განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/----19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: გ------- მ----–---
ადვოკატი: დ------- მ---------
თარჯიმანი: თ------- ს----------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: პ-------- კ-----------
მამის სახელი: ვ-----
დაბადებული: 2---------–-
მოქალაქეობა: სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული:ს---------------------------------------–-----–--------
ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------------------------------------–------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ პ-------- კ-----------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: პ-------- კ-----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 09:30 საათზე, პ-------- კ-----------ი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,mitsubishi Pajero io“-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახ. ნომრით 3------, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,ს------–-----------------–--ს“ კონტროლის ზონაში, რა დროსაც მებაჟე-ოფიცრის ეჭვის საფუძველზე, ზემოაღნიშნული ავტომანქანის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, აღმოჩენილი იქნა 3 182 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 740 კოლოფი, ,,g----“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები წინასასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, უაქციზო ნაწარმის დათვალიერების ოქმით, ამოღებული 740 კოლოფი უაქციზო სიგარეტით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ პ-------- კ-----------მა ჩაიდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 06 თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 02-დან 04 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, პ-------- კ-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ქონება, კერძოდ - ა/მანქანა ,,Mitsubishi Pajero io“-ს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით 3------, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ-------- კ-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ქონება, კერძოდ - ა/მანქანა ,,Mitsubishi Pajero io“ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით 3------.
პ-------- კ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
პ-------- კ-----------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 3 182 ლარის საბაზრო ღირებულების არადეკლარირებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 740 კოლოფი სიგარეტი ,,G----“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
01(ერთი) ცალი DVD-R დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე