გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/695-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1-.03.2019 წელი ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - შპს ,,მ----------ი’’
წარმომადგენელი - ლ--------–---------–---ი;
მოპასუხე - ვ-–----------–---–ი, ა-–-----------ე;
წარმომადგენელი - თ-----------–--ე;
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ვ-–----------–---–ს და ა-–-----------ეს 201- წლის 0- სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს ,,მ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ ქ.ბ---------ში რ-------ის ქN 6-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 190 000 აშშ დოლარის, შესაბამისი კურსით ლარებში - 484,500 ლარის (კურსი 2.55) ანაზღაურება.
1.2. მოპასუხეებს ვ-–----------–---–ს და ა-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,მ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ ძირითად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 5 000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი, ასევე საადვოკატო მომსახურების თანხა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 201- წლის 1- ივლისს შპს ,,დ---------ს’’ (ს/კ 2--------), რომელიც წარმოდგენილი იყო მისი დირექტორის დ------------ის მიერ და მ------ დ----------ის და ქ------- გ------–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შპს ,,დ---------მა’’ აიღო ვალდებულება, რომ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქN6-–- მდებარე მ------ დ----------ის და ქ------- გ------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ 463.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა სამბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რის სანაცვლოდ დ---------ი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მიიღებდა მე-4, მე-5 სართულებს, ხოლო 1-ლი, მე-2 და მე-3 სართულები გადაეცემოდათ მესაკუთრეებს, ანუ მ------ დ----------ისა და ქ------- გ------–--ეს.
201- წლის 1- ივლისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს ,,დ---------ს’’, როგორც დამკვეთს და მენარდეს - შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-- ხ---ს’’ (ს/ნ 2--------) შორის შედგა შეთანხმება, რომ მენარდე მისივე ხარჯებით შემკვეთის დავალების საფუძველზე განახორციელებდა ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- მდებარე მ------ დ----------ისა და ქ------- გ------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ 463.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელ სახლის მშენებლობას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო დამატებითი დოკუმენტით.
201- წლის 1- აპრილს ერთი მხრივ შპს ,,დ---------ს’’ (როგორც მშენებლობის უფლების დამთმობი) და შპს ,,მ----------ს’’ (როგორც მშენებელი) და მეორე მხრივ მ------ დ----------ს და ქ------- გ------–--ეს (როგორც თანამესაკუთრეები) შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ფართების განაწილების შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ----------მა’’ განაცხადა თანხმობა შეასრულოს შპს ,,დ---------სა’’ და თანამესაკუთრეებს მ------ დ----------სა და ქ------- გ------–--ეს შორის 201- წლის 1- ივლისის სანოტარო აქტით აღებული ვალდებულება ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- სამბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების თობაზე. ამ ვალდებულების შპს ,,მ----------ზე’’გადასვლით მასზე გადადის უფლება სამბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების სანაცვლოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლში, მე-4 და მე-5 სართულების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა ჩაბარების მომენტში საცხოვრებელი სახლის მდგომარეობაც.
201- წლის 1- აპრილის ხელშეკრულების შემდეგ ერთ მხრივ შპს ,,დ---------ს’’ და შპს ,,მ----------ს’’ (როგორც დამკვეთი) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-- ხ---ს’’ (როგორც მენარდე) შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდე მისივე მასალით, შემკვეთის დავალების საფუძველზე განახორციელებდა ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- მდებარე მ------ დ----------ისა და ქ------- გ------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ 563 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო დამატებითი დოკუმენტით.
201- წლის 4 სექტემბერს ერთის მხრივ შპს ,,მ----------ს’’ (შემდგომში ,,მშენებლობის უფლების დამთმობი’’, ვ-–----------–---–ი და ა-–-----------ე (როგორც მშენებელი) და მეორე მხრივ მ------ დ----------სა და ქ------- გ------–--ეს (როგორც თანამესაკუთრეებს) შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ფართების განაწილების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ-–----------–---–მა და ა-–-----------ემ იკისრეს შპს ,,მ----------ის’’ მიერ თანამესაკუთრეების მი-----მ დ----------ისა და ქ------- გ------–--ის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ ქ.ბ---------ში, რ-------ის N6-–- საცხოვრებელი სახლის აშენება, რის სანაცვლოდაც ვ-–----------–---–ზე და ა-–-----------ეზე გადავიდა უფლება საცხოვრებელ სახლში მე-4 და მე-5 სართულების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ცალკე ხელშეკრულება იქნა გაფორმებული ვ-–----------–---–ს, ა-–-----------ესა და მ------ დ----------ს და ქ------- გ------–--ეს შორის.
201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად ვ-–----------–---–მა და ა-–-----------ემ იკისრეს ვალდებულება შპს ,,მ----------ისათვის’’ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ხელშეკრულების დადებამდე დახარჯული თანხების ანაზღაურება.
შპს ,,მ----------ის’’ მიერ ქ.ბ---------ში, რ-------ის N6-–- აშენებული იქნა შენობის ხუთივე სართული და დარჩენილი იყო გარე კედლების მოპირკეთება და კარ-ფანჯრების ჩასმა. შპს ,,მ----------ის’’ მიერ გაწეულმა ხარჯმა შპს ,,დ---------ისა’’ და მენარდის შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-- ხ---ის’’ მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით შეადგინა დაახლოებით 190 000 აშშ დოლარი, ანუ დღევანდელი კურსით 484,500 ლარი, რაც მომსახურეებს შპს ,,დ---------ისათვის’’ არ აუნაზღაურებიათ.
201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მოპასუხეები თანახმა იყვნენ მოსარჩელისათვის აენაზღაურებინათ 190 000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და თავიანთი შესაგებელი დააფუძნეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მართალია 1-.07.201- წლის შეთანხმების თანახმად, შპს „დ---------ი“ თანამესაკუთრეების მ------ დ----------ის და ქ------- გ------–--ის წინაშე იღებდა ვალდებულებას, რომ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- ააშენებდნენ სამ ბინიან საცხოვრებელ სახლს, მაგრამ შპს „დ---------ს“ აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია და საცხოვრებელი სახლი არ აუშენებია, ხოლო რა მოცულობის სამუშაოები იქნა შპს „დ---------ის” მიერ შესრულებული, ჩვენთვის უცნობია და აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არც საქმეში არ არის წარმოდგენილი.
შპს „ხ---თან“ დაკავშირებით არანაირი ხელშეკრულება და შეთანხმება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასევე წარმოდგენილი არ არის არც არანაირი დამატებითი დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოთა ღირებულება, როგორც ეს მხარეს მითითებული აქვს მე-2 ფაქტობრივ გარემოებაში, ამიტომ უცნობია რა ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა და შპს „ხ---ს" შორის, გარდა იმისა, რომ როგორც მოსარჩელე ადასტურებს - მათ საერთო მეპატრონე ჰყავთ თ-----------–--–----ის სახით.
I7.0-.201- წლის შეთანხმების თანახმად, უკვე შპს „მ----------მა“ იკისრა ვალდებულება თანამესაკუთრეების მ------ დ----------ის და ქ------- გ------–--ის წინაშე, რომ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- ააშენებდა საცხოვრებელ სახლს, მაგრამ ვერც შპს „მ----------მა“ ვერ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება და სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოგვიანებით აშენების უფლება დაუთმო მოპასუხეებს ა-–-----------ეს და ვ-–----------–---–ს.
ისევე როგორც შპს „დ---------ის“, შპს „მ----------ის“ შემთხვევაშიც საქმეში არ მოიპოვება და მათთვის უცნობია თუ რა ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა და შპს „ხ---ს“ შორის. საქმეში ნამდვილად არის წარმოდგენილი შპს „ხ---ის” სახელზე გამოწერილი საგადასახადო ზედდებულები, რითიც შეუძლიათ ივარაუდონ, რომ გარკვეული სახის სამუშაოები, (თუმცა არა იმ რაოდენობით, რასაც ამას მოსარჩელე უთითებს), ნამდვილად აქვს ჩატარებული შპს „ხ---ს’’, მაგრამ რა ურთიერთობაა შპს „ხ---ს“ და შპს „მ----------ს“ შორის და რამდენადაა უფლებამოსილი შპს „მ----------ი“ შპს „ხ---ის" მიერ წარმოებული სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნაზე, ეს საქმიდან არ დასტურდება და მათთვის უცნობია.
მხარეებს, ერთის მხრივ შპს „მ----------ს“ და მეორეს მხრივ მოპასუხეებს ა-–-----------ეს და ვ-–----------–---–ს შორის შეთანხმება მშენებლობის უფლების დათმობის შესახებ შედგა არა 201- წლის 4 სექტემბერს, როდესაც უკვე საჯარო რეესტრში მოხდა შეთანხმების დარეგისტრირება, არამედ გაცილებით ადრე კერძოდ, 201- წლის 1- ივლისს, საიდანაც მოპასუხეებმა უკვე დაიწყეს ხარჯების ანაზღაურება და შპს ,,მ----------ის'“ რეალური მეპატრონისთვის - თ-----------–--–----ისთვის თანხების გადახდა.
მშენებლობის უფლების დათმობა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შპს „მ----------ის“ მიერ მოპასუხეებზე გადაცემა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ შპს „მ----------ი“ ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და თანახმა იყო მის მიერ უკვე გაწეული ხარჯების სანაცვლოდ დაეთმო მშენებლობის უფლება მოპასუხეებისთვის. აღნიშნული შეთანხმება და მისი შინაარსი ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული პერიოდისთვის არანაირი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებული არ იყო, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს და აშენებული იყო მხოლოდ 3 სართული. (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მშენებლობის უფლებას და მისთვის გადასაცემი 4-5 სართულების მიღების უფლებას კი არ დაუთმობდა მოპასუხეებს, არამედ გაყიდდა უკვე აშენებულ და მასზე გადასაცემ ფართებს). რეალურად არსებულ იმდროინდელ ვითარებას და გარიგების შინაარსს ნათლად ადასტურებს მხარეებს შორის 0-.0-.201- წელს გაფორმებული შეთანხმება მშენებლობის უფლების დათმობასთან დაკავშირებით, სადაც პირველ გვერდზე ნათლად არის მითითებული, რომ: ვ-–----------–---–ი და ა-–-----------ე, როგორც მშენებლობის დამფინანსებლები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის „ამშენებლები“ თანახმა არიან შეასრულონ შპს „მ----------ის“ მიერ აღებული ვალდებულება - ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ. N6-–- სამბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების თაობაზე და ასევე, იმავე შეთანხმების მეორე გვერდზე მითითებულია, რომ ვ-–----------–---–ი და ა-–-----------ე, როგორც მშენებლობის დამფინანსებლები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის „ამშენებლები“ თანამესაკუთრეების წინაშე იღებენ ვალდებულებას რომ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- ააშენებენ სამბინიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 1-.0-.2014 წელს გაცემული N79 მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმებიდან სრულიად ნათელია, რომ აქ საუბარია სამბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებაზე და არა აშენებული საცხოვრებელი სახლის და მითუმეტეს საერთოდ აუშენებელი IV და V სართულების ნასყიდობაზე. ამრიგად დასტურდება, რომ მხარეთა შორის 0-.0-.201- წლის შეთანხმების გაფორმების დროს შპს „მ----------ს“ შესრულებული არ ქონდა მის მიერ ნასკისრი ვალდებულება საცხოვრებელი სახლის აშენებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს აშენების ვალდებულება და მომავალში მშენებლობის განხორციელების სანაცვლოდ ქონების მიღების უფლება დაუთმო ბ------ს და ზ------–--ლს.
201- წლის 4 სექტემბერს, როდესაც მოხდა მხარეებს შორის უკვე არსებული შეთანხმების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, მოპასუხეებს თ-----------–--–----ისთვის სხვადასხვა დროს უკვე გადახდილი ჰქონდათ გარკვეული თანხა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარმოდგენილ შეთანხმებაში მოსარჩელის მიერვე დაფიქსირებული თანხა 75 000 აშშ დოლარი (და არა 190 000 აშშ დოლარი,“ როგორც ამას მოსარჩელე უთითებს სარჩელში), ისევ მოსარჩელის მიერ ეგრედ წოდებული შტრიხით იქნა გადაშლილი. ჩვენი აზრით ძალიან ადვილი იქნება აღნიშნული ციფრის დადასტურება, თუ დოკუმენტის ორიგინალი გამოთხოვილი იქნება საჯარო რეესტრიდან, რასაც ითხოვს შუამდგომლობის სახით და შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად გამოჩნდება, რომ 0-,0-.201- წლის შეთანხმებაში მითითებულია სწორედ 75 000 დოლარი. თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი მოპასუხეების მიერ უკვე გადახდილი იყო, თავად მოსარჩელის მოთხოვნით ამოიშალა ეს ციფრი და ასეთი სახით ჩაბარდა რეგისტრატორს. რაც შეეხება ნაგებობას, შეთანხმების გაფორმების დროს აშენებული იყო მხოლოდ 2 სართული, რასაც ადასტურებს თავად 0-.0-.201- წლის შეთანხმების შინაარსი და რასაც ასევე დაადასტურებენ მათ მიერ მოწმის სახით დასახელებული პირები. წარმოდგენილი ფოტომასალა. და არსებული მდგომარეობა სრულიად განსხვავდებოდა თავად მოსარჩელის მიერ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ N:1-------2/2---1- საქმეში წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებუკი მდგომარეობისგან.
მშენებლობაზე გაწეული ხარჯები თავად მ----------ის მიერ შეფასებული იქნა 75000 დოლარად, თუმცა აღნიშნული ოდენობითაც არ იქნა დაფიქსირებული შეთანხმებაში. რადგან მათი უდიდესი ნაწილი ამ დროისათვის უკვე გადახდილი იყო. რაც შეეხება რეალურად გაწეულ ხარჯს წარმოდგენილი ზედდებულების მიხედვით, მათი უდიდესი ნაწილი გამოწერილია შპს „ხ---ის“ სახელზე მიუხედავად იმისა, რომ უცნობია რა შემხებლობა გააჩნდა ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- მდებარე მშენებლობასთან შპს „ხ---ს“ და რამდენად არის შპს ,,მ----------ი’’ უფლებამოსილი შპს „ხ---ის“ მიერ გაწეული სამუშაოების ანაზღაურება მოითხოვოს, (ანუ წარმოადგენს თუ არა სათანადო მოსარჩელეს). ფაქტია, რომ შპს „ხ---ს“ გარკვეული სამუშაო ნამდვილად აქვს შესრულებული და აქ ყურადღება უნდა მიექცეს. არა ყველა წარმოდგენილ ზედდებულს, არამედ მხოლოდ იმ ზედდებულებს, რომლებიც სწორედ აღნიშნულ მისამართზეა გამოწერილი. ასეთი ზედდებულები წარმოდგენილია სულ 71 ფურცელზე, საერთო თანხით 21- 060.78 ლარი. მაგრამ აღნიშნული ზედდებულებიდან ზოგიერთი მათგანი 2-ჯერ და 3-ჯერაც კი არის წარმოდგენილი ერთი და იგივე ნომრით დასახელებით, ჩამონათვალით და თარიღით. სულ განმეორებით წარმოდგენილია 95 349.5 ლარის ზედდებულები, ხოლო ერთი ზედდებული (N0---------. 06.03.201-წ.) თანხით 4000 ლარზე გაუქმებულია. ანუ, აღნიშნულის გათვალისწინებით საქმეში ქ. ბ---------ში, რ-------ის ქ. N6-–- მდებარე მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია სულ 11- 711,24 ლარის შესრულებულ სამუშაოზე ზედდებულები, საიდანაც 10000 ლარი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების მეორადი სამშენებლო დგარების ღირებულებას, ხოლო დარჩენილი და მასზე გაცილებით დიდი თანხაც, მთლიანად ანაზღაურებულია შპს „მ----------ის“ და შპს „ხ---ის" რეალური მეპატრონისთვის წი-–----ისთვის მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხებით, რასაც ადასტურებს თანდართული 1-.10.201- წლით დათარიღებული თ-----------–--–----ის წერილი, საბანკო გადარიცხვის ქვითარი და მოპასუხე ა-–-----------ის მიერ თანხის გადახდებთან დაკავშირებით ნაწარმოები აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ზოგიერთი თანხის გადახდას თავად სამუშაოთა მწარმოებლებიც ადასტურებენ თავისი ხელმოწერებით, მათ შორის თავად მოსარჩელის მიერ მოწმის სახით დასახელებული მ. უ–-------–ი.
მოპასუხეებმა ვ-–----------–---–მა და ა-–-----------ემ არ სცნეს სარჩელი და განმარტეს, მოსარჩელის მიერ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- მდებარე მშენებლობაზე გაწეული არ ყოფილა 190 000 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯი, მოსარჩელის მიერ არც მანამდე და არც საქმეში წარმოდგენილი არ არის არანაირი შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, გარდა სხვა იურიდიული პირის - შპს ,,ხ---ის’’ მიერ შესრულებული გარკვეული სამუშაოებისა, რომლის ღირებულებაც უკვე ანაზღაურებულია მოპასუხეთა მიერ შპს ,,მ----------ის’’ და შპს ,,ხ---ის’’ რეალური მეპატრონისთვის - თ-----------–--–----ისთვის მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ გადხდილი თანხებით, რის გამოც მოპასუხე ითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 1- ივლისს შპს ,,დ---------ს’’ (ს/კ 2--------), რომელიც წარმოდგენილი იყო მისი დირექტორის დ------------ის მიერ და მ------ დ----------სა და ქ------- გ------–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შპს ,,დო-------მა’’ აიღო ვალდებულება, რომ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- მდებარე მ------ დ----------ის და ქ------- გ------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ 463.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აეშენებინა სამბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რის სანაცვლოდ შპს ,,დ---------ი" აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მიიღებდა მე-4, მე-5 სართულებს, ხოლო 1-ლი, მე-2 და მე-3 სართულები გადაეცემოდათ მესაკუთრეებს, ანუ მ------ დ----------სა და ქ------- გ------–--ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 1- ივლისის ხელშეკრულება ტ.1,ს.ფ. 32;
3.1.2. შპს ,,დ---------მა" ვერ შეასრულა 201- წლის 1- ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხართა ახსნა განმარტება;
3.1.3. 201- წლის 1- აპრილს ერთი მხრივ შპს ,,დ---------ს’’ (როგორც მშენებლობის უფლების დამთმობი) და შპს ,,მ----------ს’’ (როგორც მშენებელი) და მეორე მხრივ მ------ დ----------სა და ქ------- გ------–--ეს (როგორც თანამესაკუთრეები) შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ფართების განაწილების შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად, ,,მ----------მა’’ განაცხადა თანხმობა შეასრულოს შპს ,,დ---------სა’’ და თანამესაკუთრეებს მ------ დ----------ისა და ქ------- გ------–--ეს შორის 201- წლის 1- ივლისის სანოტარო აქტით აღებული ვალდებულება ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- სამბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების თობაზე. ამ ვალდებულების შპს ,,მ----------ზე’’ გადასვლით მასზე გადავიდა უფლება სამბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების სანაცვლოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლში, მე-4 და მე-5 სართულების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა ჩაბარების მომენტში საცხოვრებელი სახლის მდგომარეობაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 1- აპრილის ხელშეკრულება მშენებლობის ნებართვის დათმობის თაობაზე. ტ.1, ს.ფ.38;
3.1.4. 201- წლის 4 სექტემბერს ერთის მხრივ შპს ,,მ----------ს’’ (შემდგომში ,,მშენებლობის უფლების დამთმობი’’), ვ-–----------–---–სა და ა-–-----------ეს (როგორც თანამესაკუთრეებს) ხოლო მეორეს მხრივ მ------ დ----------სა და ქ------- გ------–--ეს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ფართების განაწილების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ-–----------–---–მა და ა-–-----------ემ იკისრეს შპს ,,მ----------ის’’ მიერ თანამესაკუთრეების მ------ დ----------ისა და ქ------- გ------–--ის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ქ.ბ---------ში, რ-------ის N6-–- საცხოვრებელი სახლის აშენება, რის სანაცვლოდაც ვ-–----------–---–ზე და ა-–-----------ეზე გადავიდა უფლება საცხოვრებელ სახლში მე-4 და მე-5 სართულების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულება. ტ.1, ს.ფ.43;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 201- წლის 1- აპრილის ხელშეკრულების დადების შემდეგ ერთის მხრივ შპს ,,მ----------ს’’ (როგორც დამკვეთი) და მეორეს მხრივ შპს ,,ს--–-----–----------–----–-------------–-- ხ---ს’’ (როგორც მენარდე (მესაკუთრე თ-----------–--–----ე)) შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რომლის თანახმადაც მენარდე მისივე მასალით, შემკვეთის დავალების საფუძველზე განახორციელებდა ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- მდებარე მ------ დ----------ისა და ქ------- გ------–--ის თანასაკუთრებაში არსებულ 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშ-ფაქტურები ტ.1.ს.ფ.46-221;
- მოსარჩელის განმარტება. იხ.სხდომის ოქმი 1-.01.2019 წ;
- მოწმე თ-----------–--–----ის ჩვენება. იხ.სხდომის ოქმი 25.01.2019 წ;
3.2.2. 201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, ვ-–----------–---–მა და ა-–-----------ემ იკისრეს ვალდებულება, რომ შპს ,,მ----------ს’’ გადაუხდიდნენ ქ.ბ---------ში, რ-------ის ქ.N6-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ხელშეკრულების დადებამდე დახარჯული თანხებს.
ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულება. ტ.1, ს.ფ.43;
3.2.3. შპს ,,მ----------ის’’ მიერ ქ.ბ---------ში, რ-------ის N6-–- არსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 201- წლის 1- აპრილიდან 201- წლის 4 სექტემბრის პერიოდში დახარჯულმა თანხებმა შეადგინა 51-90,86 ლარი.
ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადებები ტ.1, ს.ფ. 46-51, 56-70, 203, 211, 21-;
- 201- წლის 16 და 18 ივლისის მომსახურების ხელშეკრულებები დანართებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით ტ.2, იხ.სხდომის ოქმი 2.11.2018წ;
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლებაა თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მისი მოთხოვნა, საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით უნდა გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მ----------მა“ სარჩელი აღძრა ვ-–----------–---–ის და ა-–-----------ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებს ვ-–----------–---–ს და ა-–-----------ეს 201- წლის 0- სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,მ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ ქ.ბ---------ში რ-------ის ქN6-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 190 000 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით ლარებში - 484,500 ლარი (კურსი 2.55).
სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აღძრულ სარჩელებში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი ურთიერთობა არსებობს და დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებიც კანონის თანახმად აბრკოლებენ ამ ვალდებულების წარმოშობას. ამრიგად, მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა მისი მოთხოვნის არსებობის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
საქმეში წარმოდგენილია 201- წლის 1- აპრილისა და 4 სექტემბრის ხელშეკრულებები. ეს არის დროის პერიოდი, როდესაც მოსარჩელეს ევალებოდა ქ.ბ---------ში რ-------ის ქN6-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე სამუშაოთა წარმოება. სასამართლო იზიარებს, რომ მოსარჩელე შპს ,,ხ---თან" იმყოფებოდა ნარდობით სამართლებრივ ურთიერთობაში და სწორედ ამიტომ შპს ,,ხ---ის" მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია იმ პირებისაგან, რომელსაც დაუთმო მშენებლობის უფლება ე.ი. მოპასუხეებისაგან, შპს ,,ხ---ის" დირექტორის განმარტებით მის მიმართ მოსარჩელეს ამ დრომდე არ შეუსრულებია ვალდებულება. მხარეთა შორის არ შედგენილა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადგენდა მშენებლობის მდგომარეობას 201- წლის 1- აპრილისათვის და ასევე მშენებლობის მდგომარეობას 201- წლის 4 სექტემბრისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, თუ კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა დროის გარკვეულ მონაკვეთში მშენებლის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვინაიდან, ისინი ვერ იძლევიან ერთმნიშვნელოვან და ზუსტ ინფორმაციას თუ რა ეტაპზე იყო მშენებლობა იმ დროისათვის, როდესაც მშენებლობის უფლება გადაეცა შპს ,,მ----------ს" და რა ეტაპზე იყო მშენებლობა მაშინ, როდესაც მან მშენებლობის უფლება დაუთმო მოპასუხეებს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეები იძლევიან მხოლოდ ზოგად განმარტებას მშენებლობის შესახებ. დახარჯული თანხების ოდენობა ვერ გამოითვლება მოწმის ჩვენებით, რომელიც მიუთითებს, რომ კონკრეტულ დროს მომზადებული იყო მაგალითისათვის მესამე სართულის ჭერი ან მეოთხე სართულის იატაკი, ან კოლონებისა და რიგელების სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და სხვა. მითუმეტეს, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები არის სადავო, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ფაქტების მტკიცება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეები იძლევიან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, ცალსახაა, რომ თითოეული მათგანი დაინტერესებულია საქმის შედეგით და მათ შესაძლოა ჰქონდეთ მიკერძოებული პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იძლევა ინფორმაციას, თუ რა თანხა დაიხარჯა კონკრეტული სართულის მშენებლობის დროს, თუმცა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დგინდება ვის მიერ ჩატარდა კონკრეული ეტაპის სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშენებლობას აწარმოებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც მის მიერ გაწეული მომსახურეობა, რაც დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ მშენებლობასთან, უნდა აესახა დოკუმენტალურად, შეეძინა სამშენებლო მასალა შესაბამისი დოკუმენტებით, ასევე თუ თანხებს გასცემდა ხელფასის ან სხვა დანიშნულებით, სათანადოდ აესახა თანხის გაცემის ფაქტი და შეედგინა შესაბამისი დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი ვერ დაამტკიცებს კონკრეტული საქმიანობის დროს თანხის დახარჯვის ფაქტს გონივრული შედავების პირობებში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ზედნადებები, რომლითაც დასტურდება ცალკეული სამშენებლო მასალის შეძენისა და დასახელებულ ობიექტზე მიტანის ფაქტი. მთლიანობაში სასაქონლო ზედნადებებით და მომსახურების ხელშეკრულებებით შეძენილი სამშენებლო მასალის ღირებულება შეადგენს 51-90,86 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სასაქონლო ზედნადებებში ცალკეულ შემთხვევებში არასრულყოფილად არის მითითებული დანიშნულების ადგილი, სადაც იქნა მიტანილი სამშენებლო მასალები და, რომ შესაძლოა შპს ,,ხ---ი" ბ---------ის ტერიტორიაზე სხვაგანაც ეწეოდა მსგავს საქმიანობას, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ზედნადებები იმის დასადასტურებლად, რომ ეს სამშენებლო მასალები მიტანილია ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- არსებულ სამშენებლო ობიექტზე და ბ---------ის ტერიტორიაზე იგი სხვა სამშენებლო სამუშაოებს არ ატარებდა. საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს, რომელსაც თავისი არგუმენტის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, ვინაიდან, მხარეთა მონაწილეობით არ შედგა დოკუმენტი (მაგალითად მიღება-ჩაბარების აქტი) რომლითაც დადგინდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში კონკრეტულად რა მოცულობის სამშენებლო სამუშაოები იყო ჩატარებული შპს ,,დ---------ის" მიერ და რა მოცულობის სამუშაოები ჩაატარა შპს ,,მ----------მა" 201- წლის 4 სექტემბრამდე, მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მ----------მა" 201- წლის 1- აპრილიდან 4 სექტემბრის პერიოდში ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- არსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის დახარჯა 51-90,86 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 31--ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 652-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, თუ სახეზეა სამუშაოს შესრულების ფაქტი, წარმოიშობა შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებათა რიცხვს, კერძოდ, ერთი მხარის ვალდებულებაა შეასრულოს სამუშაო, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია - გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარე მოპასუხე მხარისაგან ითხოვს შესრულებული სამშენებლო სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას, რომელიც შეასრულა შპს ,,ხ---ის" მეშვეობით. შპს ,,ხ---ის" წარმომადგენელი მოწმის სახით დაკითხვის დროს ადასტურებს, რომ ქ.ბ---------ში რ-------ის ქ.N6-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს ნამდვილად მოქმედებდა მოსარჩელესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულების პირობებში და საკუთარი სახსრებით ატარებდა სამშენებლო სამუშაოებს, მშენებლობაზე დახარჯული თანხები მოსარჩელეს მისთვის დღემდე არ აუნაზღაურებია. შპს ,,ხ---ს" რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა მოპასუხეებთან არ ჰქონია და მათგან სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებისათვის თანხა არ მიუღია. ამასთან, ნარდობით სამართლებრივი ურთიერთობისათვის კანონი არ ავალდებულებს მხარეებს ხელშეკრულება გააფორმონ წერილობითი ფორმით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ამავე კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ხოლო, 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ იკისრა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ობიექტზე, თუმცა მან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა სრულად და მშენებლობის უფლება დაუთმო მოპასუხეებს. ამასთან, მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა, რომ მოპასუხე მხარე მოსარჩელე მხარეს გადაუხდიდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების გაფორმების დრომდე (0-.0-.201- წ.) დახარჯულ თანხებს, რომელზეც ისინი იმ დროისათვის იყვნენ შეთანხმებულნი. აღნიშნული ჩანაწერით მოპასუხე მხარე ფაქტიურად დაადასტურა, რომ შპს ,,მ----------ის" მიმართ ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული და მომავალში შეასრულებდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ იმ პერიოდში, როდესაც მშენებლობის წარმოება ევალებოდა მოსარჩელეს, ობიექტზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას ფაქტიურად იხდიდნენ მოპასუხეები, იმის გამო, რომ მოსარჩელესთან მშენებლობის უფლების დათმობის შეთანხმება გაცილებით ადრე მოხდა, ხოლო ფაქტიურად გაფორმდა 201- წლის 4 სექტემბერს. წარმოდგენილი არგუმენტი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მოპასუხე მხარე ასრულებდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამასთან, მას არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის რაიმე ობიექტური დოკუმენტი, მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სამშენებლო სამუშაოებისათვის თანხის გადახდის ფაქტი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოებულ ჟურნალში პირადი ჩანაწერებით ვერ დადასტურდება მის მიერ მითითებული გარემოებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ 201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი, რომ ,,მოპასუხე მხარე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მოსარჩელეს ხელშეკრულების დადების დღისათვის სამშენებლო ობიექტზე მშენებლობისათვის დახარჯული თანხები" უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს არა მხოლოდ მის მიერ, არამედ შპს ,,დ---------ის" მიერ მშენებლობაზე დახარჯული თანხებიც, ვინაიდან, შპს ,,დ---------ი" არ იყო 201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების მხარე, ასევე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის მტკიცებისათვის, რომ შპს ,,დ---------ს" წარმოადგენდა ხელშეკრულების სხვა რომელიმე მხარე, ამასთან, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში შპს ,,დ---------ის" მიმართ შესასრულებელ ვალდებულებაზე მსჯელობისათვის სავალდებულოა წარმოდგენილი იქნეს მისი მოთხოვნა, რაც საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილდა 51 790.86 ლარის ნაწილში, რომლის 3% 1-53.7 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3446,3 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოპასუხე მხარეს დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების შესახებ სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს შესაძლებელია დაეკისროს მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წარმოუდგინა სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მასსა და შპს ,,მ----------ს" შორის (დირექტორი დ-------------–--ე). ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია წარმომადგენელს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო. თუმცა ხელშეკრულებაში გასამრჯელოს ოდენობაზე რაიმე ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. ასევე წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ ვინმე მ-----------–------მა გადაიხადა, ხოლო წარმომადგენელმა მიიღო სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება ნომერი 3-ის ღირებულების ნაწილი 2620,20 ლარი. საქმის მასალებიდან არ ირკვევა გადამხდელის კავშირი მოსარჩელესთან, ამასთან, არ დგინდება იმ თანხის ოდენობა რაც უნდა გადაეხადა შპს ,,მ----------ს" წარმომადგენლისათვის, შესაბამისად, სასამართლო ვერ ჩათვლის, რომ თუ სალაროს შემოსავლის ორდერში დაფიქსირებული თანხა სწორედ განსახილველ საქმეში სამართლებრივი მომსახურების საფასურს წარმოადგენს, ნამდვილად გაიღო მოსარჩელე შპს ,,მ----------მა"
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 პრიმა მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება მოსარჩელისათვის, შესაბამისად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ----------ის“ (ს/კ4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვ-–----------–---–ს (პ/ნ0-----------) და ა-–-----------ეს (პ/ნ1----------) შპს ,,მ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 201- წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 51-90,86 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ვ-–----------–---–სა და ა-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,მ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1-53,7 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 3446,3 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი