განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002706271
N1/236-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ჯ--–--------------------–-----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), ს-–----–----------–------------ დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხარაგაულის რაიონი, სოფელი კ-–--, ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------------------–---------------ა, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით); 2) საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა); 3) საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი, ჯ--–----–-----–-–---–ი, სადგომში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ქალაქ ზესტაფონში, ს----------–--ის ქ---------ში განთავსებულ, შპს „ს---------------------------–---მის“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს - მ----------------ეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა შპს „ს---------------------------–---მის“ კუთვნილი თანხა - 130 ლარის ოდენობით.
2. ჯ--–----–-----–-–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, 8მმ კალიბრის „KARL MINI 2005“ მოდელის, უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს (პისტოლეტს), რაც, ამოღებული იქნა, 2018 წლის 31 ივლისს, ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე ბ----------მართ სადგურ „ფ------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ--–----–-----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. ჯ--–----–-----–-–---–ი, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 8მმ კალიბრის „KARL MINI 2005“ მოდელის, უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს (პისტოლეტს), რაც, ამოღებული იქნა, 2018 წლის 31 ივლისს, ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე ბ----------მართ სადგურ „ფ------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ--–----–-----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით:
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ----------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–---მში“, მოლარე ოპერატორად. 2018 წლის 30 ივლისის 09:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 09:00 საათამდე, იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. მასთან ერთად, სამსახურში იმყოფებოდნენ ა---------–----–---ძე, ს---–--------ძე, გ-----------------–-–-ილი და გ----------------ძე. ღამის საათებში, 31 ივლისს, თვითონ იყო ბ----------მართი სადგურის ტერიტორიაზე, ხოლო ს-----ძე და გ----------–-–--ლი იყვნენ გაზგასამართ სადგურზე, დანარჩენ ორს კი ეძინა. დაახლოებით, 03:00 საათისათვის, წავიდა ოფისისკენ, ქვითრის შესანახად. როდესაც შევიდა შენობაში, მას, უკან, სირბილით, ფეხდაფეხ მიჰყვა ადამიანი, რომელმაც შებოჭა, დააგდო იატაკზე და მოსთხოვა ფული. თავდამსხმელი არ აძლევდა შებრუნების საშუალებას, ემუქრებოდა მოკვლით. ჯიბეში ედო დასახურდავებელი თანხა, 130 ლარის ოდენობით, რომელიც ამოიღო და მისცა. დაზარალებულის განმარტებით თავდამსხმელი იყო სუსტი, საშუალოზე მაღალი კაცი, თავზე ეფარა ქუდი, სახეზე აფარებული ჰქონდა ცხვირსახოცი, ხელებზე ეკეთა ხელთათმანი და ხელში ეჭირა პატარა ზომის, შავი ფერის პისტოლეტი. მართალია თავდამსხმელი არ აძლევდა შებრუნების საშუალებას, თუმცა ერთ მომენტში შებრუნდა და დაინახა, ასევე, შეამჩნია, რომ ჰქონდა ღია ფერის თვალები. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელი დააკავეს მალევე, დაახლოებით 10-15 წუთში. თავდამსხმელმა, მას, გასტაცა თანხა 130 ლარის ოდენობით.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის წარმომადგენლის) სახით დაკითხულმა მ----------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–---მში“, კერძოდ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე ოფისში, მენეჯერად. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათიდან, 03:00 საათამდე პერიოდში, მას დაურეკა ს---–--------ძემ და უთხრა, რომ მოხდა ყაჩაღობა და გამოცხადებულიყო ადგილზე. დაახლოებით 5-7 წუთში მივიდა სამსახურში, სადაც მას დახვდა დაცვის პოლიცია და პოლიციელები. ადგილზე მისულმა გაარკვია, რომ ოფისში შევიდა ნიღბიანი პიროვნება და წაიღო თანხა. შევიდა ოფისის ტერიტორიაზე და დაათვალიერა კამერების ჩანაწერები, რომ ენახა საით წავიდა თავდამსხმელი. კამერებში ჩანდა, რომ ოფისის ტერიტორიაზე შევიდა ოპერატორი, რომელსაც მიყვება ყაჩაღი, აგდებს ძირს. მამაკაცი არის მაღალი, სუსტი აღნაგობის. თავდამსხმელის მიერ წაღებული იქნა თანხა, 130 ლარის ოდენობით. მ---------ძის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რაც დაადასტურა ოქმზე ხელის მოწერით. ასევე, მისგან, გამომძიებლის მიერ, ამოღებული იქნა ვიდეო ჩანაწერები. ითხოვს კომპანიისათვის მიყენებული ზიანის - 130 ლარის ანაზღაურებას.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------------–-–-ილმა განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქ---------ში მდებარე, „ს---------------------------–---მში“, მოლარე-ოპერატორად. 2018 წლის 30 ივლისის 09:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 09:00 საათამდე, იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. მასთან ერთად, სამსახურში იმყოფებოდნენ - ა---------–----–---ძე, ს---–--------ძე, მ----------------ე და გ----------------ძე. ვინაიდან, 00:00 საათის შემდეგ, პირველ ცვლას აქვს დასვენების დრო, ა----–----ე და გ----------ე იყვნენ დასაძინებლად წასულები. ის და ს-----ძე იმყოფებოდნენ გაზგასამართ სადგურზე, ხოლო მ-------ე ბ----------მართ სადგურზე. როდესაც გადავიდა ბ----------მართ სადგურისკენ, ოფისში, იქ დახვდა ანერვიულებული და შეშინებული მ----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ ფული გამოსძალეს. შესული იყო ნიღბიანი, ხელთათმანებიანი და იარაღიანი ადამიანი, რომელმაც ძალის გამოყენებით დააწვინა ძირს და წაართვა თანხა 130 ლარი. გ----------–-–--ლმა, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ აცნობა უფროსს, რომელმაც განგაშის ღილაკის მეშვეობით გამოიძახა დაცვის პოლიცია. როგორც მისთვის არის ცნობილი, თავდასხმიდან რამდენიმე ხანში მოხდა თავდამსხმელის დაკავება.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---–--------ძემ განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–---მში“, უფროსი-მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 30 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში, ა---------–----–---ძესთან, მ----------------ესთან, გ----------------ძესთან და გ-----------------–-–-ილთან ერთად. ის და გ-----------------–-–-ილი იმყოფებოდნენ გაზგასამართ სადგურზე, მ----------------ე ბ----------მართ სადგურზე, ხოლო ა----–----ეს და გ----------ეს ეძინათ. დაახლოებით სამის წუთებზე, გ----------–-–--ლი გაუშვა ოფისის ტერიტორიაზე, აპარატზე თანხის ჩასარიცხად. რამდენიმე ხანში, ის დაბრუნდა უკან და უთხრა, რომ მ-------ე დააყაჩაღეს. როდესაც მივიდა ოფისის ტერიტორიაზე, მ-------ემ მოუყვა, რომ თავს დაესხა ნიღბიანი პიროვნება და წაართვა 130 ლარი. მის მიერ მოხდა დაცვის პოლიციის გამოძახება. როგორც იცის, თავდასხმიდან რამდენიმე ხანში მოხდა თავდამსხმელის დაკავება.
8. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------–----–---ძემ განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–---მში“, მოლარე-ოპერატორად. 2018 წლის 31 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ვინაიდან ღამის 12 საათის შემდეგ დასვენება უწევდა, მას და გ----------ეს ეძინათ ოფისის შენობაში. დაახლოებით 02:30 საათზე, გააღვიძა ხმაურმა, გაიგო სიტყვები, რომ ვიღაც ფულს ითხოვდა, ხოლო მ----------------ე ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა. მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, შეეშინდა, გააღო ფანჯარა და გადახტა. გაიქცა, ასევე გადაახტა მიმდებარედ არსებულ ღობეს და დაიმალა. რამდენიმე წუთში დაინახა, რომ ღობეზე გადმოხტა ვიღაც პიროვნება, რომელიც წავიდა სიბნელისკენ და აღნაგობა ვერ დაინახა. როდესაც ადგილზე დაბრუნდა, მ----------------ემ უთხრა, რომ დააყაჩაღეს და წაართვეს ფული, 130 ლარი. როდესაც ადგილზე დაბრუნდა, შემდეგ მივიდა დაცვის პოლიცია და პოლიცია. პოლიციელებს მოუყვა როგორ და რა მოხდა. რამდენიმე ხანში გაიგო, რომ თავდამსხმელი დაკავებული იყო.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 30 ივლისის 09:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 09:00 საათამდე, იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. მასთან ერთად, სამსახურში იმყოფებოდნენ ა---------–----–---ძე, ს---–--------ძე, მ----------------ე და გ-----------------–-–-ილი. ვინაიდან ღამის 12 საათის შემდეგ დასვენება უწევდა, მას და ა----–----ეს ეძინათ ოფისის შენობაში. მ-------ე იმყოფებოდა ბ----------მართ სადგურზე, ხოლო დანარჩენი გაზგასამართ სადგურზე. დაახლოებით, როდესაც გაღვიძება უწევდათ, გააღვიძა ხმაურმა, გაიგო სიტყვები, რომ ვიღაც ფულს ითხოვდა, ხოლო მ----------------ე ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა, სულ ეს იყო რაც ჰქონდა. მიხვდა, რომ ძარცვა იყო და შეეშინდა. ა----–----ემ გააღო ფანჯარა და გადახტა, თვითონ კი დაიმალა კარების უკან. რამდენიმე ხანში კარი შეაღო მ-------ემ და უთხრა, რომ გაძარცვეს, რომ იყო მაღალი, სუსტი აღნაგობის კაცი, იარაღიანი, ნიღბიანი, ხელთათმანებიანი და წაართვა 130 ლარი. ა----–----ე დაბრუნდა უკან, უთხრა, რომ როდესაც გადახტა ღობეზე, რამდენიმე ხანში თავდამსხმელიც გადახტა ღობეზე და გაიქცა. აღნიშნულის შესახებ. ა----–----ემ, ასევე, განუცხადა პოლიციელებსაც. რამდენიმე ხანში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი დაკავებული იყო.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---–----------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს დაცვის პოლიციაში, ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროს ინსპექტორად. 2018 წლის 30 ივლისის 09:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 09:00 საათამდე იყო მორიგე სამსახურში. 2018 წლის 31 ივლისს, სამსახურში, „ს------ის“ ბ----------მართი სადგურიდან მიღებული იქნა განგაშის სიგნალი. აღნიშნულზე, მეწყვილე კ-----–----ესთან ერთად, გამოცხადდა ადგილზე, სადაც მათ დახვდათ მ-------ე და ს-----ძე. მ-------ემ განუცხადა, რომ როდესაც შედიოდა ოფისის ტერიტორიაზე, მას თავს დაესხა, მაღალი, გამხდარი მამაკაცი, თავზე ქუდით და ხელში იარაღით. დააწვინა იატაკზე და გასტაცა თანხა 130 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ, აცნობა სამორიგეო ნაწილს, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ადგილზე გამოცხადდა პოლიცია. პოლიციის მისვლიდან, დაახლოებით 5-10 წუთში გახდა მათთვის ცნობილი, რომ „ფ------ს“ ბ----------მართ სადგურთან, მოხდა თავდამსხმელის, ვინმე წ-----–-–---–ის დაკავება.
11. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის, ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორმა კ-----–----ემ.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–---მში“, „S---------–ი“, მოლარე-კონსულტანტად. 2018 წლის 30 ივლისის 10:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 10:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. 2018 წლის 31 ივლისს, ღამით, გვიან, როდესაც მეწყვილე ს-------------ესთან ერთად ალაგებდა ე.წ. „დახლებს“, დაინახა პატრულის მანქანა, რომელიც დიდი ხნით გაჩერდა ადგილზე. აღნიშნულის გამო, გავიდა გარეთ და გაიგო, რომ მოხდა ძარცვა. როგორც გაარკვია, ნიღბიანი და იარაღიანი პირი თავს დაესხა მ-------ეს და წაართვა თანხა. ასევე, გაიგო, რომ თავდამსხმელი რამდენიმე ხანში დააკავეს.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------- გ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ს---------------------------–---მში“, მაღაზიაში, მოლარედ. 2018 წლის 30 ივლისის 10:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 10:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. 2018 წლის 31 ივლისს, დაინახა პატრულის მანქანა და როდესაც გარეთ გამოვიდა, იკითხა თუ რა ხდებოდა. უთხრეს, რომ მოხდა ძარცვა და გაიტაცეს თანხა 130 ლარი. იყო ნიღბიანი და იარაღიანი მამაკაცი. ასევე, მოგვიანებით გაიგო, რომ თავდამსხმელი დააკავეს.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----–---–---ემ განაცხადა, რომ მუშაობს ბ----------მართ სადგურ „ფ------ზე“, მენეჯერად. განჩინების საფუძველზე, გამომძიებელს გადასცა 2018 წლის 31 ივლისის 02:30 საათიდან, 03:30 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ვიდეო კამერების ჩანაწერები.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–----------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 30 ივლისის 10:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 10:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, მეწყვილე ე-----–------–-----ესთან ერთად და მოძრაობდნენ ს----------–--ის და თ----- მ----- ქუჩებზე. როდესაც მანაქანაში იმყოფებოდა ფ--–---------–---–თან ერთად, ამ უკანასკნელს, რ------------------ანმა აცნობა, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე „ს------ის“ ბ----------მართ სადგურზე, მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნულის საფუძველზე, გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ მ-------ე და ს-----ძე. ასევე, დაცვის პოლიციის თანამშრომლები. მ-------ემ უთხრა, რომ თავს დაესხა, მაღალი, სუსტი აღნაგობის ადამიანი, ღია ფერის თვალებით, რომელსაც თავზე ეხურა ქუდი, სახეზე აფარებული ჰქონდა ცხვირსახოცი და ხელში ეჭირა შავი პისტოლეტი. ეცვა შავი ფერის შარვალი და ტუფლი, ნაცრისფერი ზედა. თავდასხმის შედეგად წაართვა 130 ლარი და გაიქცა. ს-----ძემ კი აჩვენა ადგილი, საითაც გადახტა თავდამსხმელი. სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისათვის, ფ------–---–თან ერთად, გაემართა დასავლეთის მიმართულებით, იქით საითაც გაიქცა თავდამსხმელი. დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდგომ, ბ----------მართ სადგურ „ფ------სთან“, „ფ------ს“ მოპირდაპირე მხრიდან საავტომობილო გზა გადაკვეთა, გადაირბინა ადამიანმა, რომლის აღნაგობა და ჩაცმულობა ემთხვეოდა მ-------ის მიერ აღწერილ თავდამსხმელის აღნაგობას და ჩაცმულობას. მათ შეაჩერეს მანქანა, მოუწოდეს პირს გაჩერებულიყო, თუმცა იგი არ დაემორჩილა და გაიქცა. ფ------–---–თან ერთად, დაედევნა მას. პირი შეახტა ღობეს და ცდილობდა გაქცევას. მან და ფ------–---–მა, პროპორციული ძალის გამოყენებით, არ მისცეს გაქცევის საშუალება, ჩამოიყვანეს ღობიდან და დააწვინეს მიწაზე. ვინაიდან იცოდნენ, რომ ჰქონდა იარაღი, არ აძლევდნენ განძრევის საშუალებას, უკავებდნენ ხელებს, თუმცა ჯ.წ-----–-–---–ი, მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა გაქცევას. ხელის გასინჯვით მიხვდნენ, რომ იარაღი მარჯვენა ჯიბეში ჰქონდა. საძახისის მეშვეობით, ფ------–---–ის მიერ, გამოძახებული იქნა დამხმარე ჯგუფი. დამხმარე ჯგუფის მისვლისთანავე, დაკავებულს, ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა თანხა 130 ლარი, ქუდი, ცხვირსახოცი. დაკავების შემდეგ, ადგილზე, დაკავებულმა განუცხადათ, რომ ის იყო ჯ--–----–-----–-–--–ი.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ--–---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად. 2018 წლის 31 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ. მორიგედ იმყოფებოდა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ე-----–------–-----ე და ი-----–----------ე, რომლებიც პატრულირებდნენ „საყავრიის“ ტერიტორიაზე, რომელშიც შედის ს----------–--ის ქუჩაც. როდესაც მანქანაში გადმოსვა ისინი, ღამის საათებში, დაახლოებით სამის წუთებზე მას დაუკავშირდა მორიგე და აცნობა, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე „ს------ის“ ბ----------მართ სადგურზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნულის საფუძველზე, დაახლოებით ერთ წუთში გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ მ-------ე, ს-----ძე და დაცვის პოლიციის თანამშრომლები. მ-------ემ უთხრა, რომ თავს დაესხა, მაღალი, სუსტი აღნაგობის ადამიანი, ღია ფერის თვალებით, რომელსაც თავზე ეხურა ქუდი, სახეზე აფარებული ჰქონდა ცხვირსახოცი, ეკეთა ხელთათმანები და ხელში ეჭირა შავი პისტოლეტი. ეცვა შავი ფერის შარვალი და ტუფლი, ნაცრისფერი ზედა. თავდასხმის შედეგად წაართვა 130 ლარი და გაიქცა. ს-----ძემ კი აჩვენა, რომ თავდამსხმელი გადახტა ბეტონის ღობეზე და გაიქცა. ვინაიდან იცოდნენ მიმართულება, თუ საით წავიდა თავდამსხმელი, სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისათვის, ი----------სთან ერთად, გაემართა დასავლეთის მიმართულებით. დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდგომ, ბ----------მართ სადგურ „ფ------სთან“, „ფ------ს“ მოპირდაპირე მხრიდან საავტომობილო გზა გადაკვეთა, გადაირბინა ადამიანმა, რომლის აღნაგობა და ჩაცმულობა ემთხვეოდა მ-------ის მიერ აღწერილ თავდამსხმელის აღნაგობას და ჩაცმულობას. აღნიშნული პირი შევიდა „ფ------ს“ ბ----------მართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ შეაჩერეს მანქანა და მოუწოდეს პირს გაჩერებულიყო, თუმცა იგი არ დაემორჩილა და გაიქცა. ი----------სთან ერთად, დაედევნა მას. პირი შეახტა ბეტონის ღობეს, ნახევარი ტანით გადავიდა და ცდილობდა გაქცევას. თუმცა, ი----------სთან ერთად, პროპორციული ძალის გამოყენებით, არ მისცეს გაქცევის საშუალება, ჩამოიყვანეს ღობიდან და დააწვინეს მიწაზე. ვინაიდან იცოდნენ, რომ იყო შეირაღებული, უკავებდნენ ხელებს, თუმცა ჯ.წ-----–-–---–ი უწევდა წინააღმდეგობას. ხელის გასინჯვით მიხვდა, რომ იარაღი მარჯვენა ჯიბეში ჰქონდა. საძახისის მეშვეობით, გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. ჯგუფის მისვლისთანავე, დაკავებულს, ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ქუდი, ცხვირსახოცი, თანხა 130 ლარი, პისტოლეტი და დანა. დაკავების შემდეგ, ადგილზე, დაკავებულმა განუცხადათ, რომ ის იყო ჯ--–----–-----–-–--–ი.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ექსპერტად. 2018 წლის 31 ივლისს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ----------–---–თან, ა-----–------თან და დაზარალებულის წარმომადგენელ მ---------ძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე „ს------ის“ ბ----------მართ სადგურზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დათვალიერების შედეგად, ამოღებული იქნა კარების სახელურები, რაც დაილუქა ადგილზე. საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, იმავე დღეს, მონაწილეობა მიიღო ჯ--–----–-----–-–---–ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, მობილური ტელეფონი, ფული, სანთებელა, ცხვირსახოცი, ქუდი, ხელთათმანები. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე. საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დაადასტურა ხელის მოწერით.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–-----–------მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპრტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, იმერეთის კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, კ-----------თან, ფ------–---–თან, გ----------სთან და ზ----–-–---–თან ერთად, მონაწილოება მიიღო ბრალდებულის დაკავებისას ჩატარებულ პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთი, რომელიც დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, კ----------–---–თან, ზ----–-–---–თან და დაზარალებულთან ერთად, მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მინის კარების შიდა და გარე სახელურები. ბრალდებულს და დაზარალებულს აუღო ნერწყვის ნიმუშები და მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის და დაზარალებულის ტანსაცმლის ამოღებაში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ხელთათმანები, ქუდი, ცხრირსახოცი. სხვა ნივთების ზუსტი დასახელება, არ ახსოვს.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 31 ივლისს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩაატარა ადგილმდებარეობის დათვალიერება, რა დროსაც დაათვალიერა ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე „ფ------ს“ მიმდებარე ტერიტორია.
20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–-----------–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულის და ექსპერტების მონაწილეობით მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღეს კარების სახელურები. ასევე, გამოკითხა დაზარალებული და მისგან ამოიღო ტანსაცმელი.
21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ჯ--–----–-----–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და გამოითხოვა ინფორმაციები (ვიდეო-ჩანაწერები). ჩაატარა ჯ.წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკა და დაათვალიერა შემთხევის ადგილი. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჯ.წ-----–-–---–ის მიმართ.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხვისას ჯ--–----–-----–-–---–მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება. თუმცა, დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე, ბრალდებულმა გააკეთა განცხადება, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა, გულწრფელად აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს.
23. 2018 წლის 31 ივლისის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჯ--–----–-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა შავი ფერის ქსოვილის ქუდი, რომელიც ჯ--–----–-----–-–---–ს ეფარა თავზე, დაკავებისას; თანხა, მთლიანი რაოდენობით 130 ლარი; ორი ცალი ხელთათმანი, შიგნიდან ლურჯი და გარედან მოთეთრო ფერის, რომელიც ეცვა ჯ--–----–-----–-–---–ს, ორივე ხელზე, დაკავებისას; შავი ფერის, უჯრებიანი ცხვირსახოცი, რომელიც ჯ--–----–-----–-–---–ს ეკეთა კისერზე, დაკავებისას. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, სხვადასხვა პაკეტში.
24. 2018 წლის 31 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ „შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქ---------ში, შპს ,,ს-------ჯ------------------–------“ N-----------------რთ სადგურზე. სადგური მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სამხრეთ მხარეს. ავტოგასამართი სადგურის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს გაზგასამართი სადგური. მათ შორის დამონტაჟებული არის ავტომატური ავტომრეცხავი დანადგარი. ავტოგასამართი სადგურის უკან, სამხრეთის მხარეს მდებარეობს 2.2 მეტრი სიმაღლის ბეტონის კედელი, რომელიც დასავლეთის მხარეს უხვევს ოვალურად ცენტრალური გზის მხარეს და შემდეგ გრძელდება დასავლეთის მიმართულებით ტროტუარის გასწვრივ. აღნიშნული კედლის უკან მდებარეობს სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების გადამამუშავებელი მინი ქარხანა. ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟებული არის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ავტოგასამართი სადგურის ოფისის შენობა მდებარეობს სადგურის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც შესასვლელი ერთ ფრთიანი შემინული კარი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან. ოფისის შენობაში, აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია მარკეტი. ოფისში შესასვლელი ერთ ფრთიანი კარით შევდივართ ვიწრო დერეფანში. კარებს გარე და შიდა მხარეს აქვს მრგვალი ლითონის უძრავი სახელურები. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული სახელურები და დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებში ორ ფუთად. გარე მხარეს არსებული სახელური დაილუქა F-------- ნომრის პაკეტში, ხოლო შიდა მხარეს არსებული სახელური დაილუქა F-------- ნომრის პაკეტში....... დერეფნის მარცხენა მხარეს არსებული კარით შევდივართ ოპერატორების ოთახში, სადაც მ----------------ის განმარტებით განხორციელდა ოპერატორზე თავდასხმა“.
25. 2018 წლის 31 ივლისის, ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ბრალდებულ ჯ--–----–-----–-–---–ის თანხმობით, ექსპერტ ა-----–-----–------ის მიერ, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, სტერილური ჩხირებით, რომელიც მოთავსებული იქნა პატარა ზომის სპეციალურ კოლოფებში და დაილუქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ექსპერტიზის სპეციალურ ბიოლოგიურ პაკეტში F---------.
26. 2018 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მ----------------ისგან ამოღებული იქნა: 1) ერთი ცალი მოშავო ფერის შარვალი, წითელი და მოთეთრო ფერის ჩანართებით. შარვალს მარჯვენა და მარცხენა მხარეს აქვს ჯიბეები, ასევე, ჯიბეები აქვს ორივე ტოტზე და უკანა მარჯვენა მხარეს. შარვლის საქამრეში მოთავსებულია შავი ფერის ტყავის ქამარი; 2) ერთი ცალი მოკლესახელოებიანი მოშავო ფერის მაისური, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აქვს ჯიბე და მასზე ფიქსირდება ფირმის ლოგო წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში და აღ.წარწერა S----. ანალოგიური ლოგო და წარწერა აღენიშნება მაისურს უკანა მარჯვენა მხარეს. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა პოლიეთილენის პარკში ერთ ფუთად F-------- ნომრის პაკეტში.
27. 2018 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ჯ--–----–-----–-–---–ისაგან ამოღებული იქნა: 1) ერთი ცალი შავი ფერის შარვალი ელვა შესაკრავით და შავი ფერის ქამრით; 2) შავი ფერის ტყავის მაღალყელიანი, ელვაშესაკრავიანი ფეხსაცმელები; 3) წითელი ფერის ელვაშესაკრავიანი სპორტული უსახელო შავ საყელოიანი მაისური: 4) მონაცრისფრო, გრძელსახელოებიანი, ღილებიანი, გარედან გულზე ჯიბით პერანგი, რომელსაც აწყვეტილი აქვს ბოლოდან მეოთხე და მეხუთე ღილი. ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელები დაილუქა პოლიეთილენის პარკში ერთ ფუთად F-------- ნომრის პაკეტში.
28. შპს „ს---------------------------–---მის“ დირექტორის, ლ--------------ის 2018 წლის 1 აგვისტოს NO-SGP-LTD-2018-8-1/01 მიმართვით დასტურდება, რომ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, კომპანიისადმი მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 130 (ას ოცდაათ) ლარს.
29. 2018 წლის 31 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ჯ--–----–-----–-–---–ის დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორია, ქ.ზესტაფონი, ს----------–--ის ქუჩაზე, სადაც, საავტომობილო გზის სამხრეთით, განთავსებულია ე.წ. ,,პ---------------ს’’ - საქმიანი ეზოს ბეტონის ღობე, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს შპს ,,ფ------ს’’ ავტოგასამართი სადგური, რომელსაც აქვს ბეტონის საავტომობილო შესასვლელი. ტერიტორიაზე განთავსებულია ერთსართულიანი, საოპერატორო შენობა. ჩასასხმელი აპარატების სახურავის ბოძზე, განთავსებულია ერთი გარე სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნული ავტოგასამართი სადგურიდან აღმოსავლეთის მხარეს, გზის საპირისპიროდ, განთავსებულია ,,ს---------------------------–---მის’’ ავტოგასამართი სადგური.
30. 2018 წლის 7 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩა N6-ში მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის ადმინისტრაციულ შენობაში, მენეჯერ გ----–---–---ისგან, N41-2018 განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა ერთ ცალი დივიდი დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩა N5-ში, შპს „ფ------ს“ ბ----------მართი სადგურის ვიდეომეთვალყურეობის გარე კამერის ჩანაწერები, 2018 წლის 31 ივლისის 02-30 საათიდან, 03-30 საათამდე პერიოდში.
31. 2018 წლის 7 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქ---------ში განთავსებულ „ს---------------------------–---მის“ ავტოგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან, მენეჯერ მ----------------ისგან, N41-2018 განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა ერთ ცალი დივიდი დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქ---------ში, განთავსებული შპს „ს---------------------------–---მის“ ავტოგასამართი სადგურის ვიდეომეთვალყურეობის კამერის ჩანაწერები, 2018 წლის 31 ივლისის 02-30 საათიდან, 03-30 საათამდე პერიოდში.
32. 2018 წლის 31 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაზარალებულ მ----------------ის თანხმობით, ექსპერტ ა-----–-----–------ის მიერ, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, სტერილური ჩხირებით, რომელიც მოთავსებული იქნა პატარა ზომის სპეციალურ კოლოფებში და დაილუქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ექსპერტიზის სპეციალურ ბიოლოგიურ პაკეტში F---------.
33. 2018 წლის 10 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ კ------------ის მიერ დათვალიერებული იქნა შპს „ფ------ს“ ჩანაწერის დისკი, სადაც აღბეჭდილია: „2018 წლის 31 ივლისს, 02.14.35 საათზე კადრში მოჩანს, რომ სადგურის სამხრეთ-დასავლეთით, საავტომობილო გზაზე მიმავალი მანქანების შუქზე გადაირბენს ადამიანი, ავტოგასამართი სადგურის მიმართულებით. 02.14.37 საათზე, აღმოსავლეთის მხრიდან ავტოგასამართ სადგურზე შედის თეთრი ფერის, ჰაილუქსის მარკის ავტომანქანა, რომელიც დგება სადგურზე, აპარატების გვერდით და ამ დროს, სამხრეთის მხრიდან, ავტომანქანას წინ გაურბენს მამაკაცი, რომელსაც სახეზე აფარებული აქვს შავი ფერის ნიღაბი, აფარია შავი ფერის ქუდი, აცვია გარედან თეთრი ფერის ხელთათმანები, ნაცრისფერი პერანგი და შავი ფერის შარვალი. იგი სირბილით გაუვლის გვერდით, ავტომანქანას ჩრდილოეთის მხრიდან და გზას აგრძელებს სირბილით, აღმოსავლეთის მხარეს. იმავე დროს, იღება ავტომანქანის წინა ორივე კარები და გადმოდის ორივე მხრიდან, ორი პოლიციელი, რომლებიც გარბიან გაქცეული მამაკაცის მიმართულებით (აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
34. სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა გამოკვლის ეტაპზე, დათვალიერებული იქნა შპს „ს---------------------------–---მის“ ჩანაწერის დისკი, რომელიც ასახავს ავტოგასამართი სადგურის გარე პერიმეტრს. პერიმეტრი განათებულია ელექტრო ნათურებით. 2018 წლის 31 ივლისს, 02:42:16 საათზე, ოპერატორი მ----------------ე აღებს კარებს და შედის საოპერატორო ოთახში. ამავე დროს, ოფისის დასავლეთ მხარის კუთხიდან, თავს ჰყოფს მამაკაცი, რომელსაც თავზე აფარია შავი ქუდი და სახეზე აფარებული აქვს ნაჭერი. ხელში კი უჭირავს შავი ფერის იარაღი (პისტოლეტი). აღნიშნული მამაკაცი, მ----------------ის ოფისში შესვლის შემდეგ გამოდის ოფისის კედლის უკანა მხრიდან და მიემართება სწრაფი ნაბიჯებით ოფისის კარებისაკენ. მამაკაცი, რომელსაც სახეზე აფარებული აქვს შავი ფერის ნაჭერი, თავზე აფარია შავი ფერის ქუდი, ხელებზე აცვია გარედან თეთრი ფერის ხელთათმანები, ნაცრისფერი პერანგი და შავი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელში კი უჭირავს შავი ფერის პატარა ზომის იარაღი (პისტოლეტი), აღებს ოფისის კარებს, შედის მ----------------ის ოთახში, კიდებს ერთ ხელს მხარზე, მეორე ხელს კისერზე და აწვენს ძირს. ამის შემდეგ ჩანს ნიღბიანი მამაკაცის გადახრილ მდგომარეობაში მოძრაობა და ქვემოთ ხელების ქნევა. 2018 წლის 31 ივლისს 02:44:31 საათზე, ნიღბიანი მამაკაცი გამოდის ოპერატორის ოთახიდან, კარებში გამოსვლამდე, ბრუნდება უკან, თავზე ხელს ადებს ფეხზე წამომდგარ მ----------------ეს და ისევ აწვენს ძირს. 02:44:40 საათზე, ნიღბიანი მამაკაცი გადის ოფისის კარებში და გარბის იმავე მიმართულებით, საიდანაც შემოვიდა ოფისში.
35. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: ,,...ჯ--–----–-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს... ამოღებული შავი ფერის კასტეტის ტარიანი ფიქსატორიანი დანა...“ მოთავსებული დანის პირზე არსებული ბიომასალის (ობ.№1) გენეტიკური პროფილი, ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24 პაკეტი, წარწერით:,,...ჯ--–----–-----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№2-ის პროფილში მ----------------ის (ობ.№23; პაკეტი, წარწერით: ,,...მ------აზი კ-----ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით:,,...ჯ--–---ი წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს...ამოღებული შავი ფერი პისტოლეტი...“ მოთავსებული: იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტზე, დამცავ რკალსა და მეტალის სხვა ნაწილებზე არსებული ბიომასალის (ობ.№3) გენეტიკური პროფილი, ამავე იარაღის მაგვარი საგნის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ.№4) შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№4-ის პროფილის მაჟორული წილი და მ----------------ის(ობ.№23) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
- პაკეტში მოთავსებულ მჭიდსა (ობ.№5) და ვაზნებზე (ობ.№6) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№5-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ.№6-ის პროფილში მ----------------ის (ობ.№23) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
- პაკეტში, წარწერით:“ ...ს------ის ოფისის შესასვლელი კარის შიგნითა მხარის კარის სახელური...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.№7) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ს------ის ოფისის შესასვლელი კარის გარე მხარეს არსებული სახელური...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ.№8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ჯ--–---ი წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს... ამოღებული მობილური ტელეფონი მიკრომაქსი...“ მოთავსებულ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.№9) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: “...ჯ--–---ი წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს...ამოღებული სანთებელა... “მოთავსებულ სანთებელაზე არსებული ბიომასალის (ობ.№10) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№10-ის პროფილში მ----------------ის (ობ.№23) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ჯ--–----–-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცხვირსახოცი ეკეთა ყელზე...“ მოთავსებულ ცხვირსახოცზე (ობ.№11) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
- პაკეტში, წარწერით:,,.. ჯ--–---ი წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს შავი ფერის ქუდი რომელიც ეფარა თავზე...“ მოთავსებულ ქუდზე (ობ.№13) და ქუდზე არსებულ თმაზე (ობ.№12) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
- პაკეტში, წარწერით; ,,...ჯ--–---ი წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ამოღებული ხელთათმანი...“ მოთავსებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის (ობ.№14) გენეტიკური პროფილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...მ----------------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.№15,16) და მაისურზე (ობ.№17) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.№15-ის პროფილის ერთი წილი, ობ.№16-ის პროფილის მინორული წილი, ობ.№17-ის პროფილის მაჟორული წილი და მ----------------ის (ობ.№23) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№15-ის პროფილში ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ.№16-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ.№17-ის პროფილის მინორული წილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
- პაკეტში, წარწერით:,,...ჯ--–----–-----–-–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ: შარვალზე არსებული მოყავისფრო-მონაცისფრო ლაქა და უსახელოები მაისურზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა(ობ.№21) სისხლს არ წარმოადგენს. პერანგის წინა მარცხენა მხარეზე არსებული ბიომასალის (ობ.№20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ--–----–-----–-–---–ს (ობ.№24). ამავე პერანგის წინა მარჯვენა მხარეზე (ობ.№19) და პაკეტში მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე (ობ.№22) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
36. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ----------------ის მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მოხაკისფრო-მოყვითალო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჯ--–----–-----–-–---–ის პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ----------------ის ტანსაცმლის ზედაპირზე არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი წყვილი ხელთათმანის (----------- ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოები.
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჯ--–----–-----–-–---–ის პერანგის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო-მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ----------------ის მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ წყვილი ხელთათმანის (----------- ზედაპირზე არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ----------------ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოები. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ.
37. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის N---/ფ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.
38. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სადგომში შესვლას ყაჩაღობის მიზნით. სადგომი კი ეს არის შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს მაღაზია, ფაბრიკა-ქარხანა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადგომი უნდა იმყოფებოდეს უძრავ მგომარეობაში.
39. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განხორციელებული ქმედებით, ჯ--–----–-----–-–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით.
ქმედება: 1) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
2) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება:
40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–----------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 30 ივლისის 10:00 საათიდან, 2018 წლის 31 ივლისის 10:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, მეწყვილე ე-----–------–-----ესთან ერთად და მოძრაობდნენ ს----------–--ის და თ----- მ----- ქუჩებზე. როდესაც მანქანაში იმყოფებოდა ფ--–---------–---–თან ერთად, ამ უკანასკნელს, რ------------------ანმა აცნობა, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე „ს------ის“ ბ----------მართ სადგურზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნულის საფუძველზე, მათ მიერ მოხდა ჯ--–----–-----–-–---–ის დაკავება, რა დროსაც, ხელის გასინჯვით მიხვდნენ, რომ დაკავებულს მარჯვენა ჯიბეში ედო იარაღი, ვინაიდან მ-------ისგან იცოდნენ, რომ ის შეიარაღებული იყო.
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ--–---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად. 2018 წლის 31 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ. მორიგედ იმყოფებოდა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ე-----–------–-----ე და ი-----–----------ე, რომლებიც პატრულირებდნენ „საყავრიის“ ტერიტორიაზე, რომელშიც შედის ს----------–--ის ქუჩაც. როდესაც მანქანაში გადმოსვა ისინი, ღამის საათებში, დაახლოებით სამის წუთებზე, მას დაუკავშირდა მორიგე და აცნობა, რომ ქ.ზესტაფონში, ს----------–--ის ქუჩაზე მდებარე „ს------ის“ ბ----------მართ სადგურზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნულის საფუძველზე, ი-----–----------ესთან ერთად მოახდინა ჯ--–----–-----–-–---–ის დაკავება. დაკავებისას, ხელის გასინჯვისას, მიხვდა, რომ ჯ.წ-----–-–---–ს მარჯვენა ჯიბეში ედო იარაღი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ნივთებთან ერთად, ჯ.წ-----–-–---–ისგან ამოღებული იქნა პისტოლეტი.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 31 ივლისს, სამსახურში ყოფნის დროს, მას თავს დაესხა პისტოლეტით შეიარაღებული ადამიანი და გასტაცა თანხა. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელს ხელში ეჭირა პატარა ზომის, შავი ფერის იარაღი.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გ-----------------–-–-ილმა, ს---–--------ძემ, ა---------–----–---ძე და გ----------------ძემ განაცხადეს, რომ როგორც მ----------------ისგან იციან, მას თავს დაესხა შეიარაღებული პირი, რომელმაც გასტაცა ფული. თავდამსხმელს ჰქონდა პისტოლეტი.
44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ექსპერტად. 2018 წლის 31 ივლისს, მონაწილეობა მიიღო ჯ--–----–-----–-–---–ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი. ამოღებული ნივთები, დალუქული იქნა ადგილზე. საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დაადასტურა ხელის მოწერით.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ჯ--–----–-----–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და გამოითხოვა ინფორმაციები (ვიდეო-ჩანაწერები). ჩაატარა ჯ.წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკა. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჯ.წ-----–-–---–ის მიმართ.
46. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხვისას ჯ--–----–-----–-–---–მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება. თუმცა, დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე, ბრალდებულმა გააკეთა განცხადება, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა, გულწრფელად აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს.
47. 2018 წლის 31 ივლისის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჯ--–----–-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ნივთებთან ერთად, ამოღებული იქნა შავი ფერის, პატარა ზომის პისტოლეტი, წარწერით „KARL MINI 2005“, უნომრო, მჭიდით და ოთხი ვაზნით. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, მუყაოს ყუთში.
48. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1. ქარხნული წესით დამზადებული 8მმ კალიბრის “KRAL MINI 2005“ მოდელის უნომრო პისტოლეტი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
2. ქარხნული წესით დამზადებული 8მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის 03 ცალი ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და საბრძოლო მასალათა კატეგორიას არ მიეკუთვნება.
3. 8მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის, ქარხნული წესით დამზადებული, ხმოვანი (ფუჭი გასროლის) ვაზნის 01 ცალი მასრა საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–--–-----მა.
49. სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, დათვალიერებული შპს „ს---------------------------–---მის“ ჩანაწერის დისკით, რომელიც ასახავს ავტოგასამართი სადგურის გარე პერიმეტრს დადასტურებულია, რომ 2018 წლის 31 ივლისს, როდესაც თავდამსხმელი - ჯ--–----–-----–-–---–ი შედის შპს „ს---------------------------–---მის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მას ხელში უჭირავს პატარა ზომის, შავი ფერის პისტოლეტი.
50. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: - პაკეტში, წარწერით:,,...ჯ--–---ი წ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს...ამოღებული შავი ფერი პისტოლეტი...“ მოთავსებული: იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტზე, დამცავ რკალსა და მეტალის სხვა ნაწილებზე არსებული ბიომასალის (ობ.№3) გენეტიკური პროფილი, ამავე იარაღის მაგვარი საგნის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ.№4) შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ჯ--–----–-----–-–---–ის (ობ.№24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№4-ის პროფილის მაჟორული წილი და მ----------------ის (ობ.№23) გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
51. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. საქართველოს სახელმწიფო განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი პოლიციის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის - იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და სხვა. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ხოლო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ავტოფარეხში, მიწაში და ასე შემდეგ. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილას შეინახოს იარაღი, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ბრალის ფორმულირების მიხედვით დანაშაული განზრახია. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს და ინახავს (და ასე შემდეგ) სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.
52. საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს. „იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც მოძრაობს და ასე შემდეგ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.
53. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განხორციელებული ქმედებით ჯ--–----–-----–-–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
სამართლებრივი შეფასება:
54. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
55. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ჯ--–----–-----–-–---–მა განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით); 2) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით); 3) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჯ--–----–-----–-–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ჯ--–----–-----–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
58. ჯ--–----–-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
59. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
60. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ--–----–-----–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
61. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
62. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ხასიათდება დადებითად. ამასთან, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ჯ--–----–-----–-–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადის სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ჯ--–----–-----–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
63. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--–----–-----–-–---–ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ კალიბრის „KARL MINI 2005“ მოდელის უნომრო პისტოლეტი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში).
ნივთიერი მტკიცებულებები:
64. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ--–----–-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ჯ--–----–-----–-–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ კალიბრის „KARL MINI 2005“ მოდელის უნომრო პისტოლეტი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ჯ--–----–-----–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ქონების ჩამორთმევა (სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ კალიბრის „KARL MINI 2005“ მოდელის უნომრო პისტოლეტი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში));
ჯ--–----–-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 ივლისიდან;
ჯ--–----–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და ფიქსატორიანი დანა, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჯ--–----–-----–-–---–ს ან/და მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბრალდებულ ჯ--–----–-----–-–---–თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ჯ--–----–-----–-–---–ს ან/და მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
დაზარალებულ მ----------------ესთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი - შარვალი და მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულ მ----------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარების გარე და შიდა სახელურები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულის წარმომადგენელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თანხა 130 ლარი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულის წარმომადგენელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შავი ფერის ქუდი, შავი ფერის ცხვირსახოცი და ორი ცალი ხელთათმანი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ----------------ისგან და ჯ--–----–-----–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბრალდებულის დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, შპს „ფ------ს“ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი „DVD“ დისკზე, შპს „ს------ ჯ----------------–---მის“ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი „DVD“ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე