გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310018002471924
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/3347-18

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე: ბ--------------–----–---–ი;

მოსარჩელის წარმომადგენლები: თა----------ა, გ---------------–----–---–ი;

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მოპასუხის წარმომადგენელი: მარ--------------ია;

 

მესამე პირი: ამ-----------------–ი;

მესამე პირის წარმომადგენელი: დ---------------ძე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება (საქმის გარემოებათა ხელახალი განხილვა) 14.02.2014 წლის N1--------- გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმებისა და სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საკითხის გადასაწყვეტად და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - ამ-----------------–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ისანი სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 იანვრის (რეგ.№ 7-------) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა შპს ,,დ-------–-+''. საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა დირექტორი - ბ--------------–----–---–ი (პ.ნ. 01--------0). საზოგადოების პარტნიორებს 50-50 %-იანი( ოროცდაათ-ორმოცდაათ პროცენტიანი) წილობრივი მონაწილეობით წარმოადგენდნენ ბ--------------–----–---–ი (პ.ნ. 01--------0) და ამ-----------------–ი (პ.ნ. 0----------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შპს ,,დ-------–- + - ის'' წესდება (ტ. 1, ს. ფ.81-94);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 13-15).

 

4.2. 2014 წლის 10 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ამ-----------------–მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სუბიექტის - შპს ,,დ-------–-+“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება და ბ--------------–----–---–ის ნაცვლად შპს ,,დ-------–- +-ის'' დირექტორად თავად განმცხადებლის დარეგისტრირება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 11 თებერვალს მიღებული იქნა NB---------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ამ-----------------–ის 2014 წლის 10 თებერვლის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

2014 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განმარტებითი ხასიათის განცხადებით (დაზუსტებული მოთხოვნით) მიმართა ამ-----------------–მა. განცხადებაში მიუთითა, რომ აზუსტებს მის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს წარდგენილ განცხადებას და ითხოვს მხოლოდ შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) დირექტორის ცვლილებას. კერძოდ, დირექტორის თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმებას და საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე ბატონი ბ--------------–----–---–ის (პ/ნ 01--------0) ნაცვლად შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) ერთადერთ დირექტორად ამ-----------------–ის (პ/ნ 0----------) დარეგისტრირებას, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული 2012 წლის 6 აგვისტოს შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 14 თებერვალს მიღებული იქნა NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებული პირის - ამ-----------------–ის (პ/ნ 0----------) მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილებით ამ-----------------–ის 10.02.2014 წლის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 14 თებერვალს მიღებული იქნა NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ-----------------–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) დირექტორად დარეგისტრირდა ამ-----------------–ი (პ/ნ 0----------);

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ამ-----------------–ის 10.02.2014 წლის განცხადება (ტ. 2; ს.ფ. 24);

-ამ-----------------–ის 13.02.2014 წლის განმარტებითი ხასიათის განცხადება (დაზუსტებული მოთხოვნა) (ტ.2; ს.ფ. 17-22);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.02.2014 წლის NB---------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ (ტ.2; ს.ფ. 98-99);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.02.2014 წლის NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.2; ს.ფ. 102-108);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.02.2014 წლის NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.2; ს.ფ. 110);

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.2; ს.ფ. 111-113);

 

4.3. 2014 წლის 24 თებერვალს ბ--------------–----–---–მა საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს 14.02.2014 წლის NB---------- გადაწყვეტილებისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 14.02.2014 წლის ამონაწერის ბათილად ცნობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 16 მაისს მიღებული იქნა N1----- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უარი ეთქვა ბ--------------–----–---–ს 2014 წლის 24 თებერვლის N3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ბ--------------–----–---–ის 2014 წლის 24 თებერვლის საჩივარი (ტ.2; ს.ფ. 114-121);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტ.2; ს.ფ. 139-145);

 

4.4. ბ--------------–----–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.02.2014 წლის NB---------- და 16.05.2014 წლის N1----- გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასარჩელო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/10621-2014) ბ--------------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/10621-2014) ბ--------------–----–---–მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით (საქმე N2ბ/7302-14) ბ--------------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

 

ამ ეტაპზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბ--------------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არსებითად განხილული და გადაწყვეტილი არ არის.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/10621-2014) (ტ.2; ს.ფ. 389-394);

-ბ--------------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი (ტ.2; ს.ფ. 399-409);

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება (საქმე N2ბ/7302-14) (ტ.2; ს.ფ. 397-398);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.5. 2018 წლის 22 მარტს ბ--------------–----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი) 2014 წლის 14 თებერვალის NB---------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. გ----------–ის განცხადება შპს ,,დ-------–-+“-ის სამეწარმეო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და ა. გ----------–ი დარეგისტრირდა შპს ,,დ-------–-+“-ის დირექტორად.

 

ახლადგამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებად ბ--------------–----–---–მა მიუთითა: 1.საფოსტო გზავნილები, 2.საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები: B14014688( 14.02.2014), B----------(14.02.2014), B---------- (14.02.2014), 3.პარტნიორთა კრების ოქმები(30.07.2012; 06.08.2012; 09.07.2012), 4.შპს ,,დ-------–- +-ის'' წესდება, 4. ა. გ---------–ის წერილები, 5. ბ. ქ------–----–---–ის წერილი, 6. სატელეფონო ზარებზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მიმართვები, 6. სასამართლო პრაქტიკა, 7. 2005 წლის შედარების აქტი, 8. საგადასახადო დეკლარაციები, 9. დივიდენდის გაცემის უწყისები, 9. 16.08.10 წ. იჯარის ხელშეკრულება და 07.09. 2010 წ. დამატებითი შეთანხმება, 10. 10.12.2010 წ. საბანკო ხელშეკრულება, 11. 10.12. 2010 წ. თავდებობის ხელშეკრულება, 12. საბანკო ამონაწერი, 13. საქართველოს მთავრობის 09.11.2010 წ. განკარგულება, 14. 12.11. 2010წ. საგადასახადო შეთანხმება, 14. ბ--------------–----–---–ის 31.08.2016 წლის მიმართვა პროკურატურას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2------------------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ბ--------------–----–---–ს (პ/ნ 01--------0) 2018 წლის 22 მარტის N17---------დმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ბ--------------–----–---–ის 2018 წლის 22 მარტის განცხადება (ტ.2; ს.ფ. 146-166);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ (ტ.2; ს.ფ. 386).

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ--------------–----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ბ--------------–----–---–ის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-201 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-53 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ამ კანონით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ და ამ კანონის 142 მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გამოიცემა წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) გადაწყვეტილების სახეს; ბ) სათაურს; გ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს; დ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს; ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს; ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას; ზ) უფლებამოსილი პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; თ) სამსახურებრივ ბეჭედს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით.

 

მითითებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება. ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2014 წლის 10 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ამ-----------------–მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სუბიექტის - შპს ,,დ-------–-+“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილებით, ამ-----------------–ის 2014 წლის 10 თებერვლის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2014 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განმარტებითი ხასიათის განცხადებით (დაზუსტებული მოთხოვნით) მიმართა ამ-----------------–მა. განცხადებაში მიუთითა, რომ აზუსტებს მის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს წარდგენილ განცხადებას და ითხოვს მხოლოდ შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) დირექტორის ცვლილებას. კერძოდ, დირექტორის თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმებას და საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე ბატონი ბ--------------–----–---–ის (პ/ნ 01--------0) ნაცვლად შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) ერთადერთ დირექტორად ამ-----------------–ის (პ/ნ 0----------) დარეგისტრირებას, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული 2012 წლის 6 აგვისტოს შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 14 თებერვალს მიღებული იქნა NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებული პირის - ამ-----------------–ის (პ/ნ 0----------) მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო სააგენტოს 2014 წლის 14 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილებით ამ-----------------–ის 10.02.2014 წლის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 14 თებერვალს მიღებული იქნა NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ-----------------–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, შპს ,,დ-------–-+“-ის (ს/კ 2--------) დირექტორად დარეგისტრირდა ამ-----------------–ი (პ/ნ 0----------).

 

7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ ბ--------------–----–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის) 2014 წლის 14 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს მიერ 2014 წლის 16 მაისს მიღებული იქნა N1----- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უარი ეთქვა ბ--------------–----–---–ს 2014 წლის 24 თებერვლის N3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ბ--------------–----–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.02.2014 წლის NB---------- და 16.05.2014 წლის N1----- გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასარჩელო წესით, თუმცა სამართალწარმოება ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს ბ--------------–----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი) 2014 წლის 14 თებერვალის NB---------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. გ----------–ის განცხადება შპს ,,დ-------–-+“-ის სამეწარმეო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და ა. გ----------–ი დარეგისტრირდა შპს ,,დ-------–-+“-ის დირექტორად. აღნიშნული განცხადება სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნა საჩივრად, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2------------------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ბ--------------–----–---–ს (პ/ნ 01--------0) 2018 წლის 22 მარტის N17---------დმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 22 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის მიერ წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენდა საჩივარს, არამედ წარმოადგენდა განცხადებას, რომლითაც მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია სადავო აქტთან დაკავშირებით, რის გამოც სააგენტოს საკუთარი ინიციატივით უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და ბათილად ეცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის) 2014 წლის 14 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილება.

 

7.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის ორი შესაძლო გზა გაითვალისწინა: ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნოს თავისი ინიციატივით, ხოლო მეორე შემთხვევაში აქტის ბათილად ცნობა შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მართალია საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას წარმოადგენს, თუმცა თუკი ამ ნორმას სიტყვასიტყვით განვმარტავთ და დისკრეციამდე დავიყვანთ, ნორმა ილუზორულ ხასიათს შეიძენს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ კანონმდებელმა დაინტერესებულ პირს მიანიჭა უფლება სადავო გახადოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს კი მისცა შესაძლებლობა განახორციელოს თავისი საქმიანობის თვითკონტროლი და საკუთარი ინიციატივით, დაინტერესებული მხარის საჩივრის გარეშე, ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მივიჩნევთ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ ნებისმიერ დროს წარდგენილი განცხადების საფუძველზე ხელახლა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ამგვარად აზრი დაეკარგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მიზანს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი საქმიანობის თვითკონტროლის განხორციელების თაობაზე. თვითკონტროლი ხომ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობს საკუთარი საქმიანობის თავად, დამოუკიდებლად და სხვა პირთა ჩარევის გარეშე კონტროლს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნორმის ამგვარი განმარტება არანაირად არ ზღუდავს დაინტერესებული პირის უფლებას იდავოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საკუთარი ინიციატივით, ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების ეტაპებზე, ადმინისტრაციული საჩივრისა და სარჩელის წარდგენის გზით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ--------------–----–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო გახადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი) 2014 წლის 14 თებერვლის NB---------- გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი ჯერ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის, ხოლო შემდგომ სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენის გზით, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. შესაბამისად, სადავო აქტი არ არის შესული კანონიერ ძალაში და მისი კანონიერების შესწავლა დაინტერესებული პირის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული გასაჩივრების უფლების განხორციელების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, მოსარჩელის მიერ, წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სადავო აქტის დამატებით, ხელახლა განხილვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება წარმოადგენს ბ--------------–----–---–ის, როგორც დაინტერესებული პირის უფლების გადამეტებას და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-298-295(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მმართველობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის პრიორიტეტულობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სწორედ იმ გარემოების გამო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს ამგვარი აქტით დარღვეული უფლების, შელახული კერძო თუ საჯარო ინტერესის ადმინისტრაციული საჩივრის ან ადმინისტრაციული სარჩელის საპროცესო ინსტიტუტების მეშვეობით აღდგენის შესაძლებლობას, აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.“

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურ, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და არ ავალდებულებს მას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაიწყოს წარმოება. ადმინისტრაციული ორგანოს ,,საკუთარი ინიციატივის“ წარმოშობის თუ არწარმოშობის მართებულობის შემოწმებას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

 

7.6. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ--------------–----–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 22 მარტს წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენდა განცხადებას და არა საჩივარს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივნისის განჩინებაზე, (საქმე Nბს-408-403(2კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.“ ამასთან, პალატამ განმარტა, რომ ,,დაინტერესებული პირის განცხადება ვერანაირად ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადება ეს არის - უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების ... შესახებ - კი არის ადმინისტრაციული საჩივარი. ამდენად, დაინტერესებული მხარის ინიციატივის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივარი და არა განცხადება.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბი----- ქ------–----–---–ის მიერ 2018 წლის 22 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენდა განცხადებას და არა საჩივარს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია აღნიშნული დოკუმენტი მხარის მიერ დასათაურებული იყო, როგორც ,,განცხადება“, თუმცა როგორც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, დაინტერესებული პირის განცხადება ვერანაირად ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადება ემსახურებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის) 2014 წლის 14 თებერვლის NB1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზანს, თუმცა როგორც საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 14 ივნისის განჩინებაში მიუთითა, დაინტერესებული მხარის ინიციატივის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივარი და არა განცხადება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბი----- ქ------–----–---–ი 2018 წლის 22 მარტის განცხადებით ითხოვდა სააგენტოს საკუთარი ინიციატივით დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ინიციატივა განმცხადებელს ეკუთვნის, რისი უფლებაც მას მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით გააჩნია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად მიიჩნია ბი----- ქ------–----–---–ის 2018 წლის 22 მარტის განცხადება საჩივრად და იმსჯელა მასზე, როგორც საჩივარზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის) 2014 წლის 14 თებერვლის NB1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მხარის მიერ ერთხელ უკვე წარდგენილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი, რომელზეც ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, სააგენტომ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით უარი უთხრა ბი----- ქ------–----–---–ს მის მიერ 2018 წლის 22 მარტს წარდგენილი საჩივრის განხილვაზე.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბ--------------–----–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავე დროს, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალებისა და შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი