გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
020210018002595697
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-0-1001800-595697 (2/162--18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2-.0-.2--9 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ნი--------ა

წარმომადგენელი ხვ---------------ი

მოპასუხე სო------------------

წარმომადგენელი ნი----------–---–-ა

დავის საგანი: განქორწინება

მოსარჩელე სო------------------

წარმომადგენელი ნი----------–---–-ა

მოპასუხე ნი--------ა

წარმომადგენელი ხვ---------------ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნი--------ას სასარჩელო მოთხოვნა: განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ნი--------ასა (დაბ. 2-.07.1--- წ, პ/ნ 1----------) და სო------------------ს (დაბ. 0-.03.1--- წ, პ/ნ 62---------) შორის, რეგისტრირებული 04.10.2--- წ (აქტის ჩანაწერი #2----------, ქორწ. მოწმ. #2---------7, გაც. განმეორებით 06.0-.2--8 წ, სსგ-----------------------–----------------------------ს მიერ).

 

1.2.სო------------------ს სარჩელის მოთხოვნა: ნი--------ას მისი არასრულწლოვანი შვილების - და--------ას (დაბ. 2-.0-.2--2 წ, პ/ნ 0---------5) და რა---------ას (0-.03.2--6 წ, პ/ნ 3---------5) სასარგებლოდ /კანონიერი წარმომადგენელი სო------------------/ სარჩელის აღძვრის დღიდან (--.09.2--8 წ) დაეკისროს ყოველთვიური სარჩო - ალიმენტი თითოეულ ბავშვზე თვეში 150 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სო------------------ არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ სურს ოჯახის შენარჩუნება.

 

2.2. ნი--------ა ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ მისი შემოსავლების გათვალისწინებით შეუძლია ბავშვებს ყოველთვიურად გადაუხადოს თვეში 50 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნი--------ა (დაბ. 2-.07.1--- წ, პ/ნ 1----------) და სო------------------ (დაბ. 0-.03.1--- წ, პ/ნ 62---------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 04.10.2--- წ-დან (აქტის ჩანაწერი #2----------, ქორწ. მოწმ. #2---------7, გაც. განმეორებით 06.0-.2--8 წ, სსგ-----------------------–----------------------------ს მიერ).

 

3.2. მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - და--------ა (დაბ. 2-.0-.2--2 წ, პ/ნ 0---------5) და რა---------ა (0-.03.2--6 წ, პ/ნ 3---------5).

3.3. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ მათი ოჯახური მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია, რადგან მოპასუხეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი.

3.4. ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ ფართში, რომელიც მამის ნათესავებს ეკუთვნით. სხვა მზრუნველობას ბავშვების მიმართ მამა არ იჩენს. ის არ ზრუნავს ბავშვების რჩენა-აღზრდაზე.

3.5. ნი--------ა რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა რაიმე დადასტურებული ინფორმაცია მისი რეალური შემოსავლების შესახებ საქმეში არ არის.

სასამართლო ეყრდნობა სემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელები

-შესაგებლები

-ქორწინების მოწმობა

-დაბადების მოწმობები

-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ნი--------ას სარჩელი საფუძვლიანია.

 

სო------------------ს სარჩელი საფუძვლიანია

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112--ე, 1127-ე, 12---ე, 120--ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112--ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი უშვებს განქორწინების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტას, ხოლო 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ამ ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელების მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 120--ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების დანაწესებით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ბავშვისა და მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემობების და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიაჩნია ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე და 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მოცემული შემთხვევისთვის ალიმენტის შესახებ სარჩელის აღძვრის თარიღია - 19.09.2--8 წ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ნი--------ას სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

კგერგედავა გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე. დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებით შესაბამისი თანხა 100 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნი--------ას სარჩელი სო------------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

2. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ნი--------ასა (დაბ. 2-.07.1--- წ, პ/ნ 1----------) და სო------------------ს (დაბ. 0-.03.1--- წ, პ/ნ 62---------) შორის, რეგისტრირებული 04.10.2--- წ (აქტის ჩანაწერი #2----------, ქორწ. მოწმ. #2---------7, გაც. განმეორებით 06.0-.2--8 წ, სსგ-----------------------–----------------------------ს მიერ).

3. სო------------------ს ნი--------ას სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

4. სო------------------ს სარჩელი ნი--------ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. ნი--------ას მისი არასრულწლოვანი შვილების - და--------ას (დაბ. 2-.0-.2--2 წ, პ/ნ 0---------5) და რა---------ას (0-.03.2--6 წ, პ/ნ 3---------5) სასარგებლოდ /კანონიერი წარმომადგენელი სო------------------/ სარჩელის აღძვრის დღიდან (--.09.2--8 წ) დაეკისროს ყოველთვიური სარჩო - ალიმენტი თითოეულ ბავშვზე თვეში 150 ლარის ოდენობით.

 

6. ნი--------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა