განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2019
საქმის ნომერი
010100117001824163
დავის ტიპი
236 2
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#01-1-011700182-163

საქმეN1-173/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07.03. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: გო---–---------ძე (იგივე ან----–-–--–--ე)

მამის სახელი: ის-----

დაბადებული: 0--1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, შ. ხი-–--–---–-----------------.

 

ბრალდებულის დამცველი - ლა-–----–--–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა - 2--- წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171200117002

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 20 იანვარს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ ქ. ბათუმში, ხი-–--–---–--------------------ში ან----–-–--–--ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სხვა ნივთთან ერთად ამოღებული იქნა იარაღი და 07 ცალი ვაზნა, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის ქარხნული წესით დამზადებული „ბ------ას“ მოდელის პისტოლეტი და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო 7 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის Parabellum 1908 წლის ნიმუშის ვაზნები, ისინი განკუთვნილია 9 მ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის; შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დასრულებისთანავე ან----–-–--–--ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

2.1. გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს პოლიციის პირველ განყოფილებაში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ ან----–-–--–--ე თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ბათუმი ხი-–--–---–-----------------ში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას;

 

2.2. საქმის განხილვისას ვა-----------------ძემ განაცხადა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, გაადაამოწმა პიროვნება, ასევე მიღებული ინფორმაცია და მოახსენა ხელმძღვანელობას, მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 14.06.2017წ) ;

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას ნო------------ნმა განაცხადა, რომ ის აწარმოებდა გამოძიებას ძირითადად ხსენებულ საქმეზე; შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე; გამოძიების დაწყების შემდეგ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ქ. ბათუმში ხი-–--–---–-------- ბინის ნომერი არ ახსოვს; ბინაში დახვდა ან----–-–--–--ე და როგორც ახსოვს მისი მეგობარი; წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკის ჩატარებაზე, მეგობარმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ხოლო ან----–-–--–--ე თავიდან დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა, და ამიტომ მოიწვიეს გარეშე პირები; საძინებელი ოთახიდან კარადაში იყო იარაღის მსგავსი საგანი და ამოიღეს; მას განემარტა ბრალდებულის უფლება მოვალეობები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ამოღებული ნივთები იყო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები იყო; საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტთან ერთად; ახსოვს, რომ, როცა შევიდნენ საძინებელ ოთახში, ან----–-–--–--ემ მიუთითა, რომ იქ იყო ის რასაც ეძებდნენ, იყო ლურჯი ფერის „ვ------ს“ პარკი და ამავე პარკში იყო თმის საჭრელი მანქანა; ექსპერტ კრიმინალისტმა აიღოს ანაწმენდები, გარეშე პირები იყვნენ ზე------------–--ე და ასლან კომახიძე, მათ განემარტათ უფლება მოვალეობები, დაიწყეს მათთან ერთად საგამოძიებო მოქმედება და დაასრულეს მათთან ერთად; ოქმზე ხელი არ მოაწერა ან----–-–--–--ემ; ასევე დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა ან----–-–--–--ემ უარი განაცხადა ნიმუშის აღებაზე და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოახდინეს აღნიშნულის აღება; ასევე დამატებით დაინიშნა ფიზიკო ტექნიკური ექსპერტიზა რადგან იარაღზე არ იკითხებოდა ნომერი; (იხ ოქმი 14.0-.2---წ 13:21:13სთ-13:30:02სთ)

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ჯა------–--–---–მა და გო--------ემ განაცხადეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ისინი გამოცხადდნენ 2017 წლის 20 იანვარს იმყოფებოდნენ სამსახურში; შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ გამომძიებელ ნო------------ნთან ერთად მივიდნენ ე.წ მაგნოლიას კორპუსში, ბინა 5---ში ან----–-–--–--ე იქ დახვდათ; წარუდგინეს თავი აუხსნეს რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ბინაში მყოფმა სხვა პირმა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე; გამომძიებელმა შემდგომ მოსულ პოლიციელს დაავალა და გამოიძახა ექსპერტები, ან----–-–--–--ემ თავიდან განაცხადა თანხმობა, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა და ამიტომ გამომძიებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეწვია გარეშე პირები, ბინა იყო სამოთახიანი, დამსწრე პირების შემოსვლის შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა; მისაღები ოთახის და სამზარეულოს ჩხრეკის დროს მოქალაქე ან----–-–--–--ე უკვე გამოხატავდა აგრესიას; თავიდანვე მას განემარტა რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, უარი განაცხადა, მაგრამ ჩხრეკის დროს როცა შევიდნენ საძინებელში თავად მიუთითა, რომ რასაც ეძებდნენ იყო კარადაში, კარადიდან „ვ------ს“ წარწერით პარკში იყო იარაღის მსგავსი საგანი, და ამავე პარკში იყო თმის საკრეჭი მანქანა და მისი სამუხტი; ამის შემდეგ ადგილზე შეივსო ოქმი განუმარტა გამომძიებელმა უფლებები, დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში;

 

ან----–-–--–--ემ მათ კარი გაუღო ჩვეულებრივად, თავიანთი თავი წარუდგინეს, აუხსნეს, რომ ინფორმაცია არსებობდა რომ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა; გამომძიებელი რომ ავსებდა საპროცესო დოკუმენტებს ის აცხადებდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევი იყო და არცერთ დოკუმენტზე არ მოაწერდა ხელს; ის არ იყო თავიდან აგრესიული, მაგრამ შემდეგ რატომღაც დაიწყო აგრესია; ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა ორი სხვა პირი, ასევე ექსპერტი, რომელმაც დაასურათა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და დალუქა ამოღებული საგნები; ბინაში იყო ასევე სხვა პირი მამაკაცი, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვაზე უარი განაცხადა; ადასტურებენ, რომ ჩხრეკის დაწყების შემდეგ თავად ბრალდებულმა მიუთითა მათ, რომ კარადაში პარკში იყო იარაღი; გარეშე პირების მოწვევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თავიდან იყო თანახმა, მაგრამ შემდეგ წინააღმდეგობა გასწია და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად გამომძიებელმა მიიღო გადაწყვეტილება მოეწვიათ გარეშე პირები; ექსპერტმა აიღო ნიმუშები ხელის თითი კვლების დასადგენად და დალუქა; (იხ ოქმი 21.06.2017წ11:01:22სთ -11:11:53სთ; იხ ოქმი 03.12.2---წ 14:37:37სთ-14:46:12სთ)

 

2.5. კა--------------ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 20 იანვარს გამოცხადდა ე.წ. „მაგნოლიას“ შენობაში გამომძიებელი ნო------------ნი, იყო ორი პოლიციელი დამსწრე პირები; უნდა ჩაეტარებინათ ბინის ჩხრეკა; თავად ჩხრეკის დროს იქ მყოფმა პირმა მიუთითა, რომ ამოსაღები საგანი იყო კარადაში; იარაღის მსგავსი საგანი ამოიღეს, ასევე იყო თმის საჭრელი აპარატი; ამოღებული ნივთები დაასურათა დალუქა, ასევე გამომძიებლის მითითებით აიღო ხელის კვლები და ისინიც შესაბამისად დაილუქა; თავად როცა მივიდა იყო ხმაური; თავდა ბინაში მყოფმა პირმა - ბრალდებულმა მიუთითა თუ სად ინახებოდა იარაღი; ბრალდებული იყო იქვე როცა ეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა(იხ ოქმი 21.06.2017წ 1-:52:42სთ-1-:58:3-სთ)

 

2.6. ან----–-–--–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (20.01.2017) დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: იარაღის მსგავსი საგანი ერთი ცალი მჭიდითა და შვიდი ცალი ვაზნით, რომელიც მოთავსებული იქნა სპეც პაკეტში ლუქით FCI4-----, თმის საჭრელი ელექტრო მოწყობილობა თავისი სამუხტით მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში ლუქით FCI4-----, იარაღის მსგავსი საგნიდან აღებული ანაწმენდები სპეციალურ ჩხირებზე დაილუქა სპეციალურ პაკეტში ლუქით FCI3-----, თმის საჭრელ ელექტრო მოწყობილობიდან აღებული ანაწმენდები დაილუქა სპეც. პაკეტში ლუქით FCI3------ (იხ ჩხრეკის ოქმი , ს.ფ. 7-20)

 

2.7. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ან----–-–--–--ე დაკავებულია დაკავებულია 2017 წლის 20 იანვარს, 17:01 საათზე; ბათუმში ხი-–--–---–--------------------ში (იხ ს.ფ. 20-2-)

2.8. მოწმის სახით დაკითხვისას ნუ----------------–-ძემ განაცხადა, რომ ბათუმში ხი-–--–---–-------- ბინა # 511 წარმოადგენს მის საკუთრებას დაახლოებით სამი თვის წინ შემთხვევამდე მიაქირავა ბინა ინ------------------ძეს და ან----–-–--–--ეს, ორივე ერთად იხდიდა ქირის თანხას; მას ცეცხლსასროლი იარაღი ან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ბინაში არ ჰქონდა და არ ინახავდა;

(იხ ოქმი 1-.07.2---წ 16:17:12სთ -16:21:19სთ)

 

2.9. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით #---- 21.01.2017წ დადგენილია, რომ

- იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 9მმ კალიბრის „P--------”-მოდელის ( ნომერი არ იკითხება)პისტოლეტი.იგი მიეკუთნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისი სროლისათვის.

-7 (შვიდი) ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის , Parabellum 1908 წლის ნიმუშის ვაზნები.განკუთვნილი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის (იხ დასკვნა)

 

2.1-. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა რო----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე განაცხადა, რომ მან ჩაატარა ექსპერტიზა ამოღებულ ნივთებზე; საკვლევად წარმოდგენილი იყო იარაღი და ვაზნები (იხ ოქმი 11:00:06სთ 14.06.2017წ

 

2.11. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის (13.03.2017წ) №0-------- დასკვნით დადგენილია , რომ

-პაკეტში, წარწერით :“... იარაღის მსგავსი საგნიდან ანაწმენდი...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.№1)გეტეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ან----–-–--–--ეს (ობ. №3; პაკეტი, წარწერით:“...ბრალდებულ ან----–-–--–--ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...“)

-პაკეტში, წარწერით, „...თმის საჭრელი მანქანიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ან----–-–--–--ის (ობ.№3) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. (იხ დასკვნა);

 

2.12. საქმის განხილვისას ექსპერტმა ნო-------–----ემ განაცხადა, რომ საკვლევად დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა იარაღი და თმის საჭრელი მანქანა; ნიმუშების მიხედვით შეადარა საგნებიდან აღებულ კვლებს და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის სისწორეს ადასტურებს; იარაღზე უფრო ჭარბად იყო ან----–-–--–--ის ხელის კვალი, თუმცა იარაღზე იყო ასევე სხვა კვალიც, თუმცა ძირითადი და უმეტესი წილი ვლინდებოდა ან----–-–--–--ის ხელის თითის კვალის; (იხ. ოქმი 1-.07.2---ს 16:3-:07სთ- 16:46:13სთ)

 

2.13. მოწმის სახით დაკითხვისას გი-----------ძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა; (იხ ოქმი 21.06.2017წ)

 

2.14. მოწმის სახით დაკითხვისას რა-------------ძემ განაცხადა, რომ გო---–---------ძეს პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ წარმოედგინა, თუმცა რას ითხოვდნენ არ იცის, გ---- იყო გაკვირვებული; თავად არ იცოდა რას თხოვდნენ; ის წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს, თუ იცოდა რაიმე გ---- იგივე ან----–-–--–--ე თუ ინახავდა იარაღს და უპასუხა, რომ არ იცოდა და არასდროს არ დაუნახავს მის ხელში იარაღი; თავად იმყოფებოდა იმ ბინაში ღამით დარჩა, იმ დროს იყო ან----–-–--–--ე და ინ------------------ძე, მაგრამ დილით, როცა პოლიციელებმა გააღვიძეს ან----–-–--–--ე იყო ბინაში, მაგრამ ინ------ არ ახსოვს, ინ------ ნახა პოლიციის განყოფილებაში; ის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე არ დათანხმდა და არ იცის იქ რა სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა; (იხ ოქმი 14.02.2019წ 13:0-:03 სთ -13:11:17სთ)

 

2.15. მოწმის სახით დაკითხვისას ზე------------–--ემ (ვა--–----ემ) განაცხადა, რომ თანხმობა განაცხადა, პოლიციელებს რომ მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში ჩხრეკისას, ჩხრეკისას დათვალიერდა სხვადასხვა ოთახები, საძინებელი ოთახის დათვალიერებისას კარადიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკი ლურჯი ფერის; ჩხრეკის დროს მონაწილეობას იღებდნენ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტმა ჩაატარა მისთვის გაურკვეველი მოქმედებები, კერძოდ, რაღაც წაუსვა ამ საგანს და იღებდა ნიმუშებს; თავად იმ დღეს გადაადგილდებოდა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გამომძიებელი ქალი იყო, სახელით ნონა იყო ექსპერტი, ასევე იყო მის მსგავსად დამსწრე ერთი პირი; ჩხრეკისას ან----–-–--–--ემ თვითონ უთხრა, რომ რასაც ეძებთ ის არის კარადაშიო, გამომძიებლის მითითებით პოლიციელები მივიდნენ და გამოიღეს კარადიდან; პოლიციელებს ხელთათმანები ეკეთათ; ის საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თავიდან ბოლომდე; ამოღებული ნივთები იყო ლურჯი ფერის „ვ------ს „ პარკში, იმავე პარკში იყო ვაზნები, თმის საჭრელი აპარატი; იარაღი იყო როგორც ახსოვს მუქი ფერის; გამომძიებელი აძლევდა მითითებებს თან ავსებდა ფორმას და მოაწერინა მას და იქ მყოფ სხვა პირებს ხელი; პოლიციელების მოქმედება ხდებოდა მათ თვალწინ; (იხ ოქმი 20.12.2---წ 17:2-:16სთ -17:43:00სთ);

 

2.16. ბრალდებულმა გო---–---------ძემ (ან----–-–--–--ემ) წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა, რომ ის იარაღს არ ინახავდა და საერთოდ არასდროს ჰქონია იარაღთან კავშირი; ის მის დროებით საცხოვრებელ ბინაში მისი საკუთარი სახლიდან, რომელიც ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარეობს, წაიყვანეს, დაიწყეს ბინის ჩხრეკა, მას არ მიუთითებია რაიმე სახის იარაღზე, ანაწმენდების აღების მიზნით მას თავად იარაღი წაუსვეს ტანზე, რომ ნ შემდეგ ნიმუშის აეღოთ და მსგავსება დაედგინათ; არცერთ მოწმეს სასამართლოსთვის სიმართლე არ უთქვამს; ბრალდების მხარემ არ დაკითხა მოწმეების, რომლებიც იტყოდნენ თუ რა მოხდა სინამდვილეში; პოლიციელებმა თავად მიიტანეს იქ იარაღი და შეინახეს ბინაში, ხოლო შემდეგ მიიყვანეს თავად; (იხ ოქმი 28.02.2019)

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები , რაომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნეს გამოტანილი, მიიჩნევს, რომ ან----–-–--–--ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის გამართლებული უნდა იქნეს;

 

2.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან

 

საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე;

 

მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით წარმოადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება; პროცესის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებენ თავიანთ პოზიციებს და რომელი მტკიცებულებებით დაადასტურებენ მათ. მოქმედი კანონმდებლობით ბრალდების მხარის ვალდებულებაა რა ამტკიცოს პირის ბრალეულობა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, როცა ის არ ეთანხმება ბრალდებას დაცვის მხარესაა, ბუნებრივია მისი საპროცესო უფლება და კომპეტენციაა რა ფორმით მოახდენს მტკიცებულებაზე შედავებას;

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულმა მხოლოდ დასკვნითი სიტყვით განაცხადა საპირისპირო გარემოებებზე, მიუთითა პოლიციის თანამშრომელთა მის განმარტებით უკანონო ქმედებებზე, თუმცა არ მიუმართავს რაიმე სახით რეაგირებისათვის, თუკი მისი უფლებები დაირღვა;

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შესადავებლად წარმოდგენილია მოსაზრებები, შეფასებები და ის არანაირად არ ადასტურებს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოს;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევისას მათი ერთობლიობით ანალიზით, სადაც თითოეული მათგანი გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს, - სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ არსებობს და სახეზეა უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა გო---–---------ძემ (ან----–-–--–--ე) ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no. 3-394/97, 34; „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).

 

2.18. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება; კერძოდ გამოკვლეული მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტების ჩვენებები, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ბაზას პირის დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მოწმეთა , - მათ შორის ექსპერტის , -მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა და ექსპერტთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში.

 

2.19. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით 01.0-.2---წ, 0----------- - სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ დადგენილია, რომ ან----–-–--–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების მიღებიდან ან----–-–--–--ე სააქტო ჩანაწერით #7---------- დაფიქსირდა, როგორც გო---–---------ძე; (იხ გადაწყვეტილება. სააქტო ჩანაწერი სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობა)

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ძალზედ გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის, ესე იგი გამოყენებისთვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის დაუფლებას და იგი დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მის შენახვას, აღნიშნული გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. ამდენად, ისეთი დანაშაულის, როგორიც არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა, შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მოპოვების და ფლობის ხერხი და საშუალება, იყოს უკანონო, ნებართვის გარეშე, ესე იგი მისი მფლობელი ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას უნდა ფლობდეს რეგისტრაციის გარეშე.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მოწმეების ჯა------–--–---–ის, გო--------ის, ნო------------ნის, ზე------------–--ის (ვა--–----ის), კა--------------ას ჩვენებებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (20.01.2017) უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ან----–-–--–--ე თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომლის წარმომავლობა უკანონოა და რომლის შენახვის უფლება ან----–-–--–--ეს კანონით მინიჭებული არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩხრეკის კანონიერება დადასტურებულია სასამართლოს განჩინებით და თავად ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, თავად ან----–-–--–--ემ კი როგორც მითითებულია მოტივის გარეშე განაცხადა უარი; ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ამოღებული ნივთები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ვაზნები საბრძოლო მასალას, რომლებიც გამოყენებისათვის ვარგისია, ხოლო იარაღზე აღებული ანაწმენდების შესწავლით, მათზე არსებული ძირითადი წლის ეკუთვნის ან----–-–--–--ეს; რისი გათვალისწინებითაც სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შენახული არ ჰქონია, ვინაიდან მტკიცებულების უტყუარობის ჭრილში შეფასებისას, საქმის განხილვისას ზემოთმითიტებული მოწმეების ჩვენებები სანდოა და მათში ეწვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, არც რაიმე სახით მათი პირადი ინტერესი დადასტურებულა ან----–-–--–--ის მიმართ;

 

3.2. ამდენად, სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად და დამაჯერებლად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გო---–---------ძემ (ან----–-–--–--ე) მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით - ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2--- წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გო---–---------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და მკვეთრად დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. გო---–---------ძე (ან----–-–--–--ე) წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ; დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის;

 

5.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას გო---–---------ძეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

5.3. სასჯელის მიზნის მისაღწევად, დანაშაულის ხასიათიდან და დამნაშავის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გო---–---------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკის 58-ე მუხლის დადგენილი დანაწესის გათვალისწინებით მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა, რადგან შემთხვევიდან გასულია უკვე ორი წელი, ბრალდებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში შემჩნეული არ ყოფილა, ის მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვისას, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყავს მცირეწლოვანი (ორი თვის) შვილი;

 

საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ გო---–---------ძე (ან----–-–--–--ე) იმყოფებოდა პირობითი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს;

 

6.ნივთიერი მტკიცებულებებიდან:

 

6.1. ბრალდებულ გო---–---------ძის (ან----–-–--–--ის) დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ბ------ას“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდთან და 04 ცალ საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომელიც ინახება რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.

 

6.2. გო---–---------ძის (იგივე ან----–-–--–--ის) დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თმის საჭრელი ელექტრო მანქანა სამუხტთან ერთად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.3. თმის საჭრელი ელექტრო მანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებული ანაწმენდები, გო---–---------ძის (იგივე ან----–-–--–--ის) სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გო---–---------ძე (იგივე ან----–-–--–--ე) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2--- წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გო---–---------ძეს (იგივე ან----–-–--–--ეს) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გო---–---------ძეს (იგივე ან----–-–--–--ეს) სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 04 თებერვლის ჩათვლით და გო---–---------ძეს (იგივე ან----–-–--–--ეს) სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.

 

მსჯავრდებული გო---–---------ძე (იგივე ან----–-–--–--ე) დაკავებული იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და შესახლებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ გო---–---------ძის (იგივე ან----–-–--–--ეს) მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ის-----–----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, ე-------------–ება; საკადასტრო კოდი №0-.3-.2-.2-- - 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გო---–---------ძის (იგივე ან----–-–--–--ის) დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თმის საჭრელი ელექტრო მანქანა სამუხტთან ერთად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ------ას სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდთან და 04 ცალ საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.

 

ნივთიერი მტკიცებულება - თმის საჭრელი ელექტრო მანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გო---–---------ძის (იგივე ან----–-–--–--ის) სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას და საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე