გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
210210018002500446
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002500446

საქმე №2/441 - 18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.02.2019 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი;

მოსარჩელე: მა--------------–-–---–ი (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე);

წარმომადგენელი: ცი----------------–---–ი

მოპასუხე: მა------------–---–ი (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე);

მოპასუხის წარმომადგენელი: თე--–------ე

მცირეწლოვნების: უჩ----------–-–---–-ს და ან----------–-–---–-ს წარმომადგენელი: თა---------------ე;

დავის საგანი: მცირეწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (ძირითად სარჩელში), ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში);

 

1.1. მცირეწლოვანი შვილების უჩ----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის მა--------------–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი, რაიონი საგარეჯო, სოფელი კ-------ი.

 

ძირითადი სარჩელის დასაბუთება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ცი----------------–---–მა განმარტა, რომ მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ, ერთად ფაქტიურად აღარ ცხოვრობენ და ყოფილი მეუღლე ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ყ----------ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში. ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მას არ ეძლევა ბავშვების ნახვის და წამოყვანის უფლებას, რაც ბავშვებს ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ორივე ბავშვს მიჯაჭვული დამოკიდებულება აქვთ მამასთან და განშორების გამო ისინი განიცდიან ფსიქიკურ ტანჯვას. სანამ სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულება გამოიცემოდა და ამ განჩინების შესაბამისად მოწესრიგდებოდა მამას და ბაშვებს შორის ურთიერთობა, ბავშვები ფაქტიურად იმყოფებოდნენ მოპასუხის ზეწოლის ქვეშ და მათ აკრძალული ჰქონდათ მამასთან ურთიერთობა, რის გამოც ირღვეოდა მამის და ბავშვების ინტერესები. ამავე დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვებისთვის ნორმალური გარემოა შექმნილი მამის სახლში და ბავშვების იქ ცხოვრების შემთხვევაში იგი განახორციელებს მათზე ზრუნვას და ყველაფრით უზრუნველყოფს მათ.

 

შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, მა--------------–-–---–ის წარმომადგენელმა ცი----------------–---–მა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მა--------------–-–---–ი არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი და იგი შეძლებს რომ ბავშვების უჩ----------–-–---–-ს და ან----------–-–---–-ს სასარგებლოდ, მათ სრულწლოვანებამდე გადაიხადოს 75 -75 ლარი, ორივე ბავშვზე, სულ 150 ლარი.

 

2. მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეს) პოზიცია

 

მოპასუხე მა------------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა თე--–------ემ ძირითადი სარჩელი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ ცნეს და განმარტეს, რომ 2009 წლის 26 ნოემბრიდან დღემდე მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2--- წლის 14 თებერვალს დაბადებული უჩ----------–-–---–- და 2--- წლის 14 ივნისს დაბადებული ან----------–-–---–-. მოსარჩელე განმარტავს, რომ მასსა და მა--------------–-–---–ს შორის დიდი ხნის მანძილზე არსებობდა დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა 2017 წლის 20 მაისიდან, მას შემდეგ რაც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც მის მიმართ გამოიწერა ერთ თვიანი შემაკავებელი ორდერი, აღნიშნულმა გარემოებამ გახადა მა------------–---–ი იძულებული, რომ შვილებთან ერთად დაეტოვებინა მათი საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებლად გადასულიყო მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ყ----------. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, არ შეიძლება არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობდნენ მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამასთან.

 

ამასთან, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მა------------–---–ს საგარეჯოს რაიონ, სოფელ ყ----------ში აქვს საკუთარი ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებით. მის საცხოვრებელ სახლში ბავშვებისათვის კეთილსაიმედო გარემოა. ამასთან განმარტა, რომ მა------------–---–ი მუშაობს საგარეჯოს რაიონ, სოფელ მ--------–-ს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად და შემოსავალი აქვს ყოველთვიურად 550 ლარი და მისი დედის პენსია 180 ლარი. ამასთან მხარე განმარტავს, რომ როგორც სოციალური დასკვნიდანაც ჩანს, მა--------------–-–---–ი ცხოვრობს ერთ ოთახში. იგი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ აქვს. მას არ შესწევს უნარი და ეკონომიური შესაძლებლობა, რომ ბავშვების სტუმრად ყოფნის დროსაც იზრუნოს ბავშვების კვებაზე, ჰიგიენაზე და სხვა საჭიროებებზე.

 

3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

3.1. მოპასუხე მა--------------–-–---–ს მისი მცირეწლოვანი შვილების უჩ----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------) სასარგებლოდ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე დაეკისროს ალიმენტის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე.

 

4. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა თა---------------მ მხარი დაუჭირა 2018 წლის 07 აგვისტოს სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ მა------------–---–ს საგარეჯოს რაიონის სოფელ ყ----------ში აქვს საკუთარი ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებით. მის საცხოვრებელ სახლში ბავშვებისათვის კეთილსაიმედო გარემოა. ამასთან განმარტეს, რომ მა------------–---–ი მუშაობს საგარეჯოს რაიონ, სოფელ მ--------–-ს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად და შემოსავალი აქვს ყოველთვიურად 550 ლარი. უჩ----------–-–---–- განათლებას იღებს საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------–-ს საჯარო სკოლაში, გადავიდა მე-2 კლასში. მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. სისტემატურად ესწრება გაკევთილებს, რაც შეეხება ანას, ის სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს ამავე სკოლაში. მათი ფიზიკური და კოგნიტური განვითარება ასაკის შესაბამისია. სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებიან სოფელ კ-------ის ამბულატორიაში. ჩატარებული აქვთ ასაკის შესაბამისი აცრები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მა--------------–-–---–ს იგი ცხოვრობს კ-------ში. მის საცხოვრებელ ეზოში ორსართულიანი სახლის გარდა აშენებულია დამხმარე ნაგებობა, სადაც მას გამოყოფილი აქვს ერთი ოთახი და ცხოვრობს იქ. იგი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ აქვს. იგი თავად უზრუნველყოფს საკვებს და საკუთარი თავის მოვლას. მას არ შესწევს უნარი და ეკონომიური შესაძლებლობა, რომ ბავშვების სტუმრად ყოფნის დროსაც კი იზრუნოს მათ კვებაზე, ჰიგიენაზე და სხვა საჭიროებებზე. მა--------------–-–---–ი მოიხმარს ალკოჰოლს. ბავშვების ინფორმაციით, მამასთან ერთ-ერთი სტუმრობის დროს მამა იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ასევე ბავშვებმა განმარტეს, რომ მათი თანაცხოვრების პერიოდში მამა ხშირად სვავდა. პაპასთან და ბებიასთან კი კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბავშვებს არ აქვთ სურვილი მათ საცხოვრებლად განისაზღვროს მამის სახლი, სურვილი აქვთ იცხოვრონ დედასთან ერთად, სადაც კარგად გრძნობენ თავს. ამასთან განმარტა, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ორივე მშობელმა შეთანხმებულად და გააზრებულად იმოქმედონ და მიიღონ მათ აღზრდა განვითარებაში თანაბარი მონაწილეობა. ბავშვების მამამ უნდა გაიაზროს არსებული მდგომარეობა და შეცვალოს შვილებთან დამოკიდებულება.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1.1. მა--------------–-–---–ი და მა------------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - უჩა (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–- (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და ორივე მცირეწლოვანი დღეის მდგომარეობით დედასთან მა------------–---–თან ერთად ცხოვრობენ საგარეჯოს რაიონის სოფელ ყ----------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტებები,5.1.2. მა------------–---–ი მუშაობს საგარეჯოს რაიონის, სოფელ მ--------–-ს საჯარო სკოლაში და აქვს შემოსავალი 550 ლარის ოდენობით. მა--------------–-–---–ი არ მუშაობს არსად და არ აქვს შემოსვალი. ამავე დროს იგი ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტებები, სოციალური მუშაკის დასკვნა

 

5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.2.1. დედას და შვილებს შორის არის კარგი ურთიერთობა. დედასთან ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, მამა მათზე კარგად ზრუნავს, ბავშვები ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, ბავშვის წარმომადგენლის და მოწმეთა განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. ძირითადი სარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანების საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს დედის მა------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი და ამ მოთხოვნაზე მა--------------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.

 

მხარეთა და არასრულწლოვანების წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დედის ოჯახის სანიტარულ - ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვების ძირითადი მოთხოვნები, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ უჩა (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–- (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------) მცირეწლოვნები არიან, მათი ასაკიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია და ბავშვების ინტერესია, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი დარჩეს დედის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დედის და ბავშვების პროცესუალური წარმომადგენლის ჩვენებიდან დადგენილი იქნა, რომ უჩ----------–-–---–- განათლებას იღებს საგარეჯოს რაიონის სოფელ მ--------–-ს საჯარო სკოლაში, გადავიდა მე-2 კლასში. მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, რაც შეეხება ანას, ის სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს ამავე სკოლაში. მათი ფიზიკური და კოგნიტური განვითარება ასაკის შესაბამისია. სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებიან სოფელ კ-------ის ამბულატორიაში. ჩატარებული აქვთ ასაკის შესაბამისი აცრები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ მა--------------–-–---–ი ხშირად არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. არ მუშაობს და ვერ ხვდება ბავშვების საჭიროებებს, მით უმეტეს, რომ არ აქვს უნარი და ეკონომიკური შესაძლებლობა სტუმრად ყოფნის დროსაც იზრუნოს მათ კვებაზე, ჰიგიენაზე და სხვა საჭიროებებზე. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათი იძულება დატოვონ დედის სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ მამის სახლში გაუმართლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვების სტრესული მდგომარეობა. ამავე დროს მიზანშეწონილია, რომ მამას მიეცეს უფლება ნებისმიერ დღეს მოინახულოს თავისი შვილები და დროებით წაიყვანოს თავის სახლში.

 

8.2. შეგებებული სარჩელით დაყენებული ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სამსახური და შემოსავალი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (600 ლარის) დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

 

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე მა--------------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანებამდე.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის თანახმად: დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სარჩელი (ალიმენტის მოთხოვნა) დაკმაყოფილდა 200 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სარჩელის ეს მოთხოვნა ცნო 150 ლარის ნაწილში. მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 18 ( თვრამეტ) ლარს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა--------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, რომ მცირეწლოვანი შვილების უჩ----------–-–---–-ს და ან----------–-–---–-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი (მა--------------–-–---–ის) საცხოვრებელი ადგილი, არ დაკმაყოფილდეს და ბავშვები დარჩნენ დედის საცხოვრებელ სახლში (საგარეჯოს რაიონი, სოფელი ყ----------).

 

2. მა--------------–-–---–ს მიეცეს თავისი არასრულწლოვანი შვილების უჩ----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------) ნახვის უფლება ყოველდღე 14 (თოთხმეტი) საათიდან - 18 საათამდე და ბავშვების თანხმობის შემთხვევაში თავის საცხოვრებელ სახლში მათი წაყვანის უფლება შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევს 16 (თექვსმეტი) საათიდან - შაბათი დღის 18 (თვრამეტი) საათამდე საგარეჯოს რაიონის, სოფელ კ-------ში, დედის სახლში დაბრუნების პირობით. ბავშვების თანხმობის შემთხვევაში მა--------------–-–---–ს ასევე მიეცეს თავისი მცირეწლოვანი შვილების უჩ----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------) თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლება სასკოლო არდადეგების ნახევარი პერიოდი.

 

2. მოსარჩელე მა------------–---–ის შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. მოპასუხე მა--------------–-–---–ს მისი მცირეწლოვანი შვილების უჩ----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.02.2--- წელს, პ/ნ0----------) და ან----------–-–---–-ს (დაბადებული: 14.06.2--- წელს, პ/ნ3----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე.

 

5.ალიმენტის დარჩენილი თანხის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

4. არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება მოხდეს სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 12 სექტემბრიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

5. მა--------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-9 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე