გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1627-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ნ---------–---
მოპასუხე - 1. თ--------------------–---
წარმომადგენელი - რ---------------–--–---
2. ს-----------------
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 აპრილის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქვემოჩამოთვლილი მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, კერძოდ: 1. შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი “ARISTONI”-ს ფირმის - 1 ცალი. 2. რუხი ფერის გაზქურა „TERMIKEL”-ის ფირმის - 1 ცალი. 3. შავი ფერის ტელევიზორი “SAMSUNG”-ის ფირმის - 1 ცალი. 4. ღია ფერის სამეული ტყავის - 1 ცალი. 5. შავი ფერის მინის მაგიდა მართკუთხა ფორმის - 1 ცალი. 6. ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 4 ცალი. 7. მეტალის ე.წ. საქანელა საწოლი, გადაკრული რბილი ნაჭრით - 1 ცალი. 8. რუხი ფერის სარეცხი მანქანა „NESENSE” – 1 ცალი. 9. რუხი ფერის სამკამერიანი მაცივარი „SIEMENS” - ის ფირმის - 1 ცალი. 10. პლასტმასის სკამები მწვანე ფერის - 4 ცალი. 11. პლასტმასის მაგიდა მწვანე ფერის - 1 ცალი. 12. მიკროტალღური ღუმელი პანასონიკის ფირმის - 1 ცალი. 13. ხორცსაკეპი მანქანა შავი ფერის - 1 ცალი. 14. პურის საცხობი აპარატი ვიტეკის ფირმის - 1 ცალი. 15. ღია ფერის ტყავის სავარძელი მეტალის სადგამი ფეხით - 1 ცალი. მოსარჩელის განმარტებით, ნივთები არის მისი საკუთრება, მისი შეძენილი, ხოლო მის შვილს - ს-----------------ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მათ შეძენაში.
2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე თ--------------------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები არის მოვალის საკუთრება. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თ--------------------–---- წარმომადგენლმა განმარტა, რომ სარჩელი მოგონილია ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით. მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა და სწორედ მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები მასზედ, რომ სადავო ქონება ამას ეკუთვნის. 2.2. მოპასუხე ს-----------------მ შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არა აქვს შემოსავალი და ვერ შეძლებდა ამ ნივთების ყიდვას. ის ვალს აღიარებს და მისცემს ჭ--------–----. ის არის ყაზახეთის მოქალაქე და ერთი დღე არა აქვს ნამუშევარი. თანახმაა, რომ ნივთებს მოეხსნას ყადაღა, რადგან ნივთები მისი არ არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 08.01.2018 წელს გაცემული #2/1712-17 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ს-----------------ს, თ--------------------–---- სასარგებლოდ დაეკისრა 836.41 ლარისა და 5000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად მოვალის, ს-----------------ს მისამართზე - ქ. ქუთაისი, ბ----------------- ქ. N4-ში, განხორციელდა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - აღმასრულებლის წერილი (ს.ფ. 22). 3.1.2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ქ. ქუთაისში, ბ----------------- ქ. N4-ში, 2018 წლის 26 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი დასახელების ნივთები: 1. შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი “ARISTONI”-ს ფირმის - 1 ცალი. 2. რუხი ფერის გაზქურა „TERMIKEL”-ის ფირმის - 1 ცალი. 3. შავი ფერის ტელევიზორი “SAMSUNG”-ის ფირმის - 1 ცალი. 4. ღია ფერის სამეული ტყავის - 1 ცალი. 5. შავი ფერის მინის მაგიდა მართკუთხა ფორმის - 1 ცალი. 6. ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 4 ცალი. 7. მეტალის ე.წ. საქანელა საწოლი, გადაკრული რბილი ნაჭრით - 1 ცალი. 8. რუხი ფერის სარეცხი მანქანა „NESENSE” - 1 ცალი. 9. რუხი ფერის სამკამერიანი მაცივარი „SIEMENS” - ის ფირმის - 1 ცალი. 10. პლასტმასის სკამები მწვანე ფერის - 4 ცალი. 11. პლასტმასის მაგიდა მწვანე ფერის - 1 ცალი. 12. მიკროტალღური ღუმელი პანასონიკის ფირმის - 1 ცალი. 13. ხორცსაკეპი მანქანა შავი ფერის - 1 ცალი. 14. პურის საცხობი აპარატი ვიტეკის ფირმის - 1 ცალი. 15. ღია ფერის ტყავის სავარძელი მეტალის სადგამი ფეხით - 1 ცალი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 28-29). 3.1.3. მოსარჩელე ნ---------–---ს განმარტებით, ქ. ქუთაისი, ბ----------------- ქ. N4-ში მდებარე ბინა იყო მისი საკუთრება, რომელიც ჩამოართვა ,,ბერმელმა“ და ახლა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში. დაყადაღებული ნივთებიდან „არისტონის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი არა არის მისი საკუთრება. ის არის ე-–----------------- საკუთრება და მასთან დატოვა შესანახად. საპაექრო სიტყვაში ასევე განმარტა, რომ ეს ნივთები მარტო მისი არ არის, არამედ მისი ოჯახის შეძენილია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი). 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში აქტში შეტანილ ნივთებთან დაკავშირებით მოსარჩელე ნ---------–---მ განმარტა, რომ ყადაღის აქტში შეტანილი მოძრავი ქონება ეკუთვნის მას და არა მის შვილს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 28-29). 3.2.2. ქ. ქუთაისში, ბ----------------- ქუჩა N4-ში მდებარე ბინაში, სადაც მოხდა სადავო ნივთების დაყადაღება, ამჟამად არ ცხოვრობს მოსარჩელე ნ---------–--- და ცხოვრობს ბ------–---–-. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სასამართლო უწყება და საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 61; 62-63). 3.2.3. მოსარჩელე ნ---------–---მ მისი შვილის - მოპასუხე ს-----------------ს მისამართად მიუთითა ქ. ქუთაისი, ბ----------------- ქუჩა N4. სწორედ აღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა მოპასუხე ს-----------------ს როგორც სარჩელი, ასევე სასამართლო უწყება. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს-----------------ს საცხოვრებელი ადგილია ქ. ქუთაისი, ბ----------------- ქუჩა N4. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-19); - პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის წერილი და უწყების ჩაბარების ხელწერილები (იხ. ს.ფ. 76; 77-78); - სასამართლოს გზავნილი და საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 43; 44) 3.2.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ სადავო მოძრავი ნივთები არის მოსარჩელე ნ---------–---ს საკუთრება და ეს ნივთები მან შეიძინა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------–---ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. დადგენილია, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში აქტში შეტანილ ნივთებთან დაკავშირებით მოსარჩელე ნ---------–---მ განმარტა, რომ ყადაღის აქტში შეტანილი მოძრავი ქონება ეკუთვნის მას და არა მის შვილს. სარჩელს არ ერთვის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს. ასეთი მტკიცებულებები ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც მოძრავი ნივთი წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ერთადერთ საშულებას, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით არ შეიძლება დადასტურდეს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება. სხვა მტკიცებულებები კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამასთან განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთებიდან „არისტონის“ ფირმის ორკამერიანი მაცივარი არაა მისი საკუთრება. ის არის ე-–----------------- საკუთრება და მასთან დატოვა შესანახად. ასევე განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები მარტო მისი არ არის, არამედ მისი ოჯახის შეძენილია. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ბ----------------- ქუჩა N4-ში მდებარე ბინაში, სადაც მოხდა სადავო ნივთების დაყადაღება, ცხოვრობს მოპასუხე ს-----------------. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ სარჩელებზე, სადაც დავის საგანია მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება, მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს უფრო მყარი მტკიცებულებები, ვიდრე მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტებაა, რათა უტყუარად დადასტურდეს მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ქ. ქუთაისში, ბ----------------- ქ. N4-ში 2018 წლის 26 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული ნივთების მოსარჩელის მიერ შეძენის და მისდამი კუთვნილების ფაქტი, რის გამოც ნ---------–---ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება შეძენილია მის მიერ და არა მოპასუხე ს-----------------ს მიერ. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ს-----------------ს განმარტებას, მასზედ, რომ ნივთები მხოლოდ ნ---------–---ს საკუთრებაა, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ხოლო თვით მოპასუხე ს----------------- მოსარჩელის შვილი და შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირია. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე თ--------------------–---- წარმომადგენლის განმარტებას, მასზედ, რომ სარჩელი მოგონილია ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ აღძრა სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ ეს ნივთები მხოლოდ მისი საკუთრება იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა 2018 წლის 26 აპრილს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღწერილი მოძრავი ქონების რეალიზაცია, კერძოდ: 1. შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი „ARISTONI”-ს ფირმის - 1 ცალი. 2. რუხი ფერის გაზქურა „TERMIKEL”-ის ფირმის - 1 ცალი. 3. შავი ფერის ტელევიზორი „SAMSUNG”-ის ფირმის - 1 ცალი. 4. ღია ფერის სამეული ტყავის - 1 ცალი. 5. შავი ფერის მინის მაგიდა მართკუთხა ფორმის - 1 ცალი. 6. ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 4 ცალი. 7. მეტალის ე.წ. საქანელა საწოლი, გადაკრული რბილი ნაჭრით - 1 ცალი. 8. რუხი ფერის სარეცხი მანქანა „NESENSE” – 1 ცალი. 9. რუხი ფერის სამკამერიანი მაცივარი „SIEMENS” - ის ფირმის - 1 ცალი. 10. პლასტმასის სკამები მწვანე ფერის - 4 ცალი. 11. პლასტმასის მაგიდა მწვანე ფერის - 1 ცალი. 12. მიკროტალღური ღუმელი პანასონიკის ფირმის - 1 ცალი. 13. ხორცსაკეპი მანქანა შავი ფერის - 1 ცალი. 14. პურის საცხობი აპარატი ვიტეკის ფირმის - 1 ცალი. 15. ღია ფერის ტყავის სავარძელი მეტალის სადგამი ფეხით - 1 ცალი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ნ---------–---ს სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა 2018 წლის 26 აპრილს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღწერილი მოძრავი ქონების რეალიზაცია. 3. მოსარჩელე ნ---------–---ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჯამში 100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით. 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: ციცინო მოსიძე