გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
080210016001319810
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/688-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - სს ,,მიკ---------------------------–-------------l“

წარმომადგენელი - ზ-----ბ წკ---–--ე

მოპასუხე - ზ----ო ბ-–--ე

წარმომადგენელი - ფ-------ნ ბა---–--ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

 

1.1. მოპასუხე ზ----ო ბ-–--ეზე, სს ,,მ---------------’’-ის სასარგებლოდ №----- საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის (ძირი თანხის ნაშთი - 16 280.72 აშშ დოლარის ოდენობით) დაუბრუნებლობის გამო, ზიანის ანაზღაურება 39.6% წლიური საპროცენტო განაკვეთით, 2016 წლის 15 აპრილიდან, 2018 წლის 15 ოქტომბრამდე ჯამში 16 117 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წელს მოპასუხე ზ----ო ბ-–--ესა და სს ,,მისო ,,მ---------------’’-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასაკნელმა იხსნა ყადაღადადებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქ--------------–--------------–--------------- ს/კ 0------------------) იძულებითი წესით რეალიზაციისგან. მსესხებლის ზ----ო ბ-–--ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ანუ კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევა დაფიქსირდა პირველივე თვიდან. მოსარჩელის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა 3--------- წ. №1-------- სააღსრულებლო ფურცელი.

მოპასუხე ზ----ო ბ-–--ის მიერ 2----–-–-----------------ს წარმოდგენილი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, კომპანიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე და სააღსრულებლო ფურცელი გამოთხოვილ იქნა შეუსრულებელი სახით.

 

20---–-–----------------ის შემდეგ მოპასუხემ კვლავ და არაერთგზის დაარღვია სესხის ხელშეკრულება. კომპანიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების /ვალდებულების შესრულების თხოვნით/ მიუხედავად, მოპასუხემ უგულებელყო კრედიტორის ინტერესი, რის გამოც განახლდა სააღსრულებლო საქმის წარმოება.

 

2----–-–----------ში, მოპასუხემ მიმართა კომპანიის დირექტორს ქალბატონ ი-------------ს და ითხოვა სააღსრულებლო წარმოების შეჩერება, როგორც წესი განმეორებითი შეღავათის დაწესება გარკვეულწილად წარმოადგენს კომპანიის შიდა საკრედიტო პოლიტიკის დარღვევას, რომლის შესრულებაზე მკაცრი კონტროლი ხორციელდება კომპანიის დამფუძნებლისა და ინვესტორების მხრიდან, თუმცა კომპანიამ გაითვალისწინა საქართველოს პარლამენტის წევრის ო-------–------ის წერილი, სადაც ის ითხოვდა სააღსრულებლო წარმოების შეჩერებას მოპასუხე ზ----ო ბ-–--ის უძრავი ქონების მიმართ.

 

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ზ----ო ბ-–--ის საქმეზე შეწყდა სააღსრულებლო საქმის წარმოება და მოხდა საკრედიტო ურთიერთობის აღდგენა.

 

20---–-–-------------ს მოპასუხე ზ----ო ბ-–--ესა და სს ,,მისო ,,მ---------------’’-ს შორის დაიდო №----- საკრედიტო ხელშეკრულება (რეფინანსირება), რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სასყიდლიანი კრედიტი 16 814.01 აშშ დოლარის ოდენობით 03 წლის ვადით.

 

კომპანიის კეთილგანწყობის ხარჯზე, ზ----ო ბ-–--ე სხვადასხვა მაქინაციებით ცდილობდა თავის დაძვრენას, ერთ-ერთი უშედეგო ხრიკით, როდესაც უძრავი ქონება გადაუფრომა თავის ქალიშვილს.

 

საბოლოოდ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2----–-–--------ს თვეში, რის გამოც 06.06.2013 წ. დაწყებულ იქნა სააღსრულებლო წარმოება, ამ დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

 

მოპასუხის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოსთვის მიმართვის მიუხედავად, დაკისრებული დავალიანება უცვლელად იქნა დატოვებული.

 

მოსარჩელის განმარტებით, ქონების რეალიზაციით მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო წინამდებარე სარჩელის დავის საგანია, ვლადებულების დარღვევის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მოვალის მიერ ვლადებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანი უნდა აუნაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან აღებული ჰქონდა კრედიტი. ამ კრედიტთან დაკავშირებით გაიცა სააღსრულებლო ფურცელი ნოტარიუსის მიერ, რომელშიც მითითებულია შესაბამისი დავალიანება. მოსარჩელემ თავად გამოიხმო უკან სააღსრულებლო ფურცელი და გააუქმა აუქციონი. აღნიშნული მოწმობს იმას, რომ მოპასუხეს არ მიუძღვის ბრალი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. გარდა ამისა, სააღსრულებლო ფურცელში დაფიქსირებულია შესაბამისი თანხა, რომელიც გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან. ეს თანხა მოიცავს ძირ თანხას, პროცენტსა და პირგასამტეხლოს. ამიტომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მსგავსად დაუსაბუთებელია.

 

სასარჩელო მოთხოვა არ გამომდინარეობს სარჩელში მითითებული სამოქალაქო კოდექსის 394-ე; მე-400; 407-ე და 411-412-ე მუხლებიდან. აღნიშნული ნორმებით სარჩელი დაუსაბუთებელია, რადგან მოპასუხეს არავითარი ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის მიმართ და მისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია.

ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქ--------------–--------------–--------------- ს/კ 0------------------) იძულებითი წესით რეალიზებულია მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეებს შორის 2----–-–-------------ს N4---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მტკიცებულება. მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2----–-–-------------ს N4---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა 3--------- წ. №1-------- სააღსრულებლო ფურცელი.

ზ----ო ბ-–--ის 2----–-–-----------------ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, კომპანიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე და სააღსრულებლო ფურცელი გამოთხოვილ იქნა შეუსრულებელი სახით.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები. სანოტარო აქტი. (ტ.1.ს/ფ. 12-14).

 

3.2.2.დადგენილია, რომ 2----–-–----------ში, მოპასუხე ზ----ო ბ-–--ემ მიმართა სს ,,მისო Gეოჩაპიტალ’’-ს კომპანიის დირექტორს ქალბატონ ი-------------ს და ითხოვა სააღსრულებლო წარმოების შეჩერება.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ზ----ო ბ-–--ის საქმეზე შეწყდა სააღსრულებლო საქმის წარმოება და მოხდა საკრედიტო ურთიერთობის აღდგენა.

 

საბოლოოდ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2----–-–--------ს თვეში, რის გამოც 06.06.2013 წ. დაწყებულ იქნა სააღსრულებლო წარმოება, ამ დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.4. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2----–-–-------------ს N4---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა 3--------- წ. №1-------- სააღსრულებლო ფურცელი.

 

ზ----ო ბ-–--ის 2----–-–-----------------ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, კომპანიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე და სააღსრულებლო ფურცელი გამოთხოვილ იქნა შეუსრულებელი სახით.

 

დადგენილია, რომ 2----–-–----------ში, მოპასუხე ზ----ო ბ-–--ემ მიმართა სს ,,მისო ,,მ---------------’’-ს კომპანიის დირექტორს ქალბატონ ი-------------ს და ითხოვა სააღსრულებლო წარმოების შეჩერება.

 

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ზ----ო ბ-–--ის საქმეზე შეწყდა სააღსრულებლო საქმის წარმოება და მოხდა საკრედიტო ურთიერთობის აღდგენა.

 

საბოლოოდ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2----–-–--------ს თვეში, რის გამოც 06.06.2013 წ. დაწყებულ იქნა სააღსრულებლო წარმოება, ამ დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქ--------------–--------------–--------------- ს/კ 0------------------) იძულებითი წესით რეალიზებულია მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეებს შორის 2----–-–-------------ს N4---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც დარღვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რის გამოც მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქ--------------–--------------–--------------- ს/კ 0------------------) იძულებითი წესით რეალიზებულია სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის 2----–-–-------------ს N4---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და სასმართლო მიჩნევს, რომ ზიანის აზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთებელად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მოპასუხემ ვერ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელის მოთხოვნით რეალიზებული იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქ--------------–--------------–--------------- ს/კ 0------------------) მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეებს შორის 2----–-–-------------ს N4---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.3. დავის გადაწყვეტისას სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს მეწარმის უფლებას, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს კონტრაჰენტი, აირჩიოს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი. მოსარჩელეს, როგორც სამეწარმეო სუბიექტს გააჩნია საკუთარი მიზნები და იგი მოგებაზეა ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, საკუთარი მიზნის მისაღწევად საწარმოს შეუძლია საკუთარი წესრიგის მართლზომიერი მართვა, რომლებიც საწარმოს მიზნების რეალიზაციას უზრუნველყოფენ, თუმცა, როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

6.4. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ ორჯერ იქნა შეჩერებული საღსრულებო საქმის წარმოება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რადგან როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ხოლო სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სხვას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით აღიარებულია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რაც კერძო სამართლის სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება გარიგების დადების შესახებ, განსაზღვრონ ამ გარიგების შინაარსი. თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავი არ არის, რადგან ამავე ნორმის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლება შეზღუდულია კანონით დადგენილი სავალდებულო, იმპერატიული მოთხოვნებით.

 

6...საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

6.7. როგორც აღინიშნა, სამოქაალქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.

ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას.

წინამდებარე შემთხვევაში, ცხადია ზ----ო ბ-–--ე არ დადებდა ისეთ გარიგებას, რომელიც მის სახელზე რეგისტრირებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, კვლავ მისცემდა კრედიტორს უფლებას მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოვალისათვის სავარაუდო ზიანი - ეს ისეთი ზიანია, რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონივრული ადამიანისათვის. ხოლო ზიანის სავარაუდოობა ობიექტური მასშტაბით უნდა იქნეს შეფასებული. სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელეს შეეძლო ვალდებულების დარღვევისთანავე მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და ცხადია არ დადგებოდა ზიანის ანაზღაურების საკითხი დღის წესრიგში.

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, მოპასუხეს ეცნობა დარჩენილი დავალიანების ოდენობის ან მისი დაფარვის ვალდებულების თაობაზე. შესაბამისად, მოვალისათვის არ ყოფილა ცნობილი, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდეგ კვლავ დარჩა დავალიანება, რის გამოც ის ვერ იქნება მიჩნეული ზიანის დადგომაში ბრალეულებად.

 

საყურადღებოა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიუღებელ შემოსავალზე მხარეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას წინასწარ არ გაუთვალისწინებიათ და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 1982.90 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს ჩაირიცხოს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციაC---------l“-ის სარჩელი მოპასუხე ზ----ო ბ-–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 1982.90 ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე