გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
330210017002105141
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25638-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შ-- „ს--- ი-----ი“

წარმომადგენლები - მ-----– გ----------–---–ი, თ----- ბ-----ე

 

მოპასუხე - ს--- შ--------–---- ს---------ი

წარმომადგენელი - მ------ კ------–ია

 

დავის ს---ნი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 13 459 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2--- წლის 2 მაისს ს--- შ--------–---- ს---------სა და შ-- „ს--- ი-----ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სავენტილაციო დანადგარის შესყიდვის თაობაზე, რომელიც მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს და გაუწია თანმდევი სამონტაჟო მომსახურება, მხარეების მიერ დათქმულ ვადაში. შესრულების შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს 2--- წლის 31 მაისს მოსთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამის პასუხად 2--- წლის 7 ივნისს ს--- შ--------–---- ს---------მა წარადგინა შეტყობინება დამონტაჟებული დანადგარის შეუსაბამობის თაობაზე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ პირობებთან, თუმცა რა ნაწილში არ აკმაყოფილებდა მიწოდებული საქონელი დანართით განსაზღვრულ პირობებს, წერილში დაკონკრეტებული არ ყოფილა.

ს--- შ--------–---- ს---------ის პასუხად შ-- „ს--- ი-----მა“ 2--- წლის 13 ივნისს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რადგან მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა შეთანხმებული ს---ნი.

 

ს--- შ--------–---- ს---------ს არ დაუკონკრეტებია ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობა, რა ნაწილში არ შეესაბამებოდა მოწყობილობის პარამეტრები ხელშეკრულების დანართში გაცხადებულ მონაცემებს, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა ამ საკითხის დაზუსტება. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ასეთი ცდომილების არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა უარის თქმის საფუძველი, რადგან ეს გავლენას არ მოახდენდა მოწყობილობის ფუნქციონირებაზე და მიწოდებული ს---ნი არა მხოლოდ აკმაყოფილებდა შემსყიდველის საჭიროებებს, არამედ ეს უკანასკნელი გამოიყენებდა კიდეც მას.

 

შ--------–---- ს---------ს განესაზღვრა 5 დღე, დამატებითი ვადა, რა დროშიც მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხემ ამ ვადაშიც არ მოაწერა ხელი აქტს, თუმცა 2--- წლის 19 ივლისს წერილით მიმართა მოსარჩელეს და წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რითიც იგი დაეყრდნო არაარსებითი მახასიათებლების შეუსაბამობას, რაც დაკონკრეტებულია, მხოლოდ პულტის ნაწილში. მოპასუხემ არ დაასაბუთა ასეთი მახასიათებლის შეუსაბამობით რა ხარვეზი წარმოიშობოდა სისტემის ფუნქციონირებისას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 11 ივლისის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, დგინდება, რომ ფაქტობრივად მიწოდებული საქონელი ვერ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს; სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 2 მაისს ს--- შ--------–---- ს---------სა (შემსყიდველი) და შ-- „ს--- ი-----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №-----, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სავენტილაციო დანადგარი (მწარმოებელი „M----”-ს მოდელი M------------------------), თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით.

 

მიწოდება-მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, შეთანხმებულ მისამართზე.

ზემოთ დასახელებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 13 459,00 ლარით.

 

ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2--- წლის 2 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №----- (ს.ფ. 12-21)

 

3.1.2. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს სავენტილაციო დანადგარი და გაუწია თანმდევი სამონტაჟო მომსახურება მხარეების მიერ დათქმულ ვადაში.

 

2--- წლის 31 მაისს შ-- „ს--- ი-----მა“ ს--- შ--------–---- ს---------ს მიმართა წერილობით და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

 

2--- წლის 31 მაისის წერილის პასუხად ს--- შ--------–---- ს---------მა მიმწოდებელს 2--- წლის 07 ივნისის წერილით აცნობა, რომ შ-- „ს--- ი-----ის“ მიერ მიწოდებული სავენტილაციო დანადგარი (თანმდევი მომსახურებით-მონტაჟით) არ პასუხობდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ კონდინციონერის ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამება ხელშეკრულების №- დანართით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

 

ამავე წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, განუსაზღვრა 3 დღის ვადა კონდიციონერის შეცვლისათვის სათანადო ხარისხის საქონლით. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

2--- წლის 31 მაისის წერილი (ს.ფ. 22).

2--- წლის 07 ივნისის წერილი (ს.ფ. 23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება შ-- „ს--- ი-----ის“ მიერ ს--- შ--------–---- ს---------ისათვის 2--- წლის 02 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული ტექნიკური მახასიათებლების---ნ არსებითად განსხვავებული, ნაკლიანი სავენტილაციო დანადგარის მიწოდება.

 

საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა (№0--------, 11/07/2---), რომლის მიხედვით, ს--- შ--------–---- ს---------ის შენობისათვის ფაქტობრივად დამონტაჟებული ფირმის მოდელის სავენტილაციო შიდა დანადგარის და ფირმის მოდელის გათბობა გაგრილების გარე დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები არ აკმაყოფილებს 2--- წლის 02 მაისს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ფაქტობრივად დამონტაჟებული მოდელის გამწოვი ვენტილატორი აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ საექსპერტო კვლევა ჩატარდა წარდგენილი მასალებისა და გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე (თბილისი, კ-------ას ქუჩა №---) ვიზუალური შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით:

 

შენობის ფასადზე დამონტაჟებულია M----------- მოდელის სავენტილაციო შიდა დანადგარი, M----------- მოდელის გათბობა-გაგრილების გარე დანადგარი და T--------- მოდელის გამწოვი ვენტილატორი, ასევე შ--------–---- ს---------ის შენობაში დამონტაჟებულია K--------------- მოდელის მართვის პულტი;

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა, გ------- ბ-----–---–მა განმარტა, რომ დანადგარი დამონტაჟებულია ადგილზე და ფუნქციონირებს. პარამეტრები მისი მხრიდან შედარდა ხელშეკრულებაში მითითებულ მონაცემებთან და დადგინდა გარკვეული პარამეტრების შეუსაბამობა. ამასთან, ექსპერტის განმარტებით დანადგარის ფუნქციონირებასთან მიმართებით სიმძლავრეების (C----------------------; H----------------------) შეუსაბამობა არსებით ნაკლად ვერ ჩაითვლება, რადგანაც დანადგარის მუშაობას ეს მონაცემი ვერ შეაფერხებს და დანიშნულების ფუნქციას კონდიციონერი ასრულებს კიდეც (იხ, 2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:24:11-14:24:55), ისევე როგორც, პულტის მონაცემების სხვაობა არ ახდენდა ფუნქციონირებაზე გავლენას (იხ, 2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:25:51). გ------- ბ-----–---–მა განმარტა, რომ კვლევა იმის შესახებ რამდენად საკმარისი იყო სავენტილაციო დანადგარი შესაბამისი პარამეტრებით, იმ ფართის გათვალისწინებით, სადაც ეს დანადგარია დამონტაჟებული, ფუნქციის შესასრულებლად, არ დაუკვეთავთ და შესაბამისად არ ჩაუტარებია (იხ, 2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:21:36).

 

ასევე, დამონტაჟებული განსახვავებული პარამეტრების მქონე დანადგარის ღირებულების განსხვავებულობის დამადასტურებელი კვლევა არ ჩატარებულა (იხ, 2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:37:40).

 

მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ შემსყიდველი მოიხმარს დამონტაჟებულ დანადგარს და იყენებს მას დანიშნულებისამებრ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ მიღებული დანადგარი იყო არსებითი ნაკლის მქონე და/ან დანადგარს ვერ გამოიყენებდა დანიშნულებისამებრ, ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ასეთი კვლევა მოპასუხის მიერ არ ჩატარებულა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- „ს--- ი-----ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ს---ნს წარმოადგენდა შეთანხმებული მახასიათებლების მქონე სავენტილაციო დანადგარის მიწოდება და მონტაჟი შეთანხმებულ ადგილზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას, მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, შეთანხმებული სავენტილაციო დანადგარის მიწოდებისას მიმწოდებელი შემსყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას ამ ს---ნზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო დანადგარის მონტაჟის მომსახურების გაწევისას მხარეთა შორის ურთიერთობა ექვემდებარება სკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულირებას.

 

მხარეთა შორის წარმოშობილი დავა სავენტილაციო დანადგარის მიწოდებასთან და მის ხარისხთან დაკავშირებით ექვემდებარება ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმებით მოწესრიგებას.

 

6.2. მოპასუხე სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის ფაქტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდველმა მხარეების მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღო მიწოდებული დანადგარი, რაც შეთანხმებულ ადგილზე დაამონტაჟა მიმწოდებელმა.

 

აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნით მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მიმართვამდე (2--- წლის 31 მაისის წერილის პასუხად ს--- შ--------–---- ს---------ის 2--- წლის 07 ივნისის წერილი), ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გამოუხატავს და მხოლოდ ამ მოთხოვნის განხორციელების შემდეგ განუსაზღვრა მიმწოდებელს 3 დღის ვადა კონდიციონერის შესაცვლელად. 2--- წლის 07 ივნისამდე მიმწოდებლისათვის შემსყიდველს არც ხელშეკრულებიდან გასვლა მოუთხოვია და არც ნივთის ნაკლის გამო ფასის შემცირება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო მყიდველის უფლებების თაობაზე სსკ 491-494-ე მუხლებით. კერძოდ, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ 491-ე მუხლი). ასევე, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (სსკ 492-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. შემსყიდველმა მიიღო მიწოდებული სავენტილაციო დანადგარი (მიმწოდებელმა უზრუნველყო დანადგარის დამონტაჟებაც), გამოიყენა და მხარეებს შორის დავის მიმდინარეობისას იყენებდა და იყენებს კიდეც დანადგარს დანიშნულებისამებრ, შემსყიდველმა მხოლოდ მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნის შემდეგ განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ შემსყიდველს არ გამოუყენებია 352-ე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები - მოეშალა ხელშეკრულება, ან მიეცა გამყიდველისათვის დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად იმთავითვე, და არ დალოდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიმწოდებლის მოთხოვნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით აღწერილი შეუსაბამობები მხარეების მიერ შეთანხმებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან, არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებითად ნაკლად, რაც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და დანიშნულებისამებრ გამოყენების ფონზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ს--- შ--------–---- ს---------ის მიერ მიწოდებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდის---ნ.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 403,77 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- „ს--- ი-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ს--- შ--------–---- ს---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 13459 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 403,77 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე