განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/26-19 26 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----– ნა----–-–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--–- ჭა--------ე;
ბრალდებული - ი---- რ----- ძე დე-------–---–ი (დაბადებული 1--- წლის 14 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ს-----------ს ქ. N4ა, ბინა N89-ში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდებული - რ---ი ი----ს ძე დე-------–---–ი (დაბადებული 1--- წლის 8 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ვ----------ს 1-ლი მ/რ, კორპ. N8ა, ბინა N13-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და სისხლის სამართლის საქმის მიხედვით: 2018 წლის 14 აგვისტოს დაახლოებით 20:30-საათზე, ა------ ი-–------ე და გ------- ზუ-------ი იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის BMW-ეს მარკის, სახელმწიფო N F-------- - ავტომანქანით, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან ავტომანქანით მომავალ რ---ი დე-------–---–თან და ი---- დე-------–---–თან მოუხდათ სიტყვიერი შეკამათება, რის გამოც ყველანი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, რის შემდეგ რ---ი დე-------–---–მა ხელი დაარტყა გ------- ზუ-------ს სახეში, ხოლო ი---- დე-------–---–მა კი ა------ ი-–------ეს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ წაქცეულ გ------- ზუ-------ს რ---ი და ი---- დე-------–---–ებმა ხელის და ფეხების დარტყმებით მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, ხოლო ა------ ი-–------ემ ი---- დე-------–---–ის დარტყმის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.
1.2. 2018 წლის 14 აგვისტოს დაახლოებით 20:30-საათზე, ა------ ი-–------ე და გ------- ზუ-------ი იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის BMW-ეს მარკის, სახელმწიფო N F-------- -ავტომანქანით, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან ავტომანქანით მომავალმა რ---ი დე-------–---–მა და ი---- დე-------–---–მა მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ ი---- დე-------–---–მა გ------- ზუ-------ის კუთვნილი ავტომანქანა BMW-მარკის, სახელმწიფო N F-------- - ით დააზიანა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.3. 2019 წლის 26 თებერვალს, ადვოკატის მონაწილეობითა და ბრალდებულების ი---- დე-------–---–ის და რ---ი დე-------–---–ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულების გამოძიებასთან თანამშრომლობის შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების, საჯარო ინტერესის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, მცხეთის რაიონული პროკურ---ურის პროკურორ ჯ----– ნა----–-–---–სა და ბრალდებულებს ი---- დე-------–---–სა და რ---ი დე-------–---–ს შორის, მათი ადვოკატის მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების ფორმით, სასჯელის სახესა და ზომაზე შეთანხმების პირობით.
1.4. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ ი---- დე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ი---- დე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი---- დე-------–---–ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.5. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ რ---ი დე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. რ---ი დე-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, დაზარალებულების ა------ ი-–------ისა და გ------- ზუ-------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: გ---ა წ---–-----ის, კ---- მა-----–---–ის, ვ-–- ქ-------ლის, პ---–- კ------–---–ისა და ი-----–- კ-------იძის გამოკითხვის ოქმები, თავად ი---- დე-------–---–ის და რ---ი დე-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მასალათა ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
3.2. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობითაა დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს;
3.3. ბრალდებულები ი---- დე-------–---–ი და რ---ი დე-------–---–ი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
3.4. ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
3.5. ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ;
3.6. ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
3.7. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან;
3.8. ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძვლებს;
3.9. საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
3.10. ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.11. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
3.12. ბრალდებულები გაფრთხილებულები არიან საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვთ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.13. ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტათ, რომ მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3.14. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ წარდგენილია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ბრალდება დასაბუთებულია საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, სასამართლომ დამარწმუნებელი პასუხები მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე.
4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ი---- დე-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა რ---ი დე-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შეესაბამება როგორც ბრალდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები ი---- დე-------–---–ი და რ---ი დე-------–---–ი თავს დამნაშავედ ცნობენ წარდგენილ ბრალდებაში, რაც უნდა ჩაითვალოს მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მათ არ გააჩნიათ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე, 215-ე, 258-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მცხეთის რაიონული პროკურ---ურის პროკურორის - ჯ----– ნა----–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ი---- დე-------–---–ს შორის 2019 წლის 26 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ი---- დე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ი---- დე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი---- დე-------–---–ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
6. ი---- დე-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. დამტკიცდეს პროკურორსა და რ---ი დე-------–---–ს შორის 2019 წლის 26 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
8. რ---ი დე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
9. რ---ი დე-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
10. რ---ი დე-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
11. რ---ი დე-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
12. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კერძოდ: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. პროკურორი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მ. ოშხარელი