გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310019002856957
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1201-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე- ზ------------------

წარმომადგენელი-ნ--------–------------------–-------

მოპასუხე- 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი-გ----------------

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი-ხატია სამხარაძე, გიორგი ამირაჯები

მესამე პირი - ქ------------------ე(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი-ნ--------–------------------–-------

დავის საგანი- ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №------- გადაწყვეტილება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-17; 2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18იანვრის №-- ბრძანება ,,ზ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-17; 2019წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, დ----–----------–-----–----------- ტერიტორია(ნ------------), N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(მესაკუთრე-ზ------------------, ქ------------------ე) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-17; 2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით ქ------------------ესთან ერთად წარმოადგენს ქ.თბილისში დ----–---------–-------–-------------------------ს(ნ------------), 614კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: N--.-----.0--.0-- მესაკუთრეს. 2016 წლის 15 ივლისს A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: N--.-----0.0--) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. პასუხად, განმცხადებელს დაევალა, წარმოედგინა მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა 1:500(მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, მისასვლელი გზებით, ღობეების, გამწვანების ჩვენებით, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურს სამსახურის 2016 წლის 17 აგვისტოს N------- ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები(გაპ), რის საფუძველზედაც ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით. კერძოდ,- სახლის პროექტის შეთანხმებას, ხეების გადარგვას და სხვა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დავალების შესაბამისად ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო და წარდგენილი იქნა სათანადო დოკუმენტაცია.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 მარტს N--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება, რაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016წლის 24 მაისის N----- დადგენილების მე-8 მუხლის(განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის(გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისთვის სამშენებლოდ განვითარების პირობებსა და საჭირო ინფრასტრუქტურას. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, რადგანაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ მიმდინარე ტერიტორია დასახლებულია მეჩხერად, აღნიშნული ტერიტორია არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინსფრასტრუქტურით, რის გამოც მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას.

 

მოსარჩელის განმარტებით, როგორც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილება, ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება არის უკანონო, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამეთუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შედეგები მისცა მათ, კერძოდ- მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არის 2-შესახლებული საცხოვრებელი სახლი, დაახლოებით 6 და 50 მეტრის დაშორებით, ხოლო მინიმუმ 100-მეტრის რადიუსში არის რამდენიმე მშენებარე და უკვე აშენებული საცხოვრებელი სახლები, დასახლებულ საცხოვრებელ სახლებთან მიყვანილია ყველა სახის კომუნიკაცია, კერძოდ- ელექტროგაყვანილობა, გაზიფიცირებულია, მიყვანილია ინტერნეტი, არის წრიული გრუნტის გზა, თანხმობა აქვთ მოსარჩელეებს განცხადებული წყლით მომარაგებაზე,- შემოთავაზებაზე, დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე. ჯერ კიდევ 2003 წლიდან დასახელებულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო ქალაქის განაშენიანების გეგმა თავისი საბავშვო ბაღებით, სკვერებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2.2. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს- ქ------------------ეს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ზ-----------------ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი ცნო.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 13 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ----–----------–------–---------------------------------------), მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.-----.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 614.00კვ.მეტრი, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ-----------------ის და ქ------------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 13/03/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13/03/2015(იხ. ტომი 1, ს.ფ. 21-22)

 

3.1.2. 2016 წლის 15 ივნისს, ს-------–------მა(დამკვეთი, განმცხადებელი) A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 ივლისის N------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ვინაიდან არ მომხდარა პირველი ეტაპის გავლა-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის აღებაზე. გამომდინარე აქედან საკითხი პირველად უნდა დადგეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, ხოლო აღნიშნულის შემდგომ უნდა იქნეს შეტანილი განცხადება შესაბამისად დამუშავებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვის აღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 ივლისის N-------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 23-25)

 

3.1.3. 2016 წლის 15 ივლისს, ს-------–------მა(დამკვეთი, განმცხადებელი) A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საკითხის განსახილველად უნდა წარმოედგინა მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა 1:500(მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული სიანჟინრო-კომუნალური ქსელების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით), ხელმოწერილი პასუხისმგებელი პირის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად მიეცა განცხადების გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოსადგენად. ამავე დროს განემარტა, რომ თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტი, საკითხი დარჩებოდა განუხილველი.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 აგვისტოს N------- ბრძანებით დაკმაყოფილდა ს-------–------ის(დამკვეთი, განმცხადებელი) განცხადება A-------- 15.07.2016 და ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, განემარტა დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად(მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5(ხუთი) წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 26-27)

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 აგვისტოს N------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 28-33)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 18 აგვისტოს მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების თაობაზე N--------- საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ საექსპერტო ობიექტი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს(614. 00კვ.მეტრი), რომელიც მდებარეობს დ----–-----–----------–-----------------------–------–--––-- რელიეფი უსწორმასწოროა, მცირე დაქანების, ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციის. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღიწერა 12ერთეული მცენარე: ჩ-----–-----------–-------------------------------------------------------------–--------------------------------------------. აქედან დახასიათებული იქნა 5 ინდივიდი. დაავადებული ეგზემპლარის კვლების შედეგი ეფუძნება ფაქტობრივი მასალის მიკროსკოპული ანალიზისა და იდენტიფიკაციის შედეგებს. სოკოები იდენტიფიცირებული იქნა მათი ნაყოფიანობის მიკროსკოპული ანალიზის საფუძველზე, სტრუქტურულ-მორფოლოგიური(მიკრომორფოლოგიური) ნიშნების აღწერის მონაცემების მიხედვით სხვადასხვა მეთოდურ წყაროებზე დაყრდნობით. მიკროსკოპებისათვის საჭირო პრეპარატების(ანათლები) მომზადდა სამართლებლით, მოთავსდა ონკანის წყალში და გაისინჯა სინათლის მიკროსკოპით. სოკოს სახეობის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული იქნა კლასიკური და თანამედროვე სარკვევები. იდენტიფიცირებული იქნა ობიექტზე არსებული ყველა მცენარე აქედან 1(ჩვეულებრივი ნუში) შესაძლებელია გადარგვა იმავე საკადასტრო ერთეულში შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებების და არსებული ნორმატივების დაცვით. N------------------------აზიანების და დაავადების ხარისხიდან გამომდინარე განკურნებას არ ექვემდებარება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 18 დეკემბრის N--------- მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების თაობაზე საექსპერტო დასკვნა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 47-48)

 

3.1.5. 2018 წლის 28 მარტს, ს-------–------მა(დამკვეთი, განმცხადებელი) A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტქტურის სამსახურის 2018 წლის 27 აპრილის N------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ატვირთული დოკუმენტაცია და საკითხის განხილვის შედეგად დადგინდა გარკვეული სახის ხარვეზები, კერძოდ:

- დამკვეთის ინფორმაცია, დამკვეთ(ებ)ის სახელი და გვარი: დამკვეთად უნდა დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელსაც გააჩნია სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, შესაბამისად დამკვეთის ველში დააფიქსირეთ ნაკვეთის თანამესაკუთრე და ველები შეივსოს შესაბამისად;

- საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა მასშტაბი 1:500->. გენერალური გეგმის pdf ფაილი: ვინაიდან ხდება ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრა და გადარგვა საჭიროა წარმოადგინოთ უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის დასკვნა(დენდროლოგიური პროექტი) ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობის, სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10სმ. სიმაღლეზე. ხეების გადარგვა და მოჭრის სქემა უნდა იყოს დამოწმებული შესაბამისი სამსახურის მიერ;

- ტ------------------------------------–----------------------------------------–----–---------------------------------------–---–-------------------–----–-----------------–--

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიეცა 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ხოლო თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას, აღნიშნული განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტქტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ატვირთული დოკუმენტაცია და საკითხის განხილვის შედეგად დადგინდა გარკვეული სახის ხარვეზები, კერძოდ:

- დამკვეთის ველში დააფიქსირეთ ნაკვეთის თანამესაკუთრე და ველები შეივსოს შესაბამისად;

- საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა მასშტაბი 1:500->. გენერალური გეგმის pdf ფაილი: ვინაიდან ხდება ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრა და გადარგვა საჭიროა წარმოადგინოთ უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის დასკვნა(დენდროლოგიური პროექტი) ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობის, სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10სმ. სიმაღლეზე. ხეების გადარგვა და მოჭრის სქემა უნდა იყოს დამოწმებული შესაბამისი სამსახურის მიერ;

- ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი(მეათედების სიზუსტით).>.0.00 ნიშნულის ქვევით(კუბ.მ).:-მიუთითეთ ჭრილის შესაბამისად 0,00 ნიშნულს ქვევით სიმაღლე;

 

ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ გაითვალისწინონ კ2 კოეფიციენტში ტერასა არ იანგარიშება, ხოლო ვერანდა 1/3-ით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესებულ მხარეს მიეცა 15დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ხოლო თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას, აღნიშნული განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აპრილის N------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს,ფ, 177-179)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ.69-71)

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 მარტის მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების თაობაზე N-------- საექსპერტო დასკვნით დადგენილია, რომ საექსპერტო ობიექტი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს(614.00კვ.მეტრი), რომელიც მდებარეობს დ----–-----–----------–-----------------------–------–--––-- რელიეფი უსწორმასწოროა, მცირე დაქანების, ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციის. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღიწერა და დახასიათებული იქნა მხოლოდ ერთი მცენარე: კ----–-------------------- ობიექტზე არსებული მცენარე ექვემდებარება გადარგვას. შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველზე, იმავე საკადასტრო ერთეულის ფარგლებში, არასავეგეტაციო პერიოდში.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,--------------------ის’’ 2018 წლის 08 მაისის N-------------- წერილი, რომლითაც დაინტერესებულ პირს(ხ---------–------ი) 2018წლის 1 მაისის N----------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ შპს,--------------------ის’’ საკუთრებაში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია განცხადებაში მითითებულ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარის გადარგვის სამუშაოების ჩატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 05 მარტის N-------- მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების თაობაზე საექსპერტო დასკვნა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 49)

-შპს ,--------------------ის’’ 2018 წლის 08 მაისის N-------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 184)

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 30 მაისის N-------------- წერილი, რომლთაც დაინტერესებულ პირს(ხ---------–------ი) ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განიხილა მის მიერ წარდგენილი 2018 წლის 11 მაისის N----------------- და 2018 წლის 25 მაისის N----------------- განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია ა-----------------–--------------–----------------------- 2018 წლის 06მარტის N-------- საექსპერტო დასკვნა, შპს,--------------------ის’’ წერილობითი თანხმობა ხის გადარგვასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვდა ქ.თბილისი, დ----–----------–------–-------------------------------------------, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელების მიზნით ხე-მცენარის გადარგვის ნებართვას და ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’(შემდგომში მოხსენიებულია როგორც ,,დადგენილება’’) მე-2 თავის 21-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ექსპერტის რეკომენდაციის და შ----------------------------- წერილობითი თანხმობის გათვალისწინებით, ვინაიდან სამშენებლოდ გამოსაყენებელ ტერიტორიაზე(მშენებლობის მიზანი დასტურდება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით N-------) არსებული ერთი ძირი კაკალი ექვემდებარება გადარგვას. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მწვანე ნარგავების გადარგვას ენიჭება უპირატესობა მოჭრასთან მიმართებით, სამსახური გასცემს თქვენსავე ტერიტორიაზე(-------–-----------–----------–-------–------------- ტერიტორიაზე, საკ.კოდი: N--.-----.0--.0--) 1ძირი კაკლის(1-42სმ) გადარგვის ნებართვას მშენებლობის ნებართვის/წერილობითი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში. მწვანე ნარგავების გადარგვის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო გადარგული მწვანე ნარგავის მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3წლის ვადით. ნებართვის მიმღები ვალდებულია გადარგვის დაწყების თარიღი და დროის ინტერვალი წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს ზედამხედველობის გაწევის მიზნით(გადარგვის დაწყებამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე), წინააღმდეგ შემთხვევაში მწვანე ნარგავების გადარგვა ჩაითვლება უკანონოდ. გადარგვის განხორციელების შემდეგ, ყოველ კვარტალში ერთხელ უნდა წარმოადგინოთ გადარგული ხე-მცენარეების მდგომარეობის შესახებ ანგარიში და შესაბამისი ფოტომასალა გადარგვიდან 3 წლის განმავლობაში მწვანე ნარგავების გახმობის შემთხვევაში დაეკისრება განმეორებითი საკომპენსაციო რგვის ვალდებულება. ამავე წერილით ეცნობა, რომ მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა უნდა განხორცილდეს საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის’’ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოქმნილი ინერტული ნარჩენები გამოიყენება ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის, საჭიროა მომზადდეს პროექტი, რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის უწყებასთან(ნარჩენების მართვის კოდექსის 21-ე მუხლის 51-ე პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მაისის N-------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 57-58)

 

3.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებით, ს-------–------ს(დამკვეთი, განმცხადებელი) უარი ეთქვა A-------- განცხადებით მოთხოვნილი ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილების მე-8 მუხლის(განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტების თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის(გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისთვის სამშენებლოდ განვითარების პირობებს და საჭირო ინფრასტრუქტურას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს 2018 წლის 28 მარტის A-------- განცხადება სამსახურს ექნება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გრგ-ს დამტკიცების შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 72-74)

 

3.1.9. 2018წლის 07 აგვისტოს, ზ------------------მ N----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოთხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 30 ნოემბერს N-------------- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და აცნობა, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ზ------------------მ წარადგინა N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26ივნისის N------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26ივნისის N------- გადაწყვეტილებით ს-------–------ის 2018წლის 28 მარტის N--------- განცხადება ქ.თბილისში, დ----–----------–------–--------------------------- N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებელობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-8 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მისი სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის(გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისათვის სამშენებლოდ განვითარების პირობებსა და საჭირო ინფრასტრუქტურას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ეთხოვა უმოკლეს ვადაში ეცნობებინათ მათი პოზიცია N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისათვის და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით წარმოადგენს განაშენიანებულ თუ გაუნაშენიანებელ ტერიტორიას.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 დეკემბრის N------------- წერილით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 30 ნოემბერს N-------------- წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვდა სამსახურის პოზიციას ქალაქ თ---–--–-----–-------–------------- ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთთან(საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--) დაკავშირებით, ეცნობა, რომ სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი მოქმედი საკანონმდებლო ბაზა არ განმარტავს გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ცნებას, ხოლო განაშენიანებული ტერიტორიის შესახებ აწესებს შეზღუდვას ზონების მიხედვით. კერძოდ, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24მარტის N-- დადგენილების თანახმად, განაშენიანებული ტერიტორია არის დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N-------- ბრძანებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-სა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-სა. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, განაშენიანებული ტერიტორია არ შეიძლება არსებობდეს გარემოს დამცავ, დალდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-სა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ში, ხოლო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილ სხვა ზონებში შესაძლებელია არსებობდეს როგორც განაშენიანებული, ასევე გაუნაშენიანებელი ტერიტორიები. ვინაიდან საკანონმდებლო აქტები არ ადგენს განაშენიანებული და გაუნაშენიანებელი ტერიტორიის კონკრეტულ მახასიათებლებს, ისინი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს კონკრეტული არეალის შესწავლის საფუძველზე. N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა1(სზ-1), მიმდებარე ტერიტორია დასახლებულია მეჩხერად, თუმცა აღნიშნული ტერიტორია არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 იანვრის N-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ-----------------ის 2018 წლის 7 აგვისტოს N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26ივნისის N------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზ-----------------ის 2018 წლის 07 აგვისტოს N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 164-167)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 ნოემბერს N-------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 226)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 დეკემბრის N------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 225)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება ,,ზ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 90-96)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ზ-----------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება N-------, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18იანვრის ბრძანება N-- ,,ზ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია– ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე)Vკლასი– შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით(განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა)ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ)არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ)არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ)სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

 

6.3. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 42.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი. მე-4 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ უნდა მოიცავდეს მოთხოვნას, რომ დამკვეთმა შეაკეთოს, ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს არსებულ ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს, ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებს, თუ განზრახული მშენებლობა არ იწვევს მათი გაფართოების აუცილებლობას ან/და დაზიანებას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 44.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად. ამავე დადგენილების 45-ე მუხლით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით(მასშტაბი 1:500 ან 1:1000); ბ)განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები; გ)წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში–სათანადო რწმუნებულება; დ)მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით(მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება); ე)კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები; ვ)კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში– არქეოლოგიული კვლევის შედეგები; ზ)თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი; თ)მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა(იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან ან საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები(საკადასტრო საზღვრების რუკა). სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით, ხოლო ამ დადგენილების 53-ე მუხლის 52 პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, სამშენებლო მიზნებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების კოორდინატები; ი) მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა; კ)ამ დადგენილების 43-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ; ლ)გარდამავალ პერიოდში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ი არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ საჭიროა დამატებით მიწის ნაკვეთ(ებ)ისათვის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრა (შედგენილი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესაბამისად), ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016წლის 15 ივლისს, ს-------–------მა(დამკვეთი, განმცხადებელი) A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საკითხის განსახილველად უნდა წარმოედგინა მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა 1:500(მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული სიანჟინრო-კომუნალური ქსელების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით), ხელმოწერილი პასუხისმგებელი პირის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად მიეცა განცხადების გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოსადგენად. ამავე დროს განემარტა, რომ თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტი, საკითხი დარჩებოდა განუხილველი.

 

დადგენილია ასევე, რომ ამის შემდგომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 აგვისტოს N------- ბრძანებით დაკმაყოფილდა ს-------–------ის(დამკვეთი, განმცხადებელი) განცხადება A-------- 15.07.2016 და ქ.თბილისში, დ----–----------–------–----------------------------------------- ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.-----.0--.0--; მიწის ნაკვეთის ფართობი: 614 კვ.მეტრი; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ფუნქციური ზონა: - საცხოვრებელი ზონა 1(სზ-1), დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს; სამშენებლო განვითარების მიზანი: მშენებლობის სახეობა- ახალი მშენებლობა, საპროექტო ობიექტი-ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი, ფუნქცია/დანიშნულება-საცხოვრებელი; ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-1=0,5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი:კ-2=0,8; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი:კ-3=0,3; ამასთან, განემარტა დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად(მათ საფუძველზე დგება მშენებელობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5(ხუთი) წლის განმავლობაში.

 

6.4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 46.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 51.1 მუხლის თანახმად, დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა)სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი ეგზემპლარი; გ)გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; დ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №-- დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე. ამავე წესის 52.1 მუხლის თანახმად, ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე წესის 54.1 მუხლის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მარტს, ს-------–------მა(დამკვეთი, განმცხადებელი) A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება-არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აპრილის N------- გადაწყვეტილებით და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ატვირთული დოკუმენტაცია და საკითხის განხილვის შედეგად დადგინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რისთვისაც მიეცა 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, ხოლო თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას, აღნიშნული განცხადება დარჩებოდა განუხილველი. საბოლოოდ კი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებით, ს-------–------ს(დამკვეთი, განმცხადებელი) უარი ეთქვა A-------- განცხადებით მოთხოვნილი ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ამასთან, გადაწყვეტილებაში უარის თქმის საფუძლად აღნიშნულია, რომ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილების მე-8 მუხლის(განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტების თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის(გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისთვის სამშენებლოდ განვითარების პირობებს და საჭირო ინფრასტრუქტურას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს 2018 წლის 28 მარტის A-------- განცხადება და რომ სამსახურს ექნება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გრგ-ს დამტკიცების შემდგომ.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს რა წარმოადგენს განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიას, რა მახასიათებლები გააჩნიათ მათ, მნიშვნელოვანია შეფასდეს რა სამართლებრივ სივრცეში მდებარეობს ზ-----------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მისი მიმდებარე ტერიტორია, არის თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და ახლოს მდებარე ტერიტორია განაშენიანებული და მასზედ ვრცელდება თუ არა განაშენიანებული სივრცის სტატუსი. მნიშვნელოვანია შეფასდეს რა წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმას და ასევე დადგინდეს საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებისათვის პროექტის შეთანხმების მიზნით რა შემთხვევაში აკისრებს განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას და აღნიშნული გეგმის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენის ვალდებულებას, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოხდეს აღნიშნული ურთიერთობის(სამშენებლო სამართალურთიერთობა) მარეგულირებელი რიგი სამართლებრივი ნორმების განმარტება:

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 1.1 მუხლის

 

თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება; ბ)უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; გ)კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; დ)საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია; ე) საჯაროობა; ვ) ერთი სარკმლის პრინციპი; ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია; თ) პასუხისმგებლობის პრინციპი.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ მე-3 მუხლით განსაზღვრულია ტერმინების განმარტება. კერძოდ,-აღნიშნული მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს(ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას, მე-9 ნაწილის თანახმად, განაშენიანებული ტერიტორია არის დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია, მოიცავდეს „ტექნიკური რეგლამენტის– დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №-- დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-სა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ს, ამავე მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც განკუთვნილია ერთი ოჯახისათვის, ხოლო ამავე მუხლის 36-ე ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული თუ რა წარმოადგენს მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, რა წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმას, ასევე განსაზღვრულია, რომ განაშენიანებულ ტერიტორიას წარმოადგენს დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია, მოიცავდეს „ტექნიკური რეგლამენტის–დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №-- დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, თუმცა აქვე არსებობს გამონაკლისი და დათქმა იმის თაობაზე, რომ განაშენიანებული ტერიტორია არ შეიძლება არსებობდეს გარემოს დამცავ, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-სა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ში, ხოლო რაც შეეხება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ცნებასა და სტატუსს,- აღნიშნულის განმარტებას სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები არ შეიცავს.

 

გასახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე-ზ-----------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--(საპროექტო ტერიტორია) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა1(სზ-1), რაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 3.9 მუხლის საფუძველზე ცალსახად გამორიცხავს იმ საგამონაკლისო გარემოების არსებობას(გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2, სამხედრო დანიშნულების ზონა 2-), რომელთა შემთხვევაშიც არ შეიძლება არსებობდეს განაშენიანებული ტერიტორია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში განაშენიანებული ან/და გაუნაშენიანებელი საპროექტო ტერიტორიის მახასიათებლები უნდა დადგინდეს კონკრეტული საპროექტო არეალის(ტერიტორია) შესწავლის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 დეკემბრის N------------- წერილი, რომლითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(მესაკუთრე ზ------------------) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა1(სზ-1), მიმდებარე ტერიტორია დასახლებულია მეჩხერად, თუმცა აღნიშნული ტერიტორია არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული წერილი წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოზიციას, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის ორთოფოტოზე, რომლითაც ირკვევა, რომ ზ-----------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(მდებარე: ქ.თბილისი, დ----–----------–------–------------------------------------------ ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--) მომიჯნავედ არსებული ტერიტორია განაშენიანებულია, ამასთან, არსებობს ორი შესახლებული საცხოვრებელი სახლი, დაახლოებით 6 და 50 მეტრის დაშორებით, ხოლო მინიმუმ 100-მეტრის რადიუსში არის რამდენიმე მშენებარე და უკვე აშენებული საცხოვრებელი სახლები, დასახლებულ საცხოვრებელ სახლებთან მიყვანილია ყველა სახის კომუნიკაცია,- ელექტროგაყვანილობა, გაზიფიცირებულია, მიყვანილია ინტერნეტი, არის წრიული გრუნტის გზა. სასამართლოს მოსაზრებით კი, ამგვარი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის პირობებში მიწის ნაკვეთი ვერ ჩაითვლება გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთად. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები არ ადგენს ზუსტ მასშტაბებსა და საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება გავრცელდეს განაშენიანებული ტერიტორიის სტატუსი, თუმცა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მომიჯნავე ნაკვეთთაგან თუნდაც ერთ-ერთის განაშენიანება, მეორე ნაკვეთს ანიჭებს ანალოგიურ სტატუსს(აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება, საქმეNბს-686-686(2კ-18)).

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დასკვნის სახით მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე- ზ-----------------ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, დ----–----------–-----–----------- ტერიტორია(ნ------------), ფართობი: 614კვ.მეტრი, N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანებულ ტერიტორიაზე.

 

6.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის 1.1.მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები(შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №-- დადგენილების(შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში– თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ)სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებთ დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 5.1 მუხლის თანახმად, თბილისის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის(ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების) ორსაფეხურიანი სისტემით: ა)მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია თბილისის მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკა; ბ)განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია თბილისის ტერიტორიის ნაწილებისათვის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა. ამავე წესების მე-8 მუხლით განსაზღვრულია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დედაქალაქის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, და განაშენიანების რეგულირების წესების მესამე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება სავალდებულოა, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება მაინც: ა)მიწის ნაკვეთებისათვის სხვაგვარად შეუძლებელია გამოყენებისა და განაშენიანების რეგლამენტების დადგენა; ბ)ხორციელდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; გ)ხორციელდება 7000 მ2(0.7 ჰა) და მეტი ფართობის მქონე ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; დ) მშენებლობა ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში იწვევს არსებით, საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს(იცვლება ინფრასტრუქტურული მოწყობა, განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსი და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლები); ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო არეალი არ შეიძლება იყოს 5000მ2-ზე(0.5 ჰა) ნაკლები, რომელიც განისაზღვრება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ან/და დაგეგმვაზე უფლებამოსილი შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილებით შემდეგნაირად: ა)დაგეგმარებითი თვალსაზრისით მოწესრიგებული ტერიტორიის(მაგ.: კვარტალის) ფარგლებში გეგმარებითი ერთეულის გამოყოფით, თუ მიწის ნაკვეთ(ებ)ი წარმოადგენენ ასეთი ტერიტორიის ნაწილს; ბ) ტერიტორიის დაგეგმარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესაბამისად, სივრცის ერთიანი გააზრების პრინციპის დაცვით, თუ მიწის ნაკვეთ(ებ)ი წარმოადგენს გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ნაწილს.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში კი როგორც აღინიშნა, დადგენილია რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებით, ს-------–------ს(დამკვეთი, განმცხადებელი) უარი ეთქვა A-------- განცხადებით მოთხოვნილი ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი: 614კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: N--.-----.0--.0--, მესაკუთრე-ზ------------------,- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილების მე-8 მუხლის(განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის(გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისთვის სამშენებლოდ განვითარების პირობებს და საჭირო ინფრასტრუქტურას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი

 

გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რამეთუ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე- ზ-----------------ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, დ----–----------–-----–----------- ტერიტორია(ნ------------), ფართობი: 614კვ.მეტრი, N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანებულ ტერიტორიაზე, ხოლო თავის მხრივ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 8.2 მუხლის ,,ბ’’ პუნქტი კი განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვალდებულებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) არ გააჩნდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, რომ ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მოსარჩელე მხარისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვალდებულება დაედგინა და სწორედ აღნიშნული საფუძვლით ეთქვა უარი დაინტერესებული პირის(მოსარჩელე მხარე) მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81.1 მუხლის თანახმად იმპერატიულად არის განსაზღვღული, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილება არსებული მდგომარეობის კვლევისა და შეფასების საფუძველზე მიეღო, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც ზ-----------------ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, დ----–----------–-----–----------- ტერიტორია(ნ------------), ფართობი: 614კვ.მეტრი, N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(საპროექტო ტერიტორია) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ, საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ შესაბამისად უკვე გამოცემული იყო დადებითი გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 აგვისტოს N------- ბრძანება). ამასთან, საგულისხმოა ამავე დადგენილების 38.1 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, იმ ტერიტორიაზე, სადაც არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მშენებლობის ნებართვის გასაცემად ამ დადგენილებით განსაზღვრული პირველი სტადიის გავლა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) საჭირო არ არის და მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ გამოყენების პირობებს წარმოადგენს შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმა. გამონაკლისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა. . . სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო და კერძო ინტერესები სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების(ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესსზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისიდ, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ კონკრეტულ პირებზე(გი----------------------------–-----------------------–---–---------–---------–---–---------–---------–----- ქ.თბილისში, დ----–-----–-----–-------–------------------------------- ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სახეზეა გარემოება, როდესაც საქმის გარემოებების იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირთა მიმართ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილებები(რიგ შემთხვევაში განცხადება ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ზ-----------------ის შემთხვევაში კი მას ეთქვა უარი), დარღვეული იქნა თანასწორობის პრინციპი, ისე რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ არის დასაბუთებული რით იყო გამოწვეული დასახელებულ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, აღნიშნულმა კი საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ზ------------------სთან მიმართებაში დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლის იმპერატიული დანაწესი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-----------------ის სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში საფუძლიანია და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 იანვრის N-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილება, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ნორმების მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 იანვრის N-- ბრძანება, რომლითაც ზ------------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.7. რაც შეეხება ზ-----------------ის მოთხოვნას, რომლითაც იგი ითხოვს მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის, ქ.თბილისში, დ----–----------–------–------------------------------------------ N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(მესაკუთრე-ზ------------------, ქ------------------ე) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას,- სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26ივნისის N------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი. ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-----------------ის მიერ აღძრული სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც საფუძლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, უნდა დაევალოს ზ-----------------ის მიერ 2018 წლის 28 მარტს წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, დ----–----------–-----–----------- ტერიტორია(ნ------------), N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(მესაკუთრე-ზ------------------, ქ------------------ე) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებს მიეკუთვნება ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ ზ-----------------ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით, ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელე - ზ-----------------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.ზ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №------- გადაწყვეტილება.

 

3.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18იანვრის N-- ბრძანება ,,ზ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე".

 

4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს ქ.თბილისში, დ----–-----------–-------–----------------------------------------- N--.-----.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე(მესაკუთრე ზ------------------, ქ------------------ე) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5.მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მოსარჩელე-ზ-----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი