გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-223-19
(საქმე №190210119002844017)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - დ----- რ---–---–-
მოპასუხე - რ--- კ--------ე
წარმომადგენელი - ი----- ა-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - რ--- კ--------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის “ სასარგებლოდ დაეკისროს:
1) სესხზე N5072574 – 1528.04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1201.67 ლარი, საკომისიო - 8.00 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 318.37.
2) სესხზე N5649306 – 2010.94 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1341.79 ლარი, სარგებელი - 422.88 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 246.27 ლარი
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე - რ--- კ--------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2500 ლარის სესხის ძირითადი თანხის ფარგლებში, ხოლო პირგასამტეხლო მიიჩნია, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 9 დეკემბერს სს „ს----------–--------სა“ და რ--- კ--------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N5072574, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 1806.59 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0.00% პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ათვისებული კრედიტის საკომისიო 2%-ს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება 2017 წლის 9 დეკემბერი;
3.1.2. 2016 წლის 20 ივნისს სს „ს----------–--------სა“ და რ--- კ--------ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, სესხი N 5649306, რომლის ლიმიტი შეადგენს 2000 ლარს, 1 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1.5%
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება 2016 წლის 20 ივნისი;
3.1.3 2019 წლის 9 იანვრის მდგომარეობით რ--- კ--------ეა ერიცხება დავალიანება:
1) სესხზე 5072574 – 1528.04 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1201.67 ლარი, საკომისიო -8.00 ლარი ხოლო პირგასამტეხლო 318.37 ლარი.
2) სესხზე 5649306 – 2010.94 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1341.79 ლარი, სარგებელი - 422.88 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 246.27 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ფურცელი;
3.1.4. სს „ს----------–--------ის“ მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა სესხები. მსესხებელს სესხების ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საეკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლი მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები და ამონაწერი ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხებზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან;
3.1.5. 2018 წლის 16 ოქტომბერს ს.ს. „ს----------–--------ის“ მიერ რ--- კ--------ეის მიმართ, სესხზე 5072574 მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპელაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მხრიდან წარმოდგენილ იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საფასურების გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები;
- გადაწყვეტილება 2018 წლის 27 დეკემბრის 181020374/526485 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოსა და სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მათ სასამართლოსგან მოითხოვეს, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ და ასევე მთავარ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში - 2500 ლარის ოდენობით, ამდენად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა (იმ ოდენობით, რაც ცნო მოპასუხემ).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,ს----------–--------სა" და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის დანაწესის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა" და რ--- კ--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5072574, ხოლო 2016 წლის 20 ივნისს მათ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული ჯეროვნად, სრულად არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხისა და სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის 2017 წლის 9 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ვადაგადაცილების ჯარიმა (პირგასამტეხლო) განისაზღვრა ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2016 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით - 1,5%-ის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის 0.5%-ის და 1.5%-ის ოდენობით განსაზღვრულის პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს ორივე ხელშეკრულების მიხედვით - 32.63 ლარისა და 24,62 ლარის ოდენობით. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებისათვის და 110,67 ლარი სასარჩელო მოთხოვნებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 39,76 ლარი .
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 7,85 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით . მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის და აღსრულების საფასური 150 ლარის ოდენობით;
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7,73 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, რაშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ვინაიდან დავა განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რა დროსაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ამიტომ მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 8 თებერვალს გადახდილი ბაჟიდან - 110.67 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 55.34 ლარი .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
~
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე რ--- კ--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე:
2. მოპასუხე რ--- კ--------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის N5072574 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1234.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1201.67 ლარი, საკომისიო/პირგასამტეხლო 32.63 ლარი,ასევე სესხის N5649306 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1789.29 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1341.79 ლარი, სარგებელი - 422.88 ლარი, პირგასამტეხლო - 24,62 ლარი;
3. რ--- კ--------ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 7.85 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 8 თებერვალს გადახდილი ბაჟიდან 110.67 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 55.34 ლარი (საგადასახადო დავალება #18), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063 150;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7,73 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 8 თებერვალს გადახდილი ბაჟიდან 110.67 ლარიდან 39,76 ლარი (საგადასახადო დავალება #18), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063 150
7. მოპასუხე რ--- კ--------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის და აღსრულების საფასური 150 ლარის ოდენობით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი