გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210116001425209
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/17967-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე ნ---- ჯა----–---–-

წარმომადგენელი თ----------------–ი

მოპასუხეები ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ლ----“, გ---- მ-----ე, ლ--–- შ--–--–---–ი, შ-----ი ქ-–--- შ----–ი

წარმომადგენლები ლ--------ა, გ--------–-----–--ე

დავის საგანი უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ნ---- ჯა----–---–- ცნობილ იქნეს ქ. თბილისი, მ----------ს დღეს უკვე ო–---- ქ--------------------–- მდებარე უძრავი ნივთის ს/კ 0------------------------- მესაკუთრედ;

1.2. ნ---- ჯა----–---–- ცნობილ იქნეს ქ. თბილისი, მ----------ს დღეს უკვე ო–--------------------------–- მდებარე უძრავი ნივთის ს/კ 0------------------------- მესაკუთრედ;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 14 ივნისს იბა „ლ----ს“ და შა------–--------------- შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ხელშეკრულების/ვალდებულების ნაწილში უძრავ ქონებებზე ს/კოდით 0-------------------------; 0-------------------------.

 

სარჩელის მიხედვით, 2013 წლის 1 თებერვალს იბა „ლ----ს“ თავმჯდომარეს გ---- მ-----ეს და ნ---- ჯ-----–--ლს შორის დაიდო ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცემოდა 72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისი, მ----------ს დღეს უკვე ო–---- ქ #13/13 ა-ში, რის სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა 56 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საკუთრებაში გადასაცემი ბინა უნდა ყოფილიყო მიწის ზედაპირიდან მე-7 სართულზე ბინა #22, თეთრი კარკასის სახით, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 15 თებერვალს დაიდო მეორე ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ (წარმოდგენილი გ---- მ-----ის სახით) იკისრა ვალდებულება მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცემოდა 72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე თბილისი, მ----------ს დღეს უკვე ო–---- ქ #13/13 ა-ში, რის სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა 56 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მე-9 სართულზე ბინა #30, რომელიც შეიცვლა ბინა #31-ით, თეთრი კარკასის სახით, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

ნასყიდობის თანხების სრულად გადახდის მიუხედავად მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. მეტიც, 2013 წლის 14 ივნისს იბა ლ----ს თავმჯდომარეს გ---- მ-----ეს და შაჰრამ შ----– რაჯაბს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელშიც შედიოდა მოსარჩელის საკუთრების უფლებით გადასაცემი ფართებიც.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ამხანაგობის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 14 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. აღიარებული იქნა, რომ გარიგების მონაწილეებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

მართალია მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება სასამართლოს მიერ აღიარებული იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებად, სადავო გარიგება არის ამორალური, რომელიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დასახელებული უძრავი ნივთები გათავისუფლდეს იპოთეკისგან.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა იბა „ლ----ს“ წევრებმა გ---- მ-----ემ და ლ--–- შ--–--–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს უძრავ ქონებებზე მესაკუთრედ აღიარების ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე შ-----ი ქ-–--- შ----–მა სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 16 მაისის სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, მ----------ს ქუჩა #13-13ა-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით დაფუძნდა ამხანაგობა „ლ----“ .

 

3.1.2. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ გ---- მ-----ე და ლ--–- შ--–--–---–ი. (1.4 პუნქტი) ხოლო ამხანაგობის თავმჯდომარედ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად არჩეული იქნა გ---- მ-----ე, რომელსაც მინიჭებული აქვს იბა „ლ----ს“ სახელით მესამე პირებთან და სასამართლოში წარმომადგენლობის, ასევე გარიგებების შედგენის უფლებამოსილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულება (ს.ფ 27-33)

3.1.3. 2013 წლის 1 თებერვალს იბა „ლ----ს“ თავმჯდომარეს გ---- მ-----ეს და ნ---- ჯ-----–--ლს შორის დაიდო ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის საკუთრების უფლებით გადაეცა 72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისი, მ----------ს დღეს უკვე ო–---- ქ #13/13 ა-ში.

 

სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა 56 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საცხოვრებელი ფართი, რომელიც გადაეცემა მყიდველს, განთავსებული უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან საცხოვრებელ მე-7 სართულზე, ბინა #22, თეთრი კარკასის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინათმშენებლობის ხელშეკრულება (ს.ფ 53-57)

3.1.4. 2013 წლის 15 თებერვალს იბა „ლ----ს“ თავმჯდომარეს გ---- მ-----ეს და ნ---- ჯ-----–--ლს შორის დაიდო ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის საკუთრების უფლებით გადაეცა 72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისი, მ----------ს დღეს უკვე ო–---- ქ #13/13 ა-ში.

 

სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა 56 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საცხოვრებელი ფართი, რომელიც გადაეცემა მყიდველს, განთავსებული უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან საცხოვრებელ მე-9 სართულზე ბინა #30, რომელიც შეიცვლა ბინა #31-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინათმშენებლობის ხელშეკრულება (ს.ფ 60-65)

3.1.5. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნ---- ჯ-----–--ლს სრულდა აქვს გადახდილი უძრავი ქონებების ღირებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თანხის გადახდის ხელწერილები (ს.ფ 52; 56-58; 61-64)

- მხარეთა ახსნა განმარტება;

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე იბა ”ლ----”-ს, გ---- მ-----ისა და ბ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი იბა ”ლ----”-ს ნაწილში 2013 წლის 14 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დამოწმებული ნოტარიუს ნ----------------ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------. მოსარჩელე იბა ”ლ----”-ს სახელზე საკუთრებად აღირიცხა უძრავი ქონებები, მათ შორის სადავო უძრავი ნივთები ს/კოდით 0-------------------------; ს/კ 0-------------------------.

ამავე გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა 2013 წლის 14 ივნისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად იბა ”ლ----”-სა და შა------–--------------- შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ 87-104)

3.1.7 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით წინამდებარე საქმეში შ-------–---------------- უფლებამონაცვლედ ჩაება შ-----ი ქ-–--- შ----–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს განჩინება (ს.ფ 493-494)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ნ---- ჯა----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, მუხლი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 265-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოპასუხეებმა იბა „ლ----ს“ წევრმა და ამავედროს თავმჯდომარე გ---- მ-----ემ, ასევე ლ--–- შ--–--–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს უძრავ ქონებებზე ნ---- ჯა----–---–-ს საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

მოსარჩელე ასევე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 14 ივნისს იბა „ლ----ს“ და შა------–--------------- შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სასარჩელო განცხადებაში დასახელებული უძრავი ნივთების დატვირთვის ნაწილში.

 

სასასმართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნ---- ჯა----–---–-ს მიერ გასაჩივრებული გარიგების წარმოქმნის და საჯარო რეესტრის სამსახურში რეგისტრაციის საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

 

დასახელებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბათილად ცნო 2013 წლის 14 ივნისის „ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“ და მის ნაცვლად აღიარა იბა ”ლ----”-სა და შა------–--------------- შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, და იგი შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ის, რაც იწვევს კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით დაცული უფლების მუდმივად ეჭქვეშ დაყენება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აღსრულდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 13 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

 

ნ---- ჯა----–---–- მიუთითებს 2013 წლის 14 ივნისის გარიგების ამორალურ ხასიათზე (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი) და ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს ფორმის დაუცველობის მოტივითაც.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის არსებობს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

განისაზღვრა ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც დამახასიათებელია აღიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის, აქედან გამომდინარე გასაჩივრებული გარიგების კანონიერება უკვე შემოწმებულია 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით ეკისრება ნ---- ჯ-----–--ლს, რომელმაც მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიზნისთვის მტკიცებულებები და არგუმენტები ვერ წარმოადგინა.

 

უმნიშვნელოვანესია, რომ გასაჩივრებული გარიგების რეალობა დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით და ერთმნიშვნელოვნად უნდა დავასკვნათ, რომ სასამართლოს შემაჯამებელი აქტით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა ამორალური ან სხვა საფუძვლით კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მატარებელი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით ნ---- ჯა----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 14 ივნისის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა გ---- მ-----ემ და ლ--–- შა--–-–---–მა საამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს ხოლო ნაწილი დაეკისროთ მოპასუხეებს. რაც შეეხება მოპასუხე შ-----ი ქ-–--- შ----–ს მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საპროცესო საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 53–ე, 55-ე, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- ჯა----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. ნ---- ჯა----–---–- ცნობილ იქნეს ო–---- ქუჩა #13, #13ა - ში მდებარე #0------------------------- და #0------------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრედ.

 

1.2. ნ---- ჯა----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 14 ივნისს იბა „ლ----ს“ და შა------–--------------- შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ---- ჯ-----–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2----------–--–---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1500 ლარი.

3. სასარჩელო მოთხოვნა შ-----ი ქ-–--- შ----–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

4. გ---- მ-----ეს და ლ--–- შ--–--–---–ს ნ---- ჯა----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1550 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე