განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
820100118002583280
დავის ტიპი
238 (1) 2
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002583280

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის N1/216-2018 წ

 

25 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი გ---–-------------ე

 

ბრალდებულ - ლ-–-------–-------ის დაუსწრებლად (დაბადებული 1----–-–-------------–ს, პ/ნ 6----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, ს-–----–ო განათლების მქონე, უ---–-----ი, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, ფ-------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ქედა, ტ---–-------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 01 სექტემბრის განაჩენით, ლ-–-------–-------ე წარმოადგენდა რა განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, ნასამართლობის მოხსნამდე და გაქარწყლებამდე, 2018 წლის 27 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტი, დაბა ქედა, ტ---–------------------ის ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----–---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს საღამოს დაახლოებით 10 საათზე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ი-----–---------ე, ა-----–---------–--ე და რ-----------ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ტ---–------------------ის მხრიდან შემოესმათ ხმაური, რის გამოც მივიდნენ ადგილზე, სადაც არის საცხოვრებელი ორი კორპუსი და ერთერთი კორპუსის მეორე სართულიდან ისმოდა ხმაური, ამ დროს აივანზე გამოვიდა იქ მცხოვრები ლ-–-------–-------ე და შეიგინა მათი მისმართით - თუ რატომ დადიოდნენ მის ეზოში. აღნიშნულის შემდეგ დაახლოებით 30-40 მეტრის მოშორებით გამოვიდნენ და გაჩერდნენ, კორპუსიდან ჩამოვიდა ლ-–-------–-------ე და დაიწყო მათი მისმართით გინება, მათი მოწოდების მიუხედავად შეეწყვიტა ლანძღვა გინება არ გაჩერდა, რის გამოც დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ადგილზე ჩატარებული პირადი გასინჯვის დროს უკანა მხარიდან ამოღებული იქნა შარვალზე მიმაგრებული შავი ფერის დანა.

 

ანალოგიური განმარტეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა-----–---------–--ემ, რ-----------ემ და ი-----–---------ემ.

 

მითითებული მოწმეების ჩვენებები დადასტურებულია მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 13 ივლისის და 2018 წლის 08 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, 2018 წლის 27 მაისის შსს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----–--------ის და ა-----–---------–--ის მიერ შედგენილი პატაკებით, ასევე 2018 წლის 27 მაისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რომელშიც მითითებულია, რომ ლ-–-------–-------ე დაბა ქედა, ტ---–------------------აზე იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 07 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ რ----–--------ისგან ამოღებული იქნა დალუქულ მდგომარეობაში შავი ფერის დანა.

 

მითითებული საგამოძიებო მოქმედებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს ქედის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ედნარ ზაქარაძემ და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ--------–---მ.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 27 მაისის შსს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----–--------ის მიერ შედგენილი ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით დადგენილია, რომ დაბა ქედაში ტ---–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.ს.კ. 166-173-ე მუხლებით დაკავებული მოქალაქე ლ-–-------–-------ეს პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა საკეცი დანა.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 13 ივნისის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ე-–---------------მ.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 06 აგვისტოს ა-----------------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის მეზობლად ცხოვრობს ლ-–-------–-------ე. 2018 წლის 27 მაისს დაახლოებით 22 საათზე დაინახა მათი ეზოს მიმდებარედ გაჩერებული პოლიციის ავტომანქანა, რომელშიც პოლიციელებმა ჩასვეს ლ-–-------–-------ე და წავიდნენ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 01 სექტემბრის განაჩენით ლ-–-------–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის და 06 თვის ვადით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ლ-–-------–-------ეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 01 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და იმავე დღეს განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა გაქარწყლდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან.

 

შესაბამისად ლ-–-------–-------ე ქმედების ჩადენის მომენტში 2018 წლის 27 მაისს ითვლებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირად.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთ თავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ლ-–-------–-------ემ, როგორც განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირმა, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება.

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ლ-–-------–-------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გარკვეული საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ცივი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან გამოყენებული იქნეს სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც შერჩეული სასჯელის მეშვეობით მსჯავრდებულსა და სხვა პირზე უნდა განხორციელდეს კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

სასჯელის სახის და ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედებას არ გამოუწვევია რაიმე მატერიალური ან არამატერიალური ზიანი, ბრალდებულს არ გამოუყენებია დანა. ამავე დროს საგულისხმოა, რომ ქმედებას წინ უძღოდა წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, ლ-–-------–-------ის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნები უფრო ეფექტურად იქნება მიღწეული სასჯელის სახედ ჯარიმის მინიმუმზე შედარებით მაღალი ზომით 1000 ლარის ოდენობით გამოყენება.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

 

შესაბამისად ნივთმტკიცება - დანა უნდა განადგურდეს.

 

ბრალდებულ ლ-–-------–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–-------–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთმტკიცება - დანა განადგურდეს განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი