გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310017002193815
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8058-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ი---- ა-----ე

წარმომადგენელი - პ-------------

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

წარმომადგენლები - ა----–---------–---–- და მ-–----------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანება.

 

1.2. ი---- ა-----ე აღდგენილი იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უ--------------------------------ლის თანამდებობაზე.

 

1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ი---- ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, ანუ 2017 წლის 7 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №6----– ბრძანებით, ი---- ა-----ე დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უ--------------------------------ლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად, 2017 წლის 18 ივლისიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №6----– ბრძანება (ს.ფ. 14).

 

3.1.2. 2017 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა ამავე სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უ--------ს - გ------- ე-–------–---–ის მოხსენებითი ბარათი. მოხსენებითი ბარათით ეცნობა, რომ 2017 წლის 18 ივლისიდან საგამოძიებო სამსახურის მ----------------–--–-------------------------------------–ის მოვალეობას ასრულებდა ი---- ა-----ე, რომლის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გახსნა და სხვა. მიუხედავად მასზე კანონით დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისა, იგი სისტემატიურად არღვევდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესს. არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თავის შეხედულებისამებრ ტოვებდა სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას სამუშაო საათებში, რის შესახებაც საქმის კურსში არ აყენებდა მის უშუალო ხელმძღვანელებს, რაზედაც არაერთგზის მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, მიუხედავად ამისა რაიმე შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულ იქნა, რომ ი---- ა-----ე ავლენდა საჯარო მოსამსახურისათვის შეუფერებელ საქციელს, რაც საჭიროებდა სათანადო რეაგირებს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 1 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 82).

 

3.1.3. 2017 წლის 1 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ი---- ა-----ის მიმართ ჩატარტდა სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს - გ------- ე-–------–---–ს. მისი ახსნა-განმარტების თანახმად, 2017 წლის ივლისის თვიდან უ--------------------------------ლის თანამდებობაზე მუშაობს ი---- ა-----ე, რომელიც როგორც მისი უშუალო ხელმძღვანელობისგან არის ცნობილი სამსახურში მოსვლის შემდგომ, სისტემატიურად ტოვებდა სამუშაო ადგილს პირადი მიზნებისათვის, რის თაობაზედაც არაერთგზის მიეცა მას სიტყვიერი გაფრთხილება უშუალო ხელმძღვანელების მიერ და განემარტა რომ მსგავსი ქმედება მის მიმართ გახდებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა მსგავს ქმედებას. გ------- ე-–------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მე-4 სართულის დერეფანში, სადაც იდგა პიროვნება და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც მას მიუახლოვდა, აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უ--------------------------------ელი - ი---- ა-----ე. მისი ყურადღება მიიქცია საუბარმა, როდესაც იგი მოსაუბრეს ეუბნებოდა, რომ ე.წ. „ნაჩალსტვას“ სჭირდებოდა“, კონკრეტულად რაზე ესაუბრებოდა ვერ მიხვდა. დაინტერესდა თუ რასთან დაკავშირებით საუბრობდა იგი და რას სთხოვდა მოსაუბრეს ხელმძღვანელობის სახელით. ფაქტთან დაკავშირებით შეხვდა ი---- ა-----ის უშუალო ხელმძღვანელებს - დ----- უ-----ესა და დ----- ს-------–---–ს, რომელთაც ჰკითხა იყვნენ თუ არა საქმის კურსში ზემოაღნიშნული საუბრის თაობაზე, რაზედაც ორივე მათგანმა უარი განაცხადა. ზემოაღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 1 ნოემბერს, გ------- ე-–------–---–ი საკუთარ სამუშაო ოთახში, დ----- უ-----ესთან და დ----- ს-------–---–თან ერთად შეხვდა ი---- ა-----ეს და ამ უკანასკნელს ეთხოვა განემარტა ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე. ი---- ა-----ემ შეკითხვაზე თუ ვის ესაუბრებოდა ხელმძღვანელობის სახელით და რა უპარატესობის მიღება სურდა ამით, განმარტა, რომ ესაუბრებოდა მეწარმე - მ--–---- შ--–--–---–ს, რომელსაც ჰქონდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა გაქირავების კომპანია და ავტოსათადარიგო ნაწილებთანაც ჰქონდა შეხება და რომელსაც ხელმძღვანელობის სახელით სთხოვა კონკრეტული ავტონაწილი. აღნიშნული ფაქტის გამო მოიხადა ბოდიში და ითხოვა პატიება. ი---- ა-----ეს განემარტა, რომ მისი ქმედებებით ირღვეოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უ--------ს ბრძანებით დამტკიცებული საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესი და ილახებოდა საგამოძიებო სამსახურის რეპუტაცია. მისთვის იქვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებოდა შ---------------------------------–--ს სათანადო რეაგირებისათვის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 67-71);

- გ------- ე-–------–---–ის 2017 წლის 1 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 83-84);

 

3.1.4. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უფროსს - დ----- უ-----ეს. ახსნა-განმარტების თანახმად, ი---- ა-----ე სისტემატიურად გადიოდა სამსახურიდან და არარაციონალურად იყენებდა სამუშაო დროს, რის თაობაზე, როგორც პირადად მისი, ისე მისი მოადგილის - დ----- ს-------–---–ის მიერ არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, რომ მათთან შეთანხმების გარეშე არ დაეტოვებინა სამსახური, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა ხსენებული გაფრთხილება არ იქნა გათვალისწინებული ი---- ა-----ის მიერ და კვლავ გრძელდებოდა მის მიერ სამუშაო დროის პირადი მიზნებისათვის გამოყენება, რის თაობაზეც ეცნობა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს. იგი მის მოადგილე - დ----- ს-------–---–თან ერთად შეხვდა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს - გ------- ე-–------–---–ს ი---- ა-----ის სატელფონო საუბართან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში არ იყვნენ. ამის შემდგომ, 2017 წლის 1 ნოემბერს, იგი დ----- ს-------–---–თან და ი---- ა-----ესთან ერთად შეხვდა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს - გ------- ე-–------–---–ს. გ------- ე-–------–---–მა ი---- ა-----ეს შესთავაზა გაეკეთებინა განმარტება სატელეფონო საუბართან დაკავშირებით და ჰკითხა თუ რა სარგებლის მიღება სურდა ხელმძღვანელობის სახელით. ი---- ა-----ემ განმარტა, რომ ესაუბრებოდა მის ნაცნობს, მეწარმე - მ--–---- შ--–--–---–ს, რომელსაც ჰქონდა კომპანია და აღნიშნული კომპანია აწარმოებდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებას, მასვე შეხება ჰქონდა ავტომანქანის ნაწილებთან და რომელსაც სთხოვდა ავტომანქანის ნაწილზე გარკვეული შეღავათის გავრცელებას. მანვე მოიხადა ბოდიში ზემოაღნიშნული ფაქტის გამო და განმარტა, რომ ანალოგიური ფაქტი აღარ განმეორდებოდა და ითხოვა პატიება. გ------- ე-–------–---–მა ი---- ა-----ეს განუმარტა, რომ მისი საქციელით ილახებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღირსება, არღვევდა საგამოძიებო სამსახურის უ--------ს ბრძანებას და ამავე სამსახურის შინაგანაწესს და ზემოაღნიშნული ფაქტი არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. გ------- ე-–------–---–ი საუბრობდა მშვიდად. არც მას, არც თვითონ და არც დ----- ს-------–---–ს ი---- ა-----ისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და არც სხვაგვარად დაურღვევიათ მისი უფლებები. საუბრის დასრულებისთანავე სამივემ დატოვა სამუშაო ოთახი. მას შემდგომ ი---- ა-----ესთან შეხება არ ჰქონია, რადგან იგი სამსახურში აღარ გამოცხადებულა.

 

დ----- უ-----ის განმარტება სრულად დაადასტურა სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მისმა მოადგილემ - დ----- ს-------–---–მა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 67-71);

- დ----- უ-----ის 2017 წლის 4 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 88-89).

- დ----- ს-------–---–ის 2017 წლის 4 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 86-87).

 

3.1.5. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე შ.პ.ს. „ქ-----------------------------------ის“ (ს/ნ: 4--------) დამფუძნებელს - მ--–---- შ--–--–---–ს. ახსნა განმარტების თანახმად იგი იცნობს ი---- ა-----ეს, თუმცა მასთან ყოველდღიური ურთიერთობა და ხშირი სატელეფონო საუბრები არ აქვს. პერიოდულად ეხმიანებიან ერთმანეთს, კითხულობენ და საუბრობენ ზოგად თემებზე. ყოფილა შემთხვევა ი---- ა-----ეს მისთვის დაურეკავს, უთხოვია გარკვეული დახმარება და შეძლებისდაგვარად დახმარებია. ი---- ა-----ისგან იცის, რომ ბოლო პერიოდში მუშაობა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი. 2017 წლის ოქტომბრის თვის ბოლო რიცხვებში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რა დროსაც კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ი---- ა-----ე, რომელმაც დახმარება სთხოვა 2008 წლიანი „ტ--------------ის“ მარჯვენა წინა კარის შეღავათიანი ფასით შეძენაში. მან მეორე დღესვე თანამშრომლის - ი-----–---------–---–ის მობილური ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით გაუგზავნა და უთხრა, რომ დაერეკა მისთვის და დაეხმარებოდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 67-71);

- მ--–---- შ--–--–---–ის 2017 წლის 6 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 90-91).

 

3.1.6. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, 2017 წლის 3 და 4 ნოემბერს ი---- ა-----ე დაბარებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შ---------------------------------–--ში, თუმცა მან ზემოაღნიშნულ სამმართველოში გამოცხადებასა და რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, ს-------------------------------–---------------------------–-------------მა - გ------- ე-–------–---–მა, მის სამუშაო ოთახში, მ----------------–--------------ს - დ----- უ-----ის და დ----- ს-------–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

მოცემულ ფაქტზე ს-------------------------------–---------------------------–-------------ს - გ------- ე-–------–---–ს ჩამოერთვა დამატებით ახსნა-განმარტება. მისი განმარტებით 2017 წლის 1 ნოემბერს, როდესაც იგი, მის დაქვემდებარებაში მყოფ მ----------------–--ს ხელმძღვანელებთან - დ----- უ-----ესა და დ----- ს-------–---–თან ერთად შეხვდა ი---- ა-----ეს, თხოვეს განმარტება მიეცა მათთვის როგორც სამუშაო ადგილის სისტემატიურად დატოვებაზე პირადი მიზნებისათვის, ასევე მეწარმე - მ--–---- შ--–--–---–თან სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენების შესახებ, ხელმძღვანელობის სახელით სარგებლის მიღების მიზნით. ზემოხსენებული საუბრის დროს ი---- ა-----ემ ბოდიში მოიხადა და პატიება ითხოვა. მისთვის არც მას, არც დ----- უ-----ეს და არც დ----- ს-------–---–ს არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს დ----- უ-----ემ და დ----- ს-------–---–მაც თავიანთ ახსნა-განმარტებაში.

 

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ს-------------------------------–---------------------------–-------------ის თანაშემწემ - ნ------------–---–მა განმარტა, რომ შეხვედრისას რაიმე ხმამაღალი საუბარი, უცენზურო სიტყვები ან შეურაცხმყოფელი საუბარი არ გაუგია. მისი განმარტებით, შეხვედრის შემდეგ დ----- უ-----ემ, დ----- ს-------–---–მა და ი---- ა-----ემ მშვიდად დატოვეს ოთახი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 67-71);

- მ--–---- შ--–--–---–ის 2017 წლის 6 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 90-91);

- 2017 წლის 3 ნოემბრის სატელეფონო გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 95);

- 2017 წლის 4 ნოემბრის სატელეფონო გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 96);

- გ------- ე-–------–---–ის 2017 წლის 4 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 85);

- ნ------------–---–ის 2017 წლის 6 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 94).

 

3.1.7. სამსახურებრივი შემოწმებისას გადამოწმებული იქნა ასევე საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწყობილობის, ე.წ. „ტურნიკეტის“ ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები. შ---------------------------------–--მ დაადგინა, რომ ი---- ა-----ე, ყოველგვარი სამსახურებრივი საჭიროების გარეშე, ხანგრძლივი დროით (რამდენიმე საათით) ტოვებდა სამუშაო ადგილს, საჭიროდაც არ თვლიდა საქმის კურსში ჩაეყენებინა უშაულო ხელმძღვანელი, რითაც სისტემატიურად უგულებელყოფდა საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნებს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 67-71);

- ელექტრონული ამონაწერი (ს.ფ. 72-81).

 

3.1.8. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შ---------------------------------–--მ მიიჩნია, რომ ი---- ა-----ის, როგორც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისა და ზოგადად საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობებისადმი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ მან საერთოდ არაფრად ჩააგდო მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების პროცესი და მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა მიეცა ახნა-განმარტება საქმის გარემოებების შესახებ და განემარტა მისი ქმედებების მიზეზები, მან საერთოდ უარი განაცხადა შ---------------------------------–--ში გამოცხადებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის სამსახურისადმი შეუფერებლობას.

 

სამმართველომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მ----------------–--ს უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - ი---- ა-----ემ არ შეასრულა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მოვალეობები და არაერთგზის დაარღვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესი.

 

შ---------------------------------–--მ იხელმძღვანელა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტით და 21-ე მუხლის „თ“ პუნქტით; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტით, მე-132 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით, მე-135 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების“ მე-42 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ პუნქტებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უ--------ს 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების, მე-14 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თ---–---------------------------–---------------------–---------------------------------------–ის - ი---- ა-----ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 67-71).

 

3.1.9. 2017 წლის 6 ნოემბერს, ი---- ა-----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პ------–----------------------–-----------–------------ს (შ-------------------------------------–--------ლს), სადაც მიუთითა, რომ მისი უ--------ს - გ------- ე-–------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა იძულების ფაქტს, რომ დაეწერა პატაკი სამსახურიდან პირადი სურვილით გათავისუფლებაზე, რომლის სურვილიც თავად არ გააჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაწერდა პატაკს წასვლასთან დაკავშირებით, იგი „დასკვნის“ საფუძველზე გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. განცმხადებელმა მოითხოვა აღნიშნული გარემოებების შესწავლა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 6 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 19-22).

 

3.1.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის, 21-ე მუხლის „თ“ პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და უ--------ს მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განსაზღვრისა და სამსახურის უ--------ს მოადგილეებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საგამოძიებო სამსახურის უ--------ს 2017 წლის 28 სექტემბრის №97 ბრძანების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უ--------------------------------ელი, კაპიტანი - ი---- ა-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საგამოძიებო სამსახურიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანება (ს.ფ. 15).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---- ა-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანება, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უ--------------------------------ლის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის პრინციპებსა და მიმართულებებს, უფლებამოსილებებს, აგრეთვე სამსახურში სამსახურის გავლის წესსა და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

 

ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურის თანამშრომელი არის სახელმწიფო მოსამსახურე.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუქტის თანახმად, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საგამოძიებო დეპარტამენტი, ხოლო ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია - ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის „გ.ა“ ქვეპუნქტით - თბილისის მთავარი სამმართველო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი---- ა-----ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა ფინანსთა სამინისტროს ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უ--------------------------------ლის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს - შ---------------------------------–--. ამავე დებულების მე-42 მუხლის თანახმად, შ---------------------------------–--ს ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამსახურის სისტემაში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი; ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და სათანადო რეაგირება; გ) დაქვემდებარებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძიების წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უ--------სათვის წარდგენა; ე) სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა-რეაგირება; ვ) სამსახურის უ--------ს სპეციალურ დავალებათა შესრულება.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ასევე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაზე, რომელიც ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი (შემდგომში - სამსახური) თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესს.

 

აღნიშნული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაოს დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და წესი; ე) შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურის დაწესებული შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უ--------.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამშრომელთათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, შინაგანაწესის მიზნებია: ა) თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების სრულად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება; დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.

 

ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეულის (გარდა იმ სტრუქტურული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია ცვლის განრიგი) თანამშრომლისათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დღის განმავლობაში სამუშაო დრო განისაზღვრება - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო შესვენების დრო - 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, ხოლო ამავე მულის მე-9 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლის სამუშაო ადგილიდან პირადი საჭიროებისათვის გასვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ - დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; დ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სამსახურის თანამშრომლის და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს მის დანიშვნაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია - სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა. ამავე კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულია სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, „თ“ პუნქტით - სამსახურიდან დათხოვნა.

 

,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთვსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-132 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად - ,,საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი სამსახურით სარგებლობს" და ,,საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

 

ამავე კანონის მე-135 მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტების თანახმად - ,,საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე", ასევე ,,თუ გაურკვეველია აქვს თუ არა საჯარო მოსამსახურეს შეთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს" და ,,საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებით ამხილოს იგი ამ კანონით დადგენილი წესით".

 

6.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლში ჩამოთვლილია დისციპლინური გადაცდომის სახეები, ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

 

მითითებული კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის, 21-ე მუხლის „თ“ პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და უ--------ს მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განსაზღვრისა და სამსახურის უ--------ს მოადგილეებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საგამოძიებო სამსახურის უ--------ს 2017 წლის 28 სექტემბრის №97 ბრძანების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ს---------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–ოს უ--------------------------------ელი, კაპიტანი - ი---- ა-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საგამოძიებო სამსახურიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს აქტის დასაბუთების წესს, რომელიც ერთიანია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იქნას ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-------------------------------–---------------------------–-------------ის - გ------- ე-–------–---–ის 2017 წლის 1 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შ----------------–---------------–--ს მიერ, ი---- ა-----ის მიმართ ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს - გ------- ე-–------–---–ს. ასევე, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მ----------------–--ს უფროსს - დ----- უ-----ეს, მის მოადგილეს - დ----- ს-------–---–ს. ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე შპს „ქ-----------------------------------ის“ დამფუძნებელს - მ--–---- შ--–--–---–ს. გამოკითხული იქნა ასევე ს-------------------------------–---------------------------–-------------ის თანაშემწე - ნ------------–---–ი.

 

ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ი---- ა-----ე სისტემატიურად ტოვებდა სამუშაო ადგილს პირადი მიზნებისათვის, რის თაობაზედაც არაერთგზის მიეცა მას სიტყვიერი გაფრთხილება უშუალო ხელმძღვანელების მიერ და განემარტა რომ მსგავსი ქმედება მის მიმართ გახდებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა მსგავს ქმედებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამოწმებული იქნა საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწყობილობის, ე.წ. „ტურნიკეტის“ ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები, რომლის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ი---- ა-----ე ყოველგვარი სამსახურებრივი საჭიროების გარეშე, ხანგრძლივი დროით (რამდენიმე საათით) ტოვებდა სამუშაო ადგილს, რის თაობაზეც არ აყენებდა საქმის კურსში უშუალო ხელმძღვანელს, რითაც სისტემატიურად უგულებელყოფდა საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნებს.

 

ასევე დადგენილია, რომ ი---- ა-----ე ტელეფონის მეშვეობით ესაუბრა მეწარმე - მ--–---- შ--–--–---–ს, რომელსაც ჰქონდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა გაქირავების კომპანია და ავტოსათადარიგო ნაწილებთანაც ჰქონდა შეხება და რომელსაც ხელმძღვანელობის სახელით სთხოვა კონკრეტული ავტონაწილი. აღნიშნული საუბრის ფაქტი დაადასტურა მ--–---- შ--–--–---–მა. ამასთან, აღნიშნული ფაქტის გამო ი---- ა-----ემ მოიხადა ბოდიში და ითხოვა პატიება. ი---- ა-----ეს ხელმძღვანელობის მხრიდან განემარტა, რომ მისი ქმედებებით ირღვეოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უ--------ს ბრძანებით დამტკიცებული საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესი და ილახებოდა საგამოძიებო სამსახურის რეპუტაცია. მისთვის იქვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებოდა შ---------------------------------–--ს სათანადო რეაგირებისათვის.

 

ასევე დადგენილია, რომ ი---- ა-----ის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შ---------------------------------–--ს მიერ, 2017 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნა, რომ ი---- ა-----ე სისტემატიურად უგულებელყოფდა საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნებს. ამასთან, მისი როგორც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისა და ზოგადად საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობებისადმი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების დამადასტურებელად მიჩნეული იქნა ის ფაქტიც, რომ მან საერთოდ არაფრად ჩააგდო მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების პროცესი და მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა მიეცა ახნა-განმარტება საქმის გარემოებების შესახებ და განემარტა მისი ქმედებების მიზეზები, საერთოდ უარი განაცხადა შ---------------------------------–--ში გამოცხადებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის სამსახურისადმი შეუფერებლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, შ---------------------------------–--მ იხელმძღვანელა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტით და 21-ე მუხლის „თ“ პუნქტით; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის პირველი პუნქტით, მე-132 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით, მე-135 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების“ მე-42 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს-----------------------–ი სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ პუნქტებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უ--------ს 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების, მე-14 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თ---–---------------------------–---------------------–---------------------------------------–ის - ი---- ა-----ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“. აღნიშნული დასკვნა კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანების მიღების საფუძველი გახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გამოიხატა მასში, რომ იგი ისე, რომ არ აყენებდა ხელმძღვანელობას საქმის კურსში, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სისტემატიურად ტოვებდა სამსახურის ტერიტორიას და შესაბამისად ხელმძღვანელობის დავალების და შეთანხმების გარეშე არ იმყოფებოდა სამუშაო საათებში სამუშაო ადგილას.

 

სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება მოპასუხე მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მეწარმეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, რა დროსაც ი---- ა-----ე სთხოვდა ამ უკანასკნელს ავტომანქანის ნაწილზე გარკვეული შეღავათის გაკეთებას და საუბრის დროს ახსენებდა ფრაზას - ,,ნაჩალსტვას სჭირდება" ნამდვილად სცილდება მეგობრული საუბრის ფარგლებს და წარმოადგენს სხვისი სახელით გარკვეული შეღავათის, ან უპირატესობის მიღების მცდელობას და წარმოადგენს ისეთ ქმედებას, რაც ზიანს აყენებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ი---- ა-----ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაევალოს მოსარჩელე - ი---- ა-----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით გადახდილი 2 500 ლარის დაკისრებას (ს.ფ. 26). იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარეზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი---- ა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი