განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
010100118002491575
დავის ტიპი
381 1
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002491575

საქმე N 1-532/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19.02.2019 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ბა-------------–--ე

მამის სახელი: ას-–---

დაბადებული: 2--09.1993 წელი

პირადი ნომერი: 6---------2

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

მისამართზე: ქ. ბათუმი, შ. ხი-–--–---–------------------.

 

ადვოკატი - გვ--–-------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075110218003

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის ძალაში შესული განაჩენებით ბა-------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ‘’ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განაჩენები შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც ცნობილი იყო ბა-------------–--ისთვის, 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------------–-----------ს ქუჩების კვეთაში, ბა-------------–--ე მართავდა „ა-----ს“ ფირმის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით: X------, რა დროსაც შეჩერებულ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ და მხილებულ იქნა დანაშაულის ჩადენაში.

 

1.2. 2018 წლის11 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, ი.ჭა--------------–-----------ს ქუჩების კვეთაში, ბა-------------–--ე მართავდა „ა-----ს’’ ფირმის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით: X------, რომელიც შეჩერებულ იქნა საქართველოს შსს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რა დროსაც ბა-------------–--ემ პატრულ-ინსპექტორს წარუდგინა მის მიერ გამოყენების მიზნით შენახული თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის სერიითა და ნომრით: 7----------- ყალბი მართვის მოწმობა.

 

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის ძალაში შესული განაჩენებით ბა-------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ „ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განაჩენები შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც ცნობილი იყო ბა-------------–--ისათვის, 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, ი. ჭა------------------ს ქუჩების კვეთაში, ბა-------------–--ე მართავდა „პ----–-ს“ ფირმის ავტომანქანას (რუსული სახელმწიფო სანომრე ნიშნით: E-----), რა დროსაც ის შეჩერებულ იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ და მიღებულ იქნა დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა

გამოყენების მიზნით და გამოყენება

 

2.1. საქმის განხილვისას მოწმეებმა ჯუ----------------ემ და მი---------------ემ განაცხადეს, რომ მუშაობენ აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურში პატრულ ინსპექტორის თნამდებობაზე 2018 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდნენ ცვლაში ; დაახლოებით 23:00 საათზე ბათუმში ჭა-------სა და ას------ის ქუჩების კვეთაში მათ მიერ შეჩერებული იქნა ა-----ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით X------ ; ავტომანქანას მართავდა ბა-------------–--ე; მძღოლი შეამოწმეს ალკოტესტით, იყო ფხიზელი; ბა-------------–--ემ მათ წარუდგინა რუსეთის ფედერაციაში მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა; საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა რომ ბა-------------–--ეს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე „ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვა; ამასთანავე მართვის მოწმობის ნამდვილობაში შეიტანეს ეჭვი; ვინაიდან ბა-------------–--ის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, ფაქტის შესახებ აცნობეს სამორიგეო ნაწილს; ბა-------------–--ეს ჩამოერთვა ავტომობილი და გადაყვანილი იქნა საჯარიმო სადგომზე, ხოლო თავად ბა--------------–-ძე მოწმის სახით გამოკითხვის მიძნით გაყვა სამმართველოში (იხ სხდომის ოქმი)

 

2.2 მოწმის სახით დაკითხვისას მა--------------–--ლმა განაცხადა, რომ ის აწარმოებდა მოცემულ საქმეზე გამოძიებას; ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობას და კანონიერებას; მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გაცხადებულა (იხ სხდომის ოქმი)

 

2.3. მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე შეთანხმდნენ, ორივე მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( იხ.არსებითი განხილვის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის ძალაში შესული განაჩენებით ბა-------------–--ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება, განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;

 

2.6. ბა-------------–--ისთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის ძალაში შესული განაჩენების საფუძველზე სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება ბა-------------–--ე ჩამოერთვა 03 (სამი) წლით; ბა-------------–--ე ავტომანქანას მართავდა 2018 წლის 11 თებერვალს და 2018 წლის 11 მარტს, ამ დროისათვის მას სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა;

 

2.7. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით Nდ-----, 19.02.18 დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, ბა-------------–--ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით 7----------- დამზადებულია არა სტამბური წესით არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. მასში რაიმე სახის ცვლილებები შეტანილი არ არის. (იხ. ს/ფ 55-58);

 

2.8. 2018 წლის 11 თებერვალს ბა-------------–--ე მოძრაობდა რა ავტომანქანით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეჩერებისას გამოიყენა და წარუდგინა მის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა.

 

2.7. ამდენად, გამოკვლეული და ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენი, ჯუ----------------ის, მი---------------ის, ლე-------------ის და ბა-------------–--ის გამოკითხვის ოქმები, N77-------6 მართვის მოწმობა და მისი დათვალიერების ოქმი, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის Nდ----- დასკვნა, დადგენილება სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ, ასევე საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ ბა-------------–--ემ 2018 წლის 11 თებერვალს და 2018 წლის 11 მარტს ავტომანქანის მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენი შეუსრულებლობა (ორი ეპოზიდი); ასევე, 2018 წლის 11 თებერვალს, აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ყალბი მართვის მოწმობის წარდგენით ჩაიდინა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა-------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, - იყო რა მსჯავრდებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის ძალაში შესული განაჩენებით და ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო ს-–----–ების მართვის უფლება 03 (სამი) წლით, - 2018 წლის 11 თებერვალს, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------------–-----------ს ქუჩების კვეთაში, „ა-----ს“ ფირმის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით: X------ მართავით, ასევე, 2018 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, ი. ჭა------------------ს ქუჩების კვეთაში, „პ----–-ს“ ფირმის ავტომანქანა, რუსული სახელმწიფო სანომრე ნიშნით: E----- კვლავ მართვით, ასევე, 2018 წლის11 თებერვალს, ქ. ბათუმში, ი.ჭა--------------–-----------ს ქუჩების კვეთაში, აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ყალბი მართვის მოწმობის წარდგენით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბა-------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორიო ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებში.

 

სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს ის გარემოება , რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ბა-------------–--ის მიმართ ამჟამად დასაბუთებული ვარა-----თ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებისათვის მოქმედებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით და ის ამჟამად იმყოფება თავისუფლების შეზღუდვის ადგილზე;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბა-------------–--ეს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ჯარიმის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი:

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბა-------------–--ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, სერიითა და ნომრით 7-----------, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბა-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული ბა-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული ბა-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელემა შთანთქოს მეორე ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბა-------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ბა-------------–--ის მიმართ 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - დუ--------------–-ძეს (პ/ნ 6---------9) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (შემოსავლის ორდერი N54/70835, დასტურის №ა 0-----).

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბა-------------–--ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, სერიითა და ნომრით 7-----------, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე