განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
010100118002659437
დავის ტიპი
19 - 177 3 დ , 19 - 177 3 ბ
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002659437

საქმე N1-902/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04.03.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: მა---------–------ძე

მამის სახელი: კ----

დაბადებული: 03.05.1992 წელი

პირადი ნომერი: 6---------0

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ. ლე--------------------

 

ბრალდებულის ადვოკატი - გო------–-----ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 172170818001

 

1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მა---------–------ძეს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

ბრალდების არსი:

2018 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში მა---------–------ძე, ქ. ქობულეთში, აღ--–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე გაჩერებული, იმ--------------------ის კუთვნილი ,---------------- ფირმის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით R------, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ცდილობდა დაუფლებოდა გვერდითა უკანა ხედვის სარკეს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა გამოსაკვლევად წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული მა---------–------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქმის განხილვისას კი დადგინდა, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის დასადატურებლად, რომლის მიხედვით, მა---------–------ძემ ჩაიდინა ქურდობა , კერძოდ:

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1 საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს თე--------------ძის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ქობულეთში აღ--–-----–ის გამზირი N----ის მოპირდაპირედ ავტოსადგომზე მა---------–------ძე ცდილობდა ავტომანქანის გვერდითა სარკის ქურდობას ; (იხ ს.ფ. 1-2)

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას თე--------------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კარგად ახსოვს ის შემთხვევა; ღამით მივიდა დაახლოებით 03:00 საათზე ავტომანქანიდან ჩამოვიდა გე-–----------ესთან ერთად; იქვეა ავტომანქანების სადგომი, იქედან კი ახლოსაა და შესაძლებელია ადვილად მისვლა ახლომდებარე კლუბებთან; რუხი ვერცხლისფერი ავტომანქანასთან შენიშნეს პიროვნება, რომელმაც მოგლიჯა ავტომანქანის სარკე; დაუძახა, რომ აზრი არ ჰქონდა გაქცევას და შეჩერებულიყო, ის დაიბნა და შეჩერდა; გაესაუბრა შეჩერებულს, გამომძიებელი გამოიძახა, მისგან ამოიღეს ავტომანქანის სარკე და კარგად ახსოვს, რომ ამოღებული იქნა მისი თითის ანაბეჭდები, ჩხრეკისას რაიმე სხვა ნივთი არ ამოღებულა, ოქმებზე და დალუქულ ნივთზეც ასევე ამოღებულ ხელის თითის კვლებზე სარკე მოაწერა ხელი; თავად ბრალდებული განმარტავდა, რომ სისულელე გააკეთა , და ნანობდა მოგვიანებით; შემთხვევა მოხდა დაახლოებით 03 საათის შემდეგ; 10 მეტრზე მეტი იქნებოდა მოცილებული, როცა დაინახა, როგორ მოგლიჯა მან სარკე, გაიქცა და გაეკიდნენ, კარგად იცნობს იმ ტერიტორიას და თავად ბრალდებულმა გზა ვერ გაიკვლია და ამიტომ მოხერხდა მისი დაკავება; ამინდი კარგი იყო თუმცა საკმაოდ ციოდა; მათ დაუძახეს, რომ იყვნენ პოლიციელები და შეჩერებულიყო; (იხ ოქმი 06.12.2018წ 17:02:31სთ-17:08:45სთ);

 

2.3. მოწმე გე-–----------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს იმყოფებოდა მივლინებით ქობულეთის რაიონულ სამმართველოში მისი სამოქმედო ტერიტორია იყო ზღვისპირა პარკი, 16 აგვისტოს 10 საათიდან 17 აგვისტოს 10 საათამდე, თე--------------ძესთან ერთად მოძრაობდა, 17 აგვისტოს იქნებოდა ღამის 03 საათი, აღ--–-----–ის გამზირზე #4---ის მოპირდაპირედ - სანაპიროს მოპირდაპირედ ავტოსადგომზე შენიშნეს ავტომანქანა ოპელთან გაჩერებული პიროვნება, დაინახეს რომ მან მოტეხა მარცხენა ხედვის სარკე და აპირებდა გაქცევას, დაუძახეს რომ შეჩერებულიყო და დაედევნენ; ეს პიროვნება შეაჩერეს, მან თავი წარუდგინა რომ იყო მა---------–------ძე, აღიარა, რომ ეს სარკე თანხის მიღების მიზნით მოტეხა, სურდა გაეყიდა; აცნობეს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს, მოვიდა გამომძიებელი და ექსპერტი; გამომძიებელმა შეადგინა დაკავების ოქმი და ჩხრეკის ოქმი; მა---------–------ძემ ნებაყოფლობით ხელი მოაწერა ოქმს; ამოღებული იქნა აღნიშნული სარკე შეფუთული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ სარკეზე იყო ანაბეჭდები და ისინი დაილუქა ცალკე; ამის შემდეგ პიროვნება გადაიყვანეს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში; მანქანა იყო ,---------------- მარკის, რუხის ფერის ფურგონის ტიპის, სახელმწიფო ნომრით 200; ისინი იმყოფებოდნენ მასთან ახლოს, საიდან გამომდინარეც დაინახეს მისი მოქმედება, მას ხელში ეჭირა აღნიშნული ნივთი; ის იმყოფებოდა მარტო; დაკავებული პირი საგამოძიებო მოქმედებას დაეთანხმა მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია; შემთხვევიდან დაახლოებით 3-4 მეტრში დააკავეს; (იხ ოქმი 10.01.2019წ ; 13:24:53სთ-13:36:11სთ);

 

2.4. მოწმე გი---------------–-ძემ განაცხადა, რომ ჩატარებული აქვს მოცემულ საქმეზე რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ავთენტურობას და კანონიერებას ადასტურებს; ( იხ ოქმი 26.11.2018 12:14:45სთ-12:17:06სთ);

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას თა-------------ძემ განაცხადა, რომ საქმეზე ძირითადად თავად აწარმოებდა გამოძიებას; მის მიერ მოხდა დაკავება და პირადი ჩხრეკა ბრალდებულის, შედგენილია შესაბამისი ოქმი; საგამოძიებო მოქმედება ქობულეთში აღ--–-----–ის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა, პოლიციელებთან ერთად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა გვერდითი ხედვის სარკე; ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა შესაბამისი წესით; აღებული იქნა ავტომანქანიდან და გვერდითი ხედვის სარკიდან თითის კვლები; დაკავება მოხდა ღამის საათებში, დაახლოებით 02:50 სთ; ბრალდებული არ ახსოვს იყო თუ არა ნასვამი, არ შეუმოწმებია; არ ჩათვალა საჭიროდ; როგორც ახსოვს არ ჩანდა ისეთი მთვრალი; რომ მივიდა ადგილზე, ის პოლიციელებს ყავდათ შეჩერებული , ხელში ეჭირა ავტომანქანის სარკე; ავტომანქანა იდგა ავტოსადგომზე; ავტომანქანის გვერდით იდგა თუ არა ავტომანქანები , - არ ახსოვს; (იხ ოქმი 26.11.2018წ 12:18:35სთ-12:24:53სთ);

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას გი-----------–--ემ განაცხადა, რომ ქობულეთში აღ--–-----–ის ქ #4-- ის მოპირდაპირე მხარესაა ავტოსადგომი, ექსპერტის თარჯიმნის და დაზარალებულის მონაწილეობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იქ იდგა ავტომანქანა მუქი ვერცხლისფერი; დაზარალებულიც ამბობდა და ავტომანქანას არ ჰქონდა მარცხენა ხედვის სარკე; ავტომანქანიდან ამოღებული იქნა კვლები; როგორც ახსოვს მარცხენა და მარჯვენა მხარეს იდგა ავტომანქანები; ბრალდებული არ იცის სად იყო, ორიენტაცია ჰქონდა ადგილის დათვალიერებაზე; ბრალდებულთან მას შეხება არ ჰქონია; (იხ ოქმი 26.11.2018წ 12:27:03სთ-12:29:16სთ) ;

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას მი---------------ძემ განაცხადა, რომ ბრალდებულის პირად ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, 2018 წლის 17 აგვისტოს ღამის საათები 03 საათის შემდეგ ქობულეთის სამორიგეოს გვერდით იყო ოთახში იმყოფებოდა, როცა გამოიძახეს გამომძიებელი თა-------------ძე ელოდებოდა და ერთად გავიდნენ; ჩხრეკა ჩაუტარდა პიროვნებას სახელით მამუკა, ხელში ეჭირა და ამოღებული იქნა ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე, შემდეგ დამუშავებული იქნა ამოღებული იქნა ორი ცალი ხელის კვალი, დაილუქა ცალ ცალკე და მისცა გამომძიებელს; სხვა რაიმე სახის ნივთი არ ამოღებულა; შემდეგ დათვალიერება ჩატარდა , აქ უკვე გამომძიებელი იყო ბაუჟაძე, როგორც ახსოვს რუხი ვერცხლისფერი მანქანა იყო, მარცხენა მხარეს არ ჰქონდა უკანა ხედვის სარკე; მანქანის ფრთაზე ამოღებული იქნა ხელის კვალი და ისიც გადასცა გამომძიებელს; დათვალიერებას ესწრებოდა ასევე მესაკუთრე; სარკე ამოიღეს ბრალდებულისაგან; (იხ ოქმი 06.12.2018წ 16:55:05სთ-17:00:47სთ);

 

2.8 2018 წლის 18 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ მა---------–------ძის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2018 წლის 17 აგვისტოს, 03:20 საათზე და დასრულდა 04:47 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 17 აგვისტოს, 02:50 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ქობულეთში, დ. აღ--–-----–ის გამზირის ქ.N----ის მოპირდაპირედ ავტოსადგომზე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გე-–----------ემ. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე, რომელიც ეჭირა წინ ორთავე ხელში. ქესპერტების მიერ გვერდითა ხედვის სარკე დამუშავებული იქნა დ/ფხვნილით, რა დროსაც გვერდითა უკანა ხედვის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვალი ორ ცალ დ/ფირზე, რომელიც ექსპერტების მიერ მოთავსდა და დაილუქა შსს ექსპერტიზის პარკში ლუქი N1. ასევე, ექსპერტების მიერ მა---------–------ძისგან ამოღებული გვერდითა უკანა ხედვის სარკე მოთავსდა და დაილუქა ექსპერტიზის პარკში, პაკეტი N2. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა მა---------–------ძის პირადი ჩხრეკა და მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე და სარკის ზედაპირიდან ამოღებული კვლები ციფრული ფოტოაპარატით ნიკონით, რითაც დასრულდა მა---------–------ძის ჩხრეკა. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ. ( იხ. ს/ფ 5-16);

 

2.9 2018 წლის 17 აგვისტოს (ავტომანქანის) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმის შედგენა დაიწყო: 2018 წლის 17 აგვისტოს, 04:40 საათზე და დასრულდა 05:35 საათზე, ქ. ქობულეთში, დ. აღ--–-----–ის გამზირის ქ.N----ის მოპირდაპირედ ავტოსადგომზე, შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის გი-----------–--ის მიერ, ექსპერტის მი---------------ძის, ავტომანქანის მფლობელის იმ--------------------ის, თარჯიმნის მონაწილეობით. დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ნებაყოფლობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშრალ ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქობულეთში, აღ--–-----–ის გამზირი N---, საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ, სადაც არის ავტომანქანების სადგომი. აღნიშნული ავტომანქანა სადგომზე გაჩერებულია, რუხი ვერცხლისფერი ფერის ,---------------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით R------. დათვალიერების დროს ფიქსირდება, რომ ავტომანქანას მარცხენა გვერდითა სარკე აქვს მოძრობილ მდგომარეობაში. დათვალიერებას ესწრებოდა აღნიშნული ავტომანქანის მფლობელი იმ--------------------ი, რომელმაც მიუთითა ავტომანქანის იმ ადგილზე, სადაც მარცხენა გვერდითა სარკე არის მომძვრალი და განმარტა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს ღამის საათებში მისთვის უცნობმა პირმა მოახდინა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ო---–---------ზე, სახელმწიფო ნომრით R------ მარცხენა გვერდითა სარკის მოძრობა. ექსპერტის მიერ დამუშავებული იქნა დაქტილოფხვნილით აღნიშნული ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის მარცხენა მხარეს, სადაც სარკე ქარხნულად არის დამონტაჟებული ამოღებული იქნა ხელის კვალი. ასევე, ავტომანქანის მარცხენა წინა ფრთიდან ექსპერტის მიერ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის კვალი. აღნიშნული ორი ცალი ხელის კვალი ექსპერტების მიერ დასურათდა, ჩადებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. აღნიშნული ავტომანქანა დაკეტილ მდგომარეობაშია. ავტომანქანის დათვალიერების დროს სხვა რაიმე სახის კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. შემთხვევის ადგილზე არ არის დამონტაჟებული კამერები და არ მიმდინარეობს ვიდეოგადაღება. შემთხვევის ადგილი ექსპერტების მიერ დასურათდა ნიკონის ფირმის ციფრული ვიდეოგადამღებით, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც გამოძიებისთვის საინტერესო ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ. ( იხ. ს/ფ 24-34);

 

2.10. სასაქონლო ექსპერტიზის N6---- 24.10.2018წ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ავტომანქანის ,---------------- სახელმწიფო ნომრით R------ უკანა ხედვის მარცხენა გვერდითა სარკის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა შედაგენს 130 (ასოცდაათი) ლარს. (იხ დასკვნა, ს/ფ 81-85);

 

2.11. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----- 01.11.2018 წ. დასკვნით დადგენილია, რომ

1. სს No172170818001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვლები N1, N2 და N3 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

- დაქტილოფირზე მაქსიმალური ზომით: 44X59მმ გადატანილი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

2. კვალი N1 გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 39X57მმ, რომელიც მოთავსებული იყო ქაღალდის პაკეტში წარწერით: „ 17:08:2018 აღ--–-----–ის 4-- მა---------–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის გვერდითი სარკის ზედაპირიდან ამოღებული (2) ცალ დაქტირო ფირზე ხელის კვალი:“, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი — მურადი ვალერიანის ძე ბარნოვის (დაბ. 03.12.1984 წელს) მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის.

3. N2 და N3 კვლების იდენტური ხელის ანაბეჭდების ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

 

საქმის განხილვისას ექსპერტმა ნათია ჩავლეშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე; ( იხ ოქმი 22.01.2019წ)

 

2.12. სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულის იმ--------------------ის ჩვენება; გამოკითხვის ოქმის თანახმად იმ--------------------ი აჩვენებს, რომ ის ქობულეთში დასასვენებლად ჩამოვიდა 2018 წლის 14 აგვისტოს ოჯახთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით - ,---------------- მარკის სახელმწიფო ნომრით R------; დაბინავდა აღ--–-----–ის გამზირი #430-ში და ავტომანქანა გააჩერა სახლის წინ არსებულ ავტოსადგომზე; 2018 წლის 16 აგვისტოს საღამოს ავტომანქანა ნახა და რაიმე სახის დაზიანება არ შეუმჩნევია, ყველაფერი იყო წესრიგში; 17 აგვისტოს დაახლოებით 03 საათზე აივნიდან დაინახა მის ავტომანქანასთან მდგომი უცხო პირები, დაინტერესდა და ჩავიდა ეზოში; იყო რამდენიმე პოლიციელი, მათ შეჩერებული ყავდათ უცხო პირი; იქ შეიტყო, რომ ეს უცნობი პირი ცდილობდა მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის სარკის მოპარვას; ავტომანქანის სარკის ღირებულებაა დაახლოებით 100 ლარი; მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და დამნაშავე პირის დასჯას; (იხ გამოკითხვის ოქმი 17.08.2018წ, ს.ფ.35-37);

 

2.13. ბრალდებულმა მა---------–------ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სიტყვით განაცხადა, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია; ის ნამდვილად იმყოფებოდა ქობულეთში მეგობრებთან ერთად; ქუთაისიდან ქობულეთში ჩავიდა 2018 წლის 15 აგვისტოს საღამოს; ოთხნი იყვნენ; იმ ღამით რესტორანში იმყოფებოდნენ; ღამის 24:00 საათიდან 01:-00 საათამდე შუა;ედშ გამოვიდნენ და ქუჩაში პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის გაურკვეველი მიზეზით დააკავეს მისი ორი მეგობარი; როცა მოიკითხეს, თუ რატომ გადაყავდათ , პასუხი არ გასცეს, აგრესიულად მიმართეს, რომ მასაც მალე მიუსვამდნენ გვერდით; წამოვიდა და ჩაჯდა ავტომანქანაში; ეძინა ალბათ ორი საათი მაინც, ბუნებრივი მოთხვნილების დასაკმაყოფილებლად გადმოვიდა მანქანიდან ახალ გაღვიძებული და გაემართა იქვე ახლოს მყოფი ტუალეტისკენ, ის სადღაც 10 მეტრში იყო იმ ადგილიდან, შეუძლია ზუსტად მივიდეს და აღწეროს ის ადგილი; მიმავალს დაუძახეს პოლიციელებმა და შეაჩერეს, იყვნენ სამნი; მიიყვანეს ერთ ავტომანქანასთან და ეუბნებოდნენ, რომ იმ ავტომანქანის სარკე მან მოიპარა და რა თქმა უნდა არ დაეთანხმა; ისე იყო ნასვამი, იქვე სკამზე დასვეს და გარკვეული პერიოდი ეძინა კიდეც; როგორც ჩანს გადაამოწმეს მონაცემები და ნახეს, რომ იმყოფებოდა აღრიცხვაზე პრობაციის ბიუროში, ხელში დააჭერინეს სარკე იძულებით, თავად არ სურდა ხელში დაჭერა, რადგან არ იყო მისი მოპარული; შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში; ეუბნებოდნენ,. რომ არაფერი ისეთი არ იქნებოდა , ჯარიმას დაუნიშნავდნენ და გამოუშვებდნენ; (იხ სხდომის ოქმი 04.03.2019წ ;მ 14:12:24სთ-14:14:51სთ);

 

2.14. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქმის არსებით განხილვისას წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ჰქონია; შესაბამისად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და შესწავლით აკეთებს სასამართლო დასკვნებს;

 

2.15. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ბრალდებულ მა---------–------ძის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტს. და შესაბამისად საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა---------–------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, რადგან არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი და საეჭვო მტკიცებულება; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მა---------–------ძეს ბრალი წარდგენილი აქვს ავტომანქანის უკანა ხედვითი სარკის ქურდობის მცდელობისათვის; საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი და დამკავებელი პირები - პოლიციის თანამშრომლები, სასამართლოში აჩვენებდნენ, რომ მათ მა---------–------ძე დაინახეს იმ დროს, როცა მან ავტომანქანას მოაგლიჯა გვერდითი სარკე და მიაძახეს, რომ შეჩერებულიყო, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების გე-–----------ის და თე--------------ძის ჩვენებით დაახლოებით 03:00 საათზე შეამჩნიეს ზ/მითითებული პირი და თე--------------ძის ჩვენებით ის დააკავეს 10 მეტრში, გე-–----------ის ჩვენებით 3-4 მეტრში; გამომძიებლის თა-------------ძემ კი სასამართლოს უჩვენა, რომ ის გამოიძახეს, ექსპერტთან ერთად გავიდა და დააკავეს პიროვნება 02:50 საათზე; საქმეში არსებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით: მა---------–------ძის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 17 აგვისტოს, 03:20 საათზე და დასრულდა 04:47 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 17 აგვისტოს, 02:50 საათი. ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ორი საათის განმავლობაში; საქმის განხილვისას გამოკითხული მოწმეები (როგორც ექსპერტი, ისე გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომლები) ცალსახად აჩვენებენ, რომ ავტომანქანის სარკიდან და ავტომანქანიდან ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ხელის თითის ვარგისი რამდენიმე კვალი;

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----- 01.11.2018 წ. დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვლები N1, N2 და N3 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი იყო და კვალი N1 წარწერით: „ 17:08:2018 აღ--–-----–ის 4-- მა---------–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის გვერდითი სარკის ზედაპირიდან ამოღებული (2) ცალ დაქტირო ფირზე ხელის კვალი:“, იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი — მურადი ვალერიანის ძე ბარნოვის (დაბ. 03.12.1984 წელს) მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ხოლო N2 და N3 კვლების იდენტური ხელის ანაბეჭდების ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. საქმის განხილვისას ექსპერტმა ნათია ჩავლეშვილმა კი დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე;

 

საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის - ამსახველი ფოტომასალით ავტომანქანის სარკე ჩანს ბრალდებულის მა---------–------ძის ხელში; სასამართლოს ინტერესს იწვევს გარემოებები, რომლებიც დაუდგენელია, კერძოდ, თუ რა დროს, რა ვითარებაში მოხვდა ბრალდებულის ხელში მოცემული სარკე (თან ყურადღება მისაქცევია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხანგრძლივობა, ანუ რამდენად გონივრულია ის) , თუ მხედველობაში მიიღება საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირთა ჩვენებები; მა---------–------ძე დააკავეს, ექსპერტი გამოიძახეს, ამოიღეს ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკე, დამუშავდა ექსპერტის მიერ და აღებული იქნა ხელის თითის ვარგისი კვლები; აღებული ხელის კვლების ნიმუშის შესწავლისას კი ის აღმოჩნდა ვინმე მურად ბარნოვის, დანარჩენი ორი კი არ მოიპოვება მონაცემთა ბაზაში; ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მურად ბარნოვის გამოკვლევაზე, (მტკიცებულებად დაშვებისას კი ის მითითებული იყო სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში , იხ გაჩინება);

 

ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებით ავტომანქანის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირის, მა---------–------ძის ხელის კვალი არ იქნა აღმოჩენილი მოპარულ ნივთზე და მასზე აღმოჩნდა იმ პირის ხელის კვალი, რომელიც არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში და არც მოცემულ საქმეზე გამოძიებისას მიმდინარეობისას მონაწილეობას არ იღებდა; მიუხედავად დაცვის მხარის მცდელობისა, მან მოცემული პირის შესახებ, კერძოდ იყო თუ არა ის დასაქმებული იმ დროს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, ინფორმაცია ვერ მიიღო;

 

მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთი - ავტომანქანის სარკე, რომლის ქურდობის მცდელობასაც ბრალდების მხარე ედავება მა---------–------ძეს; შესაბამისად მის მიმართ წარდგენილი ბრალის დადასტურება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოცემულ ნივთთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან და ექსპერტის დასკვნასთან;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები აჩენს გარკვეულ ეჭვებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა; ყოველგვარი ეჭი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მა---------–------ძის მხრიდან ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მა---------–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი;

 

3.3. სასამართლო მოიშველიებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განმარტებებს და რეკომენდაციებს, კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ხოლო სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში, რაც მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების გზებს, სამართლიანი. კერძოდ, ........ დაცული იყო თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N4378/02, §§88-90, 10 მარტი 2009, და როვე და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N28901/95, §60, ECHR 2000-II). იმ საკითხის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მტკიცებულებათა ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ სანდოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა მათი მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის საკითხი აუცილებლად არ წარმოიშობა თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მტკიცებულება საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება (იხ. ბიკოვი, §90, ასევე იხ. პრადე გერმანიის წინააღმდეგ, N7215/10, §34, 3 მარტი 2016).

 

ამასთან, მართალია, კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, თუმცა იგი არ ადგენს მტკიცებულების დასაშვებობის რაიმე წესს, რაც, პირველ რიგში, ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს (იხ. სჩენკი შვეიცარიის წინააღმდეგ, 12 ივლისი 1988, §45, სერია A N140; ტეიქსერია დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ, 9 ივნისი1998, §34, ანგარიშები 1998- IV; და ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N54810/00, §§ 94-96, ECHR 2006-IX). შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს ფუნქციას, პრინციპულად, არ წარმოადგენს იმის განსაზღვრა, კონკრეტული სახის მტკიცებულება - მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, იყო თუ არა დასაშვები ან იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, რაც ასევე მოიცავს მტკიცებულებების მოპოვების წესს. ეს გულისხმობს „უკანონობის“ გამოკვლევასა და კონვენციის სხვა მუხლის შესაძლო დარღვევის დადგენას (იხ. ბიკოვი, §89, და პრადე §33)

 

მოცემულ საქმეზე ბრალდებულის ჩხრეკა მთავარი საგამოძიებო მოქმედებაა, ამოღებული საგანი - ავტომანქანის სარკე არის ნივთიერი მტკიცებულება, რომელსაც ეფუძნება პირის ბრალდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი მოპოვების, საპროცესო დამაგრების და შემდგომი კვლევის პროცედურის კანონიერების შესწავლა; სასამართლო თვლის, რომ ამოღებული ხელის თითის კვლებზე დანიშნულმა დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ და წარმოდგენილმა დასკვნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზოგადად პირის მიმართ წარდგენილი ბრალის საფუძვლიანობაზე და საეჭვო გახადა მთავარი მტკიცებულება; საგანი - რომლის ქურდობის მცდელობასაც ედავება ბრალდება მა---------–------ძეს, ნამდვილად მან მოტეხა თუ არა სარკე და ნამდვილად ცდილობდა თუ არა მის ქურდობას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მა---------–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდებით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, - სახეზე არ არის;

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკველული მტკიცებულებებით არ დასტურდება უტყუარად და მა---------–------ძის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო და აუცილებელი ნიშნები და სამართლებრივად არასწორია მსჯელობა ბრალდებულისათვის ამავე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მა---------–------ძე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი:

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: მა---------–------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის უკანა ხედვის მარცხენა გვერდითა სარკე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში,საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების განკარგვა უნდა მოხდეს დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული მა---------–------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

გამართლებულს მა---------–------ძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

მსჯავრდებულ მა---------–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - მა---------–------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის უკანა ხედვის მარცხენა გვერდითა სარკე, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე