განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002830277
საქმე N 1-87/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.03.2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გე-–-------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: გ----------–-----–--ლი
მამის სახელი: მი----–-
დაბადებული: 1--12.1988წელი
პირადი ნომერი: 0---------7
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, ში-----------–-------.
ბრალდებულის ადვოკატი - ლა-–-------–--–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075110618001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული გ----------–-----–--ლი, რომელსაც „ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ‘’ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება, 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუბულეთში, მ. აბ-–---ს ქუჩაზე, კვლავ მართავდა ,, ლ------ის“ , მარკის ავტომობილს სახელმწიფო სანომრე ნიშნით სახ. N : X----------
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 27 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის ძალაში შესული განაჩენით გიორგი ალხაზაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება, განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;
2.4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ----------–-----–--ლს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით - ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება - 2018 წლის 11 ივლისს, ქ. ქობულეთში, მ. აბ-–---ს ქუჩაზე კვლავ მართავდა ,,ლ------ის’’ მარკის ავტომობილს სახელმწიფო სანომრე ნიშნით: X--------.
2.5. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;
2.6. გიორგი ალხაზაშვილისთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება; თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია 2014 წლის 23 დეკემბერს; განაჩენის საფუძველზე სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება გიორგი ალხაზაშვილს ჩამოერთვა 05 (ხუთი) წლით; გიორგი ალხაზაშვილი ავტომანქანას მართავდა 2018 წლის 11 ივლისს, ამ დროისათვის მას სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა;
2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენი, მოწმეების: მა---------------------------------–-–---–--------------------ს და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ გიორგი ალხაზაშვილმა 2018 წლის 11 ივლისს ავტომანქანის მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენი შეუსრულებლობა;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------–-----–--ლმა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - იყო რა მსჯავრდებული 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენის თანახმად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება 05 (ხუთი) წლით, - 2018 წლის 11 ივლისს, ქ. ქობულეთში, მ. აბ-–---ს ქუჩაზე კვლავ მართავდა ,,ლ------ის’’ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით სახ. N: X-------- მართვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას აღიარებდა ჩადენილ ქმედებას, მან სრულად უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გიორგი ალხაზაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებში.
სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა. ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გიორგი ალხაზაშვილს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, გიორგი ალხაზაშვილს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ჯარიმის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;
საბოლოო სასჯელის დანიშვნის და განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ გ----------–-----–--ლი 2018 წლის 12 სექტემბერს გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად - სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
აღნიშნული განაჩენის საფუძვლით გ----------–-----–--ლი ამჟამად იმყოფება პენიტენციური დაწესებულებაში სასჯელის მოხდით მიზნით;
დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხა 10 000 ლარი უკვე გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში და ამ ნაწილში აღსრულებულია;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა.
განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესიდან გაომდინარე - წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გ----------–-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი თასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქრთველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასაართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა -თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩათვალილია პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრულმა ჯარიმამ - 10 000 (ათი ათასი) ლარი - შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ ბრალდებულ გ----------–-----–--ლს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გიოეგი ალხაზიშვილსი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს წინა განაჩენით დადგენილი და განსაზღვრული ვადით - 2018 წლის 20 ივნისიდან;
განაჩენი რეაგირებისათვის და ცნობად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე