განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
010100118002702079
დავის ტიპი
126 1 , 126
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002702079

საქმე #1-983/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ გ-------------–---–ის

ბრალდებულის - მ-----– კ------------ის

ადვოკატის _ ჯ--–------------–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171170918008 საქმე :

 

ბრალდებულ მ-----– კ------------ის მიმართ

მამის სახელი: ვ-–---------

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ---------------------–----------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. მ------ რ----------ს მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ეპიზოდი:

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბ------–-, დ-------–-----–-----------------------ში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ-----– კ------------ემ, ხელის კვრის შედეგად თავის კარის ჩარჩოზე მირტყმით, სახის არეში ფეხის დარტყმით, თმების მოქაჩვით და ტუჩებზე ხელის დარტყმით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ------ რ----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ------ რ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი :

 

2. მოწმე რ------------------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ-------------------სთან, მ------ რ----------სთან და ა---- ა-–---------სთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ. ბ------–-, ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტი მისამართი არ ახსოვს. კვირაში ერთხელ მათთან ბინაში მიდიოდა და რჩებოდა მ-----– კ------------ე, რომელთანაც მ------ რ----------ს ჰყავს შვილი. 2018 წლის 14 სექტემბერს კ------------ე მივიდა მათთან და დარჩა სამი დღე-ღამით. 17 სექტემბერს, შუადღის საათებში, ის და მ------ წავიდნენ რაღაც საქმეებზე, მათ გაჰყვა ა----ც. თავად რ--------- ნ-------------------სთან ერთად დარჩა სახლში და რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა, წამალი მიიღო და დაიძინა. საღამოს საათებში გააღვიძა ყვირილის ხმამ, გავიდა საძინებლიდან და დაინახა სამზარეულოში მყოფი კ------------ე როგორ ურტყამდა სახეში ხელებს ა----ს, შემდეგ კი მისაღებ ოთახში მყოფ მ------სთან მივიდა, ხელი ჰკრა, მ------ კარის კუთხეს მიეჯახა, თავი დაარტყა, კოპი ამოუვიდა, რის შემდეგაც იქვე კართან ჩაიმუხლა, მ-----–მა კი ფეხი სახეში ჩაარტყა, რანოხონმა მ-----–ი გააკავა, რათა ვეღარ მოეხერხებინა მ------სთვის დარტყმა, ამ უკანასკნელმა კი გაქცევით უშველა თავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბინაში პოლიციის თანამშროლები მივიდნენ, მ-----–ი განყოფილებაში გადაიყვანეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ მ------ რ----------ს თავზე კოპი, ტუჩი კი გახეთქილი ჰქონდა.სახეზე სილურჯეები ეტყობოდა ა-–---------საც. მოწმე ი--------------მ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემამდე რამდენიმე დღით ადრე, მ------ რ----------მ და ბრალდებულის ბიძაშვილმა, სახელად "ლადიმ" გადასცეს კ------------ის მუქარა არ მიეცა სასამართლოსთვის მისი მამხილებელი ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურთულდებოდა ბ------–- ცხოვრება.

 

3. მოწმე ნ-------------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ რ----------სთან, რ------------------------სთან და ა---- ა-–---------სთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. პერიოდულად მათთან მიდიოდა ბრალდებული კ------------ე. 2018 წლის 17 იანვარს ეს უკანასკნელი, მ------ რ----------სთან და ა---- ა-–---------სთან ერთად საქმეებზე წავიდა. საღამოს, დაახლოებით ხუთი საათისთვის, ისინი ჩხუბით დაბრუნდნენ სახლში. ნასვამმა ა-–---------მ უხამსი ჟესტით გააბრაზა კ------------ე, რომელმაც სახეში გაარტყა ხელი. ამის შემდეგ, პ--------- საპირფარეშოში შევიდა და აღარ დაუნახავს როგორ განვითარდა მოვლენები, თუმცა ყვირილის ხმები ესმოდა. საპირფარეშოდან გამოსულს ა---- იატაკზე დაცემული დაუხვდა, რ--------- ი--------------ს გადმოცემით კი მ-----–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მ------ რ----------საც მიაყენა.

 

4. მოწმე ა---- ა-–---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა სამ უზბეკ ქალბატონთან - მ------ რ----------სთან, რ------------------------სთან და ნ-------------------სთან ერთად. რ----------სგან გაიცნო ბრალდებული მ-----– კ------------ე, რომელთანაც მ------ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა და საერთო შვილი ჰყავდა. 2018 წლის 17 სექტემბერს, საღამოხანს, მ------სთან და მ-----–თან ერთად ისადილა ერთ-ერთ რესტორანში, მიიღო ალოკოლური სასმელი. რესტორანშივე მ-----–თან მოუხდა შეკამათება, ამ უკანასკნელმა დაუწყო ლანძღვა, გინება, რის გამოც ა-–---------მ უხამსი ჟესტი აჩვენა, აღნიშნულმა უფრო გააღიზიანა კ------------ე და ცემა დაუწყო. ცემდა ტაქსით სახლამდე გადაადგილებისას, სახლში მისვლის შემდეგაც იგივე გააგრძელა, ურტყამდა ხელს სახეში და სხეულზე. სცემა მ------ რ----------საც, რომელმაც შეძლო გასხლტომოდა მას, გაიქცა და პოლიცია გამოიძახა.

 

5. მოწმე რ----–---------------მა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ჯ------–-–---–-----ესთან ერთად მივიდა ქ. ბ------–-, დ-------–-----–-----------------------ში, სადაც შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ ძალადობას. პოლიციის თანამშრომლებს ბინაში დახვდა ოთხი უზბეკი ეროვნების ქალბატონი და ბრალდებული მ-----– კ------------ე, რომელსაც ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო, იგინებოდა და აგრესიას გამოხატავდა ქალბატონების მისამართით, რომლებმაც პოლიციის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ კ------------ემ მ------ რ----------ს და ა---- ა-–---------ს სცემა . ამ უკანასკნელებს ვიზუალურადაც ეტყობოდათ დაზიანებები თავზე და სახის არეში. კ------------ე ადგილზე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

6. იგივე გარემოებები დასტურდება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის - თ------–----ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ჯ------–-–---–-----ის მიერ სასამართლოსთვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებებითაც.

 

7. მოწმე ქ------------–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბ------–-, დ-------–-----–-----------------------ში იმ ბინის მოპირდაპირედ, სადაც 2018 წლის 17 სექტემბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით, საღამოს 6-ის ნახევარზე კარზე მოესმა ბრახუნი, გააღო და დაინახა მის მეზობლად მცხოვრები უზბეკი ქალბატონი, რომელსაც ცხვირიდან სისხლის სდიოდა, ძალიან იყო აღელვებული და ითხოვდა პოლიციის გამოძახებას, რადგან მის ბინაში მყოფი მამაკაცი ზიანს აყენებდა მას და მის მეგობრებს. აღნიშნულის გამო ბოლქვაძემ დარეკა 112-ზე და შეატყობინა, რომ დაჭრილ ქალს სჭირდებოდა პოლიციის დახმარება. კომუნიკაცია უზბეკ ქალბატონთან რუსულ და თურქულ ენებზე ჰქონდა, რომელთაგან თურქულს უკეთესად ფლობს, შესაბამისად, არ გაჭირებია მისი ნათქვამის გაგება.

 

8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N007518218 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბრის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, მ------ რ----------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვა და სხვა არეში, კერძოდ: შუბლის არეში მოიისფრო - მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე სისხლნაჟღენთი ნიკაპის და მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, ასევე კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

9. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------------ემ. მან განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა რ----------ს სხეულზე არსებული დაზიანებები და ყველა მათგანი აღწერა ექსპერტიზის დასკვნაში, განსაზღვრა დაზიანების ხარისხიც.

 

10. 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილ N000107 შემაკავებელი ორდერსა და მის ოქმში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, ორდერი გაიცა მოძალადე მ-----– კ------------ის მიმართ, რომელმაც მსხვერპლს - მ------ რ----------ს თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე - დ-------–-----–-----------------------ში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოძალადეს აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ორდერს ხელს აწერს მსხვერპლი მ------ რ---------- და თარჯიმანი, რომელმაც უთარგმნა მას ორდერის და მის ოქმის შინაარსი. კ------------ემ უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

 

11. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად, გ------- კ------------ე დაბადებულია 2015 წლის 5 აპრილს, მისი მშობლები არიან - მ-----– კ------------ე და მ------ რ----------.

 

12. საქმეში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების განაჩენები, რომლებითაც დასტურდება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მ-----– კ------------ე არაერთხელ იქნა გასამართლებული მ------ რ----------ს მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის არაერთ ფაქტზე.

 

13. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ძირითად ბაზას, რომლის საფუძველზეც მხარე დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ მ-----– კ------------ის მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - მ------ რ----------ს მიმართ ძალადობას, რაც მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატა და რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

13. უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულმა მ------ რ----------მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა 2018 წლის 17 სექტემბერს მ-----– კ------------ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, განმარტა, რომ მსგავსს ადგილი არ ქონია, არც რაიმე ფიზიკური დაზიანება მიუღია, სამედიცინო ექსპერტიზა კი საერთოდ არ ჩატარებია. უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულის აღნიშნული განმარტება, წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულის ჩვენებასთანაც კი, რომ არაფერი ითქვას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ზემოთ უკვე განხილულ მტკიცებულებებთან არსებულ წინააღმდეგობაზე. ბრალდებულმა მ-----– კ------------ემ საამართლოს განუმარტა, რომ დაზიანებები, რაც დაზარალებულს აღენიშნებოდა, მან კიბეზე დაცემის შედეგად მიიღო. ასეთ ფაქტს კი საერთოდ არ უთითებს ჩვენებაში რ----------. მის მიერ მიცემული განმარტებები არსებით წინააღმდეგობაშია სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულ გარემოებებთან, რაც მისი გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

15. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული მ-----– კ------------ე და დაზარალებული მ------ რ---------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები არიან, რომლებსაც ჰყავთ საერთო შვილი, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად. ამდენად, სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

16. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----– კ------------ემ თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ------ რ----------ს მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

18. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ რ---------- წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებში, რომლებიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უთითებენ ბრალდებულის მიერ რ----------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგში, რომლის თანახმად 2018 წლის 18 სექტემბერს ექსპერტიზის ბიუროში პირადი შემოწმების მიხედვით რ----------ს ნამდვილად აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.

 

19. ფაქტი იმისა, რომ დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, მიუთითებს მის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულისადმი, რომლითაც სურს ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. უფრო მეტიც, ის ცდილობდა სხვა მოწმესაც არ ემხილა დანაშაულში ბრალდებული. ამ მხრივ საგულისხმოა მოწმე რ------------------------ს მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ რ---------- მის დარწმუნებას შეეცადა სასამართლოს წინაშე დაკითხვისას არ გადმოეცა ინფორმაცია შემთხვევის მომენტში არსებული ობიექტური გარემოებების შესახებ და არ მიეცა სასამართლოსთვის კ------------ის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

20. როგორც უკვე აღინიშნა, კ------------ის მხრიდან რ----------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ არის პირველი შემთხვევა და წარსულში იმავე პირისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის არაერთი ფაქტის გამო მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული არაერთი განაჩენი, რაც, გარკვეულწილად, პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვისას როგორც დამატებითი გარემოება, ადასტურებს ამ შემთხვევაშიც მისი მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენის გამო წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას.

 

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ " ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს". შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პალატამ ოჯახური დანაშაულის საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად, არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენება, რაც ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა ის.

 

22. ამდენად, დაზარალებულის მიერ სასამართლო განხილვისას გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენების მიცემა, ოჯახური დანაშაულების საქმეებზე, თუ სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, არ იძლევა ასეთ განსხვავებულ ჩვენებაში დარწმუნების შესაძლებლობას, ვერ გახდება ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის პირობა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----– კ------------ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის :

 

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, მ-----– კ------------ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.

 

24. საქმეში წარმოდგენილი პენიტენციური დეპარტამენტის N0720115 ცნობის თანახმად, მსჯავრდებული კ------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 18 აგვისტოს სასჯელის მოხდით.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. ამდენად, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას - 2018 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მისი ნასამართლობა გაქარწყლებული არ ყოფილა. არ არსებობს ინფორმაცია ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებითაც.

 

26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ოჯახური ძალადობისათვის.

 

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– კ------------ემ, ოჯახური ძალადობისთვის უკვე ნასამართლევმა პირმა, არაერთგზის ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ა---- ა-–---------ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

28. 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბ------–-, დ-------–-----–-----------------------ში, მ-----– კ------------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების სახის და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა---- ა-–---------ს, რამაც ა---- ა-–---------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი :

 

29. დაზარალებულმა ა---- ა-–---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, საღამოხანს, მ------ს რ----------სთან და მ-----– კ------------ესთან ერთად ისადილა ერთ-ერთ რესტორანში, მიიღო ალოკოლური სასმელი. რესტორანშივე მ-----–თან მოუხდა შეკამათება, ამ უკანასკნელმა დაუწყო ლანძღვა, გინება. საპასუხოდ ა-–---------ს მიერ ნაჩვენებმა უხამსმა ჯესტმა უფრო გააღიზიანა კ------------ე და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. ცემდა ტაქსით სახლში მიმავალს, რაც სახლში მისვლის შემდეგაც გააგრძელა, ურტყამდა ხელს სახეში და სხეულზე, რის შედეგადაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

30. მოწმეებმა რ------------------------მ და ნ-------------------მ დაადასტურეს მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში 2018 წლის 17 სექტემბერს ბრალდებული კ------------ის მიერ ა---- ა-–---------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რისი უშუალო შემსწრე და თვითმხილველებიც თავად იყვნენ.

 

31. მოწმედ დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა: რ----–---------------მა, თ------–----ემ, ჯ------–-–---–-----ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ გამოძახების მიღების შემდეგ დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე გასულებს ა---- ა-–---------ც და ამავე ბინაში მცხოვრები მ------ რ----------ც ნაცემი დაუხვდათ, ორივეს ეტყობოდათ დაზიანებები თავზე და სახის არეში. მათთან ერთად იმყოფებოდა ბრალდებული მ-----– კ------------ეც, რომელიც იგინებოდა და აგრესიას გამოხატავდა ქალბატონების მისამართით. ამ უკანასკნელებმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ მ------ რ----------ს და ა---- ა-–---------ს სწორედ კ------------ემ სცემა.

 

32. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N007517318 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 18 სექტემბრის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ა---- ა-–---------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვა დასხვა არეში, კერძოდ: ორივე თვალბუდის მიდამოში მოიისფრო-მოლურჯო სისხლნაჟღენთი, მკვეთრი შეშუპებით. თხემის და კეფის არეში აღენიშნებოდა ასეთივე სისხლნაჟღებთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

33. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------------ემ.

 

34. ბრალდებულმა მ-----– კ------------ემ საამართლოში დაკითხვისას არ უარყო ა---- ა-–---------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, განმარტა, რომ გაარტყა მას სახეში, რაც შედეგი იყო მის მიმართ ა-–---------ს უხამსი ჯესტიკულაციით გამოწვეული გაღიზიანებისა.

 

35. ბრალდებულის ამ განმარტების საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც დაზარალებული ა-–---------ს და მოწმე რ------------------------ს ჩვენებების, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------ს მიმართ ბრალდებულის ძალადობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი გარტყმით და მას სხეულზე, სახის და თავის არეში, რამდენიმე ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– კ------------ემ ცემა მოქალაქეს ა---- ა-–---------ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

37. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

38. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

39. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

40. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

41. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

42. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

43. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

44. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

45. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ-----– კ------------ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქ/პუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების დადასტურება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

46. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა მ-----– კ------------ემ არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ------ რ----------ს მიმართ, ჩაიდინა ძალადობა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა---- ა-–---------ს, რამაც ა---- ა-–---------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

47. მ-----– კ------------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში, ასევე ნასამართლობების სიმრავლეში მდგომარეობს.

 

48. მ-----– კ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ არის სახეზე.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

49. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

50. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

51. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

52. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

53. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

54. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

55. სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

56. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების, წარსული ნასამართლობების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნას 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

58. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

59. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - შსს სსიპ 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მ-----– ვ-–---------ს ძე კ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– კ------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-----– კ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 სექტემბრიდან.

 

ნივთმტკიცება - შსს სსიპ 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი