გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002549860
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21640-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ნ--------------–---–ი

მოპასუხეები - ს---–-------------–---–ი, დ-------------–---–ი, რ---------------–---–--–--–ი

წარმომადგენელი - რ-------------ე

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ნ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ--------–---------------------- მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:0---------------) რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.

 

(მტკიცებულება: 18.07.2018 წლის სარჩელი, 28.02.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს, მოპასუხეების წარმომადგენელმა რ-------------ემ 2019 წლის 28 თებერვლის სასამართლო მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, იპოთეკარებს სრულად არ მიუღიათ თანხა, მსესხებელი შპს „-----–-- დღემდე ახორციელებს თანხის გადახდას.

 

(მტკიცებულება: 14.08.2018 წლის სარჩელი, 28.02.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2009 წლის 24 დეკემბერს ს---–-------------–---–ს, დ-------------–---–ს, რ---------------–---–--–---–სა და შპს „-----–ს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა შპს „-----–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ--------–---------------------- მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 24.12.2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- 30.12.2009 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე (განკარგულება #1---------------) მოსარჩელე ნ--------------–---–მა შეიძინა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ--------–---------------------- მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 27.06.2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. მოსარჩელის კუთვნილი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩა #34-ში დღემდე დატვირთულია იპოთეკით. იპოთეკის რეგისტრაციის საფუძველი კი 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.12.2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- 27.06.2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაცემულ იქნა სამი თვის ვადით, 2010 წლის 24 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2013 წლის 24 მარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოპასუხეს მოსამაზდებელ ეტაპზე არ მიუთითებია ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძვლებზე, მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა ზეპირად რომ მოვალე პერიოდულად იხდიდა ვალს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინო ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ ყოფილა გაცხადებული.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეებს შორის გაგრძელდა ხელშეკრულებო ურთიერთობა ანდა მოხდა ხანდაზმულობის ვადის შეყვეტა და შესაბამისად მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.12.2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- 30.12.2009 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 27.06.2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე, 145-ე, 153-ე, 286-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროლულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის შესაგებელები ფულად ვალდებულებათა გაქვითვის და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს წაუყენოს პრეტენზია მოპასუხეებს როგორც კრედიტორებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემული ნორმების შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს ვალდებულ პირს უარი თქვას შესრულებაზე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, იგი მიეკუთვნება სანივთო უზრუნველყოფის საშუალებას და მისი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გარანტირებულს ხდის ვალდებულების შესრულებას მოვალის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში. იპოთეკის არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. ამავე დროს იპოთეკა არის ერთგვარი საშუალება, რომელიც თავისი ბუნებით უზრუნველყოფილი ვალდებულების იძულების წესით აღსრულებას უზრუნველყოფს. იძულების წესით აღსრულების მიზნით კი ხდება ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, ან მისი რეალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლიდან გამომდინარე კი იპოთეკაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით იმ მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომლის შესრულების უზრუნველყოფასაც წარმოადგენს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 დეკემბერს ს---–-------------–---–ს, დ-------------–---–ს, რ---------------–---–--–---–სა და შპს "-----–ს"-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა შპს „-----–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გ--------–---------------------- მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------). შესაბამისად, იპოთეკაზე გავრცელდა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს სამ წელს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაცემულ იქნა სამი თვის ვადით, 2010 წლის 24 მარტის ჩათვლით.

 

ს---–-------------–---–ს, დ-------------–---–სა და რ---------------–---–--–---–ს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მათი სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ თანხის დაკისრების მოთხოვნა წამოეყენებინათ - 2010 წლის 24 მარტიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა მოთხოვნაზე უნდა დაიწყოს 2010 წლის 24 მარტიდან, როცა ს---–-------------–---–სათვის, დ-------------–---–სათვის და რ---------------–---–--–---–სათვის ცნობილი გახდა მათი უფლების დარღვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოთხოვნის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2013 წლის 24 მარტს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეებმა გააგრძელეს ხელშეკრულება, ან გადახდით მოხდა ვალდებულების შეწყვეტა. მოპასუხემ შესაგებლით წარმოადგინა არაარსებითი შედავება, კერძოდ მიუთითა, რომ სარჩელს არ ცნობდა, სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლმა მიუთითა ახალი გარემოება, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაგრძელდა და შპს "-----–ი" დღემდე იხდის დავალიანებას, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია.

 

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ--------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკამ და მასთან დაკავშირებულმა რეგისტრაციამ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაკარგა თავისი დანიშნულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--------------–---–ის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ს---–-------------–---–ის, დ-------------–---–ის და რ---------------–---–--–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ნ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ თბილისში, გ--------–---------------------- მიწის ნაკვეთი მდებარე უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკა. მიწის (უძრავ ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------.

3. მოპასუხეებს ს---–-------------–---–ს, დ-------------–---–ს და რ---------------–---–--–---–ს მოსარჩელის ნ--------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება.

4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე