გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2010210016001462757
№2-2527/2016წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სს „ ლ---------------–ი”
წარმომადგენელი - ლე----------ე, თე----------–---–ი, მა------------ე
მოპასუხე - მა-–---- მ-------–--ე, ნუ------------ა, ჯა-----–-----–----ე
წარმომასგენელი - თამარი გუნდაძე
მოპასუხე - ირ---–-------–-–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - მა-–---- მ-------–--ეს, ნუ------------ას, ჯა-----–-----–----ეს მოსარჩელე სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7017.60 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხეებს - მა-–---- მ-------–--ეს და ირ---–-------–-–---–ს მოსარჩელე სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 794.72 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:
- მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 20 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს სესხის სახით გადაეცა 5000 ლარი, 28 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 32 %-ის ოდენობით. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იმავე დღეს სს „ლ---------------–ს“, მა-–---- მ-------–--ეს, ჯა-----–-----–----ეს და ნუ------------ას შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ჯა-----–-----–----ემ და ნუ------------ამ სოლიდარულად იკისრეს მა-–---- მ-------–--ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
- ასევე 2015 წლის 30 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს სესხის სახით გადაეცა 500 ლარი, 12 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 42 %-ის ოდენობით. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2015 წლის 30 დეკემბერს სს „ლ---------------–ს“, მა-–---- მ-------–--ეს და ირ---–-------–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ირ---–-------–-–---–მა სოლიდარულად იკისრა მა-–---- მ-------–--ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
- მოპასუხეებმა 2015 წლის აგვისტოს თვიდან სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვიეს. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეებმა არ უზრუნველყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება 2015 წლის 20 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7017.60 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 45000.42 ლარი, სარგებელი - 860.12 ლარი, პირგასამტეხლო-1657.06 ლარი, ხოლო 2015 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 794.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 123.69 ლარი, პირგასამტეხლო - 171.03 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
მოპასუხეების პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- მოპასუხეების წარმომადგენელი განმარტავს, რომ ხელშეკრულებით, სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები არიან თუ თავდებები მოპასუხეები, - არ ირკვევა, ბუნდოვანია შინაარსი. გარდა ამისა, მსესხებლის თანხმობის გარეშეარ ჰქონდა უფლება გამსესხებელს მოპასუხეებისათვის გადაეცა მსესხებლის ვალდებულებები;
- სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 20 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს სესხის სახით გადაეცა 5000 ლარი, 28 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 32 %-ის ოდენობით. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 20.02.2015 წლის №LC/A/86690 სესხის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.1.2. 2015 წლის 30 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს სესხის სახით გადაეცა 500 ლარი, 12 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 42 %-ის ოდენობით. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 30.06.2015წ. №LC/A/92190 სესხის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2015 წლის 20 თებერვალს სს ,,ლ---------------–სა’’ და მა-–---- მ-------–--ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების №LC/A/86690 თანახმად, მსესხებელს - მა-–---- მ-------–--ეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. მა-–---- მ-------–--ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. მა-–---- მ-------–--ემ 2015 წლის აგვისტოს თვიდან დაარღვია სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების აღსრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახნსა-განმარტებები;
- 20.02.2015 წლის №LC/A/86690 ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- შეტყობინება სასესხო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
3.2.2. 20.02.2015 წლის №LC/A/86690 სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს ჯა-----–-----–----ესთან და ნუ------------ასთან გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჯა-----–-----–----ემ და ნუ------------ამ აიღეს აიღო ვალდებულება, სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყოთ სს ”ლ---------------–სა” და მსესხებელ მა-–---- მ-------–--ის შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №LC/C/696232;
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №LC/C/696231;
3.2.3. 30.06.2015წ. №LC/A/92190 სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს - მა-–---- მ-------–--ეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. მა-–---- მ-------–--ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. მა-–---- მ-------–--ემ 2015 წლის აგვისტოს თვიდან დაარღვია სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების აღსრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 30.06.2015 წლის №LC/A/92190 ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- შეტყობინება სასესხო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
3.2.4. 30.06.2015წ. №LC/A/92190 ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს ირ---–-------–-–---–თან გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ირ---–-------–-–---–მა აიღო აიღო ვალდებულება, სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყო სს ”ლ---------------–სა” და მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.06.2015წ. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება;
3.2.5. 20.02.2015 წლის სესხის №LC/A/86690 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს სს ”ლ---------------–ის” მიმართ ერიცხება დავალიანება 7017.60 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4500.42 ლარი, სარგებელი - 860.12 ლარი, პირგასამტეხლო - 1657.06 ლარი, ხოლო 30.12.2015 წლის სესხის №LC/A/92190 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს სს ”ლ---------------–ის” მიმართ ერიცხება დავალიანება 794.72 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 123.69 ლარი, პირგასამტეხლო - 171.03 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახნსა-განმარტებები;
- ამონაწერი მსესხებლის მიერ ნაწარმოები გადახდების შესახებ;
- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, სს ”ლ---------------–ის” მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კოსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია, იგივე პრინციპის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილე პირის, უფლება დარღვეულად, დარღვეული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სარჩელის შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოდგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, ვინაიდან იგი ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას. ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით -სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც უნდა დარეგულირდეს შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება - დააბრუნოს სესხის საგანი.
იმავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
იმავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ სს მისო ,,ლ---------------–სა’’ და მსესხებელ მა-–---- მ-------–--ეს შორის 2015 წლის 20 თებერვალს და 30 ივნისს წერილობით გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე (მოპასუხეზე) გაიცა სესხის თანხა - ერთ შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით, 28 თვის ვადით, წლიური 32 %-იანი სარგებლის განაკვეთით, მეორე შემთხვევაში, 500 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური 42 %-იანი სარგებლის განაკვეთით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სესხის დაფარვა ეწარმოებინა ხელშეკრულებებისა და სესხის დაფარვის გრაფიკებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით, რომლის შესრულება მსესხებელმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო.
მოსარჩელემ, ხელშეკრულებების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მსესხებლისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულებების შესრულება. თავის მხრივ მსესხებელი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა დათქმულ დროში, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით. დადგენილია, რომ, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულებები და სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხის სახით მიღებული თანხა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად, სარგებელი შეადგენდა წლიურ 32 %-ს და 42%-ს. მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელიც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს დავალიანების სახით დარიცხული სესხის ძირი თანხისა და სარგებლის მართლზომიერება. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის LC/A/86690 ძირი დავალიანება შეადგენს 4500.42 ლარს, ხოლო გადაუხდელი სარგებელი - 860.12 ლარს, სესხის LC/A/92190 ძირი დავალიანება შეადგენს 500 ლარს, ხოლო გადაუხდელი სარგებელი - 123.69 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით, “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ნუ------------ამ, ჯა-----–-----–----ემ და ირაკლი დავალიშვილმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მა-–---- მ-------–--ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნუ------------ა, ჯა-----–-----–----ე და ირ---–-------–-–---–ი წარმოადგენენ რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომლებმაც იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი სოლიდარულად პასუხისმგებელი არიან მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მათაც წაუყენოს მოთხოვნა;
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით სესხის №LC/A/86690 ხელშეკრულებით 1657.06 ლარის და სესხის №LC/A/92190 ხელშეკრულებით 171.03 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოთითებულ ნორმათა მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, ანუ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა უზრუნველყოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეთა შორის დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, ადგენს პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს წინაპირობა, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ასანაზღურებლად, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1657.06 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, სესხისა და მისგან გამომდინარე დავალიანების მოცულობისა და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის №LC/A/86690 ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განაკვეთი 1657.06 ლარი, უნდა შემცირდეს ორჯერ, რის შესაბამისად უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც - 1657.06 ლარიდან 829.53 ლარამდე.
რაც შეეხება სესხის №LC/A/92190 ხელშეკრულებით პირგასამტეხლო 171.03 ლარის ოდენობით, მისგან გამომდინარე დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული და არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული - დავის საგნი (საქმის კატეგორია), საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხეებს მა-–---- მ-------–--ეს, ნუ------------ას და ჯა-----–-----–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 159.71 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს მა-–---- მ-------–--ეს და ირ---–-------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 23.84 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 50.84 ლარი მას უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”ლ---------------–ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - მა-–---- მ-------–--ეს, ნუ------------ას და ჯა-----–-----–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ 20.02.2015წ. N-LC/C/86690 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა6190,07 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4500 ლარი, პროცენტი/სარგებელი - 860,12 ლარი, პირგასამტეხლო/ჯარიმა - 829,53 ლარი.
1.2. სს ”ლ---------------–ის” სასარჩელო მოთხოვნა, 20.02.2015წ. N-LC/C/86690 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით 1695,06 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.3. მოპასუხეებს - მა-–---- მ-------–--ეს და ირ---–-------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს „ლ---------------–ის” სასარგებლოდ, 30.06.2015წ. N-LC/A/92190 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდა 794,72 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, პროცენტი/სარგებელი - 123 ლარი, პირგასამტეხლო/ჯარიმა - 151 ლარი.
1.4. მოპასუხეებს - მა-–---- მ-------–--ეს, ნუ------------ას და ჯა-----–-----–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ლ---------------–ის” სასარგებლოდ, 20.02.2015წ. N-LC/C/86690 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 151,71 ლარის ანაზღაურება.
1.5. მოპასუხეებს - მა-–---- მ-------–--ეს და ირ---–-------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ლ---------------–ის” სასარგებლოდ, 30.06.2015წ. N-LC/A/92190 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 23.84 ლარის ოდენობით.
1.6. მოსარჩელე სს ”ლ---------------–ის”, 20.02.2015წ. N-LC/C/86690 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდილი თანხიდან 50.84 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე