გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
080210018002716730
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3656-18

080210018002716730

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - სსიპ ი-------------–---–---------------------------------–-------

წარმომადგენელი - ნ------–--–----ე, ნ----------------ე

მოპასუხე - თ-------- ხ----–--–---

დავის საგანი: მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. (დაზუსტებული) სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ-------- ხ----–--–---სთვის მისი მცირეწლოვანი შვილების - მ---- ხ----–--–---ს, ა------- ხ----–--–---ს და ა-------- ხ----–--–---ს მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ი-------------–---–---------------------------------–------- ახორციელებს მუშაობას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ჩარიცხულ ც---- წ----------ესა და მის ოთხ არასრულწლოვან შვილთან -მ----, ა-------, ა-------- და ვ---------- ხ----–--–--ებთან. თავშესაფარში მისი ჩარიცხვის მიზეზი იყო მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თ-------- ხ----–--–---ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობა. თავშესაფარში შესვლის მომენტისათვის ის სასტიკად იყო ნაცემი. მანამდე ცხოვრობდა ხ----ს რაიონის სოფელ ძ----–---ში. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი.

 

2018 წლის 08 აგვისტოს კი მათთან შევიდა შეტყობინება ც---- მ–---------ის მხრიდან მისი არასრულწლოვანი შვილის მ---- ხ----–--–---ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რაზეც გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო მ---- ხ----–--–--- გამოყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან და განთავსდა გადაუდებელი მინდობითი აღზრდის მომსახურებაში.

 

ვინაიდან ც---- წ----------ემ ვერ შეძლო გამოსვლა ფსიქოლოგიური სტრესიდან, ვერ მოახერხა ემართა შვილების ქცევა და საკუთარი ბრაზის და ემოციების მართვა, განაცხადა თანხმობა, რომ მისი შვილები ა-------- და ა------- ხ----–--–--ები ასევე განთავსდნენ მინდობით აღმზრდელთან, ხოლო უმცროსი შვილი ვ---------- დარჩება დედასთან.

 

ბავშვების მამა, თ-------- ხ----–--–--- უარს აცხადებს შვილების მინდობით აღზრდაში განთავსებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვების კანონიერი ინტერესების დასაცავად აუცილებელია თ-------- ხ----–--–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების - მ----, ა-------- და ა------- ხ----–--–--ების მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შემთხვევაში არასრულწლოვნებს „მინდობით აღზრდის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების საფუძველზე მიენიჭებათ მინდობითი აღსაზრდელი ბავშვის სტატუსი და განთავსდებიან მინდობით აღზრდაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ-------- ხ----–--–---ს არ წარმოუდგენია შესაგებელი, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი შვილები უნდა გაიზარდონ მშობლებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად პატიმარია, მისი მეუღლე და დედა უზრუნველყოფენ ბავშვების მოვლას და მზრუნველობას, ხოლო როცა გათავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, თავადაც იზრუნებს მათზე. რის გამოც მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ც---- წ----------ე და თ-------- ხ----–--–--- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 4 შვილი: მ---- ხ----–--–---, დაბადებული 2014 წლის 14 მარტს, ა-------- ხ----–--–---, დაბადებული 2016 წლის 03 ოქტომბერს, ა------- ხ----–--–---, დაბადებული 2015 წლის 13 მარტს და ვ---------- ხ----–--–---, დაბადებული 2018 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 21, 33-34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ც---- წ----------ე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ჩარიცხვამდე შვილებთან და მეუღლესთან ერთდ ცხოვრობდა ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ძ----–---ში. 2018 წლის 18 სექტემბერს მან განცხადებით მიმართა ი-------------–---–---------------------------------–-------ს უფროსს და განაცხადა თანხმობა მისი შვილების ა------- და ა-------- ხ----–--–--ების სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსების თაობაზე. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მისივე შვილი მ---- ხ----–--–--- უკვე იმყოფება მინდობით აღზრდის ქვეშ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 19 ).

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.3. ი-------------–---–---------------------------------–-------ს 2018 წლის 03 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი მ---- ხ----–--–--- გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსდა მინდობით აღმზრდელთან ნ---- გ--–-----თან ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი-------------–---–---------------------------------–-------ს 2018 წლის 03 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. 29 ).

- გადაუდებელი რეაგირების ოქმი (ს/ფ 22-27 ).

 

3.2.4. 2018 წლის 08 ოქტომბრის სოციალური მუშაკის მ---------ი ღ-----ს დასკვნის თანახმად, სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ ვინაიდან დედა თანხმობას აცხადებს, ხოლო მამა თ-------- ხ----–--–--- უარს ამბობს შვილების მინდობით აღზრდაში გადაცემაზე, მიზანშეწონილია, ბავშვები მ----, ა-------- და ა------- ხ----–--–--ები განთავსდნენ მინდობით აღზრდაში და საჭიროა მამას თ-------- ხ----–--–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 ოქტომბრის სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 37-38)

 

3.2.5. დადგენილია, რომ თ-------- ხ----–--–--- არის მსჯავრდებული და იმყოფება ქუთაისის #- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 37-38),-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ ს--–---–------------------------------------------------–---–----------------------------------–------ის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - თ-------- ხ----–--–---ს უნდა შეეზღუდოს მისი არასრულწლოვანი შვილების მ----, ა-------- და ა------- ხ----–--–--ების მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1205-ე მუხლები,-„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლით და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება; მშობლებს უფლება აქვს განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას; მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება; ამავე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად - მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რადგანაც მცირეწლოვნების მ----, ა-------- და ა------- ხ----–--–--ების მშობლებს არ შეუძლიათ მზრუნველობა გაუწიონ ბავშვებს და უზრუნველყონ ამ ეტაპზე მათი ოჯახში დაბრუნება, რის გამოც დედა ც---- წ----------ე თანახმაა ისინი განთავსდნენ მინდობითი აღზრდის ქვეშ, ხოლო მამა უარს აცხადებს მათ განთავსებაზე მინდობითი აღზრდის ქვეშ, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მათ მშობელ მამას თ-------- ხ----–--–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც საფუძველი გახდება იმისა, რომ მცირეწლოვანი მ---- ხ----–--–--- დარჩეს მინდობითი აღზრდის ქვეშ, ხოლო მცირეწლოვნები ა-------- და ა------- ხ----–--–--ები აღსაზრდელად განთავსდნენ მინდობით აღზრდაში.

 

6.2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი : ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; გ) რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა, მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლას. ასეთი მზრუნველობა შეიძლება მოიცავდეს, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას, შვილად აყვანას ან აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა მოვლა-პატრონობისათვის მოწოდებულ შესაბამის დაწესებულებაში მის მოთავსებას.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, თუ ადმინისტრაციული ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

 

6.3. „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მზრუნველობამოკლებული ბავშვი არის 18 წლამდე ასაკის პირი: ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ან მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი; ბ) რომელიც არის ობოლი ბავშვი; გ) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად; ე) მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა.

 

ამრიგად, აღნიშნული წესის თანახმად, ბავშვებისათვის, რომლებიც ბავშვთა სახლებში ან თავშესაფარში (სპეციალიზებული დაწესებულება) იმყოფებიან, აუცილებელია ზემოაღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობა. შესაბამისად იმისათვის რომ, დაცული იქნეს მცირეწლოვნების (არასრულწლოვანი) მ----, ა-------- და ა------- ხ----–--–--ების უფლებები მათი მინდობით აღზრდაში დარჩენა და განთავსება აუცილებელია, რისთვისაც მათ მშობელ მამას უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები, ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად კი, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, სარჩელის დაკმაყოფილების როგორც მატერიალური, ისე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - ბავშვების მამას თ-------- ხ----–--–---ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობანი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოპასუხე თ-------- ხ----–--–--- ამავე კანონის 1-ლი ნაწილის ,,მ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------–---–---------------------------------–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე თ-------- ხ----–--–---ს (პ/ნ 5----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების - 2014 წლის 11 მარტს დაბადებული მ---- ხ----–--–---ს, 2015 წლის 13 მარტს დაბადებული ა------- ხ----–--–---ს და 2016 წლის 03 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ხ----–--–---ს მიმართ;

 

2. მოპასუხე თ-------- ხ----–--–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებ.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე