გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4957-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ჭალიძე
სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - ა-–------------–-----ე;
წარმომადგენელი - თ------------------ი;
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ------–------ე;
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; (16.1.)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-18 წლის 09 ივლისის №---- ბრძანება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–------------–-----ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ა-–------------–-----ემ 2-18 წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ა-–------------–-----ის კითხვარიდან ჩანს, რომ მან 1--- წლის სექტემბერში დატოვა ტყვარჩელი. აფხაზეთში სწორედ 1--- წლის სექტემბერში სეპარატისტების მიერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გადავიდნენ იერიშზე - გაიხსნა ცეცხლი. შესაბამისად, ა-–------------–-----ე იძულებული გახდა მეგობრებთან ერთად დაეტოვებინა ტყვარჩელი და გალის რაიონის გავლით წამოსულიყო. ა-–------------–-----ე 2-18 წლამდე პერიოდულად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ასევე ქ.ჭ---------–-.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირს - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია. ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანო (წარმომადგენელი), რომელიც გაფრთხილებული იქნა სასამართლო სხდომის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ა-–------------–-----ემ 2-18 წლის 29 მაისს N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელშიც მიუთითა, რომ 1--- წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1--- წლიდან განაწილებით დაიწყო მუშაობა ს-–-----------------------------–------–----------------–-------------–---------------------------------------–---–-. 1--- წლიდან 1--- წლის სექტემბრამდე საქმიანობდა და ცხოვრობდა ტ--------––---------------------ში საკუთრების გარეშე. საწარმოო გაერთიანება საქნახშირის შახტსამმართველო ტყვარჩელის მატ. ტექ. მომარაგების სისტემაში იყო უ-------------------–- და უ----------------–-------–--------–----–-. აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ არ აუღია დევნილის სტატუსი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
ა-–------------–-----ის 29.05.2-18 წლის განცხადება N-------- (ს.ფ. 61);
3.1.2. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2-18 წლის 01 მაისის N-- სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქე ა-–---------------------–------ 1--- წლიდან 1--- წლის სექტემბრამდე მუდმივად მუშაობდა ქ. ტ--------––- და ცხოვრობდა მისამართზე: კ------------------–---------------–----------–-- საკუთრების გარეშე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2-18 წლის 01 მაისის N-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 64-65);
3.1.3. „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-13 წლის 16 ივლისის №2-- ბრძანების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2-18 წლის 29 მაისს გასაუბრება ჩაუტარდა ა-–------------–-----ეს. გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა 1--- წელს ქ. ჭ---------–-. საშუალო განათლება მიიღო ჭ---------- რაიონში. 1------წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1------წწ. მუშაობდა ქ. ტ--------–------------–----------------------------–--–-----------------, ხ--–---------–------------–--- და ხ--–---------–---------–-------–--------–---–---. ტ--------––- ცხოვრობდა კ----–-----------------, ს--------------------––-“. აღნიშნავს, რომ სასტუმროს ხარჯებს იხდიდნენ თვითონ ჩასული სპეციალისტები. ქ. ტყვარჩელი დატოვა 1--- წლის სექტემბერში მეგობრებთან ერთად. 1--- წელს დაოჯახდა ჭ---------–-. აღნიშნავს, რომ ტ--------––- მუშაობის დროს, ჭ---------–- ცხოვრობდნენ მისი მშობლები. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1----2---წწ. ცხოვრობდა ქ. მ-------–-. 2--- წლიდან დღემდე ცხოვრობს ჭ---------–- ახლობლის სახლში, რადგან მშობლების სახლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდა. ძირითადად იმყოფება თბილისში სამკურნალოდ.
აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა-–------------–-----ეს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ტ--------––- და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტყვარჩელი არ ყოფილა. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ა-–------------–-----ისთვის (პ/ნ: 5----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2-18 წლის 29 მაისის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 70-73);
- ა-–------------–-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 67-69);
3.1.4. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2-18 წლის 05 ივლისის N------- ცნობის თანახმად, მოქალაქე ა-–------------–-----ე 1--- წლიდან 1--- წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ტ--------––- და ცხოვრობდა კ--------------------ში საკუთრების გარეშე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2-18 წლის 05 ივლისის N------- ცნობა (ს.ფ. 63);
3.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-18 წლის 09 ივლისის №---- ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-13 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-2- პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2-18 წლის ივლისის №------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა ა-–------------–-----ეს (პ/ნ: 5----------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-18 წლის 09 ივლისის №---- ბრძანება (ს.ფ. 17);
3.1.6. ჭ---------- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2-18 წლის 06 აგვისტოს N-- ცნობის თანახმად, რ----------------------–----------- ლ---------–---------------ს ძე, დაბადებული 1--- წლის 0--------, ნამდვილად იდგა აღრიცხვაზე ჭ---------- სამხედრო კომისარიატში. 1989 წლის 07 აგვისტოს მისი პირადი საქმე გადაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ქალაქ ტ--------––-, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ჭ---------- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2-18 წლის 06 აგვისტოს N-- ცნობა (ს.ფ. 37);
3.1.7. 2--- წლის 01 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის რ----------------ას ( დ.თ. 2-.--.1---–; პ/ნ N-----------) განმარტების თანახმად, ის დაიბადა ქ. სოხუმში, 2--- წლიდან დღემდე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ა----------------------. ა-–------------–-----ეს იცნობს ქ. ტყვარჩელიდან. 1988 წელს ის ჩავიდა ქ.ტ--------––-, სადაც მუშაობდა ქ--–--------------------------. იმ დროისათვის ა-–------------–-----ე უკვე ქ.ტ--------––- მუშაობდა მ--------------------------------------–------- უ-------------------–-დ. მათ სამი წელი ჰქონდათ სამსახურეობრივი ურთიერთობა 1988 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, შემდეგ რ----------------ა გადაიყვანეს სოხუმში სამუშაოდ. მისივე განმარტებით, ტ--------––- არის სასტუმრო ,,ხ------–-“, შესაძლებელია, რომ ა-–------------–-----ეს სამსახურებრივად მისცეს ამ სასტუმროში ოთახი და იქ ცხოვრობდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2--- წლის 01 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 124-129);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–------------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-13 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-18 წლის 09 ივლისის №---- ბრძანებას. სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ა-–------------–-----ის მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2-12 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2- მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2- მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2- მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მინიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურ მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2-18 წლის 29 მაისს მოსარჩელე ა-–------------–-----ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა 1--- წელს ქ. ჭ---------–-. საშუალო განათლება მიიღო ჭ---------- რაიონში. 1------წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1------წწ. მუშაობდა ქ. ტ--------–------------–----------------------------–--–-----------------, ხ--–---------–------------–--- და ხ--–---------–---------–-------–--------–---–---. ტ--------––- ცხოვრობდა კ----–-----------------, ს--------------------––-“. აღნიშნავს, რომ სასტუმროს ხარჯებს იხდიდნენ თვითონ ჩასული სპეციალისტები. ქ. ტყვარჩელი დატოვა 1--- წლის სექტემბერში მეგობრებთან ერთად. 1--- წელს დაოჯახდა ჭ---------–-. აღნიშნავს, რომ ტ--------––- მუშაობის დროს, ჭ---------–- ცხოვრობდნენ მისი მშობლები. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1----2---წწ. ცხოვრობდა ქ. მ-------–-. 2--- წლიდან დღემდე ცხოვრობს ჭ---------–- ახლობლის სახლში რადგან მშობლების სახლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდა. ძირითადად იმყოფება თბილისში სამკურნალოდ.
დადგენილია, რომ აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა-–------------–-----ეს აფხაზეთში საკუთრება არ ჰქონია, იგი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ტ--------––- და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ტყვარჩელი არ ყოფილა. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ა-–------------–-----ისთვის (პ/ნ: 5----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ კომისიამ დაადგინა, ის გარემოება, რომ ა-–------------–-----ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა ქ. ტ--------––-.
მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2-18 წლის 05 ივლისის N------- ცნობას, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ა-–------------–-----ე 1--- წლიდან 1--- წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ტ--------––- და ცხოვრობდა კ--------------------ში საკუთრების გარეშე.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს გარემოებაზე, რომ ა-–------------–-----ემ 1--- წლის სექტემბერში დატოვა ტყვარჩელი. აფხაზეთში სწორედ 1--- წლის სექტემბერში სეპარატისტების მიერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გადავიდნენ იერიშზე - გაიხსნა ცეცხლი. შესაბამისად, ა-–------------–-----ე იძულებული გახდა მეგობრებთან ერთად დაეტოვებინა ტყვარჩელი და გალის რაიონის გავლით წამოსულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ჭ---------- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2-18 წლის 06 აგვისტოს N-- ცნობაზე, რომლის თანახმად, რ----------------------–----------- ლ---------–---------------ს ძე, დაბადებული 1--- წლის 0--------, ნამდვილად იდგა აღრიცხვაზე ჭ---------- სამხედრო კომისარიატში. 1989 წლის 07 აგვისტოს მისი პირადი საქმე გადაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ქალაქ ტ--------––-, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.
სასამართლო ასევე მიუთითებს 2--- წლის 01 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის რ----------------ას ( დ.თ. 2-.--.1---–; პ/ნ N-----------) განმარტებაზე, რომლის თანახმად, ის დაიბადა ქ. სოხუმში, 2--- წლიდან დღემდე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ა----------------------. ა-–------------–-----ეს იცნოს ქ. ტყვარჩელიდან. 1988 წელს ის ჩავიდა ტ--------––-, ა-–------------–-----ე უკვე ტ--------––- მუშაობდა მ--------------------------------------–------- უ-------------------–-დ. მათ სამი წელი ჰქონდათ სამსახურეობრივი ურთიერთობა 1988 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, შემდეგ რ----------------ა გადაიყვანეს სოხუმში სამუშაოდ. მისივე განმარტებით, ტ--------––- არის სასტუმრო ,,ხ------–-“, შესაძლებელია, რომ ა-–------------–-----ეს სამსახურებრივად მისცეს ამ სასტუმროში ოთახი.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა-–------------–-----ის ქ. ტ--------––- 1--- წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-13 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–------------–-----ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-18 წლის 09 ივლისის №---- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–------------–-----ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-24-ე, 32-33 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-18 წლის 09 ივლისის №---- ბრძანება.
3. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–------------–-----ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელწმიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე ნინო ჭალიძე