გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.01.2019
საქმის ნომერი
330310018002450477
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3039-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ-------------ე

წარმომადგენელი - ი-----–---------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წარმომადგენელი - გ--------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ-------------ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის გაცემის შესახებ;

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მ–------------------------------------–----------------------------–---------–------------------ 2016 წლის 29 ივნისის M---------------- წერილით, შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ დასტურდება, რომ 2016 წლის 2-------- დ--–-----------------------–---–----–-- ლ---------- დღესთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით გაგზავნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მ–------------------------------------–----------------------------–---------–--------–----------------------–---–-------------–-----------------–---–--- ჯგუფები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მ–----------------------–---–-------------–--------–------------------------------------–---–-- ლ------------–-------------ემ მიიღო დაზიანება ქვედა კიდურის არეში. მას მკურნალობა ჩაუტარდა მ–--------------–---------–------------–-----–------–-----------------––--, შემდეგ გადაყვანილ იქნა ქალაქ თბილისში, შ-----------------------–-------------–----------------–--------–-----–------–--- სადაც დაჰყო 3 (სამი) დღე და მე-4 დღეს გაწერილ იქნა ბინაზე, შემდგომი მკურნალობის გასაგრძელებლად.

 

ლ-------------ე შ-----------------------–-------------–----------------–--------–-----–------–-- მივიდა 2016 წლის 23 ივნისს, 1------------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შემდეგ. პაციენტს იმავე დღეს ჩაუტარდა ოპერაცია - მ----------–----------------------------------------------------------------

 

ასევე, დადგენილია, რომ ლ-------------ის მეორე ოპერაცია - მ----------–---------–-----------------------–-------------–------–----–--------------------------–-------- ჩაუტარდა 2017 წლის 29 მარტს.

 

მკურნალობაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა სულ 4--- ლარი, რაც ანაზღაურდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მ–------------------------------------–----------------------------–---------–------------------ 2016 წლის 29 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 91);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის M---------------- წერილი (ს.ფ. 90);

- ლ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 27 ივნისის ცნობა №--- (ფორმა IV-100/ა) (ს.ფ. 18);

- ლ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 30 მარტის ცნობა №---- (ფორმა IV-100/ა) (ს.ფ. 20).

 

3.2. ლ-------------ემ 2018 წლის 8 იანვარს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა ერთჯერადი დახმარების სახით 7000 (შვიდიათასი) ლარის ანაზღაურება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილებით ლ-------------ეს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი კომპენსაციის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში არსებული ინფორმაციით არ დასტურდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მის მიერ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-------------ის 2018 წლის 8 იანვრის განცხადება (ს.ფ. 21-22);

- სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-24).

 

3.3. ქ--–--------–---------------------------–--------------------–---------------- უფროსის ლ-–--–--–-–---–ის 2018 წლის 30 მაისის ახსნა-განმარტების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე დაკავებული ჰქონდა ს----------–----–-----------------------------------------–--------------–-----------–-------------------------–--------------------------–---–-----------------------–-------------------–--------------- თანამდებობა. იგი იყო ლ-------------ის უშუალო ხელმძღვანელი.

 

ლ-–--–--–-–---–მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 2--------, ლ---------- დღესასწაულთან დაკავშირებით მოსამსახურეთა შესაბამის ჯგუფთან, მათ შორის, ლ-------------ესთან ერთად იმყოფებოდა მ-–----–-- მოქალაქეთა მიმოსვლის გამო. სამსახურებრივი მოვალეობის დასრულების შემდგომ, დაახლოებით შუაღამეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებს უკან დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობათ „რაციით“. მიუხედავად იმისა, რომ მისი მითითებით ყველა მ-–-----------–--------- უნდა შეკრებილიყო, ლ-------------ის ჯგუფის უშუალო უფროსმა აცნობა ლ-------------ის დამოუკიდებლად წასვლის თაობაზე. ადგილსამყოფელზე მისვლის შემდეგ, ლ-–--–--–-–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ-------------ემ, რომელიც ვიზუალური დათვალიერების მიხედვით ნასვამ მდგომარეობაში იყო, მოიტეხა ფეხი და ამიტომ ცდილობდა ცალკე წასვლას. ლ-------------ემ უარი განაცხადა სტაციონარში გადაყვანაზე. ტკივილის მიუხედავად, ლ-------------ემ მხოლოდ მეორე დღეს ისარგებლა სამედიცინო დახმარებით.

 

ლ-–--–--–-–---–მა განმარტა, რომ მისი უშუალო შუამდგომლობით პირადმა ხელმძღვანელობამ ლ-------------ის მიმართ არ გამოიყენა დისციპლინური სახდელის ზომა და უფრო მეტიც, სამსახურმა აანაზღაურა ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ-–--–--–-–---–მა სრულად დაადასტურა წერილობით ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-–--–--–-–---–ის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 51).

- მოწმის ახსნა-განმარტება (27.09.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.4. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 7 დეკემბრის №--------- დასკვნაში მითითებულია, რომ შ----–--------------–---------–-------------–-----–-------- ბეჭდით დამოწმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (შტამპის №----- ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ლ-------------ემ აღნიშნულ კლინიკას ამბულატორიულად მიმართა 2016 წლის 23 ივნისს, 1---- სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 1---- სთ-ზე). მას დაუდგინდა დიაგნოზი: მ----------–---------–------------------------------–----- შ-----------------------–-------------–----------------–---------–-----–-------- ბეჭდით დამოწმებული სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №------- ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ლ-------------ემ კლინიკას მიმართა 2016 წლის 23 ივნისს, 1---- სთ-ზე. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და გაეწერა 2016 წლის 26 ივნისს, 1---- სთ-ზე, დიაგნოზით: მ----------–---------–------------------------------–----- აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი CD დისკისა და რენტგენოგრამების შესწავლის შედეგად.

 

დაზიანება (-----------–---------–------------------------------–----- განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება განცხადებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს: 2--0--2---–-

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 7 დეკემბრის №--------- დასკვნა (ს.ფ. 118-124).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლ-------------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ-------------ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის გაცემის შესახებ.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-------------ეს უარი ეთქვა კომპენსაციის ანაზღაურებაზე, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც ლ-------------ის მიმართ გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით 4000 (ოთხიათასი) ლარი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოება ეს არის დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას; ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ამავე მუხლის (22.06.2016წ. მოქმედი რედაქცია) მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი. აღნიშნული წესი აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) დასაქმებული პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირთა, სამოქალაქო პირთა და დამხმარე მოსამსახურეთა (რომელთაც უკავიათ შტატი და არ გააჩნიათ სპეციალური წოდება) და შტატგარეშე მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს. წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 24 ივნისის №5595 საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1 სექტემბრიდან, კანონის 552 მუხლით პირდაპირ განისაზღვრა, რომ 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ მითითებულ აქტში კვლავ განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1621-რს საქართველოს კანონის (ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ – სამსახური), რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას, გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შევიდა 552 მუხლის პირველი პუნქტში და განისაზღვრა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, ასევე ცვლილებების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში/სამსახურში დასაქმებული პირის, მათ შორის, მეხანძრე-მაშველის/მაშველის ისეთ სოციალურ უზრუნველყოფას, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერად ფულად დახმარებას - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე, რომელიც დასაქმებული იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, 2016 წლის 2-------- სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მივლინებული იყო მ-–----–-- ლ---------- დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2016 წლის 2-------- ლ-------------ემ ფეხზე მიიღო ტრავმა და მისმა დამსაქმებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ აანაზღაურა მისი მკურნალობის ხარჯები. აღსანიშნავია, რომ მითითებულ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან. აღნიშნული პირადად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ-–--–--–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მითითებულ პერიოდში წარმოადგენდა ლ-------------ის უშუალო უფროსს, იგი ლ-------------ესთან ერთად იმყოფებოდა მ-–----–-- სადაც მოსარჩელემ დაიზიანა ფეხი. მისივე განმარტებით, ლ-------------ემ ტრავმა მიიღო 2016 წლის 2--------, თუმცა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2016 წლის 23 ივნისს, რაც ასევე, დგინდება საქმეში წარმოდგენილი სხვა დოკუმენტებითაც.

ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 7 დეკემბრის №--------- დასკვნის თანახმად, შ----–--------------–---------–-------------–-----–-------- ბეჭდით დამოწმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (შტამპის №----- ჩანაწერებით დადგინდა, რომ მოქალაქე ლ-------------ემ კლინიკას მიმართა ამბულატორიულად, 2016 წლის 23 ივნისს, 1---- სთ-ზე. მას დაუდგინდა დიაგნოზი: მ----------–---------–------------------------------–----- შ--------------------------------------------------------------–-------------–----------------–---------–-----–-------- ბეჭდით დამოწმებული სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №------- ჩანაწერების მიხედვით, ლ-------------ემ კლინიკას მიმართა 2016 წლის 23 ივნისს, 1----სთ-ზე, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. იგი კლინიკიდან გაეწერა 2016 წლის 26 ივნისს, 1---- სთ-ზე. მითითებული დიაგნოზი დადასტურდა ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი CD დისკისა და რენტგენოგრამების შესწავლის შედეგად. ამასთან, დაზიანება (-----------–---------–------------------------------–----- განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება განცხადებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს: 2--0--2---–-

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის თარიღის გამო ფეხის დაზიანებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით დგინდება ლ-------------ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ტრავმის მიღების ფაქტი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-------------ეს უარი ეთქვა ერთჯერადი ფულადი თანხის ანაზრაურებაზე იმ საფუძვლით, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში არსებული ინფორმაციით არ დასტურდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მიღების ფაქტი, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მიღებულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რითაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ამავე დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ-------------ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის გაცემის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის E--------------- გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ-------------ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის გაცემის შესახებ;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე