განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
330100119002797679
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2019წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- გ-------ს ძე ნ-----ია, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2----------რს, ნასამართლევი, რეგისტრაციის ადგილი: მ--------–-- რაიონის ს------–ი კ--------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----–--ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------- ნ-----იამ ყოფილ მეუღლეს ლ-------–---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცხვირის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, შემდეგ არასრულწლოვანი შვილის - ოთხი წლის დ---- ნ-----იას თანდასწრებით თითები მოუჭირა ყელზე და თავი მიარტყმევინა კედელზე. გ------- ნ-----იას ძალადობრივი ქმედებით ლ-------–---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის

 

2.1. 2018 წლის 2 დეკემბერს 13:10 საათზე ვ---------------–--- პოლიციის განყოფილებაში ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ძალადობის შესახებ ინფორმაცია ,,112-ს“ მიაწოდა დაზარალებულმა ლ-------–---------მა. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ გ------- ნ-----იამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.2. მსხვერპლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა გ-------– თ---------ემ გამოკითხა მსხვერპლი ლ-------–---------ი, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია.

 

2.3.დაზარალებულ ლ-------–---------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ გ------- ნ-----იას ყოფილი მეუღლეა, ჰყავთ 3 მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში, ყოფითი პრობლემების ნიადაგზე, ოჯახში ხშირად ჰქონდა ადგილი მეუღლეებს შორის კონფლიქტს, აღნიშნულ პრობლემას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ გ------- ნ-----ია იყო ალკოჰოლზე სისტემატურად დამოკიდებული. ალკოჰოლური თრობის დროს ხდებოდა უკიდურესად აგრესიული და ძალადობდა ლ-------–---------ზე. 2018 წლის 2 დეკემბრამდე, გ------- ნ-----ია ლ-------–---------ზე ფიზიკური ძალადობის გამო იყო რამდენჯერმე გასამართლებული, დაზარალებულმა გაიხსენა ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც გ------- ნ-----იამ იგი ისე ძლიერად სცემა, რომ გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში მეზობლებმა იპოვეს. 2018 წლის 2 დეკემბერს, გ------- ნ-----ია მივიდა ლ-------–---------ის სახლში შვილების სანახავად, ყოფილი მეუღლე უხამსი სიტყვებით მოიხსენია, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან მოჰყვა პროტესტი და კამათი. კამათი გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, გ------- ნ-----იამ ლ-------–---------ს თითები მოუჭირა ყელზე და თავი მიარტყმევინა კედელზე, გარდა აღნიშნულისა, ძალადობის დროს ხელის მოქნევით მსხვერპლმა ტრავმა მიიღო ცხვირზე და წამოუვიდა სისხლი. ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო მათი 4 წლის შვილი - დ---- ნ-----ია, რომელიც ტიროდა, ნერვიულობდა და მამას სთხოვდა, შეეწყვიტა დედაზე ძალადობა.

 

2.4. დაზარალებულის განმარტებით, არასრულწლოვანი 4 წლის დ---- ნ-----იას გამოკითხვა არ მოხდა მისი ინიციატივით ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, თუმცა როგორც მსხვერპლმა განაცხადა, ბავშვმა აღიქვა დედაზე განხორციელებული ძალადობა, რაც ძალიან განიცადა.

 

2.5. ლ-------–---------ის ზეპირი ჩვენებით და ხელწერილით დგინდება, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, ,,112-ში“ განახორციელა ზარი ყოფილი მეუღლის, გ------- ნ-----იას მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

2.6. ს.ს.ი.პ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა მ------ ყ----–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ლ-------–---------ს. მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 16:30 საათზე ცენტრში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ. შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე თბილისში, ს------– დ------–ი, გ------- ბ--–------–-- ქ.#---ში მისვლისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სახლში დახვდა ლ-------–---------ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს თავისა და პირსახის არეში. დაზარალებულის განცხადებით მასზე ფიზიკურად იძალადა ყოფილმა მეუღლემ გ------- ნ-----იამ, კერძოდ ხელი დაარტყა პირსახის არეში, კედელზე მიარტყმევინა თავი და ცხვირიდან ჰქონდა სისხლდენა. დაზარალებულს ვიზუალურად სისხლის კვალი აღარ ეტყობოდა და არც რაიმე სახის დაზიანება, თუმცა ხელის შეხებით სახისა და კეფის არეში განიცდიდა ტკივილს.

 

2.7.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ს.ს.ი.პ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #2--------ის ასლიდან იკვეთება, რომ მოქალაქე ლ-------–---------ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2/12/18 წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა. ცხვირის ზედაპირული ტრავმა - დიაგნოზი დაუზუსტებელია. ს.ს.ი.პ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #2--------დან ირკვევა, რომ მოქალაქე ლ-------–---------ს 2018 წლის 2 დეკემბერს გაეწია სამედიცინო დახმარება, რა დროსაც, პაციენტი უჩიოდა ტკივილს კეფის და ცხვირ-ტუჩის არეში. აღნიშნულ სიმპტომებს უკავშირებდა მეუღლის მიერ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი გ-------– თ---------ე. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 2 დეკემბერს დაიწყო გამოძიება გ------- ნ-----იას მხრიდან ყოფილი მეუღლის - ლ-------–---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამომძიებელმა, გამოძიების დაწყებისთანავე, მყისიერად, თბილისში, ს------– დ------–ი, გ------- ბ--–------–-- ქ.#---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოკითხა ლ-------–---------ი, რომელმაც დაუდასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია. დაზარალებულის განცხადებით, გ------- ნ-----იამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, ასევე თითები მოუჭირა ყელზე და თავი მიატყმევინა კედელზე. ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ძალადობას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილი 4 წლის დ---- ნ-----ია. დ---- ნ-----იას მოწმის სახით გამოკითხვა ვერ მოხერხდა მისი მცირე ასაკის გამო.

 

2.9. 2018 წლის 2 დეკემბერს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–- გ----–---–ის მიერ, ს------– დ------–ი, გ------- ბ--–------–-- ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორიზე დაკავებულ იქნა გ------- ნ-----ია.

 

2.10.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2----------ის განაჩენით, გ------- ნ-----ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის ლ-------–---------ის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის და 3(სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2.11.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7----------–ის განაჩენით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2----------ის განაჩენი მსჯავრდებულ გ------- ნ-----იას მიმართ.

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----–--ის განაჩენით, გ------- ნ-----ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახში ძალადობა მეუღლის ლ-------–---------ის მიმართ, არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათი. სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7----------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ნ-----იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათი.

 

2.13. ბრალდებული გ------- ნ-----ია დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას და აღიარა ყოფილ მეუღლეზე ლ-------–---------ზე ძალადობა, რომელიც განახორციელა 2018 წლის 2 დეკემბერს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- ნ-----იას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, ასევე დადგენილ იქნა რომ ძალადობა ჩადენილი იყო ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლის მიმართ და ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელი გარემოება, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის - 4 წლის დ---- ნ-----იას თანდასწრებით. რაც შეეხება ქმედების არაერთგზისობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----–--ის განაჩენით, გ------- ნ-----ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე 2018 წლის 2 დეკემბერს ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რის გამოც სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.5. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გ------- ნ-----იას მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ნ-----იას პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი და ბრალდებულის მიდრეკილება ოჯახური ძალადობის ჩადენისაკენ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის დამძიმების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან ყოფილი მეუღლის ლ-------–---------ის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი შვილის დენის ნ-----იას თანდასწრებით, ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. ძალადობამ შესაძლებელია სავალალო ზემოქმედება იქონიოს არასრულწლოვნის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 დეკემბრის შემთხვევა არ ყოფილა ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის პირველი ფაქტი, იგი არაერთხელ ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7----------–ის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----–--ის განაჩენი) და ყველა შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს წარმოადგენდა ყოფილი მეუღლე - ლ-------–---------ი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ბრალდებული ადრეც ძალადობდა ოჯახის წევრზე და ხაზს უსვამს მის მიდრეკილებას ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. ამასთან, ბრალდებული ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს და კარგავს კონტროლს საკუთარ ქცევებზე, რაც იწვევს მისი მხრიდან ძალადობას.

 

5.3. პასუხისმგებლობის ზემოთ დასახელებული დამამძიმებელი გარემოებები გადაწონის ერთადერთ შემამსუბუქებელ გარემოებას – გ------- ნ-----იას მხრიდან დანაშაულის აღიარებას, შესაბამისად, იგი მნიშვნელოვან ასახვას ვერ ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე. ძალადობის მასშტაბის, ინტენსივობის და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გ------- ნ-----იას იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის ხერხის, სიმძიმის და არაერთგზისობის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ------- ნ-----იას სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. დაუშვებელი მტკიცებულება ,,112-ის’’ ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ნ-----ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით გ------- ნ-----იას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 დეკემბრიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

,,112-ის“ ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა