განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/24-19 28 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- მი------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ვა---– მა----–-–---–ი;
ბრალდებული - გ------- გ---ს ძე ბა----------ი (დაბადებული 1--- წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, მცხოვრები: თბილისი, გ-–-----ს მე-2 მ/რ, კორპ. N44, ბინა N32-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდებული - ნ--------ი ე-------ს ძე ა-------ე (დაბადებული 1--- წლის 20 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ბ-------–---–ის ქ. N57-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და სისხლის სამართლის საქმის მიხედვით: 2018 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში, სასტუმრო „დონატა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შ----- ბუ--------ი და გ-------– წა---–---ე, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 6 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ხოლო გ------- ბა----------მა და ნ-------- ა-------ემ იცოდნენ რა აღნიშნული მსხვილფეხა პირუტყვის დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტის შესახებ, წინასწარი შეთანხმებით, 2018 წლის 12 ნოემბერს, ღამის საათებში, სასტუმრო „დონატას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შ----- ბუ--------ისგან და გ-------– წა---–---ისგან შეიძინეს ზემოაღნიშნული 6 სული მოპარული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
1.2. 2019 წლის 28 თებერვალს, ადვოკატის მონაწილეობითა და ბრალდებულების გ------- ბა----------ისა და ნ-------- ა-------ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულების გამოძიებასთან თანამშრომლობის შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების, საჯარო ინტერესის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- მი------–---–სა და ბრალდებულებს გ------- ბა----------სა და ნ-------- ა-------ეს შორის, მათი ადვოკატის მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების ფორმით, სასჯელის სახესა და ზომაზე შეთანხმების პირობით.
1.3. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ გ------- ბა----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად. გ------- ბა----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ი--–--ის განაჩენით გ------- ბა----------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ბა----------ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
1.4. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ ნ-------- ა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. ნ-------- ა-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. თ------ კა-------ს სამსახურებრივი პატაკები და მისი გამოკითხვის ოქმები, ნ-------- ა------ძის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული 3 სული მსხვილფეხა საქონელი, გ------- ბა----------ის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული 3 სული მსხვილფეხა საქონელი; შ----- ბუ--------ის გამოკითხვის ოქმები, გ-------– წა---–---ის გამოკითხვის ოქმები, ნ-------- ა-------ის გამოკითხვის ოქმი, გ------- ბა----------ის გამოკითხვის ოქმი, გ---ა ბა----------ის გამოკითხვის ოქმი, ლ---- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ვ-–- ქა------ის გამოკითხვის ოქმი, ფ-----ა ბ-------ის გამოკითხვის ოქმი, ტ------– წა---–---ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერტიმენტის ჩატარების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
3.2. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობითაა დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს;
3.3. ბრალდებულები გ------- ბა----------ი და ნ-------- ა-------ე სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
3.4. ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
3.5. ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ;
3.6. ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
3.7. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან;
3.8. ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძვლებს;
3.9. საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
3.10. ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.11. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
3.12. ბრალდებულები გაფრთხილებულები არიან საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვთ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.13. ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტათ, რომ მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3.14. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ წარდგენილია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ბრალდება დასაბუთებულია საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, სასამართლომ დამარწმუნებელი პასუხები მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე.
4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ნ-------- ა-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4.3 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გ------- ბა----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შეესაბამება როგორც ბრალდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები ნ-------- ა-------ე და გ------- ბა----------ი თავს დამნაშავედ ცნობენ წარდგენილ ბრალდებაში, რაც უნდა ჩაითვალოს მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, ხოლო გ------- ბა----------ის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე, 215-ე, 258-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნ---- მი------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორსა და გ------- ბა----------ს შორის 2019 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. გ------- ბა----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
4. გ------- ბა----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ი--–--ის განაჩენით გ------- ბა----------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ბა----------ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
7. გ------- ბა----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
8. დამტკიცდეს პროკურორსა და ნ-------- ა-------ეს შორის 2019 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
9. ნ-------- ა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
10. ნ-------- ა-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
11. ნ-------- ა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
12. გ------- ბა----------ის და ნ-------- ა-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ავტომანქანა ,,ფორდი“ სახელმწიფო ნომრით ,,L------“ და ,,Iphone“-ს ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის მფლობელს ნ-------- ა-------ეს, ავტომანქანა ,,ფორდი“ სახელმწიფო ნომრით ,,W------“ და ,,Iphone“-ს ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის მფლობელს გ------- ბა----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
14. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
15. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კერძოდ: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. პროკურორი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მ. ოშხარელი