განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119002793950
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის N1/02-2019 წ.
20 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,დაცვის მხარე - ადვოკატი გ-----–-----ე
ბრალდებული - გ---------------ე (პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–-----–-------1).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლი - დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---–-------––ი, გ---------------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მ-------------–-ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით C---------- მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის, მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა მის წინ, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს თანმხვედრი მიმართულებით ქვეითად მოძრავ ც-–--------------ეს, ნ--------------ეს და დ---------–--ეს, რის გამოც გარდაიცვალა ც-–--------------ე.
2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---–-------––ი, გ---------------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მ-------------–-ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით C---------- მართვა და შეეჯახა მის წინ, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითად მოსიარულეებს ც-–--------------ეს, ნ--------------ეს და დ---------–--ეს. შეჯახების შემდეგ გ---------------ეს არ შეუთავაზებია დახმარება დაშავებულებისათვის, არ გამოუძახებია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, განაგრძო სვლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ც-–--------------ე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
ბრალდებულმა გ---------------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, პატაკი, ბ-–-------------ის, ნ--------------ის, გ-----------------ის, გ---------------ის, ტ------–-----------ის, ჯ------–-------ის, რ----–-----------ის, ნ----------------ის, დ---------–--ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული სქემით და ფოტო-ილუსტრაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმები, გვამის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, დაკავების ოქმი, ნივთმტკიცებები, ც--------–--ის, გ-----------–--ის, ლ-–-----–--ის და დ---------–--ის წერილობითი თანხმობა.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებული გ---------------ე მართავდა რა ავტომანქანას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ც-–--------------ის გარდაცვალება, ასევე დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რა დროსაც დაზიანებები მიიღო ც-–--------------ემ, რის გამოც იგი იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, ხოლო ბრალდებულ გ---------------ეს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, მიატოვა იგი დაუხმარებლად.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ---------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ც-–--------------ის გარდაცვალება - ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
ბრალდებულმა გ---------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - დაუხმარებლად იმის მიტოვებით, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ, როდესაც გ---------------ეს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან საგზაო მოძრაობის მონაწილე მძღოლები საკუთარ შესაძლებლობებში მცდარად დარწმუნებით დაკისრებული მოვალეობების (მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება) შესრულებისადმი იჩენენ ზერელე დამოკიდებულებას, რის გამოც ხშირად აქვს ადგილი ისეთ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს, რასაც მძიმე შედეგი მოყვება, შესაბამისად ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა და მომავალში მძღოლები, უფრო გულდასმით და ყურადღებით მოეკიდნონ საგზაო მოძრაობის წესებს და გამოირიცხოს, ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა და ამით გამოწვეული მძიმე შედეგი. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
სასჯელის სახის და ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს. ამავე დროს სახეზეა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელ და ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახ დანაშაულთა ერთობლიობა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქმედების ჩადენის შემდეგ ბრალდებული შეეცადა კვალის დაფარვის მიზნით მოეშორებინა ავტომანქანა და შლიდა მას ნაწილებად. საგულისხმოა, რომ იგი მოძრაობდა ღამის პირობებში ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანით, რომელსაც არ ჰქონდა შორი განათება და არ მუშაობდა ახლო განათების მარჯვენა ნათურა, რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულს ნაკლებად აქვს გააზრებული ის საფრთხეები, რაც შესაძლოა მოყვეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას და მისი დამოკიდებულება ამ მოთხოვნებისადმი მომეტებული რისკის შემცველია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ, დანაშაულის პრევენციის, რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მისი იზოლაცია და სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მინიმუმი ზომით. ასევე ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მას სამი წლით უნდა ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.
ნივთმტკიცების და ყადაღის საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შესაბამისად, ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა მერსედესი, ავტომანქანის ნაწილები, სარეგისტრაციო მოწმობა, მართვის მოწმობა, ჯინსის შარვალი, ავტომანქანის სავარძლის შალითა, გვამის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები და კბილის პროთეზის ფრაგმენტები უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.
გ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ გ---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება, რომლის მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.
გაუქმდეს გ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 20 ნოემბრიდან.
ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა მერსედესი, ავტომანქანის ნაწილები, სარეგისტრაციო მოწმობა, მართვის მოწმობა, ჯინსის შარვალი, ავტომანქანის სავარძლის შალითა, გვამის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები და კბილის პროთეზის ფრაგმენტები განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი