განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----18
(გამოძიების #0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ნ-------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებულები N1) ნ-----–---- ყ---–---ა (დაბადებული - 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ----------------–--–---------------------------ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა;
ბრალდებული N2) დ----- ყ---–---ა (დაბადებული - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ--------------------ში).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
ადვოკატი - კ----------------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
საპროცესო შეთანხმების არსი (ნ-----–---- ყ---–---ას ეპიზოდი):
1. ნ-----–---- ყ---–---ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ-----–---- ყ---–---ამ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,1195 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი თეთრი ფერის მრგვალი ფორმის სამი ცალი აბი. 2----–-–------------------ს, ნ-----–---- ყ---–---ა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილის სახით) პირადად, კერძოდ, ჯინსის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა ქალაქ თბილისში, დ----- ა----–-----–--------------ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. ნ-----–---- ყ---–---ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე ს----–---------–----ს გამოკითხვის ოქმი და პატაკი, ნ-----–---- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნა, ნ-----–---- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი 3 ცალი მრგვალი აბი, წონით - 0,1195 გრამი და თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3. ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულ ნ-----–---- ყ---–---ას წინასწარი თანხმობით ბრალდებულებსა და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ნ-------------–---–ს შორის, გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი.
4. სტაჟიორ-პროკურორმა ნ-------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნ-----–---- ყ---–---ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
5. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა ნ-------------–---–მა, ბრალდებულმა ნ-----–---- ყ---–---ამ, ასევე მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ----------------ემ.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სამართლებრივი შეფასება:
8. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
9. სასამართლო დარწმუნდა, რომ:
§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
§ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
§ ბრალდებულს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებათ;
§ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
§ ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
§ ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
§ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
§ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
§ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
§ ბრალდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
§ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
§ ბრალდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მისივე საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
§ მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
10. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, პარ. 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Slavcho Kostov v. Bulgaria, პარ. 17; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ruciński v. Poland, პარ. 12.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში (პარ. 91) მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135). იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135-136; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Poitrimol v. France, პარ. 31; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ. 73).
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი; ბ) სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების ღია სასამართლო სხდომაზე გარკვევა (იხ.: დასახელებული გადაწყვეტილება - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, პარ. 91, 92, 95).
15. იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებული რეალურად აცნობიერებდა თუ არა წინამდებარე განაჩენის მე-14 პარაგრაფში ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულთან საკონტროლო შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა. სასამართლომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ნ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
დ----- ყ---–---ას ბრალდების ეპიზოდი
სასამართლომ დაადგინა:
17. თბილისი სააპელაციო სასამართლოს 20---–-–----------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის) ნასამართლევ დ----- ყ---–---აზე სასჯელის მიზნებმა (რესოციალიზაცია, დანაშაულის კერძო პრევენცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ: დ----- ყ---–---ამ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 1,1543 გრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ოვალური ფორმის 146 (ას ორმოცდაექვსი) ცალი აბი. 2----–-–------------------ს, დ----- ყ---–---ა აღნიშნულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, უკანონოდ ინახავდა პირადად (თავისი შარვლის მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში), როდესაც იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ----- ა----–-----–---------------- კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
18. დ----- ყ---–---ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე ს----–---------–----ს გამოკითხივს ოქმს, დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნას, დ----- ყ---–---ას ნარკოტიკული ექსპერტიზის შემოწმების N------- დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20---–-–----------------ის განაჩენს, დ----- ყ---–---ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების N------- ცნობას, დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, 146 ცალ აბს, საერთო წონით - 1,1543 გრამი, თავად ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას.
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულ დ----- ყ---–---ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
20. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-18 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
23. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვას, ასეთი ქმედების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, რაიმე სხვა ფორმით მისი მიღება, გაცვლა, ნაპოვარის მითვისება ან სხვა ნებისმიერი გზით მისი მოპოვება, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვა, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. მოცემულ შემთხვევაში დ----- ყ---–---ამ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, საერთო წონით - 1,1543 გრამი, 146 ცალი, ოვალური ფორმის აბის სახით. რაც შეეხება შენახვას, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებას ის ატარებდა პირადად, მისი შარვლის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში.
24. არაერთგზისობა წარმოადგენს დანაშაულის სიმრავლის ერთ-ერთ სახეს. არაერთგზისობა ნიშნავს ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. არაერთგზისია ასევე სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებში. არაერთგზისობას ადგილი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ პირი კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ან/და თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში, დ----- ყ---–---ას მიერ ჩადენილი დანაშაულის არაერთგზისობაზე უთითებს მისი ნასამართლობა, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20---–-–----------------ის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენა, შენახვა, გასაღება).
25. დიდი ოდენობის დადგენის თვალსაზრისით საყურადღებოა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,0012 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 0,12 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, შესაბამისად დგინდება, რომ დ----- ყ---–---ას მიერ შეძენილი, შენახული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება - 146 ცალი ოვალური ფორმის აბი, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
26. მოცემულ შემთხვევაში მე-18 პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ----- ყ---–---ამ, როგორც ნასამართლევმა პირმა, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
27. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ყ---–---ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
29. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
30. განაჩენის 28-ე და 29-ე პუნქტებთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც დ----- ყ---–---ას მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ----- ყ---–---ას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
32. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას დ----- ყ---–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დ----- ყ---–---ას კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, მის მიდრეკილებას ნარკოტიკული დანაშაულისადმი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დ----- ყ---–---ას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით.
33. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
34. ამდენად, განაჩენის 32-33-ე პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ----- ყ---–---ას ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ----- ყ---–---ას პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
35. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
36. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დ----- ყ---–---ას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დაენიშნა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად. ამასთან, დ----- ყ---–---ას პიროვნების, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათისა გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 10 (ათი) წლის ვადით, სრულად შთანთქას, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის - მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, დ----- ყ---–---ას, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- 37. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ:
- დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1,1543 გრამი ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ფერის ოვალური ფორმის 146 (ას ორმოცდაექვსი) ცალი აბი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ნ-----–---- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0,1195 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი, თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის სამი ცალი აბი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ა/მანქანა ,,ნ------------ის“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნ-----–---- ყ---–---ას და დ----- ყ---–---ას მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება შ-----------–---------–-–--------------------------------------------------–-------------------–---ში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ა/მანქანა ,,ნ------------ი“, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–------------------------------------------------------–-----------–--------ში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ნ-----–---- და დ----- ყ---–---ებისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216, 258-260-ე,268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ნ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს სტაჟიორ-პროკურორ ნ-------------–---–სა და ბრალდებულ ნ-----–---- ყ---–---ას შორის, 2----–-–----------------–ს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ-----–---- ყ---–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნ-----–---- ყ---–---ას 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ნ-----–---- ყ---–---ას 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ნ-----–---- ყ---–---ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–------------------დან - 2----–-–------------------ს ჩათვლით.
ნ-----–---- ყ---–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ ნ-----–---- ყ---–---ას ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დ----- ყ---–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ყ---–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დ----- ყ---–---ას 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
დ----- ყ---–---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------------დან;
ნივთიერი მტკიცებულება:
- დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1,1543 გრამი ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ფერის ოვალური ფორმის 146 (ას ორმოცდაექვსი) ცალი აბი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ნ-----–---- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0,1195 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი, თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის სამი ცალი აბი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ა/მანქანა ,,ნ------------ის“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნ-----–---- ყ---–---ას და დ----- ყ---–---ას მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება შ-----------–---------–-–--------------------------------------------------–-------------------–---ში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ა/მანქანა ,,ნ------------ი“, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–------------------------------------------------------–-----------–--------ში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ნ-----–---- და დ----- ყ---–---ებისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ნ-----–---- ყ---–---ას მიმართ არ საჩივრდება გარდა, შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
განაჩენი დ----- ყ---–---ას მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე