გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002095502
საქმე №3/248-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო არაბული
მოსარჩელე: ი-----–ი მ------–---–ი
წარმომადგენელი: კ--- კ--–-----–--ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: თ----- ი------–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: გ------- ბ---------–---–ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ ი-----–ი მ------–---–--თვის ზიანის ანაზღაურება, 4 675 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ი-----–ი მ------–---–-- ადმინისტრაციული სარჩელი ადმინისტრაციული აქტების და აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ. საქმე ეხებოდა ი-----–ი მ------–---–-- სახელზე რეგისტრირებული ქონების სახელმწიფოს მიერ გასხვისებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხედ ჩართული იქნა გორის რაიონის გამგეობა, ხოლო მეორე ისნტანციის სასამართლოში რეორგანიზაციის შემდგომ, მოპასუხედ წამოდგენილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერია. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ საქმეზე №3/1---13 გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი-----–ი მ------–---–-- სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სახელზე №6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.9--) საკადასტრო კოდით განხორციელებული ჩანაწერი, 287.10 კვადრატული მეტრი ფართის ნაწილში, საიდანაც 202 კვადრატული მეტრი აღრიცხული იყო გორის მუნიციპალიტეტის სახელზე, ხოლო 85.10 კვადრატული მეტრი შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ სახელზე. შპს ,,ს----------–--ს ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ აუქციონში გამარჯვების ოქმის (2011 წლის 09 მარტის №2) 85.10 კვადრატული მეტრი ფართის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. წარმომადგენლის პოზიციით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სახელმწიფოს მხრიდან ი-----–ი მ------–---–-- საკუთრების გასხვისება, თუმცა 85.10 კვადრატული მეტრი ვერ დაუბრუნა ი-----–ი მ------–---–ს, რადგან შპს ,,ს----------–--ს ი------–-ს პ----------ის მ----------ი“ ჩაითვალა კეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ი-----–ი მ------–---–-- საკუთრების უფლების შესახებ. ამ უძრავ ქონებაზე თბილისის სააპალეცაიო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამჟამად ი-----–ი მ------–---–ს დარეგისტრირებული აქვს ყოფილი სადავო ქონების ნაწილი - 315 კვ.მეტრის ნაწილში, ხოლო 85 კვ.მ დარჩა შპს ,,ს----------–--ს ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ საკუთრებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სახელმწიფოს მოქმედების შედეგად ი-----–ი მ------–---–ს მიადგა ზიანი - 4 675 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად სცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის წინაშე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საჯარო რეეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი.
2.2 მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს საჯარო რეესტრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2001 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში ც------–ის გზატკეცილთან მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით საკუთრების უფლებით აღირიცხა ი-----–ი მ------–---–-- სახელზე (საკადასტრო კოდით 6-.0.0-.1-.0--) (16-.0-.1-.0--.0--). აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მომართვა №4/15-667 (24/07/01) გორის მერიის კოლეგიის გადაწყვეტილება №177, ოქმი №9 (22/08/97) მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტი (04/06/1997) გორის მერიის ,,არქმშენინსპექციის“ მომართვა №33 (14/05/99) გენ.გეგმა და მიწის შესყიდვის ქვითრები.
2010 წლის 17 ივნისს ი-----–ი მ------–---–მა განცხადებით №882010660289 მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 6-.0-.1-.0-- საკადასტრო კოდით დაუზუსტებელად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტება.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას №882010660289 განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთს დაუდგინდა ზედდება 6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.0--.0--) (მესაკუთრე: შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ი“ და 6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.0--.0--) მესაკუთრე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ი-----–ი მ------–---–-- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელი შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ აუქციონში გამარჯვების შესახებ 2011 წლის 9 მარტის №2 ოქმის 85.10 კვ.მ ფართის ნაწილში, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ს“ შორის 2011 წლის 11 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 85.10 კვ.მ ფართის ნაწილში, აგრეთვე შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ სახელზე 6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდით განხორციელებული ჩანაწერის 85.10 კვ.მ ფართის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.0--.0--) საკადასტრო კოდით განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი და მის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული.
№882010660289 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად მოსარჩელემ არაერთხელ შეცვალა მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ხოლო საბოლოოდ რეგისტრაცია განხორციელდა, კერძოდ, საკადასტრო მონაცემები და ფართობი დაზუსტდა ასევე მის მიერვე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ი-----–ი მ------–---–სა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე 6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.0--.0--) საკადასტრო კოდზე (3135 კვ.მ) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო 6-.4-.2-.1-- (6-.4-.2-.0--.1--) საკადასტრო კოდზე (315კვ.მ) რეგისტრირებულია ი-----–ი მ------–---–-- საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციით, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებში საკმაოდ მაღალია მტკიცების ხარისხი და მოსარჩელის ვალდებულება დაადასტუროს ქმედებასა და ზიანს შორის პირდაპირი და უშაულო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დადგენა საჭიროებს არა მხოლოდ მოპასუხის ქმედებაში ბრალის არსებობის დადგენას, არამედ იმის დადასტურებასაც, რომ ეს იყო მოპასუხის ქმედების პირდაპირი და უშაულო შედეგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, (საქმე №ბს-648-623 (2კ-13), 10.04.2014 წ) ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული დამდგარი საზიანო შედეგისთვის. აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, ასევე კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–ი მ------–---–ზე განხორციელებული 2001 წლის 29 დეკემბრის რეგისტრაცია 6-.0-.1-.0-- საკადასტრო კოდზე მოხდა დაუზუსტებელი მონაცემით, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის (იდენტურობის) დადგენა. თანამედროვე კოორდინატთა სისტემის გამოყენებით. ამასთან, დაუზუსტებელი მონაცემით რეგისტრაცია გულისხმობს აგრეთვე იმასაც, რომ შესაძლებელია დაზუსტების შედეგად ფართობის ცვლილება, მათ შორის ფართობის შემცირების განხორციელებაც. ამიტომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის არგუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
ი-----–ი მ------–---–-- 2001 წლის 29 დეკემბრის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო თავად გორის მერიის მიერ გაცემული-შედგენილი დოკუმენტები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა თავად მოსარჩელეზე მიწის ნაკვეთის გადაცემაც და ასევე სადავო მიწის ნაკვეთის ჯერ თავის საკუთრებაში რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ზე“ გასხვისება. ამდენად, მას ჰქონდა ინფორმაცია განკარგული მიწის ნაკვეთების თაობაზე და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დაინტერესებულ პირს - გორის მუნიციპალიტეტის გემგეობას. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციით არ დგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სააგენტოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ საქმეზე №3/1---13 გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი-----–ი მ------–---–-- სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სახელზე №6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.9--) საკადასტრო კოდით განხორციელებული ჩანაწერი, 287.10 მ2 ფართის ნაწილში, საიდანაც 202 მ2 აღრიცხული იყო გორის მუნიციპალიტეტის სახელზე, ხოლო 85.10 მ2 - შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ სახელზე. სარჩელი შპს ,,ს----------–--ს ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ აუქციონში გამარჯვების ოქმის (2011 წლის 09 მარტის №2) 85.10 მ2 კვადრატული მეტრი ფართის ნაწილში ბათილად ცნობის, გორის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს----------–--ს ისრაეილის პ----------ის მ----------ს“ შორის 2011 წლის 11 აპრილს დადებული ხელშეკრულების 85, 10 მ2 ფართის ნაწილში ბათილად ცნობის და შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ სახელზე №6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდით განხორციელებული ჩანაწერის 85,10 მ2 ფართის ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის №3/1---13 გადაწყვეტილება;
3.2. თბილისის სააპელაციო სასაამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის №3ბ/7---14 განჩინებით ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის სააპელაციო სასაამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის №3ბ/7---14 განჩინებ;
3.3. ი-----–ი მ------–---–-- სახელზე რეგისტრირებულია №6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდით გორის რაიონ სოფელ კ-----–---ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 315 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.4. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის საასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 თებერვლის №000592617 დასკვნის თანახმად, გორის რაიონის, სოფელ კ-----–---ში მდებარე ი-----–ი მ------–---–-- საკუთრებაში არსებული 315 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ 6-.4-.2-.0--) და შპს ,,ს----------–---ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს.კ 6-.4-.2-.0--) ი-----–ი მ------–---–-- კუთვნილი მიწის ნაკვეთის (6-.4-.2-.0--) მოსაზღვრე 85 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება ჯამში 400 კვ.მ-ის ოდენობით, 2010 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 22 000 ლარს. ქ.გორში, ც------–ის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (მთლიანი ფართი: 400 კვ.მ) 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2010 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 55 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის საასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 თებერვლის №000592617 დასკვნა;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე მუხლის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----–ი მ------–---–ს საკუთრებაში ჰქონდა გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში, ც------–ის გზატკეცილთან მდებარე უძრავ ქონებას, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 6-.0.0-.1-.0--) (16-.0-.1-.0--.0--).
გორის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 1- აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ი-----–ი მ------–---–-- საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის 24 ივლისის № 4/15-667 მიმართვა, მიწის ქირისა და შესყიდვის ქვითრები, გორის მერიის კოლეგიის 1997 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება № 177 (ოქმი № 9), მიწის ნაკვეთის შერჩევის 1997 წლის 4 ივნისის აქტი, გორის მერიის არქმშენინსპექციის 1999 წლის 14 მაისის № 33 მიმართვა, გენ-გეგმა.
2010 წლის 17 ივნისს ი-----–ი მ------–---–მა განცხადებით №882010660289 მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 6-.0-.1-.0-- საკადასტრო კოდით დაუზუსტებელად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტება.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას №882010660289 განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთს დაუდგინდა ზედდება 6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.0--.0--) (მესაკუთრე: შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ი“ და 6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.0--.0--) მესაკუთრე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გორში, ც------–ის გზატკეცილის № 3-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 202203 მ2 მიწის ნაკვეთი (დაზუსტებელი) № 6-.4-.2-.9-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე 2010 წლის 18 აგვისტოს, რომლის შემდეგაც მოხდა ამ ფართის დაყოფა რამოდენიმე ნაკვეთად (ნაკვეთის შემდეგი ნომრები 6-.4-.2-.0--, 6-.4-.2-.9--, 6-.4-.2-.0--, 6-.4-.2-.0--, 6-.4-.2-.0--, 6-.4-.2-.0--, 6-.4-.2-.0--);
აღნიშნულ რეგისტრაციას და მიწის რამოდენიმე ნაკვეთად დაყოფას საფუძვლად დაედო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 12 აგვისტოს № 2724 მიმართვა, საკრებულოს № 1-224 ბრძანება, გამგეობის 2010 წლის 27 იანვრის № 287 და 2009 წლის 24 ივნისის № 1798 მიმართვები.
გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ი”, რომელთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გორში, ც------–ის გზატკეცილის № 3-ში მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 38 793 მ2 მიწა საკადასტრო კოდით 6-.4-.2-.0--, საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს-ს სახელზე;
შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის” სახელზე № 6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ი-----–ი მ------–---–-- სახელზე № 6-.0-.1-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 85,10 მ2 ფართის ნაწილში, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სახელზე № 6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ი-----–ი მ------–---–-- სახელზე № 6-.0-.1-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 202 მ2 ფართის ნაწილში.
ამჟამად ი-----–ი მ------–---–ს დაარეგისტრირებული აქვს სადავო მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი - 315 კვ.მეტრი, ხოლო 85 კვ. მეტრი დარჩა შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის” საკუთრებაში.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სახელზე №6-.4-.2-.0-- (6-.4-.2-.9--) საკადასტრო კოდით განხორციელებული ჩანაწერი, 287.10 მ2 ფართის ნაწილში, საიდანაც 202 მ2 აღრიცხული იყო გორის მუნიციპალიტეტის სახელზე, ხოლო 85.10 მ2 - შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ სახელზე. სარჩელი შპს ,,ს----------–--ს ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ აუქციონში გამარჯვების ოქმის (2011 წლის 09 მარტის №2) 85.10 მ2 კვადრატული მეტრი ფართის ნაწილში ბათილად ცნობის, გორის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს----------–--ს ი------–-ს პ----------ის მ----------ს“ შორის 2011 წლის 11 აპრილს დადებული ხელშეკრულების 85, 10 მ2 ფართის ნაწილში ბათილად ცნობის და შპს ,,ს----------–-- ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ სახელზე №6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდით განხორციელებული ჩანაწერის 85,10 მ2 ფართის ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით განმარტებულ იქნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამგეობის სახელზე საკუთრების აღრიცხვის ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამჟამად, მხოლოდ იმის გამო, რომ ქონების ნაწილი უკვე აღრიცხული იყო კეთილსინდისიერ შემძენზე, ი-----–ი მ------–---–ს დაუბრუნდა ქონების მხოლოდ ნაწილი და მან სრულად ვერ მიიღო უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფა, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების აღრიცხვა შესრულდა არამართლზომიერად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო ჩანაწერი.
სააქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
როგორც ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ირკვევა, ი-----–ი მ------–---–მა მიიღო ზარალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედების გამო, სადავო რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ, დაინტერესებული მხარე კი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა, რაც მოპასუხეთა მიერ არ განხორციელდა, შესაბამისად ი-----–ი მ------–---–--ათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხეთა მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით და კანონსაწინააღმდეგოდ გამოცემული აქტებით, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთრების უფლების რეალიზება. ამასთან დადგენილია, რომ ი-----–ი მ------–---–-- საკუთრების უფლების რეგისტრაციას სხვა დოკუმენტებთან ერთად საფუძვლად დაედო გორის მერიის კოლეგიის 1997 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება № 177 (ოქმი № 9), მიწის ნაკვეთის შერჩევის 1997 წლის 4 ივნისის აქტი, გორის მერიის არქმშენინსპექციის 1999 წლის 14 მაისის № 33 მიმართვა, გენ-გეგმა, შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 12 აგვისტოს № 2724 მიმართვის, საკრებულოს № 1-224 ბრძანების, გამგეობის 2010 წლის 27 იანვრის № 287 და 2009 წლის 24 ივნისის № 1798 მიმართვების საჯარო რეესტრში წარდგენის დროისათვის მუნიციპალიტეტისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო და ვალდებული იყო სცოდნოდა აღნიშნული უძრავი ქონების ი-----–ი მ------–---–-- სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.
ორივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისას მსგავსი ზიანი ი-----–ი მ------–---–ს არ მიადგებოდა, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის პირდაპირი შედეგია მოსარჩელის საკუთრების ხელყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ზიანის ანაზღაურების საავალდებულო წინაპირობები: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ბრალი.
ამასთან, სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების თითოეული წევრის კანონით დაცული ინსტერესების მომსახურება, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება საზოგადოების ცხოვრების დონეზე. (იხ. სუს 2010 წლის 09 თებერვლის ბს-1250-1194(კ-09) განჩინება).
ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. (იხ. სუს 2014 წლის 21 თებერვლის ბს-667-642 (კ-13) განჩინება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საჯარო უფლებამოსილება მოპასუხეთა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელდა კანონდარღვევით, რასაც მოჰყვა ი.მ------–---–-- მიერ კანონიერად შეძენილი საკუთრების უფლების ხელყოფა, რაც სასამართლოს აზრით ერთმნიშნვნელოვნად წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უნდა განისაზღვროს იმ ქონების საბაზრო ღირებულებით, რომელზეც განხორციელდა საკუთრების უფლების ხელყოფა.
დადგენილია, რომ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის საასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 თებერვლის №000592617 დასკვნის თანახმად, გორის რაიონის, სოფელ კ-----–---ში მდებარე ი-----–ი მ------–---–-- საკუთრებაში არსებული 315 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ 6-.4-.2-.0--) და შპს ,,ს----------–---ი------–-ს პ----------ის მ----------ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს.კ 6-.4-.2-.0--) ი-----–ი მ------–---–-- კუთვნილი მიწის ნაკვეთის (6-.4-.2-.0--) მოსაზღვრე 85 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება ჯამში 400 კვ.მ-ის ოდენობით, 2010 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 22 000 ლარს. ქ.გორში, ც------–ის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №6-.4-.2-.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (მთლიანი ფართი: 400 კვ.მ) 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2010 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 55 ლარს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
ყოველივე აღნიშნულიდაან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----–ი მ------–---–მა ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქნედებების გამო დაკარგა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და შესაბამისად ვერ შეძლო მატერიალური სიკეთის მიღება, ამდენად მოსარჩელისთვის სასამართლოს მიერ რეალიზებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტიუციის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული უფლება და მოპასუხეების მხრიდან სოლიდარულად უნდა აუნაზღაურდეს დაკარგული ქონების საბაზრო ღირებულება 2010 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, როდესაც ფაქტობრივად ხელყოფილი იქნა მისი საკუთრების უფლება, რაც ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, 1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შეადგენს 55 ლარს, მთლიან მიწის ნაკვეთზე კი (85 კვ.მ) 4000 ლარს.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, ი-----–ი მ------–---–-- სარჩელი, მოპასუხეების გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სოლიდარულად, ი-----–ი მ------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, 4 675 (ოთხი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაა ტავისფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო ხარჯების ანგარიშში სახელმწიფო ბაჟის სახით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 141 (ას ორმოცდაერთი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს ი-----–ი მ------–---–-- სასარგებლოდ.
მოცემულ საქმეზე კ--- კ--–-----–--ის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 141 (ას ორმოცდაერთი) ლარი ი-----–ი მ------–---–-- საქმეზე, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–ი მ------–---–-- სარჩელი, მოპასუხეების გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სოლიდარულად, ი-----–ი მ------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, 4 675 (ოთხი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 141 (ას ორმოცდაერთი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს ი-----–ი მ------–---–-- სასარგებლოდ.
3. მოცემულ საქმეზე კ--- კ--–-----–--ის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 141 (ას ორმოცდაერთი) ლარი ი-----–ი მ------–---–-- საქმეზე, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული