განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
240100118002713233
დავის ტიპი
126 (1) 1 , 372 1 , 151
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002713233 №1/115

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.03.2019 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: მ--–---- ნ-------–---–ი

დაბადებული: 08.11.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ტექნიკური

პირადი ნომერი: 3----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ.სენაკი, უ--------------ს ქ.N6-

 

2. ბრალდებული: ბ--- ნ-------–---–ი

დაბადებული: 23.09.1--- წ.

განათლება: საშუალო

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ.სენაკი, უ--------------ს ქ.N6-

 

მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატი - ლ-–-----–-------

 

მ--–---- ნ-------–---–ის პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბ--- ნ-------–---–ის პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე ქ.სენაკში, უ--------------ს ქ.N6--ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის წინ, მ--–---- ნ-------–---–მა, ბ--- ნ-------–---–თან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ--------------ს, კერძოდ, მ--–---- ნ-------–---–მა ხელი დაარტყა დ--------------ს სახის არეში, ხოლო ბ--- ნ-------–---–მა დ--------------ს ხელი დაარტყა კისრის არეში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად დ--------------ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე მ--–---- ნ-------–---–ი, მ------------–----სთან ერთად მივიდა ქ.სენაკში, უ--------------ს ქ.N74-ში მცხოვრებ ნ----------------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და ნ----------------ს მოსთხოვა შეეცვალა მის მიერ მოწმის სახით გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, ასევე გამოეტანა მის მიერ მიცემული ჩვენება შსს სენაკის რაიონული სამმართველოდან. ამავე დროს მ--–---- ნ-------–---–მა ნ----------------ს გადასცა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, სადაც ნ----------------ს მიუთითა მტკიცებულებით ნაწილში მოხსენიებული მისი სახელი და გვარი.

 

ბ--- ნ-------–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

2. 2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე ქ.სენაკში, უ--------------ს ქ.N6--ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის წინ, ბ--- ნ-------–---–მა, მ--–---- ნ-------–---–თან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ--------------ს, კერძოდ, ბ--- ნ-------–---–მა დ--------------ს ხელი დაარტყა კისრის არეში, ხოლო მ--–---- ნ-------–---–მა ხელი დაარტყა დ--------------ს სახის არეში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად დ--------------ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2016 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში ქ.სენაკში, არსებულ სუპერმარკეტ ,,ვერსალში’’ მუშაობის დროს მ----------------ს მიმართ ინტერესი გამოავლინა ბ--- ნ-------–---–მა. თუმცა მას შემდეგ, რაც მ----------------მ შეიტყო, რომ ბ--- ნ-------–---–ი გარკვეულ დაინტერესებას იჩენდა მის მიმართ, კატეგორიულად მოსთხოვა თავი დაენებებინა მისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ--- ნ-------–---–ისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის შემდეგაც იგი განუწყვეტლივ ახორციელებდა მ----------------ს ადევნებას. კერძოდ 2016 წლის აგვისტო-სექტემბრის თვიდან 2017 წლის ივლისის თვემდე, ბ--- ნ-------–---–ი სისტემატიურად, პირადად მიდიოდა მ----------------ს სამუშაო ადგილას სუპერმარკეტ ,,ვერსალში’’, ხოლო 2017 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით ასევე სისტემატიურად, პირადად მიდიოდა მ----------------ს ახალ სამუშაო ადგილას _ ქ.სენაკში, არსებულ სს ,,საქართველოს ბანკში’’, სადაც ბ--- ნ-------–---–ი უკანონო თვალთვალს ახორციელებდა ხსენებული სუპერმარკეტისა, ხოლო შემდგომ უკვე ბანკის შენობის გარე პერიმეტრიდან. 2018 წლის ივლისის თვეში ბ--- ნ-------–---–მა მ----------------ს ასევე მიაკითხა მის საცხოვრებელ სახლში. ასევე ბ--- ნ-------–---–ი სამსახურიდან სახლში გადაადგილებისას მ----------------ს, გარკვეული დისტანციის დაცვით ფეხით და ავტომანქანით მიჰყვებოდა სახლამდე, რის გამოც მ----------------ს ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ბ--- ნ-------–---–ი მ----------------ს აიძულებდა მასთან ურთიერთობას, იგი სოციალური ქსელის საშუალებითა და მობილური ტელეფონის გამოყენებით მ----------------ს მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მუდმივად მის მიმართ ეწეოდა უკანონო თვალთვალს და ადევნებას. მიუხედავად მ----------------ს არაერთჯერადი განმარტებისა, რომ თავი დაენებებინა ბ--- ნ-------–---–ს მისთვის, ბ--- ნ-------–---–ი კვლავაც აგრძელებდა მ----------------ს მიმართ სისტემატურ უკანონო თვალთვალს და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით და ელექტრონული საშუალების გამოყენებით. აღნიშნულმა გარემოებამ მ----------------ს მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რაც თავის მხრივ, მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. კერძოდ, აღნიშნულის გამო მ---------------- სრულყოფილად ვერ ახორციელებდა მასზე სამსახურეობრივად დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ასევე მ---------------- ფიქრობდა შეეწყვიტა მობილური ტელეფონით და სოციალური ქსელით სარგებლობა, ასევე ფიქრობდა სამსახურისათვის თავის დანებებას და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე. ყოველივე ზემოთნახსენებმა გარემოებამ, განცდილმა სისტემატიურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია მ----------------ს ფსიქიკური ტანჯვა.

 

3. ბრალდებულმა მ--–---- ნ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

4. ბრალდებულმა ბ--- ნ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

მ--–---- ნ-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი აღწერა:

5. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და მოწმისადმი მიმართვა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის.

 

ბ--- ნ-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი აღწერა:

6. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

ბ--- და მ--–---- ნ-------–---–ების მიერ დ--------------ს ცემისა და მ--–---- ნ-------–---–ის მიერ მოწმეზე ზემოქმედების ფაქტი:

 

7. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა დ--------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, იყო სამუშაოდ, შვილი და რძალიც მუშაობდნენ, ბავშვები მოვიდნენ ადრე და ისიც წავიდა სახლში. ბავშვებისთვის აკეთებდა საჭმელს. როცა ბოსტნიდან გადმოვიდა, დაინახა ბ--- ცოტა უხერხულად იხედებოდა იქეთ აქეთ, გაიფიქრა რამე არ უთხრას ჩემს შვილსო. მართლაც სახლში შევიდა, მწვანილი დადო და მოესმა კივილი, გამოვიდა სახლიდან მ-------–-----ს სახლი უნდა გაევლო სანამ ნ-------–---–ების სახლთან მივიდოდა, მ-------–-----ც გადმოვიდა მაგ დროს და ეუბნებოდა დაბრუნდი არ მიხვიდე მათთანო, დაინახა ბ--- იდგა რაღაც რკინა ეკავა ხელში და ემუქრებოდა მის შვილს, ხოლო რძალი შ-------------- ძირს ეგდო და კიოდა, ისეთ უწმაწურ სიტყვებს ამბობდა და იგინებოდა ბ--- ნ-------–---–ი. მერე გადაწყვიტა მისულიყო მ--–----ისთან და ეთქვა, რომ თავისი შვილისთვის ეთქვა რამე, არასდროს არაფერს არ ეუბნებოდა მის შვილს. მივიდა და უთხრა რა დავაშავეთ მ--–----, რომ ასე მოგვსდევს შენი შვილი, სამი წელია დავიღალეთ უკვეო. მ--–----ის , ქუდს მოჰკიდა ხელი, უნდოდა ეთქვა შემომხედე ერთი ვინ ვარო და ამ დროს მ--–----იმ ორივე ხელი მოიქნია, ერთი დაარტყა ყურისა და სახის არეში და დაუჯიკავა. სამი დღე ყურის ტკივილს განიცდიდა, რომ მობრუნდა ბ--- მოდიოდა მისკენ მაგ დროს და უკნიდან კისერში დაარტყა ხელი, ორ ქალს ეკიდა მისთვის ხელი მაგრამ ისე მწარედ დაარტყა ბ--- ნ-------–---–მა, რომ თავი ვერ შეიკავა, ქალებმაც ვერ დაამაგრეს ამ დროს და წაიქცა, ფეხები დაწითლებული და დასიებული ჰქონდა. ამ დროს გ--–--------- მეზობელ ბიჭებს გაყვანილი ჰყავდათ იმ ადგილიდან და აქეთ არ უშვებდნენ. მერე თავს ძალა დაატანა და მის რძალთან მივიდა რომელიც ძალიან ცუდად არისო უთხრეს. წარსულში იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ნ-------–---–ების ჭიშკარს გადიოდა, ბ--- ნ-------–---–ი მის გასაღიზიანებლად, აფურთხებდა ისე ეშმაკურად, რომ მეზობელს რომელიც მაგ დროს იქ იდგა არ შეემჩნია, მაგრამ ამ ფაქტისთვის მას ყურადღება არ მიუქცევია და გააგრძელა გზა. ის და მისი ოჯახის წევრები, ყველანი ტაქსით დადიან რომ არ შეხვდნენ ბ--- ნ-------–---–ს, იგი ბავშვებსაც აგინებდა. იყო ისეთი შემთხვევაც როდესაც არ ჰქონდა ტაქსის ფული და ფეხით გადიოდა ნ-------–---–ების ჭიშკარს, ბ--- ნ-------–---–მა ხმოვანი წამოძახილით „აუაუუუ“ დაუძახა.

 

8. 25.09.2018 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 19.09.2018წ 01:43-01:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით დ--------------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა გ----------------–-–---–მა დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა. დამატებით განმარტა, რომ გასინჯვის დროს დ-------------- უჩიოდა თავის ტკივილს ყურის ნიჟარის არეში მარცხენა მხარეს, ობიექტურად იმ მიდამოში დაზიანება ვიზუალურად არ აღენიშნებოდა.

 

9. მოწმე გ--–---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, ბავშვები მიიყვანა სახლში, მეუღლესთან ჰქონდა გასასვლელი და გაუარა მეუღლეს. მოილიეს საქმეები და შემდეგ დედას, დ--------------ს გაუარა ბაზარში, რომელიც იქ მუშაობს, მაგრამ როდესაც მივიდნენ იქ არ დახვდათ, სახლში იყო წასული ბავშვებთან. შემდეგ მოუწიათ ფეხით წასვლა, ტაქსის ფული არ ჰქონდათ, ქუჩაში, რომ შევიდნენ ბ--- ნ-------–---–ი დახვდათ თავისი სახლის ჭიშკართან და დაუწყო გინება. მან ბ---ს უთხრა შენ რა გინდა ბოლო-ბოლო რას გიშავებო, მერე ბ--- ნ-------–---–მა რკინა აიღო და წამოვიდა მისკენ. თავის მეუღლეს შ--------------ს ბ---მ ისე დაუჯიკავა შორენა წაიქცა, მან მეუღლე წამოაყენა და მეზობლის ჭიშკართან დასვა, ამ დროს დედამისი დ-------------- მოვიდა და მივიდა მ--–---- ნ-------–---–თან რა დაგიშავა ჩემმა შვილმაო, რას გიშავებთ ისეთსო, ქუდზე მოჰკიდა ხელი თვალებში შემომხედეო, ამ დროს მ--–---- ნ-------–---–მა მოუქნია დედამისს ხელი და სახეში დაარტყა, ბ--- ნ-------–---–ი უკნიდან მივიდა და ხელი ჩაარტყა დედამისს კეფაზე კისრის არეში. თვითონ ცოტა მოშორებით იდგა მაგრამ ყველაფერს ხედავდა. დედამისი, დ-------------- წაიქცა. მისმა მეუღლემ შემდეგ დარეკა პოლიციაში და სასწრაფო დახმარებაც ითხოვა. ქუჩაში ფეხით არ დადის. ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად რომ იყოს, მაინც არ ერიდება ბ--- ნ-------–---–ი გინებას, ყვირილს და ამიტომ ერიდება ფეხით სიარულს. თვითონ არიდებს თავს, მეორე ქუჩიდან შორი მანძილიდან დადის, შემოვლითი გზით დაჰყავს ბავშვები, ბავშვებს ეშინიათ ბ--- ნ-------–---–ის, ბავშვების თანდასწრებითაც მიუყენებია მისთვის ბ--- ნ-------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დედამ, დ--------------მ ცერა თითზე მიიღო დაზიანება, მუხლი ჰქონდა გადატყავებული და კოჭი ჰქონდა გადავარდნილი დაცემის შედეგად.

 

10. მოწმე შ--------------მ განაცხადა, რომ სამი წელია ბ--- ნ-------–---–ი ავიწროებს მას და მის ოჯახს, 18 სექტემბერს არ ჰქონდათ ტაქსის ფული და მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს სახლში წასულიყვნენ ფეხით, გაუარეს დედამთილს დ--------------ს ბაზარში მაგრამ იგი იქ აღარ დახვდათ, სახლში წასულიყო ბავშვებთან, ბ---ს სახლს რომ მიუახლოვდნენ, ბ--- ნ-------–---–ს ჰყავს მანქანა, იგი იდგა მანქანასთან და რაღაცას აკეთებდა. თვითონ უთხრა მის მეუღლეს, გელა მეშინია რამე არ გვითხრასო და გელამ უთხრა არ შეგეშინდესო. რამოდენიმე დღის უკან გააფრთხილა პოლიციამ ბ---, დ--------------მ დაწერა განცხადება პოლიციაში რადგან ბ--- არ შეხებოდა მის ოჯახს და ცუდ დღეში არ ჩაეყენებინა, ჰქონოდათ საშუალება თავისუფლად გაევლოთ ქუჩაში. ამ დროს ბ---მ დაიწყო გინება გელას მისამართით, შენს ოჯახს და შენს ჯიშსო და აგინებდა. ქაჯაია შენ კიდე ამ ქუჩაზე დადიხარო? ამ დროს გელა მობრუნდა და ერთი სიტყვა უთხრა თავი დამანებე არ მინდა ცუდი და თავი დამანებეო. ბ---მ მანქანის კარი გამოაღო რკინა ეკავა ხელში ვერცხლისფერი, მძღოლები ქანჩს, რომ ეძახიან ისეთი და წამოვიდა გელასკენ დასარტყმელად თან უწმაწური სიტყვები არ შეუწყვეტია. ბ--- ნ-------–---–ის სახლის კიბე და ჭიშკარი არის ძალიან ახლოს და კიბეზე იჯდა მამამისი მ--–---- ნ-------–---–ი, კიდევ ხელოსანი იყო მისთვის უცნობი პიროვნება და მამუკა ჯანაშია, რომელიც მეზობელია მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობს და სტუმრად იყო ჩამოსული. ამ დროს განერვიულდა, ტელეფონი ამოიღო რათა დაერეკა 112-ში, შუაში ჩადგა მათ შორის, ბ---მ დაუჯიკავა და წაიქცა, ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, კიოდა, მეზობლებიც შეგროვდნენ და გააშველეს, ამ დროს დედამთილიც მივიდა მასთან და უთხრა მივალ ერთი მ--–----ისთან და ვეტყვი ერთი რა უნდა ჩვენთან მის შვილს, რას გვერჩისო, ის ოთხი მეტრი ს დაშორებით მეზობლის კარებთან იყო ჩამომჯდარი, დ-------------- მივიდა მ--–----ისთან, ქუდი აუწია და მ--–----იმ სახის არეში ყურის ძირსა და ლოყასთან დაარტყა ხელი, ბ--- გამოიქცა და პირდაპირ კისერში ჩაარტყა ხელი და დ-------------- წაიქცა, მერე ააყენეს დოდო. ამ დროს მან 112-ში დარეკა და უთხრა, რომ ბ--- რკინით დახვდა მათ, დედამთილიც სცემეს და გვიშველეთო. ყოველთვის ზეწოლა და შეურაცხყოფა აქვს ბ--- ნ-------–---–ის მხრიდან ბავშვების და

 

წინაშე. გამოძიების დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ, ტაქსი გამოიძახეს და დედამთილი, მეუღლე და ბავშვები წავიდნენ, ნ-------–---–ებს ეგონათ ალბათ, რომ ისიც წასული იყო ტაქსით, დილის საათი იყო, დაახლოებით 10-11 საათისთვის, საარჩევნო კომისიაში მუშაობდა და იწესრიგებდა თავს, მისი სახლის საძინებელი ოთახი და ნ----------------ს სახლი ახლოსაა დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით, გაიგო ნატოს ხმამაღალი საუბარი და ფანჯრიდან გამოიხედა, ნატო ეუბნებოდა მ--–---- ნ-------–---–ს, რა გინდა ჩემთან რა დაგიშავე თავი დამანებეო, მე არ გაჯენ შენ ციხეშიო, მე რაც იყო სიმართლე ის ვთქვიო და თავი დამანებეო. ამ დროს თვითონ გამოესარჩლა ნატოს გავიწროებენ ნატო თუ რა ხდებაო, შენ სიმართლე თქვი და არაფრის არ შეგეშინდესო. როცა ნატოსა და მ--–----ის შორის საუბარი მიდიოდა ამ დროს იქ ახლოს არავინ იყო, როდესაც გადავიდა, ის ნატოსთან მ--–----ი მაშინ წასული იყო და შენიშნა რომ ორი ოჯახის მოშორებით იდგა მ------------–----. როცა ნატოსთან მივიდა ჰკითხა რა გითხრა მ--–----მა რატო მოვიდაო, ნატომ უთხრა რომ მ--–----მა მითხრა მე და ჩემს შვილს 5 წელი გვემუქრება ციხე და ეს რომ განაცხადეო შეცვალე შენი ჩვენებაო, მოკიდე მამიდაშენს ხელი და წაიყვანე ისიცო. დოკუმენტის გადაცემის ფაქტი არ უნახავს, როდესაც ნატოსთან გადავიდა მაშინ ანახა ნატომ ეს მომცა ეს დოკუმენტიო, წაიკითხა და ნ----------------ს ჩვენების პირველი ფურცელი აღმოჩნდა. გელასა და ბ--- ნ-------–---–ს შორის სამი წლის უკან დაიწყო კონფლიქტი, განერვიულებული მოვიდა გ--–--------- და მოუყვა, რომ ბ---მ ერთი ღერი სიგარეტი მთხოვა და მივეციო, ისევ მესამედ უთხოვია და არ მაქვსო უთქვამს, შემდეგ ჯიბეში ჩამიყო ხელიო, ამას რატომ მკადრებ მეო უთქვამს გელას, ბ---ს კი სახეში მოკიდა ხელი და გაიწიეო უთქვამს, გელას უთქვამს ამ საქციელს შენგან ვერ ავიტანო. მეორე დღეს ძროხები გადადენა გელამ და მ--–----ის უთხრა რა უნდა შენს შვილს ასე რატომ იქცევა გააფრთხილე რამე უთხარიო, აქედან დაიწყო მათ შორის კონფლიქტი.

 

11. მოწმე მ-------–-----მ განაცხადა, რომ ნათესაური დამოკიდებულება აქვს, როგორც ბ--- ნ-------–---–ის, ისე გ--–---------ს ოჯახებთან. ბ--- ნ-------–---–ი არის მისი მეუღლის ნათლული, ხოლო დ-------------- მულის მულია. 2018 წლის 18 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში, ქუჩიდან მოესმა ხმაურის ხმა, უფრო დ--------------ს ხმა ესმოდა, როდესაც გავიდა გარეთ დოდო წინ მირბოდა ნ-------–---–ებისკენ, ისიც გაყვა, ხალხი იყო შეგროვილი, დაინახა რომ შ-------------- ძირს იწვა და კიოდა, მერე წყალი დაალევინეს, სასწრაფოც მოვიდა. გ--–---------სა და ბ--- ნ-------–---–ს შორის იყო ჩხუბი და მეზობლები აშველებდნენ, ორივე ერთმანეთს აგინებდა. ნ-------–---–ის ჭიშკართან იყვნენ შეგროვილები, დ--------------ც იქ იდგა. არ იცოდა, რომ დოდოს ფიზიკური დაზიანება მიადგა, მაგ დროს, შორენას წყალს აძლევდა, და რო მოიხედა დაინახა დოდო წაქცეული რომ იყო. მას არ უნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ეს იმიტომ ვერ დაინახა რომ შორენას კორვაროლს ასუნთქებდა და წყალს ასმევდა, ეს ჩხუბი მის ზურგს უკან ხდებოდა.

 

12. მოწმე ზ-------------მ განაცხადა, რომ ნ-------–---–ების სახლში მუშაობდა, სახურავს ხურავდნენ, გაიგო ხმამაღლა საუბარი, ჩამოვიდა ქვევით და კიბეზე ჩამოჯდა, მეზობლები იყვნენ შეკრებილი, დ-------------- ახლოს იდგა მ--–---- ნ-------–---–თან, მერე რომ გაიწია უკან ორი მეტრი და რომ წაიქცა ეს დაინახა, რამ წააქცია ეს ვერ ნახა. მანქანა ეფარებოდა მათ და წელს ზევით ხედავდა ორივეს. მანქანა ღობესთან ეყენა, მათგან ხუთი მეტრით მოშორებით იჯდა.

 

1-. მოწმე ნ---------–--–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მოესმა ქუჩიდან ხმაური, როცა გარეთ გავიდა დაინახა ნ-------–---–ების სახლის ჭიშკართან იდგნენ დ--------------, მ--–---- ნ-------–---–ი და ბ--- ნ-------–---–ი, მათ შორის ხმამაღალი საუბარი მიდიოდა და საჭიროდ არ ჩათვალა დაემახსოვრებინა მათი საუბარი. შემდეგ დაინახა როგორ დაუცდა ფეხი და წაიქცა დ--------------. შ-------------- და გ--–--------- არ დაუნახავს, ბევრი ხალხი იდგა და შეიძლება იმყოფებოდნენ, მაგრამ მას არ შეუმჩნევია. ის ამ ფაქტს დაახლოებით 25 მეტრში უყურებდა.

გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ დააზუსტა, რომ დარწმუნებული არ არის რის გამო წაიქცა დ--------------, მაგრამ ხელის დარტყმაც არ უნახავს.

 

14. მოწმე რ------------მ განმარტა, რომ სახლში იყო როდესაც ქუჩიდან მოესმა ხმაური, გავიდა გარეთ, დაინახა შორენა იყო წაქცეული, გ--–---------ს მიეშველა შორენას წამოყენებაში, მაშინ შორენამ უთხრა შენ ხელი გამიშვი ჩვენს საქმეში ნუ ერევიო, მანაც გაუშვა ხელი და მიბრუნდა სახლში. მერე სახლში რომ გააგრძელა საქმიანობა, 10-15 წუთის მერე ისევ მოესმა ხმაური რო გავიდა ნ-------–---–ების ჭიშკართან იდგა დოდო და მეზობლები, მერე დაინახა როგორ გაიწია დოდომ უკან წაბორძიკდა და წაიქცა. რამ წააქცია ზუსტად არ იცის. ფიზიკურ კონტაქტი არ უნახავს და გამორიცხავს, მ--–----ი და ბ--- დოდოს სიახლოვეს იდგნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.

 

15. მოწმე ა-–-----------------მ განაცხადა, რომ ნ-------–---–ებს და ქაჯაიებს კონფლიქტი აქვთ ერთმანეთთან, რატომ აქვთ კონფლიქტი არ იცის. ხუთი წელია მათი მეზობელია. 2018 წლის 18 სექტემბერს, იმყოფებოდა სახლში ჩხუბის ხმაზე გავიდა გარეთ და შეესწრო დ--------------სა და მ--–---- ნ-------–---–ის კამათს, სიტყვები არ დაუმახსოვრებია, შემდეგ მობრუნდა უკან თავისი სახლისკენ, როცა დააპირა წამოსვლა ამ დროს დოდო ასფალტის ამოსასვლელზე წაბორძიკდა და წაიქცა. ამ წაქცევის დროს მ--–----ი მეტრო ნახევრის სიახლოვეს იდგა, ხოლო ბ--- სამ-ოთხ მეტრში, დ-------------- მარტო მ--–----ის ეკამათებოდა. დოდო როცა წამოაყენა არ უთქვამს არაფერი, ან მტკივა ან სისხლი მომდისო. კამათი დაახლოებით ორ წუთს გრძელდებოდა მერე დაიშალნენ და ის სამსახურში წავიდა. შ-------------- მოშორებით იყო მის ჭიშკართან იდგა, რომელიღაც მეზობლის ხმა შემოესმა წყალი მოიტანეთ შორენა არის ცუდადო, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება მაგ დროს დოდოს წამოყენებას ცდილობდა.

 

16. მოწმე ნ--------–------------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს მოდიოდა სამსახურიდან და დაინახა რომ ქუჩაში იყო ხალხმრავლობა ნ-------–---–ების სახლის ჭიშკართან. დაინახა რომ დ-------------- წაქცეული იყო ნ-------–---–ის ჭიშკართან ახლოს, მ--–----ი და ბ--- ნ-------–---–ებიც იქ იყვნენ მაგრამ მის სიახლოვეს იდგნენ თუ არა არ ახსოვს. შორენა შეუძლოდ გახდა და წყალი გადმოუტანა მეზობლის სახლიდან, სხვას ვერაფერს დაამატებს იმიტომ, რომ მაშინვე სახლში შევიდა.

 

17. მოწმე დ------------მ განაცხადა, რომ ჩხუბის დღეს იყო სახლში, როდესაც შემოესმა ხმაური და გავიდა გარეთ, ბ--- და გელა ერთმანეთში უცენზურო სიტყვებით ლაპარაკობდნენ. დაინახა რომ დ-------------- ელაპარაკებოდა მ--–---- ნ-------–---–ს, ის ისევ შებრუნდა უკან და მაშინ შემოესმა დ--------------ს კივილი, როდესაც მიბრუნდა დაინახა დ-------------- წაქცეული იყო, თუ რამ წააქცია ვერ იტყვის რადგან არ უნახავს, მივიდა მასთან ის და ა-–----------------- და წამოაყენეს დ--------------. მ--–----ი გვერდით მანქანასთან იდგა, ხოლო ბ--- დაახლოებით 4 მეტრ მანძილის დაშორებაზე. ეს ორი ოჯახი ერთმანეთში კონფლიქტურ ურთიერთობაში არიან და მიზეზი არ იცის.

 

18. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში, დედამისს უზომავდა წნევას, ამ დროს გაიგო კივილის ხმა ქუჩიდან და გავიდა გარეთ. დაინახა მ--–---- და ბ--- ნ-------–---–ის სახლთან ხალხი იყო შეგროვილი, წავიდა მათკენ და როდესაც მივიდა გ--–---------ს მეუღლე შ-------------- ქვიშაზე იყო წაქცეული და დიდი ხანი არ გასულა შ--------------ს დარეკილი ჰქონია პოლიციაზე და სასწრაფოზე. სასწრაფოც და პოლიციაც ეგრევე მივიდა და ორივე რძალ-დედამთილს გაუწიეს დახმარება, გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანაში და მერე იქიდან გადაიყვანეს სახლში. შემდგომ გადაიყვანეს პოლიციაში გამოსაკითხად. მან დ-------------- დაინახა, რომ იდგა და პოლიციის შეკითხვაზე რომელია დაზარალებულიო, უპასუხა მე ვარო, აიწია კაბა და მუხლი ჰქონდა გადატყავებული და ცერა თითიდან სდიოდა სისხლი. ამის მერე, რომ დაბრუნდა პოლიციიდან საღამოს მიაკითხა მამიდასთან იზოლდა წოწერიასთან ერთად. მაშინ დ--------------მ უთხრა რომ მამა-შვილმა ხელი დამარტყაო და წავიქეციო. ის თვითონ ამ ფაქტს არ შესწრებია, ამ შემთხვევის დროს ბ--- იდგა ქუჩაში ხოლო მ--–----ი მას იქ არ უნახავს. 2018 წლის 03 ოქტომბერს დილის საათებში სკოლაში წაიყვანა ბავშვი და როცა მობრუნდა სახლში, ეგრევე გაიგონა ჭიშკართან დაძახების ხმა, გავიდა და ნახა მ--–---- ნ-------–---–ი იდგა მის ჭიშკართან და უთხრა, რომ შენ ჩვენება მიგიციაო და შენი მიცემული ჩვენებით მე ხუთ წელს მაძლევენო. ეს ჩვენება მამიდაშენს იზოლდა წოწერიას აჩვენეო, გააცანი, მოკიდე ხელი, წაიყვანე და ჩვენზე მიცემული ჩვენება გაიტანეო, მოუწოდა ჩვენების შეცვლა. ამ დროს მურმანი მარშანია ცოტა მოშორებით იდგა ჭიშკართან ის არ მისულა ახლოს, მ--–----ი ჭიშკარს გარეთ იდგა და ისე ესაუბრებოდა შიგნით არ შესულა. ამ სიტყვამ გაანერვიულა და უთხრა რომ ჩემი ჩვენებიდან შენ ერთ წელსაც კი არ მოგცემენო. ფურცელი ეკავა ხელში და გადმოსცა. ამ დროს შორენამ დაუძახა ნატო რა ხდება ვინ ახდენს შენზე ზეწოლასო. ამის შესახებ მან მიმართა პოლიციას და ის დოკუმენტი რომელიც მ--–---- ნ-------–---–მა გადასცა წარადგინა პოლიციაში. შემდეგ ბ--- ნ-------–---–ი მივიდა მასთან თავის ადვოკატთან ერთად ლევან ხელაიასთან და უთხრა რომ ქაჯაიებს თუ დაეხმარე მეც მინდა დახმარება და დამეხმარეო, შემდეგ შემობრძანდითო უთხრა, ამ დროს შევიდა მამიდამისი იზოლდა წოწერიაც. შემდეგ ადვოკატმა ლევან ხელაიამ უთხრა მომიყევი რა მოხდაო ის უყვებოდა და ადვოკატი კი წერდა. შემდეგ მივიდა ისევ პოლიციაში და იგივე განაცხადა რაც სასამართლოს მოუყვა, ეს განაპირობა იმ ფაქტმა რომ თურმე მ------------–----ს უთქვამს რომ მ--–---- ნ-------–---–ს ნატოსთვის არაფერი უთქვამსო.

 

19. 12.10.2018 წლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ----------------სგან ამოღებული იქნა ერთ ცალ ფურცელზე დაბეჭდილი დოკუმენტი, რომელზეც იკითხება №0---------, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელიც დათარიღებულია 01.10.2018 წ. სს №0----------- საქმეზე ბრალდებულის მონაცემები, მ--–---- ნ-------–---–ი პანტუშას ძე, 08.11.1---,პ/ნ 3----------.

 

20. მოწმე მ------------–----მ განაცხადა, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, ხალხი იყო შეგროვილი სახლიდან რომ გავიდა და შეესწრო ჩხუბს, ორივე ბ--- ნ-------–---–ი და გ--–--------- ერთმანეთს აგინებდნენ, შემდეგ დოდო მივიდა მ--–----ისთან და ქუდზე მოკიდა ხელი, ჩამოგლიჯა და მ--–----მა უთხრა დამანებე გოგო თავიო, დ-------------- მობრუნდა წაბორძიკდა და წაიქცა. ის ოთხი მეტროში იდგა და გარკვევით ხედავდა. შ-------------- დადიანების კარებთან იჯდა ცუდად გახდა სასწრაფო იყო გამოძახებული. ბ---ს და გელას ბიჭები აშველებდნენ, ვინ აშველებდა არ ახსოვს. 2018 წლის 3 ოქტომბერს მ--–---- ნ-------–---–ი მივიდა მასთან და უთხრა რომ წაჰყოლოდა ნ----------------ს სახლში, რაღაც ნაწერი ეკავა და მინდა ეს ვანახოო, შემდეგ მივიდნენ დაუძახა ნატოს, შიგნით შევიდა ნატოს ეზოში, დააკავებინა ეს ქაღალდი და უთხრა წაიკითხეო. თვითონ კი ჭიშკარს გარეთ იდგა, სხვა მეტი არაფერი არ უთქვამს მ--–----ის ნატოსთვის და არც ნატოს გაუცია მისთვის პასუხი.

 

გამოქვეყნდა გამოძიებისას მოწმის გამოკითხვის ოქმი, რის შემდეგაც მოწმე მ------------–----მ დააზუსტა, რომ მ--–----მა ხელი მოუქნია დ--------------ს და გაიწიეო უთხრა, მაგრამ ხელი არ მოხვედრია, დოდო მობრუნდა წაიბორძიკა და დაეცა.

 

21. ბრალდებულმა მ--–---- ნ-------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის დღეს ხელოსნები ყავდა სახლში, მთელი დღე ბ---სთან ერთად სახურავზე იყვნენ და მუშაობდნენ, აივნის წინა მხარეს როდესაც გავიდა საიდანაც ქუჩა ჩანს, დაინახა, რომ ბ--- და გ--–--------- ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და დაბალ ტონზე საუბრობდნენ, ისე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ ერთმანეთში მათი საუბარი არ ესმოდა, შ-------------- გვერდით ედგა მათ, ბ--- და გელას შორის დაახლოებით მეტრნახევარი იქნებოდა მანძილი, დაახლოებით 20 წამის განმავლობაში იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ხედავდა რომ შორენამ დაიწყო უკუსვლა, ხელში ტელეფონი ეკავა და უშვერდა ამათ, ცდილობდა ვიდეო გადაღებას, სადღაც შვიდი მეტრი როდესაც გაიწია, შორენა ეგრევე ასფალტზე დაწვა და დაიწყო კივილი, გელამ ძალიან ნელი სვლით განაგრძო სიარული, კივილის ხმაზე გამოცვივდნენ მეზობლები, შორენა ასფალტზე გადაკოტრიალდა, ისევ ადგა და ტელეფონზე დაურეკა ვიღაცას და უთხრა გიორგი დაიწყო და გამოუშვიო, მერე ისევ დაწვა და დაიწყო კივილი, პირველად მასთან მივიდა რ------------, რომელმაც ხელი მოჰკიდა მას, მაგრამ არ წამოუყენებია. ამასობაში კიბიდან ჩამოვიდა და ნელ-ნელა მივიდა მანქანასთან, საბარგულიდან წყალი გამოიტანა და მიაწვა მანქანის უკანა საბარგულს, ამ პროცესში გ--–---------ს გავლილი ჰქონდა 15 მეტრი და გამობრუნდა, ბ---ს უჩვენა თითი წუთები გაქვს დათვლილიო და გინება დაუწყო, მერე ბ---მაც გასცა პასუხი. ამ დროს მოვიდა დ-------------- მთელი ემოციით და ბ---სთან მოდიოდა ხელის დასარტყმელად ბ--- ეუბნეობდა არ მომეკარო არ მოხვიდეო, ბ--- გაიწია რომ დოდო არ შეხებოდა მას, ბ---სთან რომ დაამთავრა ჩხუბი მერე მას მიადგა და უთხრა შენს შვილთან მოვა ეხლა პოლიცია დაიჭერენო და მერე არ გვკითხო არაფერიო, გიჟია შენი შვილიო და წაიყვანენო. მან კი უთხრა თუ ჩემი შვილი გიჟია, გელა რატომ მოვიდა მასთან ღამის სამ საათზე რომ გააღვიძა გაიყვანა ქუჩაში და რომ აგინებდაო, პირველად გელამ დაუწყო ბ---ს გინება თორემ გელა არც აგინებდა მას და არც არაფერიო, დოდომ კი უპასუხა კარგი არ დამთავრდა ეგ ამბავი აწიო? და მოშორდა მას, ის ისევ მანქანის უკანა საბარგულთან იდგა არ განძრეულა და რამდენიმე წამში მიეპარა დ-------------- და ქუდი ჩამოგლიჯა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ტკივილიც იგრძნო, მან წადი გოგო აქედან დამანებე თავიო უთხრა, დოდო უყურებდა და უკან რომ გაიწია ორი ნაბიჯით უკან სადაც ასფალტის ბარიერი იყო, წამოდო ფეხი და წაიქცა, ა-–----------------- იყო ახლოს და წამოაყენა დოდო. ამ დროს შორენა მოშორებით იჯდა და ისევ დარეკა საქმე ისე მიდის როგორც ჩვენ გვინდაო, ამასობაში მოვიდა პოლიცია და ბ--- წაიყვანეს, თვითონ კი სამუშაო ფორმით იყო, გამოიცვალა მიაკითხა ბ---ს და ღამის ორ საათზე გამოუშვეს ბ--- და წამოიყვანა სახლში. შემდეგ განერვიულდა არც ნ---------------- და იზოლდა წოწერია მათ გვერდით არ იდგნენ და როგორი თვითმხილველი მოწმეები იყვნენ ვერ ხვდებოდა, გადააქსეროქსა ეს დადგენილება დაიბარა მეზობლები და აჩვენა ნახეთ როგორი გაუკუღმართებული ბრალია, რაში გვდებენ ბრალს ნახეთო და ყველა გაოცდა, ყველა გაგიჟდა ნატო და იზოლდა საერთოდ არ იყვნენ იქო და საიდან მოიტანეს ესო, ან ხელი როდის გაარტყი დ--------------სო, ის თვითონ წაიქცაო. დადგენილების პირველი ფურცელი აიღო, გაუარა მ------------–----ს და უთხრა ნატოს სახლში გამომყევიო, რატო მიდიოდა არ უთქვია მურმანისთვის, ნატოს დაუძახა და როდესაც ნატო გამოვიდა უთხრა აი ნატო ეს არის დადგენილება სადაც ბრალი მაქვს წაყენებული, აქ ნაჩვენებია, რომ შენ ხარ მოწმეო, ნატომ წაიკითხა ეს დადგენილება და უთხრა რომ მ--–----ი ეს მე არ მინახია, ვიცი ნატო შენი ჩვენება სადაც გიწერია რომ არ ვიყავი და არ მინახია ხელის დარტყმის ფაქტიო, უბრალოდ გაჩვენე რომ მოწმედ ხარ მითითებულიო. ამ დროს შ--------------მ გადმოიხედა ფანჯრიდან და ნატოს უთხრა ხმამაღლა ყველაფერი მოხდება კანონის მიხედვითო. მას შორენას ლაპარაკი ესმოდა, მაგრამ შორენა მისი და ნატოს საუბარს ვერ გაიგონებდა. ამის მერე სასამართლოში დაიბარეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. რაც შეეხება მ----------------ს, ის დედამისთან ერთად იყო მისული მის სახლში, მ----------------ს ჰქონია ბ---სთვის აქეთ მოწერილი და ბ---საც მისთვის, ფეისბუქზე არის რაღაც დაწერილიო და წაშალოს ბ---მო და მეც წავშლი ჩემს მინაწერებსო.

 

22. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად დადასტურდა ბ--- ნ-------–---–ისა და მ--–---- ნ-------–---–ის მხრიდან ჯგუფურად დ--------------ს ცემისა და მასზე ძალადობის ფაქტი. მოწმეები დ--------------, გ--–--------- და შ-------------- ცალსახად მიუთითებენ და დამაჯერებლად აღწერენ ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ გარემობებზე. სხვა მოწმეები, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენდნენ როგორც, ბრალდების ისე დაცვის მოწმეებს, ცალსახად ადასტურებენ კონკრეტულ დროს კონფლიქტის არსებობასა და დ--------------ს და შ--------------ს დაცემის ფაქტებს, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა განმარტავს, რომ არ იციან დ--------------ს დაცემის მიზეზი. ისინი ასევე სხვადასხვაგვარად აღწერენ დ--------------ს დაზიანების ხასიათს. მოწმე ა-–-----------------მ მიუთითა, რომ დ--------------ს ფეხზე დაზიანება არ ეტყობოდა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით ასეთი დაზიანების არსებობა დადასტურებულია. დოდო ჯაქაიას განმარტება, რომ მ--–---- ნ-------–---–მა მას ხელი დაარტყა ყურის არეში, სრულ შესაბამისობაშია ექსპერტის განმრტებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ დოდო ჯაქაია უჩიოდა ტკივილს ყურის არეში. რაც შეეხება ბრალდებულ მ--–---- ნ-------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას იგი ვერ გახდება ბრალდებულების გამართლების საფუძველი, რადგან ბრალდებულის ჩვენება და მოწმეთა ჩვენებები აბსოლუტურად შეუსაბამოა. კერძოდ, მ--–---- ნ-------–---–მა განმარტა, რომ შ-------------- თავისით წამოწვა მიწაზე, მერე ადგა, ისაუბრა ტელეფონზე და ისევ წამოწვა. ეს გარემოება არ მიუთითებია არცერთ მოწმეს, ხოლო თვითონ შ--------------მ წაქცევის მიზეზად დაასახელა ბ--- ნ-------–---–ის მიერ მისთვის ხელის კვრის ფაქტი. შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მტკიცებულებანი რაოდენობითა და დამაჯერებლობის ხარისხით აშკარად აღემატება დაცვის მხარის მტკიცებულებს და არ იწვევს არავითარ ეჭვს. სახეზეა სამი პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომლებიც კატეგორიულად მიუთითებენ, რომ დ--------------ს სცემეს მ--–---- და ბ--- ნ-------–---–ებმა, ასევე პირდაპირი მოწმეების ჩვენებები იმის შესახებ, რომ ნახეს ქუჩაში წაქცეული, ცუდად მყოფი დ--------------, რომელსაც დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებენ მ--–---- ნ-------–---–ისა და ბ--- ნ-------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მ--–---- ნ-------–---–ის მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება. ბრალდებულმა არ უარყო მოწმე ნ----------------სთან მისვლისა და მისთვის ბრალდების დადგენილების თავფურცელის ჩვენების ფაქტი, თუმცა სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა მომხდარს და განმარტა, რომ მოწმეზე ზემოქმედება არ სურდა და ცდილობდა მისი სიმართლის დამტკიცებას. აღნიშნული განმარტება კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვით ნ----------------ს და შ--------------ს ჩვენებების შინაარსს. შ--------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ გაიგონა ბრალდებულსა და მოწმე ნატო ნადარიას შორის იმგვარი საუბარი, რამაც ის დაარწმუნა, რომ მოწმეზე ხდებოდა ზემოქმედება ჩვენების შეცვლის მიზნით. ნ----------------მ დაადასტურა, რომ სწორედ ამ მიზეზით მას დაუძახა შ--------------მ და შეეკითხა ვინ ახდენდა მასზე ზეწოლას. არადამაჯერებელია მ--–---- ნ-------–---–ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შ-------------- მისი და ნ----------------ს საუბარს ვერ გაიგონებდა, თუმცა თვითონ ნ----------------სთან ყოფნისას გაიგონა შ--------------ს საუბარი. რაც შეეხება მოწმე მ------------–----ს ჩვენებას, იგი ვერ გამოდგება ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მ------------–----მ საერთოდ უარყო მ--–---- ნ-------–---–სა და ნ----------------ს შორის საუბრის ფაქტი. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება თვით ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებების შინაარსს.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ნ----------------ს ჩვენება არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, როგორც მტკიცებულება. ადვოკატი თავის მოსაზრებას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებაში მითითებულია ნ----------------ს ჩვენების არდამაჯერებლობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ვერ იმსჯელებდა ნ----------------ს ჩვენებაზე, როგორც ბრალეულობის დამამტკიცებელ მტკიცებულებაზე და იგი შემოიფარგლა მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახის განსაზღვრისას მოწმის ჩვენების შესაძლო გავლენის ხარისხზე. არსებით სასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ ნ----------------ს ჩვენების შეფასება მოხდა საქმის მასალების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების ანალიზის ფონზე. დადგინდა მისი თანხვედრა სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და გამოიკვეთა მისი აშკარა დამაჯერებლობა და სარწმუნოობა.

 

ბ--- ნ-------–---–ის მიერ მ----------------ს ადევნების ფაქტი:

23. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

24. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა მ----------------მ განმარტა, რომ ყველაფერი დაიწყო 2016 წლის დაახლოებით აგვისტო სექტემბრის თვიდან, მუშაობდა სუპერმარკეტ ვერსალში, როდესაც შემოვიდა ბ--- ნ-------–---–ი, იქცეოდა გამომწვევად როდესაც გაატარა ნაყიდი პროდუქტები, ის ჩვეულებრივ მომხმარებელს არ გავდა განსხვავებული იყო ჩვეულებრივი ადამიანისგან, ჰქონდა ხელის მოძრაობები, არ შეესაბამებოდა ნორმალური ადამიანის ქცევებს, დღეში რამდენიმეჯერ შედიოდა, ხან რას ყიდულობდა და ხან რას, ცდილობდა გამოლაპარაკებოდა, თვითონ არ ჰქონდა რეაგირება ბ---ს მოქმედებებზე, შემდეგ მის გვერდით მჯდომ მოლარე ოპერატორს სთხოვდა ბ--- რომ გაეცა მისთვის პასუხი. აქედან გამომდინარე როგორც კი ნახავდა შორიდან, რომ ბ--- ნ-------–---–ი მოდიოდა მაღაზიაში, ის სამუშაო ადგილს შორდებოდა და იმალებოდა უკანა ოთახში, სანამ ის არ გავიდოდა, დღეში რამდენიმეჯერ შემოდიოდა, სამსახურის შემდეგ ხან მანქანით მიყვებოდა და ხან ფეხით უკან. ესეთი ფრაზა ჰქონდა ,,მალე ტყიდან გამოვარდება მგელი და თავის ბაჭიას წაიყვანს თავისთან’’,ისე გამოდიოდა, რომ თუ ის არ დაამყარებდა მასთან კონტაქტს, ის მაინც შეეცდებოდა, აიძულებდა მასთან ჰქონოდა კონტაქტი. ის ყოველთვის ცდილობდა ისეთი რამე ეთქვა მისთვის, რომ აიძულებდა პასუხი გაეცა, ხმოვან რაღაცეებს წამოსძახებდა, მაგალითად „ფს, ფს“ და ასე შემდეგ, თმებზე ხელს კიდებდა, გარეთ თუ იყო შორიდან მოაძახებდა შენ ჩემთან იქნები მაინცო. ისე იქცეოდა, რომ სხვა ვერ მიხვდებოდა, რომ მას მიყვებოდა უკან. შემდეგ უფროსისგან ჰქონდა შენიშვნა რადგან ხშირად ტოვებდა სამუშაო ადგილს, მას ძალიან ეშინოდა ბ---სი, თავიდან ვიღაც წერდა ფეისბუქიდან ვიღაც უცხო სახელი და გვარით, მან არ იცოდა თავიდან, რომ ბ--- იყო, მაგრამ როდესაც რამეს იყიდიდა, მოსწერდა რომ ეხლა ეს ვიყიდეო და მერე მიხვდა რომ ბ--- იყო ნ-------–---–ი. შემდეგ მოსწერა შეურაცხმყოფელი მესიჯი, რაც მან თავის მამიდაშვილს უთხრა, შემდეგ ერთი კვირა შეწყვიტა მაგრამ ისევ დაიწყო იგივე სახის მოწერები, შემდეგ გააყალბა საიტი და შექმნა საიტი სახელწოდებით ,,მ-----------------", წერდა მის ნათესავებს მეგობრებს ვითომ მარიკა იყო, საშინელებებს წერდა, ყველასთვის უწევდა იმის ახსნა რომ ის არ იყო ამ საიტით, შემდეგ მან თავისი საიტიც კი გააუქმა მაგრამ მას არაფერმა არ უშველა. ბ--- შეურაცხყოფდა მის ყოფილ ქმარსაც. შემდეგ გადაწყვიტა ვერსალის მაღაზიიდან წამოსულიყო და სახლში დამჯდარიყო, და დედაქალაქში ფიქრობდა წასვლას. ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს ზუსტი დეტალები, ივლისის თვე იქნებოდა როდესაც კარზე გაისმა კაკუნის ხმა, დედამისმა გააღო კარები და აღმოჩნდა ბ--- ნ-------–---–ი, როდესაც დედამ ჰკითხა ვინ იყო ეს კაცი, მაშინ უთხრა რომ ეს ადამიანი იყო ის ვინც გააყალბა მისი საიტი და მის მაგივრად წერდა მის მეგობრებს და ილანძღებოდა. დედამისმა შემოიპატიჟა სახლში რადგან უნდოდა ეკითხა რატომ აკეთებდა ასეთ რაღაცეებს და მაგან მარტო ეს უპასუხა რომ კუთხეში დაჯდებოდა მარტო უნდოდა ეყურებინა მისთვის რადგან უყვარდა, დედამისმა უთხრა რომ მის ახლოს არ გამოჩენილიყო და დაეტოვებინა იქაურობა, ის დაემორჩილა და წავიდა. შემდეგ გამოჩნდა ვაკანსია ,,საქართველოს ბანკში", იმ იმედით რომ თბილისში დაიწყებდა მუშაობას და დღესაც პირდებიან რომ გადაიყვანენ თბილისში, რადგან აქ ვერ ჩერდება, შიში აქვს რომ სადღაც ბ--- ნ-------–---–ი იმალება და მოყვება უკან, მარტო ბავშვის გასეირნებისაც კი ეშინია, სამსახურის მერე დედამის ურეკავს რომ შემოხვდეს ან თანამშრომლებს სთხოვს რომ გააცილონ სახლში. ბ--- წერილებშიც აღნიშნავდა თუ სად იყო თვითონ მარიკა, რას აკეთებდა, თუ არ დაეკონტაქტებოდა წერდა სახეს გაგილამაზებო, შემდეგ ,,საქართველოს ბანკში" მუშაობის დროს მიდიოდა და თუ კლიენტთან იდგა და ემსახურებოდა ბ--- ნ-------–---–ი თმებზე გაეთამაშებოდა, უკნიდან ხმოვანი წამოძახილებით ცდილობდა მისი ყურადღება მიექცია, როგორც კი მიხედავდა ეგრევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთხელ მაგიდიდან აიღო ყავა, ქაღალდით მოურია, ჯერ ქაღალდი შეჭამა და შემდეგ დალია ყავა. აპარატთან მუშაობს და აპარატთან როდესაც დგას და უკან თუ თავისზე მაღალი ვინმე დგას ბ---ს შიშით ეგრევე ერიდება იქაურობას და კანკალი უვარდება. შემდეგ თანამშრომლები ამშვიდებენ და ამოწმებენ ბ--- ნ-------–---–ი არის თუ არა ფოიეში. ერთ დღეს როდესაც შესვენება უწევდა, უნდოდა გასვლა სახლში რათა ეჭამა, მაგრამ როდესაც დაინახა ბ--- ნ-------–---–ი, თანამშრომელს სთხოვა პური მოეტანა მისთვის, ბ--- ზარანდიამ დაცვის თანამშრომელმა უთხრა რომ ბ--- ნ-------–---–მა ჰკითხა მას თუ რამდენხნიანი შესვენება ჰქონდათ, შემდეგ შესვენების დასრულების დროს ბ--- ზარანდიამ უთხრა, რომ ნ-------–---–ი ისევ მოვიდაო, რადგან სამუშაო საათები დაიწყო რა უნდა ექნა გაიკეთა ყელსახვევი და დაუბრუნდა თავის სამუშაოს, დაჯდა მაგიდასთან, ბ--- ნ-------–---–ი მივიდა მასთან და ჰკითხა როდემდე უნდა გაგრძელებულიყო მათი ურთიერთობა ასე, როდის უპასუხებდა რაზედაც ის პასუხობდა, რომ არ ჰქონდა სამუშაო ადგილას ამ თემაზე საუბრის უფლება და არაფერი ჰქონდა მასთან პირადული გასარკვევი. ის ისევ ეკითხებოდა ერთ და იგივეს. რომ არ ეშვებოდა ამ სიტუაციას მოესწრო ბანკის მენეჯერი თ------------–---–ი, რომელმაც სთხოვა რომ დაეტოვებინა დარბაზი, შემდეგ დაიწყო სალანძღავი სიტყვები, ის ხელით იშორებდა მას. შემდეგ დაცვის პოლიციელი ჩაერთო ამ სიტუაციაში. შემდეგ გადაწყვიტა დაეწერა განცხადება პოლიციაში. სანამ განცხადებას დაწერდა მანამდე ის სახლშიც კი იყო ნ-------–---–თან მისული დედასთან ერთად, როდესაც ესენი დაინახა ის ეგრევე ტელეფონთან გაიქცა, ალბათ უნდოდა ამოეშალა მიმოწერები,. რასაც ეკითხებოდნენ ყველაფერზე სულ სხვა არაადეკვატური პასუხები ჰქონდა. შემდეგ ბ---ს მამას აჩვენა ბ---ს მონაწერები, ვიდეოები რომელსაც იღებდა თავის სახლში, სამზარეულოს კუთხე და დარწმუნდა, რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ. ამ მესიჯებს სქრინავდა და ამობეჭდილი ჰქონდა, რადგან ჰქონოდა დამამტკიცებელი საბუთი თავისი სიმართლის, ეს ამობეჭდილი 55 ფურცელი წარუდგინა გამომძიებელს დ------------–---–ს. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მ----------------მ წაიკითხა ბ--- ნ-------–---–ის მიერ მიწერილი ესემესები სისხლის სამართლის საქმიდან. ბ--- ნ-------–---–მა ყველანაირად შეცვალა მისი ცხოვრების წესი, თუ ადრე თავისუფლად შეეძლო ევლო ქუჩაში, ეხლა ეშინია და თავისუფლად ვერ გადაადგილდება ვერსად. ერთ დღეს ბ--- ნასვამი მივიდა ბანკში და ჩამოჯდა, გულის ჯიბიდან ამოიღო სოსისი და ჭამა. იყო ისეთი ფაქტიც რომ უკან გამოჰყვა, შემდეგ დაურეკა დაცვის თანამშრომლებს და ისინიც გამოჰყვნენ უკან, ბ--- ნ-------–---–ი მის მისვლამდე შესულა სახლის სადარბაზოში და იქ ელოდებოდა, დაცვის თანამშრომლები მივიდნენ მასთან და უთხრეს სანამდე უნდა გააგრძელო ასეო თავს რატომ არ ანებებო. გაიყვანეს ეზოდან. დაინახა ის მომენტიც, რომელი ადამიანიც ყავდა მას მოწმედ

იმ ადამიანის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ზემოქმედებას თავისი ჟესტებით და მოქმედებებით, მაგალითად მოწმეებს დაუარა ყველას ბანკში და გარეთ გავიდა და დაიყვირა ყველას გადაგტეხავთ ძვლებშიო. ბრალდების მხარის ინიციატივით, მ----------------ს მიერ სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა, მისივე განმარტებით, ბ--- ნ-------–---–ის მიერ მისთვის მიწერილი შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდნენ უხამსი ხასიათის გამონათქვამებს.

 

25. მოწმე ქ----------------ემ განაცხადა, რომ მ---------------- არის მისი შვილი, მარიკა მუშაობდა სუპერმარკეტ ვერსალში 2016 წელს, მუშაობის პერიოდში გამოჩნდა ბ--- ნ-------–---–ი, რომელიც დადიოდა მის სანახავად, მარიკას არ სურდა მასთან ურთიერთობა, ბ--- დაჰყვებოდა თურმე ყოველ ნაბიჯზე. სახლში ამბობდა, რომ უნდა მივატოვო მუშაობაო, როდესაც ეკითხებოდნენ რატომ არ სურდა სუპერმარკეტში მუშაობა, მარიკა პასუხობდა არ შემიძლია დავიღალეო, თურმე მარიკა მალავდა ამ ყველაფერს, მარიკამ მიატოვა სუპერმარკეტ ,,ვერსალში’’ მუშაობა, შემდეგ თავისი პროფესიით საქართველოს ბანკში დაიწყო მუშაობა, თურმე იქაც მიაკითხა ნ-------–---–მა, რაღაცეებს მიალაპარაკებდა, აშინებდა, რო გამოდიოდა სამსახურიდან მოჰყვებოდა. ერთ დღეს კაკუნის ხმა გაიგო და როდესაც გააღო კარი დაინახა პიროვნება რომელიც იჯდა კარებთან, როდესაც ჰკითხა ვინ ხარო, მეო მარიკასთან ვარ მოსულიო, როდესაც დაუძახა მარიკას და ჰკითხა ვინ არის ეს კაციო, მარიკამ როგორც კი ეს პიროვნება დაინახა უთხრა რომ ეს იყო ბ--- ნ-------–---–ი, რომელიც მისი ცუდად ყოფნის მიზეზი იყო, შემდეგ მოუყვა მარიკამ, რომ ეს პიროვნება აწუხებდა. შემდეგ უთხრა ბ---ს მოდი შვილო რა გინდა ჩემს შვილთან მითხარიო, მან კი უპასუხა მე მარიკა მიყვარსო და ისიც კი მეყოფა კარებთან დავჯდე და ვუყუროო. კარს შიგნით შემოვიდა და თქვა აქ რა კარგად ცხოვრობთ თქვენო, ეგ ნორმალური კაცის საქციელი არ იყო და უთხრა მარიკას მამაა ჩასული მაღაზიაში და აქ არ დახვდე იმ კაცს წადი აქედანო. მანაც დაუჯერა და წავიდა. მარიკა ეუბნებოდა, მეშინია მისი და აქ ვერ გავჩერდებიო საზღვარგარეთ წავალ და ვერ მომწვდება ეს ბ---ო. სულ ეშინია და დაძაბულია მარიკა, მან დაამშვიდა შვილი და უთხრა მივიდეთ მის ოჯახში, ან მამა ეყოლება ან დედა და დაველაპარაკოთო და მივიდნენ ბ--- ნ-------–---–ის სახლში. ბ--- მათ დანახვაზე შევარდა და ტელეფონისკენ წავიდა, მან კი უთხრა რომ არაფერი არ ამოშალო რაც გაქვს იქ ესემესებიო, მამამისს, მ--–---- ნ-------–---–ს უთხრა რატომ აკეთებს შენი შვილი ამას საქვეყნოდ გამილანძღა შვილი, საშინელებებს წერსო, ბ---ს როდესაც ჰკითხა რა გინდა მარიკასთან რას ერჩიო, მან რაღაც სისულელე ტყუილი მოიგონა მარიკას გამო მე მცემესო, რაზედაც მარიკა განერვიულდა ტყუილს რატომ ამბობო უთხრა, მამამისმა მისცა პირობა რომ წააშლევინებდა ყველაფერს და აწი მარიკას მაგი არ შეაწუხებსო. სახლში, რომ მივიდნენ მართლაც წაუშლია ყველაფერი. მარიკა სულ შიშით დადის, ვერ გაიგეს რა უნდა, მარიკა ამბობს წავალ აქედან საზღვარგარეთო. მარიკა სამსახურის მერე დაურეკავდა და ეუბნებოდა დედა მოდისო, ბევრს არ ეტყოდა ეშინოდა არ გაიგოსო ალბათ და მერე მარიკასთან გადიოდა, რომ არ შეშინებოდა. ერთხელ იყო ასეთი ფაქტი, როდესაც მარიკა სამსახურიდან ფეხით მოდიოდა ბ--- ნ-------–---–ი მანქანით მოჰყვებოდა უკან და თან საპატრულო პოლიციის ავტომანქანაც მოყვებოდათ, ალბათ შეამჩნიეს იმათაც, და მარიკა ბინებამდე მოაცილეს, ბ--- ნ-------–---–ს კი უთხრეს რა გინდა ბიჭო შენ ვერ ჩერდებიო? და პატრულმა გაიყვანა ბ--- ნ-------–---–ი. ერთი კვირის უკან როდესაც მარიკა თბილისიდან ჩამოვიდა, მაშინ დაურეკა მარიკამ დედიკო ნ-------–---–ი მომსდევს უკანო, მან მეუღლე მარტო არ გაუშვა რამე არ მოხდესო და თვითონაც გაჰყვა, დაინახა ბ--- ნ-------–---–მა აფთიაქთან როგორ დააყენა მანქანა, მარიკას ეშინია ბავშვი რომ გაასეირნოს ქალაქში, მშობლების გარეშე არსად არ მიდის.

 

26. მოწმემ, ბანკის დაცვის თანამშრომელმა გ--–-------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 14:00 საათზე იმყოფებოდა ბანკირებისკენ, რა დროსაც ბანკში შემოესმა ხმაური, როდესაც მივიდა დაინახა, რომ ერთი ადამიანი ხმაურობდა და მის ირგვლივ რამოდენიმე ადამიანი იყო თავმოყრილი. როდესაც მივიდა მასთან მოუწოდა სიმშვიდისკენ და გასულიყო გარეთ. ეს პიროვნება იქცეოდა აგრესიულად, გამოხატავდა აგრესიას მ----------------ს მიმართ, ჩემი სათქმელი უნდა ვუთხრა გამიშვიო იძახდა, მ----------------ს მიმართ მიიწევდა, შესაძლებელია ფიზიკურად გასწორებოდა, არ დაემორჩილა მას და იძულებული გახდა განგაშის ღილაკის საშუალებით გამოეძახებინა დაცვის პოლიცია. დაცვის პოლიციის მოსვლამდე საკუთარი ძალებით ცდილობდა ის და მისი თანამშრომელი ბ--- პ-------, რომ აღნიშნული პიროვნება გაეყვანათ გარეთ. როდესაც უკვე კარში გაჰყავდათ ამ დროს გამოცხადდა დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიციაც. შემდეგ რადგან ხელმძღვანელობა აუცილებლად მოსთხოვდა მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება რა მოხდა ბანკში რატო დასჭირდა მას განგაშის ღილაკის გამოყენება, ბანკის მომსახურების გამო იყო ეს პიროვნება განაწყენებული თუ რა მიზეზით მოხდა აგრესია ამ პიროვნებისაგან, აქედან გამომდინარე შეეკითხა მ----------------ს რა მოხდა რა უნდოდა ბ--- ნ-------–---–ს შენთანო. მარიკამ უპასუხა, რომ ეს ის პიროვნებაა რომელიც ვერსალიდან მოყოლებული მაწუხებსო, მავიწროვებსო მან ისედაც იცოდა ეგ ყველაფერი მარის მონაყოლი და აღარ გააგრძელებინა მოყოლა. საქართველოს ბანკში მას თვითონ სხვა დროს არ უნახავს, თავისი მორიგეობის დროს ბ--- ნ-------–---–ი.

 

27. მოწმემ, ბანკის დაცვის თანამშრომელმა, ბ--- პ-------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს იყო სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას. მოესმა უჩვეულო, ხმამაღალი საუბარი, შემდეგ თანამშრომლის მიმართვა გაიგო მარიკა რა მოხდაო და ამის შემდეგ გამოვიდა დარბაზში და მივიდა მარიკასთან, ბ--- ნ-------–---–ი ერთ და იგივე კითხვას უსვამდა რაზეც

მარიკამ დაუკმაყოფილა კითხვა და გასცა პასუხი რომ ,,არ ვიციო’’. ის და გ--–------------- ,,საქართველოს ბანკის" უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი ჩაუდგნენ შუაში არ უშვებდნენ მარიკასთან. ბ--- ნ-------–---–ი ისევ დაჟინებით ეკითხებოდა მარიკას ერთსა და იგივეს, ხოლო მარიკა პასუხობდა იგივეს. მათ მოუწოდეს რომ თავისი ნებით გასულიყო დარბაზიდან, მაგრამ არ დაემორჩილა მას. შემდეგ გამოიძახეს დაცვის პოლიცია. ბ--- ნ-------–---–ი მარიკას ნომერს სთხოვდა ვიღაც პიროვნების, მისი თანდასწრებით ოთხჯერ ჰკითხა ეგ და მიიღო პასუხი არ ვიცი, მაგრამ მაინც აგრესიულად, ქმედებაც აგრესიული ჰქონდა და ითხოვდა იგივე კითხვაზე პასუხის გაცემას. საკმაოდ ხშირად უნახავს ბ--- ნ-------–---–ი საქართველოს ბანკში, მაგრამ მსგავსი ქმედება მას პირადად ადრე არ უნახავს.

 

28. მოწმე თ-----------------მ განაცხადა, რომ მ---------------- არის მისი თანამშრომელი. 2018 წლის 29 აგვისტოს მარი შესვენებაზე იყო გასული იყო სამზარეულოში, ბ--- ნ-------–---–ი მივიდა ბანკში დაჯდა და დაელოდა, მარისაც დაუმთავრდა შესვენების დრო და გამოვიდა დარბაზში, ის ამ დროს კლიენტს ემსახურებოდა, შემდეგ დაინახა, რომ ბ--- მივიდა მარიკასთან, შემდეგ ატყდა ხმაური და რო შემობრუნდა დაინახა რომ ბ--- ნ-------–---–ი მიიწევდა მისკენ, აგრესიული იყო, ალბათ ხელის დასარტყამად მიიწევდა მისკენ და გამიშვით გამიშვითო იძახდა, მას აკავებდნენ გ--–------------- და ბ--- პ-------, ძალიან განერვიულებული იყო მარიკა. ბ--- ნ-------–---–ი კვირაში ორი-სამჯერ დადიოდა ბანკში, ზოგჯერ ჰქონდა საბანკო საქმეები მაგრამ უფრო მ----------------ს გამო დადიოდა. მარიკა, ბ---ს როგორც კი შორიდან დაინახავდა მიუტოვებია სამუშაო ადგილი და დამალულა, რომ არ ეჩვენებინა მისთვის თავი.

 

29. მოწმე თ------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს ბანკში, მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე, მის კომპეტენციაში შედის კონტროლის გაწევა თანამშრომლებზე და კომფორტული გარემოს შექმნა მომხმარებლისთვის. მისი სამუშაო ადგილი განთავსებულია დარბაზში, 2018 წლის 29 აგვისტოს ბანკში შევიდა ბ--- ნ-------–---–ი და მივიდა მ----------------სთან, ჩვეულებრივზე მეტ ხანს რომ საუბრობდნენ უბრალოდ გამოიჩინა ყურადღება და მივიდა მათთან და ჰკითხა რამე დახმარება ხომ არ გჭირდებათო, რაზედაც უპასუხეს, რომ არ უნდოდათ. შემდეგ ის დაუბრუნდა თავის სამუშაო მაგიდას და ემსახურებოდა მომხმარებელს, რადგან მ---------------- არის ფეის ასისტენტი ამიტომ გადაწყვიტა მასთან მისვლა რადგან სხვა მომხმარებლებიც ელოდებოდნენ მას და ის ბ--- ნ-------–---–თან ჩვეულებრივზე მეტ ხანს საუბრობდა. რამოდენიმე წუთში ჩოჩქოლის ხმა მოესმა და დაინახა როგორ აკავებდნენ მისი თანამშრომლები ბ--- ნ-------–---–ს. ბ--- მიიწევდა მარიკასკენ და ამიტომ აკავებდნენ, მაგრამ რატომ მიიწევდა ის მარიკასკენ ანალიზს ვერ გააკეთებს, შემდეგ მოვიდა დაცვის პოლიცია და გაიყვანეს დარბაზიდან. ბ--- ნ-------–---–ს ხედავს ხოლმე ბანკში, დანამდვილებით ვერ იტყვის რატომ დადის.

 

30. მოწმე გ---–-----------–--მ განაცხადა, რომ 2016 წლიდან 2017 წლამდე დასაქმებული იყო სუპერმარკეტ ,,ვერსალში’’ კონსულტანტად, ამავე სუპერმარკეტში მუშაობდა მ---------------- მოლარედ, ამ დროს ბ--- ნ-------–---–ი გაიცნო მ----------------სგან, ხშირად დადიოდა ის სუპერმარკეტში, ყიდულობდა რაღაცეებს, იქცეოდა არაადეკვატურად, სიტუაციისთვის შეუსაბამოდ, თუ იყიდიდა ლუდს ხელ-ფეხს იქნევდა რაღაც უაზროდ, ალბათ ყურადღების მისაპყრობად იქცეოდა ასე. როცა მ---------------- იყო მორიგე იმ დღეებში დადიოდა ბ--- ნ-------–---–იც. ბ---ს სურდა მარიკასთან ალბათ ღრმა ურთიერთობაში შესულიყო, მაგრამ მარიკას არ სურდა მასთან ურთიერთობა. როდესაც ბ---ს დაინახავდა მოდიოდა, მარიკა ტოვებდა სამუშაო ადგილს და იმალებოდა.

 

31. 19.10.2018 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, მ---------------- განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ე------------------ემ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა. დამატებით განმარტა, რომ ადამიანი რომელიც მისთვის ნეგატიურ მოვლენებთან და განცდებთან ასოცირდება, მისი მხრიდან ახლობელი ადამიანის მიმართ ნებისმიერი კონტქატი შეიძლება ჩაითვალოს ტანჯვის გამომწვევად.

 

32. სასამართლოს უტყუარად დადსატურებულად მიაჩნია ბ--- ნ-------–---–ის მხრიდან მ----------------ს ადევნების ფაქტი. ყველა მოწმემ, რომელიც აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით დაიკითხა სასამართლოს მიერ, ცალსახად მიუთითა რომ ბ--- ნ-------–---–ი მ----------------ს მიმართ გამოირჩეოდა აგრესიული და უპატივცემულო დამოკიდებულებით. აიძულებდა მას გარკვეულწილად შეეცვალა ცხოვრების წესი, შეეცვალა სამსახური, მორიდებოდა მასთან შეხვედრას და გარიდებოდა იმ ადგილს სადაც მოსალოდენელი იყო მასთან კომუნიკაცია. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა შეეწყვიტა ასეთი ქმედებები, იგი საპირისპიროდ იქცეოდა და კვლავ აიძულებდა მას ეცხოვრა შიშისა და სტრესის ქვეშ. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბ--- ნ-------–---–ის მხრიდან მ---------------- ჩაყენებული იყო იმგვარ მდგომარეობაში, რაც გამოიწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას. აღნიშნული დასკვნა კატეგორიულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მისმა ავტორმა, ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირმა ე------------------ემ.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარემ უარყო ბ--- ნ-------–---–ის მხრიდან მ----------------სთან ელექტრონული კომუნიკაცია, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კომუნიკაციის არსებობა დაადასტურეს თვით დაზარალებულმა მ----------------მ, მისმა დედამ, მოწმე ქ----------------ემ და ბრალდებულ ბ--- ნ-------–---–ის მამამ, მ--–---- ნ-------–---–მა. გარდა ამისა ელექტრონულ წერილებში მოხსენიებნული იყო ისეთი კონკრეტული გარემოებები, რომლებიც შეეხებოდა მხოლოდ მ----------------ს და მის ოჯახს. მოწმე ქ----------------ის განმარტებით კი, მ--–---- ნ-------–---–ი მათ დაპირდა, რომ წააშლევინებდა ბ--- ნ-------–---–ს მარიკასთვის მიწერილ წერილებს.

 

33. დეტექტივ-გამომძიებლებმა დ------------–---–მა და ზ---–-------მ, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ს-------------–--მ და რ------------–------მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა--------–--------მ და ი-----–-------–--–---მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

34. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--–---- ნ-------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და მოწმისადმი მიმართვა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ--–---- ნ-------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ--–---- ნ-------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

35. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--- ნ-------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ--- ნ-------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ბ--- ნ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

36. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–---- ნ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

მ--–---- ნ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ბ--- ნ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

ბ--- ნ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

37. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

38. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონიფიცირებული ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მისი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ქმედებიდან გამომდინარე საფრთხეებს, მისი ჩადენის წინაპირობებს და მოტივებს.

 

39. ბრალდებულ მ--–---- ნ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს _ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

40. მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

41. ბრალდებულ ბ--- ნ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს _ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

42. იმის გათვალისწინებით, რომ ბ--- ნ-------–---–ი იყო კონფლიქტური სიტუაციის ინიციატორი, ასევე მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა, შეუქნა მას რეალური საჭიროება და აიძულა იგი შეეცვალა ცხოვრების წესი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რადგან სასჯელის ნაკლებად მკაცრი სახე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 59, 63-65-ე მუხლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–---- ნ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

მ--–---- ნ-------–---–ს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ--–---- ნ-------–---–ს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3300 (სამიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ--–---- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3300 (სამიათასსამასი) ლარის ოდენობით.

 

2. მ--–---- ნ-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 6--ე მუხლის მე-5 ნაწლის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის დროის 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, გათვალისწინებით შეუმცირდეს ჯარიმის ოდენობა შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობის 01 (ერთი) დღე - ჯარიმის 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

საბოლოოდ მ--–---- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს მსჯავრდებულ მ--–---- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.

 

4. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 26.10.2018 წლის განჩინებით გირაოს თანხის 5 000 ლარის სანაცვლოდ მ--–---- ნ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე სენაკის რაიონის სოფელ ა---–--------–ში, საკადასტრო კოდით 4-.1-.26.2--, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 10 640 (ათი ათას ექსვას ორმოცი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. ბ--- ნ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ბ--- ნ-------–---–ს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ბ--- ნ-------–---–ს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ბ--- ნ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

6. ბ--- ნ-------–---–ი დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.

 

7. გაუქმდეს მსჯავრდებულ ბ--- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.

 

8. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 23.10.2018 წლის განჩინებით გირაოს თანხის 4 000 ლარის სანაცვლოდ მ--–---- ნ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე სენაკის რაიონის სოფელ ა---–--------–ში, საკადასტრო კოდით 4-.1-.26.2--, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 10 640 (ათი ათას ექსვას ორმოცი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

9. ბ--- ნ-------–---–ი მოთავსებული იქნეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში, რაც დაევალოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.

 

10. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

ნ----------------სგან ამოღებული 2018 წლის 1 ოქტომბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თავფურცელი, მ----------------სგან ამოღებული სქრინები 55 ფურცლად, სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი და CD დისკზე დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე