გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/9648 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - გი-----ი კა---ე
წარმომადგენელი - ცი------------ი
მოპასუხე - მა----ი ბი---–-–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი - მა----მ ლი--------–---ი
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. განესაზღვროს გი-----ი კა---ეს არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 2------------–ს დაბადებული ლუ-- კა---ესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შემდეგნაირად: ყოველი კვირის სამშაბათი დღე 11:00 საათიდან 21:00 საათამდე, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 11:00 საათიდან 21:00 საათამდე და ყოველი კვირის პარასკევი დღე 11:00 საათიდან შაბათის საღამოს 21:00 საათამდე მამასთან წაყვანისა და უ--ნ დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ასევე ზაფხულის პერიოდში 01 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით და ზამთარში 05 იანვრიდან 15:00 იანვრამდე მამასთან წაყვანისა და უ--ნ, დედასთან მა----ი ბი---–-–---–თან დაბრუნების ვალდებულებით.
1.2. განესაზღვროს გი-----ი კა---ეს არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 2------------–ს დაბადებული ლუ-- კა---ესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი წლის 2------------–ს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წაყვანის უფლებით და ასევე, ყოველი წლის 01 იანვარს 12:00 საათიდან 21:00 საათამდე წაყვანის უფლებით და უ--ნ, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
გი-----ი კა---ეს და მა----ი ბი---–-–---–ს ქორწინების პერიოდში, 2--- წლის 2------------–ს შეეძინათ შვილი ლუ-- კა---ე. მხარეებს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე ცხოვრობს დედასთან, მა----ი ბი---–-–---–თან. მოპასუხე მხარე არ აძლევს მამას უფლებას ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. გი-----ი კა---ის მიერ ბავშვის მონახულების დროს, მოპასუხე ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას და ხელს უშლის მამას ბავშვთან ურთიერთობაში. მოსარჩელე არის ყურადღებიანი და მზრუნველი მამა, იგი აქტიურად არის ჩართული არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის აღზრდაში. მოპასუხე მა----ი ბი---–-–---–ი ყველა საშუალებით ცდილობს მამას არ ჰქონდეს არასრულწლოვანთან ურთიერთობა, რისთვისაც განზრახ ქმნის ხელისშემშლელ გარემოებებს. არასრულწლოვან ლუ-- კა---ეს აქვს უფლება მშობელ მამასთან ჰქონდეს ურთიერთობა და მამის აქტიური ჩართულობით, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, აღიზარდოს საზოგადოების ღირსეულ წევრად. მხარეთა შეუთანხმებლობის გამო, აუცილებელია, სასამართლომ განსაზღვროს მამის ურთიერთობის წესი არასრულწლოვან ლუ-- კა---ესთან. შვილის მიმართ როგორც დედას ასევე მამას გააჩნია კანონით განსაზღვრული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი მოვალეობები. არც ერთ მშობელს არა აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს შვილის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მოითხოვს ჰქონდეს უფლება არასრულწლოვანი შვილი შეუზღუდავად მოინახულოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი, სკოლა), სამედიცინო დაწესებულებებში და ნებისმიერ დაწესებულებაში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მა----ი ბი---–-–---–ი არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვან ლუ-- კა---ეს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, გი-----ი კა---ესთან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა მოპასუხე არ ეთანხმება არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, მის ღამით მამასთან დარჩენას. მოპასუხის მოსაზრებით, მამა სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს თავის შვილს, თუკი ბავშვი ხანგრძლივი პერიოდით, ღამით დარჩება მასთან. გი-----ი კა---ეს არ აქვს გამომუშავებული ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევები, არ იცავს ბავშვის კვებისა და ძილის რეჟიმს. იგი ცხოვრობს მარტო. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არ არის დაცული უსაფრთხოების ის ნორმები, რაც აუცილებელია არასრულწლოვანის ნორმალურ პირობებში ყოფნისათვის. მოსარჩელე გი-----ი კა---ეს უფლებებთან ერთად აქვს ვალდებულებები შვილის მიმართ და იგი მშობლის მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს, არ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მოსარჩელე გი-----ი კა---ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას აქვს დიაბეტი და ამ მხრივაც, არ არის მიზანშეწონილი არასრულწლოვანი მასთან დარჩეს ღამით. არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე თავისი ასაკისა და გონებრივი სიმწიფის შესაბამისად, არ არის მზად ღამით მამასთან იმყოფებოდეს მარტო. რაც შეეხება დღის საათებში არასრულწლოვანთან ურთიერთობას, მოპასუხე თანახმაა მამას, გი-----ი კა---ეს შეუზღუდავად ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა დღის განმავლობაში.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემო-პირობები დამაკმაყოფილებელია და უსაფრთხოა ბავშვისთვის, მიზანშეწონილია ორივე მშობელი თანაბრად ჩაერთოს ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარების პროცესში. სოციალური სამსახურის მიერ მამის საცხოვრებელ ადგილას არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანი ლუ-- კა---ისათვის. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ასევე არ გამოიკვეთა რაიმე საზიანო ბავშვისათვის მამასთან ღამით დარჩენის შემთხვევაში. უფრო მეტიც, ფსიქოლოგის მოსაზრებით, ღამით მამასთან გატარებული დრო ხელს შეუწყობს მამა-შვილის დაახლოვებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას გი-----ი კა---ის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, მათ შორის ღამით დარჩენისა და არდადეგების დროს ბავშვის წაყვანის ნაწილშიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გი-----ი კა---ე და მა----ი ბი---–-–---–ი იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი: 2--- წლის 2------------–ს დაბადებული ლუ-- კა---ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.2. მხარეებს, გი-----ი კა---ესა და მა----ი ბი---–-–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე ცხოვრობს დედასთან, მა----ი ბი---–-–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი შედგა როგორც მოსარჩელე გი-----ი კა---ესთან მისამართზე ქ. თბილისი, თე------------–--------------------------------------, ასევე, მოპასუხე მა----ი ბი---–-–---–თან საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, გლ-----------------------------------------. როგორც მხარეები განმარტავენ, მათი საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო. ორივე მხარეს აქვს კეთილმოწყობილი, სუფთა ბინა, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. გი-----ი კა---ე დასაქმებულია დაცვის სამსახურში, სადაც ყოველთვიური შემოსავალი აქვს 370 ლარი, ხოლო მა----ი ბი---–-–---–ი ინგლისური ენის პედაგოგია და მისი შემოსავალი 500 ლა----. არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე ჯანმრთელო ბავშვია, არ აქვს ჩივილები ჯანმრთელობისა და განვითარების კუთხით, აღრიცხვაზე იმყოფება გლ----------------–---–-----–------–--------------------------------–------–--–-------------–--------. მოსარჩელე მხარეს სურვილი აქვს ბავშვი ღამის განმავლობაში დარჩეს მასთან, რაზეც მა----ი ბი---–-–---–ი წინააღმდეგია და მიზეზად გი-----ის მარტო ცხოვრებას ასახელებს, თვლის რომ ღამის მანძილზე მამა მარტო ვერ შეძლებს შვილის მოვლას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2--- წლის 2-------- დასკვნა N1---- (ს.ფ. 33);
3.1.4. მოსარჩელე გი-----ი კა---ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,შაქრიანი დიაბეტი ტ.2 – E11б ჰიპოთირეოზი - E03“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,N--------–---–------“ მიერ 24.09.2--- წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 79);
3.1.5. არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვია. სამედიცინო ანამნეზით, არასრულწლოვანს 1.5 წლის ასაკში ჰქონდა ფებრილური გულყრა, ჩაუტარდა მკურნალობა. ამჟამად ჩივილები არ აქვს, გულყრა არ განმეორებულა. მეტყველება ზომიერად ჩამორჩება ასაკს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,სა-----–---------–--------3“ მიერ 14.09.2--- წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 80);
3.1.6. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე გი-----ი კა---ეს აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ლუ-- კა---ესთან, თუმცა არა ღამით მამასთან დარჩენით. მოპასუხე მხარე წინააღმდეგია არასრულწლოვანი ღამე დარჩეს გი-----ი კა---ესთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილია ,,გა---------------------–--------------–-----–------ის“ მიერ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2--- წლის დეკემბრის თვისა და 2019 წლის იანვრის თვეში ფსიქოლოგის მიერ განხორციელდა შეფასება არარულწლოვან ლუ-- კა---ესთან მიმართებით. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო: მიზანშეწონილია თუ არა არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის ღამით დარჩენა მამასთან, გი-----ი კა---ესთან. ბავშვის დედა, მა---- ბი---–-–---–ი არ ეწინააღმდეგება ბავშვის ღამით მამასთან დარჩენას იმ შემთხვევაში, თუ ექნება გარანტია, რომ გი-----ი კა---ე ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში სათანადოდ იზრუნებს მასზე, თუმცა შეფასების ეტაპისთვის იგი ამტკიცებს, რომ მამასთან ბავშვის ღამე დარჩენით მოხდება ბავშვის გარკვეული უფლბებეის დარღვევა, რადგან მისი მტკიცებით, გი-----ი კა---ე არ ფლობს იმ პიორვნულ თვისებებს და უნარ-ჩვევებს რაც მას ამ მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება. ფსიქოლოგის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა მა----ი ბი---–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ყველა ის ძირითადი არგუმენტი, რომელიც ბავშვის მამასთან დარჩენის წინააღმდეგ აქვს. მა---- ბი---–-–---–ი პირველ რიგში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მართალია გი-----ი კა---ეს არ მიუტოვებია შვილი და სურს გააგრძელოს მასთან ურთიერთობა, მაგრამ იგი არ იღებს საკუთარ თავზე სათანადო პასუხისმგებლობას ბავშვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაზე, მათ შორის ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დღესდღეობით ეძლევა საშუალება ეურთიერთოს შვილს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. მამას არ აქვს სათანადო სიყვარული ბავშვის მიმართ - რეკავს მხოლოდ მაშინ როდესაც უნდა წაიყვანოს ბავშვი. შეფასების პროცესში ფსიქოლოგის მხრიდან განხორციელდა დაკვირვება ბავშვისა და მამის ურთიერთობაზე მამის საცხოვრებელ გარემოში. გი-----ი კა---ე გამოხატავდა სითბოს ბავშვის მიმართ, რაზეც ბავშვი საპასუხოდ რეაგირებდა, ეხუტებოდა და ცდილობდა მასთან ფიზიკურ სიახლოვეს. მამამ გამოხატა ინიციატივა ბავშვის ღამე მასთან დარჩენასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს სურვილი მეტი დრო გაატაროს შვილთან. მოპასუხის მოსაზრებით, დღის განმავლობაში გი-----ი კა---ე ყურადღებას იჩენს ბავშვის მიმართ, თუმცა ფიქრობს, რომ იგი ვერ შესძლებს ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ღამის საათებში. გი-----ი კა---ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მე-6 სართულზე და არ აქვს გისოსები, რაც საფრთხის შემცველია. იმ საძინებელს, სადაც ბავშვი განთავსდება მამასთან დარჩენის შემთხვევაში, აქვს აივანი, რომელიც შეფასების პროცესში იყო ჩაკეტილი და არ ჰქონდა სახელური. როგორც გაირკვა, გი-----ი კა---ემ უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხსნა კარებს სახელური და ინახავს მას კარადის თავზე, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს მისი გაღება. საძინებელს აქვს ასევე ფანჯარა, რომლის საკეტიც გაუქმებულია დ არ იღება. მა---- ბი---–-–---–ის რეკომენდაციაა ასევე ის, რომ გი-----ი კა---ემ უზრუნველყოს ჩამრთველების უსაფრთხოება და ასევე ბავშვისთვის არახელმისაწვდომ ადგილად მოათავსოს დანა-ჩანგალი. მა----ი ბი---–-–---–ის მტკიცებით, ბავშვს აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი და ადვილად ცივდება, რასაც გი-----ი კა---ე არ აქცევს ჯეროვან ყურადღებას. ფსიქოლოგთან ინტერვიუს პროცესში გი-----ი კა---ემ დაადასტურა, რომ ბავშვი ხშირად დაჰყავს სხვადასხვა გასართობ ცენტრში. მამასთან ერთად სხვადასხვა გასართობ ცენტრში ყოფნის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრა ლუ-- კა---ემაც. გი-----ი კა---ემ აღნიშნა, რომ ზამთრის პერიოდში ერიდება ბავშვის იქ ტარებას, რადგან არ სურს ბავშვის გაციება და ამასთან ითვალისწინებს დედის მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მა----ი ბი---–-–---–ის განცხადებით, მამა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ჯანსაღ კვებას. სახლში დაბრუნებული ბავშვი ძირითადად ამბობს, რომ მხოლოდ სასუსნავი და მშრალი საკვები მიირთვა. გარდა ამისა, როგორც მოპასუხე მიუთითებს, გი-----ი კა---ე არც თავად იცავს საკუთარი დიაგნოზიდან (დიაბეტი) გამომდინარე სავალდებულო კვების რეჟიმს, რაც პოტენციურად საფრთხის წინაშე აყენებს მას და შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვზე ზრუნვის პროცესში. აღნიშნულს უარყოფს გი-----ი კა---ე და მიუთითებს, რომ მაქსიმალურად ცდილობს კვების რეჟიმისა და დიეტის დაცვას. ფსიქოლოგის ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში, გი-----ი კა---ის საცხოვრებელ გარემოში იმყოფებოდა ინ----------–---–ი. იგი წარსულში წარმოადგენდა ლუ-- კა---ის ძიძას, ამჟამად კი დაქირავებულია გი-----ი კა---ის მიერ და ეხმარება მას სადილების მომზადებაში. ინ----------–---–მა განაცხადა, რომ ინფორმირებულია გი-----ი კა---ის დაავადების შესახებ და ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას კერძების მომზადების პროცესში. გი-----ი კა---ის დავალებით ბავშვისთვის ხშირად ამზადებს სხვადასხვა კერძებს და ასევე აღნიშნა, რომ გი-----ი კა---ე თავადაც ამზადებს სხვადასხვა სადილს. მა---- ბი---–-–---–ის განცხადებით გი-----ი კა---ე ადეკვატურ სათამაშოებს არ იძენს. ბავშვის გონებრივი განვითარების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია მა----ი ბი---–-–---–ს, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არასწორად დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად, ლუ--ს აღენიშნებოდა გარკვეული ჩამორჩენა გონებრივ განვითარებაში, თუმცა ამჟამად მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშება ბავშვის განვითარებაში. მა---- ბი---–-–---–თან საუბარში ირკვევა,რომ გი-----ი კა---ემ მისი რეკომენდაციით შეიძინა კინეტიკური ქვიშა, რომლითაც ბავშვი თამაშობდა ფსიქოლოგის ვიზიტისას. მამას საცხოვრებელ გარემოში აქვს ბავშვის სხვადასხვა სათამაშოები, რომლითაც ხალისით თამაშობდა ლუ--. დედის განცხადებით, მამის მიერ ბავშვისთვის ხდება ,,ძალადობრივი გადაცემების“ ჩვენება. გი-----ი კა---ის გადმოცემით, საუბა---- ვიდეო-რგოლებზე, სადაც სხვადასხვა სუპერგმირები ფიგურირებენ. მა---- ბი---–-–---–ი ხაზს უსვამს იმ უარყოფით ზეგავლენას, რომელსაც აგრესიის შემცველი ვიდეოები ახდენს ბავშვის ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე. გი-----ი კა---ემ განუცხადა ფსიქოლოგს, რომ დედის რეკომენდაციით, აღარ აყურებინებს მსგავს ვიდეობს არასრულწლოვან ლუ--ს და თავად ბავშვიც აღარ სთხოვს ამის გაკეთებას, რადგან დედისგან აქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ვიდეობის ყურების შემთხვევაში, პოლიცია მოვა და დააკავებს მას. აღსანიშნავია, რომ სუპერგმირების მიმართ ბავშვების ინტერესი და მათი იმიტაცია ფართოდ გავრცელებული მოვლენაა განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და მიეკუთვნება ე.წ. გამოგონილი თამაშების კატეგორიას. ბავშვების ასეთი ინტერესი პირველ რიგში აიხსნება იმით, რომ მათთვის მომხიბვლელია ის ძალა და უნარები, რომელიც სუპერგმირებს გააჩნიათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სუპერგმირები საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში და შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაცია ბავშვს შეიძლება მიეწოდოს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის საბავშვო ბაღში, თანატოლების მხრიდან, ბავშვთა გასართობ ცენტრში. შესაბამისად, მშობლების მცდელობა სრულიად მოარიდონ ბავშვი სუპერგმირების შესახებ ინფორმაციის მიღებას, არარეალისტურია. ამდენად, მშობლებისთვის რეკომენდირებულია ბავშვთან გამოიყენონ ის სტრატეგია, რაც არასრულწლოვანს თავისი ასაკის შესაბამისი ფორმით მიაწოდებს ინფორმაციას. გი-----ი კა---ემ ფსიქოლოგთან საუბრისას ხაზი გაუსვა ასევე იმ გარემოებას, რომ მის სახლში არ აქვს ადგილი ხშირ სტუმრიანობას და იგი მზად არის ბავშვის მასთან ყოფნის პერიოდში მთლიანად მას დაუთმოს დრო. ორივე მხარე ადასტურებს, რომ გი-----ი კა---ეს აქტიურად დაჰყავს ბავშვი სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილას, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ თავად მისი სოციალური ურთიერთობების სიმწირე უარყოფითად აისახოს ბავშვის კეთილდღეობაზე.
ფსიქოლოგის მიერ დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ ლუ-- კა---ე გამოხატავს მამასთან ურთიერთობის სურვილს, მის გარემოცვაში იმყოფება დადებით გუნება-განწყობილებაზე, ავლენს მის მიმართ სითბოს, ეთამაშება და ხალისით უზიარებს შთაბეჭდილებებს. მამასთან ღამე დარჩენა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას და უკვე არსებული ურთიერთობების განმტკიცებას მამასა და შვილს შორის, რასაც, როგორც წესი ვერ უზრუნველყოფს მშობელთან მხოლოდ დღის განმავლობაში არსებული რამდენიმესაათიანი კონტაქტი. ღამე დარჩენის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ იგი ახდენს თავად მამების წახალისებას, ამაღლებს მის თავდაჯერებულობას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში. გი-----ი კახაძე ავლენს მზაობას და აქვს პოტენციალი რომ გაითვალისწინოს დედის რეკომენდაციები და სურვილები ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმ რისკებს, რომელიც მა---- ბი---–-–---–ს აქტუალურად მიაჩნია მამასთან ბავშვის ღამე დარჩენის შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_,,გა---------------------–--------------–-----–------ის“ მიერ გაცემული ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა (ს.ფ. 124-133);
3.2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე გი-----ი კა---ის ოჯახის შეფასებისას არ გამოიკვეთა რაიმე ხელისშემშლელი ან უარყოფითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მამის ბავშვთან ურთიერთობა ან რამე ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანი ლუ-- კა---ის კანონიერ ინტერესებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2--- წლის 2-------- დასკვნა N1---- (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.3. სასამართლო იზიარებს როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, ასევე, ფსიქოლოგის დასკვნებში გადმოცემულ რეკომენდაციებს. სპეციალისტ თა----------–---–-ს განმარტებით, იგი არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის შემთხვევაში საფრთხეს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ღამით დარჩენა უფრო მეტად ხელს შეუწყობს მამა-შვილს შორის ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამ ასაკის ბავშვისათვის მნიშვნელოვანია წინასწარ პროგნოზირებადი გრაფიკის არსებობა, რაც დაკავშირებული იქნება ბიოლოგიურ მამის გარემოცვაში ყოფნასთან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. ვინაიდან ამ ეტაპზე მამას და შვილს შორის ჩამოყალიბებულია ნორმალური მამა-შვილური და ჯანსაღ ურთიერთობა, სასამართლო კომპეტენტური პირების პოზიციებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაპირველ ეტაპზე (პირველი სამი თვის განმავლობაში) მოსარჩელე გი-----ი კა---ეს ბავშვთან ურთიერთობისათვის დრო განესაზღვროს დღის მონაკვეთში, ხოლო სამი თვის შემდგომ, განესაზღვროს მამას ბავშვთან ურთიერთობისათვის წესი ღამით დარჩენის უფლებით. ასევე, ვინაიდან მოპასუხე მხარე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ბავშვის დაბადების დღესა და ახალ წელს ურთიერთობის ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მამას, გი-----ი კა---ეს უნდა დაუდგინდეს მითითებულ პერიოდში ბავშვთან ურთიერთობის დრო. ხოლო ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში მამას არასრულწლოვანი ლუ-- კა---ესთან ურთიერთობისათვის დრო უნდა განესაზღვროს ბავშვის ოთხი წლის ასაკის მიღწევის შემდგომ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2--- წლის 2-------- დასკვნა N1---- (ს.ფ. 33);
- მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები);
- სპეციალისტ თა----------–---–-ს განმარტება (იხ. სხდომის ოქმები);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ გი-----ი კა---ეს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი ა----ნ აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ ლუ-- კა---ე არის გი-----ი კა---ის და მა----ი ბი---–-–---–ის შვილი, რომელიც დაიბადა 2--- წლის 2------------–ს. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე ცხოვრობს დედასთან, მა----ი ბი---–-–---–თან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული ა----ნ ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის ნორმალური განვითარებისათვის მიზანშეწონილია მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე კონვენციის შესაბამისად ,,ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
მოცემულ საქმეზე, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი შედგა როგორც მოსარჩელე გი-----ი კა---ესთან მისამართზე ქ. თბილისი, თე------------–--------------------------------------, ასევე, მოპასუხე მა----ი ბი---–-–---–თან საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, გლ-----------------------------------------. როგორც მხარეები განმარტავენ, მათი საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო. ორივე მხარეს აქვს კეთილმოწყობილი, სუფთა ბინა, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. გი-----ი კა---ე დასაქმებულია დაცვის სამსახურში, სადაც ყოველთვიური შემოსავალი აქვს 370 ლარი, ხოლო მა----ი ბი---–-–---–ი ინგლისური ენის პედაგოგია და მისი შემოსავალი 500 ლა----. არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე ჯანმრთელი ბავშვია, არ აქვს ჩივილები ჯანმრთელობისა და განვითარების კუთხით, აღრიცხვაზე იმყოფება გლ----------------–---–-----–------–--------------------------------–------–--–-------------–--------. მოსარჩელე მხარეს სურვილი აქვს ბავშვი ღამის განმავლობაში დარჩეს მასთან, რაზეც მა----ი ბი---–-–---–ი წინააღმდეგია და მიზეზად გი-----ის მარტო ცხოვრებას ასახელებს, თვლის რომ ღამის მანძილზე მამა მარტო ვერ შეძლებს შვილის მოვლას. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გი-----ი კა---ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,შაქრიანი დიაბეტი ტ.2 – E11б ჰიპოთირეოზი - E03“. ხოლო არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე სამედიცინო ანამნეზით, არასრულწლოვანს 1.5 წლის ასაკში ჰქონდა ფებრილური გულყრა, ჩაუტარდა მკურნალობა. ამჟამად ჩივილები არ აქვს, გულყრა არ განმეორებულა. მეტყველება ზომიერად ჩამორჩება ასაკს. დღეის მდგომარეობით ბავშვის განვითარებაში შეინიშნება მნიშნელოვანი პროგრესი.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრას, რასაც მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ეთანხმება, კერძოდ, მა----ი ბი---–-–---–ი არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვან ლუ-- კა---ეს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, გი-----ი კა---ესთან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა მოპასუხე არ ეთანხმება არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, მის ღამით მამასთან დარჩენას. მოპასუხის მოსაზრებით, მამა სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს თავის შვილს, თუკი ბავშვი ხანგრძლივი პერიოდით, ღამით დარჩება მასთან. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს ჰქონდეს უფლება არასრულწლოვანი შვილი შეუზღუდავად მოინახულოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი, სკოლა), სამედიცინო დაწესებულებებში და ნებისმიერ დაწესებულებაში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ეთანხმება მოპასუხე და ეს უ--ნასკნელი საწინააღმდეგო პოზიციას არ აფიქსირებს.
მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან თანაბარი ურთიერთობა და ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის და მისი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც 2--- წლის დეკემბრის თვისა და 2019 წლის იანვრის თვეში ფსიქოლოგის მიერ განხორციელდა შეფასება არასრულწლოვან ლუ-- კა---ესთან მიმართებით. ფსიქოლოგის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა მა---- ბი---–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ყველა ის ძირითადი არგუმენტი, რომელიც ბავშვის მამასთან დარჩენის წინააღმდეგ აქვს. აღნიშნულის თაობაზე დეტალურადაა საუბარი ფსიქოლოგის მიერ მომზადებულ დასკვნაში (3.2.1). შეფასების პროცესში ფსიქოლოგის მიერ გამოიკვეთა, რომ ლუ-- კა---ე გამოხატავს მამასთან ურთიერთობის სურვილს, მის გარემოცვაში იმყოფება დადებით გუნება-განწყობილებაზე, ავლენს მის მიმართ სითბოს, ეთამაშება და ხალისით უზიარებს შთაბეჭდილებებს. მამასთან ღამე დარჩენა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას და უკვე არსებული ურთიერთობების განმტკიცებას მამასა და შვილს შორის, რასაც, როგორც წესი ვერ უზრუნველყოფს მშობელთან მხოლოდ დღის განმავლობაში არსებული რამდენიმესაათიანი კონტაქტი. ღამე დარჩენის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ იგი ახდენს თავად მამების წახალისებას, ამაღლებს მის თავდაჯერებულობას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში. გი-----ი კა---ე ავლენს მზაობას და აქვს პოტენციალი რომ გაითვალისწინოს დედის რეკომენდაციები და სურვილები ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმ რისკებს, რომელიც მა---- ბი---–-–---–ს აქტუალურად მიაჩნია მამასთან ბავშვის ღამე დარჩენის შემთხვევაში. სპეციალისტ თ-----------–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის შემთხვევაში საფრთხეს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ღამით დარჩენა უფრო მეტად ხელს შეუწყობს მამა-შვილს შორის ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამ ასაკის ბავშვისათვის მნიშვნელოვანია წინასწარ პროგნოზირებადი გრაფიკის არსებობა, რაც დაკავშირებული იქნება ბიოლოგიურ მამის გარემოცვაში ყოფნასთან.
სოციალური სამსახურის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემო-პირობები დამაკმაყოფილებელია და უსაფრთხოა ბავშვისთვის. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მამის საცხოვრებელ ადგილას არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანი ლუ-- კა---ისათვის. ფსიქოლოგის მითითებითაც, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამოიკვეთა რაიმე საზიანო ბავშვისათვის მამასთან ღამით დარჩენის შემთხვევაში. უფრო მეტიც, ფსიქოლოგის მოსაზრებით, ღამით მამასთან გატარებული დრო ხელს შეუწყობს მამა-შვილის დაახლოვებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას გი-----ი კა---ის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, მათ შორის ღამით დარჩენისა და არდადეგების დროს ბავშვის წაყვანის ნაწილშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, შვილსა და მამას შორის არსებული ურთიერთობისათვის, ბავშვის ასაკის და მისი ინტერესების, ბავშვის წარმომადგენლის რეკომენდაციის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გი-----ი კა---ისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-----ი კა---ის მოთხოვნა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სასამართლო კომპეტენტური პირების პოზიციებზე დაყრდნობით, თავდაპირველ ეტაპზე (პირველი სამი თვის განმავლობაში) მოსარჩელე გი-----ი კა---ეს ბავშვთან ურთიერთობისათვის დრო განესაზღვროს დღის მონაკვეთში, ხოლო სამი თვის შემდგომ, განესაზღვროს მამას ბავშვთან ურთიერთობისათვის წესი ღამით დარჩენის უფლებით. ასევე, ვინაიდან მოპასუხე მხარე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ბავშვის დაბადების დღესა და ახალ წელს ურთიერთობის ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მამას, გი-----ი კა---ეს უნდა დაუდგინდეს მითითებულ პერიოდში ბავშვთან ურთიერთობის დრო. ხოლო ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში მამას არასრულწლოვანი ლუ-- კა---ესთან ურთიერთობისათვის ღამისთევით დარჩენის დრო უნდა განესაზღვროს ბავშვის ოთხი წლის ასაკის მიღწევის შემდგომ, რის შემდეგაც ასაკის ზრდასთან ერთად პერიოდულად გაიზარდოს მამასთან, ღამით დარჩენის მონაკვეთები დღეების მიხედვით.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მამის ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრა თავისთავად გულისხმობს შვილის მამასთან ყოფნის პერიოდში მამის მხრიდან ყველა იმ მოქმედების შესრულების ვალდებულებას, რასაც ბავშვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს. რაიმე სახის უარყოფითი პიროვნული თვისება არ გამოვლენილა მოსარჩელის მხრიდან, რასაც შეეძლო მავნე ზეგავლენა მოეხდინა არასრულწლოვანზე. შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა თავდაპირველი ეტაპისათვის, მამის მიერ ბავშვის ნახვისთვის უნდა განისაზღვროს გარკვეული საათები დღის განმავლობაში, რასაც მოპასუხეც ეთანხმება, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთი, მათ შორის ღამით დარჩენითაც. სასამართლოს მიერ მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება როგორც არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მა----ი ბი---–-–---–ი სსსკ-ის 46 -ე მუხლის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს აღარ დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი-----ი კა---ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გი-----ი კა---ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან ლუ-- კა---ესთან (დაბადებული 2--- წლის 2------------–ს) ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი სახით:
ა) პირველი სამი თვის განმავლობაში სამშაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე. ოთხშაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, პარასკევი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ასევე ყოველი თვის ბოლო კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უ--ნ დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
ბ) სამი თვის შემდგომ ყოველი კვირის სამშაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, პარასკევის დღის 11:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე - არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უ--ნ დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
გ) იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი ბავშვი ლუ-- კა---ე ივლის სასწავლო დაწესებულებაში (ბაღში, სკოლაში) მისი წაყვანა მამის მიერ განხორციელდეს სასწავლო დაწესებულებიდან დღის 16:00/17:00 საათიდან იმავე დღის 20:00/21:00 საათამდე უ--ნ დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
2.1. არასრულწლოვანი ლუ-- კა---ე - მამის, გი-----ი კა---ის მიერ წაყვანილ იქნას ყოველი წლის 2------------–ს დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე, ასევე, ყოველი წლის 01 იანვრის 15:00 საათზე წაყვანის და უ--ნ იმავე დღის 20:00 საათამდე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
2.2. გი-----ი კა---ის და ლუ-- კა---ის ურთიერთობა ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანი ლუ-- კა---ის 4 წლის ასაკში ყოფნისას განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) 01 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე, ამასთან, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ ერთი ღამით დარჩენის გათვალისწინებით (ღამის არჩევის უფლება აქვს მამას);
ბ)ზამთრის არდადეგების პერიოდში 07 იანვრიდან 13 იანვრამდე დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ამასთან ერთი ღამით დარჩენის გათვალისწინებით (ღამის არჩევის უფლება მიენიჭოს მამას, გი-----ი კა---ეს);
2.3. გი-----ი კა---ის და ლუ-- კა---ის ურთიერთობა ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში ლუ-- კა---ის 5 წლის ასაკში ყოფნისას განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე, ამასთან, ყოველ 5 დღეში ერთხელ ერთი ღამის დარჩენის გათვალისწინებით (არჩევანის უფლება მიენიჭოს მამას, გი-----ი კა---ეს);
ბ) ზამთრის არდადეგების პერიოდში 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ამასთან ორი ღამით დარჩენის გათვალისწინებით (ღამის არჩევის უპირატესობა მიენიჭოს მამას, გი-----ი კა---ეს);
2.4. გი-----ი კა---ის და ლუ-- კა---ის ურთიერთობა ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში 6 წლის ასაკიდან განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) 01 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე, ამასთან, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ ერთი ღამით დარჩენის გათვალისწინებით (ღამის არჩევის უპირატესობა მიენიჭოს მამას, გი-----ი კა---ეს);
ბ) ზამთრის არდადეგების პერიოდში 06 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, სამი ღამით დარჩენის გათვალისწინებით (ღამის არჩევის უპირატესობა მიენიჭოს მამას, გი-----ი კა---ეს);
4. არასრულწლოვანი ბავშვის ლუ-- კა---ის დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანა და უ--ნ დაბრუნება უზრუნველყოს გი-----ი კა---ემ;
5. მამა-შვილის ურთიერთობისას მშობლებს ჩართული ქონდეთ საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით) მშობლის მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით;
6. იმ შემთხვევაში თუ გი-----ი კა---ე ვერ შეძლებს შვილთან მისვლას ამ უ--ნასკნელის წაყვანის მიზნით იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ არა ნაკლებ 5-7 საათით ადრე შეატყობინოს მა----ი ბი---–-–---–ს;
7. ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;
8. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე 2/9------ არსებული ყველა დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე