გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/796-18
N200210118002592219
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,კ------- ბანკი“ წარმომადგენ--–- - ქ----------–---–ი მოპასუხეები - გ---- მ---------ე, ნ--–- მ---------ე, გ------ი ნ----–---–---–ი, დ----- გ---–--–---–ი დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს გ---- მ---------ეს, ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს და დ----- გ---–--–---–ს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 4855,26 ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 2973.59 ლარს, საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 587.44 ლარს, დაზღვევა - 104.77 ლარს, ჯარიმა - 1189.46 ლარს.
1.2.მოპასუხეებს გ---- მ---------ეს, ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს და დ----- გ---–--–---–ს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარცელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 145.65 ლარის ოდენობით. სარცელის უზრუნველყოფის საშუალებისათვის გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასავე მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის გაწერული ხარჯი - 22 ლარის ოდენობით. უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 42 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე გ---- მ---------ეს მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
1.4. .მოპასუხეებს გ---- მ---------ეს, ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს და დ----- გ---–--–---–ს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100.00 ლარის ფდა ყადაღის საფასურის 100.00 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 07 სექტემბერს სს ,,კ------- ბანკსა“ და გ---- მ---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მან ისესხა 5000.00 ლარი 24 თვის ვადით, 3.08% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 1.84 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით; ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოვლ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო გადასახდელები. მსესხებელს ჰყავს სამი თავდები, კერძოდ სს ,,კ------- ბანკსა“ და ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს და დ----- გ---–--–---–ს შორის 2016 წლის 06-07 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. მსესხებელმა და თავდებებმა 2016 წლის 07 სექტემბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2017 წლის 30 სექტემბრის შემდგომ. შესაბამისად მსესხებლის და თავდებების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად. ვინაიდან მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.2-ე მუხლის თანახმად 2018 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს მოპასუხეების ნ--–- მ---------ის, გ------ი ნ----–---–---–ისა და დ----- გ---–--–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში რესპოდენტები: ნ--–- მ---------ე, გ------ი ნ----–---–---–ი და დ----- გ---–--–---–ი არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას, წარადგინეს პროტესტი და გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება რესპოდენტების მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შეახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ ძირითადი სესხისა და პროცენტის ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს და ითხოვეს მისი შემცირება. (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 07 სექტემბერს სს ,,კ------- ბანკსა“ და გ---- მ---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მან ისესხა 5000.00 ლარი 24 თვის ვადით, 3.08% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 1.84 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით; ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოვლ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო გადასახდელები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 07 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება გადახდის გრაფიკთან ერთად (ს.ფ. 24-28)
3.1.2. მსესხებელს ჰყავს სამი თავდები, კერძოდ სს ,,კ------- ბანკსა“ და ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს და დ----- გ---–--–---–ს შორის 2016 წლის 06-07 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06-07 სექტემბრის თავდებობის განცხადებები ხელშეკრულებები და ი (ს.ფ. 29-37)
3.1.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს,, მისო კ-------მ" 2016 წლის სექტემბერშო შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,, მისო კ-------დ", ხოლო 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს,, კ------- ბანკი"
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარემო რეესტრიდან (ს.ფ. 93-95)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მსესხებელმა და თავდებებმა 2016 წლის 07 სექტემბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2017 წლის 30 სექტემბრის შემდგომ. რის შესახებაც მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია; დანართი, ცნობა დავალიანების შესახებ; გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 48-71)
3.2.2. 2016 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელი აქვთ - 4855.26 ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 297359 ლარს, საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 587.44 ლარს, დაზღვევა - 104.77 ლარს, ჯარიმა - 1189.46 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48-71)
3.2.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.2-ე მუხლის თანახმად 2018 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს მოპასუხეების ნ--–- მ---------ის, გ------ი ნ----–---–---–ისა და დ----- გ---–--–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში რესპოდენტები: ნ--–- მ---------ე, გ------ი ნ----–---–---–ი და დ----- გ---–--–---–ი არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას, წარადგინეს პროტესტი და გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება რესპოდენტების მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 77)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ------- ბანკს'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად თუ ერთიდაიმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------'' ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რომ მოპასუხეებს, როგორც მსესხებეს, ასევე თავდებებს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა -2973.59 ლარი, პროცენტი - 587.44, დაზღვევა - 104.77 ლარი,6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ შემცირებული ჯარიმა - 118.90 ლარი.
6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.2-ე მუხლის თანახმად 2018 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს მოპასუხეების ნ--–- მ---------ის, გ------ი ნ----–---–---–ისა და დ----- გ---–--–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში რესპოდენტები: ნ--–- მ---------ე, გ------ი ნ----–---–---–ი და დ----- გ---–--–---–ი არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას, წარადგინეს პროტესტი და გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება რესპოდენტების მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შეახებ.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვა სააპლიკაციო საფასურის ასი ლარისა და ასევე ყადაღის საფასურის ასი ლარის მოპასუხეებზე დაკისრება, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელე მხარის სასარებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სარჩელი მოპასუხეების გ---- მ---------ის,ნ--–- მ---------ის, გ------ი ნ----–---–---–ის, დ----- გ---–--–---–ის მიმართ.
1.1. მოპასუხეებს გ---- მ---------ეს,ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს, დ----- გ---–--–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3784.70 (სამიათასშვიდასოთხმოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა -2973.59 ლარი, პროცენტი - 587.44, დაზღვევა - 104.77 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 118.90 ლარი).
2. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 09 აგვისტოს საგადახადო დავალება N321752 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 145.65 ლარიდან - 89.20 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;
3. მოპასუხეებს გ---- მ---------ეს,ნ--–- მ---------ეს, გ------ი ნ----–---–---–ს, დ----- გ---–--–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 24.33 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით; ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის განსაზღვრული ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯის - 42.00 ლარის, ასევე ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯი -22 ლარის ანაზღაურება; აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოებისათვის გაწეული ხარჯი-100 ლარის და ყადაღის საფასურის 100 ლარის ანაზრაურება.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 15.03 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენ--–-) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე