ------- ჯ-----ს, რ-------- მ-----ს, ლ---- ჯ-----ს, ი----- ჭ------ს დასაქმების თანხა); ლ---- ვ---------ის კუთვნილ 1470 აშშ დოლარს; გ--- ჯ----–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ნ-------- გ--------–--ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ლ-–- თ----------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ა------ ვ---------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; გ------- ვ---------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ი-----–- ს----ის კუთვნილ 1600 აშშ დოლარს; ვ------გ ვ---------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს; ტ------– ვ---------ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს, რაც ჯამში შეადგენს 69 720 აშშ დოლარს.
ყველა დაზარალებულმა, ვინც სასამართლო სხდომაზე დაიკითხა და ვისი ჩვენებაც საჯაროდ წაიკითხა, დაადასტურა, რომ დ---- ს-----------ის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში და იყო ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო მოქალაქეთა დასაქმების პროგრამა სახელმწიფო დონეზე იყო შეთანხმებული, პარლამენტარების ჩათვლით. მაგალითად, მოწმე დ----- ბ------ე აჩვენებს, რომ დ----ს განმარტებით, ის „დიდ პროექტზე მუშაობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის დეპარტამენტში იყო, პარლამენტი და მურღულია მას მხარს უჭერდნენ და უნდოდა გაეშენებინა „ახალი ქუთაისი“, თავისი სასტუმროებით და ა.შ. თანხების მოძიება მას არ გაუჭირდებოდა, ვინაიდან დუბაიში ჰქონდა ბიზნესმენებთან კავშირი“... დ----მ უპასუხა, რომ 60 კახელი კაცი უკვე ჰყავდა დასაქმებული, მათ უმთავრდებოდათ სამუშაო ვიზები და საჭირო იყო ამ ხალხის დროულად ჩანაცვლება. პირველ რიგში ეძებდა სასწრაფოდ წასასვლელ ხალხს, რომ საქმე არ წამხდარიყო და 60 კაცი უნდა ჩაენაცვლებინა....ის იყო ნამყოფი სამუშაო ადგილას და ნანახი ჰქონდა ყველაფერი, მშენებლობის ტერიტორიაზე იყო კოტეჯები, სადაც ოთხ-ოთხნი იცხოვრებდნენ, საჭმელ-სასმელს ისინი მისცემდნენ. დ----ს უნდა წაეყვანა ქალებიც დასალაგებლად. რომელთაგან ზოგი ვილებს დაალაგებდა, ზოგი კი მუშებთან იმუშავებდა დალაგებაზე... როდესაც ვიზას ჩახედა, ნახა, რომ იყო ერთ თვიანი ვიზა 2 კვირის გამოყენებით, დ----მ კი ამაზე უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, არ გაეხმაურებინა და არ აებუნტებინა ხალხი, იქ მათ პოლიცია ვერ შეეხებოდათ. ჩასვლისთანავე კომპანია გააკეთებდა სამუშაო ვიზებს, რომლებიც მთავარი იყო. ეს ვიზები კი საჭირო იყო იმისათვის, რომ უბრალოდ საქართველოდან წასულიყვნენ“. მოწმე მ-------- ბ------ის ჩვენებით „დეკემბრის თვეში დ----მ მათ უთხრა, რომ შეხვდა მურღულია და აწყებინებდა მას მუშაობას მაღალ თანამდებობაზე. შემდეგ დათო ლიკლიკაძემაც დაურეკა, რომ სჭირდებოდათ თავისი ადამიანი ამ სფეროში. დაინიშნა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად, წარდგენა უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიით 3 მარტს. დ---- მისი თანდასწრებით უყვებოდა მის ძმას დ----- ბ------ეს, რომ ახალი სამსახურიდან გამომდინარე, უნდა გაეშენიბინა მინი ქალაქი, რომელიც მოიცავდა საქართველოს კუთხეებს. ახალი წლის დადგომამდე კი თქვა, რომ დუბაიში გამოჩნდა სამუშაო, სადაც ქალბატონებს უხდიდნენ 50 დოლარს საათში, ოღონდ უნდა ემუშავათ დღეში სამი საათი კლიმატური პირობების გამო, ხოლო მამაკაცებს ჰქონდათ 180 დოლარი დღეში. კომპანიაში დასაქმებული იყო 60 ქართლ-კახელი, რომელთაც სამთვიანი ვიზა უმთავრდებოდათ და სასწრაფოდ უნდა წაეყვანა მათი შემცვლელი ხალხი. დ---- ყველას ეუბნებოდა, რომ გააკეთებდა სამთვიან ვიზებს, ამიტომ ჯდებოდა ეს ძვირი, 350 დოლარიან ტურისტულ ვიზას ნებისმიერი აკეთებდა, ამ ვიზებს კი მხოლოდ დ---- აკეთებდა თავისი სამსახურიდან გამომდინარე და პარლამენტარის დახმარებით... კითხვაზე, თუ რატომ იყო ეს ვიზა ერთ თვიანი, დ----მ უთხრა, რომ ეს იყო ფორმალობა, იმისათვის რომ წასულიყვნენ აქედან, გადაეკვეთათ საზღვარი და იქ აეროპორტიდან გასულებიც არ იქნებოდნენ ვიზები რომ გადაგრძელდებოდა... სიტუაცია როდესაც დაიძაბა, დ---- ეუბნებოდა, რომ მოაგვარა სიტუაცია და 2 დღეში უნდა გასულიყვნენ ბიჭები სამუშაოდ, თუმცა - მხოლოდ ნაწილი. ამ ფაქტიდან 2 დღეში დ----მ დარეკა, რომ ხალხის მეორე ნაკადი წასულიყო სასწრაფოდ. სანამ მეორე ნაკადს წაიყვანდა, თვითონ იყო ჩამოსული საქართველოში და მესამე ნაკადის თანხა წაიღო... როდესაც დუბაიში ჩავიდა, იქ უთხრა მათ, რომ სამთვიან ვიზებს ვეღარ აკეთებდა, ახლა გააკეთებდა 3 წლიან ვიზებს. ამისათვის საჭირო იყო კიდევ დამატებით 3000 დოლარი, რომელსაც გადაიხდიდნენ ეტაპობრივად... თავიდან დ---- მას არწმუნებდა, რომ 700 კაცის ლიმიტი ჰქონდა, ამ 700 კაცს ჩაიყვანდა დუბაიში, ყველანი დასაქმდებოდნენ და შესთავაზა მას ჩართულიყო ამ საქმიანობაში,“. კ--- ჯ-----ს ჩვენებით „დ----სგან შეიტყო პირობები, რომ დუბაიში მშენებლობაზე დღეში მიიღებდნენ 180 დოლარს. ჩასვლიდან მეორე დღეს ნახავდნენ სად უნდა ემუშავათ და მესამე დღეს გავიდოდნენ სამუშაოდ. სანამ დუბაიში წავიდოდნენ, დ----მ უთხრა, რომ ის 3 მარტს მუშაობას იწყებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსად და უნდა ჩაებარებინა საქართველოს 12 რეგიონი. დ----მ ასევე უთხრა, რომ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნიშნავდა ჯერ ქუთაისში და შემდეგ უნდა გაევლო ტრენინგები ტურიზმის დეპარტამენტში. დ----მ მათ უთხრა, რომ დუბაიში როგორც ჩავიდოდნენ, ამ ვიზებს ავტომატურად გააგრძელებდა სამთვიანით... სასტუმროში დ----მ უთხრა, რომ ეს ვიზები უნდა გაგრძელებულიყო - გადაავადებდა ჩვეულებრივად. დუბაიში ჩასვლიდან მესამე დღეს, როდესაც დაპირებისამებრ უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ, დ----მ მათ უთხრა, რომ კანონი შეიცვალა დუბაიში, იმ ვიზით რაც ჰქონდათ, ჯერ ვერ იმუშავებდნენ, ახალი საბუთები უნდა გაკეთებულიყო, 8-8 ცალი სურათი გადააღებინა ყველას... დუბაიში წასვლამდე მას დ----სგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათ უნდა შეეცვალათ 60 კაციანი ნაკადი. ეს ხალხი იყო დასაქმებული, უმთავრდებოდათ ვიზა და უნდა შეეცვალათ ისინი. რ-------- მ-----ს ჩვენებით: „ჯერ უნდა დაეწყოთ მუშაობა დამხმარე მუშად და ამის შემდეგ დაჰპირდა მათ ბრიგადირად მუშაობას. დ----მ მათ წარუდგინა სქემები, სამშენებლო კომპანიიდან, ვისთანაც ჰქონდა დადებული ხელშეკრულება, სადაც უნდა აშენებულიყო კორპუსები, კომპიუტერში ჰქონდა ადგილების სურათებიც, სადაც წავიდოდა მშენებლობა. დ---- ამბობდა, რომ იყო ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი. მას ჰყავდა ადრე წაყვანილი ხალხის პირველი ნაკადი, რომელიც უნდა წამოსულიყო საქართველოში. ისინი შეენაცვლებოდნენ მათ“. მ----- ჯ-–-------ის ჩვენებით: „დუბაიში მშენებლობაზე დაასაქმებდა, სჭირდებოდა ე.წ. ,,შავი მუშები“ და რაიმე სპეციალური ცოდნა არ მოეთხოვებოდათ. ანაზღაურება ექნებოდათ საათში 20 აშშ დოლარი. სამუშაო ვიზებს თვითონ გაუკეთებდა, ჩაიყვანდა დუბაიში და არაუგვიანეს 3 დღისა შეძლებდნენ სამუშაოზე გასვლას. აღნიშნულში კი თითოეულიდან მოითხოვდა 1500 აშშ დოლარის გადახდას“. გ--–- ვ---------ის ჩვენებით: „დ---- ს-----------ემ განაცხადა, რომ იგი ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში კ--------ს ქუჩაზე, მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში უფროსის თანამდებობაზე, ახდენდა მსურველების წაყვანას ქალაქ დუბაიში სამშენებლო სამუშაოებზე, მისივე განმარტებით, ამ სამუშაოების მიმდინარეობისას თითოეულ დღეზე მიიღებდნენ 180 ა.შ.შ. დოლარს, აღნიშნული საკითხი შეთანხმებული ჰქონდა როგორც ქალაქ ქუთაისის მერ მურღულიასთან, ასევე ქალაქ თბილისში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებთან. მისივე განმარტებით, იგი თავადვე იღებდა პასუხისმგებლობას გასამგზავრებელ საკითხებთან დაკავშირებით და ყველაფერ ამაში ითხოვდა თითოეულ ადამიანზე 1500 ა.შ.შ. დოლარს“. დ----- ნ----–------ის ჩვენებით: „დ---- შეჰპირდა მათ სამსახურს 1500 დოლარის ანაზღაურებით. უნდა ეცხოვრათ სადაც მუშაობდნენ მათთან, სასტუმროში, საკვებიც იყო მათი და ანაზღაურება უნდა ყოფილიყო საათობრივი. 160 დოლარი დღეში, თუ შეძლებდნენ და მეტს იმუშავებდნენ - 200 დოლარიც. ამ სამსახურის გაწევაში დ---- ს-----------ე ითხოვდა 1500 დოლარს“. ი----- ლ-----ის ჩვენებით: „როგორც დ---- ს-----------ემ უთხრა, 2015 წლის დეკემბერში, ის შეხვედრია ქალაქ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და მას ის დაუნიშნავს მერიის ტურიზმის სამსახურის უფროსად, რის შემდეგაც, ასევე დ---- ს-----------ის თქმით, ის ამ სამსახურიდან გაშვებული იყო ტრენინგებზე თურქეთსა და დუბაიში... დ---- ს-----------ემ იქ მყოფ პირებს აუწყა, რომ ის ქალაქ ქუთაისის ტურიზმის სამსახურიდან გადაიყვანეს ტურიზმის დეპარტამენტში უფროსად, ჩააბარეს საქართველოს 12 რეგიონი და 03 მარტს წარადგენდა მინისტრი მას ოფიციალურად ტელევიზიით. ასევე თქვა, რომ იმყოფებოდა ტრენინგებზე ქალაქ დუბაიში და მოუყვა დასაქმების პროგრამის შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ქუთაისის მერიის პროგრამის ფარგლებში შეიძლებოდა საქართველოდან სამუშაოდ მუშახელის წაყვანა, სადაც მშენებლობაზე დასაქმდებოდნენ და გასამრჯელოდ ისინი დღეში მიიღებდნენ 160-180 აშშ დოლარს. დამქირავებლების იქნებოდა ღამის გასათევი ადგილი და კვება“. ვ------გ კ-----ს ჩვენებით: „დ---- ს-----------ე დუბაიში ყოფნის დროის პერიოდულად დადიოდა მათთან, ეუბნებოდა, რომ წარმოიშვა რაღაც პრობლემები და უნდა დალოდებოდნენ სამსახურის საკითხების გარკვევას. ასევე, იგი დროის გაყვანის მიზნით ითხოვდა პასპორტის ასლებს და უთხრა, რომ წაიყვანდა სისხლის ანალიზების ასაღებად, რაც საჭირო იყო ახალი ვიზის ასაღებად. დ---- ს-----------ემ ასევე უთხრა, რომ აღარ ხერხდებოდა სამთვიანი ვადით დუბაიში დასაქმება და ემირატები ითხოვდა სამწლიან სამუშაო კონტრაქტს, რისთვის უნდა დაემატებინა 3000 ამერიკული დოლარი“. ზ---- ბ--–----ის ჩვენებით: „დ----მ უთხრა, რომ სამშენებლო ფირმის მოთხოვნით უნდა წასულიყვნენ სისხლის ანალიზების ასაღებად. ასევე აუხსნა, რომ დუბაიში ვითარება შეიცვალა და საჭირო იყო პროფესიონალი ხელოსნები, რომ იყო რაღაც გართულება ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებთან, ხელისუფლებასთან და მუშაობას მალე ვერ დაიწყებდნენ. დ---- ს-----------ე დუბაიში ყოფნის დროის პერიოდულად დადიოდა მათთან და დროის გაყვანის მიზნით ასევე სთხოვდა პასპორტის ასლებს, უთხრა, რომ აღარ ხერხდებოდა სამთვიანი ვიზით დუბაიში დასაქმება და ემირატები ითხოვდა სამწლიან სამუშაო კონტრაქტს და ვიზას, რის გამოც უნდა დაემატებინა თითოეულ ადამიანს 3000 ამერიკული დოლარი და მას მუშაობის პერიოდში ეტაპობრივად გადაიხდიდნენ“. ლ---- ვ----------ის ჩვენებით, „დ----მ განუმარტა, რომ იყო ტურისტული სააგენტოს უფროსი, რომელსაც საქართველოდან მიჰყავდა დასასაქმებელი პირები დუბაიში, სჭირდებოდა ე.წ. ,,შავი მუშები“ მშენებლობაზე. ანაზღაურება იქნებოდა საათში 20 აშშ დოლარი, ხოლო კვება და ბინა - უფასო, ანუ დამსაქმებლის ხარჯზე. სამ თვიან ვიზებს გაუკეთებდა თავად დ---- ს-----------ე. აღნიშნული მომსახურებისთვის იგი ითხოვდა 1500 აშშ დოლარს თითოეული პირისაგან... დუბაიში ჩასულები ყოველ დღე ეკითხებოდნენ დ---- ს-----------ეს, თუ როდის დაიწყებდნენ მუშობას, ისიც აიმედებდა, რომ მცირე შეფერხება იყო და მალე გავიდოდნენ სამუშაოზე, ყოველ ჯერზე ატყუებდა მათ. როგორც დაზარალებულმა განმარტა, მათი იქ ყოფნის მანძილზე არავინ გასულა სამუშაოდ. ამ პერიოდში დ---- ს-----------ემ კიდე ერთი ჯგუფი ჩამოიყვანა საქართველოდან, იგივე პირობებით, რა პირობებითაც ისინი იყვნენ, მაშინ ჰკითხეს, თუ რატომ მოჰყავდა ხალხი, როცა ჯერ ისინი არ ჰყავდა დასაქმებული, რაზედაც დ----მ უპასუხა, რომ აბა რა ექნა, აწუხებდნენ.“
ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებიც, რაც მათი სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და მათი ერთობლიობით უდავოდ დგინდება დ---- ს-----------ის მიზანი - მოტყუებით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ის, რომ ბრალდებულის მიერ დასაქმების მსურველებზე მიწოდებული ინფორმაცია იყო არარეალური, ყალბი და ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება, უტყუარად არის დადგენილი წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ამ გარემოებას არც თავად ბრალდებული უარყოფს. კერძოდ, დადგენილია, რომ დ---- ს-----------ეს არასოდეს უმუშავია ტურიზმის დეპარტამენტში, არ უმუშავია ქუთაისის მერიაში, არანაირი „დუბაში დასაქმების პროგრამა“ ან „ჩასანაცვლებელი ქართ-კახელებისაგან შემდგარი ჯგუფი“ არ არსებობდა, არცერთი პირისათვის არ დაუმზადებია სამთვიანი სამუშაო ვიზა; არ დაუსაქმებია არცერთი პირი და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დ---- ს-----------ე თავს არ ცნობს დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში იმ მოტივით, რომ მან თურქეთში ყოფნისას გაიცნო ვინმე თერჯოლელი თამთა, რომელმაც მისცა ვინმე ალექსის ტელეფონის ნომერი, რომელიც იყო დუბაიში მოღვაწე ბიზნესმენი და შეეძლო ხალხის დასაქმება მშენებლობაზე, რომელთა საიდენტიფიკაციო ან საკონტაქტო მონაცემებს არ ფლობს, ის ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე ალექსის, რომელიც დაჰპირდა დუბაიში ჩასვლის შემთხვევაში, ხალხის დასაქმებას ზემოაღნიშნული პირობებით. მისი შეცდომა ის არის, რომ ენდო ალექსის, რომელმაც დუბაიში ჩასვლის შემდეგ აღარ უპასუხა მის ზარს და ხალხი მოტყუებული გამოუვიდა, რისი წინასწარი განზრახვაც მას არ ჰქონია. დაცვის მხარის მოსაზრებით თაღლითობის განზრახვას გამორიცხავს ის ფაქტები, რომ დინა ს-----------ემ მართლაც გაიღო გარკვეული ფინანსები დასაქმების მსურველთა დუბაიში წასაყვანად და მას შემდეგ, რაც ვინმე ალექსიმ არ უპასუხა მის ზარებს, თავად იღებდა სხვადასხვა ზომებს წაყვანილ პირთა დასასაქმებლად, თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც მისი მშობლების მიერ გადმოგზავნილი თანხებით თავადვე უზრუნველყო საზღვარგარეთ წაყვანილი ხალხის საქართველოში დაბრუნება, საბოლოოდ, მას აღებული თანხებიდან ფაქტიურად არაფერი დარჩენია და შესაბამისად მათ თანხებს არ დაუფლებია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას შერაცხულ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
დ---- ს-----------ემ 2016 წლის 22 თებერვალს 24 პირი, ვინც საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი და მოწმედ დაკითხული რამდენიმე პირი წაიყვანა დუბაიში. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დ---- ს-----------ის დაპირება 3 თვიანი სამუშაო ვიზების მიცემის, მოქალაქეთა დასაქმებისა და შესაბამისი ანაზღაურების თაობაზე იყო ცრუ დაპირება, რაც ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ყველასათვის ცნობილი გახდა. დ---- ს-----------ის მიერ დუბაიში ხალხის ჩაყვანა, იქ მათი სასტუმროში განთავსება და თითქოს მათ დასასაქმებლად განხორციელებული მოქმედებები უცხადესია, რომ ემსახურებოდა სწორედ მის განზრახვას, ხალხში შეექმნა წარმოდგენა, რომ ის მართლაც რეალურად ასრულებდა დაპირებას, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაებრიყვებინა მიმზიდველი დაპირებებით და მიესაკუთრებინა მათი დასაქმების საფასურად დაწესებული თანხა - 1500 დოლარი თითოეულ პირზე. დ---- ს-----------ის თაღლითურ განზრახვაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბრალდებულმა ხალხის ჩაყვანის შემდეგ დაიწყო მშენებლობებზე სიარული სამუშაოს მოსაძიებლად. წაყვანილი პირები დ---- ს-----------ემ სასტუმროს დატოვების შემდეგ გადაანაწილა ბინებში, სადაც ერთდროულად ათობით ადამიანს უხდებოდა ცხოვრება, ყოველგვარი საცხოვრებელი პირობების გარეშე. მოწმეებმა განმარტეს, რომ ეძინათ იატაკზე. ბევრი მათგანი საკუთარი ხარჯით ირჩენდა თავს, ბევრიც კი ხშირად მშიერი იმყოფებოდა. გაუსაძლის პირობებში მყოფი მოტყუებული ადამიანები ყოველდღიურად იღებდნენ მორიგ დაპირებას დასაქმების თაობაზე. მოწმეებმა აჩვენეს, რომ დ---- ს-----------ე ხან სისხლის ანალიზების აღებას, ხანაც დამატებით ფოტოებს მოითხოვდა მათგან, რითაც კიდევ ერთხელ ცდილობდა მათ შეცდომაში შეყვანას. საქმეზე 2016 წლის 22 თებერვალს წაყვანილმა დასაქმების მსურველებმა განმარტეს, რომ მხოლოდ თვითმფრინავში ასვლისას გაიგეს, რომ დ---- ს-----------ის დაპირებული 3 თვიანი სამუშაო ვიზები, მათ მხოლოდ ერთი თვით აძლევდათ ტურისტული მიზნებით დუბაიში ყოფნის უფლებას. მოგვიანებით დუბაიში ყოფნისას კი იქ მყოფი ქართველების - ვინმე მ----ს, მ---სა და მ--- ც--–------ის მეშვეობით შეიტყვეს და შემდგომ თავადაც გადაამოწმეს, რომ მათ ვიზებს ვადაც გაუვიდათ და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაეკისრებოდათ ჯარიმები, რის გამოც დუბაიში გამგზავრებულ პირთა ოჯახის წევრები და მეზობლები - ი----- ლ-----ე, ნ--–------ ა-------ე, თ----- კ--------–---–ი, გ---- კ------–---, ვ------გ ვ---------ე, ნ---- კ--------ი, მ--–---- მ----–--ე, ეკა ჯ----–--ე მივიდნენ დ---- ს-----------ესთან ოჯახში და დედამისს ც----- ს-----------ეს გამოართვეს თანხა 17270 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დუბაიში გადარიცხვის შემდეგ აღნიშნული თანხით მოხერხდა მოტყუებული ადამიანების საქართველოში დაბრუნება. ის რომ წაყვანილ პირებს ნამდვილად ჰქონდათ ტურისტული საგზურები დადასტურებულია კომპანია “TOY-TRAVEL”-იდან მიღებული დოკუმენტებით, სადაც იკითხება, რომ ტურისტულ კომპანიასა და დ---- ს-----------ეს შორის 2016 წლის 5 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების პაკეტით ტურისტულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება ტურისტული ჯგუფისთვის გაეწია შემდეგი სახის მომსახურება:1) ორმხრივი ავიაბილეთები; 2) სასტუმროში განთავსება; 3) ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი); 4)ტურისტული ვიზის უზრუნველყოფა; 5) სამოგზაურო დაზღვევა. გაფორმებული ტურისტული მომსახურების პაკეტით ირკვევა, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს.
ტურისტული სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ დ---- ს-----------ემ და შეთანხმების ჩამონათვალში მითითებულმა ტურისტებმა მათგან შეიძინეს ტურისტული პაკეტი, აქედან გამომდინარე, მათთვის უცნობია, გარდა ტურისტული მომსახურეობისა, სხვა რა მიზანი ამოძრავებდათ მათ. დასაქმების მსურველებს ტურისტული პაკეტი უნდა გამოეყენებინათ 2016 წლის 22 თებერვლიდან 2016 წლის 28 თებერვლამდე. შესაბამისად, მათი უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც გაცემული იყო 2016 წლის 28 თებერვლის თარიღით. თუმცა, დ---- ს-----------ეზე მინდობილებს მოუხდათ ვიზების დარღვევა და ახალი უკან დასაბრუნებელი ბილეთების ხელახლა შეძენაც, რადგან დ---- ს-----------ის ცრუ დაპირებების გამო მათ თვეზე მეტი დაჰყვეს დუბაიში, შესაბამისად დაერიცხათ ვიზაზე ვადის გადაცილების ჯარიმებიც და საყიდელი გაუხდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც, რაც დ---- ს-----------ის ოჯახიდან იძულებით გამოტანილი მათივე კუთვნილი თანხით მოახერხეს. მეტიც, კიდევაც რომ დავუშვათ დ----ს მიამიტური შეცდომა - შემთხვევით გაცნობილი ვინმე ალექსის იმედად ხალხისთვის დასაქმების დაპირება, მისი თაღლითური განზრახვა კიდევ უფრო აშკარა ხდება შემდგომ განვითარებული მოვლენების ანალიზით. კერძოდ, 2016 წლის 27 თებერვალს საქართველოში დაბრუნდა დ---- ს-----------ე, რომელმაც მისივე განმარტებით, უკვე იცოდა დუბაიში მის წინაშე არსებული პრობლემების თაობაზე, ანუ მის მიერვე შეთხზული მითი - ვინმე ალექსის იმედად ხალხისთვის დასაქმების დაპირება - დაიმსხვრა, რადგან ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება და შესაბამისად, საქართველოდან გაყვანილი ხალხის დასაქმება. მიუხედავად ამისა, დ---- ს-----------ე კვლავ აგროვებს ახალ ჯგუფს, კვლავ შეჰყავს შეცდომაში იგივე დაპირებებით მოტყუებული ადამიანების ახალი ნაკადი და 2016 წლის 13 და 16 მარტს დუბაიში 2 ეტაპად მიჰყავს დ----- მ-–---–---ი, მ----- კ-----–--ე, ჯ--- მ----–--ე, მ----- ჯ-–-------ი, ი----- ჭ------, რ-------- მ-----, ლ---- ჯ-----, დ----- ნ----–------ე, ი-–-- ზ-------–---–ი და კიდევ სხვა 11 პირი. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ორ ოთახიან ბინაში გაუსაძლის პირობებში 2016 წლის 26 მარტამდე, მაგრამ პირველ ნაკადთან შედარებით მათ უფრო ადრიანად შეიტყვეს დ---- ს-----------ის თაღლითური ჩანაფიქრის შესახებ და ვიზაზე ვადის დარღვევის გარეშე 2016 წლის 26 მარტს დაბრუნდნენ საქართველოში.
მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა ის გარემოებაც, რომ ნაწილი დაზარალებულებისა: დ----- ბ------ე, ს---–--ნ ხ------–--ე, ხ---- ბ--------ე, გ--- ს-----–--ე, ს-–- მ-----ი, ვ------გ ვ---------ე, ნ--–------ ა-------ე, ი----–---- ბ----–--ე, ვ------- ქ------–--ე, ი-----–- ს----ე, სულ 10 პირი, საერთოდ არ წასულან დუბაიში, მათთვის არც გადახდილი თანხა დაუბრუნებიათ და, შესაბამისად, მათ ეს თანხებიც სრულად მიისაკუთრა დ---- ს-----------ემ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოტყუებულ ადამიანთა წრეზე, ნაწილი მათგანი: დ----- ბ------ე, მ-------- ბ------ე და ი----- ლ-----ე წარმოადგენენ დ---- ს-----------ის სამეგობრო წრეს, რომლებიც მოიხიბლნენ დიდი ხნის უნახავი მეგობრის, დ---- ს-----------ის მიერ მოგონილი წარმატებული ქალის იმიჯით, ხოლო დაზარალებულთა უმეტესობა არიან ძირითადად სოფლებში მცხოვრები, ფინანსურად და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ისინი ადვილად მიენდვნენ დ---- ს-----------ეს, რომელმაც თავი წარუდგინა სახელმწიფო მოხელედ და მოკლე დროში დიდი ფინანსური სარგებლის მიღების ყველასათვის სასურველი სურათი დაუხატა. შედეგად, ბრალდებულს გადასცეს 1500-1500 აშშ დოლარი, რომელთა უმეტესობამ ამ თანხების მოსაგროვებლად მაღალ პროცენტიანი სესხი აიღო ან ნივთები დაალომბარდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დ---- ს-----------ის მიერ მოქალაქეთა მოტყუებით ერთიანი განზრახვით მისაკუთრებული თანხის ოდენობამ შეადგინა 69 720 ა.შ.შ. დოლარი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა და დამატებით კვალიფიკაციას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(ცალკეული დაზარალებულებზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება) არ საჭიროებს.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ დ---- ს-----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ---- ს-----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების(თაღლითობას ჰქონდა განგრძობადი და მასშტაბური ხასიათი, გრძელდებოდა თვეების განმავლობაში) და ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებიდან და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგიდან გამოდინარე(ეკონომიკურად და მორალურად დაზარალდა 40 ადამიანი, ისინი ძირითადად არიან სოფლებში მცხოვრები, დაბალი ფინანსური შემოსავლის მქონე ადამიანები, რომელთა უმეტესობამ ამ თანხის მოსაგროვებლად მაღალ პროცენტიანი სესხი აიღო ან ნივთები დაალომბარდა) მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ალტერნატიული ფორმა - ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და ვერ განხორციელდება მსგავსი მასშტაბის მქონე თაღლითობის პრევენცია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ დ---- ს-----------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და ოჯახურ მდგომარეობას (არის მარტოხელა დედა, ჰყავს 6 წლის შვილი და ასაკოვანი მშობლები) და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის უდაბლეს ზღვართან მიახლოებული სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---- ს-----------ეს ამოერიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი“, როგორც ზედმეტად შერაცხული.
2. დ---- ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
3. დ---- ს-----------ე დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. დ---- ს-----------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.
5. დ---- ს-----------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (დ-----ი დ------ე პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
6. თანახმად სსსკ-ის 280-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, მსჯავრდებულ დ---- ს-----------ის არასრულწლოვანი შვილი ნ------მ----ა ს-----------ე (პ/ნ 6---------- მისამართი: ქ. ქუთაისი, მ. კ--------ს ქ. N58) მზრუნველობისათვის გადაეცეს მსჯავრდებულის დედას - ც----- ს-----------ეს (პ/ნ 6---------- მისამართი: ქ. ქუთაისი, მ. კ--------ს ქ. N58), რაც ეცნობოს ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით სამეურვეო ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, ასევე, მსჯავრდებულს.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
7.1. ვ------- ქ------–--ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერის ამსახველი CD-R დისკი, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
8 განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე