გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
330210017002193934
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შპს „ქ--------“

წარმომადგენელი - ი-----–- უ----–---–ი

მოპასუხე - სს „ვ------ ბ---ი ჯ-------ა“

წარმომადგენლები - ნ----ა მ------–---–ი, თ----- შ--–--–---–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - ს--- ა--------–---- ე---------–ი ბ-----ო

წარმომადგენელი - ს-------- ლ-------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე სს „ვ------ ბ---ი ჯ-------ასათვის“ მოსარჩელე შპს „ქ--------ს“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის, კერძოდ, შპს „კ--------–ეს“ საბ---ო ანგარიშებზე ყადაღის დაუდებლობით გამოწვეული ზიანის - 7-------- ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 2 მარტს შპს „ქ--------მ" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „კ--------–ეს“ მიმართ, 7-----,10 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შპს „ქ--------მ" მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის საბ---ო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. სასამართლო განჩინების საფუძველზე, შესაბამისი აღმასრულების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ყადაღა დაედო მოპასუხის საბ---ო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ყველა ბ---ში; შეტყობინება ყადაღის დადების თაობაზე, როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად გაეგზავნა ყველა საბ---ო დაწესებულებას, მათ შორის, სს „ვ------ ბ---ს“, რომელსაც შპს „კ--------–ეს“ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე შეტყობინება მიუვიდა 2--- წლის 9 მარტს, როდესაც ბ---ში შპს „კ--------–ეს“ ანგარიშები არ ჰქონდა გახსნილი; სს „ვ------ ბ---ში“ შპს „კ--------–ემ“ ანგარიში გახსნა 2--- წლის 16 მარტს. სს „ვ------ ბ---ი“ ვალდებული იყო ანგარიშის გასხნისთანავე დაერეგისტრირებინა ყადაღა, მაგრამ ბ---მა კანონით გათვალისწინებული ეს მოვალეობა არ შეასრულა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-19 მეორე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტი, მე-17 მუხლი).

 

შპს „ქ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „კ--------–ეს“ დაეკისრა 7-------- ლარის გადახდა, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის 2---.00 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 150 ლარის, სულ 8-----. 10 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, საქმეზე დაიწყო იძულებითი სააღსრულებო წარმოება. 2--- წლის 17 მარტიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში მოვალე შპს „ქ--------ს“ სს „ვ------ ბ---ში“ არსებულ საბ---ო ანგარიშებზე თანხის ბრუნვის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. ამ პერიდოში შპს „ქ--------ს“ სს „ვ------ ბ---ში“ არსებული ანგარიში დაყადაღებული უნდა ყოფილიყო 7-------- ლარის ფარგლებში და ამ ოდენობაზე ჩარიცხულ ნებისმიერ ფულად თანხას ყადაღა უნდა დასდებოდა. ფაქტია, რომ შპს „კ--------–ეს“ ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. ბ---ი ვალდებული იყო ყადაღა დაედო შპს „კ--------–ეს“ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხაზე, კერძოდ 7-------- ლარზე, თუმცა ბ---მა ეს ვალდებულება განზრახ ან მინიმუმ უხეში გაუფრთხილებლობით არ შეასრულა. კრედიტორ შპს „ქ--------ს“ მოთხოვნა დაუკმაყოფილებელია, მოვალე შპს „კ--------–ეს“ კი არ ერიცხება საკუთრებაში ისეთი სახის აქტივი, რაც შესაძლებელია მიქცეულ იქნეს აღსასრულებლად.

 

შპს „კ--------–ეს“ ანგარიშებზე ინკასოს მოთხოვნის მომენტისათვის, აგრეთვე სარჩელის წარდგენის დროისათვის არ ფიქსირდებოდა დადებითი ნაშთი (ფულადი აქტივი). სს „ვ------ ბ---ს“ რომ შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, დაეყადაღებინა შპს „კ--------–ეს“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა (7-------- ლარი), კრედიტორ შპს „ქ--------ს“ მოთხოვნა აღსრულებული იქნებოდა.

 

შპს „კ--------–ეს“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში სს „თ----- ბ---ში“, ანგარიშების დაყადაღების შემდეგ მან ანგარიში გახსნა სს „ვ------ ბ---ში“. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ვინადან შპს „კ--------–ემ“ ვერ შეძლო სს „თ----- ბ---ის“ ხელმძღვანელობასთან უკანონო შეთანხმების მიღწევა, რათა მიუხედავად აღმასრულებლის მოთხოვნისა სს „თ----- ბ---ს“ არ დაეყადაღებინა მისი ანგარიშები, ანგარიში გახსნა სს „ვ------ ბ---ში“, სადაც მან შეძლო ამის მიღწევა. შესაბამისად, ბ---მა ზიანი მიაყენა შპს „ქ--------ს“.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განსაზღვრა 7-----,10 ლარით (იხ, 2018 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:09:52).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

2--- წლის 9 მარტს ა--------–---- ე---------–ი ბ-----ომ სს „ვ------ ბ---ი ჯ-------ას" მოსთხოვა შპს „კ--------–ეს" საბ---ო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება. ამ დროს შპს „კ--------–ეს" არ ჰქონდა სს „ვ------ ბ---ი ჯ-------აში" გახსნილი ანგარიშები, არამედ მხოლოდ 2--- წლის 16 მარტს გახსნა ამ უკანასკნელმა ანგარიში.

 

მოგვიანებით ნამდვილად დაიწყო ფულადი თანხის გადახდაზე იძულებითი აღსრულება, თუმცა ამ ფაქტობრივი გარემოების არსებობა თავისთავად სარჩელის საფუძვლიანობასთან არაა კავშირში და მას საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძირითადი სააღსრულებო ფურცლის იძულებითი ა--------–---- დაწყების დროს შპს „კ--------–ეს" უკვე აღარ ჰქონდა თანხა ანგარიშზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელეს ბ---თან პრეტენზია აქვს არა ძირითადი საქმის სააღსრულებო ფურცლის შემდეგ ყადაღის დაუდებლობაზე, არამედ, მისი სარჩელის საფუძველი არის ის, თუ რატომ არ დაედო ყადაღა უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მიღებული სააღსრულებო ფურცლის ბ---ში წარმოდგენის ანუ 2--- წლის 9 მარტის შემდეგ 16 მარტს გახსნილ ანგარიშზე; პრეტენზია მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არ დაედო ყადაღა არა არსებულ ფულად თანხებს, არამედ შპს „კ--------–ეს“ სამომავლო ქონებას, სააღსრულებო ფურცლის შემდგომ კ--------–ეს ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას, ამასთან, იმ პირობებში, როცა ფულადი მოთხოვნის შესახებ ძირითად სააღსრულებო ფურცელზე ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული იძულებითი აღსრულება და შესაბამისად ინკასოს შესახებ მოთხოვნა ბ---ში არ იყო გაგზავნილი ა--------–---- ე---------–ი ბ-----ოდან.

 

2--- წლის 16 მარტს გახსნილ ანგარიშზე დარიცხული თანხა არის არა შპს „კ--------–ეს" უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების მიღების მომენტისთვის (4 მარტს და ბ---ში წარმოდგენილია 9 მარტს) არსებული მისი ქონება - ანგარიშებზე არსებული თანხა, არამედ მისი სხვა დამატებითი სამომავლო ქონება, რომელიც არ უნდა მოქცეულიყო უზრუნველყოფის ღონისძიების აკრძალვის ფარგლებში და მისი დაყადაღების ვალდებულებას კანონმდებლობა ბ---ს არ აკისრებს. სააღსრულებო ბ-----ოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნის ბ---ში წარდგენის დროს რაც არის ანგარიშზე თანხა, ექვემდებარება ყადაღას, თუმცა, სამომავლო ქონებაზე ყადაღის გავრცელების აუცილებლობაზე კანონმდებელს რაიმე მოთხოვნები არ დაუწესებია.

 

2--- წლის 9 მარტს, ასევე შპს ,,კ--------–ეს" მიერ სს „ვ------ ბ---ი ჯ-------აში" ანგარიშის გახსნის დროს 2--- წლის 16 მარტს სააღსრულებო ბ-----ოს არ ჰქონდა წარმოებაში ფულადი მოთხოვნის შესახებ სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც სააღსრულებო ბ-----ოს მხრიდან შპს „კ--------–ე" მოვალეთა რეესტრში არ იყო შეყვანილი. ამავე მიზეზით, ა--------–---- ე---------–ი ბ-----ოდან ბ---ში არ გამოგზავნილა მართვის ავტომატური საშუალებით მოთხოვნა ყადაღა/ინკასოზე.

 

ს--- ა--------–---- ე---------– ბ-----ოსა და ბ---ს შორის დადებული 2010 წლის 1 მარტის „მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბ---ო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების მიწოდების პირობების განსაზღვრის შესახებ" ხელშეკრულების 8.3.1. პუნქტის შესაბამისად, სს „ვ------ ბ---ი“ არ იყო ვალდებული ა--------–---- ე---------– ბ-----ოსთვის მიეწოდებინა შპს „კ--------–ეს" მიერ 16 მარტის ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მართვის ავტომატური საშუალებით, რადგან ეს უკანასკნელი ა--------–---- ე---------–ი ბ-----ოს მიერ იმ დროისათვის არ იყო შეყვანილი მოვალეთა რეესტრში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 4 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ქ--------ს“ 2--- წლის 02 მარტის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიზცენზირებულ ბ---ში ან მათგან ერთ-ერთში და/ან რამდენიმეში შპს „კ--------–ეს“ საბ---ო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 7-----,10 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 4 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება (ს.ფ. 17-20).

- სააღსრულებო ფურცელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (ს.ფ. 21).

 

3.1.2. სს „ვ------ ბ---ი ჯ-------ამ“ 2--- წლის 4 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განსაზღვრული შპს „კ--------–ეს“ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე ვალდებულების შესახებ შეტყობინება მიიღო 2--- წლის 9 მარტს.

 

2--- წლის 9 მარტისათვის შპს „კ--------–ეს“ არ ჰქონდა სს „ვ------ ბ---ში“ საბ---ო ანგარიში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააღსრულებო ბ-----ოს 2017 წლის 10 თებერვლის წერილი (ს.ფ. 22).

- 2--- წლის 09 მარტის თბილისის სააღსრულებო ბ-----ოს მიმართვა ბ---ებისადმი (ს.ფ. 23).

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 101).

 

3.1.3. შპს „კ--------–ემ“ საბ---ო ანგარიში სს „ვ------ ბ---ში“ გახსნა 2--- წლის 16 მარტს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 101).

- ამონაწერი შპს „კ--------–ეს“ ანგარიშიდან (ს.ფ. 56-62).

 

3.1.4. 2--- წლის 05 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ქ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „კ--------–ეს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7-----,10 ლარის გადახდა.

 

გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2--- წლის 19 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

2--- წლის 21 დეკემბრის, 2--- წლის 26 დეკემბრისა და 2017 წლის 12 იანვრის წინადადებებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შპს „კ--------–ეს“ მიეცა ვადა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და განემარტა ადრესატს, რომ იგი რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 05 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-29).

- 2--- წლის 19 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30).

- 2--- წლის 21 დეკემბრის წინადადება (ს.ფ. 31-34).

- 2--- წლის 26 დეკემბრის წინადადება (ს.ფ. 35-38).

- 2017 წლის 12 იანვრის წინადადება (ს.ფ. 39-43).

 

3.1.5. შპს „კ--------–ეს“ ანგარიშებზე ინკასოს გავრცელების მოთხოვნით სს „ვ------ ბ---ში“ შეტყობინება მივიდა 2--- წლის დეკემბერსა და 2017 წლის თებერვალში. ამ დროისათვის შპს „კ--------–ეს“ ანგარიშებზე თანხა არ ერიცხებოდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე---------–ი ბ---ის წერილი (ს.ფ.24).

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 101).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების ა--------–---- წესსა და პირობებს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, აღსრულებას ექვემდებარება ამ კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის IV1 ???? განსაზღვრავს მოვალეთა რეესტრის წარმოების წესს. ამავე კანონის მე-191 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის ა--------–---- უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.

 

ამავე კანონის მე-192 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბ---ო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბ---ო დღისა აცნობოს ა--------–---- ე---------– ბ-----ოს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბ---ო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბ---ო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ა--------–---- ე---------– ბ-----ოს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბ---ო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში.

 

ამავე ნორმის მეოთხე ნაწილის თანახმად - ა--------–---- ე---------– ბ-----ოსა და ამ მუხლში მითითებულ დაწესებულებებს შორის მიმოწერა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ასეთი მიმოწერის წესი და პირობები განისაზღვრება ა--------–---- ე---------– ბ-----ოსა და ამ მუხლში მითითებულ დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას ზემოაღნიშნულ ნორმაზე, ვინიადან ზემოაღნიშნული მუხლი საბ---ო დაწესებულებას ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეტყობინებას ა--------–---- ე---------–ი ბ-----ოსათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბ---ო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნის შესახებ და ეკისრება ვალდებულება გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის ა--------–---- უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება, მონაცემების ელექტრონული ბაზა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთაც მიმართაც დაწყებულია ა--------–---- პროცესი, ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, მოყვანილი ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ბ---ს შეტყობინების გავრცელების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრება, როცა პირი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ დაწყებულია ა--------–---- პროცესი ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2--- წლის 4 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ქ--------ს“ 2--- წლის 02 მარტის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიზცენზირებულ ბ---ში ან მათგან ერთ-ერთში და/ან რამდენიმეში შპს „კ--------–ეს“ საბ---ო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 7-----,10 ლარის ფარგლებში.

 

შესაბამისად, 2--- წლის 9 მარტს სს „ვ------ ბ---ს“ სააღსრულებო ფურცელი წარედგინა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „კ--------–ეს“ საბ---ო ანგარიშებზე ყადაღის დადების მოთხოვნით და არა ფულადი ვალდებულების ა--------–---- მოთხოვნით. შპს „კ--------–ემ“ კი ანგარიში სს „ვ------ ბ---ში“ გახსნა 2--- წლის 16 მარტს. ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა 19 დეკემბერს. შპს „კ--------–ეს“ ანგარიშებზე ინკასოს გავრცელების მოთხოვნით სს „ვ------ ბ---ში“ შეტყობინება მივიდა 2--- წლის დეკემბერში.

 

ამდენად, 2--- წლის 16 მარტს შპს „კ--------–ეს“ მიერ გახსნილ ანგარიშზე სს „ვ------ ბ---ს“ ყადაღის გავრცელების არც ვალდებულება და არც უფლებამოსილება არ გააჩნდა ასეთი საკანონმდებლო რეგულაციის არ არსებობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ემუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ № ას-8-----------------------).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო (ბრალეული) ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რა დროსაც ზიანი იქნებოდა მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგი.

 

შპს „ქ--------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელის 2517 ლარით შემცირების გამო, უნდა დაუბრუნდეს 75,51 ლარი, ხოლო დარჩენილი ბაჟი (2368,49 ლარი) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ქ--------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაუბრუნდეს შპს „ქ--------ს“ ი-----–- უ----–---–ის მიერ 14.11.2017 წელს, საგადახდო დავალებით #5 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2444 ლარიდან 75,51 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე