გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.04.2019
საქმის ნომერი
330210118002749499
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/35041-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - გ-----------–--ე

წარმომადგენელი - მ--------–--ე

მოპასუხეები - ო---------------ე, რ----–----------ე, ბ------------–--

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ნი----–-----------ს სასარჩელო მოთხოვნა

1.1მოპასუხეებს ო---------------ეს, რ----–----------ეს და ბ------------–--ს მოსარჩელე გ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ 60 000 აშშ დოლარის გადახდა.

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 22 მარტს, მოპასუხეებმა ო---------------ემ, რ----–----------ემ და ბ------------–--მ დადეს ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რითაც მოპასუხეები აღიარებდნენ, რომ აქვთ კ-------------ის მიმართ პირადი ვალი 70 000 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც დაიწყება 2017 წლის სექტემბრის თვიდან ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარით, ხოლო 2018 წლის თებერვლის თვეში 20 000 აშშ დოლარით, რაზედაც ხელი მოაწერეს მოპასუხეებმა: ბ------------–--მ, ო---------------ემ, რ----–----------ემ და კ-------------ემ.

 

2018 წლის 10 ივლისს, კ-------------ემ დადო უფლების დათმობის ხელწერილით გ-----------–--ეს გადასცა 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. 2017 წლის 22 2018 წლის 10 ივლისის უფლების დათმობის ხელწერილის თანახმად, მოსარჩელე გ-----------–--ეზე გადავიდა თანხის 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები: ბ------------–--, ო--------------ე და რ----–----------ე ნებაყოფლობით არ უხდიან მოსარჩელეს 70 000 აშშ დოლარს და მოსარჩელეს ემუქრებოდნენ, რომ სასწრაფოდ გაასხვისებდნენ მათ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, წილებს კომპანიებში და ვეღარ მოახერხებდა თანხების ამოღებას, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა 10 000 აშშ დოლარით (ს.ფ. 182.)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე რ----–---------ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განაცხადა, რომ შემცირებული თანხიდან კიდევ აქვს გადახდილი 10 000 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 მარტს კ------------------სთან, ო--------------ემ, რ----–---------ემ და ბ------------–--მ დადეს ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რითაც აღიარებდნენ, რომ აქვთ კ-------------ის მიმართ ვალი 70 000 აშშ დოლარი და მისი გადახდა დაიწყებოდა 2017 წლის სექტემბრის თვიდან ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარის გადახდით, 2018 წლის თებერვლის თვეში კი გადაიხდიდნენ 20 000 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს. ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 10 ივლისს კ-------------ემ უფლების დათმობის ხელწერილით, გ-----------–--ეს გადასცა თანხის 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება 2017 წლის 22 მარტის ვალის აღიარების პირობებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- უფლების დათმობის ხელწერილი (ს.ფ. 33)

3.1.3. 2019 წლის 04 მარტს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და დავალიანების ოდენობა განსაზღვრა 60 000 აშშ დოლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სასამართლო სხდომის ოქმი

- განცხადება (ს.ფ. 182)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ო---------------ის, რ----–----------ისა და ბ------------–--ს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 60 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უფლების დათმობის ხელწერილი (ს. ფ. 33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 341-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით

გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ამდენად, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ემუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.

 

საქმეში წარმოდგენელი 2017 წლის 22 მარტის ხელწერილით მოპასუხეებმა აღიარეს დავალიანების 70 000 აშშ დოლარის ოდენობით არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

წარმოდგენილი უფლების დათმობის ხელწერილით კრედიტორმა მესამე პირს მიანიჭა მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე სადავოდ ხდის დავალიანების ოდენობას. მისი განმარტებით, საჭიროა გარკვეული შედარების ჩატარება, რაც ნათელს გახდის მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შემცირებას 10 000 აშშ დოლარით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ქმედების შეფასებისა და აღნიშნული ქმედების თანმდევი შედეგების მატერიალურ სამართლებრივი საფუძვლები. სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით გარიგების დადებულად ცნობისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა მიერ გამოვლენილი ურთიერთანმხვედრი ნება კონკრეტული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. სამოქალაქო გარიგების ნამდვილობის შეფასებისათვის ამოსავალი კრიტერიუმი სწორედ გამოვლენილი ნების ნამდვილობა და გარიგების მონაწილეთა სუბიექტური დამოკიდებულების შეფასებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის, რომ მითითებული ხელწერილი შედგენილი და ხელმოწერილი იქნა მოპასუხეების, მათ შორის რ----–---------ის მიერ, რაც იმას ნიშნავს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე გამოვლენილი და ხელმოწერით დადასტურებული ნება ნამდვილია.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების, კერძო ავტონომიის პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამასთან, კერძო ავტონომიის ცნება ასევე გულისხმობს თვითპასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც პირი თავად აგებს პასუხს თავისი მოქმედებისათვის. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალ სუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. ვალის აღიარების ცალმხრივი ბუნებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ეკისრებათ მხოლოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

 

შესაბამისად, მოპასუხის მითითება მხარეთა შორის არსებულ ერთობლივ საქმიანობაზე და მისგან გამომდინარე ურთიერთობებზე, ასევე დამატებით 10 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 60 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ - სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 3 000 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე 300 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოსარჩელემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა 10 000 აშშ დოლარით. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 214.5 ლარი. ამასთან, მოსარჩელეს სახაზინო ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარი. სულ მოსარჩელეს სახაზინო ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 464.5 ლარი.

 

60 000 აშშ დოლარის მოთხოვნით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ როგორც სარჩელზე ისე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელწიფო ბაჟი რაც შეადგენს 2621 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ-----------–--ის შუამდგომლობა და ო---------------ეს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: თ--------–----------–--------------------------------------------------–-----–----–------------------------------------------------------------–-----------------------------------------–----------–----------------------------------------------------–---------------------–---------------------------------------------------–-------------–--------–---------------------------------------------–------------–--–-------------–---------------------–--–-----------------------------------–----------------------–--–-------------–-----------–--–-----------------------------------------------–--–--------------------------------------------–-----–---------------–--–-----------------------------

 

ვინაიდან, დაკმაყოფილდა სარჩელი არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ო---------------ეს, რ----–----------ეს და ბ------------–--ს გ-----------–--ის სასარგებლოდ, დაეკისროთ 60 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ო---------------ეს, რ----–----------ეს და ბ------------–--ს გ-----------–--ის სასარგებლოდ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩლის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2621 ლარის ოდენობით;

 

4. გ-----------–--ეს დაუბრუნდეს მ--------–--ის (პ-------------) მიერ 05/12/2018 წელს სს „თიბისი ბანკი“-ს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარიდან 464.5 ლარი;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : ცისანა სირბილაძე