გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10435-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2019 წ თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე - ქ--–--------–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ს---–-----------ე
მოპასუხე - ბ--- მ------–---–ი
წარმომადგენელი - გ----------ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბ--- მ------–---–ს ქ--–--------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელად დაეკისროს 21 400 ლარი;
სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2013 წლის 2------------- დაახლოებით 0---- საათზე ქ.თბილისში დ-----------–-----–-----------------------------–-ს ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--- მ------–---–მა ავტომანქანით მოახდინა ავტოავარია, რის შედეგადაც დაზიანდა თ--------------–----------–-ს ქონება, კერძოდ გარე განათების ბოძი 2 ცალი, მოძრაობის შემზღუდავი ბოძი 17 ცალი და ნარჩენების შემკრები დეკორატიული ურნა. აუდიტორიული კომპანია ,,კ----------ს“ აუდიტორული დასკვნის მიხედვით მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 21 400 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ იქნა ზიანი, თუმცა არა იმ მოცულობითა და ღირებულებით, როგორც მოსარჩელე მხარე უთითებს სარჩელში. კერძოდ, იგი სადავოდ არ ხდის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2013 წლის 30 დეკემბრის განცხადებაში მითითებული ნივთების _ 18 პატარა ბოძისა და ერთი განათების ბოძის დაზიანების ფაქტს და არ ეთანხმება 2 განათების ბოძის დაზიანების თაობაზე სარჩელში მითიტებულ ფაქტობრივ გარემოებას;
მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული და რელევანტური მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა იდენტიფიცირება იმ ნივთებისა, რომელიც აღწერა ექსპერტმა და რომელიც მის მიერ იქნა დაზიანებული; ასევე არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას, რომელის თანახმადაც მიყენებული ზიანი განსაზღვრულ იქნა 21400 ლარის ოდენობით და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის პრეტენზიას ნარჩენების შემკრები ურნის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 2------------- დაახლოებით 0---- საათზე, ქ.თბილისში, დ-----------–-----–----------------------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარედ ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა ,,მ---------ი“ სახელმწიფო ნომრით X------ და ავტომანქანა ,,მ---------ი M-” სახელმწიფო ნომრით B------. შეჯახების შედეგად ავტომანქანა ,,მ---------ი M-”, რომელსაც მართავდა ბ--- მ------–---–ი ავარდა სავალი გზის მარცხენა მხარეს ბორდიულზე, რის შედგადაც დაზიანდა თვითთმმართველი ერთეულის ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის 2----–-–-------------ს N1----- წერილი (ს.ფ. 14);
3.1.2. ბ--- მ------–---–ი ქ.თბილისის მ-------------–---–------------–---- სამსახურის უფროსისადმი მიმართულ 2013 წლის 30 დეკემბრის წერილში ადასტურებს 2013 წლის 2------------- ავტოავარიის შედეგად „18 პატარა ბოძისა და 1 განათების ბოძის“ დაზიანების ფაქტს და გამოთქვამს მზაობას აანაზღაუროს მის მიერ დაზიანებული ქონების საფასური;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ბ--- მ------–---–ის 2013 წლის 30 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 13).
3.1.3. ქ--–--------–----------ის დაკვეთით აუდიტური კომპანია ,,კ----------ს“ მიერ 2014 წლის 19 თებრვლს შესრულებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ------–----------ის მიერ წარმოდგენილ ქონებაზე (სანათი ,,ლ-------“ სიმაღლე 8მ, კომპლექტი - 1 ერთეული; სანათი ,,A--” ერთსანათიანი -1 ერთული; მოძრაობის შემზღუდავი ბოძი, სიმაღლით 600მმ. – 17 ერთეული) მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 21 400 ლარი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
„სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას“( იხ სუსგ ას -1051-991-2015, 29.12.2015).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ებები: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი, 2013წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
3.2.1. სარჩელს თან არ ერთვის ბ--- მ------–---–ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით (ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი) საქმის განხილვისათვის სავალდებულო წინაპირობაა და ნიშნავს იმას, რომ სამართალწარმოების არც ერთ მხარეს ზიანის ფაქტის შედავება არ შეუძლია, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
3.2.2. არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების _ ორი განათების ბოძისა და მოძრაობის შემზღუდავი 17 ბოძის დაზიანების ფაქტს; ნარჩენების შემკრები დეკორატიული ურნის დაზიანების ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და მითითებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე განმარტავს: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს.
ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საკუთარ ახსნა-განმარტებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ დააზიანა თ--------------–-----------–ი კუთვნილი ქონება _ განთების 2 ბოძი, მოძრაობის შემზღუდავი 17 ბოძი და ნარჩენების შემკრები დეკორატიული ურნა, ამყარებს ორი წერილობითი მტკიცებულებით: 30.12.13წლით დათარიღებული ბ--- მ------–---–ის ქ------–-----------–---–-----------------ის უფროსისადმი მიწერილი წერილით, რომელშიც განმცხადებელი ადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „18 პატარა ბოძისა“ და მხოლოდ ერთი განათების ბოძის დაზიანების ფაქტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის 2----–-–-------------თ დათარიღებული N1----- წერილით, რომელშიც მითითებულია, რომ 2013 წლის 2------------- მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა გარე განათების ბოძები და დასუფთავების სანაგვე ურნები; ამავე წერილში რომლითაც საგამოძიებო ორაგანო ადრესატისაგან - ქ------–----------ისაგან ითხოვს დაზიანებული ინფრასტრუქტურის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოძრაობის შემზღუდავი ბოძების დაზიანების ფაქტზე არანაირი მითითება არ არსებობს;
მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად დაზიანდა ორი განათების ბოძი მართალია გაქარწყლებულ იქნა ტოლფასი მტკიცებულებით _ მოპასუხის განმარტებით, თუმცა ორივე მხარის ახსნა-განმარტებებს შორის დაფიქსირებულ სხვაობას დაზიანებული განათების ბოძების ოდენობასთან მიმართებით, გარკვეულ წილად ავსებს ზემოხსენებული, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის 2----–-–-------------თ დათარიღებული N1----- წერილის შინაარსი, რომელშიც მითითებულია ბ--- მ------–---–ის მიერ „გარე განათების ბოძების“ დაზიანების ფაქტი.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო პროცესზე განვითარებულ პოზიციას ბ--- მ------–---–ის მიერ დაზიანებული საგნების ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობისა და მათი აუდიტორული დასკვნით შეფასებული ქონების იდენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების საქმეში არარსებობის თაობაზე და ორივე მხარის ახსნა-განმარტებების ზემოხსენებულ წერილობით მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების, სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული მოპასუხის მიერ აღიარებული ფაქტისა და სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება დაზიანებული ნივთების იდენტიფიცირებისა და ზიანის მოცულობის განსაზღვრის თვალსაზრისით და დაადასტურა ბ--- მ------–---–ის ზიანის გამომწვევი მოქმედების შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ქონების _ მოძრაობის შემზღუდავი 17 და ორი განათების ბოძის დაზიანების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის 2----–-–-------------ს N1----- წერილი (ს.ფ. 14);
- ბ--- მ------–---–ის 2013 წლის 30 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 13).
3.2.3. საქმის მასალებით არ დასტურდება დელიქტორის მიერ მოსარჩელისათვის 21 400 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს და განმარტავს რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე მხარეა ვალდებული დაამტკიცოს არა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, არამედ მისი ოდენობაც.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობას ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ამყარებს მისივე დაკვეთით ჩატარებულ აუდიტური კომპანია ,,კ----------ს“ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ------–----------ის მიერ წარმოდგენილ ქონებაზე (სანათი ,,ლ-------“ სიმაღლე 8მ, კომპლექტი - 1 ერთეული; სანათი ,,A--” ერთსანათიანი -1 ერთული; მოძრაობის შემზღუდავი ბოძი, სიმაღლით 600მმ. – 17 ერთეული) მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრული იქნა 21 400 ლარით;
მოსარჩელის მიერ მითითებული ქონების ნაწილის დაზიანების ფაქტს ადასტურებს და არ ურყოფს მოწინააღმდეგე მხარე, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება აუდიტორული დასკვნაში მითითებულ შეფასებას, დამდგარი ზიანის ოდენობის თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მტკიცებულებათა შეფასება უალტერნატივოდ მოიაზრებს მის ყოველმხრივად და სრულად გამოკვლევა-განხილვას, რაც გულისხმობს მტკიცებულების მთლიანობაში შემოწმებას და მის შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს მოსაზრება, რის გამოც მტკიცებულებათა ნაწილი უტყუარად იქნა მიჩნეული, ხოლო ნაწილი არასარწმუნოდ.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია „კ----------ს“ შეფასების თაობაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 21400 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელ აუდიტის დასკვნას არადამაჯერებლად და არასარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო: კომპანია ,,კ----------ს“ მიერ შედგენილი ანგარიშის კვლევითი (განსაკუთრებული) ნაწილის მიხედვით: „შესამოწმებელი სანათები და ბოძები დაზიანებულია და დემონტირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემოწმების დროისთვის ისინი დასაწყობებულნი არიან თვალჭრელიძის ბაზაზე ღია ცის ქვეშ და გამოირიცხება მათი აღდგენა შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით, აქედან გამომდინარე შემფასებლის ამოცანას წარმოადგენდა განსაზღვრულიყო დაზიანებამდე მათი სარგებლობითი (გამოყენებითი) ღირებულება“. ამავე დასკვნის თანახმად (იხ.გვ.12 ჩანაცვლებითი ღირებულების განსაზღვრა) „შეფასების პროცესში ჩანაცვლებით ღირებულებად მიჩნეულ იქნა დამკვეთისგან წარმოდგენილი ისტორიული ღირებულება, რაც დადასტურებულია ანალოგიური პროდუქციის ბაზრის კვლევით“. რაც შეეხება მიყენებული ზიანის სიდიდეს იგი განსაზღვრულ იქნა ზიანის დადგომამდე ობიექტის ღირებულებასა და ზიანის დადგომის შემდეგ მის მიმდინარე ღირებულებას შორის სხვაობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ აუდიტის დასკვნა წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგს და სასამართლოს მიერ მისი შეფასებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ დასკვნით ნაწილს, არამედ სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა კვლევის ნაწილი, კვლევის მეთოდიკა, საკვლევი ნიმუში და ა.შ. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შეფასების თვალსაზრისით საყურადღებოა მოპასუხე მხარის მიერ ალტერნატული ექსპერტიზის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ქ--–--------–----------–----–--------------ისაგან გამოთხოვილი იმ დოკუმენტაციის შინაარსი და მტკიცებულებითი ძალა, რომლის საფუძველზეც განახორციელა აუდიტმა ზიანის ოდენობის შეფასება. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქ------–----------ის ადმინისტრაციის 2014 წლის 29 იანვრის წერილსა და მის ერთგვერდიან დანართზე, ცხრილის სახით წარმოდგენილ მონაცემებზე (სადაც მითითებულია საქონლის დასახელება, რაოდენობა, პირველადი ღირებულება, 2013 წლის ნარჩენი ღირებულება და 2014 წლის ნარჩენი ღირებულება) და განმარტავს: იმ პირობებში როდესაც დასკვნაში დაფიქსირებული შეფასება უშუალოდ დამკვეთის მიერ წარდგენილ ინფორმაციას ეფუძნება (რომლის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ დამკვეთი) და არა ობიექტურ მასალასა და თავად აუდიტის მიერ მოძიებული და კონკრეტიზირებული ინფორმაციის შესწავლა-შეფასებას, აღნიშნული დასკვნა ვერ ჩაითვლება სათანადო დასაბუთების მქონე მტკიცებულებად სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით; მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადასტურდა რომ არც მოსარჩელე და არც შესაბამისი სამსახურები, არ ფლობენ კონკრეტულ დოკუმენტაციას (შესყიდვის, მონტაჟის პირველადი დოკუმენტები - ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა, თუ სხვა) ან/და ინფორმაციას, დაზიანებული ობიექტების შეძენა/დამონტაჟების პერიოდების და მათი შესყიდვის ღირებულების შესახებ. კერძოდ, საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით დასტურდება რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 08 აპრილს წერილობით მიმართა ქ--–--------–----------ას მიეწოდებინა ინფორმაცია დაზიანებული ობიექტების შეძენა/დამონტაჟების პერიოდისა და მათი შესყიდვის ღირებულების შესახებ; აღნიშნული წერილი შემდგომი რეაგირებისთვის მოსარჩელის მიერ გადაგზავნილ იქნა შპს ,,ს------–------–----ათვის“, რომელმაც მოპასუხეს აცნობა, რომ „დაზიანებული ობიექტების შეძენა დამონტაჟება არ მომხდარა შპს ,,ს------–------–----“ მიერ და შესაბამისად ვერ მოხდა საჭირო ინფორმაციის მიწოდება“. იმავე შინაარსის წერილობითი მოთხოვნა ბ--- მ------–---–ის წარმომადგენელმა 2016 წლის 25 აპრილს განმეორებით გაუგზავნა ქ--–--------–----------ას, რომელმაც წერილი შემდგომი რეაგირებისთვის ამჯერად გადაუგზავნა ააიპ ,,თ---–---------------------------ს“, რომლის დირექტორმაც 2016 წლის 22 ნოემბერს მოპასუხეს აცნობა რომ „ვერ მოხერხდა შესყიდვის თავდაპირველი დოკუმენტაციის მოძიება. აღნიშნული სანათები მათი დაკვეთის შესაბამისად შეფასებულ იქნა აუდიტორული კომპანიის მიერ, კერძოდ: სანათი ,,ლ-------“ – 9 206.77 ლარი, სანათი ,,A--” – 9 590.75 ლარი, ხოლო შემზღუდავო ბოძების ღირებულება გაურკვეველია“;
სასამართლოს მოსაზრებას, აუდიტის მიერ განხორციელებული შეფასების გაუზიარებლობის თაობაზე, ასევე ამყარებს ალტერნატიული დასკვნის შედგენის შეუძლებლობის თაობაზე სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილობით პასუხებში ასახული შემდეგი არგუმენტაციაც: „სასაქონლო ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადაწყვეტის მიზნით ჩატარებელი კვლევის პროცესში ვერ მოხდა 2013 წლის მდგომარეობით ანალოგიური, ან მსგავსი ობიექტების ყიდვა-გაყიდვის, ან გასაყიდად შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ამასთან გამოსაკვლევი ქონება წარმოადგენს სპეციფიური სახის საქონელს, რომელთა დამზადება უმეტესწილად ხდება კონკრეტული პროექტების ფარგლებში და მათი ღირებულებების შესახებ ღია ინფორმაცია ძნელად მოსაპოვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი შესაძლებელია გადაწყდეს დანახარჯების მეთოდის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც კვლევის ობიექტების ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდების და საწყისი ღირებულებების გათვალისწინებით შესაძლებელია განისაზღვროს მათი საბაზრო ღირებულება დროის გარკვეული პერიოდის მდგომარეობით. კერძოდ შესაძლებელია მოხდეს საწყისი, ისტორიული საბაზრო ღირებულების დაკორექტირება ჯამური ცვეთის კოეფიციენტის გამოყენებით. ამრიგად ჩვენს შემთხვევაში კვლევის ამოსავალი შეიძლება იყოს წარმოდგენილი საქონლის საწყისი ისტორიული ღირებულებების დადგენა, რაც შესაძლებელია მათი შესყიდვის პირველადი დოკუმენტების - ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და სხვა - საფუძველზე. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული მასალები. საქმეში არსებული ქ-------–----------ის ადმინისტრაციის 2014 წლის 29 იანვრის N 0------------ წერილის დანართის სახით არსებულ ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების - (სადაც მითითებულია საქონლის დასახელება, რაოდენობა, პირველადი ღირებულება, 2013 წლის ნარჩენი ღირებულება და 2014 წლის ნარჩენი ღირებულება) საფუძველზე კი ძნელია კატეგორიულად მსჯელობა საწყის საბაზრო ღირებულებეზე და მათი შეძენის პერიოდებზე“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული მატერიალური ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულება, ვინაიდან ცხადია რომ ის ტექნიკური მონაცემები რომელსაც ემყარება შეფასება შექმნილია უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიერ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს კატეგორიულ მსჯელობას დაზიანებული ქონების საწყის საბაზრო ღირებულებასა და მათი შეძენის პერიოდებზე და სასამართლოს შეფასებით განაპირობებს წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის არაობიექტურობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 15-30);
- დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი და მიმართვა ექსპერტიზას (ს.ფ.157-158, 170-171);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-------წ წერილი (ს.ფ 159);
- მიმართვები მ-----ს 08.04.16წ, 25.04.16წ ( ს.ფ. 162; 165-166);
- შპს „ს------–------–----“ წერილი (ს.ფ.162);
- ააიპ თ---–---------------------------ის პასუხი (168);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-------წ და 2017 წლის 16 იანვრის წერილი (ს.ფ. 169; 172-173);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 დეკემბრის მომართვა სასამართლოს (ს.ფ. 226-227).
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნია რომ არ არსებობს ქ--–--------–----------ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე , 408-409-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს. ამგვარი ვალდებულებები, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას სწორედ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს.
6.2. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს ქონებრივი ზიანის ოდენობა. ქონებრივი ზიანის დადგენა კი ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ვიდრე მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფება პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: პირი რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს 2013 წლის 2------------- ქ.თბილისში, დ-----------–-----–----------------------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარედ, განხორციელებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბ--- მ------–---–ის მიერ ქ------–----------ის ქონების დაზიანების ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაზიანებული ქონებისა ოდენობა და დამგარი ზიანის ღირებულება.
გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დელიქტორის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების: განათების ორი ბოძისა და მოძრაობის შემზღუდავი 17 ბოძის დაზიანების ფაქტი;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ მხოლოდ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.
სასამართლო მიუთითებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს და განმარტავს რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე მხარეა ვალდებული დაამტკიცოს არა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, არამედ მისი ოდენობაც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ გამოიკვლია სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, დაასკვნა რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (აუდიტორული დასკვნით), უტყუარად ვერ დასტურდება სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი – მოპასუხის დელიქტური ქმედებით ქ--–--------–----------–----–--------------ისათვის 21 400 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ ქ--–--------–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა ბ--- მ------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებულობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ--–--------–----------–----–--------------ის სარჩელი ბ--- მ------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით 21 400 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი