განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 7 თებერვალი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ქ---------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–-----–--------------------------ში, მცხოვრები თ---–--–--------–---------------ში.
ადვოკატი - გ--------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით - თაღლითობა , ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 28 მარტს, ქ-------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ს---–--------------–---–ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ---------------ე ს---–--------------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ექსტაზი“-ს ორ ცალ აბს მიყიდდა 170 ლარად. რის შემდგომაც ქ---------------ემ მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 2 ცალი ვარდისფერი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,9176 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას რის სანაცვლოდაც ს---–--------------–---–ს გამოართვა 170 ლარი.
1.2 2018 წლის 4 აპრილს, ქ-------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ კვლავ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ს---–--------------–---–ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ---------------ე ს---–--------------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ექსტაზი“-ს ორ ცალ აბს მიყიდდა 140 ლარად. რის შემდგომაც ქ---------------ემ მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 2 ცალი ვარდისფერი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,7724 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, რის სანაცვლოდაც ს---–--------------–---–ს გამოართვა 140 ლარი.
1.3. 2018 წლის 21 აპრილს, ქ-------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ---------------ემ კვლავ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ს---–--------------–---–ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ---------------ე ს---–--------------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ექსტაზი“-ს ხუთ ცალ აბს მიყიდდა 500 ლარად. რის შემდგომაც ქ---------------ემ ს---–--------------–---–ს გამოართვა 500 ლარი და მოგვიანებით მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 5 ცალი ვარდისფერი ტაბლეტი, საერთო წონით - 1,3 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას.
1.4. ქ---------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,4698 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი, საიდანაც:
1.5. 2018 წლის 26 აპრილს, ქ-------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ---------------ემ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 – მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 1 ცალი ტაბლეტი, 100 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- თანამშრომლების მიერ.
1.6. ხოლო 2018 წლის 04 მაისს ქ-------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 4 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე. რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- თანამშრომლების მიერ.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 21 მარტს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- მიერ დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე.
2.2. 2018 წლის 21 მარტს, მოქალაქე ს---–--------------–---–ი ჩაერთო ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებში, რომლის ფარგლებში, მას, სხვადასხვა დროს, გადაეცა ოპერატიული მიზნით გამოყოფილი თანხები, ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვისთვის.
2.3. 2018 წლის 28 მარტს, ქ-------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ს---–--------------–---–ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ---------------ე ს---–--------------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ექსტაზი“-ს ორ ცალ აბს მიყიდდა 170 ლარად. რის შემდგომაც ქ---------------ემ მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 2 ცალი ვარდისფერი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,9176 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას რის სანაცვლოდაც ს---–--------------–---–ს გამოართვა, ამ კანასკნელისთვის, საკონტროლო შესყიდვისთვის გადაცემული 170 ლარი.
2.4. 2018 წლის 4 აპრილს, ქ-------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ კვლავ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ს---–--------------–---–ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ---------------ე ს---–--------------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ექსტაზი“-ს ორ ცალ აბს მიყიდდა 140 ლარად. რის შემდგომაც ქ---------------ემ მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 2 ცალი ვარდისფერი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,7724 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, რის სანაცვლოდაც ს---–--------------–---–ს გამოართვა, ამ კანასკნელისთვის, საკონტროლო შესყიდვისთვის გადაცემული 140 ლარი.
2.5. 2018 წლის 21 აპრილს, ქ-------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ---------------ემ კვლავ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ს---–--------------–---–ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ---------------ე ს---–--------------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ექსტაზი“-ს ხუთ ცალ აბს მიყიდდა 500 ლარად. რის შემდგომაც ქ---------------ემ ს---–--------------–---–ს გამოართვა, ამ კანასკნელისთვის, საკონტროლო შესყიდვისთვის გადაცემული 500 ლარი და მოგვიანებით მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 5 ცალი ვარდისფერი ტაბლეტი, საერთო წონით - 1,3 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას.
2.6. ქ---------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,4698 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი.
2.7. 2018 წლის 26 აპრილს, ქ-------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ---------------ემ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 – მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 1 ცალი ტაბლეტი, 100 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- თანამშრომლების მიერ.
2.8. 2018 წლის 4 მაისს, ქ-------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 4 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- თანამშრომლების მიერ.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.3. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
3.4. მოწმე ო-–------------–--ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 21 მარტს, საქართველოს შ---–--------–--------------–--------------------ში მიღებული ოპერატიული ინფორმაცის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ქ.თბილისში, სხვადასხვა ღამის კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, დაიწყო გამოძიება. მან გამოკითხა პატაკის ავტორი - ს---------–--ე, რომლის ინფორმაციით, ,,კ--------–----ში“ მათ შორის, ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებას, ეწეოდა ქ---------------ე, რაზეც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდა ს---–--------------–---–ს. მან გამოკითხა ს---–--------------–---–ი, რომელმაც დაუდასტურა, რომ იცნობდა ქ---------------ეს, რომელიც მზად იყო ნებისმიერ დროს მიეწოდებინა მისთვის ნარკოტიკული საშუალება. ს---–--------------–---–მა განაცხადა თანხმობა აღჭურვილიყო სპეციალური მოწყობილობით და განეხორციელებინა ქ---------------ესთან შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ს---–--------------–---–ი რამდენჯერმე შეხვდა ქ---------------ეს, რა დროსაც დაახლოებით 5-ჯერ მოხდა საკონტროლო შესყიდა, საიდანაც ორ შეხვედრას იგი პირადად უწევდა ზედამხედველობას. 2018 წლის 21 აპრილს, მან გადასცა ს---–--------------–---–ს საკონტროლო შესყიდვისთვის თანხა - 500 ლარი. ს---–--------------–---–ი იმავე დღეს შეხვდა ქ---------------ეს ს----------–--ზე, ნ----ის ქუჩაზე და გადასცა 500 ლარი, რის შემდეგ მიიღო დაპირება, რომ ერთ საათში დაუკავშირდებოდა და გადასცემდა ნარკოტიკს. რანდენიმე საათში ქ---------------ე მართლაც დაუკავშირდა ს---–--------------–---–ს, დაუთქვა შეხვედრა კ--------ს ქუჩაზე, სადაც გადასცა 5 აბი, ე.წ. ,,ზიპ.შესაკრავში“ შეფუთული, რომელიც ს---–--------------–---–ისგან, შეხვედრის დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ იქნა მის მიერ ამოღებული. ასევე 2018 წლის 26 აპრილს მან ს---–--------------–---–ს გადასცა 100 ლარი, რომელიც კ--------ს ქუჩაზე, რესტორან ,,მ---------–---ის“ მიმდებარედ სკვერში შეხვდა ქ---------------ეს, რომელმაც ამ თანხის სანაცვლოდ გადასცა მას ერთი აბი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“, რომელიც გადაცემამდე ერთად დაათვალიერეს ს---–--------------–---–მა და ქ---------------ემ. ვინაიდან სასამართლოს განჩინებაში მითითებული იყო მხოლოდ შეხვედრის გადაღება, ს---–--------------–---–ის მისვლა გამომძიებელთან, სადაც მოხდა მისგან ნარკოტიკის ამოღება, გადაღებული არ ყოფილა. იგი, დაახლოებით 30 მეტრი მანძილიდან, პირადად ადევნებდა თვალს ქ---------------ის და ს---–--------------–---–ის შეხვედრას, რა დროსაც ეს უკანასკნელი მისი თვალთახედვის არედან არ გასულა და ქ---------------ესთან დაშორების შემდეგ, ვიდრე მას გადასცემდა ნარკოტიკს, არც არავის შეხვედრია. მოგვიანებით, მან ასევე დაათვალიერა ქ---------------ის ტელეფონი, სადაც გადაღებული იყო ზუსტად იდენტური აბის ფოტოსურათები, ხელის გამოსახულებით, რომელიც ამ უკანასკნელმა გაასაღა ს---–--------------–---–ზე, ასევე იყო ვიდეოები, რითაც დასტურდებოდა ქ---------------ის კავშირი ნარკოტიკებთან.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, აღჭურვისას და აღჭურვის შემდეგ მოხდა ს---–--------------–---–ის დეტექტორით შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა იგი ოპერაციაზე, რა დროსაც მის გადაადგილებას უწყვეტად აკონტროლებდა.
3.5. ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N----------------- (01.05.2018) დასკვნით, 2018 წლის 26 აპრილს, ს---–--------------–---–ისგან ამოღებული ქ---------------ისგან შეძენილი 1 ცალი მოწითალო ფერის (ფერადი ჩანართებით) მრგვალი ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამონატვიფრით, წონით - 0,2872 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,0824 გრამს.
3.6. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–-----მა და პ-------–--–---–--ემ.
3.7. ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N----------------- (07.05.2018) დასკვნით, 2018 წლის 4 მაისს, ს---–--------------–---–ისგან ამოღებული ქ---------------ისგან შეძენილი, თეთრი ფერის ქაღალდში მოთავსებული 4 ცალი ნარინჯისფერი ტაბლეტი და 2 ცალი ნარინჯისფერი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით - 1,35 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,3874 გრამს.
3.8. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ------–---–-----მა და პ-------–--–---–--ემ.
3.9. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
3.10. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, რაც ადასტურებს ქ---------------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: ოქმი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (28.03.2018); ამოღების ოქმი (28.03.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N--------------- დასკვნა (28.03.2018); ოქმი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (03.04.2018); ამოღების ოქმი (04.04.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N--------------- დასკვნა (04.04.2018); ოქმი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (18.04.2018); ოქმი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (21.04.2018); ამოღების ოქმი (22.04.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N---------------- დასკვნა (24.04.2018); ოქმი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (26.04.2018); ამოღების ოქმი (26.04.2018); ოქმი ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (04.05.2018); ამოღების ოქმი (04.05.2018); ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა; ბრალდებულის დაკავების ოქმი (12.05.2018); ქ---------------ის ,,ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერების ოქმი (15.05.2018); ოქმი ქ---------------ის მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (07.06.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N----- დასკვნა (04.06.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის N------------ დასკვნა (11.06.2018); მოწმეების - ს---------–--ის, გ---------------ის, ს---–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.11. მოწმე დ--------------ამ განმარტა, რომ იგი არის ქ---------------ის მეგობარი. 2018 წელს, დაკავების დროს ქ---- სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5--------. ს---–--------------–---–ს და ქ---------------ეს ჰქონდათ უთანხმოება, რადგან ეს უკანასკნელი აწუხებდა ქ----ს, სთხოვდა კლუბურ ნარკოტიკებს, რის გამოც ქ----მ დაბლოკა იგი ტელეფონში. მათ სამეგობროში არ მოსწონდათ ს---–--------------–---–ი, რომელიც იყო ასაკით მათზე უფროსი, თან გამოგონილი გვარ-სახელით გაეცნოთ. 2018 წლის 23 მარტს ან აპრილს, იგი შეხვდა ს---–--------------–---–ს მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც, სავარაუდოდ მოხდა ქ----სთან მისი კავშირის აღდგენა. მას არ უნახავს ქ----ს ოდესმე გადაეცეს რაიმე ნარკოტიკი ს---–--------------–---–ისთვის. ქ----ს უთქვამს, რომ ს---–------ი აწუხებდა და უნდოდა მისი მოშორება, ფიქრობდა მის მოტყუებას, ალბათ ნარკოტიკის შემცვლელის მიცემას. ქ----ს კლუბურ ნარკოტიკებზე არ მიუწვდებოდა ხელი.
3.12. მოწმე ა--------ამ განმარტა, რომ იგი არის ს/ს ,,გ-----“ იურისტი, რომელსაც ეკუთვნის ,---------- აფთიაქების ქსელი. მან გასცა წერილობითი ინფორმაცია, თ---–--–--------------–-----------------ში მდებარე ,---------- აფთიაქიდან 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 4 მაისამდე პერიოდში მედიკამენტ ,,ფლუკოლდის“ გაყიდვების შესახებ ინფორმაცია, თუმცა შეიძინა თუ არა ეს მედიკამენტი ქ---------------ემ, მისთვის უცნობია.
3.13. ბრალდებულმა ქ---------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის შემოდგომაზე, სოციალური ქსელის მეშვეობით, გაიცნო ს---–--------------–---–ი, როგორც ლ-----------–-----ე, რომელსაც სისტემატიურად ხვდებოდა ხოლმე ,,კ--------–----ში“. სწორედ ამ უკანასკნელმა გაასინჯა პირველად კლუბური ნარკოტიკი და მას შემდეგაც არაერთხელ ,,დაუპატიჟია“ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკზე. ს---–--------------–---–ი სთხოვდა მას კლუბურ ნარკოტიკს, რადგან იგი ხშირად სტუმრობდა კლუბებს და ფიქრობდა, რომ შესაძლოა ხელი მიუწვდებოდა. ოპერატიულ მასალაში აღწერილ ხუთივე შეხვედრის დროს, მან ს---–--------------–---–ს გადასცა ,------------ აფთიაქში შეძენილი ,,ფლუკოლდი“. 2018 წლის 26 აპრილს ,-----------–-------- შეხვედრის დროს, როდესაც მას უთვალთვალებდა გამომძიებელი, შეუძლებელია ამ უკანასკნელს დაენახა, თუ რა გადასცა მან ს---–------ს, რადგან სკვერში არის გამწვანება, რომელიც ფარავდა მას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამომძიებელმა დაინახა მის მიერ ს---–------ისთვის ,,ფლუკოლდის“ გადაცემის ფაქტი, სად გაქრა პარკი, რომელშიც იყო მოთავსებული წამალი? მას ს---–------ი ყავდა დაბლოკილი ტელეფონში, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად აწუხებდა, ნარკოტიკს სთხოვდა. მან რამდენჯერმე მოატყუა ს---–------ი და ნარკოტიკის ნაცვლად გადასცა ,,ფლუკოლდი“ და ამაში ფულიც გამოართვა მეტი დამაჯერებლობისთვის. 2018 წლის 6 მაისს, მან ,,ფლუკოლდის“, 4 აბი და ორი ნატეხი ,,კ--------–----ში“ გადასცა ს---–------ს და მოატყუა, თითქოს ამ აბებს ეხატა ხელი. დაკავების პერიოდში იგი სარგებლობდა 5-------- ნომრით.
3.14. ბრალდებულის განმარტებით, იგი აღიარებს, რომ ხუთივე შემთხვევაში მოატყუა ს---–--------------–---–ი და ნარკოტიკის ნაცვლად გადასცა მას პრეპარატი ,,ფლუკოლდის“, რომლის აბები იყო ვარდისფერი. აბებს იგი უცვლიდა ფორმას, ამრგვალებდა, ასევე ბოლო ორ შემთხვევაში თავად ამოტვიფრა ნემსით ხელის გამოსახულება, რათა დაემსგავსებინა ე.წ. ,,ექსტაზის“ აბისთვის, რომლის ფოტო ტელეფონში ჰქონდა შენახული. მას შეეძლო ეთქვა ს---–------ისთვის, რომ ხელი არ მიუწვდებოდა ნარკოტიკებზე და ასე მოეშორებინა თავიდან, თუმცა ასე არ მოქცეულა.
3.15. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- გენეტიკური ექსპერტის N--------- დასკვნა, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებითაც მას პრეიუდიციული ძალა მიენიჭა.
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
3.17. ამდენად, სასამართლო შეაფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (28.03.2018); ამოღების ოქმით (28.03.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N--------------- დასკვნით (28.03.2018); ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (03.04.2018); ამოღების ოქმით (04.04.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N--------------- დასკვნით (04.04.2018); ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (18.04.2018); ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (21.04.2018); ამოღების ოქმით (22.04.2018); ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N---------------- დასკვნით (24.04.2018); მოწმეების - ს---–--------------–---–ის და თავად ქ---------------ის ჩვენებებით, უტყუარად არის დადასტურებული და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ---------------ე 2018 წლის 28 მარტს, 2018 წლის 4 აპრილს და 2018 წლის 21 აპრილს, დაპირდა ს---–--------------–---–ს, თითქოს ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცემდა მას ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა სამივეჯერ მოატყუა იგი და ნარკოტიკების ნაცვლად, არანარკოტიკული ნივთიერება გადასცა, რითაც მოტყუებით დაეუფლა ს---–--------------–---–ისთვის საკონტროლო შესყიდვისთვის საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოყოფილ ოპერატიულ თახებს: 2018 წლის 28 მარტს - 170 ლარს, 2018 წლის 4 აპრილს - 140 ლარს, ხოლო 2018 წლის 21 აპრილს - 500 ლარს, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3.19. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, ქ---------------ემ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკი, საიდანაც 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 4 მაისს, გადასცა თუ არა ს---–--------------–---–ს ნარკოტიკული საშუალებები.
3.20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ბრალდებულ ქ---------------ეს ედავებოდა, რომ ,,2018 წლის 26 აპრილს, ქ-------–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ---------------ემ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 – მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 1 ცალი ტაბლეტი, 100 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- თანამშრომლების მიერ. 2018 წლის 04 მაისს ქ------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კ--------–----“-ში ქ---------------ემ 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 4 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე. რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- თანამშრომლების მიერ“.
3.22. დაცვის მხარის მტკიცებით, ქ---------------ემ, 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 4 მაისს, ასევე არანარკოტიკული საშუალებები გადასცა ს---–--------------–---–ს და მოტყუებით დაეუფლა, ოპერატიული მიზნით გამოყოფილ თანხებს, თუმცა ს---–--------------–---–მა ჩაანაცვლა ისინი ნარკოტიკული საშუალებებით.
3.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
3.24. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურდა ქ---------------ის მიერ 2018 წლის 24 აპრილს და 2018 წლის 4 მაისს ს---–--------------–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.25. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც თავად ბრალდებული ქ---------------ე უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ როგორც 2018 წლის 26 აპრილს, ასევე 2018 წლის 4 მაისს, იგი შეხვდა ს---–--------------–---–ს და ფულის სანაცვლოდ გადასცა აბები, რომლებიც დაცვის მხარის მტკიცებით არ შეიცავდა, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
3.26. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N----------------- დასკვნას (01.05.2018), რომლითაც უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 26 აპრილს, ს---–--------------–---–ისგან ამოღებული ქ---------------ისგან შეძენილი 1 ცალი მოწითალო ფერის (ფერადი ჩანართებით) მრგვალი ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამონატვიფრით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს. ისევე როგორც, ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ექსპერტის N----------------- დასკვნით (07.05.2018), 2018 წლის 4 მაისს, ს---–--------------–---–ისგან ამოღებული ქ---------------ისგან შეძენილი, თეთრი ფერის ქაღალდში მოთავსებული 4 ცალი ნარინჯისფერი ტაბლეტი და 2 ცალი ნარინჯისფერი ტაბლეტის ნატეხი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს.
3.27. რაც შეეხება ბრალდებულის მტკიცებას, იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ს---–--------------–---–თან შეხვედრის დროს, მასზე უწყვეტად ხორციელდებოდა ფარული მიყურადება-თვალთვალი, გამომძიებელი ვერ მოახერხებდა იმის დანახვას, თუ რა გადასცა მან ს---–--------------–---–ს, რადგან სკვერში იყო გამწვანება, რომელიც შეუზღუდავდა მხედველობას გამომძიებელს, სასამართლო იშველიებს მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ო-–------------–--ის ჩვენებას, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ 2018 წლის 26 აპრილს იგი უწყვეტად ადევნებდა თვალყურს ს---–--------------–---–ისა და ქ---------------ის შეხვედრას, რა დროსაც ქ---------------ემ გადასცა ამ უკანასკნელს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ისე ამოიღო მან ს---–--------------–---–ისგან, რომ ამ უკანასკნელს არც ჯიბეში ჩაუყვია ხელი და გზაში არც არავის შეხვედრია. ამოღების ოქმით (26.04.2018) ცალსახად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ს---–--------------–---–ისგან, ქ---------------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შეხვედრიდან დაუყოვნებლივ, შეხვედრის ადგილის მიმდებარედ - თ---–--–-----------------------ის მიმდებარედ. ო-–------------–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ს---–--------------–---–ი, აღჭურვამდე და აღჭურვის შემდეგ, შეამოწმეს სპეციალური დეტექტორით, რის შემდეგ ეს უკანასკნელი მისი თვალთახედვის არედან არ გასულა, რაც ცალსახად გამორიცხავს იმ ვარაუდს, რომ ს---–--------------–---–ს ჰქონდა შესაძლებლობა ქ---------------ის მიერ მისთვის გადაცემული არანარკოტიკული საშუალებების ნარკოტიკულით ჩანაცვლება.
3.28. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ - ს---–--------------–---–მა, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა, ცალსახად დაადასტურა, რომ იგი ხშირად ყიდულობდა ქ---------------ისგან ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც ზოგჯერ იყო ხარისხიანი, ზოგჯერ არა. მოწმემ ასევე ცალსახად დაადასტურა, რომ 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 4 მაისს, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მან შეიძინა სწორედ ქ---------------ისგან, რაც მან უცვლელად გადასცა გამომძიებლებს.
3.29. სასამართლო, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქ---------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, როდესაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მართკუთხედის ფორმის აბს მოატეხა კუთხეები და ნემსით ამოკაწრა ხელის გამოსახულება არანარკოტიკულ აბზე, რათა მიემსგავსებინა იგი ნარკოტიკისთვის, მაშინ, როდესაც ცალსახად არის დადასტურებული, რომ ამოღებულ ნარკოტიკულ აბზე არსეული ხელის გამოსახულებიანი ტვიფარი არ არის კუსტარული და მისი ნემსით ამოჩხაპნა და ნამდვილთან მიახოვება, ამ გზით, არის შეუძლებელი. საყურადღებოა ასევე, რომ ქ---------------ის ტელეფონში აღმოჩნდა იმ აბის ფოტოსურათი, რომელიც ამ უკანასკნელის მტკიცებით, მას არ ჰქონია, არ გადაუცია ს---–--------------–---–ისთვის, რომელმაც ჩაანაცვლა ამ აბით არანარკოტიკული საშუალება.
3.30. რაც შეეხება, 2018 წლის 4 მაისის ეპიზოდს, სასამართლო, აქაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამოღების ოქმით (04.05.2018) ცალსახად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ს---–--------------–---–ისგან, ქ---------------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შეხვედრიდან დაუყოვნებლივ, შეხვედრის ადგილის მიმდებარედ - რ---------–-----------------ის მიმდებარედ. ამასთან, საყურადღებოა, რომ დაცვის მხარის მიერ, ზემოაღნიშნული მტკიცებულების შინაარსი მიჩნეული იქნა უდავოდ, რისი გათვალისწინებითაც, არ მომხდარა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის - გამომძიებელ გ-------------------–--ის მოწმის სახით დაკითხვა, რა დროსაც დაცვის მხარეს ექნებოდა შესაძლებლობა, კრიტიკული შეკითხვები დაესვა ამ უკანასკნელისთვის ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით, თუმცა დაცვის მხარემ ამ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა და არ იდავა საგამოძიებო მოქმედების ოქმის შინაარსზე. თუმცაღა, სასამართლოსთვის მეტად საყურადღებოა ისეთი თვალსაჩინო მტკიცებულების არსებობა, როგორიც არის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც ცალსახად ჩანს, თუ როგორ გადასცა ქ---------------ემ ,,კ--------–----ს“ საპირფარეშოში ს---–--------------–---–ს ნარკოტიკული აბები. ამასთან, ს----------–----–--------------------------–----------- დ--------------- ფონოსკოპიური ექსპერტის N----- და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის N------------ დასკვნებით ცალსახად არის დადასტურებული და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ 2018 წლის 4 მაისს, ,,კ--------–----ში“ განხორციელებულ ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში ისმის ქ---------------ის ხმა და არის ამ უკანასკნელის გამოსახულება.
3.31. სასამართლოს აქვე სურს ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- გენეტიკური ექსპერტის N--------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევით, ს---–--------------–---–ისგან 2018 წლის 4 მაისს ამოღებულ მოწითალო-მონარინჯისფრო ოთხ ცალ აბზე და ასეთი აბის ორ ფრაგმენტზე, გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
3.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები, მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი, შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი.
3.33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის #96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პ---–-–---–---- - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.
3.34. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ს---–--------------–---–ისგან ამოღებულ ნარკოტიკული საშუალებებზე არ გამოვლინდა არათუ ბრალდებულის, არამედ, არავის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს ქ---------------ის უდანაშაულობის მტკიცების უპირობო საფუძველს.
3.35. სასამართლოსთვის, ასევე საყურადღებოა თავად ქ---------------ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, რაც ასევე დადასტურებულია დაკავების შემდგომ ჩატარებული მისი ნარკოლოგიური შემოწმებით და სწორედ ნარკოტიკებს უკავშირდებოდა ს---–--------------–---–თან მისი საერთო ინტერესი. ამასთან, საინტერესოა რომ, ბრალდებულისვე მტკიცებით სწორედ ს---–--------------–---–მა გაასინჯა მას პირველად კლუბური ნარკოტიკები და მას შემდეგ ხშირად პატიჟებდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკის დასაგემოვნებლად. მაშინ გაუგებარია, რატომ აწუხებდა ს---–--------------–---–ი ქ---------------ეს, რატომ სთხოვდა ამ უკანასკნელს ნარკოტიკებს და რატომ მოიგონა ჩახლართული გეგმა ს---–--------------–---–ის თავიდან მოსაშორებლად, როცა მარტივად შეეძლო ეთქვა, რომ ნარკოტიკებზე ხელი არ მიუწვდებოდა. ქ---------------ემ თავად აღნიშნა, რომ შეეძლო, თუმცა ასე არ მოქცეულა.
3.36. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ---------------ემ 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 4 მაისს სწორედ ნარკოტიკული საშუალებები გადასცა ს---–--------------–---–ს.
3.37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
3.38. სასამართლომ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. – 2.8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
4.3. ამდენად, მოტყუება ამ დანაშაულის შემადგენლობაში წარმოადგენს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებას. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა (ქონების დაუფლება). სწორედ ამიტომ მოტყუება როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობაში და სწორედ ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანაში ცრუ მონაცემების (ინფორმაციის) მიწოდების საფუძველზე.
4.4. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
4.5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ქ---------------ე 2018 წლის 28 მარტს, 2018 წლის 4 აპრილს და 2018 წლის 21 აპრილს, დაპირდა ს---–--------------–---–ს, თითქოს ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცემდა მას ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა სამივეჯერ მოატყუა იგი და ნარკოტიკების ნაცვლად, არანარკოტიკული ნივთიერება გადასცა, რითაც მოტყუებით დაეუფლა ს---–--------------–---–ისთვის საკონტროლო შესყიდვისთვის საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოყოფილ ოპერატიულ თახებს: 2018 წლის 28 მარტს - 170 ლარს, 2018 წლის 4 აპრილს - 140 ლარს, ხოლო 2018 წლის 21 აპრილს - 500 ლარს,4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატა დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ აღნიშნულ საქმეში, როდესაც დაზარალებულმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მთლიანად გამოირიცხა ბრალდებულის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ან მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის - საკუთრების უფლების ხელყოფა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ დანაშაულის საგნის - დაზარალებულის კუთვნილი თანხის დაუფლების გზით, რისი შესაძლებლობაც გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს თავისი კუთვნილი თანხა არ გადაუცია ბრალდებულისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი დააკავეს. თანხა რომელიც ოპერატიულ ღონისძიების ჩატარების დროს გადაეცა მსჯავრდებულს, წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საკუთრებას, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ აღნიშნული ინსპექციის თანამშრომლები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იყო არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა, რაც გამოიწვევდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის #1106აპ-10 განჩინება; ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის #2108აპ-07 განჩინება).
4.8. მოცემულ შემთხვევაშიც, თანხის გადაცემის საკითხთან დაკავშირებთ სახეზეა არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც ს---–--------------–---–მა ქ---------------ეს გადასცა საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--- დ--------------- კუთვნილი თანხა, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო აფასებს და იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიაჩნია, რომ ქ---------------ის მიერ, სამივე ეპიზოდში ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა.
4.9. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - მნიშვნელოვან ზიანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ---------------ის მიერ 2018 წლის 28 მარტს და 2018 წლის 21 აპრილს მიღებული თანხები, ცალსახად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის - 150 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 28 მარტის, 2018 წლის 4 აპრილის და 2018 წლის 21 აპრილის შემთხვევაში სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაულის (მცდელობის) - თაღლითობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი, ხოლო აქედან 2018 წლის 28 მარტის, 2018 წლის 21 აპრილის შემთხვევაში ასევე დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი.
4.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი) - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რაც შეიძლება გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
4.12. რაც შეეხება ამ დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №96 არის მდმა (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება მდმას (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამამდე ოდენობა.
4.13. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყურად არის დადგენილი, რომ ქ---------------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,4698 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი, რომლის შეძენის და ფლობის არანაირი კანონიერი უფლება ამ უკანასკნელს არ ჰქონია, საიდანაც 2018 წლის 26 აპრილს, 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 – მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 1 ცალი ტაბლეტი, 100 ლარის საფასურად, ხოლო 2018 წლის 4 მაისს, 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 4 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა ს---–--------------–---–ზე, რაც, ორივე შემთხვევაში ცალსახად ცდება ამ ნარკოტიკისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ დიდი ოდენობის ზღვარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 4 მაისს უკანონო გასაღების შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, ქ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 სასამართლო განმარტავს, რომ ქ---------------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ქ---------------ეს, ისჯება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
6.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის არაერთი დანაშაული, ბრალდებულის პიროვნებას - იგი არის ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელი, ვინაიდან დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტი, ასევე მის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4-4 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) თავისუფლების აღკვეთა 8-8 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არის პირი, რომელმაც, მათ შორის ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ---------------ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; პირადი ნივთები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ელქტრონული დისკები - უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს და ამ ქმედებისთვის ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. ქ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს და ამ ქმედებისთვის ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
3. ქ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს და ამ ქმედებისთვის ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
4. ქ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
5. ქ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
6. ქ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით.
8. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
9. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მაისიდან.
10. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
პირადი ნივთები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ელქტრონული დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე