გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1316-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - ა---------–--------–---–ი
მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი-თ--------–---
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019წლის 14 იანვრის N9- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11).
1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და აღიარებული იქნება ა---------–--------–---–ის საკუთრების უფლება ქ.თბილისი, ლ-------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობი: 394კვ.მეტრი(იხ.სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11).
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისში, ლ-------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთს(საერთო ფართობი: 394კვ.მეტრი) ფლობდა მისი მშობლები მ-------------------------–---–--- 70-იანი წლებიდან, მათ მიერ დარგული იქნა ხეხილი და ასევე აშენებულია შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის განმარტებით, მამამისის გარდაცვალების შემდგომ, ნაკვეთს უვლიდა დედამისი მისი დახმარებით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ თავად განაგრძო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობა-პატრონობა. დღესდღეობით იქ გაშენებულია ხეხილი, რომელიც 30-40 წელზე მეტს ითვლის, არის ვაზი, რომლის მოვლა-პატრონობასაც ახორციელებს მოსარჩელე. მამამისის მიერ აშენდა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 80-იან წლებში ცხოვრობდნენ მისი დეიდა თავის ოჯახით, რადგან გარკვეული პერიოდი შეექმნათ საცხოვრებელი ადგილის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ეზოში გაყვანილია წყალი, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს, არ აქვს აბონენტად დარეგისტრირებული. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთი შემოღობილია, ღობე დაზიანდა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ არ არის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კანონმდებლობა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისში--–----------------------------------- არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2019 წლის 14 იანვრის N9- განკარგულების საფუძველზე უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, კერძოდ- განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 2005-2010 წლის ორთოფოტოებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი შენობის არსებობის ფაქტი არ დგინდება, რეალურად კი ფრაგმენტები ჩანს. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ეზოში არის ვაზი, რომელიც მოვლის გარეშე ვერ შეინარჩუნებდა დღევანდელ მდგომარეობას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი გამოიცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 08 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ვ-–----–---ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრის საქმის წარმოებაშია საქმე განაცხადის მიღების ბარათი N8----------- განაცხადის N----------(19.08.2016). ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არის ა---------–--------–---–ის მეზობელი და მის მეზობლად ა---------–--------–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 394კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი(მდებარე ქ.თბილისი, ლ---------------------------------) სრულად შეესაბამება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ნახაზს(მომზადებელი შ----------- მიერ 13.08.2016) წარდგენილ კოორდინატებში. წარმოდგენილი განცხადებით ვ-–----–---ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს ა---------–--------–---–ი ფლობს და სარგებლობს 1---წლიდან, დღემდე.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 08 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მ-----------------–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრის საქმის წარმოებაშია საქმე განაცხადის მიღების ბარათი N8----------- განაცხადის N----------(19.08.2016). ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არის ა---------–--------–---–ის მეზობელი და მის მეზობლად ა---------–--------–---–ი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 394 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი(მდებარე: ქ.თბილისი, ლ---------------------------------) სრულად შეესაბამება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ნახაზს(მომზადებელი შ---------- მიერ 13.08.2016) წარდგენილ კოორდინატებში. წარმოდგენილი განცხადებით მ-----------------–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს ა---------–--------–---–ი ფლობს და სარგებლობს 1--- წლიდან, დღემდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ-–----–---ის 2016 წლის 08 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ.126)
- მ-----------------–ის 2016 წლის 08 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება(ს.ფ.124 )
3.1.2. 2016წლის 18 აგვისტოს, ა---------–--------–---–მა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 30 აგვსიტოს N2----- წერილობითი შეტყობინებით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ა---------–--------–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია, უძრავ ნივთზე მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა---------–--------–---–ის 2016 წლის 18 აგვისტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადება(ს.ფ. 117 )
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს N2----- წერილობითი შეტყობინება(ს.ფ.137)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია მ-----------------–ის 2018 წლის 10 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ ა---------–--------–---–ი 2004 წლიდან დღემდე სარგებლობს მისი ელექტრო სადენით და ელექტრო მრიცხველით უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------. ამასთან, თანახმა არის ა---------–--------–---–მა დაირეგისტრიროს და გაიფორმოს საკუთრებაში ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-----------------–ის 2018 წლის 10 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება(ს.ფ. 219-220)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 18 ოქტომბრის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ქ.თბილისი, ლ------------------ მდებარეობს კორპუსის მომიჯნავედ შემოღობილ ტერიტორიაზე. 1 ნაგებობა არის ლითონის ფირფიტით შებათქაშებული, მეორე ნაგებობა კაპიტალური, ხანდაზმულობა არის გასარკვევი. . .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი(ს.ფ. 153)
3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის N6----------- წერილით ირკვევა, რომ სამსახურმა ქალალქეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ლ----------------------------- მიმდებარედ 392 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და აცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ(რზ-1)ზონაში. ამასთან მასზე გათვალისწინებულია სასაფლაოს სპეციალური შეზღუდვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის N6----------- წერილი(ს.ფ.112)
3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9დეკემბრის N6-- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის 64-ე საკითხი) ა---------–--------–---–ის განცხადება მიწის ნაკვეთზე(ქ.თბილისი, ავ---–----–--------------------------------) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ დასტურდება განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9 დეკემბრის N6-- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 იანვრის N9- განკარგულებით უარი ეთქვა ა---------–--------–---–ს მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ლ--------------------------------, საერთო ფართობი- 394კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9დეკემბრის N6-- საოქმო გადაწყვეტილება(ს.ფ. 140-152)
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019წლის 14 იანვრის განკარგულება №9- ,,მიწის ნაკვეთებზე ა---------–--------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ (ს.ფ. 34-35)
3.1.7. საქმეში წარმოდგენილია შ------------–------- 2019წლის 15 თებერვლის საექსპერტო დასკვნა №2----, რომლითაც დგინდება, რომ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ქალაქ თბილისში, გლ--------------ში, ლ----------------- მიმდებარედ მოქალაქე ა---------–--------–---–ს გააჩნია საკუთრებაში არსებული A=410მ2 ფართობის მქონე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი. ნაკვეთი შემოღობილია ნაწილობრივ ხის მესერითა და ნაწილობრივ ძველი თუნუქის ფურცლებით, რაც შეეხება მათ ხნოვანებას შენობებისა და ღობის არქიტექტურული იერ-სახეს; გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუციული თავისებურებებიან გამომდინარე (კედლის წყობის, ხის მასალების მდგომარეობა) ხნოვანება არანაკლებ 30-35 წელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------------–------- 2019 წლის 15 თებერვლის საექსპერტო დასკვნა №2---- (ს.ფ. 12-32)
3.1.8. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 22 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა ,---–-----------------------–---–-----------------–------’’, რომლითაც დგინდება, რომ საკვლევი ობიექტი(ქ.თბილისი, ლ--------------------------------) წარმოადგენს რთულ რელიეფს, რომელიც დახრილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ტერიტორიას რომელზეც მრავლადაა წარმოდგენილი კარგად განვითარებული, ზრდასრული ხეები და ვაზის მრავალი ძირი, რომელიც ხეივნის სახითაც არის წარმოდგენილი. მოცემული ტერიტორიის გამწვანება წარმოადგენს საკარმიდამო ნაკვეთს, ამრიგად მასზე არის როგორც კარგად განვითარებული 25-35წლოვანი კაკლის ხეები, ასევე ხილკენკროვანები, ისინი ზრდასრულებია, კარგად მსხმოიარეები არიან. გარდა კაკლისა და ვაზისა, ტერიტორია დაკავებულია გარგალის, თუთის, მსხლის, ალუბლის, ლეღვის ზრდასრული ჯანსაღი მცენარეებით. შემდგომში აგროტექნიკის მიზნით მიზანშეწონილია ორგანული ნაკელის შეტანა ორმოებში არასავეგეტაციო პერიოდში ჩატარდეს გეგმური ფორმირება. არიგან მოცემულ ობიექტზე ყველა მცენარე ჯანსაღია და კარგად განვითარებული, მსხმოიარე, რომლებიც არ საჭიროებენ ამოძირკვას ან გამოხშირვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 22 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა ,---–-----------------------–---–-----------------–------’’(ს.ფ. 87-101)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 14 იანვარს N9- განკარგულების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------–--------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019წლის 14 იანვრის N9- განკარგულება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ლ--------------------------------- მდებარე 394კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №3-- დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019წლის 14 იანვრის N9- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, ა---------–--------–---–მა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 30აგვისტოს N2----- წერილობითი შეტყობინებით კი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ა---------–--------–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია, უძრავ ნივთზე მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.
6.3.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი(შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის– ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით(აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო(აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც,- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №3-- დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს(განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ- მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ,- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც(მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი ა---------–--------–---–ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ.თბილისში, ლ-------------------------------- მდებარედ 394კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, რამეთუ აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
თავის მხრივ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემეოების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ა---------–--------–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, კერძოდ-2005-2010 წლის ორთოფოტოებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი შენობების არსებობის ფაქტი არ დგინდება. ამასთან, კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად ვერ დადგინდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. კომისია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია არ იძლევა იმ გარემოების ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ ა---------–--------–---–ი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რამეთუ აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე და მიუთითებს, რომ ქ.თბილისში, ლ-------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთს, საერთო ფართით: 394 კვ.მეტრი ფლობდნენ მისი მშობლები მერი და სერგო ზიხანიშვილები ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, მათ მიერ დარგული იქნა ხეხილი და აშენებული იქნა შენობა-ნაგებობა(საცხოვრებელი სახლი), მამის გარდაცვალების შემდგომ ნაკვეთს უვლიდა დედა მოსარჩელის დახმარებით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ კი მოსარჩელემ გააგრძელა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობა-პატრონობა, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ხეხილი, არის შენობა-ნაგებობა, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2005-2010 წლის ორთოფოტოებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე წარდგენილ საკადასტო აოზმვით ნახაზე დატანილი შენობის არსებობის ფაქტი არ დგინდება,- აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ორთოფოტო გადაღებულია ისეთ სეზონზე, როდესაც გამწვანებულია და შენობა-ნაგებობა სრულყოფილად არ ჩანს, თუმცა ორთოფოტოზე ჩანს შენობა-ნაგებობის ფრაგმენტები. სასამართლოს მოსაზრებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა; ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო შეფასება არ მიუცია საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეების- ვ-–----–---ის, მ-----------------–ის 2016 წლის 08სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ არიან ა---------–--------–---–ის მეზობლები და მის მეზობლად ა---------–--------–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 394კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი(მდებარე ქ.თბილისი, ლ---------------------------------) სრულად შეესაბამება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ნახაზს(მომზადებელი შ----------- მიერ 13.08.2016) წარდგენილ კოორდინატებში, ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს ა---------–--------–---–ი ფლობს და სარგებლობს 1---წლიდან დღემდე; შეფასება არ მიუცია საქმეში წარმოდგენილ მ-----------------–ის 2018 წლის 10აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნული პირი მიუთითებს, რომ ა---------–--------–---–ი 2004 წლიდან დღემდე სარგებლობს მისი ელექტრო სადენით და ელექტრო მრიცხველით უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------; საგულისხმოა ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი თავად ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც,- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ქ.თბილისი, ლ------------------ მდებარეობს კორპუსის მომიჯნავედ შემოღობილ ტერიტორიაზე. 1 ნაგებობა არის ლითონის ფირფიტით შებათქაშებული, მეორე ნაგებობა კაპიტალური, აქვე აღნიშნულია, რომ ხანდაზმულობა არის გასარკვევი, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაადგინა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა ა---------–--------–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რომ არ არის დასაბუთებული განმცხადებლის(----------–-------–---–-) წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დასადგენად საკმარის მტკიცებულებად. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ქ.თბილისში, ლ-------------------------------- მდებარე 394 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2019 წლის 14 იანვრის N9- განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის’’ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამასთან, სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------, საერთო ფართობი: 394კვ.მეტრი, ა---------–--------–---–ის მიერ თვითნებური დაკავების შეფასებისას საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ როგორც შ------------–------- 2019წლის 15თებერვლის №2---- საექსპერტო დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ქალაქ თბილისში, გლ--------------ში, ლ----------------- მიმდებარედ მოქალაქე ა---------–--------–---–ს გააჩნია საკუთრებაში არსებული A=410მ2 ფართობის მქონე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი. ნაკვეთი შემოღობილია ნაწილობრივ ხის მესერითა და ნაწილობრივ ძველი თუნუქის ფურცლებით, რაც შეეხება მათ ხნოვანებას შენობებისა და ღობის არქიტექტურული იერ-სახეს; გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუციული თავისებურებებიან გამომდინარე(კედლის წყობის, ხის მასალების მდგომარეობა) ხნოვანება არანაკლებ 30-35 წელია, ასევე 2019წლის 22 თებერვლის ,---–-----------------------–---–-----------------–------’’ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ საკვლევი ობიექტი(ქ.თბილისი, ლ--------------------------------) წარმოადგენს რთულ რელიეფს, რომელიც დახრილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ტერიტორიას რომელზეც მრავლადაა წარმოდგენილი კარგად განვითარებული, ზრდასრული ხეები და ვაზის მრავალი ძირი, რომელიც ხეივნის სახითაც არის წარმოდგენილი. მოცემული ტერიტორიის გამწვანება წარმოადგენს საკარმიდამო ნაკვეთს, ამრიგად მასზე არის როგორც კარგად განვითარებული 25-35წლოვანი კაკლის ხეები, ასევე ხილკენკროვანები, ისინი ზრდასრულებია, კარგად მსხმოიარეები არიან. გარდა კაკლისა და ვაზისა, ტერიტორია დაკავებულია გარგალის, თუთის, მსხლის, ალუბლის, ლეღვის ზრდასრული ჯანსაღი მცენარეებით. შემდგომში აგროტექნიკის მიზნით მიზანშეწონილია ორგანული ნაკელის შეტანა ორმოებში არასავეგეტაციო პერიოდში ჩატარდეს გეგმური ფორმირება. არიგან მოცემულ ობიექტზე ყველა მცენარე ჯანსაღია და კარგად განვითარებული, მსხმოიარე, რომლებიც არ საჭიროებენ ამოძირკვას ან გამოხშირვას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 იანვრის N9- განკარგულება და მოპასუხე მხარეს,– ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ლ-------------------------------- მდებარე 394კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ა---------–--------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე- ა---------–--------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 იანვრის N9- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ლ-------------------------------- მდებარე 394კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ა---------–--------–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე- ა---------–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი