გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/936 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შპს ,,ს---------------------------------------------–-’’;
წარმომადგენელი - თ---------------–---------------------;
მოპასუხე - სსიპ სახ--–-–------–---------------გენტო;
წარმომადგენელი - თა--------------–-ძე;
მესამე პირი - თ-------- მუნიციპალიტეტის მერია (ასკ 16.2);
წარმომადგენელი - ირ------------–--ლი;
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 იანვრის N--- განკარგულება.
მოსარჩელის განმარტებით, თ-------- მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად 2017 წლის 17 მისს თ-------- მუნიციპალიტეტსა და გამარჯვებულ კომპანია - შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N----- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოიშვა მიმწოდებლისგან (მოსარჩელე) დამოუკიდებელი გაუთვალისწინებელი გარემოებები, რამაც გამოიწვია სამუშაოთა პროცესის გახანგრძლივება და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევა. ამის შემდგომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ (თ-------- მუნიციპალიტეტმა) განცხადებით მიმართა სახ--–-–------–---------------გენტოს და მოითხოვა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დარეგისტრირება შავ სიაში, რის საფუძველზეც სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 16 იანვარს გამოიცა N--- განკარგულება მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახ--–-–------–---------------გენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - თ-------- მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს (ს.ნ. 4--------) არის მეწარმე სუბიექტი, სამართლებრივი ფორმა - შპს, უცხოური საწარმოს ფილიალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 81-82);
3.1.2. თ-------- მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 3 აპრილის N- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ გადაწყვიტა: გამოცხადდეს ელექტრონული ტენდერი თ-------- მუნიციპალიტეტის სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ-------- მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 3 აპრილის სხდომის N- ოქმი (ს.ფ. 148-149);
3.1.3. თ-------- მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 8 მაისის N3 სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ გადაწყვიტა: პრეტენდენტის - შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში - 2017 წლის 16 ან 17 მაისს გაფორმდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ-------- მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 2 მაისის სხდომის N2 ოქმი (ს.ფ. 152-153);
3.1.4. 2017 წლის 17 მაისს თ-------- მუნიციპალიტეტსა და (შემსყიდველი) შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა N---- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. 4.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 14 სექტემბრამდე, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტით, ხარჯთაღრიცხვით და ნახაზებით. 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს ხარისხიანად, იმ მოცულობებისა და პარამეტრების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციაში და ხელშეკრულების 4.1. პუნქტის სრული დაცვით. 5.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესრულება. 6.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის, მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფორმა N2-ის ხელმოწერის შემდეგ. 9.4. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისთვის მიმწოდებელს ცალმხრივად შეუწყდება ხელშეკრულება (რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩამორჩება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას და სამუშაოების შესრულების მოცულობებს 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, რაზეც გაფრთხილებული იქნება შემსყიდველის მხრიდან), დაჯარიმდება სახელშეკრულებო ღირებულების 20% ოდენობით. 14.5 პუნქტის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების (ფინანსური) გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში (სამუშაო ეტაპის ვადის გადაცილება) შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადაუხადოს პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0,02% ოდენობით, ყოველი დაგვიანებული დღისთვის. 14.8. პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში სრულად ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია განუსაზღვროს მიმწოდებელს სამუშაოს დასრულებისთვის დამატებითი ვადა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს, სახელშეკრულებო ღირებულების 0.02% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 17-25);
3.1.5. 2017 წლის 29 მაისს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებელმა წერილობით მიმართა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს ხელმძღვანელს და აცნობა, რომ მის მიერ დაირღვა 2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულების 4.1. პუნქტი - ობიექტზე სამუშაოები დაწყებული არ არის. ადრესატს ეთხოვა უმოკლეს ვადაში მოეხდინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სამუშაოს შესრულება გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.
2017 წლის 2 ივნისს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებელმა წერილობით მიმართა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს ხელმძღვანელს და კვლავ აცნობა, რომ თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა 2017 წლის 2 ივნისს კვლავ ადგილზე დაათვალიერეს ობიექტი. ობიექტზე სამუშაოები დაწყებული კვლავ არ არის. ადრესატს ეთხოვა უმოკლეს ვადაში მოეხდინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სამუშაოს შესრულება გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
29.05.2017 წ. N0------ მიმართვა (ს.ფ. 185);
02.06.2017 წ. N0------ მიმართვა (ს.ფ. 186);
3.1.6. 2017 წლის 1 ივნისს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება აღნიშნულ საბავშვო ბაღში მიმდინარე სასწავლო პროცესის გამო. თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 7 ივნისს ადგილზე გადამოწმდა აღნიშნული საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ სოფ. ს------------ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 2017 წლის 26 მაისიდან და წერილში მოყვანილი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
08.06.2017 წ. N------ მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 187);
3.1.7. 2017 წლის 9 ივნისს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით აცნობა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დირექტორს, რომ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად ადრესატის მიერ არ დაწყებულა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ქმედებით უხეშად ირღვევა როგორც შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ვადები, ასევე 2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულების პირობები. ადრესატს ეცნობა, რომ თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ იქნება ობიექტზე დაწყებული სამუშაოები, თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობა ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას და გატარდება ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.06.2017 წ. N0------ წერილი (ს.ფ. 188);
3.1.8. 2017 წლის 5 ივლისს შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დირექტორმა მ-------------–---–მა წერილობით მიმართა თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის ობიექტზე გათბობის სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულია მეტალო-პლასტმასის მონტაჟი დ-40 მმ და დ-32 მმ მილებით, მაგრამ ფიზიკურად ვერ განხორციელდება აღნიშნული მილებით გათბობის გაყვანილობის მონტაჟი, ვინაიდან აღნიშნული მილები არ არის ბაზარზე. პროექტის ავტორთან სიტყვიერად შეთანხმებულია, რომ ზემოაღნიშნული მეტალო-პლასტმასის მილები და ფიტინგები შეიცვალოს მეტალო-პლასტმასის ბოჭკოვანი მილებით.
თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივლისის N0------ წერილით შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს ეცნობა, რომ გამგეობა თანახმაა სოფ. ს------------ N- საბავშვო ბაღისა და დ------------ის სპორტული კლუბის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიერ წარმოდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 5 ივლისის N0---- მიმართვა (ს.ფ. 26);
- 2017 წლის 26 ივლისის N0------ წერილი (ს.ფ. 32);
3.1.9. 2017 წლის 31 ივლისს თ-------- მუნიციპალიტეტსა და (შემსყიდველი) შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა შეთანხმება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების დანართ N--ში ხარჯთაღრიცხვის შესაბამის პუნქტებში (სახარჯთაღრიცხვო ღირებულებიდან გაუსვლელად). ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი და მხარეებმა დაადასტურეს მათ მიმართ თავიანთი ვალდებულებები, ისევე როგორც მთლიანი ხელშეკრულების მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 31 ივლისის შეთანხება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ და მისი დანართი (ს.ფ. 33-50);
3.1.10. 2017 წლის 24 აგვისტოს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით აცნობა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დირექტორს, რომ 2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ფაქტობრივად შესრულებული ღირებულება შეადგენს 1----- ლარს 2017 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით, მაშინ როცა ადრესატის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით შესრულებული უნდა ჰქონოდა სამუშაოების 73% ანუ 1------ ლარის ღირებულების სამუშაოები. 2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულების 14.5 პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების თანხებში გაწერილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს ერიცხება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,02% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ადრესატს ეთხოვა დარიცხული პირგასამტეხლოს (1-------- გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.08.2017 წ. N------- წერილი (ს.ფ. 189);
3.1.11. 2017 წლის 31 აგვისტოს თ-------- მუნიციპალიტეტსა (შემსყიდველი) და შპს ,,მ–-------------’’ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N7--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ შემსყიდველისთვის, მხარეთა შორის შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: თ--------, დ--–-----, მ–------, ქ. მ–------ და ყ-------- მუნიციპალიტეტებში, საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან (2017-2018-2019 წლებში) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება, ტექნიკური დავალებითა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილის შესაბამისად და სამუშაოების დასრულების შემაჯამებელი ფორმა N2-ის დადასტურების შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორების განსაზღვრის მიზნით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.
2017 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით თ-------- რაიონში, სოფ. ს----------–-, საბავშვო ბაღზე შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ ინსპექტირების შედეგად შეადგინა 19 020.02 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.
შპს ,,მ–-------------ს’’ 2017 წლის 24 ოქტომბრის N M------------------ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს ,,მ–-------------ს’’ მიერ შესრულდა 2017 წლის 31 აგვისტოს N7--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნული აქტის მიხედვით, დ------------ში, სოფელ ს----------–-, საბავშვო ბაღის ამ ეტაპზე შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული ღირებულება შეადგენს 19 020.02 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.08.2017 წ. N7--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 51-55);
- ინსპექტირების ანგარიში (ს.ფ. 64-69);
- 2017 წლის 24 ოქტომბრის N M------------------ მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 62);
3.1.12. შპს ,,მ–-------------ს’’ 2017 წლის 24 ოქტომბრის მიმართვით თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ N---- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა ამოიწურა 2017 წლის 14 სექტემბერს. შეთანხმების საფუძველზე, შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს სამუშაოების შესასრულებლად ვადა განესაზღვრა 9 ოქტომბრიდან 20 კალენდარული დღე, შესაბამისი კალენდარული გრაფიკით, რომლის I ეტაპზე (09.10-18.10) მას უნდა შეესრულებინა 30 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. 2017 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით მან შეასრულა 19 020,02 ლარის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.10.2017 წ. N9--------- წ. (ს.ფ. 198);
3.1.13. 2017 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დირექტორმა წერილობით მიმართა თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და განმარტა, რომ შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიერ შპს ,,მ–----------------’’ წარდგენილ იქნა სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის ობიექტზე შესრულებული სამუშაოს აქტი. შუალედური ინსპექტირების ანგარიშის ჩასატარებლად აღნიშნული ფორმა 2 წარდგენილ იქნა 28 870,13 ლარზე. ხოლო ექსპერტიზის დასკვნა დაიდო 19 020,02 ლარზე იმის გამო, რომ შპს ,,მ–--------------’’ არ ჩათვალა შეძენილი მასალები. ადრესატს ეთხოვა აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინება.
2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დირექტორმა წერილობით მიმართა თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და განმარტა, რომ 2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიერ შპს ,,მ–----------------’’ 28 870,13 ლარზე წარდგენილ იქნა ფორმა N2, რათა ჩატარებულიყო შუალედური ინსპექტირების ანგარიში. ექსპერტიზის დასკვნა კი დაიდო 19 020,02 ლარზე, რადგან არ მოხდა შეძენილი მასალების ჩათვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.10.2017 წ. N------ წერილი (ს.ფ. 199);
- 26.10.2017 წ. N------ წერილი (ს.ფ. 70);
- შუალედური შესრულების აქტი, ფორმა N2 (ს.ფ. 56-61);
3.1.14. თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მიმართა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს დირექტორს და აცნობა, რომ 2017 წლის 17 მაისის N---- ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20% ოდენობით, რაც შეადგენს 2----- ლარს. ამასთან, 14.5 და 14.8 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამუშაოების დასრულებისთვის მიცემულ დამატებით ვადაზე ერიცხება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,02% ოდენობით, რამაც დღეის მდგომარეობით შეადგინა 465,80 ლარი. ადრესატს ეთხოვა ზემოაღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა ერთი თვის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.10.2017 წ. 0------ წერილი (ს.ფ. 200-201);
3.1.15. 2017 წლის 27 ოქტომბერს და 06 ნოემბერს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მიმართა სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს (ს.ნ. 4--------) შავ სიაში დარეგისტრირება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.10.2017 წ. N--/---- მიმართვა (ს.ფ. 184);
- 06.11.2017 წ. N------- მიმართვა (ს.ფ. 203);
3.1.16. სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 7 ნოემბერს წერილობით მიმართა შპს ,,ს---------------------------------------------–--ს’’ და ითხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებებში მითითებულ გარემოებებს. ამავე წერილით ადრესატს ასევე ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.11.2017 წ. N4--- მიმართვა (ს.ფ. 204);
3.1.17. სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 იანვრის N--- განკარგულებით, უცხოური საწარმოს ფილიალი - შპს ,,ს---------------------------------------------–-’’ (ს.კ 4--------) 2018 წლის 17 იანვარს დარეგისტრირდა შავ სიაში. განკარგულების აღსრულება დაევალა სახ--–-–------–---------------გენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 იანვრის N--- განკარგულება (ს.ფ. 75-80);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 იანვრის N--- განკარგულება შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს თ-------- მუნიციპალიტეტსა და (შემსყიდველი) შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს (მიმწოდებელი) შორის, S----------- ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმდა N---- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სოფ. ს----------–- საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. 4.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 14 სექტემბრამდე, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტით, ხარჯთაღრიცხვით და ნახაზებით. 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს ხარისხიანად, იმ მოცულობებისა და პარამეტრების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციაში და ხელშეკრულების 4.1. პუნქტის სრული დაცვით. 5.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესრულება. 6.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის, მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფორმა N2-ის ხელმოწერის შემდეგ. 9.4. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისთვის მიმწოდებელს ცალმხრივად შეუწყდება ხელშეკრულება (რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩამორჩება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას და სამუშაოების შესრულების მოცულობებს 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, რაზეც გაფრთხილებული იქნება შემსყიდველის მხრიდან), დაჯარიმდება სახელშეკრულებო ღირებულების 20% ოდენობით. 14.5 პუნქტის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების (ფინანსური) გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში (სამუშაო ეტაპის ვადის გადაცილება) შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადაუხადოს პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0,02% ოდენობით, ყოველი დაგვიანებული დღისთვის. 14.8. პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში სრულად ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია განუსაზღვროს მიმწოდებელს სამუშაოს დასრულებისთვის დამატებითი ვადა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს, სახელშეკრულებო ღირებულების 0.02% ოდენობით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახ--–-–------–---------------გენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით(შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახ--–-–------–---------------გენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს და 06 ნოემბერს თ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მიმართა სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს (ს.ნ. 4--------) შავ სიაში დარეგისტრირება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
6.3. სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 7 ნოემბერს წერილობით მიმართა შპს ,,ს---------------------------------------------–-''-ს და ითხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებებში მითითებულ გარემოებებს. ამავე წერილით ადრესატს ასევე ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახ--–-–------–---------------გენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის შედეგად 2017 წლის 17 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს.
დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახ--–-–------–---------------გენტომ, სახ--–-–------–---------------გენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს 2018 წლის 16 იანვრის N--- განკარგულება, შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს ,,ს---------------------------------------------–-“-ს შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა სსიპ სახ--–-–------–---------------გენტოს 2018 წლის 16 იანვრის N--- განკარგულების მოქმედება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით (საქმე N---------) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ს---------------------------------------------–-’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი