გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/32953-19
გადაწყვეტილება
25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შპს ,,ნ----’’
წარმომადგენელი - ე---–-------–--–---–ი
მოპასუხე - სსიპ ა–-------------------–--–ი
წარმომადგენელი - ა---------–--ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - თ------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სსიპ ა–-------------------–--–ი-ს მოსარჩელე შპს ,,ნ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 95 415 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 14 დეკემბერს და 2016 წლის 11 აგვისტოს შპს ,,ნ----’’-ს და სსიპ მე–-------------------------------------ს შორის გაფორმდა #64---ბ და #64---ბ-1 ხელშეკრულებები ,,ა–-------------------–--–ი’’ სახელმწიფო პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის ბენეფციარის კრედიტის მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ნ----’’-ს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა #53-----------7 და #53-----------4, ხოლო 2016 წლის 02 აგვისტოს #53-----------6 და #53-----------6 საკრედიტო ხელშეკრულებები.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ნ----’’-ს მიერ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად შესრულდა სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ. შპს ,,ნ----’’-ს მიერ ასევე სრულად და დროულად შესრულდა მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი შემდეგი ვალდებულებები: 1. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერადი და მოთუთიებული თუნუქის, სასახურავე მასალების წარმოების პროცესის დაწყება, ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს ერთი წლისა; 2. თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილების და სხვადასხვა აქსესუარების წარმოება/წარმოების დაწყება, ბანკის მიერ პარალელური კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების #64---ბ საფუძველზე, მოპასუხეს უნდა მოეხდინა ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 პროცენტის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო #64---ბ-1 ხელშეკრულების 2.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან მხარეთა შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული #64---ბ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში მოეხდინა დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, ბანკის მიერ დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 პროცენტის ოდენობით არაუმეტეს 120 000 აშშ დოლარის ოდენობით, პროგრამის ბენეფიციარის მხრიდან მხარეთა შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული #64---ბ და 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული #64---ბ-1 ხელშეკრულების გრაფიკებით გათვალისწინებული მინიმალური შესატანის განხორციელების შემდეგ.
გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს ,,ნ----’’-ს არ ჰქონია ვალდებულება მოეხდინა მოპასუხის მიერ შესაბამისი თანხების ჩარიცხვის კონტროლი, მოპასუხე ინფორმაციას იღებდა სს ,,ს----------–--------ი’’-დან და იგი ვალდებული იყო 29 თვის განმავლობაში უზრუნველეყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ვინაიდან მოპასუხის მიერ დარღვეულია აღნიშნული ვალდებულება, მას გეგზავნა წერილობითი შეტყობინება ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ მიუხედავად მის მიერ დავალიანების ფაქტის არსებობის აღიარებისა, უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დროისათვის გასული იყო კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 29 თვე. მოპასუხემ უარყოფითი პასუხის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,ა–-------------------–--–ი’’ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365-ე დადგენილების მე-6 მუხლი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია #64---ბ და #64---ბ-1 ხელშეკრულებებით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვადები და მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, მას არ განუხორციელებია ბანკისთვის გადახდილი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების თანხის პროპორციული - ჯამში 95 415 აშშ დოლარის ჩარიცხვა, რაც არ შეესაბამება პროექტის - ,,ა–-------------------–--–ი’’-ს მიზანს და მოსარჩელეს, როგორც პროექტის ბენეფიციარს, უკარგავს მისაღების სარგებლის გამოყენების შესაძლებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია შპს ,,ნ----’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ არც წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 04 აპრილს საქართველოს მთავრობის #176 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება სსიპ მე–------------------------------------ს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის #173 დადგენილებაში, რის შედეგადაც სსიპ მე–------------------------------------ს გადაერქვა სახელი და გახდა სსიპ აწ-------------------–-- - ში. მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მასსა და მოსარჩელეს შორის ხელშეკრულებების დადების, ასევე მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების და მოთხოვნილი დავალიანების ოდენობის არსებობის თაობაზე. ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არც სახელმწიფო პროგრამის - ,,ა–-------------------–--–ი’’ და არც მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში არ ჰქონია დაკისრებული ვალდებულება, რომ სააგენტოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული შესაბამისი გადახდების შესახებ.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომერციულ ბანკს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამისი მინიმალური შესატანის განხორციელებისთანავე, ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვა, ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით. მოპასუხის მითითებით, ამდენად, მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას გადახდის ვალდებულება ჰქონდა მიუხედავად იმისა მიიღებდა თუ არა კომერციული ბანკისგან გადახდების შესახებ ინფორმაციას. სააგენტო თანადაფინანსების თანხას ახორციელებდა/ახორციელებს მხოლოდ ბანკისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. მას არ შეეძლო და ვერ განახორციელებდა შპს ,,ნ----’’-ს კრედიტის დაფინანსების თანხის გადახდას, კომერციული ბანკისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღების გარეშე. სააგენტო დროულად ვერ იღებდა ან საერთოდ ვერ იღებდა ბანკისგან შესაბამის ინფორმაციას რის გამოც დროულად ვერ ახორციელებდა თანადაფინანსებას. მართალია, მან მიიღო წერილი მოსარჩელისგან, ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 29 თვე ანუ პერიოდი, როდესაც სააგენტოს უფლება ჰქონდა გადაეხადა კონკრეტული ბენეფიციარის თანადაფინანსების თანხა, გასული იყო. შპს ,,ნ----’’-მ ,,ა–-------------------–--–ი’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომერციული ბანკისგან პირველი ტრანში მიიღო 2015 წლის 21 დეკემბერს. შესაბამისად, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ სააგენტოს კომერციული ბანკისგან შპს ,,ნ----’’-ს მიერ განხორციელებული გადახდის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, საფუძველს არის მოკლებული იმის მტკიცება, რომ მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვალდებულება.
2.2. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მოპასუხის მხარეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს პოზიცია სარჩელთან მიმართებით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიო მე–------------------------------------ს, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროსა და ბანკს შორის 2015 წლის 15 იანვარს გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო პროგრამა ,,ა–-------------------–--–ი’’ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის კრედიტის მიმართულების ფარგლებში მეწარმე სუბიექტების კრედიტის თანადაფინანსებაზე/უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის შესახებ. სწორედ ჩარჩო შეთანხმებაზე მითითებით ადგენს მოპასუხე, რომ მასსა და შპს ,,ნ----’’-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა დარეგულირდეს იმ შეთანხმების პირობებით, რომელზე ინფორმაციას მოსარჩელეს საერთოდ ა ჰქონია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ შეიცავს არანაირ მითითებას, რომ არსებობს ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდება როგორც შპს ,,ნ----’’-ს და აწ-------------------–--ს, ისე ბანკს და შპს ,,ნ----’’-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობაც კი იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით გაფორმებული ხელშეკრულებები ყოველგვარი მითითების გარეშე დაექვემდებაროს დამოუკიდებელი შეთანხმების პირობებს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულების მხარე - შპს ,,ნ----’’ საერთოდ არ არის არათუ ხელშეკრულების მხარე, არამედ ინფორმირებულიც კი ჩარჩო შეთანხმების თაობაზე. სს ,,ს----------–--------ი’’-მა, ისევე როგორც შპს ,,ნ----’’-მ ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, ბანკი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში არ იყო ვალდებული მიეწოდებინა ინფორმაცია აწ-------------------–--სათვის.
მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ გარიგება წარმოადგენს მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ გარიგებას. თუმცა იგი ცალსახად ზიანის მომტანია მესამე პირისათვის, საქართველოს კანონმდებლობა კი ითვალისწინებს მესამე პირის საზიანოდ დადებული გარიგების აკრძალვას. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სსიპ აწ-------------------–--ს ჰქონდა ინფორმაცია შპს ,,ნ----’’-ს მიერ ვალდებულების შესრულებაზე. გარდა ამისა, თუ მოპასუხემ განახორციელა კეთილსინდისიერად დაკისრებული ვალდებულება და მოახდინა სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი და მიიჩნია, რომ შპს ,,ნ----’’-მ კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება, ნაკლებ სავარაუდოა როგორ არ ფლობდა მოპასუხე იმ ინფორმაციას, რომ არსებობდა თანხის ჩარიცხვის ვალდებულება.
მოპასუხის პოზიციის გაზიარებით და 29 თვიანი ვადის შემზღუდველად მიჩნევის შემთხვევაში გამოდის, რომ შპს ,,ნ----’’-ს მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე თანხის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს წარმოადგენს მხოლოდ იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც იგი უფლებამოსილია, საკუთარი სურვილით ჩაურიცხოს თანხა ბენეფიციარს. მოპასუხის მიერ 29 თვიან პერიოდზე მითითება გულისხმობს, რომ მოპასუხეს 29 თვის განმავლობაში შეეძლო აენაზღაურებინა შესაბამისი თანხა და თუ ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულება ვადაში არ ხდება, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა შეუძლია დაიკმაყოფილოს სასამართლოსთვის მომართვის გზით, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ სადავოდ არაა გამხდარი დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 დეკემბერს და შპს ,,ნ----’’-ს და სსიპ მე–-------------------------------------ს შორის გაფორმდა #64---ბ ხელშეკრულება ,,ა–-------------------–--–ი’’ სახელმწიფო პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის ბენეფციარის კრედიტის მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე, რომლის თანახმადაც, სს ,,ს----------–--------ი’’-ს 2015 წლის 07 დეკემბრის კრედიტის დამტკიცების თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა პროგრამის ბენეფიციარის - შპს ,,ნ----’’-ს თანადაფინანსების ვალდებულება.
ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ მე–------------------------------------მ იკისრა ვალდებულება ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 პროცენტის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, პროგრამის ბენეფიციარის მხრიდან გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის განხორციელების შემდეგ.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, პროგრამის ბენეფიციარმა - შპს ,,ნ----’’-მ იკისრა ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერადი და მოთუთიებული თუნუქის, სასახურავე მასალების წარმოების დაწყების ვალდებულება და წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და კრედიტის ხარჯვა შემდეგი მიზნობრიობით: ა) წარმოებისთვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად - 1 000 000 აშშ დოლარის მართვა ბ)საბრუნავი საშუალებების შესაძენად 250 000 აშშ დოლარის მართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.21-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 11 აგვისტოს და შპს ,,ნ----’’-ს და სსიპ მე–-------------------------------------ს შორის გაფორმდა #64---ბ-1 ხელშეკრულება ,,ა–-------------------–--–ი’’ სახელმწიფო პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარის კრედიტის მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე, რომლის თანახმადაც, სს ,,ს----------–--------ი’’-ს 2016 წლის 10 აგვისტოს პარალელური კრედიტის დამტკიცების თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა პროგრამის ბენეფიციარის - შპს ,,ნ----’’-ს თანადაფინანსების ვალდებულება.
ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, სააგენტომ აიღო ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის გაცემულ პარალელურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსების ვალდებულება ამ ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან მხარეებს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს #64---ბ ხელშეკრულების 2.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.1.2 ქვეპუნქტის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან მხარეთა შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული #64---ბ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში მოეხდინა დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, ბანკის მიერ დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 პროცენტის ოდენობით არაუმეტეს 120 000 აშშ დოლარის ოდენობით, პროგრამის ბენეფიციარის მხრიდან მხარეთა შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების #64---ბ და ამ ხელშეკრულების გრაფიკებით გათვალისწინებული მინიმალური შესატანის განხორციელების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.26-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების #64---ბ
საფუძველზე, შპს ,,ნ----’’-ს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #53-----------7, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეზე 60 თვის ვადით გაიცა სესხი 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, ამავე თარიღში მათ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #53-----------4, რომლის საფუძველზეც 60 თვის ვადით მოსარჩელეზე გაიცა სესხი 250 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულებები (ს.ფ.28-29; 33-34);
- დანართი 1 (ს.ფ.30; 35);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ.31-32; 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების #64---ბ-1 საფუძველზე 2016 წლის 02 აგვისტოს შპს ,,ნ----’’-ს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #53-----------6, რომლის თანახმადაც მოსარჩელეზე გაიცა სესხი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით 12/7/2021 წლამდე.
ამავე თარიღში შპს ,,ნ----’’-ს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #53-----------6, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეზე გაიცა სესხი 600 000 აშშ დოლარის ოდენობით 12/7/2021 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულებები (ს.ფ.37-38; 44-45);
- დანართი 1 (ს.ფ.39; 46);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ.40-43; 47-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. შპს ,,ნ----’’-ს მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ შესრულებულია, როგორც 2015 წლის 18 დეკემბერის საკრედიტო ხელშეკრულებებით #53-----------7 და #53-----------4, ასევე 2016 წლის 02 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებებით #53-----------6 და #53-----------6 ნაკისრი ვალდებულებები სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მომართვა (ს.ფ.51);
- სესხის დაფარვები (ს.ფ. 52-55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. ,,ა–-------------------–--–ი’’- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,ნ----’’-ს მიერ შესრულებულია მასსა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 14 დეკემბერის #64---ბ ხელშეკრულებით და 2016 წლის 11 აგვისტოს #64---ბ-1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2017 წლის 04 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად სსიპ მე–------------------------------------ს გადაერქვა სახელი და მას შემდეგ იგი ფუნქციონირებს როგორც - სსიპ აწ-------------------–---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ს.ფ.109);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8 ,,ა–-------------------–--–ი’’- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხარეებს შორის 2015 წლის 14 დეკემბერის ხელშეკრულებიდან #64---ბ და 2016 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებიდან #64---ბ-1 გამომდინარე თანადაფინანსების ფარგლებში მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელი დავალიანების ოდენობა შეადგენს 95 415 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მომართვები (ს.ფ.57-62);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. 2018 წლის 15 ივნისის მიმართვის #15/06/18-01 საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის - 95 415 აშშ დოლარის ჩარიცხვა.
2018 წლის 05 სექტემბრის მიმართვის თანახმად, მოპასუხემ უარი განაცხადა თანადაფინანსების თანხის გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დროისთვის კომერციული ბანკის მიერ კრედიტის/პირველი ტრანშის გაცემიდან 29 თვე, რომლის განმავლობაშიც სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა პროგრამის ბენეფიციარის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, უკვე გასული იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ.63-73);
- მიმართვა (ს.ფ.74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ----’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 52-ე, 115-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეებს, შორის ,,ა–-------------------–--–ი’’- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 14 დეკემბერს და 2016 წლის 11 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულებები #64---ბ და #64---ბ-1. ამასთანავე, უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა მოსარჩელის მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-სგან საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხების თანადაფინანსების ვალდებულება. სადავო არაა ასევე მოსარჩელის მიერ როგორც მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ასევე მის მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-ს წინაშე არსებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე განხორციელებული შედავების ფარგლებში არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მის მიერ თანადაფინანსების ფარგლებში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 95 415 აშშ დოლარს.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ბანკისგან არ მიუღია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინფორმაცია გადასახდელი თანხის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე კი იგი მოკლებული იყო, თანადაფინანსების საფუძველზე თანხის გადახდის შესაძლებლობას, ვინაიდან გასული იყო პირველი ტრანშის გაცემიდან - 2015 წლის 21 დეკემბრიდან - 29 თვე, ანუ პერიოდი, როდესაც სააგენტოს უფლება ჰქონდა გადაეხადა კონკრეტული ბენეფიციარის თანადაფინანსების თანხა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც სსიპ მე–------------------------------------მ იკისრა ვალდებულება ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 პროცენტის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, პროგრამის ბენეფიციარის მხრიდან გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის განხორციელების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ადგენს სადავოობისას დავის გადასაწყვეტად ნების გამოვლენის გონივრული განსჯის სტანდარტს. ამასთან, განმარტების მიზანი არ არის არა ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულების მითითებული ნორმის განმარტებისას სასამართლო იზიარებს როგორც მოსარჩელის, ასევე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის შეფასებას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ გულისხმობს მოპასუხის მიერ პირველი ტრანშის განხორციელებიდან 29 თვის გასვლის შემდეგ გადახდის ვალდებულების გაქარწყლებას. ხელშეკრულებით დადგენილია ვადა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს შეეძლო ნებაყოფლობით განეხორციელებინა თანადაფინანსების ფარგლებში თანხის გადახდა ვადის გასვლა კი არ გულისხმობს მისი ავტომატურად ვალდებულებისგან გათავისუფლების ფაქტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო პროგრამა ,,ა–-------------------–--–ი’’ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის კრედიტის მიმართულების ფარგლებში მეწარმე სუბიექტის კრედიტის თანადაფინანსების უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე სსიპ აწ-------------------–---ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის 2015 წლის 15 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაზე (ს.ფ.181-222) და მის 3.1.1, 3.1.2 და 3.2.1 პუნქტებზე, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულია ანალოგიური ვალდებულება მოპასუხის მიერ პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში თანადაფინანსების თანხის გადახდის თაობაზე. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის პოზიციის გაზიარების და იმ გარემოების დადგენის შემთხვევაშიც კი რომ მას ბანკისგან უნდა მიეღო გადახდებზე ინფორმაცია და აღნიშნული არ მიუღია, მოპასუხეს და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულება ვერ იქნება შემზღუდველი მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისათვის. უშუალოდ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება კი გულისხმობს მოპასუხის ვალდებულებას თანადაფინანსების თაობაზე, რაც მის მიერ უდავოდ არ განხორციელებულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული კთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. გასათვალსიწინებელია, რომ რომ უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას.
აღნიშნულზე მითითებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის ხასიათზე - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოშობილ ურთიერთობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის მხრიდან თანადაფინანსების ვალდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნული ვალდებულების და მოსარჩელისთვის თანადაფინანსების ფარგლებში ჩასარიცხი თანხის პროპორციული ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ცხადია, ბენეფიციარს - მოსარჩელეს უკარგავს პროექტის ფარგლებში მისაღები სარგებლის გამოყენების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალში განმტკიცებულ კეთილსინდისიერად ქცევის პრინციპს.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ნ----’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5 000 ლარი (ს.ფ. 79). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ნ----’’-ს სარჩელი სსიპ ა–-------------------–--–ი-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე სსიპ ა–-------------------–--–ი-ს მოსარჩელე შპს ,,ნ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 95 415 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოპასუხე სსიპ ა–-------------------–--–ი-ს მოსარჩელე შპს ,,ნ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია