გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210117002184313
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - ნ-----–-ა ღ-------ე

წარმომადგენელი - ლ----------ი კ--------ე

 

მოპასუხეები - ნ-----–--ზ მ------ვი, რ---ა მ-------უ

წარმომადგენლები - რ---–---- ძ------ე, რ----- თ------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს, ნ-----–--ზ მ------ვსა და რ---ა მ-------უს, მოსარჩელის – ნ-----–-ა ღ-------ის სასარგებლოდ, თ------- ღ-------ესა და მოპასუხეებს შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, 1--------- აშშ დოლარის (შესაბამისი კურსი ეროვნულ ვალუტაში) დაკისრება.

 

1.2. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ თ------- ღ-------ის მიერ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, გ. ც------ ქუჩა N-, გაწეული გაუმჯობესების ხარჯები - 3- 000 დოლარის (შესაბამისი კურსი ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.

 

სარჩელში განმარტებულია, 1--- წლის 17 ივნისს ნ-----–-ა ღ-------ის შვილს, თ------- ღ-------ეს (რომელმაც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაუფორმა მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად) ნ-----–--ზ მ------ვსა და რ---ა ა----------ას შორის დაიდო წერილობითი გარიგება, თბილისში, ც------ ქ. №--ში მდებარე ბინის თაობაზე, რომლის მიხედვითაც თ------- ღ-------ემ ნ-----–--ზ მ------ვსა და მის მეუღლეს, რ---ა ა----------ას, გადასცა 1000 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით. სანაცვლოდ ამ ხნის განმავლობაში თ------- ღ-------ე იცხოვრებდა აღნიშნულ ბინაში. ამავე დღეს თ------- ღ-------ემ მოპასუხეებს ასესხა 200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ 1--- წლის ბოლომდე.

 

მხარეთა შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მოპასუხეები 2 წლის ვადაში არ დაუბრუნებდნენ თ------- ღ-------ეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, ბინა გახდებოდა ამ უკანასკნელის საკუთრება, ნ-----–--ზ მ------ვი და რ---ა ა----------ა კი აღარ იქნებოდნენ ვალდებულნი, დაებრუნებინათ თანხა. მოპასუხეებმა დაარღვიეს აღნიშნული გარიგება, მათ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, წავიდნენ საბერძნეთში და ჩამოვიდნენ 2008 წელს. ნ-----–--ზ მ------ვმა 2008 წელს მოსარჩელისაგან ფარულად მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება და სარჩელი აღძრა თ------- ღ-------ის ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პარალელურად თ------- ღ-------ემ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთ--რთობების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოითხოვა ბინის მესაკუთრედ ცნობა, თუმცა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილებულა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თ------- ღ-------ეს მოპოვებული აქვს სადავო ბინით სარგებლობის უფლება.

 

მოპასუხეები შეეცადნენ პოლიციის ძალით გამოესახლებინათ თ------- ღ-------ე სადავო ბინიდან, მაგრამ შსს მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დასაბუთებული უარი ეთქვათ მათ. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–--ზ მ------ვმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თ------- ღ-------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე თბილისი, ც------ ქ. №-) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის №2-------16 გადაწყვეტილებით, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა თანხამ, 1--- აშშ დოლარმა, 2017 წლამდე განიცადა დისკონტირება.

 

1--- წლიდან 2017 წლამდე თ------- ღ-------ემ უძრავ ნივთში, მდებარე თბილისი, ც------ ქ. №--ში ჩაატარა კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი მდგომარეობა, რამაც მისი ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაზარდა. თ------- ღ-------ემ მიმართა საერთაშორისო აუდიტორულ და იურიდიულ კომპანიას „G--"-ს, რომელმაც ჩაატარა ფულის ღირებულების დროში დადგენის სამუშაოები. „G--“-ის 2007 წლის 02 ივნისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მათ იანგარიშეს რთული პროცენტი გაცემულ სესხთან მიმართებაში და თ------- ღ-------ის მიერ სახლის რემონტში ინვესტირებული თანხის ღირებულება, რამაც 2007 წლის მდგომარეობით შეადგინა - 1-----.41 აშშ დოლარი და 2-------1 ლარი.

 

რაც შეეხება აღნიშნული თანხის ოდენობას 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ნ----ა თ--ის" 2017 წლის 31 იანვრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2008 წლის 01 იანვარს 1-----.41 აშშ დოლარის 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მდგომარეობით ღირებულება შეადგენს 1--------- აშშ დოლარს. 2008 წლის 01 იანვრას 2-------1 ლარის 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მდგომარეობით ღირებულება შეადგენს - 2-------48 ლარს.

 

ვინაიდან, მოხდა თ. ღ-------ის ზ/აღნიშნული ბინიდან გამოსახლება, პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად, ნ-----–--ზ მ------ვმა მოსარჩელეს სრულად უნდა აუნაზღაუროს, როგორც სესხის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული თანხა (ფულის ღირებულების დროში დადგენის გათვალისიწნებით), ასევე სახლის რემონტში ინვესტირებული ხარჯებიც.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

2019 წლის 01 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები არ გამოცხადდნენ. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ნ-----–--ზ მ------ვისა და რ---ა ა----------ასათვის სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის 1--- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის 3- 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსსკ 78-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებს ეცნობათ სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის მთავარი სხდომის ადგილისა და დროის შესახებ. ასევე, განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.

 

2019 წლის 01 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადნენ მოპასუხეები, რომელთაც სასამართლო სხდომის დღე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეებს ასევე ეცნობა გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგების თაობაზე. მოპასუხეებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1--- წლის 17 ივნისს ნ-----–-ა ღ-------ის შვილს, თ------- ღ-------ეს (რომელმაც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაუფორმა მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად) ნ-----–--ზ მ------ვსა და რ---ა ა----------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თ------- ღ-------ემ ნ-----–--ზ მ------ვსა და მის მეუღლეს, რ---ა ა----------ას, გადასცა 1000 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით.

 

სანაცვლოდ ამ ხნის განმავლობაში თ------- ღ-------ე იცხოვრებდა ბინაში, მდებარე თბილისში, ც------ ქ. №--ში. ამავე დღეს თ------- ღ-------ემ მოპასუხეებს ასესხა დამატებით 200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ 1--- წლის ბოლომდე.

 

მოპასუხეებს სესხის თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებიათ.

 

თ------- ღ-------ესა და ნ-----–-ა ღ-------ეს შორის 2017 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც თ------- ღ-------ემ ნ-----–-ა ღ-------ეს დაუთმო მოპასუხეების მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან და უძრავი ქონების გაუმჯობესებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

 

2017 წლის 06 ნოემბრის ამონაწერით დგინდება, რომ 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ქუჩა გ------- ც----ე №-, მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-----–--ზ მ------ვი.

 

2017 წლის 29 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე №2-------16) დაკმაყოფილდა ნ-----–--ზ მ------ვის სასარჩელო მოთხოვნა თ------- ღ-------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე თბილისი, ც------ ქ. №-) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ-----–--ზ მ------ვისათვის გადაცემის მოთხოვნით.

 

1--- წლიდან 2017 წლამდე თ------- ღ-------ემ უძრავ ნივთში, მდებარე თბილისი, ც------ ქ. №--ში ჩაატარა კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი მდგომარეობა. აღნიშნულმა ხარჯმა საერთო ჯამში შეადგინა 3- 000,00 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 623-ე, 987-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის 114 604,32 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა არ არის იურიდიულად გამართლებული, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის შესაბამის ნაწილში დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო, ასევე იურიდიულად გაუმართლებელია მოთხოვნა სარემონტო ხარჯების რ---ა მ-------უსათვის დაკირების ნაწილში:

 

მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა თანხამ, 1--- აშშ დოლარმა 2017 წლამდე განიცადა დისკონტირება და მისი ღირებულება სარჩელის სასამართლოში შემოტანის მდგომარეობით შეადგენს გარდა, 1--- აშშ დოლარისა, 114 604,32 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე 114604,32 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნას არ ამყარებს სესხის პროცენტის ან/და მიუღებელი შემოსავლის ფაქტობრივ საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი (სსკ-ის 623-ე მუხლი). ცნებიდან შეიძლება გამოვყოთ სესხის შემდეგი ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს მის ადგილს ხელშეკრულებათა შორის: სესხის ხელშეკრულების საგანი არის ფული ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული სხვა ნივთები, ანუ ე.წ. შეცვლადი ნივთები. გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულად ითვლება ისეთი ნივთები, რომელთა რაოდენობა გამოიხატება ზომით, წონით, მოცულობით. პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ფულის სესხების ურთ--რთობები. მსესხებელი არ არის ვალდებული, გამსესხებელს დაუბრუნოს გადაცემული კონკრეტული კუპიურები და მონეტები, მან გამსესხებელს უნდა დაუბრუნოს იმავე ოდენობის თანხა. ანუ გასესხებულ თანხაში იგულისხმება მისი ოდენობა და არა განსაზღვრული ფულადი ნიშნები. ნასესხები გვაროვნული ნივთებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მათი მოხმარების გზით. სწორედ ამიტომ, მსესხებელმა უნდა დააბრუნოს იმავე სახისა და ხარისხის ნივთები.

 

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ფული და სხვა გვაროვნული ნივთები გადაეცემა საკუთრებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ მიჯნავს ფულის და გვაროვნული ნივთების სასესხო ურთ--რთობებს დამოუკიდებელ სახელშეკრულებო კონსტრუქციებად. 623-628 მუხლები ეხება ორივეს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიჩნეულია, რომ მოპასუხეებს გადაეცათ სესხის თანხა 1--- აშშ დოლარი, შესაბამისად, სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს ეკისრებათ მოსარჩელისათვის იმავე ოდენობის თანხის დაბრუნება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სსკ-ის 389-ე მუხლზე, რომლის თანახმად თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთ--რთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

ნორმა აწესრიგებს ისეთ სამართალურთ--რთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა, ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა.

 

ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგების თავიდან აცილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სასამართლო პრაქტიკაში 389-ე მუხლის შინაარსი განსხვავებული პრეცედენტის წყარო გახდა. სასამართლოს განმარტებით, 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას.

 

ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ნომინალიზმის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველობაუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა 114 604,32 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც დადგინდებოდა მოპასუხეების ვალდებულება 114 604,32 აშშ დოლარის ანაზღაურებისა. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში იურიდიულად არამართებულია.

 

ასევე, სამართლებრივად დაუსაბუთებელია მოთხოვნა 3-000 აშშ დოლარის რ---ა მ-------უსათვის დაკისრების ნაწილში. როგორც დადგენილია უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-----–--ზ მ------ვი. შესაბამისად, სარჩელში არ არის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა რ---ა მ-------უს მიმართ იქნებოდა მართებული.

 

4. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

სსსკ-ის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა 35 200 აშშ დოლარის ნაწილში, რისი შესაბამისი პროპორციული ბაჟის 1906,91 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სახელმწიო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 70-ე-78-ე, 230-ე, 233-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–-ა ღ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს ნ-----–--ზ მ------ვს და რ---ა მ-------უს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის 1--- აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ნ-----–--ზ მ------ვს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის 3-000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხეებს ნ-----–--ზ მ------ვს და რ---ა მ-------უს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროთ 86.4 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხე ნ-----–--ზ მ------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 2448 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების ნაწილში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით მოპასუხისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება.

 

8. გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ნაწილში (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე