გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20712-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–ია“
წარმომადგენლები: მ--------------------ე, გ-----------------ე, მ--ა ჯ-----–---–-
მოპასუხე: შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“
წარმომადგენელი: ზ--------------–---–ი
დავის საგანი: დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 17 571.65 ლარის გადახდა;
1.2. შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 10 558.29 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–ია“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სუბიექტს - ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, ასევე სამედიცინო ინვენტარის შეძენა-რეალიზაცია. მოსარჩელე ზემოთ აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს მხარეთა შორის დადებული წერილობითი ან/და ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.
ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იასა“ და შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა იკისრეს გარკვეული სახის ვალდებულებები. კერძოდ, მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა საქონელი მოპასუხისათვის, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული საქონლის ღირებულება მიღების დღესვე.
მოსარჩელე ეტაპობრივად, 2012 წლიდან 2015 წლამდე, ახორციელებდა მოპასუხისათვის საქონლის მიწოდებას. ხოლო საანგარიშსწორებო დოკუმენტად, როგორც საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული პირი, რეალიზებას აფიქსირებდა შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. ჯამში მოპასუხისათვის მიწოდებულ იქნა - 44 891 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები. კერძოდ:
-2012 წლის 21 მარტს განხორციელდა 543 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 22 მარტს განხორციელდა 2267 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 26 მარტს განხორციელდა 743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 27 მარტს განხორციელდა 1212 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 25 აპრილს განხორციელდა 653 და 897 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 30 აპრილს განხორციელდა 655.40 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 16 მ--სს განხორციელდა 620 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 02 ივნისს განხორციელდა 570 ლარისა და 862.40 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 06 ივნისს განხორციელდა 367.50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 20 ივნისს განხორციელდა 1343.50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 29 ივნისს განხორციელდა 980.80 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 03 ივლისს განხორციელდა 290 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 13 ივლისს განხორციელდა 716.40 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 30 ივლისს განხორციელდა 630 ლარის, 124.25 ლარისა და 380.80 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 08 აგვისტოს განხორციელდა 262 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 15 აგვისტოს განხორციელდა 1211 ლარისა და 493.20 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 04 სექტემბერს განხორციელდა 395 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა 1092 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა 870 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 16 ოქტომბერს განხორციელდა 915.10 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 20 ოქტომბერს განხორციელდა 645 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა 403.20 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა 130 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა 530 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 01 მარტს განხორციელდა 50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 05 მარტს განხორციელდა 1707.20 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 13 მარტს განხორციელდა 1068 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 22 მარტს განხორციელდა 1105 ლარი, 840 ლარის, 512 ლარისა და 4753 ლარის ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 02 აპრილს განხორციელდა 680 ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 30 აპრილს განხორციელდა 600 ლარისა და 220 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 14 ივნისს განხორციელდა 406 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 26 ივნისს განხორციელდა 489.60 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 05 ივლისს განხორციელდა 624 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 25 ივლისს განხორციელდა 982 ლარი ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 05 აგვისტოს განხორციელდა 100 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 08 ოქტომბერს განხორციელდა 1100 ლარის, 1288 ლარისა და 515 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა 340 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 09 ნოემბერს განხორციელდა 340 ლარისა და 150 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 21 ნოემბერს განხორციელდა 368.40 ლარის, 286 ლარისა და 300 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა 112 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 09 დეკემბერს განხორციელდა 130 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 11 დეკემბერს განხორციელდა 423.50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 17 დეკემბერს განხორციელდა 350 ლარისა და 130 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 27 დეკემბერს განხორციელდა 706 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2014 წლის 07 მარტს განხორციელდა 1276 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2014 წლის 05 აგვისტოს განხორციელდა 1250 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2015 წლის 26 მარტს განხორციელდა 350 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2015 წლის 30 აპრილს განხორციელდა 462 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2015 წლის 19 მ--სს განხორციელდა 75 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან გადაიხადა მხოლოდ 27 319.60 ლარი. რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებას, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ეს უკანასკნელი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „დ------------–---–----------–-----–------ის“ მიერ დარჩენილი დავალიანების გადაუხდელობის გამო, მას მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა - 10 558.29 ლარის ოდენობის ზიანი. აღნიშნული თანხა მოიცავს მოსარჩელის მიერ კონკრეტული დავალიანების თანხის ნებისმიერი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, თითოეულ დღეზე კომპანიის მიერ მიღებული თანხის ჯამს. ხოლო, სარგებლის ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, კი აღებულია ამ პერიოდისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ოდენობით (2012 წლიდან 2018 წლის პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი მერყეობდა 7.5% და 5.5%-მდე).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „დ------------–---–----------–-----–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეხება 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სამდე პერიოდში განხორციელებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა დიდი ხანია გასულია და სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, კი თავისთავად გამორიცხავს და უსაფუძვლოს ხდის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 20 მარტს ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იასა“ და შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალის მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მოთხოვნისამებრ, ერთმანეთისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მისაწოდებელი პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება დგინდება მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და აისახება შესაბამის სასაქონლო ზედნადებში.
ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადების შესაბამისად მიწოდებულ საქონელს შემსყიდველი მხარე ღებულობს მომწოდებლის წარმომადგენლის თანდასწრებით და იხდის მის ღირებულებას.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, საქონლის ღირებულების ანაზღაურება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გადარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით წინასწარ, საქონლის მიღებისთანავე ან გადავადებით სასაქონლო ზედნადებში მითითებული ვადის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შემსყიდველს უნდა გადაეხადა პროდუქციის მიღებისთანავე.
3.1.2. 20.03.2012წ. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით, დამოუკიდებლად შედგენილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–ია“ შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ აწვდიდა პროდუქციას - სამედიცინო ინვენტარს/სახარჯ მასალებს. შპს „დ------------–---–----------–-----–------ის“ მიერ ანაზღაურებულ იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ნაწილობრივ, მხოლოდ - 27 319.60 ლარის ოდენობით. მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 06 ივნისს. დარჩენილი დავალიანება შემსყიდველს დღემდე არ აუნაზღაურებია.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იამ“ შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ ჯამში მიაწოდა - 42 066.35 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები.
შესაბამისად, ვინაიდან სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხის მიერ ანაზღაურებულ იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მხოლოდ ნაწილობრივ - 27 319.60 ლარის ოდენობით, შპს „დ------------–---–----------–-----–------ის“ დარჩენილი დავალიანება ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ მიმართ შეადგენს - 14 746.75 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, გამყიდველი ვალდებულია წარმოადგინოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მყიდველი თავის მხრივ ვალდებულია დაადასტუროს მის მიერ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მის მიერ შპს „დ------------–---–----------–-----–------ისათვის“ 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით მიწოდებულ იქნა 44 891 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით შედგენილი სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნული ზედნადებების თანახმად:
-2012 წლის 21 მარტს განხორციელდა 543.5 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 22 მარტს განხორციელდა 2267 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 26 მარტს განხორციელდა 743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 27 მარტს განხორციელდა 1212 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 02 ივნისს განხორციელდა 570 ლარისა და 862.4 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 06 ივნისს განხორციელდა 367.5 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 20 ივნისს განხორციელდა 1343.50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 29 ივნისს განხორციელდა 980.80 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 03 ივლისს განხორციელდა 290 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 13 ივლისს განხორციელდა 716.40 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 02 აგვისტოს განხორციელდა 630 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 03 აგვისტოს განხორციელდა 124.25 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 06 აგვისტოს განხორციელდა 380.8 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 08 აგვისტოს განხორციელდა 262 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 15 აგვისტოს განხორციელდა 1211 ლარისა და 493.20 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 04 სექტემბერს განხორციელდა 395 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა 1092 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა 870 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 16 ოქტომბერს განხორციელდა 915.10 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 20 ოქტომბერს განხორციელდა 645 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა 403.20 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა 130 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2012 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა 530 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 01 მარტს განხორციელდა 50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 05 მარტს განხორციელდა 1707.20 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 13 მარტს განხორციელდა 1068 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 22 მარტს განხორციელდა 1105 ლარის, 840 ლარის, 512 ლარისა და 4753 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 02 აპრილს განხორციელდა 680 ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 30 აპრილს განხორციელდა 600 ლარისა და 220 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 14 ივნისს განხორციელდა 406 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 26 ივნისს განხორციელდა 489.60 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 05 ივლისს განხორციელდა 624 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 25 ივლისს განხორციელდა 982 ლარი ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 05 აგვისტოს განხორციელდა 100 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 08 ოქტომბერს განხორციელდა 1100 ლარის, 1288 ლარისა და 515 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა 340 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 09 ნოემბერს განხორციელდა 340 ლარისა და 150 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 21 ნოემბერს განხორციელდა 368.40 ლარის, 286 ლარისა და 300 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა 112 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 09 დეკემბერს განხორციელდა 130 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 11 დეკემბერს განხორციელდა 423.50 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 17 დეკემბერს განხორციელდა 350 ლარისა და 130 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2013 წლის 27 დეკემბერს განხორციელდა 706 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2014 წლის 07 მარტს განხორციელდა 1276 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2014 წლის 05 აგვისტოს განხორციელდა 1250 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2015 წლის 26 მარტს განხორციელდა 350 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2015 წლის 30 აპრილს განხორციელდა 462 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
-2015 წლის 19 მ--სს განხორციელდა 75 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
(იხ. სარჩელზე დართული სასაქონლო ზედნადებები ს.ფ. 30-95)
სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები ეს არის - აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული და სარჩელზე დართული ზედნადებების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ჯამური ღირებულება შეადგენს - 42 066.35 ლარს და არა 44 891 ლარს.
ამასთან, გარდა ზემოთ აღნიშნული ზედნადებებისა, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს - 25.04.2012წ. №0--------- და №0---------, 30.04.2012წ. №0--------- და 16.05.2012წ. №0--------- სასაქონლო ზედნადებებზე, რომელთა თანახმად, როგორც მოსარჩელე განმარტავს, მოპასუხისათვის მიწოდებულ იქნა დამატებით ჯამში - 2825.4 ლარის ღირებულების პროდუქცია, თუმცა სამოქალაქო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის დასახელებული ზედნადებები, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იამ“ შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ ჯამში მიაწოდა 42 066.35 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები. შესაბამისად, ვინაიდან სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ ანაზღაურებულ იქნა მხოლოდ 27319.60 ლარი (იხ. საბანკო ქვითრები და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები ს.ფ. 99-148), მოპასუხის დარჩენილი, გადაუხდელი დავალიანება ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ მიმართ შეადგენს - 14 746.75 ლარს (42 066.35-27319.60=14 746.75).
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე შპს „დ------------–---–----------–-----–------ისათვის“ მიწოდებული პროდუქციის - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები, ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, 144-ე, 316-317-ე, 361-ე, 387-ე, მე-400, 477-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 20 მარტს ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იასა“ და შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალის მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მოთხოვნისამებრ ერთმანეთისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ხოლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მისაწოდებელი პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება უნდა დადგენილიყო მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ასახულიყო შესაბამის სასაქონლო ზედნადებებში. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელე ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იამ“ მოპასუხე შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით მიაწოდა - 42 066.35 ლარის ღირებულების პროდუქცია - სამედიცინო ინვენტარი/სახარჯი მასალები. თითოეულ მიწოდებასთან დაკავშირებით შედგენილ იქნა სასაქონლო ზედნადებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ მიერ ანაზღაურებულ იქნა მხოლოდ 27 319.60 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ იქნა 42 066.35 ლარის ღირებულების პროდუქცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს „დ------------–---–----------–-----–------ისათვის“ დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია მხოლოდ ნაწილობრივ - 14 746.75 ლარის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ - დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–ია“ შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ 2012 წლის 21 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით პერიოდულად შესასყიდად აწვდიდა პროდუქციას. მიწოდებული პროდუქციის ღირებულების საფასური შემსყიდველს უნდა გადაეხადა პროდუქციის მიღებისთანავე. შესაბამისად, ვინაიდან ბოლო მიწოდება განხორციელდა 2015 წლის 19 მ--სს აღნიშნული მიწოდებიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მიწოდების მეორე დღიდან - 2015 წლის 20 მ--სიდან და ამოიწურა 2018 წლის 19 მ--სს. აღნიშნულის შესაბამისად ამოიწურა მანამდე განხორციელებული მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ განხორციელებულ გადახდებს, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილ იქნა ჯამში 27 319.60 ლარი. ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 06 ივნისს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერ განხორციელებული გადახდებით იფარებოდა იმ დროისათვის არსებული და გადაუხდელი ყველაზე ძველი დავალიანება თანმიმდევრობით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით, მათ მიერ განსაზღვრული რიგითობით, იფარებოდა დავალიანება ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის პერიოდში, რის გამოც კონკრეტულ დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს თანხის გადახდის დღიდან, ვინაიდან თანხის გადახდით ხდებოდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა. სასამართლო არ ეთანხმება დავალიანების დაფარვის რიგითობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მითითებულ მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს. ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
სამოქალაქო კოდექსის დასახელებული მუხლი შესრულების არჩევანის პრიორიტეტს მოვალეს ანიჭებს. ამასთან, ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა შემდეგი წინაპირობები: 1. მოვალეს კრედიტორის მიმართ რამდენიმე ვალდებულება აქვს; 2. ვალდებულებათა შესრულების საგანი იდენტურია; 3. ვალდებულებების წარმოშობის წყარო ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობაა; 4. მოვალის მიერ განხორციელებული შესრულება ყველა ვალდებულების დასაფარად საკმარისი არ არის.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოვალე - შპს „დ------------–---–----------–-----–------ს“ ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ მიმართ შესასრულებელი აქვს სხვადასხვა დროს მიწოდებული პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები. საქმეში წარმოდგენილია საბანკო ქვითრები, ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილია ჯამში - 27 319.6 ლარი, თუმცა აღნიშნული ოდენობა საკმარისი არ არის მოსარჩელის მიმართ არსებული ყველა ვალდებულების სრულად დასაფარად. ამასთან, სადავო არაა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ვადამოსული დავალიანების დაფარვის რიგითობაზე, ხოლო თანხის გადახდის დროს, მოპასუხეს არ მიუთითებია იმის თაობაზე - მის მიერ გადახდილი თანხით კონკრეტულად რომელი მიწოდებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხებიდან, სსკ-ის 387-ე მუხლის შესაბამისად, თანმიმდევრობით უნდა დაფარულიყო მოპასუხის ის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც უფრო ადრე დგებოდა. ამრიგად, ვინაიდან მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა - 27 319.6 ლარი არასრულად ფარავს მხოლოდ 2013 წლის 22 მარტის ჩათვლით შესყიდული პროდუქციის ღირებულების ჯამს (28 012.85), სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით სწორედ ამ პერიოდამდე შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა განხორციელდა. 2013 წლის 22 მარტის შემდგომ შესყიდული პროდუქციის ღირებულება, კი მოპასუხის მიერ დღემდე არ ანაზღაურებულა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დავალიანების დაფარვის რიგითობისა და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 2013 წლის 22 მარტიდან 2015 წლის 19 მ--სის ჩათვლით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება მოპასუხის მიერ არ მომხდარა. ამასთან, თითოეული მიწოდება წარმოშობდა დამოუკიდებელ ფულად ვალდებულებას. მოსარჩელის მიერ პროდუქციის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2015 წლის 19 მ--სს. შესაბამისად, ვინაიდან თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მიწოდებისთანავე, აღნიშნული მიწოდებიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მიწოდების მეორე დღიდან - 2015 წლის 20 მ--სიდან და ამოიწურა 2018 წლის 19 მ--სს. აღნიშნულის შესაბამისად ამოიწურა მანამდე განხორციელებული მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც. ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იას“ ზემოთ აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია. ხოლო, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 10 ივლისს ხანდაზმულობის ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლით სამართლებრივი ვალდებულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად, ვინაიდან სამართლებრივია მხოლოდ ის ვალდებულება, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალისაგან შესრულება, რაც მოიცავს სასარჩელო წესით უფლების დაცვასაც. ვადის გასვლით კი, სამართლებრივად აღუსრულებადი, განუხორციელებადი ვალდებულება გარდაიქმნება ნატურალურ, ზნეობრივ ვალდებულებად.
ამრიგად, დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით, დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 144-ე, 477 მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის - 10 558.29 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს მეორად მოთხოვნას, რომელიც სრულადაა დამოკიდებული ძირითადი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა მოპასუხისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაზე არსებითი მსჯელობა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ი.მ. „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯისა და რწმუნებულების გაფორმებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი.მ. „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სარჩელი შპს „დ------------–---–----------–-----–------ის“ მიმართ დავალიანების დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/20712-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
26 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ი.მ „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–ია“
წარმომადგენლები: მ--------------------ე, გ-----------------ე, მ--ა ჯ-----–---–-
მოპასუხე: შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“
წარმომადგენელი: ზ--------------–---–ი
დავის საგანი: დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი.მ. „ზ-------------–-–---–-------------–-------------–--–იის“ სარჩელი შპს „დ------------–---–----------–-----–------ის“ მიმართ დავალიანების დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი