გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3796-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
მოსარჩელე- ლე--–ა ჯა--–-ა
მოპასუხე- ემ---რ ბა-–--ე
დავის საგანი- ალიმენტის გადახდის დაკისრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმეზე გადაწვეტილების მიღების საკითხი
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ლე--–ა ჯა--–-ამ ითხოვა მოპასუხე ემ---რ ბა-–--ეს არასრულწლოვანი შვილების: იო--ე ბა-–--ის (დ----------–-------–-–-------------------), და-ი ბა-–--ის (დ----------–-------–-–---------–---) და ელ-----დ ბა-–--ის (დ----------–-------–-–---------–---) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება თიითოეულ შვილზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ემ---რ ბა-–--ემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლე--–ა ჯა--–-ასა და ემ---რ ბა-–--ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2012 წლის 2---------------, განქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2017 წლის 2---------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ 16)
-განქორწინების მოწმობის ასლი იხ.ს.ფ 17)
3.1.2. იო--ე ბა-–--ე (დ----------–-------–-–-------------------), და-ი ბა-–--ე (დ----------–-------–-–---------–---) და ელ-----დ ბა-–--ე (დ----------–-------–-–---------–---).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლები (იხ.ს.ფ 14-16 )
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ ლე--–ა ჯა--–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხე ემ---რ ბა-–--ეს არასრულწლოვანი შვილების - იო--ე ბა-–--ის (დ----------–-------–-–-------------------), და-ი ბა-–--ის (დ----------–-------–-–---------–---) და ელ-----დ ბა-–--ის (დ----------–-------–-–---------–---) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100-100 (ასი) ლარის ოდენობით, თითოეულ შვილზე, რაც გამომდინარეობს მხარეთა მატერიალური მდგომარეობიდან და არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებიდან.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1215-ე, მუხლები, 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.
ამდენად, სასამართლოს მია-ნია, რომ მოპასუხე ემ---რ ბა-–--ეს უნდა დაეკისროს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ვინაიდან ის შესაგებლით დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, მიუთითა რომ თანახმა იყო საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მომხდარიყო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ლე--–ა ჯა--–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ეს უკანასკნელი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოპასუხე ემ---რ ბა-–--ეს მთლიანად გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 207-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე--–ა ჯა--–-ას (პ/ნ 0----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ემ---რ ბა-–--ეს (პ/ნ 0----------- არასრულწლოვანი შვილებს - იო--ე ბა-–--ის (დ----------–-------–-–-------------------), და-ი ბა-–--ის (დ----------–-------–-–---------–---) და ელ-----დ ბა-–--ის (დ----------–-------–-–---------–---) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 100-100 (ას-ასი) ლარის, სულ 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 15 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
2. გადაწყვეტილების გასა-ივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასა-ივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასა-ივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე