გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210117001851517
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7642-17 (330210117001851517)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.03.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი: სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: ქ--------------–---–ი

ნ-------------ი

წარმომადგენელი: ზ---------–-–---–ი

მოპასუხე: ა--- ,,მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ა''

წარმომადგენელი: ი-------------–---–ი

დავის საგანი: საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებული კომპენსაციის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მ-- „ე----------–------–---------------ას“ კომპენსაციის სახით 37500 აშშ დოლარის გადახდა განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის, ქ--------------–---–ისა და ნ-------------ის სასარგებლოდ.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელის თანახმად, მუსიკალური ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“ შექმნილია ი-----–-----------ის მიერ, რომლის მემკვიდრეებსაც წარმოადგენენ ნ-------------ი (ი-----–-----------ის შვილი და გ--–-----------ი (ი-----–-----------ის მამა), ხოლო განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე - გ--–-----------ის უფლებები გადაეცა ქ--------------–---–ს.

 

ქ--------------–---–ი არის ნ-------------ის კანონიერი წარმომადგენელი როგორც დედა და განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე უფლებამოსილი პირი მართოს ი-----–-----------ის საავტორო უფლებები.

 

2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე------------–------–------------------მ“ წარადგინა აჭარის მომავალი მთავრობის წევრები. კადრებიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საჯაროდ შესრულდა ი-----–-----------ის მუსიკალური ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“.

 

ბ------ის აქციის შემდეგ 2016 წლის 25 ივლისს მოსარჩელეებმა მიწერეს ნ-–------–----------------ს ოფიციალური წერილი და მოითხოვეს საავტორო ჰონორარის გადახდა.

 

მიუხედავად ამისა, საპასუხოდ არ მიუღიათ არანაირი გამოხმაურება, მეტიც ყოველგვარი წინასწარი თხოვნისა თუ ინფორმირების გარეშე კვლავ მოხდა იმავე სიმღერის გამოყენება საჯარო შესრულება) ქ. თბილისში, ვ------------------ზე, ნ-–------–----------------ის 2016 წლის 5 ო---------ის ა-–--ზე, ყოველივე აქედან გამომდინარე მოსარჩელეები ითხოვენ საავტორო უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

 

მოპასუხის ვრცელი განმარტება საბოლოოდ ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ არ ვლინდება საავტორო უფლების არსებობის გარემოება, ასევე არ ვლინდება მოპასუხე იურიდიული პირის მიერ რაიმე სახით მოსარჩელეთა უფლების ხელყოფა; მოპასუხე ასევე უთითებს, რომ საქართველოს კნაონმდებელობა იცნობს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების ე.წ. "ოფიციალურ" ღონისძიების შესრულების ისეთ პირობას, რომელიც ათავისუფლებს ჰონორარისაგან მოსარგებლეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მუსიკალური ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“ (ნაწარმოები ასევე მოხსენიებულია სახელით - "ქ-----–--------ი", ან "მ--------–------------ას") შექმნილია ი-----–-----------ის მიერ, რომლის მემკვიდრეებსაც წარმოადგენენ ნ-------------ი (ი-----–-----------ის შვილი და გ--–-----------ი (ი-----–-----------ის მამა) ხოლო განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე გ--–-----------ის უფლებები გადაეცა ქ--------------–---–ს. ქ--------------–---–ი არის ნ-------------ის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც დედა და განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე უფლებამოსილი პირი მართოს ი-----–-----------ის საავტორო უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ 31-34);

- ნ-------------ის დაბადების მოწმობა (ი.ხ ს.ფ 35-36);

- 28.02.2012 წლის სანოტარო აქტი იხ. (ს.ფ 37-38);

- 2016 წლის 26 დეკემბრის განსაკუთრებული ლიცენზია იხ. (ს.ფ 3941);

- 2016 წლის 26 დეკემბრის განსაკუთრებული ლიცენზიის დანართი იხ. (ს.ფ 42-43);

- საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა იხ.(ს.ფ 49)

- 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულება N3------, მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებაზე არაექსკლუზიური უფლებების გადაცემის შესახებიხ (ს.ფ 50-51);

- 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება N0--, მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებაზე არაექსკლუზიური უფლებების გადაცემის შესახებ იხ. (ს.ფ 52-53);

 

3.1.2. ა--- მ-- „ე----------–------–---------------ას“ გაეგზავნა ოფიციალური წერილი, 2016 წლის 25 სექტემბერს სადაც დაფიქსირებული იყო ამავე თარიღში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტი და მოთხოვნილ იქნება საავტორო ჰონორარის გადახდა:

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- მ-- „ე----------–------–---------------ასთან“ ქ--------------–---–ის მიერ 2016 წლის 25 სექტემბერს გაგზავნილი წერილის ასლი იხ. (ს.ფ 26-28)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე------------–------–------------------მ აჭარის მომავალი მთავრობის წევრები წარადგინეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე-----------–------–----------------ის“ მიერ აჭარის მომავალი მთავრობის წევრების წარადგინის ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო იხ. (CD- დისკი ს.ფ 63);

- 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე-----------–------–---------------ის“ მიერ აჭარის მომავალი მთავრობის წევრების წარადგინის შესახებ საინფორმაციო საშუალებების მიერ იხ. (გავრცელებული ინფორმაციის ამონაბეჭდი დისკზე ჩაწერილი);

- 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე-----------–------–-----------------ის“ მიერ აჭარის მომავალი მთავრობის წევრების წარადგინის ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა - სახელად „ლ---------–--–------მ მომავალი აჭარის მთავრობა წარადგინა. იხ. (CD- დისკი ს.ფ 63);

 

3.2.2. 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე------------–------–------------------მ აჭარის მომავალი მთავრობის წევრების წარდგენისას პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საჯაროდ შესრულდა ი-----–-----------ის მუსიკალური ნაწარმოები „ქ-----–--------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- CD დისკზე ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელზეც ასახული არის 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე-----------–------–----------------ის“ მიერ აჭარის მომავალი მთავრობის წევრების წარდგენისას პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ი-----–-----------ის მუსიკალური ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“-ს საჯაროდ შესრულების კადრები - სახელად „ბ------ი. ე---ის შეხვედრა ხალხთან“ნიხ. (CD- დისკი ს.ფ 63);

 

3.2.3 2016 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა მ-- „ე-----------–------–----------------ის მასშტაბური წინასაარჩევნო ა-–-- თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- CD დისკზე ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელიც ასახავს 2016 წლის 5 ო---------ის ა-–--ს. სახელად „ნ-–------–----------------ის ა-–---მსვლელობა - 5 ოქტომბერი'';

- CD დისკზე ჩაწერილი რუსთავი 2-ს სიუჟეტი, ვიდეომასალა, რომელიც ასახავს 2016 წლის 5 ო---------ის ა-–--ს - სახელად „5 ოქტომბრის ა-–-- - რუსთავი 2-ის სიუჟეტი“ იხ. (CD- დისკი ს.ფ 63);

 

3.2.4 2016 წლის 5 ო---------ის ა-–--ზე საჯაროდ შესრულდა ი-----–-----------ის მუსიკალური — ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“ -

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- CD დისკზე ჩაწერილი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გასული აქციის ჩანაწერი, ვიდეომასალა, რომელზეც ასახული არის მუსიკალური ნაწარმოების საჯარო _ შესრულების კადრები სახელად „5 ო---------ის ა-–--, მ-–-- გამოსვლა“ იხ. (CD- დისკი ს.ფ 63);

 

3.2.5 მ-- „ე----------–------–---------------ას“ გაეგზავნა ოფიციალური წერილი, 6 ოქტომბერს სადაც დაფიქსირებული იყო 2016 წლის 5 ო---------ის დარღვევის ფაქტი და მითითება, რომ მოთხოვნილი იქნებოდა საავტორო ჰონორარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- მ-- „ე----------–------–---------------ასთან“ ზ---------–-–---–ის მიერ 2016 წლის 2 ოქტომბერს _ გაგზავნილი წერილის ასლი - იხ. ( ს.ფ 26-30);

 

3.2.6. მუსიკალური ნაწარმოები „ქ-----–--------ი“ (იგივე „--------–-------“, მეორე სახელწოდება - „მ----------–-------------ს“) შექმნილი არის ი-----–-----------ის მიერ, იგი საავტორო უფლებათა ასოციაციში რეგისტირებულია ი-----–-----------ზე და მის საავტორო ჰონორარებს იღებს ქ--------------–---–ი, როგორც უფლებამოსილი პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- ა--- „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მიერ გაცემული ცნობის ასლი.

- მუსიკალური ნაწარმოების სხვადასხვა შესრულებებისა და დასათაურების ასლები CD დისკზე ჩაწერილი.

- მუსიკალური ნაწარმოების 1993 წლის პირველადი გამოცემა, ჩაწერილი კასეტაზე.

- სიუჟეტი ი-----–-----------ზე ე.წ ფილმი „მა-----------ს“ ბოლო მონაკვეთი და ტიტრები.

 

3.2.10 მუსიკალური ნაწარმოები „ქ----–--------ი“ (მისი ფრაგმენტი - მ----------–-------------ს) საჯაროდ შესრულდა მ-- „ქ--------–----–-----------------------–-------------–--ს“ პოლიტიკურ ყრილობაზე, რომელიც დალიცენზირდა 1250 აშშ დოლარად. საქმეში ასევე წარმოდგენილია სხვა ხელშეკრულება ნაწარმოების გამოყენებაზე;.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

- 2016 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულება #0---ის ასლი დადებული ქ--------------–---–სა და მაგ „ქ--------–----–-----------------------–-------------–--ს შორის (იხ. ს.ფ 52-53);

- 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულება 34------ დადებული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და ქ--------------–---–ს შორის. (იხ. ს.ფ 50-51);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ქ--------------–---–ის და ნ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს საავტორო უფლების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის სახით მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის 2500 აშშ დოლარის ათმაგი ოდენობა, რაც შეადგენს 25000 აშშ დოლარს.

 

5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment

`საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-მე-10, მე-18, 25-ე, 35-ე, 36-ე, 38-ე, მე-40, 42-ე, 59-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-9 მუხლის მიხედვით, კი საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში კი აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

მოსარჩელეები ითხოვენ დაეკისროს მოპასუხეს კომპენსაციის სახით 37500 აშშ დოლარის გადახდა განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის, ქ--------------–---–ისა და ნ-------------ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს მათ შორის წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელეების პრეტენზიას, რომლის თანახმადაც მუსიკალური ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“ შექმნილია ი-----–-----------ის მიერ, რომლის მემკვიდრეებსაც წარმოადგენენ ნ-------------ი (ი-----–-----------ის შვილი და გ--–-----------ი (ი-----–-----------ის მამა), ხოლო განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე გ--–-----------ის უფლებები გადაეცა ქ--------------–---–ს. ქ--------------–---–ი არის ნ-------------ის კანონიერი წარმომადგენელი როგორც დედა და განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე უფლებამოსილი პირი მართოს ი-----–-----------ის საავტორო უფლებები.

 

2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მ-- „ე------------–------–------------------მ“ წარადგინა აჭარის მომავალი მთავრობის წევრები. კადრებიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საჯაროდ შესრულდა ი-----–-----------ის მუსიკალური ნაწარმოები - „ქ-----–--------ი“. ბ------ის აქციის შემდეგ მოსარჩელეებმა მიწერეს ნ-–------–----------------ს ოფიციალური წერილით და მოითხოვეს საავტორო ჰონორარის გადახდა. მიუხედავად ამისა, საპასუხოდ არ მიუღიათ არანაირი გამოხმაურება, მეტიც ყოველგვარი წინასწარი თხოვნისა თუ ინფორმირების გარეშე კვლავ მოხდა იმავე სიმღერის გამოყენება საჯარო შესრულება ქ. თბილისში, ვ------------------ზე, ნ-–------–----------------ის 2016 წლის 5 ო---------ის ა-–--ზე.

 

ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია (მიღებულია 1886 წლის 9 სექტემბერს, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1994 წლის 24 ნოემბერი. N609–Iს), შემდგომში „ბერნის კონვენცია“ იცავს საავტორო უფლებებს, რომელელიც არის ამ სფეროში მოქმედი მთავარი საერთაშორისო ნორმატიული აქტი.

 

ბერნის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად „ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია, ქმნიან კავშირს ავტორთა უფლებების დასაცავად მათ ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე.“ ხოლო მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი „გამოთქმა “ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები" მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად, როგორიცაა: (1) მუსიკალური ნაწარმოებები ტექსტით ან ტექსტის გარეშე.“ „ი-----–-----------ის მუსიკალური ნაწარმოები - ქ-----–--------ი არის ხელოვნების ნაწარმოები, შესაბამისად ის დაცვადი არის ბერნის კონვენციით.

 

ბერნის კონვენციის მე-11 მუხლის პირველი“1” პუნქტის თანახმად „დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: (1) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე, ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო შესრულების ჩათვლით;“

 

2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის (შემდგომში „ასოცირების ხელშეკრულება“).

 

ასოცირების ხელშეკრულების 151-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „მხარეებმა უნდა უზრუნველყონ'' ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დადებული იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადეკვატური და ეფექტიანი განხორციელება, რომლის ხელმომწერებიც თავად არიან; 153-ე მუხლით კი „მხარეები განამტკიცებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას ქვემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით: (ა) ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე და მოვალეობებზე (ბერნის კონვენცია);“ ამავე შეთანხმების 154-ე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად კი „მხარეები ანიჭებენ ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ მათი ნაწარმოების წებისმიერი საჯარო შესრულება“.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას საავტორო უფლებები, საერთაშორისო კონვენციის წესების შესაბამისად. საერთო სასამართლოები ვალდებულები არიან დაეყრდნონ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებს და ისე მიიღონ საქართველოს სახელით გადაწყვეტილება.

 

საქართველოში საავტორო უფლებებს არეგულირებს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“.

 

კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მეცნიერების ლიტერატურისა და ხელოვენების ნაწარმოებია მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ, კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. შესაბამისად მუსიკალურ ნაწარმოებზე - ქ-----–--------ზე, როგორც ი-----–-----------ს ინტელექტუალურ შემოქმედებით შედეგზე, რომელიც გამოხატული არის ობიექტური ფორმით ვრცელდება საავტორო უფლება.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი გვაძლევს ტერმინის - საჯარო შესრულების დეფინიციას; რ) „საჯარო შესრულება” – ნაწარმოების _ წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, მუსიკალური ნაწარმოები 2-ჯერ საჯაროდ შესრულდა პოლიტიკურ ყრილობაზე, მოწყობილობების მეშვეობით (დინამიკები, სადენები და ა.შ.), აღნიშნულ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ მხოლოდ ოჯახის ან ოჯახის ახლო ნათესავთა წრე და ამ პირებისათვის ადგილზე იყო ეს მუსიკალური ნაწარმოები აღქმადი დამატებითი საჯარო გადაცემის (სატელევიზიო ან რადიო გადაცემის) აუცილებლობის გარეშე. ყოველივე აქედან გამომდიანრე მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებანი უნდა დაკვალიფიცირდეს მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად.

 

ი-----–-----------ის გარდაცვალების შემდეგ მოხდა ქონებრივი უფლებების მემკვიდრეობით გადაცემა კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო შემდგომ კი მოხდა განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე უფლებების გადაცემა. საბოლოოდ ი-----–-----------ის სრულ შემოქმედებაზე 3/4 განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები ეკუთვნის ქ--------------–---–ს, ხოლო 1/4 ნ-------------ს და ისინი არიან განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელები. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. მოცმეულ შემთხვევაში გვყავს საავტორო უფლების მფლობელები, რომელთაც ეკუთვნით ეს განსაკთრებული უფლება. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი „ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება). მე-3 მუხლით კი გარანტირებულია ჰონორარის უფლება - კერძოდ „ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება),“ შესაბამისად ქ--------------–---–სა და ნ-------------ს ეკუთვნით საავტორო ჰონორარი მუსიკალური ნაწარმოების ყოველი ფორმით საჯარო შესურლებისათვის.

 

აღნიშნული ქონებრივი უფლებებიდან არსებობს გამონაკლისი, რომელსაც ითვალისწინებს 25-ე მუხლი და რომელზეც ამყარებს მოპასუხე საკუთარ მსჯელობას, თუმცა აღნიშნული მუხლი საერთოდ არ ეხება პოლიტიკური პარტიის ნებისმიერ შეკრებაზე მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებას. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ აღნიშნული მუხლის სრული შინაარსობრივი ანალიზი, რათა ზუსტად მოვახდინოთ ნორმის დეფინიცია:

 

ნორმა ვრცელდება მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებაზე ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიურ ცერემონიებზე. ცალსახაა რომ მ-- „ე-----------–------–----------------ის“ პოლიტიკური აქცია არ გახლდათ არც სამგლოვიარო და არც რელიგიური ცერემონია.

 

სასამართლო პრაქტიკაში არ ყოფილა დავა იმასთან დაკავიშრებით თუ რა არის ოფიციალური ცერემონია, შესაბამისად არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა.

 

დავის ამ უმნიშვნელოვანეს ასპექტში გასაზიარებელია მოსარჩელის განმარტება (იხ. ს.ფ. 163-169); სასამართლო ვერ ჩათვლის, რომ ყოველი იურიდიული პირის (მათ შორის მოგებაზე ორიენტირებული, თუ არაკომერციული ხასიათის, ანდა საარჩევნო-პოლიტიკური მიზნების მატარებელი) საჯარო აქტივობა მოექცეს ზემოაღნიშნული 25-ე მუხლის ქოლგის ქვეშ და დაცული ნაწარმოებების შესრულებაზე სრული თავისუფლების რეჟიმი გავრცელდეს. კანონში მითითებული ტერმინი - "ოფიციალური", შესაძლოა სწორედ რომ სახელმწიფო დაწესებულებების კანონით გათვალისწინებული აქტივობების დამახასიათებელ ტერმინად ვიგულისხმოთ; საწინააღმდეგო განმარტება, მოგვცემს მოცემულობას, როდესაც მაგალითად რომელიმე იურიდიული პირის მიერ გამართული სამსახურებრივი წვეულება (მიღება), ან სხვა სახის ღონისძიება აღიჭურვება ჰონორარის გადახდის საწინააღმდეგო იმუნიტეტით, რომ ნამდვილად წინააღმდეგობაშია დარგის მომწესრიგებელი სამართლის წყაროების სულისკვეთებასთან.

 

6.3. შესაბამისად, საბოლოოდ გვაქვს ასეთი მოცემულობა:

 

მოსარჩელენი გახლავან უფლების მფლობელნი სადავო ნაწარმოებზე;

 

ნაწარმოები შესრულდა 2-ჯერ სხვადასხვა ღონისძიებაზე უფლების მფლობელთა თანხმობისა და შესაბამისი ანაზღაურების (ჰონორარის) გარეშე;

 

სახეზე არ გვაქვს საავტორო უფლების მფლობელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გამომრიცხველი - კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება;

 

სხვა ანალოგიური ხასიათის შესრულებაზე უფლების მფლობელს მიღებული აქვს ჰონორარი 1250 აშშ დოლარის ოდენობით;

 

6.4. რა სამართლებრივი შედეგი მოაქვს აღნიშნულ დადგენილ გარემოებებს სარჩელის პესპექტიულობის თვალსაზრისით?

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი მუხლის 2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გარანტირებულია, რომ საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; კანონმდებელი განსაზღვრავს მხოლოდ მინიმალურ ოდენობას, ხოლო გარკეული გარემოებების გათვალისწინებით ის შეიძლება გაიზარდოს და მისი მაქსიმალური ზღვარი დაწესებული არ არის. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად „ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, დამრღვევის განზრახვა ან/და წებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

 

მოცემულ სამართალწარმოებაში, სახეზე გვაქვს მოპასუხის მიერ საავტორო უფლების მფლობელთა ინტერესების შელახვა 2-ჯერ. ნიშანდობლივია, რომ პირველი გაფრთხილების შინაარსის მქონე წერილმა შედეგი ვერ გამოიღო.

 

როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საავტორო უფლების მოპასუხეების მიერ უნებართვოდ გამოყენებას, აღნიშნული ქმედება განიხილება ქონებრივი უფლების დარღვევად. როდესაც უფლებათა დარღვევა დადგინდება, დამრღვევს შეიძლება შეეფარდოს შესაბამისი სიმძიმის და სახის პასუხისმგებლობის ზომა, ზიანის ანაზღაურების სახით.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად: ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.

 

კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სხვადასხვა გარემოებებით (კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დარღვევის სიმძიმე და სხვა). წარმოდგენილ საქმეში, სასამართლო თვლის, რომ სავსებით საკმარისი რესტიტუციაა კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის რესტიტუცია და მოსარჩელეს არ წარმოუჩენია ის გარემოებანი, რომელიც ლეგიტიმური საფუძველი გახდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილებისა.

 

შესაბამისად, კომპენსაციის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დადგენილია, რომ უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხდიდა 1250 აშშ დოლარს თითოეულ შემთხვევაში (2 შესრულებაზე 2500 აშშ დოლარი). ამ ე.წ. "ბიჯის" მარტივი გამრავლებით 10-ზე ვიღებთ 25000 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად, სასარჩლო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავე დროს, სასამართლო თვლის, რომ დარღვევის საკმარისი და ადეკვატური რესტიტუციაა სწორედ 10-მაგი ოდენობის კომპენსაციის გამოყენება და არა 15-მაგის, როგორც ამას ითხოვდა მოსარჩელე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხის მოთხოვნისამებრ მოსარჩელეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, 500 ლარის ოდენობით (დავის სირთულის ხარისხის გათვალისწინებით). ხოლო მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი დაკისრებული თანხის 3% ოდენობით, რაც შეადგენს 2003 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ--------------–---–ის და ნ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ა--- ,,მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ა''-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 25 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა;

 

3. ა--- ,,მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ა''-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2003 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე: ირაკლი კოპალიანი